დაზოლაქსი 500მგ+500მგ ტაბ N10
მწარმოებელი ქვეყანა: ინდოეთი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
შემადგენლობა
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
ციპროფლოქსაცინი ჰიდროქლორიდი BP
ექვივალენტური ციპროფლოქსაცინის 500 მგ
ორნიდაზოლი 500 მგ
დამხმარე ნივთიერებები q.s.
ფერი : ტიტანის დიოქსიდი BP
დამხმარე ნივთიერებები:
PVP K 30, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზის ფხვნილი, იზოპროპილ ალკოჰოლი, ტალკი, აეროზილი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, ფუძე გრანულები გარსიანი საფარისთვის, ჰიდროქსი პროპილ მეთილ ცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, მეთილენის დიქლორიდი.
აღწერილობა
დაზოლაქსი კომბინირებული პრეპარატიa, რომელიც შეიცავს ციპროფლოქსაცინს (მე 2 თაობის ფტორქინოლონის წარმოებული) და ორნიდაზოლს (5-ნიტროიმიდაზოლის წარმოებული) და მოქმედებს როგორც ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული პრეპარატები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ციპროფლოქსაცინი
მოქმედების მექანიზმი
ფტორქინოლონების მოქმედების მექანიზმი, მათ შორის ციპროფლოქსაცინის, განსხვავდება პენიცილინების, ცეფალოსპორინების, ამინოგლიკოზიდების, მაკროლიდების და ტეტრაციკლინებისგან; ამიტომ, წამლების ამ კლასებისადმი რეზისტენტული მიკროორგანიზმები, შეიძლება მგრძნობიარე იყოს ციპროფლოქსაცინის მიმართ. ფტორქინოლონების მიმართ რეზისტენტობა უპირატესად ხდება დნმ-ს გირაზებში მუტაციებით, გარე მემბრანის გამტარიანობის დაქვეითებით ან წამლის ეფექტურობის შემცირებით.
ჯვარედინი რეზისტენტობა
ციპროფლოქსაცინსა და სხვა კლასის ანტიმიკრობულ საშუალებებს შორის ჯვარედინი რეზისტენტობის შესახებ ცნობები არ არსებობს.
ციპროფლოქსაცინი აქტიურია შემდეგი ბაქტერიების შტამების მიმართ, როგორც ინ ვიტრო ასევე კლინიკურ ინფექციებში.
გრამ–დადებითი ბაქტერია
Bacillus anthracis, Enterococcus faecalis, Staphylococcus aureus ( მეთიცილინ-მგრძნობიარე შტამები მხოლოდ), Staphylococcus epidermidis მეთიცილინ-მგრძნობიარე შტამები მხოლოდ), Staphylococcus saprofyticus, Streptococcus pneonia, Streptococcus pyogenes.
გრამ–უარყოფითი ბაქტერიები
Campylobacter jejuni, Citrobacterkoseri, Citrobacterfreundii, Enterobacter cloacae, Escherichia coli, Haemophilus infuenza, Haemophilusparainfuenzae, Klebsiella, Moraxella catarrhalis, Morganellamorganii, Neisseria gonorrhoeae, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Providenciarettgeri, Providenciastuartii, Pseudomonas aeruginosa, Salmonella typhi, Serratiamarcescens, Shigelllloydii Shigellafexneri, Shigellasonnei, Yersinia pestis.
ორნიდაზოლი
ორნიდაზოლი 5-ნიტრომიდაზოლის წარმოებულია, ახასიათებს პროტოზოული და ანაერობული ბაქტერიების საწინააღმდეგო მოქმედება. ორგანიზმში იგი გარდაიქმნება პროდუქტად, რომელიც ურთიერთქმედებს მგრძნობიარე მიკრორგანიზმების დნმ-თან, იწვევს მისი სტრუქტურის დაშლას, ცილების სინთეზის ინჰიბირებას და უჯრედების სიკვდილს.
ორნიდაზოლი ეფექტურია Trichomonas vaginalis, Entamoebahistolytica და Giardia lamblia (Giardia intestinalis) წინააღმდეგ, აგრეთვე გარკვეული ანაერობული ბაქტერიების წინააღმდეგ, როგორიცაა Bacteroides და Clostridium spp., Fusobacterium spp., და ანაერობული კოქსი.
ფარმაკოკინეტიკა
ციპროფლოქსაცინი
250 მგ, 500 მგ და 750 მგ ციპროფლოქსაცინის ერთჯერადი დოზების პერორალური მიღების შემდეგ იგი სწრაფად და ინტენსიურად შეიწოვება, ძირითადად წვრილი ნაწლავიდან, შრატში მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 1-2 საათის შემდეგ. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 70-80%-ს შეადგენს. ციპროფლოქსაცინი გამოიყოფა უცვლელისახით მეტწილად თირკმელებით, უმნიშვნელო ნაწილი კი ფეკალური გზით.
ნახევარგამოყოფის პერიოდი თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში დაახლოებით 4 – 7 საათს შეადგენს.
ორნიდაზოლი
პერორალური მიღების შემდეგ ორნიდაზოლი სწრაფად შეიწოვება. ბიოშეღწევადობა საშუალოდ 90%-ია. პლაზმური კონცენტრაციის პიკი 3 საათში მიიღწევა. ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 13 საათია. ერთჯერადი დოზის 85% პირველი 5 დღის განმავლობაში გამოიყოფა. მიღებული დოზის უმეტესი ნაწილი მეტაბოლიზდება, ხოლო 4% გამოიყოფა შარდით უცვლელი სახით.
გამოყენების ჩვენებები
დაზოლაქსი განკუთვნილია ციპროფლოქსაცინ/ორნიდაზოლის კომბინაციის მიმართ მგრძნობიარე შტამებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
– სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, მათ შორის ქლამიდიოზი, მიკოპლაზმოზი, გონორეა, ტრიქომონიაზი, ასევე შერეული ინფექციები;
– თირკმელებისა და/ან შარდგამომყოფი გზების ინფექციები;
– ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები;
– ლორ-ორგანოების ქრონიკული ინფექციები;
– კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
– ძვლებისა და სახსრების ინფექციები;
– კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები;
შეიძლება გამოყენებული იქნას ინფექციების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის მსხვილ ნაწლავზე ოპერაციების დროს და გინეკოლოგიური ჩარევებისას, აბორტების ჩათვლით.
დოზირება
მიიღება პერორალურად, ჭამამდე ან საკვების მიღებიდან 2 საათში.
მწვავე ინფექციებისას მკურნალობის კურსი 5-7 დღეს შეადგენს, ხოლო ქრონიკული მორეციდივე ინფექციებისას – 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში, 10-14 დღის განმავლობაში; ან ექიმის დანიშნულებისამებრ.
დაავადების სიმპტომების ალაგების შემდეგ პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს 2 დღის განმავლობაში.
ავადმყოფებში, რომელთაც კრეატინინის კლირენსი აქვთ 20 მლ/წთ ან უფრო ნაკლები, ასევე ხანდაზმულ და სხეულის მცირე მასის მქონე პაციენტებში, ინიშნება ჩვეულებრივი დოზის ნახევარი.
უკუჩვენებები
– ჰიპერმგრძნობელობა ციპროფლოქსაცინის, ორნიდაზოლის, იმიდაზოლის წარმოებულების, ქინოლონების ან პრეპარატში შემავალი .რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
– ფტორქინოლონების და თიზანიდინის ერთდროულად გამოყენება;
– ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები;
– სისხლწარმოქმნის დარღვევები
გვერდითი მოქმედება
ფტორქინოლონების სამკურნალო საშუალებებმა, როგორიცაა ციპროფლოქსაცინი, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები მყესების, კუნთების, სახსრების და ნერვული სისტემის მხრივ. დამახასიათებელია მყესების ანთება და დაჭიმულობა, კუნთების ტკივილი ან შეშუპება, სიარულის გაძნელება, დაბუჟების და ჩხვლეტის შეგრძნება, ძლიერი ტკივილი, დაღლილობა, დეპრესია, მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები, ძილის, მხედველობისა და სმენის დარღვვები, გემოსა და ყნოსვის შეცვლა.
მყესების შეშუპება და დაზიანება შეიძლება მოხდეს ფტორქინოლინით მკურნალობის დაწყებიდან 2 დღის განმავლობაში, ან მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის შემდეგ.
დაუკავშირდეთ ექიმს შემდეგ შემთხვევებში:
– მყესების დაზიანების პირველივე ნიშნის დროს, როგორიცაა მყესების ტკივილი ან შეშუპება. დაასვენეთ მტკივნეული ადგილი;
– თუ იგრძნობთ ტკივილს, დაბუჟებას ან ჩხვლეტას, ქავილს, წვას, სისუსტეს განსაკუთრებით ფეხებსა თუ ხელებში;
– თუ გაქვთ მხრის, ხელების ან ფეხების შეშუპება, სიარულის გაძნელება , გრძნობთ დაღლილობას ან დეპრესიას, ან პრობლემები გაქვთ მეხსიერებასთან, ძილთან დაკავშირებით ან ამჩნევთ სმენის, მხედველობის ან ყნოსვის ცვლილებებს.
სერიოზული გვერდითი მოვლენებია მყესის ანთება, მყესის დაჭიმვა, სახსრების ტკივილი, ტკივილი კიდურებში, ტკივილი სიარულის დროს, ნეიროპათიები, რომლებიც დაკავშირებულია პარესთეზიასთან, დეპრესიასთან, დაღლილობასთან, მეხსიერების უკმარისობასთან, ძილის, სმენის, მხედველობის, გემოს და ყნოსვის დარღვევასთან. მყესების დაჭიმვას (განსაკუთრებით აქილევსის მყესის და ასევე სხვა მყესების) შესაძლებელია ადგილი ქონდეს ფტორქინოლონების მკურნალობის დაწყებიდან 48 საათში, ან მოგვიანებით, მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში.
60 წელზე უფროსი ასაკის პაციენტები, რომლებთაც აღენიშნებათ თირკმლის უკმარისობა ან გადანერგილი აქვთ შინაგანი ორგანო და მკურნალობენ კორტიკოსტეროიდებით (სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ჰიდროკორტიზონი და პრედნიზოლონი), მყესების დაზიანების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან. ამიტომ საჭიროა თავიდან იქნას აცილებული ფტორქინოლონების კორტიკოსტეროიდთან ერთდროულად გამოყენება.
პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობის განვითარების თავიდან ასაცილებლად, მყესების ტკივილის ან ანთების პირველივე ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, ფტორქინოლონების გამოყენება აღარ უნდა გაგრძელდეს, ნეიროპათიის სიმპტომების შემთხვევაში, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება ან სისუსტე, საჭიროა ფტორქინოლონის მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.
ფტორქინოლონები ზოგადად არ უნდა იქნას გამოყენებული იმ პაციენტებში, რომლებსაც ქინოლონის ან ფტორქინოლონების სამკურნალო საშუალებების გამოყენებისას განუვითრდათ სერიოზული გვერდითი რეაქციები.
გვერდითი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥≥1/10); ხშირი (≥≥1/100, მაგრამ ˂1/10); არახშირი (≥≥1/1000, მაგრამ ˂1/100); იშვიათი (≥≥1/10000, მაგრამ ˂1/1000); ძალიან იშვიათი (˂1/10000); სიხშირე უცნობია (ვერ შეფასდება არსებული მონაცემებით).
ციპროფლოქსაცინი
ციპროფლოქსაცინის ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენაა გულისრევა და დიარეა.
ქვემოთ მოყვანილია კლინიკური კვლევებით დადგენილი ციპროფლოქსაცინის გვერდითი რეაქციები სიხშირის კატეგორიის მიხედვით. სიხშირის ანალიზის დროს გათვალისწინებულია მონაცემები ციპროფლოქსაცინის როგორც პერორალური, ასევე ინტრავენური გამოყენებისათვის.
– ინფექციურიდაპარაზიტულიდაავადებები:
არახშირი – მიკოზური სუპერინფექციები.
– სისხლისადალიმფურისისტემისმხრივ:
არახშირი – ეოზინოფილია;
იშვიათი – ლეიკოპენია, ანემია, ნეიტროპენია, ლეიკოციტოზი, თრომბოციტოპენია, თრომბოციტემია;
ძალიან იშვიათი – ჰემოლიზური ანემია, აგრანულოციტოზი, პანციტოპენია (სიკვდილის რისკით), ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა (სიკვდილის რისკით).
– იმუნურისისტემისმხრივ:
იშვიათი – ალერგიული რეაქცია, შეშუპება/ალერგიული ანგიონევროზული შეშუპება; ძალიან იშვიათი – ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი (სიკვდილის რისკით), რეაქცია შრატისმიერი დაავადების ტიპით.
– ენდოკრინულისისტემისმხრივ:
სიხშირე უცნობია – ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომი.
– მეტაბოლიზმისადაკვებისდარღვევები:
არახშირი – მადის დაქვეითება; იშვიათი – ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია;
სიხშირე უცნობია – ჰიპოგლიკემიური კომა.
– ფსიქიკისდარღვევები:
არახშირი – ფსიქომოტორული ჰიპერაქტივობა/აგზნება;
იშვიათად – ცნობიერების დარღვევა და დეზორიენტაცია, შფოთვის რეაქცია, კოშმარული სიზმრები;
– დეპრესია (პოტენციურად პროგრესირებადი სიუციდურ იდეებამდე/აზროვნებამდე ან სუიციდის მცდელობამდე და სუიციდის ჩადენამდე), ჰალუცინაციები;
ძალიან იშვიათი – ფსიქოზური რეაქციები (პოტენციურად პროგრესირებადი სიუციდურ იდეებამდე/აზროვნებამდე ან სუიციდის მცდელობამდე და სუიციდის ჩადენამდე); სიხშირე უცნობია – მანია, ჰიპომანიის ჩათვლით.
– ნერვულისისტემისმხრივ:
არახშირი – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა, გემოს დარღვევა; იშვიათი – პარესთეზია და დიზესთეზია, ჰიპესთეზია, ტრემორი, კრუნჩხვები (ეპილეფსიური მდგომარეობის ჩათვლით), ვერტიგო;
ძალიან იშვიათი – შაკიკი, კოორდინაციის დარღვევა, სიარულის დარღვევა, დარღვევები ყნოსვის ნერვის მხრივ, ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია და თავის ტვინის ფსევდოსიმსივნე;
სიხშირე უცნობია – პერიფერიული ნეიროპათია და პოლინეიროპათია.
– მხედველობისორგანოებისმხრივ:
იშვიათი – მხედველობის დარღვევა (მაგალითად დიპლოპია);
ძალიან იშვიათი – ფერების აღქმის დარღვევები.
– სმენისორგანოსდაწინასწორობისმხრივ:
იშვიათი – ხმაური ყურებში, სმენის დაკარგვა/ცვლილება.
– გულისმხრივ:
იშვიათი – ტაქიკარდია;
სიხშირე უცნობია – პარკუჭოვანი არითმია და ,,პირუეტი”-ს ტიპის ტაქიკარდია (რომელიც ძირითადად აღინიშნებოდა პაციენტებში QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკ-ფაქტორებით), QT ინტერვალის გახანგრძლივება ეკგ-ზე.
– სისხლძარღვებისმხრივ:
იშვიათი – სისხლძარღვების გაფართოება, ჰიპოტენზია, სინკოპე;
ძალიან იშვიათად – ვასკულიტი.
