ოლეფარ დუო -ყელის აეროზ. 20მლ. N1
ახალი თაობის 5 მცენარეული ზეთისგან
შემდგარი ყელის აეროზოლი
ქაცვის ზეთი – Ol. Hippophaes – 30 მგ
კალენდულას ზეთი – Ol.Calendulae – 15 მგ
დარიჩინის ზეთი – Ol.Cinnamomi – 5 მგ
ჩაის ხის ზეთი – Ol.Malaleucae 5 მგ
პიტნის ზეთი – Ol. Pepermint 2.5 მგ
ოლეფარ დუო მდიდარია ბუნებრივი ანტიოქსიდანტებით – კაროტენოიდებით, რომლებიც ეხმარება ორგანიზმს იმ მავნე ნივთიერებების ნეიტრალიზებაში, რომლებიც წარმოიქმნება ორგანიზმში დაავადებისა და სტრესის დროს.
ოლეფარ დუო სრულყოფილად ფარავს ანთებით და ხველით გაღიზიანებულ ლორწოვან გარსს და უზრუნველყოფს:
- ანთების ლოკალიზებას და ხელს უშლის მის გავრცელებას
- გააჩნია ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და სპაზმოლიზური მოქმედება
- ამცირებს შეშუპებას და უზრუნველყოფს უმტკივნეულო ყლაპვას
- ხელს უწყობს მიკროწყლულების, წყლულებისა და ჭრილობის შეხორცების პროცესს.
- გააჩნია ადგილობრივი ანტიბაქტერიული, ანტისეპტიური და ანტივირუსული მოქმედება
- ამცირებს ყელის ქავილის შეგრძნებას
ჩვენება:
- ყელისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებები: ანგინა, ფარინგიტი, ლარინგიტი, ტონზილიტი; აფთოზური წყლულები, გლოსიტი, გინგივიტი.
- ოპერაციული ჩარევებისა და ტრავმების შემდეგ (ტონზილექტომია, ყბის მოტეხილობა და ა.შ.);
- ქიმიოთერაპიით, რადიოთერაპიით, ტრაქეალური ინტუბაციით და სხვა სამედიცინო მიზეზებით გამოწვეული პირის ღრუს ლორწოვანის გაღიზიანება და ანთება.
მიღების წესი და დოზირება:
შეანჯღრიეთ აეროზოლის კონტეინერი. მოათავსეთ სახურავის მილი პირის ღრუში და სპრეის მექანიზმს 2-3-ჯერ დააჭირეთ – ამგვარად გამოიყოფა პრეპარატის 1 დოზა ანუ 250მგ .
ოლეფარ დუო ინიშნება დღეში სამჯერ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 750 მგ.
გამოყენება შესაძლებელია ბავშვებში 2 წლის ასაკიდან.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში – ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
შეფუთვა
20 მლ ფლაკონი, დოზირებული აეროზოლი.
მსგავსი პროდუქტები
გრიპოსტოპი 100 მლ. სიროფი N1
გრიპოსტოპი ლატვიაში წარმოებული პრეპარატია, რომელიც სიროფის ფორმით არის წარმოდგენილი. ის ბუნებრივი კომპონენტებისგან არის დამზადებული და პროპოლისს (0,31 გრ), ფიჭვის კვირტების ექსტრაქტს (0.31 გრ), ცაცხვის ყვავილების ექსტრაქტი (3,05 გრ), ასკორბინის მჟავას/ვიტამინი C (1,22 გრ), L-ლიზინსა (2,44 გრ) და ინულინს (3,67 გრ) შეიცავს.
პრეპარატი 100 მლ-იანი დოზირებით არის ხელმისაწვდომი. გრიპოსტოპი 100 მლ სიროფის შეძენა რეცეპტის გარეშე შეგიძლიათ.
რისთვის გამოიყენება გრიპოსტოპი?
