მონცეტინი 

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება):Montelukast; Levocetirizine

მწარმოებელი კომპანია:Medeor

კლინიკურ ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰისტამინური H1 რეცეპტორების ბლოკატორი/ ლეიკოტრიენების რეცეპტორების ანტაგონისტი

გამოშვების ფორმა: N3

შემადგენლობა: მონტელუკასტი 4მგ/ ლევოცეტირიზინი 2.5მგ

 

 

ფარმაკოლოგიური თვისებები: მონტელუკასტი წარმოადგენს ცისტეინური ლეიკოტრიენების რეცეპტორების ანტაგონისტს. ფილტვებსა და ბრონქებში განლაგებულ ცისტეინურ ლეიკოტრიენულ რეცეპტორებში ბლოკავს ლეიკოტრიენ D4-ის მოქმედებას, რაც ამცირებს ლეიკოტრენების მოქმედებით გამოწვეულ ბრონქოკონსტრიქციას და ანთებით პროცესებს.

ლევოცეტირიზინი წარმოადგენს პერიფერიული H1რეცეპტორების სელექციურ და ძლიერ ანტაგონისტს. ლევოცეტირიზინი აინჰიბირებს ჰისტამინით განპირობებული ალერგიული რეაქციის ადრეულ ფაზას და ამცირებს ანთების ზოგიერთი უჯრედის მიგრაციას და სხვადასხავა მედიატორების გამოთავისუფლებას, რაც დაკავშირებულია გვიანი ფაზის ალერგიულ რეაქციასთან.

ჩვენება:

  • სეზონური და წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტი
  • ბრონქული ასთმა (ალერგიული რინიტი თანხვედრის დროს)
  • ალერგიული რინოკონუნქტივიტი
  • ჭინჭრის ციების სხვადასხვა კლინიკური ფორმები
  • ქავილით მიმდინარე ატოპიური დერმატიტი
  • ფიზიკური დატვირთვით ან ვირუს ინდუცირებული ბრონქოკონსტრიქცია
  • მწვავე ალერგიული რეაქციები: მედიკამენტებზე, საკვებზე, მწერის ნაკბენზე

მიღების წესი: ბავშვებში მონცეტინი 4მგ/ 2,5მგ-ზე 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში .

გვერდითი მოვლენები: მუცლის ტკივილი, პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძლიანობა ზოგჯერ აგზნებადობა და ა.შ.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა მონტელუკასტის ან ლევოცეტირიზინის და ცეტირიზინის მიმართ, თირკმლის და ღვიძლის მძიმე უკმარისობა, გალაქტოზას აუტანლობა.

განსაკუთრებული მითითებები:  დოზის გადაჭარბებისას რეკომენდებულია სიმპტომური თერაპია.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

პარტნიორები

რატომ ჩვენ?

"HB Georgia" - ენდეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვის რვაწლიან გამოცდილებას საქართველოში.

კონტაქტი

26 მაისის გამზ. ბალანჩივაძის ქუჩა #2, თბილისი, საქართველო 0171

  • + 995 32 2 08 38 56
  • + 995 32 2 08 38 46
  • hbgeorgia@hb-med.com.ge
  • სამუშაო საათები 09:00 -18:00

სოციალური ქსელი