საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება):  flurbiprofen

მწარმოებელი კომპანია:  VEM ILAC SAN.ve Ticas A.S

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  არასტეროიდული ანთების

საწინააღმდეგო საშუალებები   

მოქმედი ნივთიერება: flurbiprofen

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი # 15

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფლურბიპროფენი ძლიერი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული

საშუალებაა. იგი ფენილალკანოის მჟავას წარმოებულია და გააჩნია

ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. მისი მოქმედების

მექანიზმი დაკავშირებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ბლოკირების შედეგად

პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვასთან, რომლებიც წარმოადგენენ

ტკივილის, ანთებისა და ტემპერატურული რეაქციის მედიატორებს.

 

ჩვენებები

• თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, ნევრალგია;

• რევმატოიდური ართრიტის, ოსტეოართრიტის, მაანკილიზებული

სპონდილიტის, მწვავე პოდაგრული ართრიტის, ართრალგიის, ართროზის, მწვავე

რადიკულიტის და ლუმბაგოს გადაუდებელი და ხანგრძლივი სიმპტომატური

 

მკურნალობა;

• პრეპარატი ნაჩვენებია ტკივილისა და ანთების სიმპტომების შემსუბუქების

მიზნით ქირურგიული ოპერაციებისა და რბილი ქსოვილების ტრავმებისას;

• პრეპარატი ნაჩვენებია ტკივილისა და ანთების სიმპტომების შემსუბუქების

მიზნით ოტორინოლარინგოლოგიასა და სტომატოლოგიაში.

• დისმენორეა;

 

მიღების წესი:

რეკომენდებული სადღეღამისო დოზები:

ერთჯერადი დოზა შეადგენს 50 – 200 მგ-ს. 

დისმენორეა:

საწყისი დოზაა 100მგ, შემდგომში 50 ან 100მგ ყოველ 4-6 სთ-ში.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ აღემატება 300მგ-ს.

15 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის მიღება არარეკომენდებულია, ვინაიდან

მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

 

გვერდითი მოვლენები

აღწერილი გვერდითი მოვლენები ატარებენ მსუბუქ და დროებით ხასიათს

პრეპარატის თერაპიული დოზის გამოყენებისას. შესაძლებელია განვითარდეს

დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა, ყაბზობა,

ურტიკარია, თავბუსხვევა, რინიტი. 

გაუთვალისწინებელი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

 

უკუჩვენება

• ფლურბიპროფენის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, 

• პრეპარატი უკუნაჩვენებია აგრეთვე იმ პაციენტებში, რომლებიც ამჟღავნებენ

მომატებული მგრძნობელობის რეაქციებს (მაგ. ბრონქოსპაზმი, რინიტი,

ურტიკარია) ფლურბიპროფენის, ასპირინის ან სხვა ანთების საწინააღმდეგო

არასტეროიდული პრეპარატების მიღების დროს.

 

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულები I და II ტრიმესტრი კატეგორია C ,( III ტრიმესტრი კატეგორია D):

ფლურბიპროფენის გამოყენება ორსულობის პერიოდში რეკომენდებული არ არის,

რადგანაც სათანადო კვლევა ადამიანებში ჩატარებული არ არის.

პროსტაგლანდინების ინჰიბიტორები უარყოფითად მოქმედებენ ახალშობილზე,

ამიტომ ლაქტაციის დროს პრეპარატის მიღება არ არის სასურველი.

 

განსაკუთრებული მითითებები

სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მსგავსად,

ფლურბიპროფენი სიფრთხილით ინიშნება:

• პაციენტებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლის და თირკმელების

დაავადებებით;

• პაციენტებში გულის უკმარისობით, ჰიპერტონიით და სხვა დაავადებებით

შესაძლებელი შეშუპებისა და სითხის შეკავების შესაძლო განვითარების გამო;

• პაციენტებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის პოტენციური რისკით,

რადგანაც შესაძლებელია ფლურბიპროფენმა გაახანგრძლივოს სისხლისდენის

დრო;

• ხანდაზმულ პაციენტებში გვერდითი მოვლენების განვითარების შედარებით

მაღალი რისკის გამო.

 

პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში დადგენილი არ არის. 

გავლენა ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე

ფარმაკოდინამიურ და უსაფრთხოების საერთო პროფილზე დაყრდნობით

ფლურბიპროფენის გავლენა ავტომობილის მართვასა და იმ სამუშაოს

შესრულებაზე, რომელიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრირებას,

ნაკლებადსავარაუდოა.

 

ჭარბი დოზირება

 ფლურბიპროფენის მიმართ სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. ჭარბი

დოზირების სიპტომებია: სუნთქვის გათრგუნვა, გულისრევა, ტკივილი

ეპიგასტრიუმში, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. ჭარბი დოზირებისას საჭიროა

კუჭის ამორეცხვა და სიმპტომატური მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

 

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი ინახება სინათლისაგან და ნესტისაგან დაცულ ადგილას ოთახის

ტემპერატურაზე 25°C - მდე.

პარტნიორები

რატომ ჩვენ?

"HB Georgia" - ენდეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ათწლიანი გამოცდილებას საქართველოში.

კონტაქტი

26 მაისის გამზ. ბალანჩივაძის ქუჩა #2, თბილისი, საქართველო 0171

  • + 995 32 2 08 38 56
  • + 995 32 2 08 38 46
  • hbgeorgia@hb-med.com.ge
  • სამუშაო საათები 09:00 -18:00

სოციალური ქსელი