გლიკლამეტი

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): Metformin, Gliclazide

მწარმოებელი კომპანია: Venus international

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი : პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალება

გამოშვების ფორმა:  ტაბლეტი N30

შემადგენლობა: მეტფორმინი 500მგ/ გლიკლაზიდი 80მგ 

 

 

 

ფარმაკოლოგიური თვისებები: გლიკლაზიდი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ერთჯერადად 80მგ-ის მიღების შემდეგ Tmax მიიღწევა დაახლოებით 4 საათში,პლაზმის ცილებს უკავშრდება 94,2%. გლიკლაზიდი მეტაბოლიზირდება ღვიძლში,გამოიყოფა ძირითადად თირკმლის საშუალებით, 1%-ზე ნაკლები შარდთან ერთად შეუცვლელი სახით, ნახევარდაშლის პერიოდი 12 საათი

  • გლიკლამეტი ასტიმულირებს პანკრეასის ბეტა უჯრედების მიერ ინსულინის გამომუშავებას და გლუკოზიის ინსულინსეკრეტორულ მოქმედებას
  • გლიკლამეტი ამცირებს საკვების მიღებას და ინსულინის სეკრეციას შორის დროის შუალედს.
  • გლიკლამეტი აძლიერებს პერიფერიული ქსოვილების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ და ასტიმულირებს უჯრედშიდა ფერმენტების აქტივობას.
  • გლიკლამეტი აღადგენს ინსულინის სეკრეციის ადრეულ პიკს, ანუ უპირატესად მოქმედებს ინსულინის სეკრეციის ადრეულ ფაზაზე და არ იწვევს ჰიპერინსულინემიას.
  • გლიკლამეტი ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას, აძლიერებს სისხლძარღვთა ფიბრინოლიზურ აქტივობას, არეგულირებს სისხლძარღვის კედლების გამტარობას და აფერხებს მიკროთრომბოზის და ათეროსკლეროზის განვითარებას.

მეტფორმინი :

  • პლაზმაში ბაზალური და პოსტპრანდიალური გლუკოზის დონის შემცირებით აუმჯობესებს გლუკოზისადმი ტოლერანტობას.
  • ღვიძლში გლუკონეოგენეზის დათრგუნვით ამცირებს გლუკოზის დონეს.
  • გლუკოზის პერიფერიული უტილიზაციის გაზრდით ზრდის ინსულინისადმი რეზისტენტობას
  • აქვეითებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ნახშირწყლების შეწოვის პროცესს
  • აქვეითებს საერთო ქოლესტერინს, ტრიგლიცერიდებს და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს

 

ჩვენება:  ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 , სიმსუქნით და სიმსუქნის გარეშე

მიღების წესი და დოზირება: ინდივიდუალურია და ადგენს ექიმი. საშუალოდ 1-2 ტაბლეტი ჭამის დროს ერთხელ ან ორჯერ დღეში.

უკუჩვენება: ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1, დიაბეტური პრეკომა, კომა, კეტოაციდოზი, მომატებული მგრძნობელობა გლიკლამეტის რომელიმე კომპონენტის მიმართ

გვერდითი მოვლენები:  ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულის რევა, ანორექსია, ერითემა, თრომბოციტოპენია, ანემია, გამონაყარი კანზე, ქავილი, ჰიპონატრიემია

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:  შარდმდენი საშუალებებს, ბარბიტურატებს,რიფამპიცინს, კორტიკოსტეროიდებს,ესტროგენებს შეუძლიათ გლიკემიური კონტროლის შემცირება. ბეტა ბლოკერებს,თეოფილინს, MAO ინჰიბიტორებს შეუძლიათ გააძლიერონ ჰიპოგლიკემია. 

განსაკუთრებული მითითებები: მიკონაზოლის და ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემიური კომა. კორტიკოსტეროიდებთან ერთად პრეპარატის დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს კეტოაციდოზი

შენახვის პირობები: ინახება მშრალ ადგილას არაუმეტეს 30C-ზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე

აფთიაქიდან გაცემის ფორმა: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

პარტნიორები

რატომ ჩვენ?

"HB Georgia" - ენდეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვის რვაწლიან გამოცდილებას საქართველოში.

კონტაქტი

26 მაისის გამზ. ბალანჩივაძის ქუჩა #2, თბილისი, საქართველო 0171

  • + 995 32 2 08 38 56
  • + 995 32 2 08 38 46
  • hbgeorgia@hb-med.com.ge
  • სამუშაო საათები 09:00 -18:00

სოციალური ქსელი