ზიტროქსი 200 სუსპ N1
მწარმოებელი ქვეყანა: ინდოეთი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
შემადგენლობადაგამოშვებისფორმა
200 მგ/5მლ 15 მლ ზიტროქსი სუსპენზია ფორტე.
საერთაშორისოდასახელება – azithromycin.
კლინიკურ–ფარმაკოლოგიურიჯგუფი
მაკროლიდებიs ჯგუფის ანტიბიოტიკი.
ზიტროქსის მზა სუსპენზიის 5 მლ შეიცავს 200 მგ აქტიურ ნივთიერებას აზიტრომიცინს (დიჰიდრატის სახით)
ფარმაკოლოგიურითვისებები
აზითრომიცინი მაკროლიდების ჯგუფის ნახევრადსინთეზური ანტიბიოტიკია. იგი წარმოადგენს ერითრომიცინის წარმოებულს, რომლისგანაც განსხვავდება ლაქტონურ რგოლთან აზოტის ატომის მეშვეობით შეერთებული მეთილენის ჯგუფით. ამ განსხვავების გამო აზითრომიცინი მიეკუთვნება მაკროლიდების ცალკე ქვეჯგუფს—აზალიდებს. აზითრომიცინი აინჰიბირებს ცილის სინთეზს მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმების 50S რიბოსომებზე. აზითრომიცინი წარმოადგენს ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს. მისი მიღებიდან 2-3 სთ-ის შემდეგ სისხლში მიიღწევა მაქსიმალური კონცეტრაცია. საკვების მიღება ამცირებს პრეპარატის შეწოვას, ამიტომ იგი მიიღება კვებამდე 1 სთ-ით ადრე. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად აღინიშნა, რომ აზითრომიცინის ქსოვილოვანი კონცენტრაცია ბევრად აღემატება (50-ჯერ) მის პლაზმურ კონცეტრაციას. პრეპარატის მიღების შემდეგ ფილტვებში, ნუშურა ჯირკვლებში, ბრონქებში და სხვა ორგანოებში არსებული აზითრომიცინის კონცეტრაცია ბევრად აღემატება ანტიბიოტიკის მინიმალურ მიკრობიოლოგიურ კონცენტრაციას. ბიოაქტივობა შეადგენს 37%-ს. აზითრომიცინი ძირითადად სანაღვლე გზებით, უცვლელი სახით გამოიყოფა, ხოლო 6% – შარდით. ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგანს 2-4 დღეს. in vitro გამოკვლევებში აზითრომიცინმა აჩვენა მაღალი აქტივობა შემდეგი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ:
Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes (A ჯგუფის) და სტრეპტოკოკთა სხვა სახეობები, Staphylococcus aureus, Corynebacterium diphtheriae, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Branhamella catarralis, Bacteroides parapertussis, Shigella-ს სხვადასხვა სახეობები, Pasteurella, Vibrio, Peptococcus, და Peptostreptococcus, Fuzobacterium necrosporium, Propionbacterium acnes, Yersinia, Clostridium perfingens, Borrelia burgdorfei, Haemophilus ducreyi, Neisseria gonorrhoeae, Chlamidia trachomatis, Chlamydia pneumoniae.
აზითრომიცინი ასევე ეფექტურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ:
Legionella pneumophilia, Mykoplazma pneumoniae, Mycoplazma hominis, Mycobacterium avium, Campylobacter-ის სხვადასხვა სახეობები, Ureaplasma urealyticum, Toxoplasma gondi, Treponema pallidum.
ჩვენებები
ზიტროქსის ეფექტურია შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
– ბაქტერიული ფარინგიტი, ტონზილიტი;
– ბაქტერიული სინუსიტი;
– ბაქტერიული შუა ოტიტი;
-მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი გამწვავების ფაზაში;
– ინტერსტიციალური და ალვეოლური პნევმონია;
– შარდ-სასქესო გზების ინფექციები: ურეთრიტი, ცერვიციტი;
– კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები.
მიღებისწესებიდადოზები
მიიღება შიგნით, დღეში 1-ჯერ, სულ მცირედ, კვებამდე 1 საათით ადრე ან კვებიდან 2 საათის შემდეგ.
ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, კანისა და რბილი ქსოვილის (გამონაკლისია ქრონიკული გარდამავალი ერითემა) ინფექციები: ჯამური დოზა 30 მგ/კგ, სხეულის წონის 10 მგ/კგ დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში.
