უროგენ ფორტე კაფს. N30
მწარმოებელი ქვეყანა: ინგლისი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
შემადგენლობა :
1 კაფსულა შეიცავს :
D-Mannose – D-მანოზა ——————————————-600 მგ
Cranberry fruit Extract (Vaccinium Macrocarpon)
მსხვილი შტოშის ნაყოფის ექსტრაქტი ————————-100 მგ
Zea May ( Silk of the corn ) –სიმინდის ულვაში —————–15 მგ
Bergenia Ligulata leaves – ჩაგირის ფოთლები – —————- 50 მგ
Bearberry fruit – დათვის კენკრის ნაყოფი ——————–50 მგ
Rosmarinus Officinalis leaves როზმარინის ფოთლები—— 25 მგ
დამხმარე ნივთიერებები : მზესუმზირის ზეთი, ტალკი, სილიციუმის ოქსიდი, ბუტილირებული ჰიდროქსი ანისოლი, ბუტილირებული ჰიდროქსი ტოლუოლი(BTH), მეთილ პარაბენ ნატრიუმი (MPS), პროპილ პარაბენ ნატრიუმი (PPS), გლიცერინი, ჟელატინი. საკვების მფერავი ნივთიერებები.
უროგენ ფორტე წარმოადგენს ეფექტურ კომბინაციას უროლოგიური პრობლემების დროს.
D-მანოზა ( D-Mannose) ამცირებს საშარდე სისტემის ინფექციების განმეორების რისკს. D-მანოზა არის უსაფრთხო ხანგრძლივი დროით გამოყენებისას, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. ერთეული სისხლდენის ეპიზოდებით ან საშარდე სისტემის ინფექციებისას საჭიროებს რამოდენიმე დღიან მკურნალობას.
მსხვილი შტოშის ნაყოფის ექტრაქტი ( Vaccinium Macrocarpon ) გამოიყენება საშარდე გზების ინფექციების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.
კვლევებით დამტკიცებულია, რომ შტოშის მოქმედების მექანიზმი ხელს უშლის ბაქტერიების ადჰეზიას შარდსასქესო სისტემის ეპითელიუმზე. შტოში არის უსაფრთხო, აპრობირებული მცენარეული საკვები დანამატი.
სიმინდის ულვაში (Silk of the Corn) გააჩნია მსუბუქი შარდმდენი ეფექტი, შარდის ბუშტის, ურეთრის, თირკმელებისა და პროსტატის გაღიზიანების დროს. გამოიყენება ხშირი და მტკივნეული შარდვისას. სიმინდის ულვაში წარმოადგენს ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებას ცისტიტების დროს, შლის თირკმლის კენჭებს. იგი შეიცავს ფლავონოიდებს, ცხიმოვან მჟავებს, ალკალოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს და საპონინებს.
ჩაგირის ფოთლებს ( Bergenia Ligulata) გააჩნია სპაზმოლიზური, შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და დამამშვიდებელი ეფექტი, ხელს უწყობს შარდ-სასქესო სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
დათვის კენკრა ( Bearberry fruit ) ხასიათდება გამოხატული ანტისეპტიკური ეფექტით თირკმელებზე და საშარდე გზებზე. გააჩნია და მადეზინფიცირებელი ეფექტი. წმენდს თირკმელებს და საშარდე გზებს ნალექისგან, აქტიურად ებრძვის ინფექციის გამომწვევ აგენტებს.
როზმარინს ( Rosmarinus Officinalis) არის ბუნებრივი და ეფექტური ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ძველ დროში როზმარინს წვავდნენ ავადმყოფის ოთახში, რადგან ითვლებოდა, რომ მისი მძაფრი არომატი მოქმედებს როგორც სადეზინფექციო საშუალება და ანადგურებს მიკრობებს.
ჩვენება : საშარდე გზების მორეციდივე ინფექციების დროს, როგორც დამხმარე სამკურნალო საშუალება.
მიღების წესი და დოზირება : 1 კაფსულა 2-3 ჯერ დღეში, დოზის კორექცია შესაძლებელია ექიმის დანიშნულებისამებრ.
შეფუთვა: 30 კაფსულა, 3 ბლისტერი- თითოეულზე 10 კაფსულა.
სიფრთხილის ზომები: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ, არ გადააჭარბოთ დღიურ რეკომენდებულ დოზას .
უკუჩვენებები: ორსულობა და ლაქტაცია, მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, მზისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 30°С-ისა.
შენახვის ვადა: 2 წელი
საკვები დანამატი. არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებს.
მსგავსი პროდუქტები
ათეროლიპი N30 კაფს.
