ბეკლოგენი

საერთაშორისო დასახელება : Comb. drug

კლინიკურ- ფარმაკოლოგიური ჯგუფი :ანთების საწინააღმდეგო,  ანტიბაქტერიული ,ანტიფუნგალური საშუალება

მწარმოებელი კომპანია: Venus International

მოქმედი ნივთიერება: ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი 0, 25 მგ ; კლოტრიმაზოლი 10მგ; გენტამიცინი 1მგ; იოდქლორჰიდროქსიქინოლი 10 მგ

 

გამოშვების ფორმა: კრემი , ალუმინის ტუბი 30 გრ

 

 ფარმაკოლოგიური თვისებები

ბეკლოგენი კომბინირებული პრეპარატი გარეგანი და ადგილობრივი გამოყენებისათვის, რომლის მოქმედებაც განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტებით

ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი-სინთეზური გლუკოკორტიკოიდი, ახდენს ანთების საწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციურ, ქავილის საწინააღმდეგო მოქმედებას. 

 აქტიურია Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes, Epidermophyton floccosum, Microsporum canis, Candida albicans, Malassezia furfur (Pityrosporum orbiculare) მიმართ. კლოტრიმაზოლი ასევე აქტიურია Corynebacterium minutissimum, Strep. spp., Staph. spp., Trichomonas vaginalis მიმართ. 

გენტამიცინის სულფატი-  ამინოგლიკოზიდების ჯგუფის წყალში ხსნადი ანტიბიოტიკი მოქმედების ფართო სპექტრით, ახდენს ბაქტერიციდულ მოქმედებას. აქტიურად აღწევს რა ბაქტერიების უჯრედულ მემბრანაში, შეუქცევადად უკავშირდება რიბოსომებს და ამით თრგუნავს გამომწვევის ცილის სინთეზს. აქტიურია გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ: Pseudomonas aeruginosa, E. coli, Aerobacter aerogenes, Klebsiella spp., Proteus vulgaris; გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ: Streptococcus spp., Staphylococcus spp.

იოდქლორჰიდროქსიქინოლი გააჩნია ანტიბაქტერიულ, ანტისეპტიკური და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება. 

 ჩვენება

დერმატიტები;
• ეგზემა;
• ნეიროდერმიტი;
• ოტომიკოზები;
• ტერფის და საზარდულის ეპიდერმოფიტია;
• ვაგინალური კანდიდოზი, შერეული ვაგინიტი, ვულვიტი, კოლპიტი;
• ბალანიტი, ბალანოპოსტიტი;
• კანის ჩირქოვანი დაავადებები;
• გლუვი კანის თითებშუა და სხვა სოკოვანი დაზიანებები.
 
გამოყენების წესი და დოზები:
ბეკლოგენის კრემის თხელი ფენით დაიტანება კანის დაზიანებულ ზედაპირზე   2-3 ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს საშუალოდ 2-4 კვირას.
კერძოდ, დერმატოფიტური ინფექციების დროს კურსი შეადგენს ერთ თვეს. ხოლო კანდიდოზების შემთხვევაში მკურნალობა გრძელდება სულ მცირე ორი კვირის განმავლობაში. გინეკოლოგიაში გამოიყენება ტამპონების სახით.
 
გამოყენება პედიატრიაში:
ბავშვებში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ ექიმის კონტროლის ქვეშ ინიშნება 2 წლის ასაკიდან
 
გვერდითი მოვლენები:
 კანის სიწითლე, პრეპარატის დატანების ადგილას წვის და ჩხვლეტის შეგრძნება (გაღიზიანების განვითარების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მოხსნა). 
 
უკუჩვენებები:
- ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებისადმი; კანის ტუბერკულოზი; სიფილისის კანისმიერი გამოვლინებები;  ჩუტყვავილა; მარტივი ჰერპესი; პოსტვაქცინალური კანისმიერი რეაქციები; ღია ჭრილობაზე დატანება; 2 წლამდე ბავშვთა ასაკი.
 
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატს არ იყენებენ ოფთალმოლოგიაში. უკუნაჩვენებია თვალის არეში კანზე დატანება. თავი უნდა ავარიდოთ პრეპარატის დატანებას დაზიანებულ კანზე ან ღია ჭრილობებზე.

პარტნიორები

რატომ ჩვენ?

"HB Georgia" - ენდეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვის რვაწლიან გამოცდილებას საქართველოში.

კონტაქტი

26 მაისის გამზ. ბალანჩივაძის ქუჩა #2, თბილისი, საქართველო 0171

  • + 995 32 2 08 38 56
  • + 995 32 2 08 38 46
  • hbgeorgia@hb-med.com.ge
  • სამუშაო საათები 09:00 -18:00

სოციალური ქსელი