რესპიკონ ბიო კაფს. N20
მწარმოებელი ქვეყანა: ინგლისი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს:
ყვითელი გენციანის ექსტრაქტი – 50მგ; დიდგულას (შავი ანწლის) ექსტრაქტი -50მგ;
ვერბენას ექსტრაქტი – 50მგ; ფურისულას ექსტრაქტი – 25მგ; ვერბასკუმის ექსტრაქტი – 50მგ; თუთია (თუთიის გლუკონატი ) – 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, ტალკი, სახამებელი.
რესპიკონ ბიო – აძლიერებს იმუნიტეტს და ორგანიზმის მდგრადობას სხვადასხვა სეზონური ვირუსული ინფექციების მიმართ. ეფექტურია მწვავე და ქრონიკული სინუსიტის დროს და უზრუნველყოფს რესპირატორული სისტემის სიჯანსაღეს.
ყვითელი გენციანის ექსტრაქტ ს – გააჩნია რეფლექსური ეფექტი, ასტიმულირებს ბრონქულ სეკრეციას.
დიდგულას (შავი ანწლის) – ექსტრაქტი არის დამხმარე საშუალება ლორწოს გამოდევნაში. ხელს უწყობს ორგანიზმის მდგრადობის გაძლიერებას ინფექციების მიმართ.
ვერბენას ექსტრაქტი – ამცირებს ლორწოს სიბლანტეს, უზრუნველყოფს სქელი ლორწოვანი ექსუდატის მოცილებას სინუსებიდან, ხსნის შეშუპებისა და ანთების სიმპტომებს.
ვერბასკუმის ექსტრაქტს – აქვს დამარბილებელი, ამოსახველებელი, სპაზმოლიზური ეფექტი. ხსნის ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის ანთებასა და შეშუპებას, ეფექტურია ძვლოვან ღრუებში სითხის დაგროვებით განპირობებული სახისა და თავის ტკივილის დროს.
ფურისულას ექსტრაქტი – ხელს უწყობს მოციმციმე ეპითელიუმის სტიმულირებას და სეკრეტის გამოყოფის დაჩქარებას. აღადგენს ნორმალურ მუკოცილიარულ ტრანსპორტს. ხსნის ცხვირის ღრუს ობსტრუქციას.
თუთია ხელს უწყობს ინტერფერონების გამომუშავების გაზრდას. ესაა ცილა, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის დაცვას ვირუსებით, ბაქტერიებით და სხვა მიკროორგანიზმებით ინფიცირებისას. თუთია ასევე ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას უჯრედში.
სიფრთხილის ზომები: არ მიიღება თუ აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
დოზირება: მოზრდილებში 18 წლიდან მიიღება 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში.
12 წლიდან ექიმთან კონსულტაციის მიხედვით.
გამოშვების ფორმა: შეფუთვა მუყაოს კოლოფში შეიცავს 20 კაფსულას, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები: ინახება გრილ, მშრალ, მზისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 30°С- ისა.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
საკვები დანამატი. არ არის მედიკამენტი. არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებს.
მსგავსი პროდუქტები
ათეროლიპი N30 კაფს.
ბიფოვალი®ფორტე
ჩვენება
-სხვადასხვა ეტიოლოგიის ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის დარღვევა; -ანტიბიოტიკების, ჰორმონული და ქიმიოთერაპიული პრეპარატების გამოყენებასთან დაკავშირებული დისბაქტერიოზი; -მწვავე ვირუსული და ბაქტერიული ნაწლავური ინფექციების კომპლექსური თერაპია; -დისპეპსიური სიმპტომები (დიარეა, გულისრევა, ღებინება, ბოყინი, მეტეორიზმი, ყაბზობა); -კვებითი ინტოქსიკაცია; -კლიმატის შეცვლასთან დაკავშირებული საჭმლის მომნელებელი ორგანოების ნორმალური მუშაობის დარღვევა (მაგალითად, ,,მოგზაურის დიარეა”); კვების რაციონის შეცვლა; -იმუნიტეტის და ორგანიზმის რეზისტენტობის შესუსტება დაავადებების მიმართ; -ატოპიური დერმატიტი და სხვა ალერგიული გამოვლინებები; -კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების კომპლექსური თერაპია (გასტროენტერიტები, კოლიტები, ენტეროკოლიტები, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ქრონიკული ჰეპატიტი, ქოლეცისტიტი, დუოდენიტი, გასტრიტი და სხვა).გამოყენების წესი და დოზები
ბიფოვალი® ფორტეს მიღება რეკომენდებულია კვებამდე ნახევარი საათით ადრე: -12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში მიიღება 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში. -5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში მიიღება 1 კაფსულა დღეში. -5 წლამდე ასაკის ბავშვებში – ხდება 1/2 კაფსულის შემცველობის გახსნა წვენის ან დატკბილული სითხის მცირე რაოდენობაში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დისბაქტერიოზის განვითარების მიზეზზე და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე. თუ პაციენტი იღებს ანტიბიოტიკებს, პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია ანტიბიოტიკების გამოყენებამდე 1 საათით ადრე ან გამოყენებიდან 1 საათის შემდეგ. გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ითვლება, რომ პრეპარატი ბიფოვალი® ფორტეს გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არის უსაფრთხო, მაგრამ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. გვერდითი მოქმედება პრეპარატი კარგად გადაიტანება, პრეპარატის რეკომენდებული დოზების გამოყენებისას გვერდითი მოქმედება არ ვლინდება.უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების ან რძის პროდუქტების მიმართ. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არასასურველი ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ გამოვლენილა. განსაკუთრებული მითითებები პრეპარატი არ გამოიყენება ცხელ სასმელთან, ალკოჰოლურ სასმელთან ან კონსერვირებულ საკვებ პროდუქტებთან ერთად, რადგან შესაძლებელია სასურველი ეფექტის შესუსტება. პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ: -სხეულის ტემპერატურა არის 38°C მეტი; -განავალში აღინიშნება სისხლისა და ლორწოს კვალი; -დიარეა გრძელდება ორ დღეზე მეტი პერიოდი და თან ახლავს მწვავე ტკივილი მუცლის არეში, გაუწყლოვნება და წონაში კლება. არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. არ არის რეკომენდებული საკვების ბიოლოგიურად აქტიური დანამატით საკვების ჩანაცვლება.ვარგისიანობის ვადა და შენახვა
ინახება შუქისაგან, ნესტისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. პრეპარატის გამოყენება არ უნდა მოხდეს ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. გამოშვების ფორმა შეფუთვაში 15 კაფსულა. აფთიაქიდან გაცემის წესი გაიცემა ურეცეპტოდ!ლაქტოფარი კაფს. N15
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ (ალერგია);
- ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება ექიმის რეკომენდაციით.
