ზიტროქსი 500 N1X3 ტაბ
მწარმოებელი ქვეყანა: ინდოეთი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
შემადგენლობა
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500მგ აზითრომიცინის დიჰიდრატს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
აზითრომიცინი მაკროლიდების ჯგუფის ნახევრადსინთეზური ანტიბიოტიკია. იგი წარმოადგენს ერითრომიცინის წარმოებულს, რომლისგანაც განსხვავდება ლაქტონურ რგოლთან აზოტის ატომის მეშვეობით შეერთებული მეთილენის ჯგუფით. ამ განსხვავების გამო, აზითრომიცინი მიეკუთვნება მაკროლიდების ცალკე ქვეჯგუფს -აზალიდებს. აზითრომიცინი აინჰიბირებს ცილის სინთეზს მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმების 50S რიბოსომებზე. აზითრომიცინი წარმოადგენს ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს, მიღებიდან 2-3 სთ-ის შემდეგ სისხლში აღწევს მაქსიმალურ კონცეტრაციას. საკვების მიღება ამცირებს პრეპარატის შეწოვას. ამიტომ იგი მიიღება ჭამამდე 1 სთ-ით ადრე. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად აღინიშნა, რომ აზითრომიცინის ქსოვილოვანი კონცენტრაცია ბევრად აღემატება (50-ჯერ) მის პლაზმურ კონცენტრაციას. 500მგ პრეპარატის მიღების შემდეგ ფილტვებში, ნუშურა ჯირკვლებში, ბრონქებში და სხვა ორგანოებში არსებული აზითრომიცინის კონცენტრაცია ბევრად აღემატება ანტიბიოტიკის მინიმალურ მიკრობიოლოგიურ კონცენტრაციას. ბიოაქტივობა შეადგენს 37%-ს. აზითრომიცინი ძირითადად სანაღვლე გზებით, უცვლელი სახით გამოიყოფა, ხოლო 6% – შარდით. ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგანს 2-4 დღეს. in vitro გამოკვლევებში აზითრომიცინმა აჩვენა მაღალი აქტივობა შემდეგი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ:
Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes (A ჯგუფის) და სტრეპტოკოკთა სხვა სახეობები, Staphylococcus aureus, Corynebacterium diphtheriae, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Branhamella catarralis, Bacteroides parapertussis, Shigella-ს სხვადასხვა სახეობები, Pasteurella, Vibrio, Peptococcus, და Peptostreptococcus, Fuzobacterium necrosporium, Propionbacterium acnes, Yersinia, Clostridium perfingens, Borrelia burgdorfei, Haemophilus ducreyi, Neisseria gonorrhoeae, Chlamidia trachomatis, Chlamydia pneumoniae.
აზითრომიცინი ასევე ეფექტურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ:
Legionella pneumophilia, Mykoplazma pneumoniae, Mycoplazma hominis, Mycobacterium avium, Campylobacter-ის სხვადასხვა სახეობები, Ureaplasma urealyticum, Toxoplasma gondi, Treponema pallidum.
ჩვენება
– ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები;
– ზედა სასუნთქი გზების ინფექციები;
– კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
– გაურთულებელი ქლამიდიური ინფექცია (გენიტალური);
– სქესობრივი გზით გადამდები არაგონოკოკური ინფექციები.
უკუჩვენება
ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა მაკროლიდების ან აზითრომიცინის მიმართ.
გვერდითი მოვლენები
აზითრომიცინს ახასიათებს კარგი ტოლერანტობა. შესაძლოა გამოვლინდეს გასტროინტერსტინალური გვერდითი მოვლენები: გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა. ისევე, როგორც სხვა მაკროლიდების და ზოგიერთი პენიცილინების მიღებისას, შესაძლებელია ღვიძლის ტრანსამინაზების დონის შექცევადი მომატება. კლინიკური გამოკვლევებისას გამოვლინდა ნეიტროპენია, თუმცა მისი კავშირი აზითრომიცინის მიღებასთან დამტკიცებული არ არის.