გრიპოსტოპის სიროფი კომპლექსური მოქმედებით ხასიათდება და ამსუბუქებს ყველა იმ სიმპტომს, რომლებიც გაციებისა და გრიპის დროს ვლინდება. გარდა ამისა, პრეპარატი საერთო გამაჯანსაღებელი ეფექტითა და მატონიზირებელი მოქმედებითაც გამოირჩევა. იგი ამას ვიტამინ C-ს, ანტიოქსიდანტების, ფლავონოიდებისა და ამინომჟავების დახმარებით ახერხებს.
პრეპარატი იმუნიტეტს აძლიერებს და ბრონქოლიზური მოქმედებით ხასიათდება როგორც მშრალი, ისე პროდუქტიული ხველისას. გრიპოსტოპი ხველას ამცირებს და სპაზმს ხსნის, ამასთან, ნახველს ათხელებს და ამოხველებას უწყობს ხელს.
სიროფი გამოიყენება ზომიერად გამოხატული ტემპერატურის დასაწევად, ასევე სხვადასხვა სახის ტკივილის გასაყუჩებლად. მათ შორის, პრეპარატი ხსნის ტკივილს ყელისა და გულმკერდის არეში.
გრიპოსტოპის სიროფი ეფექტიანია ცხვირის ლორწოვანის შეშუპების დროს, აგრეთვე, ცხვირიდან გამონადენის შესამცირებლად.
რა თვისებებით გამოირჩევა პრეპარატში შემავალი ბუნებრივი კომპონენტები?
პროპოლისი - იმუნომასტიმულირებელ საშუალებას წარმოადგენს, რომელსაც ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო, გაციების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება ახასიათებს.
ფიჭვის კვირტები - ანტიბაქტერიული, გაციების საწინააღმდეგო და ბრონქოლიზური მოქმედებით გამოირჩევა. ის ყელ-ყურ-ცხვირის პათოგენურ მიკროფლორაზე ბაქტერიოციდულად მოქმედებს.
ცაცხვის ყვავილები - გლიკოზიდ ტალიცინს, ფლავონოიდებს, მაკრო და მიკროელემენტებს შეიცავს. ის ეფექტიანია გაციების, ზედა სასუნთქი გზების ანთების, ანგინის, ბრონქიტის, ხველისა და თავის ტკივილის დროს. ცაცხვის ყვავილები ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩევა, ასევე დამაწყნარებელი და ოფლმდენი თვისებებით ხასიათდება.
ვიტამინი C - ერთ-ერთი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც მეტაბოლიზმის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. იგი ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების შეთვისებაში იღებს მონაწილეობას და სპეციფიკურ ანტიმიკრობულ ანტიტოქსინებს ასტიმულირებს. გარდა ამისა, ვიტამინი C ზოგიერთი ფაქტორის დონეს ზრდის, რომლებიც იმუნოპროცესებში მონაწილეობენ. ის ქსოვილების რეგენერაციის უნარს აუმჯობესებს, ამასთან ორგანიზმის თავდაცვით ძალებს ააქტიურებს.
ინულინი - სრულიად ხსნად უჯრედისს წარმოადგენს, რაც მას უნივერსალურ პრებიოტიკად აქცევს. იგი მსხვილ და წვრილ ნაწლავებს აბსორბციის გარეშე გადის და ფერმენტაციას მანამდე განიცდის. ინულინი სასარგებლო ბიფიდო და ლაქტობაქტერიების ზრდას უწყობს ხელს, რაც „ცუდ“ ბაქტერიებს, სოკოებსა და პარაზიტებს ამცირებს, რომლებიც ანთებას იწვევენ.
L-ლიზინი - არის შეუცვლელი ამინომჟავა, რომელიც იმუნურ სისტემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის ანტისხეულების გამომუშავებაში მონაწილეობს და და ანტივირუსული მოქმედება ახასიათებს, რასაც ვირუსის რეპლიკაციის ინჰიბირების გზით ახერხებს - მათ შორის ჰერპეს ვირუსის.
