ლაქტოფარი კაფს. N15
ლაქტოფარი
შემადგენლობა
საქარომიცეს ბულარდი (Saccharomyces bullardii)- 5X109 CFU */g 250 მგ
სააფთიაქო გვირილას მშრალი ექსტრ. 4:1 (Matricaria recituta) 100 მგ
*CFU– კოლონიის ფორმირების ერთეული
დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი (კაფსულის გარსი), ბოჭკო, მაგნიუმის მარილის ცხიმოვანი მჟავები (შეწებების საწინააღმდეგო ეფექტი)
მოქმედება
ლაქტოფარი არეგულირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოქმედებას, ხელს უწყობს ნაწლავის ფლორის აღდგენასა და პერისტალტიკას. ამცირებს სპაზმს და დისკომფორტის შეგრძნებას მუცლის არეში.
მიღების წესი
ლაქტოფარი მიიღება პერორალურად 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში, ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.
გამოყენების შეზღუდვა:
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ (ალერგია);
- ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება ექიმის რეკომენდაციით.
სიფრთხილის ზომები:
- ბიოლოგიურად აქტიური დანამატია;
- საკვები დანამატი არ გამოიყენება როგორც სრულფასოვანი და დაბალანსირებული კვების შემცვლელი;
- არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას;
- არ არის მედიკამენტი.
გამოშვებისფორმა
ლაქტოფარი N15 კაფსულა.
შენახვის პირობები
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბნელ ადგილას, ორიგინალურ შეფუთვაში. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი
მსგავსი პროდუქტები
გრიპოსტოპი 100 მლ. სიროფი N1
მირამილ ტონზილი (30მლ. სპრეი) N1
ნევრომედი კაფს N 15
- შემადგენლობა
- 2 კაფსულის შემადგენლობში შედის: პასიფლორას მშრალი ექსტრაქტი (Passiflora incarnata) - 80 მგ კატაბალახას ფესვების მშრალი ექსტრაქტი (Valeriana officinalis) - 120 მგ. სვიის გირჩების მშრალი ექსტრაქტი (Humulus lupulus) - 80მგ.
- ფარმაკოლოგიურითვისებები ნევრომედი ამცირებს შფოთვას, შიშსა და მომატებულ ნერვულ აგზნებადობს, ხსნის სპაზმსა და ემოციურ დაძაბულობას, არეგულირებს ძილს. ნევრომედი ამცირებს სიმპტომებს მენოპაუზის და პრემენოპაუზის დროს. სვია – უძველესი ხალხური სამკურნალო საშუალებაა. სვიის გირჩების ექსტრაქტი შეიცავს: ლუპულინს, ქოლინს, ეთერზეთებს, ფლავონოიდებს, ლეიკოციანიდინს, კუმარინებს, B1, B3, B6, PP ვიტამინებს, მიკრო და მაკროელემენტებს. სვიას ახასიათებს ნეიროტროპული მოქმედება. ყველაზე აქტიურად იგი გამოყენება, როგორც დამამშვიდებელი და საძილე საშუალება. ამცირებს სიმპტომებს მენოპაუზის და პრემენოპაუზის დროს. კატაბალახას ფესვის მშრალი ექსტრაქტი – ამცირებს დაძაბულობას და გაღიზიანებას. ახასიათებს სპაზმოლიზური მოქმედება, აუმჯობესებს კორონარულ სისხლის მიმოქცევას, ახანგრძლივებს საძილე საშუალებების მოქმედებას. პასიფლორა (ვნების ყვავილი) – ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ამცირებს შფოთვასა და დაძაბულობას. ავლენს სპაზმოლიზურ და მსუბუქ სედატიურ მოქმედებას.
- ჩვენებები • მომატებული ნერვული აგზნებადობა • სტრესის შემდგომი მდგომარეობა, თანმხლები ემოციური დაძაბულობით და ტაქიკარდიით • ნევრასთენიის მსუბუქი ფორმები (გაღიზიანებადობა, შფოთვა, შიში, დაღლილობა) • კლიმაქტერული სინდრომი • ნეირო-ცირკულატორული დისტონია • ძილის დარღვევა და უძილობა • ანგიო- და ვეგეტონევროზი (ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია) • “მენეჯერის სინდრომი” (მუდმივი ფსიქიური დაძაბულობის მდგომარეობა);
- მიღებისწესებიდადოზები მოზრდილთათვის რეკომენდებულია 1 კაფსულა ორ-სამჯერ დღეში, მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად. უძილობის დროს: 2-3 კაფსულა ძილის წინ, ნახევარი საათით ადრე. ნევრომედით მკურნალობის ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული.
