ნევრომედი

საერთაშორისო დასახელება: passiflora, valeriana, humulus lupus

მწარმოებელი: VALENTIS

მოქმედი  ნივთიერება: სვიის გირჩების მშრალი ექსტრაქტი  (humulus lupus) -40მგ,   პასიფლორას მშრალი ექსტრაქტი (passiflora incarnata) 40მგ,

კატაბალახას ფესვების მშრალი ექსტრაქტი (valeriana officinalis) 60მგ.

 

კლინიკურ- ფარმაკოლოგიური ჯგუფი  - დამამშვიდებელი და საძილე საშუალება

გამოშვების ფორმა-  კაფსულა N15

ფარმაკოლოგიური თვისებები

 სვია- შეიცავს   ეთერზეთებს, ლუპულინს, ქოლინს , ფლავანოიდებს, კუმარინებს, B1,B3, B6, PP ვიტამინებს.გამოირჩევა ნეიროტროპული მოქმედებით, აწესრიგებს ფიზიოლოგიურ  ძილის  ყველა ფაზას, აუმჯობესებს ცირკულაციას, ამცირებს სიმპტომებს მენოპაუზის და პრემენოპაუზის დროს.

 

 

პასიფლორა-შეიცავს  ალკალოიდებს,  ფლავანოიდ ვიტექინს.გააჩნია  მსუბუქი დამამშვიდებელი მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე,,ხელს უწყობს ძილის მოწესრიგებას, არ ახასიათებს  უსიამოვნო შეგრძნება გამოღვიძებისასაღადგენს გულის მუშაობას, ამცირებს შფოთვასგააჩნია  სპაზმოლიზური მოქმედება,ეფექტურად გამოიყენება მენოპაუზის დროს.

კატაბალახა-შეიცავს  ეთერზეთებს, ვალერიანის მჟავას, ძმარმჟავას, მთრიმლავ ნივთიერებებსკატაბალახას გააჩნია ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამამშვიდებელი მოქმედება, სედატიური და სპაზმოლიზური მოქმედება. აუმჯობესებს კორონარულ სისხლის მიმოქცევას, ახანგრძლივებს საძილე საშუალებების მოქმედებას.

ჩვენება

·         მომატებული ნერვული აღგზნებადობა

·         გუნება -განწყობილების ხშირი ცვლა

·         სტრესი

·         ნერვასთენიის მსუბუქი ფორმები(გაღიზიაბება, შფოთვა,შიში, დაღლილობა)

·         ნეიროციეკულარული დისტონია

·         ძილის დარღვევა და უძილობა

·         ანგიო  და ვეგეტონერვოზი

·         მენეჯერის სინდრომი

 

·         პრემენსტრუალური და კლიმაქსური სინდრომი     

 

მიღების წესი:

6-12 წლამდე ბავშვები :1 კაფსულა 1-ჯერ დღეში.

მოზრდილები : 1 -კაფსულა ორჯერ დღეში , მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად.

უძილობის დროს: 2 კაფსულა ძილის წინ , ნახევარი საათით ადრე.

 

პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული .

 

 

 

 

 

პარტნიორები

რატომ ჩვენ?

"HB Georgia" - ენდეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვის რვაწლიან გამოცდილებას საქართველოში.

კონტაქტი

26 მაისის გამზ. ბალანჩივაძის ქუჩა #2, თბილისი, საქართველო 0171

  • + 995 32 2 08 38 56
  • + 995 32 2 08 38 46
  • hbgeorgia@hb-med.com.ge
  • სამუშაო საათები 09:00 -18:00

სოციალური ქსელი