ამ ამინომჟავას დეფიციტი ვირუსებთან მიმართებაში ორგანიზმის დამცველობითი ფუნქციის შესუსტებას იწვევს. ვინაიდან L-ლიზინის ორგანიზმში არ სინთეზირდება, მისი მიღება საკვებიდან ან საკვები დანამატის სახითაა საჭირო.
დოზირება და მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები
აღსანიშნავია, რომ გრიპოსტოპის სიროფის გამოყენება დასაშვებია წლამდე ასაკის პატარებში. ამ შემთხვევაში რეკომენდებული დოზა 2,5 მლ-ს შეადგენს. პატარებს სიროფი დღეში 3-ჯერ უნდა დავალევინოთ.
რაც შეეხება ერთ წელზე უფროსი ასაკის პაციენტებს, რეკომენდებული დოზა 5 მლ-ს შეადგენს. სიროფი ამ შემთხვევაშიც დღეში 3-ჯერ უნდა დაილიოს.
გრიპოსტოპის სიროფის მიღების შემდეგ გვერდითი მოვლენები, ძირითადად, პრეპარატის კომპონენტების მიმართ აუტანლობის გამო ვლინდება.
ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი მხოლოდ ექიმის კონსულტაციით უნდა დაინიშნოს.
ინტრაგლობინი კაფს N30
ინტრაგლობინი 30 კაფსულა 500მგ 15გ
ინტრაგლობინი არის საკვები დანამატი ვიტამინებით, მინერალებით და სხვა ნივთიერებებით, რომელიც დაბალანსებულია ისე, რომ მოხდეს ნორმალური ჰემოგლობინის დონის და სისხლის წითელი უჯერედების შენარჩუნება
ინტრაგლობინი კაფსულები ინიშნება:
* სტრესული მდგომარეობის მართვის და სტრესთან დაკავშირებული სიმპტომების რისკის შესამცირებლად
* გონებრივი მუშაობის შესანარჩუნებლად კონცენტრაციის და ყურადღების მაღალი დონისთვის.
* ბავშვებსა და მოზრდილებში არაბალანსირებული კვების დროს
* საკვები დანამატი და დაავადების შემდგომ პერიოდში მდგომარეობის აღდგენა
* საკვები დანამატი ფიზიკური განვითარების ასაკის დროს.
რა არის აუცილებელი რომ იცოდეთ ინტრაგლობინი კაფსულების შესახებ:
ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული ინფორმაცია ვიდრე ამ პროდუქტს მიიღებთ და მიიღებს თქვენი ბავშვი. მოცემული ინფორმაცია არის ძირითადი მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეჯამება პროდუქტის შესახებ. ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ინტრაგლობინი კაფსულები არის რკინის დანამატი. მისი გამოყენება შეიძლება ბავშვებში 16 წლის ასაკიდან და პირებში რკინის დეფიციტით. მისი მიღება შეიძლება ორსულობის და მენსტრუალური პერიოდის დროს.
შემადგენლობა
თუთიის სულფატი,რკინის ფუმარატი, ვიტამინი B6 (პირიდოქსინის HCl), სპილენძის სულფატი, ფოლის მჟავა,ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი),.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, . კაფსულები: FU ხარისხის ჟელატინი შემოგარსული
დოზირება
ბავშვები 16 წლის ასაკიდან და მოზრდილები - 1 კაფსულა დღეში.
გაფრთხილება
დანამატები არ მიიჩნევა როგორც მრავალფეროვანი და ბალანსირებული კვების და ცხოვრების ჯანმრთელი წესის ჩანაცვლების საშუალება. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას დღიურად. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე. პროდუქტი შეინახეთ შეფუთვაში.
შენახვის პირობები
შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას. არაუმეტეს 35℃ ტემპერატურაზე.
პექტოლოტი სიროფი 100 მლ ფლაკონი N1
პექტოლოტი სიროფი 100მლ
შემადგენლობა:
7.5 მლ-ის შემცველობა:
მრავალძარღვას ფოთლის (Plantago major) მშრალი ექსტრაქტი - 500მგ.