მოულოდნელი ეფექტების გამოვლენისას მიმართედ ექიმს!
თავისებურებები, სიფრთხილე
ისევე, როგორც ფართო სპექტრის სხვა ანტიბიოტიკების მიღებისას, აუცილებელია სიფრთხილე ფსევდომემბრანული კოლიტის და სუპერინფექციის განვითარებასთან დაკავშირებით, რაც გამოწვეულია ბაქტერიების რეზისტენტული ფორმების გაჩენით. ერგოტიზმის განვითარების შესაძლებლობის გამო აზითრომიცინი არ გამოიყენება ერგოტამინის წარმოებულებთან ერთად. აზითრომიცინის მიღება შეიძლება თირკმლის უკმარისობის მსუბუქი ფორმის დროს, ხოლო თირკმლის მძიმე უკმარისობის პირობებში პრეპარატი ფრთხილად ინიშნება. აზითრომიცინი გამოიყოფა ნაღველით, ამიტომ ღვიძლის უკმარისობის დროს არ გამოიყენება
ორსულობა და ლაქტაცია
ცხოველებზე ჩატარებული გამოკვლევებისას დადგინდა, რომ აზითრომიცინი გადის პლაცენტარულ ბარიერს, თუმცა ნაყოფზე არავითარი ზემოქმედება არ აღინიშნა. ორსულებზე პრეპარატის ზემოქმედება საბოლოოდ არ არის დადგინილი, თუმცა მწვავე აუცილებლობის გარდა, ის არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულებში. დედის რძეში აზიტრომიცინის შეღწევა საბოლოოდ დადგენილი არაა. ამიტომ ლაქტაციის პერიოდში აუცილებლობის გარეშე პრეპარატი არ ინიშნება.
გვერდითი მოვლენები
გამოკვლევების დროს დადგინდა სუსტი და საშუალო სიმძიმის გვერდითი მოვლენები, რაც ძირითადად აღინიშნება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრიდან. მოზრდილებში გვერდითი მოვლენები მხოლოდ დოზის გადაჭარბებისას ვლინდება:
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში.
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ჰიპერკინეზიები, გაღიზიანებადობა, უძილობა.
ზოგადი: დაღლილობა, ტემპერატურის მომატება.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი.
განსაკუთრებული მგრძნობელობა: კონიუქტივიტი.
გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტკივილი მკერდის ძვლის უკან
შარდ–სასქესო სისტემის მხრივ: კანდიდოზური ვაგინიტი, ნეფრიტი.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
ანტაციდები აქვეითებს აზითრომიცინის პიკურ კონცენტრაციას შრატში, ამიტომ პრეპარატის მიღება საჭიროა ანტაციდების მიღებიდან 2სთ-ის შემდეგ.
არ არის მონაცემები თეოფილინთან ურთიერთქმედების შესახებ. თუმცა სხვა მაკროლიდების თეოფილინთან ერთობლივი მიღებისას შესაძლებელია მისი პლაზმური კონცენტრაციის გაზრდა. აქედან გამომდინარე, აღნიშნული პრეპარატების ერთობლივი დანიშვნა საჭიროებს თეოფილინის პლაზმური კონცენტრაციის დონის მკაცრ კონტროლს.
ისეთ პრეპარატებთან პარალელური დანიშვნისას, რომლებიც მეტაბოლიზდებიან ციტოქრომ P450 სისტემით (კარბამაზეპინი, ციკლოსპორინი, ჰექსობარბიტალი და სხვა), აუცილებელია ამ პრეპარატების პლაზმურ კონცეტრაციაზე ზუსტი კონტროლი.
ციკლოსპორინთან გარკვეული ურთიერთქმედების გამო აუცილებელია ციკლოსპორინის დონის კონტროლი და დოზის დროული კორექცია.