– სასუნთქისისტემის, გულმკერდისადაშუასაყრისორგანოებისმხრივ:
იშვიათი – ქოშინი (ასთმური დაავადებების ჩათვლით).
– კუჭ–ნაწლავისტრაქტისმხრივ:
ხშირი – გულისრევა, დიარეა;
არახშირი – ღებინება, ტკივილი კუჭ-ნაწლავის ტრაქტსა და მუცელში, დისპეფსია, მეტეორიზმი;
იშვიათი – კოლიტი, დაკავშირებული ანტიბიოტიკების გამოყენებასთან (ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლო ლეტალური გამოსავლით);
ძალიან იშვიათი – პანკრეატიტი.
– ღვიძლისდასანაღვლეგზებისმხრივ:
არახშირი – ტრანსამინაზების დონის მომატება, ბილირუბინის დონის მომატება; იშვიათი – ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტი; ძალიან იშვიათი – ღვიძლის ნეკროზი (ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა პროგრესირდეს ღვიძლის უკმარისობამდე, სიკვდილის რისკით).
– კანისადაკანქვეშაქსოვილისმხრივ:
არახშირი – ეკზანთემა, ქავილი, ჭინჭრის ციება;
იშვიათი – ფოტომგრძნობელობის რეაქციები;
ძალიან იშვიათი – პეტექიები, მულტიფორმული ერითემა, კვანძოვანი ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი (სიკვდილის რისკით), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (სიკვდილის რისკით);
სიხშირე უცნობია – მწვავე გენერალიზებული ეკზანთემატოზური პუსტულოზი, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DS).
– ჩონჩხ–კუნთოვანისისტემისდაშემაერთებელიქსოვილისმხრივ:
არახშირი – ჩონჩხ-კუნთოვანი ტკივილი (მაგალითად, ტკივილი კიდურებში, ზურგის ტკივილი, ტკივილი გულმკერდის არეში), ართრალგია;
იშვიათი – მიალგია, ართრიტი, კუნთების ტონუსის მომატება, სპაზმები;
ძალიან იშვიათი – კუნთების სისუსტე, ტენდინიტი, მყესების გაწყვეტა (უპირატესად აქილევსის მყესის), მძიმე მიასთენიის სიმპტომების გამწვავება.
– თირკმელებისადაშარდგამომყოფიგზებისმხრივ:
არახშირი – თირკმლის ფუნქციის დარღვევა;
იშვიათი – თირკმლის უკმარისობა, ჰემატურია, კრისტალურია, ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი.
– ზოგადიდარღვევებიდარეაქციებიშეყვანისადგილას:
არახშირი – ასთენია, ცხელება; იშვიათი – შეშუპება, ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი).
დამატებითიკვლევები:
არახშირი – ტუტე ფოსფატაზის დონის მომატება სისხლში;
იშვიათი – ამილაზების დონის მომატება;
ორნიდაზოლი
გვერდითი რეაქციები ჩვეულებრივ დამოკიდებულია დოზაზე.
– სისხლისდალიმფურისისტემისმხრივ:
არახშირი – ძვლის ტვინის დათრგუნვა და ნეიტროპენია.
– იმუნურისისტემისმხრივ:
არახშირი – ალერგიული რეაქციები.
– ნერვულისისტემისმხრივ:
იშვიათი – ტრემორი, რიგიდულობა, კოორდინაციის დარღვევა, კრუნჩხვები, ცნობიერების დარღვევა და სენსორული ან შერეული პერიფერიული ნეიროპათიის ნიშნები. შეიძლება აღინიშნოს მსუბუქი სიმძიმის გვერდითი რეაქციები, როგორიცაა თავბრუსხვევა და ძილიანობა.
– კუჭ–ნაწლავისტრაქტისმხრივ:
ხშირი – გულისრევა, ღებინება, უსიამოვნო ლითონის გემო.
განსაკუთრებული მითითებები
არ უნდა იქნას გამოყენებული:
– ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც შეიძლება გაუმჯობესდეს მკურნალობის გარეშე ან არ იყოს მძიმე (მაგალითად, ყელის ინფექციები);
– არაბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ, მაგალითად, არაბაქტერიული (ქრონიკული) პროსტატიტი;
– მოგზაურობის დროს დიარეის თავიდან ასაცილებლად ან ქვედა საშარდე გზების განმეორებადი ინფექციების (საშარდე ინფექციები, რომლებიც შარდის ბუშტს არ სცილდება);
– მსუბუქი ან ზომიერი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ ინფექციებისათვის ჩვეულებრივ რეკომენდებულია სხვა ანტიბაქტერიული მედიკამენტები.
განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ხანდაზმულ ასაკში, თირკმელების დაავადების მქონე პაციენტებში და ორგანოგადანერგილ პაციენტებში, მყესის დაზიანების უფრო მაღალი რისკის გამო.
სიფრთხილით გამოიყენება ცერებროვასკულური სისტემის ათეროსკლეროზით, ცერებრალური სისხლის მიმოქცევის დარღვევით, ეპილეფსიით და კრუნჩხვითი სინდრომის გაურკვეველი ეტიოლოგიით დაავადებულ ხანდაზმულ პაციენტებში.
მკურნალობის დროს რეკომენდებულია ალკოჰოლი მიღებისგან თავის შეკავება.
ციპროფლოქსაცინი
ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას თავშეკავებაა საჭირო პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში ქინოლონების ან ფტორქინოლონების შემცველი პრეპარატებზე სერიოზული არასასურველი რეაქციები ჰქონდათ. ასეთი პაციენტების ციპროფლოქსაცინით მკურნალობა უნდა დაიწყოს ალტერნატიული ვარიანტების არარსებობის შემთხვევაში და სარგებელი/რისკის შეფარდების ჯეროვნად შეფასების შემდეგ.
გრამდადებითი და ანაერობული პათოგენებით გამოწვეული მძიმე და შერეული ინფექციები
ციპროფლოქსაცინით მონოთერაპია არ გამოიყენება მძიმე ინფექციების ან იმ ინფექციების სამკურნალოდ, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს გრამდადებითი ან ანაერობული პათოგენებით. ასეთი ინფექციების დროს ციპროფლოქსაცინის გამოყენება უნდა მოხდეს შესაბამის სხვა ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად.
სტრეპტოკოკური ინფექციები (Streptococcus pneumoniae-ის ჩათვლით)
ციპროფლოქსაცინი არ არის რეკომენდებული სტრეპტოკოკური ინფექციებისსამკურნალოდ არასაკმარისი ეფექტურობის გამო.
სასქესო გზების ინფექციები
გონოკოკური ურეთრიტი, ცერვიციტი, ეპიდიდიმოორქიტი და მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები შესაძლებელია გამოწვეული იქნას Neisseria gonorrhoeae-ის ფტორქინოლონების მიმართ რეზისტენტული შტამებით. ამ მიზეზით ციპროფლოქსაცინის გამოყენება შეიძლება გონოკოკური ურეთრიტის ან ცერვიციტის მკურნალობის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი გამოირიცხება ციპროფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტული Neisseria gonorrhoeae-ის მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექცია. ეპიდიდიმოორქიტის და მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებების დროს ციპროფლოქსაცინის ემპირიული გამოყენება შეიძლება იქნას განხილული მხოლოდ სხვა შესაბამის ანტიბაქტერიულ საშუალებებთან კომბინაციაში (მაგალითად, ცეფალოსპორინთან), თუკი ვერ გამოირიცხება ციპროფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტული Neisseria gonorrhoeae-ის მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექცია. თუ კლინიკური გაუმჯობესება არ მიიღწევა 3 დღიანი მკურნალობის შემდეგ, მკურნალობა უნდა გადაიხედოს.
შარდგამომყოფი გზების ინფექციები
მდგრადობა, პათოგენისა, რომელიც შარდგამომყოფი გზების ინფექციების ყველაზე ხშირად გამომწვევი პათოგენის – Escherichia coli -ს ფტორქინოლონების მიმართ მდგრადობა ევროკავშირის ფარგლებში ცვალებადობს. რეკომენდებულია, ექიმმა მკურნალობის დანიშვნამდე შეისწავლოს ფტორქინოლონების მიმართ Escherichia coli ის რეზისტენტობის ლოკალური გავრცელება.
მოსალოდნელია, რომ პრემენოპაუზის პერიოდის ქალებში გაურთულებელის ცისტიტის სამკურნალოდ ციპროფლოქსაცინის ერთჯერადი დოზა ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდეს ხანგრძლივი პერიოდით მკურნალობასთან შედარებით. საჭიროა ქინოლონებისადმი Escherichia coli -ის მდგრადობის ზრდის გათვალისწინება.
ინტრააბდომინური ინფექციები
ოპერაციის შემდგომი ინტრააბდომინალური ინფექციების მკურნალობაში ციპროფლოქსაცინის ეფექტურობის შესახებ. მონაცემები შეზღუდულია
მოგზაურთა დიარეა
ციპროფლოქსაცინის არჩევისას აუცილებელია მის მიმართ პათოგენების რეზისტენტობის შესახებ ინფორმაციის გათვალისწინება.
ძვლებისა და სახსრების ინფექციები
ციპროფლოქსაცინი გამოყენებული უნდა იქნას მიკრობიოლოგიური კვლევის შედეგების საფუძველზე, სხვა ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად.
ციმბირის წყლულის ფილტვისმიერი ფორმა
ადამიანებში გამოყენების საფუძველია შემდეგი მონაცემები: ინ ვიტრო მგრძნობელობის შესწავლის, ცხოველებზე ექსპერიმენტების და ადამიანებში გამოყენების შესახებ შეზღუდული მონაცემები. ციმბირული წყლულის მკურნალობის ექიმის დანიშნულება აღიარებულ ეროვნული და/ან საერთაშორისო დოკუმენტების შესაბამისი უნდა იყოს.
ჰიპერმგრძნობელობა
ერთჯერადი დოზის გამოყენების შემდეგ შეიძლება აღინიშნოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიისა და ანაფილაქსიური რეაქციების ჩათვლით, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას პაციენტის სიცოცხლეს. ასეთი ტიპის რეაქციის გამოვლინებისას, ციპროფლოქსაცინით მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.
ხანგრძლივი, დამაინვალიდებელი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული არასასურველი წამლისმიერი რეაქციები
არსებობს ცნობები ძალიან იშვიათი, ხანგრძლივი (რომელიც გრძელდება რამდენიმე თვე ან წელი), დამაინვალიდებელი, პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული არასასურველი წამლისმიერი რეაქციების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა, ხანდახან რამდენიმე, სისტემაზე (ჩონჩხ-კუნთოვანი, ნერვული, გრძნობათა ორგანოები) პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ქინოლონებს და ფტორქინოლონებს, ასაკისა და წინმსწრები რისკ-ფაქტორების მიუხედავად. ნებისმიერი სერიოზული არასასურველი რეაქციის პირველივე ნიშნების და სიმპტომების გამოვლენისას, საჭიროა ციპროფლოქსაცინის მიღების დაუყონებლივ შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.
ტენდინიტი და მყესების გაწყვეტა
ზოგადად, რეკომენდებული არ არის ციპროფლოქსაცინის გამოყენება პაციენტებში, რომელთა ანამნეზში აღნიშნულია ქინოლონებით მკურნალობისას მყესებთან დაკავშირებით დაავადება ან დარღვევა. მიუხედავად ამისა, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, მიკროორგანიზმ-გამომწვევის მიკრობიოლოგიური განსაზღვრისა და სარგებელისა და რისკის შეფარდების შეფასების შემდეგ, ციპროფლოქსაცინი შეიძლება დანიშნული იქნას პაციენტებისთვის დადგენილი მძიმე ინფექციების სამკურნალოდ, განსაკუთრებით სტანდარტული მკურნალობის წარუმატებლობის ან ბაქტერიული რეზისტენტობის შემთხვევებში, როდესაც მიკრობიოლოგიური მონაცემებით შესაძლებელია ციპროფლოქსაცინის გამოყენების დასაბუთება.
ტენდინიტი და მყესის გაწყვეტა (განსაკუთრებით აქილევსის მყესის), ხანდახან ორმხრივი, შესაძლოა განვითარდეს ქინოლონებითა და ფტორქინოლონებით მკურნალობის დაწყებიდან პირველივე 48 საათის განმავლობაში, აგრეთვე რამდენიმე თვის მანძილზე მკურნალობის დასრულების შემდგომ. ტენდინიტისა და მყესის გაწყვეტის განვითარების რისკი გაზრდილია ხანდაზმულებში, პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, პარენქიმული ორგანოების ტრანსპლანტაციით, აგრეთვე კორტიკოსტეროიდებით თანმხლები თერაპიისას.
ტენდინიტის რომელიმე ნიშნის (მაგალითად, მტკივნეული შეშუპება, ანთება) გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა ციპროფლოქსაცინით მკურნალობის შეწყვეტა და ალტერნატიული მკურნალობის განხილვა. საჭიროა ჩატარდეს დაზიანებული კიდურის (-ების) სათანადო მკურნალობა (მაგალითად, კიდურის იმობილიზაცია). ტენდინოპათიის ნიშნების გამოვლენისას კორტიკოსტეროიდები არ უნდა იქნას გამყენებული.
პაციენტები მძიმე მიასთენიით (myasthenia gravis)
სიფრთხილის ზომების დაცვაა საჭირო მძიმე მიასთენიის მქონე პაციენტებში ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას, რადგანაც სიმპტომები შეიძლება გაძლიერდეს.
ანევრიზმა და აორტის განშრევება
ეპიდემიოლოგიური კვლევების საფუძველზე არსებობს ცნობები ფტორქინოლონების გამოყენების შემდეგ, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, ანევრიზმის განვითარებისა და აორტის განშრევების მომატებული რისკის შესახებ.
პაციენტებში ანამნეზში ანევრიზმით, ან რომლებსაც გააჩნიათ ანევრიზმა და/ან აორტის განშრევება, ასევე სხვა რისკ-ფაქტორები ან მდგომარეობები, რომლებიც განაწყობენ ანევრიზმის და აორტის განშრევების განვითარებისადმი (მაგალითად, მარფანის სინდრომი, ელერს-დანლოს სინდრომი სისხლძარღვოვანი ტიპის, ტაკაიასუს არტერიიტი, გიგანტურ უჯრედოვანი არტერიიტი, ბეხჩეტის დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზი), ფტორქინოლონების გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ სარგებელი/რისკის შეფარდების სათანადო შეფასების და თერაპიის სხვა შესაძლო ვარიანტების განხილვის შემდეგ.
მუცლის, გულმკერდისა ან ზურგის უეცარი ტკივილის შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სასწრაფო დახმარების განყოფილების ექიმს.
მხედველობის ცვლილებები
მხედველობის დარღვევების ან თვალების მხრივ რაიმე ეფექტების აღნიშვნის შემთხვევაში, რეკომენდებულია დაუყოვნებლივ მიმართვა.
ფოტომგრძნობელობა
დადგენილი იქნა, რომ ციპროფლოქსაცინმა შეიძლება გამოიწვიოს ფოტომგრძნობელობის რეაქციები. პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ ციპროფლოქსაცინს, აუცილებელია რეკომენდაციის მიცემა, რომ მკურნალობის დროს მოერიდონ მზის სხივების ხანგრძლივ ზემოქმედებას ან ულტრაიისფერ დასხივებას.
ცენტრალური ნერვული სისტემა
ცნობილია, რომ ციპროფლოქსაცინი, სხვა ქინოლონების მსგავსად, იწვევს კრუნჩხვებს ან აქვეითებს კრუნჩხვით ზღურბლს. იყო შეტყობინებები ეპილეფსიური მდგომარეობის შემთხვევების შესახებ.
ციპროფლოქსაცინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევებით, რომლებიც შესაძლებელია განწყობილნი იყვნენ კრუნჩხვებისადმი. კრუნჩხვების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია ციპროფლოქსაცინით მკურნალობის შეჩერება. შეიძლება გამოვლინდეს ფსიქიკური რეაქციები ციპროფლოქსაცინის პირველივე გამოყენების შემდეგაც კი. იშვიათ შემთხვევებში დეპრესია ან ფსიქოზი შეიძლება პროგრესირდეს სუიციდურ აზრებამდე/აზროვნებამდე, სუიციდის მცდელობამდე ან სუიციდის განხორციელებამდე. გვერდითი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია ციპროფლოქსაცინით მკურნალობის შეჩერება.
პერიფერიული ნეიროპათია
არსებობს ცნობები პაციენტებში ქინოლონების ან ფტორქინოლონების მიღების ფონზე, სენსორული ან სენსომოტორული პოლინეიროპათიის შესახებ, რომელმაც გამოიწვია პარესთეზია, ჰიპესთეზია (დაქვეითებული მგრძნობელობა), დიზესთეზია ან სისუსტე. პაციენტებს, რომლებიც იყენებენ ციპროფლოქსაცინს, რეკომენდებულია, მკურნალობის შემდგომ გაგრძელებამდე ნეიროპათიის სიმპტომების (როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტის, დაბუჟების ან სისუსტის შეგრძნება) განვითარების შესახებ, პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობების განვითარების თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია ინფორმაცია მიაწოდონ თავიანთ ექიმს,.
დარღვევები გულის მხრივ
ფტორქინოლონების მათ შორის ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილის დაცვა QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში. მაგალითად,
– QT ინტერვალის გახანგრძლივების თანდაყოლილი სინდრომი;
– ერთდროულად გამოყენება იმ სამკურნალო პრეპარატებთან, რომ იწვევენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას (მაგალითად, IA კლასის და III კლასის ანტიარითმიული პრეპარატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაკროლიდები და ანტიფსიქოზური პრეპარატები);
-ელექტროლიტური ბალანსის დაუკორექტირებელი დარღვევა (მაგალითად, ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია);
-გუ
მსგავსი პროდუქტები
აზოტრინი 200მგ/5მლ სუსპ N1
მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
აზოტრინი 200მგ/5მლ15მლ სუსპ
200 მგ/5 მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის
მიიღება პერორალურად.
- აქტიური ინგრედიენტი: ყოველი საზომი კოვზი (5 მლ) შეიცავს 209.64 მგ აზითრომიცინის დიჰიდრატს.
- დამხმარე საშუალებები: საქაროზა, სამფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი, უწყლო, ნატრიუმის ბენზოატი (E211), ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა (E463), ქსანტანის გუმი (E415), საქარინის ნატრიუმი (E954), ბანანის არომატიზატორი, ჟოლოს არომატიზატორი.
ამ ინსტრუქციაში
1. რა არის აზოტრინი და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ აზოტრინის გამოყენების წინ
3. როგორ გამოიყენება აზოტრინი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ ინახება აზოტრინი
1. რა არის აზოტრინი და რისთვის გამოიყენება
აზოტრინი არის თეთრი ფერის, ჰომოგენური ფხვნილი ბანანის-ჟოლოს არომატით პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად. შეფუთულია 15 მლ & 30 მლ თეთრი ფერის, პლასტმასის ბოთლებში და ყოველი საზომი კოვზი (5 მლ) შეიცავს 209.64 მგ აზითრომიცინის დიჰიდრატს.
აზოტრინი მიეკუთვნება მაკროლიდების სახელით ცნობილი ანტიბიოტიკების ჯგუფს. გამოიყენება ზოგიერთი ბაქტერიისა და სხვა მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ:
- გულ-მკერდის, ყელის ან ცხვირის ინფექციები (როგორიცაა ბრონქიტი, პნევმონია და სინუსიტი)
- Streptococcus pyogenes-ით გამოწვეული ფარინგიტისა და ტონზილინის მკურნალობისას პენიცილინზე ალერგიის შემთხვევაში
- ყურის მწვავე ინფექციები (მწვავე შუა ყურის ანთება)
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (როგორიცაა აბსცესი ან ძირმაგარა)
- სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, გამოწვეული Chlamydia-ს მიერ
- რბილი ქსოვილების წყლულები, გამოწვეული Haemophilus ducreyi მიკროორგანიზმით და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, გამოწვეული არა მულტი-პრეპარატ-რეზისტენტული მიკროორგანიზმით Neisseria gonorrhoeae, თანმხლები ინფექციების გარეშე
2. რა უნდა იცოდეთ აზოტრინის მიღების წინ
არ გამოიყენოთ აზოტრინი შემდეგ შემთხვევებში:
- თუ გაქვთ ალერგია აზოტრინის ან ნებისმიერი სხვა ანტიბიოტიკის მიმართ, როგორიცაა ერითრომიცინი ან კლარითრომიცინი ან აზოტრინის ნებისმიერი ინგრედიენტი. ალერგიულმა რეაქციამ შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი ან ხიხინი.
- თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები.
- იღებთ რომელიმე ერგოტის წარმოებულებს, როგორიცაა ერგოტამინი (გამოიყენება მიგრენის სამკურნალოდ).
აზოტრინი გამოიყენეთ განსაკუთრებული სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში:
- თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები
- თუ გაქვთ გულის დაავადებები
- თუ გაქვთ საზოგადოებაში გავრცელებული ინფექციური დაავადება
- თუ არსებობს ეჭვი სეპტიცემიაზე ან დიაგნოსტირებულია სეპტიცემია
- თუ იმყოფებით სტაციონარულ მკურნალობაზე
- თუ ხართ ხანდაზმული ასაკის ან ძლიერ დასუსტებული
- თუ გაქვთ ჯანმრთელობის სხვა სერიოზული პრობლემები (იმუნური სისტემის დეფიციტი ან თანდაყოლილი ასპლენია/ქირურგიული ასპლენიის მდგომარეობა, სხვ.)
- თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება
- როგორც სხვა ანტიბიოტიკების შემთხვევაში, ექიმმა უნდა გააკონტროლოს მეორადი ინფექციის რისკი დასუსტებულ ორგანიზმში, არამგრძნობიარე ორგანიზმებით, მათ შორის, სოკოებით გამოწვეული ნებისმიერი სახის ინფექციის გამო
- თუ აღინიშნება დიარეა.
თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ ან გეხებოდათ წარსულში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
აზოტრინის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
აზოტრინზე გავლენას არ ახდენს საკვები ან სასმელი.
ორსულობა
ამ პრეპარატის მიღების წინ რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს.
თუ ხართ ორსულად და ცდილობთ დაორსულებას, არ მიიღოთ აზოტრინი ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
აზოტრინი ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ აუცილებლობისას.
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ მკურნალობის დროს შენიშნავთ, რომ ხართ ორსულად.
ძუძუთი კვება
ცნობილი არ არის გადადის თუ არა აზითრომიცინი ადამიანის დედის რძეში. აზოტრინის სუსპენზია არ მიიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
პრეპარატის მიღების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა.
მოსალოდნელი არ არის აზოტრინის ზემოქმედება ავტომობილების ან მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია აზოტრინის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ეს პრეპარატი შეიცავს საქაროზას. თუ ექიმმა ადრე გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის გადაუტანლობა, ამ პრეპარატის მიღების წინ მიმართეთ თქვენს ექიმს.
სხვა პრეპარატების გამოყენება
აზოტრინის მიღების წინ უთხარით თქვენს ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს და აზოტრინის ან სხვა პრეპარატების შესახებ ნებისმიერი კითხვის ან წუხილის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:
• ერგოტი ან ერგოტამინი
• ვარფარინი ან ნებისმიერი მსგავსი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სისხლის შედედების პრევენციისათვის.
• ციკლოსპორინი (გამოიყენება იმუნური სისტემის სუპრესიისთვის, ტრანსპლანტირებული ორგანოს ან ძვლის ტვინის უკუგდების პრევენციის და მკურნალობის მიზნით)
• დიგოქსინი (გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ)
• თეოფილინი (გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ)
• ნელფინავირი (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ)
თუ მოუნელებლობის პრობლემის გამო იღებთ ანტაციდებს, აზოტრინი უნდა მიიღოთ ანტაციდების მიღებამდე ერთი საათით ადრე ან მათი მიღებიდან ორი საათის შემდეგ.
იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ აზოტრინსა და რიფაბუტინს, აღინიშნება სისხლში სეგმენტირებული უჯრედების რაოდენობის დაქვეითება.
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ნებისმიერ რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატს.
3. როგორ გამოიყენება აზოტრინი
მითითებები სათანადო გამოყენების და დოზის /მიღების ინტერვალის შესახებ:
როგორც წესი, აზოტრინის სუსპენზია გამოიყენება 45 კგ-მდე ასაკის ბავშვებში. შეიძლება ასევე გამოყენებული იყოს მოზრდილებსა და უფროსი ასაკის ბავშვებში, რომლებსაც უძნელდებათ ტაბლეტების გადაყლაპვა.
Chlamydia trachomatis, Haemophilus ducreyi or მგრძნობიარე Neisseria gonorrhoeae-ით გამოწვეული სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობისას, დოზა არის 1000 მგ ერთ პერორალურ დოზაში.
S. pyogenes-ით გამოწვეული ტონზილიტის/ფარინგიტის მკურნალობისას, საერთო დოზა 5 დღის განმავლობაში არის 500 მგ 1-ელ დღეს და 250 მგ მომდევნო დღეებში (2., 3., 4. და 5. დღეს).
ყველა სხვა ჩვენებისათვის, საერთო დოზა არის 1500 მგ, რომელიც მიიღება დღეში 500 მგ-ს სახით, ზედიზედ 3 დღის განმავლობაში.
45 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში გამოიყენება მოზრდილებისათვის განკუთვნილი დოზა.
როგორც წესი, 45 კგ-მდე წონის ბავშვებისათვის დოზა შეადგენს 10 მგ ყოველ კგ სხეულის წონაზე, რომელიც მიიღება ერთჯერადი სადღეღამისო დოზის სახით 3 დღის განმავლობაში.
სტრეპტოკოკური ფარინგიტის მკურნალობის გარდა, საერთო დოზა ბავშვებისათვის არის 30 მგ/კგ, რომელიც მიიღება ერთჯერადი 10 მგ დოზის სახით კგ სხეულის წონაზე დღეში, 3 დღის განმავლობაში ან ალტერნატიულად, 5 დღის განმავლობაში, დაწყებული ერთჯერადი 10 მგ დოზით კგ-ზე პირველ დღეს, შემდეგ დღეში 5 მგ კგ-ზე მომდევნო 2-5 დღეს.
ყურის მწვავე ინფექციების სამკურნალოდ შეიძლება ერთჯერადი 30 მგ დოზის მიღება კგ-ზე ან ზემოთ განსაზღვრული დოზები.
ბავშვებში სტრეპტოკოკური ფარინგიტის დროს, აზითრომიცინი ეფექტური აღმოჩნდა, როდესაც ის მიიღებოდა ბავშვებში ერთჯერადი დოზით 10 მგ კგ-ზე დღეში ან 20 მგ კგ-ზე დღეში, 3 დღის განმავლობაში, მაქსიმუმ დღეში 500 მგ.
ზოგიერთ შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება დანიშნოს ზემოთ განსაზღვრულისგან განსხვავებული სამკურნალო დოზები.
მიღების გზა და წესი:
მიიღება პერორალურად.
სუსპენზიის მომზადება:
ბოთლი კარგად შეანჯღრიეთ, აავსეთ კოლოფში არსებულ ჭიქა ადუღებული და შეგრილებული წყლით ჭიქაზე არსებულ ხაზამდე და წყალი მთლიანად დაამატეთ ფხვნილის შემცველ ბოთლში, დაახურეთ თავსახური და შეანჯღრიეთ. სუსპენზიის მომზადების შემდეგ, პირველი დოზის მიღებამდე დაიცადეთ 5 წუთი. ბოთლი შეანჯღრიეთ ყოველი გამოყენების წინ.
საზომი კოვზის გამოყენება:
გამოიყენეთ მომზადებული სუსპენზია ექიმის მიერ დანიშნული დოზით, დოზების ოდენობის მანიშნებელი ხაზების მქონე საზომი კოვზის საშუალებით.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
აზოტრინის სუსპენზიის ბავშვებში გამოყენების შესახებ ინფორმაცია მოცემულია ზემოთ.
აზითრომიცინის გამოყენება რეკომენდებული არ არის 6 თვეზე მეტი ასაკის ჩვილებში.
გამოყენება ხანდაზმულებში:
ხანდაზმულებში გამოიყენება ის დოზა, რაც მოზრდილ პაციენტებში.
მიღების განსაკუთრებული პირობები:
თირკმლის უკმარისობა:
დოზის კორექცია საჭირო არ არის, თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის საშუალო ან მსუბუქი ხარისხის დარღვევა. თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა, აზითრომიცინი მიიღეთ სიფრთხილით.
ღვიძლის უკმარისობა:
თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო დარღვევა, შეიძლება იმ დოზის გამოყენება, რაც ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში.
არ გამოიყენება ღვიძლის მძიმე უკმარისობისას.
თუ ფიქრობთ, რომ აზოტრინის მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ იმაზე მეტი აზოტრინი, ვიდრე უნდა მიგეღოთ:
შეიძლება თავი შეუძლოდ იგრძნოთ, თუ მიიღეთ იმაზე მეტი აზოტრინი, ვიდრე უნდა მიგეღოთ. ასეთ შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებას. თან იქონიეთ პრეპარატი.
თუ მიიღეთ იმაზე მეტი აზოტრინი, ვიდრე უნდა მიგეღოთ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ აზოტრინის მიღება:
თუ დაგავიწყდათ აზოტრინის მიღება, მიიღეთ, როგორც კი გაგახსენდებათ. შემდეგი დოზა მიიღეთ დანიშნულ დროს.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
შესაძლო გვერდითი ეფექტები აზოტრინით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ:
თუ შეწყვეტთ აზოტრინის მიღებას დანიშნულ ვადაზე ადრე, ინფექცია შეიძლება ხელახლა განვითარდეს.
აზოტრინი მიიღეთ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად, მაშინაც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ. არ შეწყვიტოთ აზოტრინის გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პროდუქტის გამოყენების შესახებ, რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები იმ პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარე არიან აზოტრინის ინგრედიენტების მიმართ.
დაუყოვნებლივ უთხარით თქვენს ექიმს, თუ ამ პრეპარატის მიღების შემდეგ განვითარდა რომელიმე შემდეგი სიმპტომი. ეს სიმპტომები იშვიათია, მაგრამ შეიძლება იყოს მძიმე ხარისხის.
- აზოტრინის გამოყენებისას: არარეგულარული გულის დარტყმები, თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა
- უეცარი ხიხინი
- სუნთქვის გაძნელება
- ქუთუთოების შეშუპება
- სახის ან ტუჩების შეშუპება
- გამონაყარი ან ქავილი (განსაკუთრებით მთელს სხეულზე).
ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს აზოტრინის მიღებისას, ჩამოთვლილი ქვემოთ. ეს ეფექტები შეიძლება გავიდეს მკურნალობის დროს, მას შემდეგ, რაც ორგანიზმი შეეჩვევა პრეპარატს. უთხარით თქვენს ექიმს, თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გაწუხებთ.
გვერდითი ეფექტები კლასიფიცირებულია ქვემოთ მოცემული კატეგორიების მიხედვით:
ძალიან ხშირი: ვლინდება 10-დან მინიმუმ 1 პაციენტში
ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან ერთზე მეტ პაციენტში
არახშირი: შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1000-დან ერთზე მეტ პაციენტში
იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 10000-დან ერთზე მეტ პაციენტში
ძალიან იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
ცნობილი არ არის: შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების
საფუძველზე
ძალიან ხშირი:
დიარეა
მუცლის ტკივილი
გულისრევა
მუცლის შებერილობა
ხშირი:
თავის ტკივილი, სტუპორი
ჩხვლეტა ან დაბუჟება
გემოს დარღვევა, მადის დაკარგვა
მხედველობის დარღვევები, შეგრძნებების დაკარგვა
ღებინება, მოუნელებლობა
გამონაყარი, ქავილი
სახსრების ტკივილი
ლიმფოციტების (სისხლის თეთრი უჯრედების სახეობა) დაბალი რაოდენობა და ეოზინოფილების (სისხლის თეთრი უჯრედების სახეობა) მაღალი რაოდენობა
ბიკარბონატის დაბალი შემცველობა სისხლში
დაღლილობა
არახშირი:
პირის ღრუსა და საშოს საფუარული ინფექცია
ლეიკოციტების (სისხლის თეთრი უჯრედების სახეობის) და ნეიტროფილების (სისხლის თეთრი უჯრედების სახეობის) დაბალი რაოდენობა
სხვადასხვა სიმძიმის ალერგიული რეაქციები
გენერალიზებული გამონაყარი და კანის აქერცვლა
კანის მძიმე რეაქციები სინათლის ან მზის ზემოქმედების შედეგად
ჭინჭრის გამონაყარი
ნერვოზულობა
შეხების გრძნობის დაქვეითება
ძილიანობა
უძილობა
ტინიტი, სმენის ფუნქციის დარღვევა (შეუქცევადი)
არარეგულარული გულის დარტყმები
ყაბზობა
ღვიძლის ანთება
ტკივილი გულ-მკერდის არეში
ფიზიკური ძალების დაკარგვა
შეშუპება
ზოგადი დისკომფორტი
დარღვევები ლაბორატორიული ანალიზის მაჩვენებლებში (მაგ. სისხლის ან ღვიძლის ტესტები)
ღებინება (სისხლიანი ან უსისხლო) მუცლის ტკივილით
იშვიათი:
აგზნება
თავბრუსხვევა (ვერტიგო)
ღვიძლის ფუნქციის დარღვევები
დამატებითი გვერდითი ეფექტები, რომლებიც ვითარდება პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში
ცნობილი არ არის:
აგრესია, აგზნება, კრუნჩხვები, ჰიპერაქტიურობა, გონების დაკარგვა
ყნოსვის დაკარგვა ან ყნოსვის გრძნობის ცვლილება, გემოს დაკარგვა
გულის არითმია, ტაქიარითმია, არითმია
დაბალი არტერიული წნევა
პანკრეატიტი, ენის ფერის შეცვლა, კანზე სერიოზული რეაქციები
ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის დისფუნქცია, სიყვითლე, კანის სიწითლე
თირკმლის უკმარისობა, თირკმლის ანთება
დარღვევები ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ)
მუცლის ტკივილი, ასოცირებული ცხელებასთან და დიარეასთან
სისხლდენის ან სისხლნაჟღენთების იოლად განვითარება
დაღლილობა მუქი შეფერილობის შარდით
კუნთების ლოკალური სისუსტე
გვერდითი ეფექტების ინფორმირება
მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ განვითარდა ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციაში. გარდა ამისა, ინფორმაცია გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ მიაწოდეთ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს, რისთვისაც უნდა ეწვიოთ ვებ-გვერდს www.titck.gov.tr, „პრეპარატის გვერდითი ეფექტის ინფორმირება“ ან დარეკეთ ნომერზე 0800 314 00 08. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
თუ განვითარდა ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც მითითებული არ არის წინამდებარე ინსტრუქციის ფურცელში, უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
5. როგორ ინახება აზოტრინი
აზოტრინი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 30°C-მდე გახსნამდე. გახსნილი ფორმით სტაბილურია 5 დღის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე 30°C-მდე შენახვისას.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად
არ გამოიყენოთ აზოტრინი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ აზოტრინი, თუ შენიშნავთ, რომ პროდუქტი და/ან შეფუთვა დაზიანებულია ან რაიმე დეფექტი აქვს.
არ გადაყაროთ ვადაგასული პრეპარატები ან პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ასეთი პრეპარატები მიაწოდეთ გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ორგანოს.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
ბიკომპლექსი 6მლ N10
მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
ბიკომპლექსი 6მლ N10
- ფარმაცევტული პროდუქტის დასახელება
ბიკომპლექსი, პერორალური ხსნარი.
- ხარისხობრივი და რაოდენობრივი და შემადგენლობა
ხსნარის ერთი 6 მლ ფლაკონი შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტები:
- ნიკოტინამიდი 10 მგ,
- რიბოფლავინი-5’-ფოსფატ ნატრიუმის მარილი 6.1 მგ,
- თიამინის ჰიდროქლორიდი 5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები ცნობილი ეფექტით: საქაროზა, მეთილის პ-ჰიდროქსიბენზოატი, ეთანოლი.
თითოეული რეზერვუარ-თავსახურავი შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტები:
- ციანკობალამინი (ვიტ. B12) 1 მგ,
- კალციუმის ფოლინატის ჰიდრატი 0.5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები ცნობილი ეფექტით: საქაროზა.
დამხმარე ნივთიერებების სრული სია იხილეთ 6.1. ნაწილში.
- ფარმაცევტული ფორმა
6 მლ ფლაკონი რეზერვუარ-თავსახურით პერორალური გამოყენებისათვის
- კლინიკური ჯგუფი
4.1 თერაპიული ჩვენებები
- ადიუვანტური საშუალება ტოქსიკურ-ინფექციური, ჰეპატიტის და ღვიძლის ფუნქციური უკმარისობის მკურნალობისას;
- ჰიპო- და ავიტამინოზი ანტიბიოტიკებით, ქიმიოთერაპიის და კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტებით თერაპიის დროს;
- ანემიური სინდრომებით გამოწვეული B12 ვიტამინის და ფოლიუმის მჟავას დეფიციტი ორსულობის, მშობიარობის შემდგომ პერიოდში და ლაქტაციის დროს;
- გამოჯანმრთელების პერიოდი;
- პედიატრიაში შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ანემიური მდგომარეობის დროს განსაკუთრებით, თუ დაკავშირებულია მადის დაკარგვასთან (ანორექსია) და არასაკმარის ზრდასთან.
4.2 გამოყენების წესი და დოზირება
მოზრდილებში: ერთი ან ორი ფლაკონი დღეში, ექიმის დანიშნულების მიხედვით.
ბავშვებში: პროპორციულად შემცირებული დოზები, ექიმის დანიშნულების მიხედვით.
მიღების წესი
მოხსენით თავსახურავი, დააჭირეთ ზედა დგუშს, რაც გამოიწვევს სარეზერვუარო თავსახურავის შიგთავსის ჩამოვარდნას ქვემოთ არსებულ ხსნარში.
შეანჯღრიეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში და ფხვნილი გაიხსნება. ფლაკონის შიგთავსის დალევა შეიძლება პირდაპირ ან განზავებული, სურვილისამებრ, წყლით ან სხვა სითხეებით.
4.3 უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ერთი ან მეტი კომპონენტის მიმართ.
4.4 განსაკუთრებული მითითებანი და გაფრთხილებები
არ არსებობს შეჩვევის, დამოკიდებულების ან სხვა რაიმე რისკი.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პრეპარატი შეიცავს ციანოკობალამინს (ვიტ. B12), მას არ შეუძლია შეცვალოს პარენტერალურად შეყვანილი ციანოკობალამინი პერნიციოზული ანემიის მკურნალობისას.
თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, მიმართეთ ექიმს სანამ ბიკომპლექსის მიღებას დაიწყებთ.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
ბიკომპლექსი შეიცავს საქაროზას
პაციენტებმა ფრუქტოზას იშვიათი აუტანლობის მემკვიდრეობითი პრობლემებით, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით ან საქაროზა იზომალტაზას უკმარისობით არ უნდა მიიღონ ეს წამალი.
ის შეიძლება საზიანო იყოს კბილებისთვის.
ბიკომპლექსი შეიცავს პ-ჰიდროქსიბენზოატებს
ბიკომპლექსი შეიცავს მეთილის პ-ჰიდროქსიბენზოატს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაგვიანებული).
ბიკომპლექსი შეიცავს ნატრიუმს
ბიკომპლექსი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს 6 მლ ფლაკონზე, ანუ არსებითად "არ შეიცავს ნატრიუმს”.
ბიკომპლექსი შეიცავს ეთანოლს
ეს პრეპარატი შეიცავს 27 მგ ალკოჰოლს (ეთანოლს, რომელიც შედის არტიშოკის თხევად ექსტრაქტში, მწარე ფორთოხლის თხევად ექსტრაქტში) ყოველ 6 მლ ფლაკონში. ეს რაოდენობა 1 მლ-ზე ნაკლები ლუდის ან 1 მლ ღვინის ეკვივალენტია.
ამ პრეპარატში შემავალ ალკოჰოლის მცირე რაოდენობას არ ექნება რაიმე შესამჩნევი ზეგავლენა.
4.5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ლიტერატურასა და კლინიკურ პრაქტიკაში ურთიერთქმედება არ აღინიშნება.
4.6 ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში გამოყენება პრეპარატის მთავარი ჩვენებაა.
4.7 ავტომობილების და მექანიზმების მართვა
დღემდე არ დაფიქსირებულა ბიკომპლექსის არანაირი გავლენა სიფხიზლეზე, ამიტომ ის არ მოქმედებს ავტომობილის მართვაზე და მექანიზმებთან მუშაობაზე, რაც საჭიროებს სიფხიზლეს.
4.8 გვერდითი მოვლენები
პრეპარატმა აჩვენა ძალიან კარგი ამტანობა ორივე, როგორც კუჭ-ნაწლავის, ასევე ზოგად დონეზე.
მნიშვნელოვნად აღსაღნიშნავი გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა.
კუჭის მხრივ აუტანლობის შესაძლებლობა ძალიან იშვიათია.
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ. ის იძლევა სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის ბალანსზე მუდმივი მონიტორინგის საშუალებას. ჯანდაცვის სპეციალისტებს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით მისამართზე:
https://www.aifa.gov.it/content/segnalazioni-reazioni-avverse.
4.9 ჭარბი დოზირება
დღემდე, ადამიანებში ჭარბი დოზირებით გამოწვეულ ინტოქსიკაციის შესახებ გამოცდილება არ არსებობს. ბიკომპლექსის შემთხვევით თერაპიულზე მეტი დოზით მიღებისას, რეკომენდებულია მოწამვლის სამკურნალოდ რეკომენდებული ჩვეული სამედიცინო ღონისძიებების გატარება.
- ფარმაკოლოგიური თვისებები
5.1 ფარმაკოდინამიკური თვისებები
5.2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ფოლინის მჟავა
ფოლინის მჟავას შემცირებულ ფორმებს შორის ყველაზე სტაბილური ქიმიური პროფილის მიხედვით არის 5-ფორმილტეტრაჰიდროფოლატი (ფოლინის მჟავა), რომელსაც ლეიკოვორინი (ციტროვორის ფაქტორი) ეწოდება.
ფოლინის მჟავა შეიძლება გამოყენებულ იქნას ფოლიუმის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად კომბინაციაში, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული და პროტოზოული ინფექციების ქიმიოთერაპიისთვის და, შესაბამისად, ასევე ფოლიუმის დეფიციტის ყველა სინდრომისას, რომელიც გვხვდება კლინიკურ პირობებში, განსაკუთრებით ანემიებში.
რადიოაქტიური მკვლევარების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ 5-ფორმილტეტრაჰიდროფოლატი (ფოლინის მჟავა) შეიწოვება პლაზმაში მაქსიმალური აბსორბციით პერორალურად მიღებიდან დაახლოებით 60 წუთის შემდეგ.
ქრომატოგრაფიული კვლევის საფუძველზე, 5-ფორმილტეტრაჰიდროფოლატი მუდმივად გამოიყოფა შარდით 10-ფორმილის ან 5-, 10- მეთენილტეტრაჰიდროფოლატის სახით.
ასევე თირკმელებს გააჩნია ფოლიუმის სეკრეციის შერჩევითი კონტროლი, მიდრეკილნი არიან შეინარჩუნონ 5-მეთილტეტრაჰიდროფოლატი, ვიდრე 5-ფორმილტეტრაჰიდროფოლატი. 5-ფორმილტეტრაჰიდროფოლატის თერაპიული მიზნებისთვის პერორალური მიღება ფოლიუმის დეფიციტის პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით, როგორც ჩანს, დადასტურებულია მკაფიო ექსპერიმენტული მონაცემებით.
ციანოკობალამინი (ვიტამინი B12)
ძუძუმწოვრების ორგანიზმში ვიტამინი B12 ახორციელებს მრავალ მნიშვნელოვან და აშკარად განსხვავებულ მეტაბოლურ აქტივობას.
ამ ვიტამინს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი ფუნდამენტური ბიოქიმიური აქტივობა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული, რამაც შესაძლოა გაამართლოს მისი დეფიციტის სხვადასხვა გამოვლინება, რომელიც შეინიშნება ინ ვიტრო და ინ ვივო ბიოლოგიურ სისტემებში. ვიტამინი B12 მნიშვნელოვან როლს ასრულებს ზრდისა და კვების ნორმალურ პროცესებში.
ციანოკობალამინი არის 5-ადენოზილკობალამინის და მეთილკობალამინის აქტიური კოენზიმების წინამორბედი, რომელიც აუცილებელია უჯრედების ზრდისა და უჯრედების რეპლიკაციისთვის, ნორმალური მიელინის ტროფიზმისთვის, მეთიონინისა და სუქცინილ-CoA-ს სინთეზისთვის. ვიტამინი B12-ის დეფიციტს სხვა საკითხებთან ერთად ახასიათებს ერითროციტების წარმოების შემცირებით განპირობებული მეგალობლასტური ანემიის და ნერვული სისტემის ანატომიური ფუნქციური ცვლილებები.
ვიტამინი B კომპლექსი
ფერმენტული სისტემები, რომლებიც აქვთ B ვიტამინებს, როგორც პროთეზირების ჯგუფი, ქმნიან ფუნქციურ ერთეულებს შუალედური მეტაბოლიზმის დონეზე. ვინაიდან ამ სისტემების საპასუხო რეაგირების საერთო სიჩქარე არის ყველაზე დაბალი საფეხური, რომელიც ჩართულია რეაქციის ჯაჭვში, მხოლოდ ერთი ფერმენტის აქტივობის შემცირებამ შეიძლება შეცვალოს მთელი სისტემის ფუნქცია. აპოენზიმების წარმოქმნას ხელს უწყობს შესაბამისი კოფერმენტების შეყვანა; B კომპლექსის ვიტამინები, რომლებსაც კოენზიმის ფუნქცია აქვთ ასზე მეტ ფერმენტულ სისტემაში, ნაჩვენებია ოქსიდორედუქციური პროცესების დარღვევების და ცილოვანი, ლიპიდური და გლუკოზის მეტაბოლიზმის დისბალანსის დროს, სპეციფიკური კოენზიმის ნაკლებობის გამო.
თიამინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B1)
მრავალი ფერმენტის კოენზიმია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლუკოზის მეტაბოლიზმში. ვიტამინი B1 აუცილებელია პირუვის მჟავისა და α-კეტოგლუტარის მჟავას ჟანგვითი დეკარბოქსილირებისთვის და, როგორც ტრანსკეტოლაზას პროთეზირების ჯგუფისთვის, ნახშირწყლების დაშლისთვის პენტოზა ფოსფატის მეშვეობით.
რიბოფლავინი (ვიტამინი B2)
ეს არის FMN (ფლავინის მონონუკლეოტიდი) და FAD (ფლავინი ადენინ დინუკლეოტიდი) პროთეზირების ჯგუფის წინამორბედი, ყველაზე ცნობილი, როგორც ყვითელი რესპირატორული ფერმენტები ან ფლავოპროტეინები, რომელთაგან სულ მცირე 40 სახეობა ცნობილია სხვადასხვა უჯრედულ ფერმენტულ სისტემაში.
ნიკოტინამიდი (ვიტამინი PP)
როგორც ნიკოტინამიდის დინუკლეოტიდების (NAD + და NADP +) კომპონენტი, ვიტამინი PP იმყოფება მრავალრიცხოვან ოქსიდორედუქტაზებში, ფერმენტებში, რომლებიც ახდენენ წყალბადის უჯრედშიდა გადაცემის კატალიზებას.
NADH ლიმონმჟავას ციკლის პროცესებში წარმოქმნილი წყალბადის ნაწილს გადასცემს სასუნთქი ჯაჭვის ყვითელ B12-დამოკიდებულ ფერმენტებს, ხოლო NADPH წყალბადი გამოიყენება ბიოსინთეზური პროცესებისთვის.
კლინიკური თვალსაზრისით, B ვიტამინები, განსაკუთრებით კომბინირებულად, ზუსტ ჩვენებას პოულობს ღვიძლის დაავადების ადიუვანტურ მკურნალობაში, ძირითადად, მულტითერაპიის რეჟიმში, რომელიც მიზნად ისახავს დაავადების მკურნალობას სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა მექანიზმით.
5.3. პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
ბიკომპლექსი სრულიად მოკლებულია ტოქსიკურ თვისებებს, როგორც მწვავე მკურნალობის შემდეგ, ასევე ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ.
- ფარმაცევტული დეტალები
6.1 დამხმარე ნივთიერებების სია
ხსნარში შემავალი დამხმარე ნივთიერებები:
საქაროზა, მეთილის პ-ჰიდროქსიბენზოატი, დეჰიდროძმარმჟავა (ნატრიუმის მარილი), ეთილენდიამინტეტრაძმარმჟავა (დინატრიუმის მარილი), არტიშოკის თხევადი ექსტრაქტი, მწარე ფორთოხლის თხევადი ექსტრაქტი, გაწმენდილი წყალი.
რეზერვუარ-თავსახურში შემავალი დამხმარე ნივთიერებები:
მანიტოლი, საქაროზა.
6.2 შეუთავსებლობა
ამ პროდუქტის სხვა ნივთიერებებთან შეუთავსებლობა არ არის მოხსენებული.
6.3 შენახვის ვადა
2 წელი.
6.4 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
პრეპარატი უნდა ინახებოდეს "ჩვეულებრივი ოთახის პირობებში", რომელიც გათვალისწინებულია ოფიციალური ფარმაკოპეის IX გამოცემით.
6.5 კონტეინერის ბუნება და შიგთავსი
შუშის ფლაკონები რეზერვუარ თავსახურით, დახურული ამომჭრელი თავსახურით, შეფუთული ლითოგრაფიულ მუყაოს კოლოფში წებოვანი ფლაპებით, შიგნით დაბეჭდილია შეფუთვის ფურცლის ტექსტი.
6.6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისა და სხვა დამუშავებისას
არ არსებობს სპეციალური მოთხოვნები განკარგვისთვის.
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად
- მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
ABC ფარმასიუტიკალს ს.პ.ა. –კორსო ვიტორიო ემანუელე II, 72 – 10121 ტორინო
- მარკეტიგული ავტორიზაციის ნომერ(ებ)ი
ბიკომპლექსი, პერორალური ხსნარი – 6 მლ-იანი 10 ფლაკონი.
რეგისტრირებული იტალიაში როგორც ტონოგენ ვიტამინცო, პერორალური ხსნარი – 6 მლ-იანი 10 ფლაკონი MA N .012373039
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ესპა 10მგ N28 ტაბ
მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ესციტალოპრამი- ციტალოპრამის S-ენანთიომერი, სეროტონინის(5HT) უკუმიტაცების მძლავრი სელექტიური ინჰიბიტორია. მისი ანტიდეპრესიული მექნიზმი დაკავშირებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემაში სეროტონინერგული აქტივობის პოტენცირებასთან:
ესციტალოპამი უკავშირდება სეროტონინის ტრანსპორტერის ( SERT) როგორც პირველად (ორთოსტერულ) ცენტრს, ასევე მის ალოსტერულ ცენტრს. სეროტონინის ტრანსპორტერის ალოსტერული მოდულაცია აძლიერებს ესციტალოპრამის შეკავშირებას მის ორთოსტერულ ცენტრთან, რასც განაპირობებს სეროტონინის უკუმიტაცების თითქმის სრულ ინჰიბირებას. [1]
სეროტონინის უკუმიტაცებისი ნჰიბირება იწვევს სინაფსურ ნაპრალში სეროტონინის კონცენტრაციის ზრდას, პოსტსინაფსურ რეცეპტორულ უბნებზე მისი მოქმედების გაძლიერებასა და პროლონგირებას.
ესციტალოპრამი პრაქტიკულად არ ურთიერთქმედებს სეროტონინის 5-HT1A, 5-HT2-დადოფამინის D1დაD2, ადრენერგულα1-, α2-, დაβ, ჰისტამინურ Н1, მუსკარინულ, ბენზოდიაზეპინურ და ოპიოიდურ რეცეპტორებთან..
ესციტალოპრამი ასევე არ უკავშირდება ან თითქმის არ უკავშირდება Na+, K+, CI+ და Ca++ არხებს.
ესციტალოპამი ციტალოპრამის R-ენანთიომერთან შედარებით 100-ჯერ უფროეფექტურია, 5-HT უკუმიტაცების და 5-HT ნეირონულიაგზნებადობის დონის ინჰიბირების მიხედვით.
ფარმაკოკინეტიკა
ესცატილოპრამის ორალური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 100%-ია და მის აბსორბციაზე საკვები არ ახდენს გავლენას. კონცენტრაციის პიკი პლაზმაში მიიღწევა 4 საათში. ისევე როგორც რაცემიული ციტალოპრამის შემთხვევაში, ესციტალოპრამის ძირითადი მეტაბოლიტების ცილებთან კავშირის მაჩვენებელი 70%-ზე ნაკლებია. ესციტალოპრამი მეტაბოლიზდება ღვიძლში დემეთილციტალოპრამად და დიდემეთილციტალოპრამად. ორივე მეტაბოლიტი ფარმაკოლოგიურად აქტიურია. შეუცვლელი ესციტალოპრამი არის დომინანტური სტრუქტურა პლაზმაში. მას ახასიათებს ხაზოვანი კინეტიკა. პლაზმაში სტაბილური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით ერთ კვირაში. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 30 საათს და კლირენსი არის დაახლოებით 0.6ლ/წთ. გამოყოფა უმთავრესად ხორციელდება შარდით და განავლით. მიღებული დოზის უმეტესი ნაწილი გამოიყოფა შარდში მისი მეტაბოლიტების სახით.
ჩვენება:
- ნებისმიერი სიმძიმის დეპრესიული ეპიზოდები
- დიდი დეპრესიული აშლილობა
- პანიკური აშლილობა აგორაფობიით ან მის გარეშე
- სოციალური შფოთვითი აშლილობა.
- გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა
- ობსესურ-კომპულსური დარღვევები
მიღების წესები და დოზები:
პრეპარატის მიღება ხდება დღეში ერთხელ, მისი მიღება შეიძლება დღის ნებისმიერ დროს საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
არ არის დადგენილი მისი უსაფრთხოება 20 მგ-ზე მაღალი დღიური დოზის მიღების შემთხვევაში.
დიდი დეპრესიული აშლილობა: ჩვეულებრივ იღებენ 10 მგ დღეში ერთხელ, დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 20 მგ-მდე პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებისა და დეპრესიის სიმძიმის შესაბამისად
ანტიდეპრესიული ეფექტი ჩვეულებრივ 2-4 კვირაში მიიღწევა. ანტიდეპრესანტებით მკურნალობა სიმპტომურია, ამიტომ პრეპარატი რეციდივების საპროფილაქტიკოდ 6 ან მეტი თვის განმავლობაში უნდა იქნას გამოყენებული.
შფოთვითი აშლილობა აგორაფობიით და აგორაფობიის გარეშე: ესციტალოპრამით მკურნალობა იწყება 5 მგ-ით დღეში პირველი კვირის განმავლობაში და როგორც წესი იზრდება 10 მგ -მდე დღეში. მოგვიანებით დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 20 მგ-მდე დღეში პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებისა შესაბამისად.
მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 3 თვეში. მკურნალობა გრძელდება რამდენიმე თვე.
სოციალური შფოთვითი აშლილობა (სოციალური ფობია): ჩვეულებრივ ინიშნება 10 მგ დღეში. სიმპტომთა შესამსუბუქებლად საჭიროა 2-4 კვირიანი მკურნალობის პერიოდი. პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით შეიძლება დოზის შემცირება 5 მგ-მდე ან გაზრდა მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზამდე-20 მგ.
სოციალური შფოთვითი აშლილობა არის ქრონიკული დაავადება და რეკომენდებულია 12 კვირიანი მკურნალობის შემდეგ შეფასდეს პაციენტის პასუხი. რეციდივების საპროფილაქტიკოდ 6 ან მეტი თვის განმავლობაში უნდა იქნას გამოყენებული. მკურნალობის ეფექტურობა უნდა გადაისინჯოს რეგულარული დროის ინტერვალებით.
სოციალური შფოთვითი აშლილობა არის სპეციფიური დარღვევის კარგად განსაზღვრული დიაგნოსტიკური ტერმინოლოგია და არ უნდა ავურიოთ ჰიპერთიმიაში. პრეპარატით მკურნალობა ინიშნება მხოლოდ მაშინ თუ დაავადება მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს პროფესიულ და სოციალურ მოღვაწეობაზე.
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა: ჩვეულებრივ ინიშნება 10 მგ (20 წვეთი) დღეში. პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით შეიძლება დოზის გაზრდა მაქსიმუმადე-20 მგ (40 წვეთი). გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა არის ქრონიკულად მიმდინარე დაავადება და რეკომენდებულია ხანგრძლივი მკურნალობა რეციდივის პრევენციის მიზნით.
ობსესურ-კომპულსური დარღვევა: საწყისი დოზაა 10მგ დღეში ერთხელ. პაციენტის ინდივიდუალური პასუხის მიხედვით დოზა შესაძლოა გაიზარდოს მაქსიმუმ 20მგ-მდე დღეში. ვინაიდან მოცემული დაავადება ქრონიკულია, პაციენტების მკურნლობა უნდა მოხდეს სათანადო პერიოდის განმავლობაში, ვიდრე არ მოხდება სიმპტომების გაქრობა. მკურნალობის წარმატება და დოზა უნდა შეფასდეს რეგულარულად.
ხანდაზმულ პაციენტებში (65 წლის ასაკის ზევით): რეკომენდებული ჩვეულებრივი დოზის ნახევარის გამოყენება (ანუ სულ 5 მგ დღეში) და უფრო დაბალი მაქსიმალური დოზის გამოყენება (10 მგ დღეში).
თირკმლის უკმარისობა: დოზის რეგულირება არ არის აუცილებელი მსუბუქი და საშუალო სიმძიმის თირკმლის უკმარისობის დროს. არ არსებობს ინფორმაცია თირკმლის ფუნქციის მძიმე უკმარისობის დროს. (კრეატინინის კლირენსი < 30მლ/წუთში).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა:
მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში რეკომენდებულია 5 მგ საწყისი დოზა. შემდეგ დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით.
პაციენტები CYP2C19 –ს არასაკამარისი მეტაბოლიზმით: იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ CYP2C19 –ს დაქვეითებული მეტაბოლიზმი, მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში რეკომენდებულია 5 მგ საწყისი დოზა. შემდეგ დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით.
მკურნალობის შეწყვეტა: აბსტინენციის შესაძლო რეაქციების პრევენციის მიზნით მკურნალობის დასრულებისას პრეპარატის დოზის კლება უნდა მოხდეს თანდათანობით 1-2 კვირის განმავლობაში.
უკუჩვენება:
• მომატებული მგრძნობელობა ესციტალოპრამის ან სხვა ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.
• 18 წლამდე ასაკი
• პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებთან ერთად
გვერდითი მოვლენები:
არასასურველი გვერდითი ეფექტები ესპას გამოყენების დროს მსუბუქია და დროებით ხასიათს ატარებს. ისინი გვხვდება მკურნალობის დაწყებიდან პირველი 1-2 კვირის განმავლობაში და ჩვეულებრივ მცირდება დეპრესიული მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე.
განსაკუთრებული მითითებები:
ესციტალოპრამი შეიძლება დაინიშნოს მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ 14 დღეში და A-ტიპის მაოს- ინჰიბიტორის მოკლობემიდის თერაპიის შეწყვეტის შემდეგ მინიმუმ 1 დღეში. უნდა გავიდეს მინიმუმ 7 დღე ესციტალოპრამით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ და მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი არასელექტიური მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის დაწყება.
ორსულობა და ლაქტაცია:
ესციტალოპრამის უსაფრთხოება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უცნობია. პრეპარატი დედის რძეში ძალიან დაბალი კონცენტრაციით აღწევს. ამ მიზეზით პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული, თუ კლინიკური სარგებლიანობა არ აღემატება პოტენციურ რისკს.
გულყრები: პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს ყველა პაციენტში, რომელსაც განუვითარდა კრუნჩხვა. SSRI- ები არ გამოიყენება არასტაბილური ეპილეფსიის მქონე პაციენტებში, ხოლო კონტროლირებულ ეპილეფსიურ პაციენტებში მხოლოდ საგულდაგულო მონიტორინგის ფონზე შეიძლება SSRI -ის მიღება.
დიაბეტი: სეროტონონის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორებით მკურნალობამ შეიძლება შეცვალოს გლიკემიური კონტროლი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში და საჭირო გახდეს ინსულინის ან/და ორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატის დოზის კორექცია.
ვეფოქსანი 3000მგ პაკეტი N2
მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
1. სამედიცინო პროდუქტის სახელწოდება
ვეფოქსანი 3გ გრანულების შემცველი პაკეტი.
2. თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
5631 გ ფოსფომიცინი ტრომეტამოლი რომელიც არის 3 გ ფოსფომიცინის ექვივალენტური
დამხმარე ნივთიერებები:
შაქარი 2,205გრ
ნატრიუმის საქარინი 0,116 გ
დამხმარე ნივთიერებებისთვის იხილეთ პარაგრაფი 6.1.
3. ფარმაცევტული ფორმა
პაკეტი.
თეთრი ფხვნილი.
4. კლინიკური მახასიათებლები
4.1. თერაპიული ჩვენებები
ვეფოქსანი ნაჩვენებია ქვედა საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ფოსფომიცინის მიმართ მგრძნობიარე პათოგენებით.
ის გამოიყენება საშარდე გზების ინფექციების, მათ შორის, ქვედა საშარდე გზების ინფექციების დიაგნოსტიკური და ქირურგიული ჩარევების პროფილაქტიკისთვის, ზრდასრულ მამაკაცებსა და ქალებში.
4.2. დოზირება და გამოყენების წესი
დოზირება/ მიღების სიხშირე და ხანგრძლივობა:
ვეფოქსანი გამოიყენება ერთჯერადი დოზის (3გ) სახით საშარდე სისტემის გაურთულებელი ინფექციების დროს.
ვეფოქსანის რეკომენდებული პროფილაქტიკური დოზაა 2 პაკეტი (2-ჯერ 3 გ) საშარდე გზების ინფექციების, მათ შორის ქვედა საშარდე გზების ინფექციების დიაგნოსტიკური და ქირურგიული ჩარევების დაწყებამდე, ზრდასრულ მამაკაცებსა და ქალებში. პირველი დოზა უნდა იქნას მიღებული ოპერაციამდე 3 საათით ადრე, ხოლო მეორე დოზა ოპერაციიდან 24 საათის შემდეგ.
მიღების მეთოდი
ვეფოქსანის შიგთავსი იხსნება ოთახის ტემპერატურის ერთ ჭიქა წყალში შერევით და ხდება მისი დაუყოვნებლივ მიღება.
ვეფოქსანი უნდა მიიღოთ უზმოზე (ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ). სასურველია გამოიყენოთ ღამით ძილის წინ და შარდის ბუშტის დაცლის შემდეგ.
დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ
თირკმლის უკმარისობა
პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის დოზის სპეციალური კორექტირება არ არის საჭირო.
პედიატრიული პოპულაცია
ფოსფომიცინის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან არ არის ჩატარებული კლინიკური კვლევა ფოსფომიცინის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გერიატრიული პოპულაცია
გერიატრიულ პოპულაციაში მკურნალობა არის იგივე რაც რეკომენდებულია მოზრდილებში.
4.3. უკუჩვენებები
ვეფოქსანის გამოყენება უკუნაჩვენებია შემდეგ სიტუაციებში:
- თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა ფოსფომიცინის ან ვეფოქსანის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
- 10 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსის შემთხვევაში, თირკმლის მძიმე უკმარისობით და ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში.
- პაციენტებმა ფრუქტოზას მემკვიდრეობითი აუტანლობით, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით ან საქაროზა-იზომალტაზას უკმარისობით არ უნდა გამოიყენონ ეს პრეპარატი.
4.4. განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ფოსფომიცინით თერაპიის დროს შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის, ანაფილაქსია და ანაფილაქსიური შოკი და შეიძლება აღმოჩნდეს სიცოცხლისათვის საშიში (იხ. პარაგრაფი 4.8). თუ აღინიშნა ეს რეაქციები, აღარ უნდა მოხდეს ფოსფომიცინის ხელახლა გამოყენება და საჭიროა შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა.
ანტიბიოტიკებით გამოწვეული დიარეა დაფიქსირდა თითქმის ყველა ანტიბაქტერიული აგენტის, მათ შორის ფოსფომიცინის ტრომეტამოლის გამოყენებისას და მისი სიმძიმე შეიძლება განსხვავდებოდეს მსუბუქი დიარეიდან ფატალურ კოლიტამდე. დიარეა, რომელიც განვითარდება ვეფოქსანით მკურნალობის დროს ან მის შემდეგ (მათ შორის კვირების განმავლობაში მკურნალობის შემდეგ) შეიძლება მიუთითებდეს Clostridium difficile-ით გამოწვეულ დიარეაზე (CDID), განსაკუთრებით თუ არის მიმდინარეობს მძიმედ, არის ქრონიკული და/ან სისხლის თანხლებით. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ დიაგნოზის გათვალისწინება მძიმე დიარეის მქონე პაციენტებში ვეფოქსანით მკურნალობის დროს ან მის შემდეგ. თუ არსებობს ეჭვი CDID-ზე ან დადასტურებულია CDID-ის დიაგნოზი, უნდა დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა დაუყოვნებლივ (იხ. პარაგრაფი 4.8). პერისტალტიკის საწინააღმდეგო პრეპარატები უკუნაჩვენებია ამ კლინიკურ სიტუაციაში.
თირკმლის უკმარისობა: თუ კრეატინინის კლირენსი აღემატება 10 მლ/წთ, ფოსფომიცინის კონცენტრაცია შარდში რჩება ეფექტური ჩვეულებრივი დოზის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში.
- დიაბეტით დაავადებულების ან დიეტაზე მყოფი პაციენტებისთვის გასათვალისწინებელია, რომ ვეფოქსანის ყოველი პაკეტი შეიცავს 2,205 გ შაქარს.
- არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება ზედა საშარდე გზების ინფექციების დროს, როგორიცაა ნეფრიტი, პიელონეფრიტი.
გაფრთხილება შაქართან დაკავშირებით:
ფრუქტოზას იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობის, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის ან საქრაზა-იზომალტაზას უკმარისობის მქონე პაციენტებმა არ უნდა გამოიყენონ ეს პრეპარატი.
გაფრთხილება ნატრიუმთან დაკავშირებით:
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს თითო დოზაზე; ამ დოზის ნატრიუმის გამო გვერდითი მოვლენები მოსალოდნელი არ არის.
4.5. სხვა სამკურნალო პროდუქტებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
არ შეიძლება მეტოკლოპრამიდთან ერთდროული გამოყენება, რადგან ამან შესაძლოა შეამციროს შრატში და შარდში კონცენტრაცია. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის გამაძლიერებელ პრეპარატებთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ეფექტურობის გაზრდა.
საკვებთან ერთად მიღებამ შეიძლება შეაფერხოს ვეფოქსანის აქტიური ნივთიერების შეწოვა, რაც იწვევს პლაზმის პიკური დონის და შარდის კონცენტრაციის უმნიშვნელო დაქვეითებას. ამ მიზეზით, სასურველია წამლის მიღება უზმოზე ან ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ.
კონკრეტული პრობლემები დაფიქსირდა საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების (INR) ცვლილებებში პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ანტიბიოტიკებს, ბევრ შემთხვევაში K ანტივიტამინის ანტაგონისტების გაზრდილი აქტივობა. მძიმე ინფექცია ან ანთება, ასაკი და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუარესება რისკ-ფაქტორების ფარგლებშია. ამ პირობებში ძნელია იმის დადგენა, თუ რით არის გამოწვეული INR ცვლილება, ინფექციური დაავადებით თუ მისი მკურნალობით. თუმცა, ანტიბიოტიკების ზოგიერთი კლასი ამ ეფექტს უფრო ხშირად ავლენს, კერძოდ, ფტორქინოლონები, მაკროლიდები, ციკლინები, კოტრიმოქსაზოლი და ზოგიერთი ცეფალოსპორინი.
დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ
ურთიერთქმედების კვლევა კონკრეტული პოპულაციისთვის არ არის აღწერილი.
პედიატრიული პოპულაცია
პედიატრიულ პოპულაციაში ურთიერთქმედების კვლევები არ არის აღწერილი.
4.6. ორსულობა და ლაქტაცია
ზოგადი რეკომენდაცია
ორსულობის კატეგორია: B
რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები / ჩასახვის კონტროლი (კონტრაცეფცია)
ფოსფომიცინის გავლენა კონტრაცეფციის მეთოდებზე არ არის ცნობილი.
ორსულობა
ფოსფომიცინის კლინიკური მონაცემები ორსულობაზე ზემოქმედების შესახებ არ არის ცნობილი.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი მავნე ზემოქმედება ორსულობაზე/ემბრიონულ/ნაყოფის განვითარებაზე/დაბადებაზე ან პოსტნატალურ განვითარებაზე.
ამჟამად, ერთჯერადი დოზით ანტიბაქტერიული მკურნალობა არ არის შესაფერისი საშარდე სისტემის ინფექციების მკურნალობისთვის ორსულ ქალებში.
მაგრამ ფოსფომიცინ ტრომეტამოლზე ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა. არსებობს დიდი რაოდენობით მონაცემები ორსულობის დროს ფოსფომიცინის ეფექტურობის შესახებ. არსებობს ზომიერი მონაცემები ორსულთა უსაფრთხოების შესახებ და არ მიუთითებს ფოსფომიცინის მალფორმაციის ან ფეტო/ნეონატალური ტოქსიკურობის რაიმე ნიშანზე.
თუ ვეფოქსანი მიიჩნევა საჭიროდ, შეიძლება შეფასდეს ორსულობის დროს მისი გამოყენება.
შეზღუდული რაოდენობით ორსულობზე ზემოქმედების მონაცემები არ მიუთითებს იმაზე, რომ ფოსფომიცინი უარყოფით გავლენას ახდენს ორსულობაზე ან ნაყოფის/ახალშობილი ბავშვის ჯანმრთელობაზე. მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური მონაცემები დღემდე არ მოიპოვება. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი პირდაპირ ან ირიბად საზიანოა ორსულობასთან/ემბრიონულ/ნაყოფის განვითარებასთან/დაბადებასთან ან მშობიარობის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით (იხ. ნაწილი 5.3).
საჭიროა სიფრთხილე პრეპარატის მიცემისას ორსულებისთვის.
ძუძუთი კვება
ერთჯერადი ინექციის შემდეგ ფოსფომიცინი გადადის დედის რძეში მცირე დოზებით. თუმცა, ერთჯერადი პერორალური დოზის შემდეგ, ფოსფომიცინი შეიძლება გამოყენებულ იქნას ლაქტაციის პერიოდში.
რეპროდუქცია/ნაყოფიერება
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ნაყოფიერებაზე ზეგავლენა არ დაფიქსირებულა. არ არსებობს მონაცემები ადამიანებზე გავლენის შესახებ.
4.7. გავლენა ავტომიბილის მართვასა და მექანიზმების გამოყენებაზე
არანაირი კონკრეტული სამუშაო არ ჩატარებულა ვეფოქსანის ეფექტზე ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენებისას. თუმცა, პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ, რომ აღინიშნა თავბრუსხვევა. ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი პაციენტის უნარზე ავტომანქანის მართვისა და მექანიზმის გამოყენებისას.
4.8. გვერდითი მოვლენები
ფოსფომიცინის ტრომეტამოლის ერთჯერადი მიღების შემდეგ, ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები ვითარდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, უპირველეს ყოვლისა, დიარეის სახით. ეს მოვლენები ჩვეულებრივ თვითშემზღუდველი და სპონტანურია.
ვეფოქსანი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. კლინიკური კვლევებისა და პოსტმარკეტინგული ზედამხედველობის კვლევებიდან მიღებული შედეგების მიხედვით, არასასურველი ეფექტები წარმოდგენილია ცხრილებში შემდეგი სისტემებისა და მათი სიხშირის მიხედვით.
სიხშირეები განისაზღვრება, როგორც: ძალიან ხშირი (≥1 / 10); ხშირი (≥1 / 100, <1/10); არახშირი (≥1 / 1000, <1/100); იშვიათი (≥1 / 10.000,
ინფექციები და ინვაზიები
ხშირი: ვულვოვაგინიტი.
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები
უცნობი: ანაფილაქსიური რეაქციები მოიცავს ანაფილაქსოიდურ რეაქციებს, ჰიპერმგრძნობელობას.
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები
ხშირი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
არახშირი: პარესთეზია.
გულის მხრივ დარღვევები
იშვიათი: ტაქიკარდია.
სისხლძარღვთა მხრივ დარღვევები
უცნობი: ჰიპოტენზია.
სუნთქვის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ დარღვევები
უცნობი: ასთმა.
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები
ხშირი: დიარეა, გულისრევა, დისპეფსია.
არახშირი: ღებინება, მუცლის ტკივილი.
უცნობია: ანტიბიოტიკებით გამოწვეული დიარეა (იხ. ნაწილი 4.4).
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები
არახშირი: გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი.
უცნობი: ანგიონევროზული შეშუპება.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები გამოყენების უბანზე
არახშირი: დაღლილობა.
4.9. დოზის გადაჭარბება
პერორალური ფოსფომიცინის დოზის გადაჭარბების გამოცდილება შეზღუდულია. პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფოსფომიცინის გადაჭარბებულ დოზებს, ნაჩვენებია წონასწორობის და სმენის დაქვეითება, მეტალის გემო, გემოს დაკარგვა.
ფოსფომიცინის პარენტერალური გამოყენებისას დაფიქსირდა ჰიპოტონია, ძილიანობა, ელექტროლიტური დარღვევები, თრომბოციტოპენია და ჰიპოპროტრომბინემიის შემთხვევები.
ვეფოქსანი წარმოდგენილია ერთჯერადი პაკეტის შეფუთვაში. ამ მიზეზით, დოზის გადაჭარბების რისკი მოხსნილია. მიუხედავად ამისა, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური და დამხმარე მკურნალობა. რეკომენდებულია რეჰიდრატაცია, პრეპარატის შარდით გამოყოფის ხელშეწყობის მიზნით.
5. ფარმაკოლოგიური თვისებები
5.1. ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური ანტიბაქტერიული საშუალებები (სხვა ანტიბაქტერიული საშუალებები).
ათქ კოდი: J01XX01.
ვეფოქსანი შეიცავს ფოსფომიცინს [მონო (2-ამონიუმ-2-ჰიდროქსიმეთილ-1,3-პროპანედიოლი) (2ღ-ცის)-(3-მეთილოქსირანილი)-ფოსფონატს], ფოსფონური მჟავას წარმოებული, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება საშარდე გზების ინფექციების სამკურნალოდ.
ის აჩვენებს ფოსფომიცინის აქტივობას ბაქტერიული უჯრედის კედლის სინთეზის პირველ ფაზაში. როგორც ფოსფოენოლპირუვატის ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, ის აინჰიბირებს ფერმენტ ფოსფოენოლპირუვატ ტრანსფერაზას; ამრიგად, შეუქცევადად ბლოკავს ურიდინ დიფოსფატ-N-აცეტილგლუკოზამინის კონდენსაციას p-ენოლპირუვატით, ბაქტერიული უჯრედის კედლის სინთეზის ერთ-ერთი პირველი ეტაპით. მას ასევე შეუძლია შეამციროს ბაქტერიული ადჰეზია შარდის ბუშტის ლორწოვან გარსზე, რაც განმეორებითი ინფექციებისადმი მიდრეკილ ფაქტორს წარმოადგენს. მოქმედების მექანიზმს არ წარმოადგენს ჯვარედინი რეზისტენტობა სხვა ანტიბიოტიკების მიმართ და სინერგიზმი სხვა ანტიბიოტიკების კლასების მიმართ, როგორიცაა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკები.