ფიჭვის კვირტის (Pinus sylvestris) მშრალი ექსტრაქტი - 150მგ.
ბეგქონდარას ფოთლების (Thymus vulgaris) მშრალი ექსტრაქტი - 150მგ.
ტყის ფიჭვის ქერქის (Pinus Sylvestris) მშრალი ექსტრაქტი - 75მგ.
მიხაკის კვირტის ( Syzygium aromaticum) მშრალი ექსტრაქტი - 15მგ.
ფარმაკოლოგიურითვისებები: პექტოლოტი ამცირებს ხველის სიხშირესა და ინტენსივობას, ათხიერებს ნახველს, აფართოებს ბრონქებს და ხელს უწყობს ნახველის ადვილად გამოდევნას.
სიროფი დამზადებულია კომშის წვენის ფუძეზე, რომელიც შეიცავს ვიტამინ C-ს და მაკრო-მიკროელემენტებს (K,Ca, Mg,Na,P, Zn, Cu,Fe).
მრავალძარღვას ფოთლის (Plantago major) ექსტრაქტს გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო, მუკოლიზური, სპაზმოლიზური, სუსტად გამოხატული ანტიბაქტერიული და იმუნომასტიმურილებელი მოქმედება. არბილებს ლოწოვან გარსს, ხნის დისკომფორტს და გაღიზიანებას, რომელიც თან ახლავს ზედა სასუნთქი გზების ანთებას.
ფიჭვის კვირტის (Pinus sylvestris) ექსტრაქტს გააჩნია ანტიბაქტერიული, მუკოლიზური, სპაზმოლიზური, ანტივირუსული და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება. აუმჯობესებს ენდოთელიუმის ფუნქციას, მოქმედებს როგორც შეშუპების საწინააღმდეგო საშუალება ზედა და ქვედა სასუნთქი გზებისთვის.
ბეგქონდარას ფოთლების (Thymus vulgaris) ექსტრაქტს გააჩნია სპაზმოლიზური, ანთებისსაწინააღმდეგო, ანტისეპტიური, ანტიმიკრობული მოქმედება. ბეგქონდარა შეიცავს ეთერზეთს, რომლის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს თიმოლი. ეს უკანასკნელი მოქმედებს როგორც ბუნებრივი ამოსახველებელი აგენტი - ხელს უწყობს ლორწოს გათხიერებას და სასუნთქი გზებიდან მის გამოთავისუფლებას.
ტყის ფიჭვის ქერქის (Pinus Sylvestris) ექსტარქტს გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო, სპაზმოლიზური, ანტიბაქტერიული, ანტივირუსული მოქმედება. შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტს (ოლიგომერული პროანთოციანიდების კომპლექსი), რომელიც ხელს უშლის თავისუფალი რადიკალებისგან უჯრედის დაზიანებას.
მიხაკის კვირტის ( Syzygium aromaticum) ექსტრაქტს გააჩნია ანტიბაქტერიული, ანტიმიკოზური, ანტივირუსული, ანტიოქსიდანტური (წარმოადგენს ფლავანოიდების ერთერთ წყაროს) მოქმედება. ამსუბუქებს ტკივილს ,რომელიც გამოწვეულია მუდმივი ხველით. მიხაკის კვირტი ხსნის ქავილის შეგრძნებას, რომელიც დამახასიათებელია მშრალი ხველისთვის.
ჩვენება:
სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები, რომელსაც თან ახლავს ხველა.
მშრალი ხველა.
პროდუქტიული ხველა.
სპასტიური ხველა (ყივანახველა).
გამოყენებისწესიდადოზირება: მიღებამდეშეანჯღრიეთ!
1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვებში 2.5მლ. 3-ჯერ დღეში.
5 წლიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში 5მლ. 3-ჯერ დღეში.
12 წლის ზემოთ მოზარდებში და ზრდასრულებში 10მლ. 3-ჯერ დღეში.
