რაბელოკი

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): რაბეპრაზოლი

მწარმოებელი კომპანია :Cadila 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი N10

შემადგენლობა: რაბეპრაზოლი 20მგ

 

 

ფარმაკოლოგიური თვისებები: რაბელოკი წარმოადგენს კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალო პრეპარატს. ის პროტონული ტუმბოს ინჰიბირების გზით თრგუნავს მარილმჟავას სინთეზის საბოლოო სტადიას და იწვევს მარილმჟავას როგორც ბაზალური, ასევე სტიმულირებული სეკრეციის დათრგუნვას. რაბეპრაზოლის მიღების შემდეგ ანტისეკრეტორული ეფექტი დგება 1 საათში, რაბეპრაზოლის პირველადი მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ მარილმჟავას ბაზალური და საკვებით სტიმულირებული სეკრეციის დათრგუნვა შეადგენს დაახლოებით 82%-ს, ხოლო მოქმედების ხანგრძლივობა 48 საათს. სტაბილური ანტისეკრეტორული ეფექტი მიიღება მკურნალობის დაწყებიდან 3 დღეში. რაბეპრაზოლის მიღების შეწყვეტიდან სეკრეტორული აქტივობა ნორმას უბრუნდება 2-3 დღის განმავლობაში.

ჩვენება:

  • კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება
  • გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი
  • ქრონიკული გასტრიტი გამწვავების ფაზაში
  • H.pylor-ის ერადიკაცია
  • ზოლინგერ-ედისონის სინდრომი
  • ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიღებით ინდუცირებული გასტროპათია
  • არაწყლულოვანი დისპეფსია

 მიღების წესი:  მიიღება მკურნალი ექიმის მიერ დანიშნული მიღების წესის და დოზირების რეჟიმის მკაცრი დაცვით. რაბელოკი  მიიღება დღეში ერთხელ 20მგ, დილით უზმოზე.

გვერდითი მოვლენები: იშვიათად დიარეა, მეტეორიზმი, ტკივილი მუცლის არეში, თავის ტკივილი,გამონაყარი.

უკუჩვენება:მომატებული მგრძნობელობა რაბეპრაზოლის მიმართ.

ჭარბი დოზირება: პრეპარატის ჭარბ დოზირებასთან დაკავშირებული პათოლოგიური მდგომარეობების შესახებ უცნობია.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

 

 

პარტნიორები

რატომ ჩვენ?

"HB Georgia" - ენდეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვის რვაწლიან გამოცდილებას საქართველოში.

კონტაქტი

26 მაისის გამზ. ბალანჩივაძის ქუჩა #2, თბილისი, საქართველო 0171

  • + 995 32 2 08 38 56
  • + 995 32 2 08 38 46
  • hbgeorgia@hb-med.com.ge
  • სამუშაო საათები 09:00 -18:00

სოციალური ქსელი