ბიფოვალი®ფორტე
ჩვენება
-სხვადასხვა ეტიოლოგიის ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის დარღვევა; -ანტიბიოტიკების, ჰორმონული და ქიმიოთერაპიული პრეპარატების გამოყენებასთან დაკავშირებული დისბაქტერიოზი; -მწვავე ვირუსული და ბაქტერიული ნაწლავური ინფექციების კომპლექსური თერაპია; -დისპეპსიური სიმპტომები (დიარეა, გულისრევა, ღებინება, ბოყინი, მეტეორიზმი, ყაბზობა); -კვებითი ინტოქსიკაცია; -კლიმატის შეცვლასთან დაკავშირებული საჭმლის მომნელებელი ორგანოების ნორმალური მუშაობის დარღვევა (მაგალითად, ,,მოგზაურის დიარეა”); კვების რაციონის შეცვლა; -იმუნიტეტის და ორგანიზმის რეზისტენტობის შესუსტება დაავადებების მიმართ; -ატოპიური დერმატიტი და სხვა ალერგიული გამოვლინებები; -კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების კომპლექსური თერაპია (გასტროენტერიტები, კოლიტები, ენტეროკოლიტები, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ქრონიკული ჰეპატიტი, ქოლეცისტიტი, დუოდენიტი, გასტრიტი და სხვა).გამოყენების წესი და დოზები
ბიფოვალი® ფორტეს მიღება რეკომენდებულია კვებამდე ნახევარი საათით ადრე: -12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში მიიღება 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში. -5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში მიიღება 1 კაფსულა დღეში. -5 წლამდე ასაკის ბავშვებში – ხდება 1/2 კაფსულის შემცველობის გახსნა წვენის ან დატკბილული სითხის მცირე რაოდენობაში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დისბაქტერიოზის განვითარების მიზეზზე და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე. თუ პაციენტი იღებს ანტიბიოტიკებს, პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია ანტიბიოტიკების გამოყენებამდე 1 საათით ადრე ან გამოყენებიდან 1 საათის შემდეგ. გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ითვლება, რომ პრეპარატი ბიფოვალი® ფორტეს გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არის უსაფრთხო, მაგრამ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. გვერდითი მოქმედება პრეპარატი კარგად გადაიტანება, პრეპარატის რეკომენდებული დოზების გამოყენებისას გვერდითი მოქმედება არ ვლინდება.უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების ან რძის პროდუქტების მიმართ. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არასასურველი ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ გამოვლენილა. განსაკუთრებული მითითებები პრეპარატი არ გამოიყენება ცხელ სასმელთან, ალკოჰოლურ სასმელთან ან კონსერვირებულ საკვებ პროდუქტებთან ერთად, რადგან შესაძლებელია სასურველი ეფექტის შესუსტება. პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ: -სხეულის ტემპერატურა არის 38°C მეტი; -განავალში აღინიშნება სისხლისა და ლორწოს კვალი; -დიარეა გრძელდება ორ დღეზე მეტი პერიოდი და თან ახლავს მწვავე ტკივილი მუცლის არეში, გაუწყლოვნება და წონაში კლება. არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. არ არის რეკომენდებული საკვების ბიოლოგიურად აქტიური დანამატით საკვების ჩანაცვლება.ვარგისიანობის ვადა და შენახვა
ინახება შუქისაგან, ნესტისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. პრეპარატის გამოყენება არ უნდა მოხდეს ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. გამოშვების ფორმა შეფუთვაში 15 კაფსულა. აფთიაქიდან გაცემის წესი გაიცემა ურეცეპტოდ!გრიპოსტოპი 100 მლ. სიროფი N1
პექტოლოტი სიროფი 100 მლ ფლაკონი N1
რესპიკონ ბიო კაფს. N20
სოლეკარდი N30 კაფს
| L-ასპარაგინი | 200მგ |
| კუნელის მშრალი ექსტრაქტი | 150მგ |
| კალიუმის ქლორიდი | 50მგ |
| მაგნიუმის ოქსიდი | 50მგ |
| ნივრის მშრალი ექსტრაქტი | 20მგ |
| ვიტამინი B6 | 1.4მგ |
- ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია
- მაღალი არტერიული წნევა
- არითმია
- კარდიომიოპათია
- ტკივილი გულმკერდში
- ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
სოლვიტალი მენოპაუზა N30
| შემადგენლობა | 2 კაფსულა შეიცავს | NRV* |
| კალციუმის კარბონატი (40% ელემენტარული კალციუმი) | 400 მგ (160 მგ) | 20 % |
| სოიოს თესლის ექსტრაქტი 50:1 (40 % იზოფლავონოიდები) | 250 მგ | - |
| წითელი სამყურას ექსტრაქტი 10:1 (8% იზოფლავონოიდი) | 200 მგ | - |
| ვიტამინი E | 10 მგ | 83 % |
| ვიტექსის ნაყოფის ექსტრაქტი 4:1 | 6,8 მგ | - |
| ვიტამინი B6 | 2 მგ | 143 % |
| ფოლიუმის მჟავა | 600 მკგ | 300 % |
| ვიტამინი D3 | 15 მკგ | 300 % |
| ვიტამინი B12 | 5 მკგ | 200 % |
ფაროენზიმი HB N 20 ტაბ
- მონო ან კომპლექსური თერაპია გამოწვეული ნაწილობრივი ან სრული ფერმენტული დეფიციტის დროს. (ქრონიკული პანკრეატიტი, ქრონიკული გასტრიტი, ენტეროკოლიტი, თირკმლების პათოლოგია)
- კუჭის გადავსების შეგრძნება, გულისრევა, რეგურგიტაცია გამოწვეული არასწორი კვებით ან ზედმეტი საკვებით.
- კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ჰიპომოტორიკია
- საჭმლის მონელების დარღვევის ისეთი სიმპტომები, რომლებიც
- გამოხატულია დისპეფსიით , შებერვით , ბოყინით , მეტეორიზმით , აბდომინური
- დისკომფორტით და სიმძიმის შეგრძნებით.
- პრეპარატი გამოყენება მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფიული და ენდოსკოპიური კვლევის წინ.