გამოყენებაორსულობისდალაქტაციისპერიოდში:
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი მიიღება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
ურთიერთქმედებასხვასამკურნალოსაშუალებებთან: მონაცემები პრეპარატის გავლენის შესახებ სხვა სამკურნალო საშუალებების ეფექტებზე არ არსებობს. სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა.
განსაკუთრებულიმითითებები: ბიოლოგიურად აქტიური დანამატი არ გამოიყენოთ სრულფასოვანი და დაბალანსირებული კვების შემცვლელად.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას
გამოშვებისფორმა:
100 მლ. სიროფი მინის ბოთლში, დოზირებულ ჭიქასთან ერთად.
ვარგისიანობისვადა:
2 წელი. სიროფის გამოყენება შეიძლება ფლაკონის გახსნიდან 2 თვის განმავლობაში.
შენახვისპირობები:
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვისათვის მიუწვდომელ ადგილას.
სერაფიქსი 20 მგ ტაბ. N30
მწარმოებელი ქვეყანა: ინგლისი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
შემადგენლობა :
თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
სერატიოპეპტიდაზა ...................20 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა 102, სახამებელი, დი-კალციუმის ფოსფატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, პოვიდონი K-30, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, აეროზოლი, რკინის რედოქსიდი.
სერაფიქსი შეიცავს სერატიოპეპტიდაზას, რომელიც არის ბუნებრივი წარმოშობის პროტეოლიზური ფერმენტი და ახასიათებს ფიბრინოლიზური, ანთებისა და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება. სერატიოპეპტიდაზა ხელს უწყობს დაზიანებულ ქსოვილში ანთების და შეშუპების შემცირებას, ტკივილის შემსუბუქებას. ქსოვილების სწრაფ რეგენერაციას და შეხორცებას.
სერატიოპეპტიდაზა მიღებულია არაპათოგენური Serratia E15 ენტერობაქტერიიდან. იგი ბლოკავს ანთბით ქსოვილებში ტკივილის მედიატორების გადმოსროლას, რაც განაპირობებს ტკივილის შემცირებას. სერატიოპეპტიდაზა ამცირებს კაპილარების განვლადობას და დილატაციას. კარგად აღწევს ანთების კერაში, ასუფთავებს ნეკროზულ ქსოვილებს და მათი დაშლის პროდუქტებს, ამცირებს ჰიპერემიას, აუმჯობესებს ანტიბიოტიკების შეღწევადობას და აქტივობას დაზიანებულ ქსოვილში. სერაფიქსი ამცირებს ცხვირის გამონადენის სიბლანტეს, რითაც ხელს უწყობს მათ მოცილებას. ასევე ხელს უწყობს ნახველის ადვილად მოცილებას ბრონქებში მიკროცირკულაციის გაუმჯობესების ხარჯზე.
ჩვენება:
- ყველა სახის ტრავმა და ქსოვილის დაზიანება
- გამოიყენება როგორც დამხმარე თერაპია ანტიბიოტიკებთან და ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად
- ანთებით გამოწვეული შეშუპება
- ოპერაციის შემდგომი პერიოდი
დოზირება და მიღების წესი: მოზრდილებში მიიღება 1 ტაბლეტი, დღეში ერთჯერ, ჭამის შემდეგ.
სიფრთხილის ზომები: არ გადააჭარბოთ დღიურ რეკომენდებულ დოზას .
უკუჩვენება: ორსულობა და ლაქტაცია; ბავშვები 18 წლამდე, მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, მზისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 30°С- ისა.
გამოშვების ფორმა: შეფუთვა შეიცავს 30 ტაბლეტს, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
საკვები დანამატი. არ არის მედიკამენტი.
არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებს.
სოლეკარდი N30 კაფს
მწარმოებელი ქვეყანა: ლატვია
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
სოლეკარდი - საკვები დანამატი. ხასიათდება კარდიოპროტექტორული და ანგიოპროტექტორული მოქმედებით.
