სამუშაო საათები 09:00 -18:00

ფაროენზიმი HB

ფაროენზიმი HB ზუსტად ბალანსირებული კომბინაცია,რომელიც უზრუნველყოფს  ფერმენტის ნაწილობრივი ან სრული დეფიციტის დროს საკვების ნორმალურ გადამუშავებას

მწარმოებელი კომპანია:Apitekas Produkcija

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი N20

შემადგენლობა: დიასტაზა 100მგ; გააქტივირებული ნახშირი 75მგ; პაპაინი 60მგ

 

 

ფარმაკოლოგიური თვისებები: ფერმენტი დიასტაზა შეიცავს ალფა ამილაზას და ბეტა ამილაზას, რომელთაც გააჩნიათ სახამებლის გადამამუშავებელი ძლიერი მოქმედება.ალფა ამილაზა ავლენს მაღალ ეფექტურობას როგორც კუჭის წვენის მჟავა,ასევე ნაწლავის ტუტე გარემოში. პაპაინი წარმოადგენს დაუმწიფებელი ხილის წვენიდან დამზადებული ენზიმების ნარევს. იგი ძირითადად შეიცავს პროტეოლიზურ ფერმენტებს : პაპაინს და ქიმოპაპაინს, რომლებიც ახდენენ პოლიპეპტიდების,ამიდების და ეთერების ჰიდროლიზს. მისი მოქმედება გავს ბუნებრივი ფერმენტული პეფსინის მოქმედებას იმ განსხვავებით, რომ პაპაინი აქტიურია როგორც მჟავე ისე ტუტე გარემოში. გააქტივირებული ნახშირი: ძლიერი აბსორბენტი და დეტოქსიკატორი ნივთოიერებაა.მისი ფორებიანი ზედაპირი შთანთქავს აირებს და არასაკმარისად ხსნად ნივთიერებებს. იგი ამცირებს ნაწლავში აირების მოცულობას და აით იწვევს მეტეორიზმის და აბდომინური შებერვის სიმპტომების შემცირებას.

ჩვენება:

  • ნაწილობრივი ან სრული ფერმენტული დეფიციტის მონო ან კომპლექსური თერაპია
  • არასწორი კვებით ან ზედმეტი საკვებით გამოწვეული კუჭის გადავსების შეგრძნება, გულისრევა, რეგურგიტაცია, ბოყინი.
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჰიპომოტორიკა
  • საჭმლის მონელების დარღვევით განპირობებული დისპეფსიური მოვლენები: შებერილობა,ბოყინი,მეტეორიზმი,აბდომინური დისკომფორტი, სიმძიმის შეგრძნება
  • მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფიული და ენდოსკოპიური კვლევის წინ როგორც მოსამზადებელი საშუალება

მიღების წესი: 1-2 ტაბლეტი 1-2 ჯერ დღეში

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელ კომპონენტებზე

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ ადგილას

აფთიაქიდან გაცემის წესი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

რატომ ჩვენ?

"HB Georgia" - ენდეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვის რვაწლიან გამოცდილებას საქართველოში.

კონტაქტი

26 მაისის გამზ. ბალანჩივაძის ქუჩა #2, თბილისი, საქართველო 0171

სოციალური ქსელი

Facebook