თუ შეკვეთა ნაკლის მქონეა, დამკვეთის მიერ მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენიდან გონივრულ ვადაში კომპანია იმოქმედებს საგარანტიო წესების შესაბამისად. ტრანსპორტირების დროს შეკვეთის დაზიანებისა თუ დაღუპვის შემთხვევაში კომპანია დამკვეთის დავალებით მიმართავს გადამზიდ კომპანიას და ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით მოსთხოვს ზიანის ანაზღაურებას. აღნიშნული არ ართმევს დამკვეთს უფლებას პირადად აწარმოოს დავა გადამზიდ კომპანიასთან. კომპანია ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს დამკვეთს შეკვეთასთან დაკავშირებული ყველა საბუთი. 5.მხარეთა პასუხისმგებლობა თითოეულ მხარეს უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულებათა სრული, ჯეროვანი და კეთილსინდისიერი შესრულება. მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებათა სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ზიანის ანაზღაურება მხარეებს არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან. კომპანია პასუხს არ აგებს იმ ზიანისთვის, რომელიც გამოწვეულია გადამზიდი კომპანიის ან/და ონლაინ მაღაზიის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით. 6.შპს ებაიშოპის ონლაინ მაღაზიაში შეძენილი პროდუქციის გაცვლის პოლიტიკა პროდუქციაზე რომელზედაც ვრცელდება საგარანტიო პირობები, გამოვლენილი ნაკლის/ხარვეზის გამოსწორების საკითხები დარეგულირებულია შესაბამისი საგარანტიო სერვისით. სხვა ყველა დანარჩენ შემთხვევაში შეძენილი პროდუქციის შეცვლის ვადა შეადგენს 14 კალენდარულ დღეს ქვემოთ მოცემული პირობების გათვალისწინებით. ნივთი არ უნდა იყოს გამოყენებული და უნდა იყოს იმ პირვანდელ მდგომარეობაში როგორშიც მომხმარებელმა შეძენისას მიიღო, თავდაპირველი შეფუთვისა და სასაქონლო იერსახის გათვალისწინებით. პროდუქციის გაცვლისას მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს მისი შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი და პირადობის მოწმობა. პროდუქციის შეცვლის შემთხვევაში დასაშვებია გაცვლა იდენტური ან განსხვავებული ღირებულების პროდუქციაზე. ფასთა შორის სხვაობას ერთი მხარე სრულად აუნაზღაურებს მეორეს. წინამდებარე პირობების გათვალისწინებით შეცვლა დაქვემდებარებული პროდუქციის გამყიდვლის სავაჭრო ობიექტამდე მიტანას მომხმარებელი ახორციელებს საკუთარი ხარჯით და რესურსით შეცვლა არ ექვემდებარება შემდეგი პროდუქცია: სააქციო პირობებით შეძენილი პროდუქცია შეძენილი პროდუქცია რომლის იმპორტიც/წარმოებაც განხორციელდა სპეციალურად მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთის მიხედვით. გადაფიქრების შემთხვევაში დაბრუნების პირობები: მომხმარებელს უფლება აქვს ნივთის ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში დააფიქსიროს მოთხოვნა შეძენილი ნივთის უკან დაბრუნების თაობაზე თუ არ მიუვიდა ის ნივთი რაც შეუკვეთა,თუ ნივთს აქვს დაზიანება. აღნიშნული ვადის გასვლასთან ერთად, მომხმარებელი კარგავს ნივთის უკან დაბრუნების უფლებას. ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნის გაცხადებიდან, მომხმარებელს ენიჭება 10 დღიანი ვადა ნივთის დასაბრუნებლად. აღნიშნული ვადის გასვლა, კომპანიას უფლებას ანიჭებს უარი განაცხადოს ნივთის უკან დაბრუნებაზე. მომხმარებელი ვალდებულია სრულად დააბრუნოს ნივთი ყველა თანდართულ დოკუმენტთან ერთად. კომპანია ვალდებულია ნივთის უკან დაბრუნებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, უკან დაუბრუნოს მომხმარებელს მის მიერ გადახდილი თანხა უნაღდო ანგარიშსწორების გზით, ან გააუქმოს განვადება ასეთის არსებობის შემთხვევაში.