შემადგენლობა:
| L-ასპარაგინი | 200მგ |
| კუნელის მშრალი ექსტრაქტი | 150მგ |
| კალიუმის ქლორიდი | 50მგ |
| მაგნიუმის ოქსიდი | 50მგ |
| ნივრის მშრალი ექსტრაქტი | 20მგ |
| ვიტამინი B6 | 1.4მგ |
ფარმაკოლოგიური თვისებები: კუნელი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას მიოკარდიუმში, ზრდის გულის კუმშვით ძალას, არეგულირებს გულისცემის სიხშირეს, ხსნის ზეწოლის და სიმძიმის შეგრძნებას გულმკერდის არეში, ამცირებს ქოშინს ფიზიკური დატვირთვის დროს. ნივრის ექსტრაქტი ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების და ზრდის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების რაოდენობას. იწვევს ქოლესტერინის დონის დაქვეითებას სისხლში, ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას და თრომბის წარმოქმნას. კალიუმი ხელს უწყობს ნორმალური არტერიული წნევის შენარჩუნებას. ვიტამინი B6 ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების ნორმალურ ფორმირებას. მაგნიუმი ხსნის სისხლძარღვოვან სპაზმს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და არეგულირებს არტერიულ წნევას.
ჩვენება:
- ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია
- მაღალი არტერიული წნევა
- არითმია
- კარდიომიოპათია
- ტკივილი გულმკერდში
- ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
დოზირება: 1-2 კაფსულა დღეში ერთხელ ჭამის დროს.
ორსულობა და ლაქატაცია : ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
უკუჩვენება: შემადგენელი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა
განსაკუთრებული მითითებები: საკვები დანამატი; არ გამოიყენოთ საკვები დანამატი ბალანსირებული და მნიშვნელოვანი კვების შემცვლელად; არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას; რეკომენდებულია 15-16 წლის ასაკიდან; შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
შენახვის პირობები: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე სიბნელეში, კარგად დახურულ ორიგინალ შეფუთვაში.
სოლემაქს მემორი N30 კაფს.
მწარმოებელი ქვეყანა: ლატვია
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
სოლემაქს მემორი წარმოადგენს ამინომჟავების და მცენარეული ექსტრაქტების ინოვაციურ კომლექსს, რომელიც შექმნილია თავის ტვინის ფუნქციების გასაუმჯობესებლად. სოლემაქს მემორი ხელს უწყობს ნორმალური მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებას, აუბჯობესებს მიკროცირკულაციას, დადებითად მოქმედებს მეხსიერებისა და კოგნიტიურ უნარებზე.
სოლემაქს მემორი ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას, უზრუნველყოფს კუნთების და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
| შემადგენლობა | რეკომენდირებული დღიური დოზა
(1კაფსულა) |
| მაგნიუმის ოქსიდი | 150მგ (90მგ მაგნიუმი) – 24% of NRV*
|
| L-არგინინის ჰიდროქლორიდი | 100 მგ |
| ფენილალანინი | 100 მგ |
| გინკო ბილობას სტანდარტიზირებული ექსტრაქტი
(24% გინკოს ფლავონური გლიკოზიდები/6% ტერპენ ლაქტონები) |
60 მგ
|
| ფოსფატიდილსერინი | 30 მგ |
*NRV – საცნობარო ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ
შემადგენლობა
მაგნიუმის ოქსიდი, L-არგინინის ჰიდროქლორიდი, ფენილალანინი, ჟელატინი (კაფსულის გარსი), სტანდარტიზირებული გინკო-ბილობას ფოთლების მშრალი ექსტრაქტი (24% გინკოს ფლავონური გლიკოზიდები/6% ტერპენ ლაქტონები), ინულინი (ბოჭკო), ფოსფატიდილსერინი, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები.
დოზირება
რეკომენდირებული დღიური დოზაა 1 კაფსულა დღეში. მიღების ჯერადობა შესაძლოა გაიზარდოს ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის შემდეგ.
სიფრთხილის ზომები
მომატებული მგრძნობელობა პროდუქტში შემავალი ინგრედიენტების მიმართ;
არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც სრულფასოვანი და დაბალანსირებული კვების შემცვლელი;
არ უნდა გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას.
შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე, ბნელ ადგილას, კარგად დახურულ ორიგინალ შეფუთვაში.
სოლვიტალი მენოპაუზა N30
მწარმოებელი ქვეყანა: ლატვია
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
სოლვიტალ მენოპაუზა ხელს უწყობს ჰორმონალური აქტივობის რეგულირებას, ცილოვან ცვლას, გლიკოგენის და ჰომოცისტეინის ნორმალურ მეტაბოლიზმს, ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას.
სოლვიტალ მენოპაუზა უზრუნველყოფს ძვლების სიმტკიცის შესარჩუნებას, კალციუმის და ფოსფორის ნორმალურ შეწოვას და გადანაწილებას. ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, იცავს ორგანიზმს ოქსიდაციური სტრესისგან. სოლვიტალ მენოპაუზა ამსუბუქებს მენოპაუზის სიმპტომებს, როგორიცაა ალები, ოფლიანობა, მოუსვენრობა და გაღიზიანება; გააჩნია დამამშიდებელი მოქმედება.
პროდუქტი არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს (გმო), ლაქტოზას, გლუტენს და სხვა ალერგენებს.
| შემადგენლობა | 2 კაფსულა შეიცავს | NRV* |
| კალციუმის კარბონატი (40% ელემენტარული კალციუმი) | 400 მგ
(160 მგ) |
20 % |
| სოიოს თესლის ექსტრაქტი 50:1 (40 % იზოფლავონოიდები) | 250 მგ | - |
| წითელი სამყურას ექსტრაქტი 10:1 (8% იზოფლავონოიდი) | 200 მგ | - |
| ვიტამინი E | 10 მგ | 83 % |
| ვიტექსის ნაყოფის ექსტრაქტი 4:1 | 6,8 მგ | - |
| ვიტამინი B6 | 2 მგ | 143 % |
| ფოლიუმის მჟავა | 600 მკგ | 300 % |
| ვიტამინი D3 | 15 მკგ | 300 % |
| ვიტამინი B12 | 5 მკგ | 200 % |
*NRV - საცნობარო ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ.
შემადგენლობა
კალციუმის კარბონატი, სოიოს თესლის ექსტრაქტი 50:1 (40% იზოფლავონოიდი), წითელი სამყურას ექსტრაქტი 10:1 ( 8% იზოფლავონოიდი), ჟელატინის კაფსულის გარსი, ბოჭკოვანი ინულინი, ვიტამინი E, (D ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი), ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, ვიტექსის (ვიტექს აგნუს კასტუსი) ნაყოფის ექსტრაქტი 4:1, ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი), ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი), ფოლის მჟავა (პტერიოლმონოგლუტამინის მჟავა), ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი).
გამოყენების წესი
ქალებისთვის 45 წლიდან და ზემოთ რეკომენდებულია 2 კაფსულა, დილით და საღამოს ჭამის შემდეგ. გამოყენების ხანგრძლოვობა 6 თვე.
გაფრთხილება
მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) პროდუქტის ზოგიერთი ინგრედიენტის მიმართ; არ გამოიყენოთ საკვები დანამატი, როგორც დაბალანსებული და სრულფასოვანი კვების შემცვლელი;
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
შენახვის წესი
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში, მზის პირდაპირი სხივების თავიდან აცილების მიზნით.