ნოვაკარდი Q10 – N30 კაფს.
ოლეფარ დუო -ყელის აეროზ. 20მლ. N1
- ანთების ლოკალიზებას და ხელს უშლის მის გავრცელებას
- გააჩნია ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და სპაზმოლიზური მოქმედება
- ამცირებს შეშუპებას და უზრუნველყოფს უმტკივნეულო ყლაპვას
- ხელს უწყობს მიკროწყლულების, წყლულებისა და ჭრილობის შეხორცების პროცესს.
- გააჩნია ადგილობრივი ანტიბაქტერიული, ანტისეპტიური და ანტივირუსული მოქმედება
- ამცირებს ყელის ქავილის შეგრძნებას
- ყელისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებები: ანგინა, ფარინგიტი, ლარინგიტი, ტონზილიტი; აფთოზური წყლულები, გლოსიტი, გინგივიტი.
- ოპერაციული ჩარევებისა და ტრავმების შემდეგ (ტონზილექტომია, ყბის მოტეხილობა და ა.შ.);
- ქიმიოთერაპიით, რადიოთერაპიით, ტრაქეალური ინტუბაციით და სხვა სამედიცინო მიზეზებით გამოწვეული პირის ღრუს ლორწოვანის გაღიზიანება და ანთება.
სოლეკარდი N30 კაფს
| L-ასპარაგინი | 200მგ |
| კუნელის მშრალი ექსტრაქტი | 150მგ |
| კალიუმის ქლორიდი | 50მგ |
| მაგნიუმის ოქსიდი | 50მგ |
| ნივრის მშრალი ექსტრაქტი | 20მგ |
| ვიტამინი B6 | 1.4მგ |
- ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია
- მაღალი არტერიული წნევა
- არითმია
- კარდიომიოპათია
- ტკივილი გულმკერდში
- ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
სოლვიტალი მენოპაუზა N30
| შემადგენლობა | 2 კაფსულა შეიცავს | NRV* |
| კალციუმის კარბონატი (40% ელემენტარული კალციუმი) | 400 მგ (160 მგ) | 20 % |
| სოიოს თესლის ექსტრაქტი 50:1 (40 % იზოფლავონოიდები) | 250 მგ | - |
| წითელი სამყურას ექსტრაქტი 10:1 (8% იზოფლავონოიდი) | 200 მგ | - |
| ვიტამინი E | 10 მგ | 83 % |
| ვიტექსის ნაყოფის ექსტრაქტი 4:1 | 6,8 მგ | - |
| ვიტამინი B6 | 2 მგ | 143 % |
| ფოლიუმის მჟავა | 600 მკგ | 300 % |
| ვიტამინი D3 | 15 მკგ | 300 % |
| ვიტამინი B12 | 5 მკგ | 200 % |
ფაროენზიმი HB N 20 ტაბ
- მონო ან კომპლექსური თერაპია გამოწვეული ნაწილობრივი ან სრული ფერმენტული დეფიციტის დროს. (ქრონიკული პანკრეატიტი, ქრონიკული გასტრიტი, ენტეროკოლიტი, თირკმლების პათოლოგია)
- კუჭის გადავსების შეგრძნება, გულისრევა, რეგურგიტაცია გამოწვეული არასწორი კვებით ან ზედმეტი საკვებით.
- კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ჰიპომოტორიკია
- საჭმლის მონელების დარღვევის ისეთი სიმპტომები, რომლებიც
- გამოხატულია დისპეფსიით , შებერვით , ბოყინით , მეტეორიზმით , აბდომინური
- დისკომფორტით და სიმძიმის შეგრძნებით.
- პრეპარატი გამოყენება მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფიული და ენდოსკოპიური კვლევის წინ.