არსებობს ცნობები ზოგიერთი მაკროლიდის მიერ დიგოქსინის ბიოტრანსფორმაციის შენელების შესახებ. აზითრომიცინის მიმართ არსებული ინფორმაციის არარსებობის გამო, მათი ერთობლივი მიღებისას აუცილებელია დიგოქსინის პლაზმური დონის კონტროლი.
ისევე როგორც სხვა მაკროლიდები, აზითრომიცინი არ გამოიყენება ერგოტამინის წარმოებულებთან ერთად.
აზითრომიცინი და ვარფარინის მიღებისას აღინიშნება კოაგულაციის მომატება.
დოზირება
სადღეღამისო დოზა ინიშნება ერთჯერადად.
მოზრდილები: მწვავე ქლამიდიური ინფექცია – მიზანშეწონილია ზიტროქსის 1 გ.(2 ტაბ.) ერთჯერადი დანიშვნა.
აზითრომიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული სხვა ინფექციები – 3 დღის განმავლობაში 500მგ. დღეში ერთჯერ (საერთო დოზა 1.5 გ (3 ტაბ.). მკურნალობის ალტერნატიული ვარიანტის დროს – პირველ დღეს 500 მგ (1 ტაბ.), შემდეგ 4 დღის განმავლობაში 250 მგ (1/2 ტაბ) დღეში ერთჯერ (საერთო დოზა 1,5 გ).
ბავშვები: 45 კგ. ნაკლები წონის ბავშვებში ინიშნება სუსპენზია (3 დღის განმავლობაში 10 მგ/კგ-დღიური დოზით), ხოლო 45 კგ-ზე მეტი წონის მოზარდებში დოზირება ისეთივეა, როგორც დიდებში. პრეპარატის მიღება საჭიროა მშიერ კუჭზე (ჭამამდე 1 სთ-ით ადრე ან 2 სთ-ის შემდეგ).
დოზის გადაჭარბებისას მისაღები ზომები
საკმარისი ინფორმაცია აზითრომიცინის დოზის გადაჭარბებაზე არ არსებობს. დოზის გადაჭარბებისას მაკროლიდთა ყველა წარმომადგენლისათვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: წამოხურება, გულისრევა, ღებინება, დიარეა. ამ სიმპტომების მოსახსნელად აუცილებელია კუჭის ამორეცხვა.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება ოთახის პირობებში, 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მსგავსი პროდუქტები
აზოტრინი 500მგ N3
- აქტიური ინგრედიენტი:ყოველი ტაბლეტი შეიცავს1 მგ აზითრომიცინის დიჰიდრატს, რაც 500 მგ აზითრომიცინის ექვივალენტურია.
- დამხმარე საშუალებები: სახამებელი, პრეჟელატინიზებული, დაბალჩანაცვლებული ჰიდროგენ ფოსფატ დიჰიდრატი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, კროსკარმელოზას ნატრიუმი (ac-di-sol), ლაქტოზა, უწყლო (მიღებული ხარის რძისგან), კოლოიდური უწყლო სილიკა (E551), მაგნიუმის სტეარატი (E572), ჰიდროქსიპროპილ მეთილ ცელულოზა 2910/ჰიპრომელოზა 5cp (E464), მაკროგოლი/პოლიეთილენ გლიკოლი 400 (E1521) და ტიტანის დიოქსიდი (E171).
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი კვლავ წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ მისცეთ ის სხვებს.
- გამოყენების დროს, ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, უთხარით თქვენს ექიმს, რომ იღებთ ამ პრეპარატს.
- მკაცრად დაიცავით ამ ინსტრუქციაში მოცემული მითითებები. არ გამოიყენოთ თქვენთვის რეკომენდებულზე უფრომაღალი ან დაბალი დოზები.
