ათეროლიპი N30 კაფს.
ათეროლიპი 30 კაფსულა
ლიპიდურიცვლისმაკორეგირებელი უნიკალურიბუნებრივიკომპლექსი
ათეროლიპის მოქმედება კომპლექსურია, ვინაიდან მისი შემადგენელი კომპონენტები მოქმედებენ ლიპიდების ცვლაზე სხვადასხვა მექანიზმებით:
– ანგიოპროტექტორული და ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება;
– აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს და სისხლის რეალოგიურ თვისებებს;
– როგორც ბუნებრივ პროდუქტს ახასიათებს მაღალი ბიოშეღწევადობა, ადვილად ათვისებადობა და მინიმალური გვერდითი მოვლენები.
მონაკოლინ K ბუნებრივი წაროშობის ფიტოსტატინია, რომელიც მიიღება წითელი საფუარიანი ბრინჯისგან. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აბსორბირდება არააქტიური ლაქტონის სახით, ხოლო შემდეგ განიცდის ჰიდროლიზს β-ჰიდროქსი მჟავას თერაპიულ აქტიურ ფორმამდე.
სხვა სტატინების მსგავსად, იგი წარმოადგენს ფერმენტ HMG CoA-რედუქტაზას (კატალიზატორი) სელექტიურ ინჰიბიტორს: თრგუნავს ქოლესტეროლის ბიოსინთეზის პირველ საფეხურს, კერძოდ 3-ჰიდროქსი-3-მეთილ გლუტარილ კოენზიმ A-ს გარდაქმნას მევალონატად. ეს უკანასკნელი კი წარმოადგენს სტეროლების, მათ შორის, ქოლესტეროლის წინამორბედს.
ქოლესტეროლის ენდოგენური სინთეზის ინჰიბირების გზით მონაკოლინი K განაპირობებს საერთო ქოლესტეროლის, დაბალი (LDL-C) და ძალიან დაბალი სიმკვრივის (VLDL-C) ლიპოპროტეინებთან შეკავშირებული ქოლესტეოლის კონცენტრაციის შემცირებას.
აგრეთვე ამცირებს პლაზმაში ტრიგლიცერიდების ((TG) კონცენტრაციას და ზომიერად ზრდის მაღალი სიმკვრივის (HDL-C) ლიპოპროტეინებთან შეკავშირებულ ქოლესტეროლის კონცენტრაციას. აგრეთვე, ღვიძლის უჯრედების ზედაპირზე LDL-რეცეპტორების რაოდენობის გაზრდის ხარჯზე, იწვევს LDL-ის შებოჭვისა და კატაბოლიზმის გაძლიერებას.
ველურიმოცვი შეცავს ფლავონიდებს, რომელიც:
– გამოირჩევა ძლიერი ანტიოქსიდანტური და ანტითრომბოლიზური ეფექტით;
– სიმტკიცეს ანიჭებს სისხლძარღვების კედლებს ;
– ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ანტიფიბროპროლიფერაციული, ვაზოდილატაციური მოქმედება .
ბერბერინი – მცენარული წარმოშობის ალკალოიდია. მას გააჩნია ლიპიდების დონის დაქვეითების ეფექტური მექანიზმი, რომელიც განსხვავდება სტატინების მოქმედების მექანიზმისაგან, რის გამოც პრეპარატის მოქმედება კომპლექსურია და ათეროლიპით მკურნალობის შედეგები გაცილებით ეფექტურია სტატინებით მონოთერაპიასთან შედარებთ. მნიშვნელოვანია აგრეთვე ბერბერინის მრავლობითი დამცველობითი ეფექტი შაქრიანი დიაბეტი ტიპი II-ის მქონე პაციენტებში.
გარდა ამისა, ბერბერინს ახასიათებს ნაღვლმდენი და სპაზმოლიზური მოქმედება, ზრდის ნაღვლის სეკრეციას, ამცირებს ნაღვლის ბუშტის ტონუსს და შეკუმშვის სიხშირეს, ანორმალიზებს ნაღვლის ბიოქიმიურ შემადგენლობას.
ჩვენება
– პირველადი ჰიპერქოლესტერინემია დიეტოთერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში;
– დისლიპიდემია, კომბინირებული ჰიპერქოლესტერინემია და ჰიპერტრიგლიცერიდემია;
– ჰეტეროზიგოტური და ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია;
– მეტაბოლური სინდრომი;
– ათეროლიპის გამოყენება რეკომედებულია შაქრიანი დიაბეტი ტიპი II-ის დროს, დამხმარე თერაპიის სახით;
– სინთეზური სტატინების „აუტანლობა“ (მათ მიღებასთან დაკავშირებული მიალგია; მიოპათია, რაბდომიოლიზი, კუჭ-ნაწლავის მხრივ პრობლემები).