ფოსფომიცინი ტრომეტამოლი ეფექტურია მრავალი გრამუარყოფითი და გრამდადებითი ბაქტერიების წინააღმდეგ, როგორიცაა E. coli, Citrobacter spp., Klebsiella spp., Proteus spp., Serratia spp., P. aeruginosa და Enterococcus faecalis, რომლებიც ხშირად იზოლირებულია საშარდე სისტემის ინფექციებში.
ინ ვიტრო რეზისტენტობა ხდება მუტაციების სახით ქრომატინის გენებში glpT და uHP, შესაბამისად, რომლებიც აკონტროლებენ L-ალფა-გლიცეროფოსფატის და ჰექსოზა ფოსფატის გადაცემას.
5.2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ზოგადი თვისებები
აბსორბცია
პერორალური მიღების შემდეგ ფოსფომიცინი კარგად შეიწოვება ნაწლავებიდან და აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არის დაახლოებით 50%. საკვები ანელებს შეწოვას, მაგრამ არ მოქმედებს შარდის კონცენტრაციაზე.
განაწილება
ფოსფომიცინი ნაწილდება თირკმელებში, შარდის ბუშტის კედელში, პროსტატისა და სათესლე ბუშტუკებში. პერორალური მიღების შემდეგ, ფოსფომიცინის ინჰიბიტორის მინიმალურ კონცენტრაციაზე (MIC) უფრო მაღალი მუდმივი კონცენტრაცია მიღებულ იქნა 24-48 საათის განმავლობაში.
ფოსფომიცინი არ უკავშირდება პლაზმის ცილებს და გადის პლაცენტურ ბარიერში.
ბიოტრანსფორმაცია
საკმარისი მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
ელიმინაცია
ფოსფომიცინი გამოიყოფა გლომერულური ფილტრაციით უცვლელი სახით, ძირითადად თირკმელებით (დოზის 40-50% აღმოჩნდა შარდში) და უფრო ნაკლები (დოზის 18-28%) ფეკალური ექსკრეციით, რომლის ნახევარგამოყოფის პერიოდია დაახლოებით 4 საათი. შრატში მეორე პიკი პრეპარატის მიღებიდან 6 და 10 საათის შემდეგ, სავარაუდოდ მეტყველებს იმაზე, რომ პრეპარატი ექვემდებარება ენტეროჰეპატურ ცირკულაციას.
ფოსფომიცინის ფარმაკოკინეტიკური თვისებები ასაკთან ან ორსულობასთან ერთად არ იცვლება. პრეპარატი გროვდება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში; ნაჩვენები იყო წრფივი კავშირი ფოსფომიცინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრებსა და გლომერულური ფილტრაციის სიჩქარეს შორის.
წრფივობა / არაწრფივობა
ფოსფომიცინის ფარმაკოკინეტიკა 2-4 გრამი დოზებისას არ არის დამოკიდებული დოზაზე.
5.3. პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
მწვავე ტოქსიკურობის კვლევებში, ერთჯერადი პერორალური დოზა 5000 მგ/კგ კარგად გადაიტანებოდა როგორც თაგვებში, ასევე ვირთხებში და 2000 მგ/კგ ერთჯერადი დოზა არ იწვევდა რაიმე ცვლილებას კურდღლებსა და ძაღლებში.
პერორალური განმეორებითი დოზის კვლევებმა აჩვენა, რომ დოზები, რომლებიც არ არის აქტიური მკურნალობის 4 კვირის შემდეგ კატებსა და ვირთხებში, არის 100-დან 200 მგ/კგ-მდე, შესაბამისად.
გენოტოქსიკურობის კვლევებმა აჩვენა, რომ ფოსფომიცინს არ გააჩნია მუტაგენური პოტენციალი.
რეპროდუქციული და განვითარების ტოქსიკურობის კვლევებმა არ გამოავლინა რაიმე ტერატოგენული ეფექტი, პერი- და პოსტნატალური ტოქსიკურობა ან მოულოდნელი ეფექტი ნაყოფიერებაზე.
6. ფარმაცევტული მახასიათებლები
6.1. დამხმარე ნივთიერებების სია
შაქარი
ნატრიუმის საქარინი
აეროსილი 200
ფორთოხლის არომატი
მანდარინის არომატი
6.2. შეუთავსებლობები
არ არის
6.3. მოქმედების ვადა
24 თვე
6.4. შენახვის პირობები
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 250C-ზე.
6.5. კონტეინერის ტიპი და შიგთავსი
მოთავსებულია პე / ალუმინის / გარსიანი ქაღალდის 1 და 2 პაკეტიანი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
6.6. გამოყენების და უტილიზაციის ინსტრუქციები
გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენები უნდა განადგურდეს „სამედიცინო ნარჩენების კონტროლის დებულების“ და „შეფუთვის ნარჩენების კონტროლის წესების“ შესაბამისად.
ზიტროქსი 500 N1X3 ტაბ
მწარმოებელი ქვეყანა: ინდოეთი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
შემადგენლობა
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500მგ აზითრომიცინის დიჰიდრატს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
აზითრომიცინი მაკროლიდების ჯგუფის ნახევრადსინთეზური ანტიბიოტიკია. იგი წარმოადგენს ერითრომიცინის წარმოებულს, რომლისგანაც განსხვავდება ლაქტონურ რგოლთან აზოტის ატომის მეშვეობით შეერთებული მეთილენის ჯგუფით. ამ განსხვავების გამო, აზითრომიცინი მიეკუთვნება მაკროლიდების ცალკე ქვეჯგუფს -აზალიდებს. აზითრომიცინი აინჰიბირებს ცილის სინთეზს მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმების 50S რიბოსომებზე. აზითრომიცინი წარმოადგენს ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს, მიღებიდან 2-3 სთ-ის შემდეგ სისხლში აღწევს მაქსიმალურ კონცეტრაციას. საკვების მიღება ამცირებს პრეპარატის შეწოვას. ამიტომ იგი მიიღება ჭამამდე 1 სთ-ით ადრე. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად აღინიშნა, რომ აზითრომიცინის ქსოვილოვანი კონცენტრაცია ბევრად აღემატება (50-ჯერ) მის პლაზმურ კონცენტრაციას. 500მგ პრეპარატის მიღების შემდეგ ფილტვებში, ნუშურა ჯირკვლებში, ბრონქებში და სხვა ორგანოებში არსებული აზითრომიცინის კონცენტრაცია ბევრად აღემატება ანტიბიოტიკის მინიმალურ მიკრობიოლოგიურ კონცენტრაციას. ბიოაქტივობა შეადგენს 37%-ს. აზითრომიცინი ძირითადად სანაღვლე გზებით, უცვლელი სახით გამოიყოფა, ხოლო 6% - შარდით. ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგანს 2-4 დღეს. in vitro გამოკვლევებში აზითრომიცინმა აჩვენა მაღალი აქტივობა შემდეგი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ:
Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes (A ჯგუფის) და სტრეპტოკოკთა სხვა სახეობები, Staphylococcus aureus, Corynebacterium diphtheriae, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Branhamella catarralis, Bacteroides parapertussis, Shigella-ს სხვადასხვა სახეობები, Pasteurella, Vibrio, Peptococcus, და Peptostreptococcus, Fuzobacterium necrosporium, Propionbacterium acnes, Yersinia, Clostridium perfingens, Borrelia burgdorfei, Haemophilus ducreyi, Neisseria gonorrhoeae, Chlamidia trachomatis, Chlamydia pneumoniae.
აზითრომიცინი ასევე ეფექტურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ:
Legionella pneumophilia, Mykoplazma pneumoniae, Mycoplazma hominis, Mycobacterium avium, Campylobacter-ის სხვადასხვა სახეობები, Ureaplasma urealyticum, Toxoplasma gondi, Treponema pallidum.
ჩვენება
- ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები;
- ზედა სასუნთქი გზების ინფექციები;
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
- გაურთულებელი ქლამიდიური ინფექცია (გენიტალური);
- სქესობრივი გზით გადამდები არაგონოკოკური ინფექციები.
უკუჩვენება
ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა მაკროლიდების ან აზითრომიცინის მიმართ.
გვერდითი მოვლენები
აზითრომიცინს ახასიათებს კარგი ტოლერანტობა. შესაძლოა გამოვლინდეს გასტროინტერსტინალური გვერდითი მოვლენები: გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა. ისევე, როგორც სხვა მაკროლიდების და ზოგიერთი პენიცილინების მიღებისას, შესაძლებელია ღვიძლის ტრანსამინაზების დონის შექცევადი მომატება. კლინიკური გამოკვლევებისას გამოვლინდა ნეიტროპენია, თუმცა მისი კავშირი აზითრომიცინის მიღებასთან დამტკიცებული არ არის.
მოულოდნელი ეფექტების გამოვლენისას მიმართედ ექიმს!
თავისებურებები, სიფრთხილე
ისევე, როგორც ფართო სპექტრის სხვა ანტიბიოტიკების მიღებისას, აუცილებელია სიფრთხილე ფსევდომემბრანული კოლიტის და სუპერინფექციის განვითარებასთან დაკავშირებით, რაც გამოწვეულია ბაქტერიების რეზისტენტული ფორმების გაჩენით. ერგოტიზმის განვითარების შესაძლებლობის გამო აზითრომიცინი არ გამოიყენება ერგოტამინის წარმოებულებთან ერთად. აზითრომიცინის მიღება შეიძლება თირკმლის უკმარისობის მსუბუქი ფორმის დროს, ხოლო თირკმლის მძიმე უკმარისობის პირობებში პრეპარატი ფრთხილად ინიშნება. აზითრომიცინი გამოიყოფა ნაღველით, ამიტომ ღვიძლის უკმარისობის დროს არ გამოიყენება
ორსულობა და ლაქტაცია
ცხოველებზე ჩატარებული გამოკვლევებისას დადგინდა, რომ აზითრომიცინი გადის პლაცენტარულ ბარიერს, თუმცა ნაყოფზე არავითარი ზემოქმედება არ აღინიშნა. ორსულებზე პრეპარატის ზემოქმედება საბოლოოდ არ არის დადგინილი, თუმცა მწვავე აუცილებლობის გარდა, ის არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულებში. დედის რძეში აზიტრომიცინის შეღწევა საბოლოოდ დადგენილი არაა. ამიტომ ლაქტაციის პერიოდში აუცილებლობის გარეშე პრეპარატი არ ინიშნება.
გვერდითი მოვლენები
გამოკვლევების დროს დადგინდა სუსტი და საშუალო სიმძიმის გვერდითი მოვლენები, რაც ძირითადად აღინიშნება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრიდან. მოზრდილებში გვერდითი მოვლენები მხოლოდ დოზის გადაჭარბებისას ვლინდება:
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში.
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ჰიპერკინეზიები, გაღიზიანებადობა, უძილობა.
ზოგადი: დაღლილობა, ტემპერატურის მომატება.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი.
განსაკუთრებული მგრძნობელობა: კონიუქტივიტი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტკივილი მკერდის ძვლის უკან
შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: კანდიდოზური ვაგინიტი, ნეფრიტი.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
ანტაციდები აქვეითებს აზითრომიცინის პიკურ კონცენტრაციას შრატში, ამიტომ პრეპარატის მიღება საჭიროა ანტაციდების მიღებიდან 2სთ-ის შემდეგ.
არ არის მონაცემები თეოფილინთან ურთიერთქმედების შესახებ. თუმცა სხვა მაკროლიდების თეოფილინთან ერთობლივი მიღებისას შესაძლებელია მისი პლაზმური კონცენტრაციის გაზრდა. აქედან გამომდინარე, აღნიშნული პრეპარატების ერთობლივი დანიშვნა საჭიროებს თეოფილინის პლაზმური კონცენტრაციის დონის მკაცრ კონტროლს.
ისეთ პრეპარატებთან პარალელური დანიშვნისას, რომლებიც მეტაბოლიზდებიან ციტოქრომ P450 სისტემით (კარბამაზეპინი, ციკლოსპორინი, ჰექსობარბიტალი და სხვა), აუცილებელია ამ პრეპარატების პლაზმურ კონცეტრაციაზე ზუსტი კონტროლი.
ციკლოსპორინთან გარკვეული ურთიერთქმედების გამო აუცილებელია ციკლოსპორინის დონის კონტროლი და დოზის დროული კორექცია.
არსებობს ცნობები ზოგიერთი მაკროლიდის მიერ დიგოქსინის ბიოტრანსფორმაციის შენელების შესახებ. აზითრომიცინის მიმართ არსებული ინფორმაციის არარსებობის გამო, მათი ერთობლივი მიღებისას აუცილებელია დიგოქსინის პლაზმური დონის კონტროლი.
ისევე როგორც სხვა მაკროლიდები, აზითრომიცინი არ გამოიყენება ერგოტამინის წარმოებულებთან ერთად.
აზითრომიცინი და ვარფარინის მიღებისას აღინიშნება კოაგულაციის მომატება.
დოზირება
სადღეღამისო დოზა ინიშნება ერთჯერადად.
მოზრდილები: მწვავე ქლამიდიური ინფექცია - მიზანშეწონილია ზიტროქსის 1 გ.(2 ტაბ.) ერთჯერადი დანიშვნა.
აზითრომიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული სხვა ინფექციები - 3 დღის განმავლობაში 500მგ. დღეში ერთჯერ (საერთო დოზა 1.5 გ (3 ტაბ.). მკურნალობის ალტერნატიული ვარიანტის დროს - პირველ დღეს 500 მგ (1 ტაბ.), შემდეგ 4 დღის განმავლობაში 250 მგ (1/2 ტაბ) დღეში ერთჯერ (საერთო დოზა 1,5 გ).
ბავშვები: 45 კგ. ნაკლები წონის ბავშვებში ინიშნება სუსპენზია (3 დღის განმავლობაში 10 მგ/კგ-დღიური დოზით), ხოლო 45 კგ-ზე მეტი წონის მოზარდებში დოზირება ისეთივეა, როგორც დიდებში. პრეპარატის მიღება საჭიროა მშიერ კუჭზე (ჭამამდე 1 სთ-ით ადრე ან 2 სთ-ის შემდეგ).
დოზის გადაჭარბებისას მისაღები ზომები
საკმარისი ინფორმაცია აზითრომიცინის დოზის გადაჭარბებაზე არ არსებობს. დოზის გადაჭარბებისას მაკროლიდთა ყველა წარმომადგენლისათვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: წამოხურება, გულისრევა, ღებინება, დიარეა. ამ სიმპტომების მოსახსნელად აუცილებელია კუჭის ამორეცხვა.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება ოთახის პირობებში, 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
კოქსიბეტი 90მგ ტაბ N10
მწარმოებელი ქვეყანა: ინდოეთი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებაა ეტორიკოქსიბი.
ჩვენება: ეტორიკოქსიბი ამცირებს სახსრებისა და კუნთების ტკივილსა და შეშუპებას (ანთებას) 16 წლის და მეტი ასაკის პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი და პოდაგრა; ეტორიკოქსიბი, ასევე, გამოიყენება ხანმოკლე მკურნლობის სახით სტომატოლოგიური ოპერაციის შემდეგ, ზომიერი ტკივილის დროს 16 წლის და მეტი ასაკის პაციენტებში.
ოსტეოართრიტი არის სახსრების დაავადება. ის იწვევს ძვლების დამაბოლოებელი ხრტილების თანდათანობით დაშლას, რაც თავის მხრივ იწვევს შეშუპებას (ანთებას), ტკივილს, დაჭიმულობას, გაშეშებას და მოძრაობის შეზღუდვას.