- რა არის აზოტრინი და რისთვის გამოიყენება 2. რა უნდა იცოდეთ აზოტრინის გამოყენების წინ 3. როგორ გამოიყენება აზოტრინი 4. შესაძლო გვერდითი ეფექტები 5. როგორ ინახება აზოტრინი
- რა არის აზოტრინი და რისთვის გამოიყენება:
- გულ-მკერდის, ყელის ან ცხვირის ინფექციები (როგორიცაა ბრონქიტი, პნევმონია და სინუსიტი)
- Streptococcus pyogenes-ით გამოწვეული ფარინგიტისა და ტონზილინის მკურნალობისას პენიცილინზე ალერგიის შემთხვევაში
- ყურის მწვავე ინფექციები (მწვავე შუა ყურის ანთება)
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (როგორიცაა აბსცესი ან ძირმაგარა)
- სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, გამოწვეული Chlamydia-ს მიერ
- რბილი ქსოვილების წყლულები, გამოწვეული Haemophilus ducreyi მიკროორგანიზმით და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, გამოწვეული არა მულტი-პრეპარატ-რეზისტენტული მიკროორგანიზმით Neisseria gonorrhoeae, თანმხლები ინფექციების გარეშე
- რა უნდა იცოდეთ აზოტრინის მიღების წინ
- თუ გაქვთ ალერგია აზოტრინის ან ნებისმიერი სხვა მაკროლიდური ანტიბიოტიკის მიმართ, როგორიცაა ერითრომიცინი ან კლარითრომიცინი ან აზოტრინის ნებისმიერი ინგრედიენტი. ალერგიულმა რეაქციამ შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი ან ხიხინი.
- თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები.
- იღებთ რომელიმე ერგოტის წარმოებულებს, როგორიცაა ერგოტამინი (გამოიყენება მიგრენის სამკურნალოდ).
- თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები
- თუ გაქვთ გულის დაავადებები
- თუ გაქვთ საზოგადოებაში გავრცელებული ინფექციური დაავადება
- თუ არსებობს ეჭვი სეპტიცემიაზე ან დიაგნოსტირებულია სეპტიცემია
- თუ იმყოფებით სტაციონარულ მკურნალობაზე
- თუ ხართ ხანდაზმული ასაკის ან ძლიერ დასუსტებული
- თუ გაქვთ ჯანმრთელობის სხვა სერიოზული პრობლემები (იმუნური სისტემის დეფიციტი ან თანდაყოლილი ასპლენია/ქირურგიული ასპლენიის მდგომარეობა, სხვ.)
- თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება
- როგორც სხვა ანტიბიოტიკების შემთხვევაში, ექიმმა უნდა გააკონტროლოს მეორადი ინფექციის რისკი დასუსტებულ ორგანიზმში, არამგრძნობიარე ორგანიზმებით, მათ შორის, სოკოებით გამოწვეული ნებისმიერი სახის ინფექციის გამო
- თუ აღინიშნება დიარეა.
- ერგოტი ან ერგოტამინი
- ვარფარინი ან ნებისმიერი მსგავსი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სისხლის შედედების პრევენციისათვის.
- ციკლოსპორინი (გამოიყენება იმუნური სისტემის სუპრესიისთვის, ტრანსპლანტირებული ორგანოს ან ძვლის ტვინის უკუგდების პრევენციის და მკურნალობის მიზნით)
- დიგოქსინი (გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ)
- თეოფილინი (გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ)
- ნელფინავირი (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ)
- როგორ გამოიყენება აზოტრინი
- pyogenes-ით გამოწვეული ტონზილიტის/ფარინგიტის მკურნალობისას, საერთო დოზა, რომელიც გამოიყენება 5 დღის განმავლობაში, არის 500 მგ 1-ელ დღეს და 250 მგ მომდევნო დღეებში (დღეები 2, 3, 4 და 5).
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- აზოტრინის გამოყენებისას: არარეგულარული გულის დარტყმები, თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა
- უეცარი ხიხინი
- სუნთქვის გაძნელება
- ქუთუთოების შეშუპება
- სახის ან ტუჩების შეშუპება
- გამონაყარი ან ქავილი (განსაკუთრებით მთელ სხეულზე).