მიღებისწესი
1 კაფსულა დღეში ერთხელ ჭამის დროს, ან ჭამის შემდეგ წყლის მიყოლებით. არ შეიძლება კაფსულის დაღეჭვა და უზმოზე მიღება. არ შეიძლება რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.
მკურნალობა ტარდება სათანადო დიეტის ფონზე. თერაპიული ეფექტი აღინიშნება რამდენიმე კვირის შემდეგ. მაქსიმალური თერაპიული ეფექტი – მკურნალობიდან 4-6 კვირის განმავლობაში.
უკუჩვენება
ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება ექიმის კონსულტაციით. არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება 5 წლამდე ასაკის ბავშვებში.
მსგავსი პროდუქტები
გრიპოსტოპი 100 მლ. სიროფი N1
ინტრაგლობინი კაფს N30
კალზიდან K2 N30
მირამილ ტონზილი (30მლ. სპრეი) N1
რესპიკონ ბიო კაფს. N20
სოლებრინი – სიროფი 100მლ. N1
| რეკომენდებული სადღეღამისო დოზა | ||||
| შემადგენლობა და დოზირება | ბავშვების ასაკი 1-3 წელი (2,5მლ) | ბავშვებისასაკი 3-6 (5მლ) | ბავშვების ასაკი 6-12 (10მლ) | 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზრდილები (15მლ) |
| ისლანდიური ხავსის მშრალი ექსტრაქტი | 35მგ | 70მგ | 140მგ | 210მგ |
| ბალბას ალთე მშრალი ექსტრაქტი | 25მგ | 50მგ | 100მგ | 150მგ |
| მრავალძარღვას მშრალი ექსტრაქტი | 15მგ | 30მგ | 60მგ | 90მგ |
| ცვარიანას მშრალი ექსტრაქტი | 15მგ | 30მგ | 60მგ | 90მგ |
| კატისბრჭყალას მშრალი ექსტრაქტი | 5მგ | 10მგ | 20მგ | 30მგ |
| პროპოლისის თხევადი ექსტრაქტი | 4მგ | 8მგ | 16მგ | 24მგ |
სოლემაქს მემორი N30 კაფს.
| შემადგენლობა | რეკომენდირებული დღიური დოზა (1კაფსულა) |
| მაგნიუმის ოქსიდი | 150მგ (90მგ მაგნიუმი) – 24% of NRV* |
| L-არგინინის ჰიდროქლორიდი | 100 მგ |
| ფენილალანინი | 100 მგ |
| გინკო ბილობას სტანდარტიზირებული ექსტრაქტი (24% გინკოს ფლავონური გლიკოზიდები/6% ტერპენ ლაქტონები) | 60 მგ |
| ფოსფატიდილსერინი | 30 მგ |
ფლექსუსი N30 კაფს
- ჰიდროლიზირებული კოლაგენი ტიპი II 600მგ
- ჰიალურნის მჟავა 100 მგ
- ქონდრიოტინის სულფატი 200 მგ
- პროტეოგლიკანები 38 მგ
- ხრტილის მატრიქსის გლიკოპროტეინები
- ოსტეოართრიტი;
- პირველადი და მეორადი ოსტეოართროზი;
- ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული ცვლილებები:
- ასაკობრივი ცვლილებები სახსრებში (მკურნალობა/პროფილაქტიკა)
- ტრავმები, მიკროტრავმები, მოტეხილობები
- ფლექსუსი ადვილად აბსორბირდება ხრტილში;
- ხრტილოვან ქსოვილიში აღადგენს დარღვეულ მეტაბოლურ პროცესებს;
- ფლექსუსი უზრუნველყოფს ხრტილის სტრუქტურის რეგენერაციას, ჰიდრატაციასა და ელასტიურობას;
- ასტიმულირებს ჰიალურონის მჟავის წარმოქმნას;
- აღადგენს სინოვიალური სითხის მოცულობასა და სიბლანტეს;
- ამცირებს სახსროვანი ზედაპირის ცვეთას;
- გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება;
- ფლექსუსი ამცირებს ტკივილს სახსარში;
