მედეოზინ-დუო 10მგ/5მგ

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): Montelukast; Levocetirizine

მწარმოებელი კომპანია: Medeor

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰისტამინური 1 რეცეპტორების ბლოკატორი/ ლეიკოტრიენების რეცეპტორების ანტაგონისტი

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი N3

შემადგენლობა: მონტელუკასტი 10მგ/ ლევოცეტირიზინი 5მგ

 

 

 

ფარმაკოლოგიური თვისებები: მონტელუკასტი წარმოადგენს ცისტეინური ლეიკოტრიენების რეცეპტორების ანტაგონისტს. ფილტვებსა და ბრონქებში განლაგებულ ცისტეინურ ლეიკოტრიენულ რეცეპტორებში ბლოკავს ლეიკოტრიენ D4-ის მოქმედებას, რაც ამცირებს ლეიკოტრენების მოქმედებით გამოწვეულ ბრონქოკონსტრიქციას და ანთებით პროცესებს. ლევოცეტირიზინი წარმოადგენს პერიფერიული H1რეცეპტორების სელექციურ და ძლიერ ანტაგონისტს. ლევოცეტირიზინი აინჰიბირებს ჰისტამინით განპირობებული ალერგიული რეაქციის ადრეულ ფაზას და ამცირებს ანთების ზოგიერთი უჯრედის მიგრაციას და სხვადასხავა მედიატორების გამოთავისუფლებას, რაც დაკავშირებულია გვიანი ფაზის ალერგიულ რეაქციასთან.

 ჩვენებები:

-სეზონური და წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტი

-ბრონქული ასთმა (ალერგიული რინიტის თანხვედრის დროს)

-ალერგიული რინოკონუნქტივიტი

-ჭინჭრის ციების სხვადასხვა კლინიკური ფორმები

-ქავილით მიმდინარე ატოპიური დერმატიტი

-ფიზიკური დატვირთვით ან ვირუს ინდუცირებული ბრონქოკონსტრიქცია

-მწვავე ალერგიული რეაქციები:მედიკამენტებზე,საკვებზე,მწერის ნაკბენზე

 

მიღების წესი: მოზრდილებში მონცეტინი 10მგ/5 მგ-ზე 1 ტაბლეტი ერთელ დღეში საღამოს საათებში

 

გვერდითი მოვლენები: მუცლის ტკივილი,პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა,თავის ტკივილი, ძილიანობა ზოგჯერ აგზნებადობა და ა.შ.

 

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა მონტელუკასტის, ლევოცეტირიზინის და ცეტირიზინის მიმართ,თირკმლის და ღვიძლის მძიმე უკმარისობა, გალაქტოზას აუტანლობა, ლაქტოზას დეფიციტი.

 

განსაკუთრებული მითითებები: თერაპიულ დოზებში მონცეტინი არ ავლენს ნეგატიურ გავლენას კონცენტრაციაზე, რეაგირების დროსა და ავტომობილის მართვის უნარზე.თუმცა ზოგიერთ პაციენტშირომლებიც ღებულობენ ლევოცეტირიზინსშესაძლოა გამოვლინდეს ძილიანობადაღლილობა და ასთენია. სენსიტიურ პაციენტებში ლევოცეტირიზინის ერთდროულმა მიღებამ ალკოჰოლთან ან ანტიდეპრესანტთან შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ცნს-ზე.

 

ჭარბიდოზირება:  მონტელუკასტი - ჭარბი დოზირების სიმპტომებია მუცლის ტკივილიძილიანობაწყურვილის შეგრძნებათავის ტკივილიღებინება და ფსიქომოტორული ჰოპერაქტივობადოზის გადაჭარბებისას რეკომენდირებულია სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპიალევოცეტირიზინი - ჭარბი დოზირების სიმპტომია მოზრდილებში მომატებული ძილიანობახოლო ბავშვებში ჯერ აჟიტირება და მოუსვენრობა და შემდეგ ძილიანობასპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობსდოზის გადაჭარბებისას რეკომენდირებულია სიმპტომური მკურნალობა. 

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: მონცეტინი ხასიათდება მინიმალური წამალთაშორის ურთიერთქმედებით, რეკომენდირებულ დოზებში არ ახდენს გავლენას შემდეგი პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე: თეოფილინი, პრედნიზოლონი, პერორალური კონტრაცეპტივები, დიგოქსინი, ვარფარინი,აასს, სედაციური ჰიპნოზური საშუალებები.

 

 შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. დაიცავით ნესტის და სინათლისგან.

 

აფთიაქიდან გაცემის წესი: IIჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

 

  

პარტნიორები

რატომ ჩვენ?

"HB Georgia" - ენდეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვის რვაწლიან გამოცდილებას საქართველოში.

კონტაქტი

26 მაისის გამზ. ბალანჩივაძის ქუჩა #2, თბილისი, საქართველო 0171

  • + 995 32 2 08 38 56
  • + 995 32 2 08 38 46
  • hbgeorgia@hb-med.com.ge
  • სამუშაო საათები 09:00 -18:00

სოციალური ქსელი