- როგორ ინახება აზოტრინი
ბეკლოგენი 30გ კრ N1
- ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი 0,25 მგ,
- კლოტრიმაზოლი 10 მგ,
- გენტამიცინის სულფატი 1 მგ,
- იოდქლორჰიდროქსიქინოლი 10მგ.
- დერმატიტები;
- ეგზემა;
- ნეიროდერმიტი;
- ოტომიკოზები;
- ტერფის და საზარდულის ეპიდერმოფიტია;
- ვაგინალური კანდიდოზი, შერეული ვაგინიტი, ვულვიტი, კოლპიტი;
- ბალანიტი, ბალანოპოსტიტი;
- კანის ჩირქოვანი დაავადებები;
- გლუვი კანის თითებშუა და სხვა სოკოვანი დაზიანებები.
გლიკლამეტი ტაბ N30
- გლიკლამეტი ამცირებს საკვების მიღებასა და ინსულინის სეკრეციას შორის დროის შუალედს; • გლიკლამეტი აძლიერებს პერიფერიული ქსოვილების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ და ასტიმულირებს უჯრედშიდა ფერმენტების (მათ შორის, გლიკოგენ-სინთეტაზას) აქტივობას. გლიკლამეტი აღადგენს ინსულინის სეკრეციის ადრეულ პიკს, ანუ უპირატესად მოქმედებს ინსულინის სეკრეციის ადრეულ ფაზაზე და არ იწვევს ჰიპერინსულინემიას. (სულფონილშარდოვანას წარმოებული სხვა პრეპარატებისგან განსხვავებით); • გლიკლამეტი ამცირებს თრომბოციტების ადჰეზიასა და აგრეგაციას, აძლიერებს სისხლძარღვთა ფიბრინოლიზურ აქტივობას, არეგულირებს სისხლძარღვების კედლების გამტარობას და აფერხებს მიკროთრომბოზისა და ათეროსკლეროზის განვითარებას; • გლიკლამეტი ანელებს დიაბეტური რეტინოპათიის განვითარებას არაპროლიფერაციულ სტადიაზე; • გლიკლამეტის ხანგრძლივი მიღებისას დიაბეტური ნეფროპათიის დროს მცირდება პროტეინურია. მეტფორმინი– ბიგუანიდების ჯგუფის წარმომადგენელია. მეტფორმინის მოქმედების მექანიზმი განსხვავდება სხვა ჰიპოგლიკემიური პრეპარატების მოქმედების მექანიზმისგან. მეტფორმინი არ ზრდის ინსულინის სინთეზს, როგორც შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დროს, ისე ჯანმრთელ პირებში; ამიტომაც არ იწვევს ჰიპოგლიკემიას და ჰიპერინსულინემიას. პლაზმაში ბაზალური და პოსტპრანდიალური გლუკოზის დონის შემცირებით აუმჯობესებს გლუკოზისადმი ტოლერანტობას.
- ღვიძლში გლუკონეოგენეზის დათრგუნვით, ამცირებს გლუკოზის დონეს;
- გლუკოზის პერიფერიული უტილიზაციის გაზრდით, ზრდის ინსულინისადმი მგრძნობელობას; • აქვეითებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ნახშირწყლების შეწოვის პროცესს;
- დადებითად მოქმედებს ლიპიდურ ცვლაზე, აქვეითებს საერთო ქოლესტერინს, ტრიგლიცერიდებს და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს;
- დადებითად მოქმედებს ფიბრინოლიზური სისტემის აქტივობაზე ჭარბი წონის მქონე პაციენტებში. მეტფორმინი, როგორც პირველი რიგის არჩევის პრეპარატით მკურნალობისას, დამტკიცდა დიაბეტით განპირობებული გართულებების სიხშირის დაქვეითება. პრეპარატი არ იწვევს წონის მატებას.
- ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი (ტიპი I);
- დიაბეტური პრეკომა და კომა;
- კეტოაციდოზი;
- მომატებული მგრძნობელობა გლიკლამეტის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ესელ ფორტე კაფს N30
კოქსიბეტი 90მგ ტაბ N10
ლისტოლაკი ორალური სუსპ N10
ფარკლობენტი-კრემი 30გ ტუბი N1
- ვაგინალური კანდიდოზი, შერეული ვაგინიტი, ვულვიტი, კოლპიტი
- კანის ინფექციები: ტერფების მიკოზები, დერმატომიკოზები
- ტერფის და საზარდულის ეპიდერმოფიტია
- კანის ჩირქოვანი დაავადებები
- დერმატიტები, ნეიროდერმატიტი
- ეგზემა
- ოტომიკოზები
- ბალანიტი
- ბალანოპოსპიტი
ფლურანგი 150მგ კაფსულა N1
💊 რა არის ფლურანგი და რისთვის გამოიყენება?
-
შემადგენლობა: ეს არის სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, რომლის აქტიური ნივთიერებაა ფლუკონაზოლი (150 მგ).
-
დანიშნულება: გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ, ყველაზე ხშირად ისეთი ინფექციების დროს, რომლებსაც იწვევს სოკო „კანდიდა“ (მაგალითად: გენიტალური კანდიდოზი ქალებსა და მამაკაცებში).
📋 მიღების წესი და დოზირება
-
როგორ მივიღოთ: კაფსულა უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლის მიყოლებით. მიღება შესაძლებელია როგორც ჭამამდე, ისე ჭამის შემდეგ.
-
დოზა: გენიტალური კანდიდოზის დროს, როგორც წესი, ინიშნება ერთჯერადი დოზა (1 კაფსულა).
-
შენიშვნა: ქრონიკული ან რთული შემთხვევების დროს მკურნალობის კურსს და ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
⛔ არ მიიღოთ პრეპარატი, თუ:
-
გაქვთ ალერგია ფლუკონაზოლზე ან დამხმარე ნივთიერებებზე.
-
პარალელურად იღებთ ისეთ მედიკამენტებს, როგორიცაა: ტერფენადინი, ასტემიზოლი (ალერგიის დროს), ცისაპრიდი (კუჭ-ნაწლავისთვის), პიმოზიდი (შიზოფრენიის დროს) ან ქვინიდინი (გულის არითმიისთვის).
⚠️ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო:
-
ჯანმრთელობის პრობლემები: თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის დაავადებები, გულის პრობლემები (არითმია), ან ელექტროლიტური დისბალანსი.
-
ასაკი: 16 წლამდე მოზარდებში ინიშნება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით.
-
ორსულობა და ლაქტაცია: არ გამოიყენოთ ექიმის პირდაპირი დანიშნულების გარეშე.
-
ავტომობილის მართვა: შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან ძილიანობა, ამიტომ საჭესთან სიფრთხილეა საჭირო.
🔄 ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ფლურანგი რეაქციაში შედის ძალიან ბევრ მედიკამენტთან (მაგ.: სისხლის გამათხელებლები, დიაბეტის წამლები, წნევის მარეგულირებლები, ანტიბიოტიკები და ა.შ.).
რჩევა: ექიმს აუცილებლად ჩამოუთვალეთ ყველა ის წამალი, რომელსაც ამჟამად იღებთ.
🤢 გვერდითი მოვლენები
-
ხშირი: თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, დიარეა, გულისრევა, გამონაყარი.
-
საყურადღებო: თუ შენიშნეთ სუნთქვის გაძნელება, სახის/ტუჩების შეშუპება ან კანის მძიმე დაზიანება, სასწრაფოდ შეწყვიტეთ მიღება და მიმართეთ ექიმს.
📦 შენახვის პირობები
-
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
-
გაიცემა რეცეპტით (ფორმა N3).
