ვეპრაზი

საერთაშორისო დასახელება clindamycin, miconazole

 

მწარმოებელი: Venus International

მოქმედი ნივთიერება: კლინდამიცინი 100მგ, მიკონაზოლი 200 მგ

გამოშვების ფორმა N7 

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი : ანტიბაქტერიული და ანტიფუნგალური მოქმედების აგდილობრივი საშუალება

გამოშვების ფორმა N7 

 

ფარმაკოლოგიური თვისებები


ანტიბაქტერიული მოქმედება -კლინდამიცინის ფოსფატი ლინკოზამიდების ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი ,  აინჰიბირებს ბაქტერიული ცილების სინთეზს ბაქტერიის რიბოსომის  50 S  სუბერთეულზე  მოქმედების გზით . პრეპარატი  აქტიურია  ბაქტერიული ვაგინოზის ძირითადი გამომწვევების მიმართ:  Gardnerella vaginalis , Mycoplasma hominis, Mobiluncus spp.,Haemophilus ssp.,Corynebacterium, Peptostreptococcus spp.

 

ანტიფუნგალური მოქმედება -მიკონაზოლი  ფართო სპექტრის  პრეპარატი, სისტემური და ადგილობრივი  გამოყენებისთვის . მიკონაზოლის ნიტრატი აინჰიბირებს ერგოსტეროლის ბიოსინთეზს და ცვლის მემბრანის ლიპიდურ შემადგენლობას, რაც იწვევს სოკოს უჯრედის კვდომას.განსაკუთრებით  აქტიურია პათოგენური გამომწვევების  Candida ,Trichophyton,,Epidermophyton,Microsporum სახეობების მიმართ,გრამ (+) ბაქტერიების ჩათვლით

 

ჩვენება

  • შერეული ვაგინალური ინფექციები და არასპეციფიური ვაგინიტი
  • ბაქტერიული ვაგინოზი
  • ვულვოვაგინალური მიკოზები
  • ტრიქომონიაზი
  • ინფექციური ლეიკორეა

ვაგინალური ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკა

საშვილოსნოსშიდა  დიაგნოსტიკური პროცედურების ჩატარების წინ.
მშობიარობის წინა  პერიოდი.

 

დოზირება და მიღების წესი
1 კაფსულა უნდა მოთავსდეს ვაგინაში 7 თანამიმდევრული ღამის მანძილზე სასურველია დაძინებამდე. 

 

გვერდითი მოვლენები

ვეპრაზის ვაგინალური კაფსულები კარგად გადაიტანება ადგილობრივად. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა აღინიშნოს ვაგინალური გაღიზიანება, ქავილი,  დისპარეუნია , იშვიათად შარდვის მცირედით გახშირება და სექსუალურ პარტნიორში წვა .წვის შეგრძნების აუტანლობის შემთხვევაში უნდა შეწყდეს მკურნალობა. 

 

უკუჩვენება
ვეპრაზი უკუნაჩვენებია ქალებში მიკონაზოლის, კლინდამიცინის (ან ლინკომიცინის ჯგუფის) და ორნიროიმიდაზოლის ჯგუფის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ისტორიით. 

ორსულობა და ლაქტაცია
ექსპერიმენტალური და კლინიკური კვლევა არ ადასტურებს დედაზე ან ბავშვზე მავნე ეფექტს,  ვეპრაზის დანიშვნა შესაძლებელია ორსულობის II ტრიმესტრიდან  ექიმის რჩევის საფუძველზე.  ლაქტაციის დროს გამოიყენება სიფრთხილით.

 

 

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი არ ინიშნება მენსტრუაციის დროს. საჭიროა პაციენტის გაფრთხილება, თავი შეიკავოს სქესობრივი აქტისგან ან სხვა ვაგინალური პროდუქტების გამოყენებისგან (როგორიცაა ტამპონები) . ვეპრაზი ინიშნება ინტრავაგინალურად და დაუშვებელვეპრაზის ადგილობრივად.

პერორალური მიღება.

 

 

 

 

პარტნიორები

რატომ ჩვენ?

"HB Georgia" - ენდეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვის რვაწლიან გამოცდილებას საქართველოში.

კონტაქტი

26 მაისის გამზ. ბალანჩივაძის ქუჩა #2, თბილისი, საქართველო 0171

  • + 995 32 2 08 38 56
  • + 995 32 2 08 38 46
  • hbgeorgia@hb-med.com.ge
  • სამუშაო საათები 09:00 -18:00

სოციალური ქსელი