სერაფიქსი 20 მგ ტაბ. N30
მწარმოებელი ქვეყანა: ინგლისი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
შემადგენლობა :
თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
სერატიოპეპტიდაზა ……………….20 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა 102, სახამებელი, დი-კალციუმის ფოსფატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, პოვიდონი K-30, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, აეროზოლი, რკინის რედოქსიდი.
სერაფიქსი შეიცავს სერატიოპეპტიდაზას, რომელიც არის ბუნებრივი წარმოშობის პროტეოლიზური ფერმენტი და ახასიათებს ფიბრინოლიზური, ანთებისა და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება. სერატიოპეპტიდაზა ხელს უწყობს დაზიანებულ ქსოვილში ანთების და შეშუპების შემცირებას, ტკივილის შემსუბუქებას. ქსოვილების სწრაფ რეგენერაციას და შეხორცებას.
სერატიოპეპტიდაზა მიღებულია არაპათოგენური Serratia E15 ენტერობაქტერიიდან. იგი ბლოკავს ანთბით ქსოვილებში ტკივილის მედიატორების გადმოსროლას, რაც განაპირობებს ტკივილის შემცირებას. სერატიოპეპტიდაზა ამცირებს კაპილარების განვლადობას და დილატაციას. კარგად აღწევს ანთების კერაში, ასუფთავებს ნეკროზულ ქსოვილებს და მათი დაშლის პროდუქტებს, ამცირებს ჰიპერემიას, აუმჯობესებს ანტიბიოტიკების შეღწევადობას და აქტივობას დაზიანებულ ქსოვილში. სერაფიქსი ამცირებს ცხვირის გამონადენის სიბლანტეს, რითაც ხელს უწყობს მათ მოცილებას. ასევე ხელს უწყობს ნახველის ადვილად მოცილებას ბრონქებში მიკროცირკულაციის გაუმჯობესების ხარჯზე.
ჩვენება:
- ყველა სახის ტრავმა და ქსოვილის დაზიანება
- გამოიყენება როგორც დამხმარე თერაპია ანტიბიოტიკებთან და ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად
- ანთებით გამოწვეული შეშუპება
- ოპერაციის შემდგომი პერიოდი
დოზირება და მიღების წესი: მოზრდილებში მიიღება 1 ტაბლეტი, დღეში ერთჯერ, ჭამის შემდეგ.
სიფრთხილის ზომები: არ გადააჭარბოთ დღიურ რეკომენდებულ დოზას .
უკუჩვენება: ორსულობა და ლაქტაცია; ბავშვები 18 წლამდე, მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, მზისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 30°С- ისა.
გამოშვების ფორმა: შეფუთვა შეიცავს 30 ტაბლეტს, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
საკვები დანამატი. არ არის მედიკამენტი.
არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებს.
მსგავსი პროდუქტები
ათეროლიპი N30 კაფს.
კალზიდან K2 N30
ლაქტოფარი კაფს. N15
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ (ალერგია);
- ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება ექიმის რეკომენდაციით.
- ბიოლოგიურად აქტიური დანამატია;
- საკვები დანამატი არ გამოიყენება როგორც სრულფასოვანი და დაბალანსირებული კვების შემცვლელი;
- არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას;
- არ არის მედიკამენტი.
პექტოლოტი სიროფი 100 მლ ფლაკონი N1
სოლებრინი – სიროფი 100მლ. N1
| რეკომენდებული სადღეღამისო დოზა | ||||
| შემადგენლობა და დოზირება | ბავშვების ასაკი 1-3 წელი (2,5მლ) | ბავშვებისასაკი 3-6 (5მლ) | ბავშვების ასაკი 6-12 (10მლ) | 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზრდილები (15მლ) |
| ისლანდიური ხავსის მშრალი ექსტრაქტი | 35მგ | 70მგ | 140მგ | 210მგ |
| ბალბას ალთე მშრალი ექსტრაქტი | 25მგ | 50მგ | 100მგ | 150მგ |
| მრავალძარღვას მშრალი ექსტრაქტი | 15მგ | 30მგ | 60მგ | 90მგ |
| ცვარიანას მშრალი ექსტრაქტი | 15მგ | 30მგ | 60მგ | 90მგ |
| კატისბრჭყალას მშრალი ექსტრაქტი | 5მგ | 10მგ | 20მგ | 30მგ |
| პროპოლისის თხევადი ექსტრაქტი | 4მგ | 8მგ | 16მგ | 24მგ |
სოლვიტალ პრეგნაფოლი N30 კაფს
| შემადგენლობა | რეკომენდებული დღიური დოზა (1 კაფსულა) | NRV* |
| კვატრიფოლი ((6S)-5-მეთილტეტრაჰიდროფოლის მჟავა გლუკოზამინის მარილი). | 400 მკგ | 200% |
ფლექსუსი N30 კაფს
- ჰიდროლიზირებული კოლაგენი ტიპი II 600მგ
- ჰიალურნის მჟავა 100 მგ
- ქონდრიოტინის სულფატი 200 მგ
- პროტეოგლიკანები 38 მგ
- ხრტილის მატრიქსის გლიკოპროტეინები
- ოსტეოართრიტი;
- პირველადი და მეორადი ოსტეოართროზი;
- ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული ცვლილებები:
- ასაკობრივი ცვლილებები სახსრებში (მკურნალობა/პროფილაქტიკა)
- ტრავმები, მიკროტრავმები, მოტეხილობები
- ფლექსუსი ადვილად აბსორბირდება ხრტილში;
- ხრტილოვან ქსოვილიში აღადგენს დარღვეულ მეტაბოლურ პროცესებს;
- ფლექსუსი უზრუნველყოფს ხრტილის სტრუქტურის რეგენერაციას, ჰიდრატაციასა და ელასტიურობას;
- ასტიმულირებს ჰიალურონის მჟავის წარმოქმნას;
- აღადგენს სინოვიალური სითხის მოცულობასა და სიბლანტეს;
- ამცირებს სახსროვანი ზედაპირის ცვეთას;
- გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება;
- ფლექსუსი ამცირებს ტკივილს სახსარში;
ქსანაციდი HL -150 მლ სუსპ. N1
| აქტიური ნივთიერება | ( მაქსიმალური დღიური დოზა – 4 კოვზი ≈ 28 გ) |
| მცენარეული პოლისაქარიდების კომპლექსი: ალოე (Aloe Barbadensis Miller,) -100 მგ ტყის ბალბი (Malva Sylvestris L., ფოთლები)-200 მგ | 300 მგ |
| ჰიალურონ ნატიუმი | 240 მგ |
| ემბლიკას ექსტრაქტი (20% ტანინები) | 200 მგ (ტანინები 40 მგ) |
| გვირილის ექსტრაქტი (1.2% აპიგენინი) | 60 მგ (აპიგენინი 0.72 მგ) |