უროგენ ფორტე კაფს. N30
მწარმოებელი ქვეყანა: ინგლისი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
შემადგენლობა :
1 კაფსულა შეიცავს :
D-Mannose - D-მანოზა -------------------------------------------600 მგ
Cranberry fruit Extract (Vaccinium Macrocarpon)
მსხვილი შტოშის ნაყოფის ექსტრაქტი -------------------------100 მგ
Zea May ( Silk of the corn ) -სიმინდის ულვაში -----------------15 მგ
Bergenia Ligulata leaves - ჩაგირის ფოთლები - ---------------- 50 მგ
Bearberry fruit - დათვის კენკრის ნაყოფი --------------------50 მგ
Rosmarinus Officinalis leaves როზმარინის ფოთლები------ 25 მგ
დამხმარე ნივთიერებები : მზესუმზირის ზეთი, ტალკი, სილიციუმის ოქსიდი, ბუტილირებული ჰიდროქსი ანისოლი, ბუტილირებული ჰიდროქსი ტოლუოლი(BTH), მეთილ პარაბენ ნატრიუმი (MPS), პროპილ პარაბენ ნატრიუმი (PPS), გლიცერინი, ჟელატინი. საკვების მფერავი ნივთიერებები.
უროგენ ფორტე წარმოადგენს ეფექტურ კომბინაციას უროლოგიური პრობლემების დროს.
D-მანოზა ( D-Mannose) ამცირებს საშარდე სისტემის ინფექციების განმეორების რისკს. D-მანოზა არის უსაფრთხო ხანგრძლივი დროით გამოყენებისას, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. ერთეული სისხლდენის ეპიზოდებით ან საშარდე სისტემის ინფექციებისას საჭიროებს რამოდენიმე დღიან მკურნალობას.
მსხვილი შტოშის ნაყოფის ექტრაქტი ( Vaccinium Macrocarpon ) გამოიყენება საშარდე გზების ინფექციების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.
კვლევებით დამტკიცებულია, რომ შტოშის მოქმედების მექანიზმი ხელს უშლის ბაქტერიების ადჰეზიას შარდსასქესო სისტემის ეპითელიუმზე. შტოში არის უსაფრთხო, აპრობირებული მცენარეული საკვები დანამატი.
სიმინდის ულვაში (Silk of the Corn) გააჩნია მსუბუქი შარდმდენი ეფექტი, შარდის ბუშტის, ურეთრის, თირკმელებისა და პროსტატის გაღიზიანების დროს. გამოიყენება ხშირი და მტკივნეული შარდვისას. სიმინდის ულვაში წარმოადგენს ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებას ცისტიტების დროს, შლის თირკმლის კენჭებს. იგი შეიცავს ფლავონოიდებს, ცხიმოვან მჟავებს, ალკალოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს და საპონინებს.
ჩაგირის ფოთლებს ( Bergenia Ligulata) გააჩნია სპაზმოლიზური, შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და დამამშვიდებელი ეფექტი, ხელს უწყობს შარდ-სასქესო სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
დათვის კენკრა ( Bearberry fruit ) ხასიათდება გამოხატული ანტისეპტიკური ეფექტით თირკმელებზე და საშარდე გზებზე. გააჩნია და მადეზინფიცირებელი ეფექტი. წმენდს თირკმელებს და საშარდე გზებს ნალექისგან, აქტიურად ებრძვის ინფექციის გამომწვევ აგენტებს.
როზმარინს ( Rosmarinus Officinalis) არის ბუნებრივი და ეფექტური ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ძველ დროში როზმარინს წვავდნენ ავადმყოფის ოთახში, რადგან ითვლებოდა, რომ მისი მძაფრი არომატი მოქმედებს როგორც სადეზინფექციო საშუალება და ანადგურებს მიკრობებს.
ჩვენება : საშარდე გზების მორეციდივე ინფექციების დროს, როგორც დამხმარე სამკურნალო საშუალება.
მიღების წესი და დოზირება : 1 კაფსულა 2-3 ჯერ დღეში, დოზის კორექცია შესაძლებელია ექიმის დანიშნულებისამებრ.
შეფუთვა: 30 კაფსულა, 3 ბლისტერი- თითოეულზე 10 კაფსულა.
სიფრთხილის ზომები: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ, არ გადააჭარბოთ დღიურ რეკომენდებულ დოზას .
უკუჩვენებები: ორსულობა და ლაქტაცია, მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, მზისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 30°С-ისა.
შენახვის ვადა: 2 წელი
საკვები დანამატი. არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებს.
