სოლეკარდი

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი. ხასიათდება კარდიოპროტექტორული და ანგიოპროტექტორული მოქმედებით.

მწარმოებელლი კომპანია: Sole Pharma

გამოშვების ფორმა: კაფსულა N30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

 შემადგენლობა: კუნელის ექსტრაქტი 150მგ

                     L-ასპარაგინი 200მგ

                     მაგნიუმის ოქსიდი 50მგ

                     კალიუმის ქლორიდი 50მგ

                     ნივრის ექსტრაქტი 20მგ

                     ვიტამინი B6-1.4მგ

 

 

ფარმაკოლოგიური თვისებები: კუნელი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას მიოკარდიუმში, ზრდის გულის კუმშვით ძალას, არეგულირებს გულიცემის სიხშირეს, ხსნის ზეწოლის და სიმძიმის შეგრძნებას გულმკერდის არეში. ამცირებს ქოშინს ფიზიკური დატვირთვის დროს. L ასპარაგინი (ამინომჟავა) მონაწილეობს ცილების,ფერმენტების სინთეზში, ანეიტრალებს ამიაკის შენაერთებს. აღნიშნული ამინომჟავა სტრესის დროს დამატებითი რაოდენობით ესაჭიროება ორგანიზმს.  ნივრის ექსტრაქტი ამცირებს დაბალი სიმკვირივის ლიპოპროტეინების და ზრდის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების რაოდენობას. იწვევს ქოლესტერინის დონის დაქვეითებას სისხლში, ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას და თრომბის წარმოქმნას. კალიუმი ხელს უწყობს ნორმალური არტერიული წნევის შენარჩუნებას. პირიდოქსინი (ვიტამინი B6) ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების ნორმალურ ფორმირებას. მაგნიუმი ხსნის სისხლძარღვვოვან სპაზმს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და არეგულირებს არტერიულ წნევას.

ჩვენება:   ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია

              მაღალი არტერიული წნევა

              არითმია

              ტკივილი გულმკერდში

              ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

დოზირება: 1-2 კაფსულა დღეში ერთხელ ჭამის დროს

ორსულობა და  ლაქტაციის პერიოდი: ექიმთან კონსულტაციის შემდეგ

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითება: რეკომენდებულია 15-16 წლიდან

შენახვის პირობები: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე სიბნელეში, კარგად დახურულ ორიგინალ შეფუთვაში

 

 

პარტნიორები

რატომ ჩვენ?

"HB Georgia" - ენდეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვის რვაწლიან გამოცდილებას საქართველოში.

კონტაქტი

26 მაისის გამზ. ბალანჩივაძის ქუჩა #2, თბილისი, საქართველო 0171

  • + 995 32 2 08 38 56
  • + 995 32 2 08 38 46
  • hbgeorgia@hb-med.com.ge
  • სამუშაო საათები 09:00 -18:00

სოციალური ქსელი