- ბიოლოგიურად აქტიური დანამატია;
- საკვები დანამატი არ გამოიყენება როგორც სრულფასოვანი და დაბალანსირებული კვების შემცვლელი;
- არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას;
- არ არის მედიკამენტი.
ნოვაკარდი Q10 – N30 კაფს.
ოლეფარ დუო -ყელის აეროზ. 20მლ. N1
- ანთების ლოკალიზებას და ხელს უშლის მის გავრცელებას
- გააჩნია ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და სპაზმოლიზური მოქმედება
- ამცირებს შეშუპებას და უზრუნველყოფს უმტკივნეულო ყლაპვას
- ხელს უწყობს მიკროწყლულების, წყლულებისა და ჭრილობის შეხორცების პროცესს.
- გააჩნია ადგილობრივი ანტიბაქტერიული, ანტისეპტიური და ანტივირუსული მოქმედება
- ამცირებს ყელის ქავილის შეგრძნებას
- ყელისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებები: ანგინა, ფარინგიტი, ლარინგიტი, ტონზილიტი; აფთოზური წყლულები, გლოსიტი, გინგივიტი.
- ოპერაციული ჩარევებისა და ტრავმების შემდეგ (ტონზილექტომია, ყბის მოტეხილობა და ა.შ.);
- ქიმიოთერაპიით, რადიოთერაპიით, ტრაქეალური ინტუბაციით და სხვა სამედიცინო მიზეზებით გამოწვეული პირის ღრუს ლორწოვანის გაღიზიანება და ანთება.
სერაფიქსი 20 მგ ტაბ. N30
- ყველა სახის ტრავმა და ქსოვილის დაზიანება
- გამოიყენება როგორც დამხმარე თერაპია ანტიბიოტიკებთან და ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად
- ანთებით გამოწვეული შეშუპება
- ოპერაციის შემდგომი პერიოდი
სოლვიტალი მენოპაუზა N30
| შემადგენლობა | 2 კაფსულა შეიცავს | NRV* |
| კალციუმის კარბონატი (40% ელემენტარული კალციუმი) | 400 მგ (160 მგ) | 20 % |
| სოიოს თესლის ექსტრაქტი 50:1 (40 % იზოფლავონოიდები) | 250 მგ | - |
| წითელი სამყურას ექსტრაქტი 10:1 (8% იზოფლავონოიდი) | 200 მგ | - |
| ვიტამინი E | 10 მგ | 83 % |
| ვიტექსის ნაყოფის ექსტრაქტი 4:1 | 6,8 მგ | - |
| ვიტამინი B6 | 2 მგ | 143 % |
| ფოლიუმის მჟავა | 600 მკგ | 300 % |
| ვიტამინი D3 | 15 მკგ | 300 % |
| ვიტამინი B12 | 5 მკგ | 200 % |
ფაროენზიმი HB N 20 ტაბ
- მონო ან კომპლექსური თერაპია გამოწვეული ნაწილობრივი ან სრული ფერმენტული დეფიციტის დროს. (ქრონიკული პანკრეატიტი, ქრონიკული გასტრიტი, ენტეროკოლიტი, თირკმლების პათოლოგია)
- კუჭის გადავსების შეგრძნება, გულისრევა, რეგურგიტაცია გამოწვეული არასწორი კვებით ან ზედმეტი საკვებით.
- კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ჰიპომოტორიკია
- საჭმლის მონელების დარღვევის ისეთი სიმპტომები, რომლებიც
- გამოხატულია დისპეფსიით , შებერვით , ბოყინით , მეტეორიზმით , აბდომინური
- დისკომფორტით და სიმძიმის შეგრძნებით.
- პრეპარატი გამოყენება მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფიული და ენდოსკოპიური კვლევის წინ.