ბავშვებისათვის დოზირება ხდება წონიდან გამომდინარე:
| სხეულისწონა | ზიტროქსი 200/ 5ml |
| 8 კგ | 2,0 მლ (80 მგ) |
| 10-14 კგ | 2,5 მლ (100 მგ) |
| 15-24 კგ | 5 მლ (200 მგ) |
| 25-34 კგ | 7,5 მლ (300 მგ) |
| 35-44 კგ | 10 მლ (400 მგ) |
- ქრონიკული გარდამავალი ერითემა: პრეპარატის ჯამური დოზა შეადგენს 60 მგ/კგ დღეში ერთხელ 20 მგ/კგ – პირველ დღეს და 10 მგ/კგ – მომდევნო დღეებში 2-დან 5-დღემდე.
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები: გაურთულებელი ურეთრიტი/ცერვიციტი – 1 გ ერთჯერადად.
გართულებული, ხანგრძლივად მიმდინარე ურეთრიტი, ცერვიციტი, გამოწვეული Chlamydia trachomatis – სამჯერ 1 გ 7 დღიანი ინტერვალით (1-7-14). კურსის დოზა 3 გ.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ;
ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები.
ჭარბიდოზირება
სიმპტომები: გულისრევა, სმენის დროებითი დაკარგვა, ღებინება, დიარეა.
მკურნალობა: სიმპტომატური; კუჭის ამორეცხვა.
შენახვის პირობებიდავადები
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 15-25°C ტემპერატურაზე.
შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
პრეპარატი ვარგისია გახსნიდან 5 დღის განმავლობაში.
აფთიაქშიგაცემისწესი
გაიცემა რეცეპტით
მსგავსი პროდუქტები
ბიკომპლექსი 6მლ N10
- ფარმაცევტული პროდუქტის დასახელება
- ხარისხობრივი და რაოდენობრივი და შემადგენლობა
- ფარმაცევტული ფორმა
- კლინიკური ჯგუფი
- ფარმაკოლოგიური თვისებები
- ფარმაცევტული დეტალები
- მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
- მარკეტიგული ავტორიზაციის ნომერ(ებ)ი
გლიკლამეტი ტაბ N30
- გლიკლამეტი ამცირებს საკვების მიღებასა და ინსულინის სეკრეციას შორის დროის შუალედს; • გლიკლამეტი აძლიერებს პერიფერიული ქსოვილების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ და ასტიმულირებს უჯრედშიდა ფერმენტების (მათ შორის, გლიკოგენ-სინთეტაზას) აქტივობას. გლიკლამეტი აღადგენს ინსულინის სეკრეციის ადრეულ პიკს, ანუ უპირატესად მოქმედებს ინსულინის სეკრეციის ადრეულ ფაზაზე და არ იწვევს ჰიპერინსულინემიას. (სულფონილშარდოვანას წარმოებული სხვა პრეპარატებისგან განსხვავებით); • გლიკლამეტი ამცირებს თრომბოციტების ადჰეზიასა და აგრეგაციას, აძლიერებს სისხლძარღვთა ფიბრინოლიზურ აქტივობას, არეგულირებს სისხლძარღვების კედლების გამტარობას და აფერხებს მიკროთრომბოზისა და ათეროსკლეროზის განვითარებას; • გლიკლამეტი ანელებს დიაბეტური რეტინოპათიის განვითარებას არაპროლიფერაციულ სტადიაზე; • გლიკლამეტის ხანგრძლივი მიღებისას დიაბეტური ნეფროპათიის დროს მცირდება პროტეინურია. მეტფორმინი– ბიგუანიდების ჯგუფის წარმომადგენელია. მეტფორმინის მოქმედების მექანიზმი განსხვავდება სხვა ჰიპოგლიკემიური პრეპარატების მოქმედების მექანიზმისგან. მეტფორმინი არ ზრდის ინსულინის სინთეზს, როგორც შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დროს, ისე ჯანმრთელ პირებში; ამიტომაც არ იწვევს ჰიპოგლიკემიას და ჰიპერინსულინემიას. პლაზმაში ბაზალური და პოსტპრანდიალური გლუკოზის დონის შემცირებით აუმჯობესებს გლუკოზისადმი ტოლერანტობას.
- ღვიძლში გლუკონეოგენეზის დათრგუნვით, ამცირებს გლუკოზის დონეს;
- გლუკოზის პერიფერიული უტილიზაციის გაზრდით, ზრდის ინსულინისადმი მგრძნობელობას; • აქვეითებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ნახშირწყლების შეწოვის პროცესს;
- დადებითად მოქმედებს ლიპიდურ ცვლაზე, აქვეითებს საერთო ქოლესტერინს, ტრიგლიცერიდებს და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს;
- დადებითად მოქმედებს ფიბრინოლიზური სისტემის აქტივობაზე ჭარბი წონის მქონე პაციენტებში. მეტფორმინი, როგორც პირველი რიგის არჩევის პრეპარატით მკურნალობისას, დამტკიცდა დიაბეტით განპირობებული გართულებების სიხშირის დაქვეითება. პრეპარატი არ იწვევს წონის მატებას.
- ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი (ტიპი I);
- დიაბეტური პრეკომა და კომა;
- კეტოაციდოზი;
- მომატებული მგრძნობელობა გლიკლამეტის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ესპა 10მგ N28 ტაბ
ზიტროქსი 500 N1X3 ტაბ
კოქსიბეტი 90მგ ტაბ N10
პიგასპინ კაფს 75მგ N30
- მწვავე კორონალური სინდრომი ST სეგმენტის ელევაციის გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდიუმის ინფარქტი პათოლოგიური Q-კბილის გარეშე)
- მწვავე კორონალური სინდრომი ST სეგმენტის ელევაციით (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი)
- ათეროსკლეროზული დარღვევების პროფილაქტიკა
- იშემიური ინსულტი
- პერიფერიული არტერიების დიაგნოსტირებული დაავადებები
რაპიტუსი 30მგ/5მლ სიროფი 120მლN1
- მშრალი, არაპროდუქტიული ხველა
- ფარინგიტი , ლარინგიტი, ტრაქეიტი, ტრაქეო–ბრონქიტი
- ბრონქული ასთმა
- ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი
- ფილტვის ემფიზემა
- ხველა აგფ– ინჰიბიტორების მიღების ფონზე
ცინოველი ვაგ.კაფს N6
რა არის და რისთვის გამოიყენება?
-
შემადგენლობა: ეს არის ანტიბიოტიკი, რომელიც შეიცავს კლინდამიცინს (100 მგ).
-
ფორმა: ვაგინალური პესარია (იგივე სანთელი/სუპოზიტორია).
-
დანიშნულება: გამოიყენება საშოს ბაქტერიული ინფექციის, კონკრეტულად ბაქტერიული ვაგინოზის სამკურნალოდ.
📋 გამოყენების წესი და დოზირება
-
დოზა: 1 სანთელი დღეში.
-
ხანგრძლივობა: ზედიზედ 3 ღამე.
-
როგორ მივიღოთ: სანთელი უნდა შეიყვანოთ საშოში ღრმად, უმჯობესია ღამით, ძილის წინ, ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში.
-
შენიშვნა: ხელები დაიბანეთ პროცედურის წინ და შემდეგ.
⚠️ მნიშვნელოვანი გაფრთხილებები (აუცილებლად გასათვალისწინებელი)
-
სქესობრივი კავშირი: მკურნალობის პერიოდში სექსი არ არის რეკომენდებული.
-
კონტრაცეპტივები: წამალი ასუსტებს და აზიანებს პრეზერვატივსა და დიაფრაგმას. მათი გამოყენება არ არის საიმედო მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 72 საათის (3 დღის) განმავლობაში.
-
ჰიგიენა: მკურნალობისას არ გამოიყენოთ ტამპონები ან საშოს გამოსარეცხი საშუალებები.
-
დიარეა: თუ მკურნალობისას ან შემდეგ დაგეწყოთ ძლიერი, გახანგრძლივებული ან სისხლიანი ფაღარათი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს (ეს შეიძლება იყოს ნაწლავის ანთების ნიშანი).
⛔ უკუჩვენებები და სიფრთხილე
-
ალერგია: არ გამოიყენოთ, თუ გაქვთ ალერგია კლინდამიცინზე ან ლინკომიცინზე.
-
დაავადებები: სიფრთხილეა საჭირო, თუ გაქვთ კოლიტის (ნაწლავის ანთების) ისტორია.
-
ასაკი: არ გამოიყენება 16 წლამდე ასაკის მოზარდებში.
-
ორსულობა: პირველ ტრიმესტრში (პირველი 3 თვე) გამოყენება არ არის რეკომენდებული. დანარჩენ პერიოდში და ლაქტაციისას მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
🤢 შესაძლო გვერდითი მოვლენები
-
ხშირი: სოკოვანი ინფექცია (შაშვი), თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, დისკომფორტი საშოში.
-
ნაკლებად ხშირი: ღებინება, გამონაყარი, ტკივილი წელის არეში, შარდვის დარღვევები.
📦 შენახვის პირობები
-
ინახება 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
-
მოარიდეთ სიცხეს, რადგან სანთელი შეიძლება დადნეს.
-
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ (III ჯგუფი), თუმცა გამოყენებამდე ექიმთან კონსულტაცია სასურველია.