რევმატოიდული ართრიტი არის სახსრების ხანგრძლივი ანთებითი დაავადება, რომელიც იწვევს ტკივილს, გაშეშებას, შეშუპებას და დაზიანებული სახსრების მოძრაობის თანდათანობით დაკარგვას. მან ასევე შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილების ანთება.
პოდაგრა არის დაავადება, რომელიც იწვევს სახსრების ანთების უეცარ, რეციდიულ შეტევებს, რომელსაც თან ახლავს ძლიერი ტკივილი და სიწითლე.
მაანკილოზებელი სპონდილიტი არის ხერხემლისა და მსხვილი სახსრების ანთებითი დავადება.
უკუჩვენება:ორსულობა, ლაქტაცია. თუ პაციენტი ალერგიულია ეტორიკოქსიბის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ; თუ პაციენტი ალერგიულია არასტეორიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების, მათ შორის ასპირინისა და COX-2 ინჰიბიტორების, მიმართ; თუ პაციენტს აღენიშნება კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის რეციდიული წყლული ან სისხლდენა; თუ პაცინტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე დაავადება; თირკმელების მძიმე დაავადება; თუ პაციენტი არის ან შეიძლება იყოს ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში; თუ პაციენტი 16 წელზე ნაკლები ასაკისაა; თუ პაციენტს აღენიშნება ნაწლავების ანთებითი დაავადება, როგორიცაა კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი ან კოლიტი; თუ პაციენტს აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა, რომელიც არ კონტროლდება მკურნალობით (საჭიროა ექიმთან ან ექთანთან კონსულტაცია, არტერიული წნევა სათანადოდ არის თუ არა გაკონტროლებული); თუ პაციენტს დიაგნოსტირებული აქვს გულის დაავადებები, მათ შორის გულის უკმარისობა (საშუალო ან მძიმე ხარისხის), სტენოკარდია (მკერდის არეში ტკივილი); თუ პაციენტს გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი, გაკეთებული აქვს აორტო-კორონარული შუნტირება, აღენიშნება პერიფერიული არტერიული დაავადება (ქვედა კიდურების სისხლის მიმოქცევის დარღვევა არტერიების შევიწროვების ან ბლოკირების გამო); თუ პაციენტს გადატანილი აქვს ნებისმიერი ტიპის ინსულტი (მათ შორის ჰემორაგიული ან ტრანზიტორული იშეიმიური ინსულტი); ეტორიკოქსიბმა შეიძლება ოდნავ Gგაზარდოს მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის რისკი, ამიტომ მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული გულის პრობლემების ან ინსულტის ანამნეზის შემთხვევაში. მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი ფიქრობს, რომ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება მას.
მიღების წესი: მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.
რაბელოკი 20მგ N10
მწარმოებელი ქვეყანა: ინდოეთი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
შემადგენლობა
ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი შეიცავს 20 მგ. რაბეპრაზოლს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
რაბელოკი წარმოადგენს კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალო საშუალებას. იგი პროტონული ტუმბოს (H+-K+-ატფ-აზა) ინჰიბირების გზით თრგუნავს მარილმჟავას სინთეზის საბოლოო სტადიას და იწვევს მარილმჟავას როგორც ბაზალური, ასევე სტიმულირებული სეკრეციის დათრგუნვას. წარმოადგენს რა სუსტ ფუძეს, რაბელოკი ნებისმიერი დოზით სწრაფად აბსორბირდება და კონცენტრირდება პარიეტული უჯრედების მჟავე გარემოში.
20 მგ რაბეპრაზოლის პერორალურად მიღების შემდეგ ანტისეკრეტორული მოქმედება მიიღწევა 1 სთ-ის განმავლობაში და მაქსიმუმს აღწევს 2-4 სთ-ში. მარილმჟავას ბაზალური და საკვებით სტიმულირებული სეკრეციის დათრგუნვა პირველი დოზის მიღებიდან 23 სთ-ის შემდეგ შეადგენს 82%-ს, ხოლო ამ მოქმედების ხანგრძლივობა კი - 48 სთ-ს.
რაბელოკის მაინჰიბირებელი ეფექტი მარილმჟავას სეკრეციაზე რამდენადმე ძლიერდება მისი ერთი ტაბლეტის ყოველდღიური მიღებისას, ხოლო მკურნალობის დაწყებიდან 3 დღეში ხდება სეკრეციის სტაბილური ინჰიბირება. სეკრეტორული აქტივობა აღდგება რაბელოკის მიღების შეწყვეტიდან 2-3 დღის შემდეგ.
რაბელოკი ბაქტერიციდულად მოქმედებს Helicobacter pylori-ზე. რაბეპრაზოლის კომბინირება ანტიმიკრობულ საშუალებებთან იწვევს ლორწოვანი გარსის დაზიანებების ეფექტურ შეხორცებას. კლინიკური კვლევების შედეგად დადგინდა, რომ კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მქონე პაციენტებში, 1 კვირის განმავლობაში 20 მგ რაბეპრაზოლის დღეში ორჯერ მიღებისას კლარითრომიცინთან და ამოქსიცილინთან ან კლარითრომიცინთან და მეტრონიდაზოლთან ერთად, Н. Pylori-ის ერადიკაციის დონე აღემატება 80%-ს. რაბელოკი ზრდის გასტრინის სეკრეციას, რაც განპირობებულია მარილმჟავას პროდუქციის ინჰიბირებით. გასტრინის დონე ნორმას უბრუნდება მკურნალობის შეწყვეტიდან 1–2 კვირის შემდეგ.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალურად მიღების შემდეგ რაბელოკი სწრაფად შეიწოვება ნაწლავიდან. 20 მგ რაბეპრაზოლის მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში Cmax მიიღწევა დაახლოებით 3.5 სთ-ში. ღვიძლში პირველადი გავლის ეფექტის გამო ბიოშეღწევადობა შეადგენს 52%-ს. ბიოშეღწევადობა არ იცვლება პრეპარატის მრავალჯერადი მიღების შემდეგ. საკვები გავლენას არ ახდენს პრეპარატის შეწოვაზე. პლაზმის ცილებს უკავშირდება პრეპარატის დაახლოებით 97%. პრეპარატის T1/2 შეადგენს 0.7-1.5 სთ-ს, მიღებული დოზის 90% გამოიყოფა შარდთან ერთად ორი მეტაბოლიტის M5 და M6 სახით, დანარჩენი მეტაბოლიტები გამოიყოფა განავალთან ერთად. ხანდაზმულ პაციენტებში რაბეპრაზოლის გამოყოფა შენელებულია, თუმცა მისი კუმულაცია არ აღინიშნება.
ჩვენებები
კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
ეროზიული ან წყლულოვანი რეფლუქ–ეზოფაგიტის სიმპტომური და ხანგრძლივი მკურნალობა;
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი ან ისეთი მდგომარეობები, რომელთაც ახასიათებს პათოლოგიური ჰიპერსეკრეცია.
Helicobacter pylori -ით გამოწვეული წყლულოვანი დაავადებების მკურნალობა და მათი რეციდივების თავიდან აცილება
მიღების წესები და დოზები
კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავების ფაზაში რეკომენდებულია 20 მგ რაბელოკის მიღება დღეში ერთხელ დილით, 4-6 კვირის განმავლობაში.
წყლულის არასრული შეხორცების შემთხვევაში საჭირო ხდება დამატებით 4 კვირიანი კურსის ჩატარება.
რეფლუქ–ეზოფაგიტის დროს რეკომენდებულია 20 მგ რაბელოკის მიღება დღეში ერთხელ 4-8 კვირის განმავლობაში. შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 10 ან 20 მგ-ს დღეში ერთხელ.
Helicobacter pylori -ის ერადიკაციისთვის მოწოდებულია მკურნალობის 7 დღიანი კურსი შემდეგი პრეპარატების კომბინაციით:
20 მგ რაბელოკი დღეში ორჯერ + 500 მგ კლარითრომიცინი დღეში ორჯერ + 1 გ ამოქსიცილინი დღეში ორჯერ;
ან 20 მგ რაბელოკი დღეში ორჯერ + 500 მგ კლარითრომიცინი დღეში ორჯერ + 400 მგ მეტრონიდაზოლი დღეში ორჯერ.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომის სამკურნალოდ ინიშნება 60 მგ რაბელოკი ერთხელ დღეში, დოზა შემდგომში შესაძლოა გაიზარდოს 100 მგ-მდე დღეში ერთხელ ან 60 მგ დღეში ორჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ შედეგზე, თუმცა რიგ შემთხვევებში მკურნალობა გრძელდება 1 წლის განმავლობაში.
იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა პრეპარატის ერთჯერადი გამოყენება, რეკომენდებულია რაბელოკის მიღება დილით უზმოზე. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს რაბელოკის აქტივობაზე, მაგრამ პრეპარატის მიღების რეკომენდებული დრო ხელს უწყობს პაციენტების მიერ მკურნალობის სქემის უკეთესად დაცვას.
დაუშვებელია ტაბლეტის მთლიანობის დარღვევა, დაღეჭვა ან დანაწევრება.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენები უმნიშვნელოდაა გამოხატული და გარდამავალ ხასიათს ატარებს. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, მეტეორიზმი, პირის სიმშრალე, იშვიათად _ ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება;
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ასთენი
ა; სისხლმბადი სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, ლეიკოპენია;
დერმატოლოგიური რეაქციები: გამონაყარი კანზე; იშვიათად ერითემა, ბულოზური გამონაყარი.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან არ არსებობს პრეპარატის კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება.
განსაკუთრებული მითითებები
რაბელოკით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა გამოირიცხოს კუჭის ავთვისებიანი წარმონაქმნების არსებობა, რადგან პრეპარატის გამოყენების დროს შესაძლოა მოხდეს სიმპტომების შენიღბვა და სიმსივნის სწორი დიაგნოზის დადგენის გადავადება. ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები დოზის კორექციას არ საჭიროებენ, თუმცა სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის საწყისი დოზის შერჩევისას ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის დროს.
ბავშვებში რაბელოკის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან არ არსებობს პრეპარატის პედიატრიულ პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
რაბელოკის ფარმაკოდინამიკის თავისებურებებიდან და მისი გვერდითი ეფექტების პროფილიდან გამომდინარე, პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე ნაკლებად სავარაუდოა. მაგრამ ძილიანობის გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდებულია თავის არიდება მსგავსი ქმედებებისაგან.
ჭარბი დოზირება
ჰიპერდოზირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. დღეში 80 მგ პრეპარატის გამოყენება გავლენას არ ახდენს პაციენტის საერთო მდგომარეობაზე.
მკურნალობა: პრეპარატის ჭარბი დოზებით მიღების შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომურია. რაბეპრაზოლის მიმართ სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. პრეპარატი კარგად უკავშირდება პლაზმის ცილებს, ამის გამო რთულია პრეპარატის გამოყვანა ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის გზით.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
რაბელოკი მეტაბოლიზდება ღვიძლის ციტოქრომ P450 -ის სისტემის იზოფერმენტების მიერ. კვლევებმა აჩვენა, რომ რაბეპრაზოლი არ იწვევს კლინიკურად მნიშვნელოვან ურთიერთქმედებას ამოქსიცილინთან და იმ პრეპარატებთან, რომლებიც ასევე მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 -ის სისტემის საშუალებით (ვარფარინი, ფენიტოინი, თეოფილინი, დიაზეპამი).
რაბელოკი იწვევს მარილმჟავას სეკრეციის მნიშვნელოვან და ხანგრძლივ დაქვეითებას, რაც გასათვალისწინებელია იმ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, რომელთა აბსორბციაც დამოკიდებულია კუჭის შიგთავსის рН-ზე.
ერთდროული გამოყენებისას რაბელოკი იწვევს კეტოკონაზოლის კონცენტრაციის შემცირებას და დიგოქსინის კონცენტრაციის მომატებას სისხლის პლაზმაში, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია დოზების კორექცია.
ერთდროული გამოყენებისას რაბეპრაზოლისა და კლარითრომიცინის აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაცია იზრდება 24% და 50% შესაბამისად, რაც უფრო მეტად მოსახერხებელია H. pylori-ის ერადიკაციისათვის.
რაბეპრაზოლი გავლენას არ ახდენს ციკლოსპორინის მეტაბოლიზმზე.
რკინის პრეპარატები ამცირებენ რაბეპრაზოლის ეფექტურობას, ამიტომ სასურველია მათი მიღება რაბეპრაზოლის მიღებამდე 2 სთ-ით ადრე ან მისი მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ.
ცინოველი ვაგ.კაფს N6
მწარმოებელი ქვეყანა: ინდოეთი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
რა არის და რისთვის გამოიყენება?
-
შემადგენლობა: ეს არის ანტიბიოტიკი, რომელიც შეიცავს კლინდამიცინს (100 მგ).
-
ფორმა: ვაგინალური პესარია (იგივე სანთელი/სუპოზიტორია).
-
დანიშნულება: გამოიყენება საშოს ბაქტერიული ინფექციის, კონკრეტულად ბაქტერიული ვაგინოზის სამკურნალოდ.
📋 გამოყენების წესი და დოზირება
-
დოზა: 1 სანთელი დღეში.
-
ხანგრძლივობა: ზედიზედ 3 ღამე.
-
როგორ მივიღოთ: სანთელი უნდა შეიყვანოთ საშოში ღრმად, უმჯობესია ღამით, ძილის წინ, ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში.
-
შენიშვნა: ხელები დაიბანეთ პროცედურის წინ და შემდეგ.
⚠️ მნიშვნელოვანი გაფრთხილებები (აუცილებლად გასათვალისწინებელი)
-
სქესობრივი კავშირი: მკურნალობის პერიოდში სექსი არ არის რეკომენდებული.
-
კონტრაცეპტივები: წამალი ასუსტებს და აზიანებს პრეზერვატივსა და დიაფრაგმას. მათი გამოყენება არ არის საიმედო მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 72 საათის (3 დღის) განმავლობაში.
-
ჰიგიენა: მკურნალობისას არ გამოიყენოთ ტამპონები ან საშოს გამოსარეცხი საშუალებები.
-
დიარეა: თუ მკურნალობისას ან შემდეგ დაგეწყოთ ძლიერი, გახანგრძლივებული ან სისხლიანი ფაღარათი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს (ეს შეიძლება იყოს ნაწლავის ანთების ნიშანი).
⛔ უკუჩვენებები და სიფრთხილე
-
ალერგია: არ გამოიყენოთ, თუ გაქვთ ალერგია კლინდამიცინზე ან ლინკომიცინზე.
-
დაავადებები: სიფრთხილეა საჭირო, თუ გაქვთ კოლიტის (ნაწლავის ანთების) ისტორია.
-
ასაკი: არ გამოიყენება 16 წლამდე ასაკის მოზარდებში.
-
ორსულობა: პირველ ტრიმესტრში (პირველი 3 თვე) გამოყენება არ არის რეკომენდებული. დანარჩენ პერიოდში და ლაქტაციისას მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
🤢 შესაძლო გვერდითი მოვლენები
-
ხშირი: სოკოვანი ინფექცია (შაშვი), თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, დისკომფორტი საშოში.
-
ნაკლებად ხშირი: ღებინება, გამონაყარი, ტკივილი წელის არეში, შარდვის დარღვევები.
📦 შენახვის პირობები
-
ინახება 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
-
მოარიდეთ სიცხეს, რადგან სანთელი შეიძლება დადნეს.
-
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ (III ჯგუფი), თუმცა გამოყენებამდე ექიმთან კონსულტაცია სასურველია.
