დორნიზოლი

 

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ornidazole

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიპროტოზოული, ანტიბაქტერიული საშუალება

მწარმოებელი კომპანია: Medeor

მოქმედი ნივთიერება: ornidazole

გამოშვების ფორმა: 

500mg. tableti #10

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

 

ანტიპროტოზოული პრეპარატი ანტიმიკრობული აქტივობით. მოქმედების

მექანიზმი დაკავშირებულია ორნიდაზოლისადმი მგრძნობიარე

მიკროორგანიზმების დნმ-ის სტრუქტურის დარღვევასთან. ორნიდაზოლი

მიკრობის უჯრედში შეღწევის შემდეგ უკავშირდება მის დნმ-ს, აინჰიბირებს

ნუკლეინის მჟავების სინთეზს, რაც საბოლოოდ ბაქტერიის კვდომას იწვევს.

ორნიდაზოლისადმი მგრძნობიარეა: Trichomonas vaginalis, Gardnerella vaginalis, Giardia

intestinalis, Entamoeba histolytica; ანაერობული მიკროორგანიზმები: Bacteroides spp.

(მათ შორის Bacteroides fragilis, Bacteroides distasonis, Bacteroides ovatus, Bacteroides

thetaiotaomicron, Bacteroides vulgatus), Fusobacterium spp., Veillonela spp., Prevotella spp.

(Prevotella bivia, Prevotella buccae, Prevotella disiens); გრამდადებითი

მიკროორგანიზმები: Eubacterium spp., Clostridium spp. პრეპარატისადმი მდგრადია

აერობული მიკროორგანიზმები.

 

ჩვენებები

- ტრიქომონიაზი,

- ამებიაზი, ამებური დიზენტერია, არანაწლავური ამებიაზი (მათ შორის ღვიძლის

ამებური აბსცესი),

- ლამბლიოზი;

- გინეკოლოგიური და მსხვილი ნაწლავის ოპერაციის შემდგომი ანაერობული

ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების პროფილაქტიკა.

 

მიღების წესი:

მიიღება პერორალურად ჭამის შემდეგ.

ტრიქომონიაზი

გამოიყენება 2 შესაძლო თერაპიული კურსი: ერთჯერადი დოზირება (მწვავე

ტრიქომონიაზის დროს); ხუთ-დღიანი მკურნალობის კურსი (ტრიქომონიაზის

ქრონიკული ფორმების სამკურნალოდ).

 

 (ა) ერთჯერადი დოზირება

(ბ) ხუთ-დღიანი მკურნალობის კურსი

 

ყველა შემთხვევაში, ხელახალი დაინფიცირების თავიდან აცილების მიზნით,

სქესობრივმა პარტნიორებმა უნდა გაიარონ მკურნალობის ერთიდაიგივე კურსი.

ბავშვებში სადღეღამისო დოზა შეადგენს 25 მგ/კგ სხეულის წონის თითო კგ-ზე

და ინიშნება ერთჯერადი დოზის სახით.

 

ამებიაზი:

(ა) სამ- დღიანი მკურნალობის კურსი ამებური დიზენტერის სამკურნალოდ,

ბ) 5-10 დღიანი მკურნალობის კურსი ამებიაზის ყველა ფორმის სამკურნალოდ.

ლამბლიოზი:

მოზრდილები და 35 კგ-ზე მეტი სხეულის წონის ბავშვები: 3 ტაბლეტი, ერთჯერადად, საღამოს.

35 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვები: 40 მგ/კგ დღეში ერთხელ.

 

მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 1-2 დღეს.

 

გინეკოლოგიური და მსხვილი ნაწლავის ოპერაციის შემდგომი ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების პროფილაქტიკა -0,5-1გ (1-2 ტბლეტი) ოპერაციამდე. 0,5გ (1ტაბლეტი)12 საათში ერთხელ . 3-5 დღის განმავლობაში.

 

 

გვერდითი მოვლენები:

ცნს-სა და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ძილიანობა, თავბრუსხვევა, ტრემორი, რიგიდულობა, კოორდინაციის დარღვევა, გულყრა, დაღლილობა, ცნობიერების დროებითი დარღვევა, სენსორული ან შერეული ტიპის პერიფერიული ნეიროპათიის ნიშნები. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, გემოს შეგრძნების გაუკუღმართება, ღვიძლის ფუნქციური სინჯების ცვლილებები.

შესაძლებელია გამოვლინდეს კანის რეაქციის ცვლილებები და მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.

 

უკუჩვენება:

- პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;

- ცნს-ის ორგანული დაავადებები;

- ორსულობის I ტრიმესტრი და ლაქტაციის პერიოდი.

 

განსაკუთრებული მითითებები:

ტრიქომონიაზით დაავადებულ პაციენტებში აუცილებელია სქესობრივი პარტნიორის მკურნალობაც.

ორნიდაზოლის რეკომენდებული დოზის გადაჭარბება გარკვეულ რისკს წარმოადგენს პაციენტებისათვის ღვიძლის დაზიანებით, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების შემთხვევაში, ორსული და მეძუძური დედებისა და ბავშვებისათვის.

ნიტროიმიდაზოლების სხვა წარმოებულებისგან განსხვავებით, ორნიდაზოლი არ აინჰიბირებს ფერმენტ ალდეჰიდ-დეჰიდროგენაზას და შესაბამისად არ წარმოადგენს ალკოჰოლთან შეუთავსებად ნივთიერებას.

დორნიზოლის  პერორალური კუმარინის ჯგუფის ანტიკოაგულანტებთან ერთდროულად მიღებისას ძლიერდება ამ უკანასკნელთა ეფექტი, რაც მათი დოზის კორექციას მოითხოვს. ორნიდაზოლი ახანგრძლივებს ვეკურონის ბრომიდის მიორელაქსაციურ მოქმედებას.

 

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ეპილეპტიფორმული გულყრები, დეპრესია, პერიფერიული ნევრიტი. მკურნალობა: სიმპტომური თერაპია. გულყრების გამოვლინებისას ინიშნება დიაზეპამი. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

 

შენახვის პირობები :

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.

 

 

პარტნიორები

რატომ ჩვენ?

"HB Georgia" - ენდეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ათწლიანი გამოცდილებას საქართველოში.

კონტაქტი

26 მაისის გამზ. ბალანჩივაძის ქუჩა #2, თბილისი, საქართველო 0171

  • + 995 32 2 08 38 56
  • + 995 32 2 08 38 46
  • hbgeorgia@hb-med.com.ge
  • სამუშაო საათები 09:00 -18:00

სოციალური ქსელი