სოლეკარდი N30 კაფს
მწარმოებელი ქვეყანა: ლატვია
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
სოლეკარდი – საკვები დანამატი. ხასიათდება კარდიოპროტექტორული და ანგიოპროტექტორული მოქმედებით.
შემადგენლობა:
| L-ასპარაგინი | 200მგ |
| კუნელის მშრალი ექსტრაქტი | 150მგ |
| კალიუმის ქლორიდი | 50მგ |
| მაგნიუმის ოქსიდი | 50მგ |
| ნივრის მშრალი ექსტრაქტი | 20მგ |
| ვიტამინი B6 | 1.4მგ |
ფარმაკოლოგიური თვისებები: კუნელი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას მიოკარდიუმში, ზრდის გულის კუმშვით ძალას, არეგულირებს გულისცემის სიხშირეს, ხსნის ზეწოლის და სიმძიმის შეგრძნებას გულმკერდის არეში, ამცირებს ქოშინს ფიზიკური დატვირთვის დროს. ნივრის ექსტრაქტი ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების და ზრდის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების რაოდენობას. იწვევს ქოლესტერინის დონის დაქვეითებას სისხლში, ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას და თრომბის წარმოქმნას. კალიუმი ხელს უწყობს ნორმალური არტერიული წნევის შენარჩუნებას. ვიტამინი B6 ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების ნორმალურ ფორმირებას. მაგნიუმი ხსნის სისხლძარღვოვან სპაზმს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და არეგულირებს არტერიულ წნევას.
ჩვენება:
- ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია
- მაღალი არტერიული წნევა
- არითმია
- კარდიომიოპათია
- ტკივილი გულმკერდში
- ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
დოზირება: 1-2 კაფსულა დღეში ერთხელ ჭამის დროს.
ორსულობა და ლაქატაცია : ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
უკუჩვენება: შემადგენელი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა
განსაკუთრებული მითითებები: საკვები დანამატი; არ გამოიყენოთ საკვები დანამატი ბალანსირებული და მნიშვნელოვანი კვების შემცვლელად; არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას; რეკომენდებულია 15-16 წლის ასაკიდან; შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
შენახვის პირობები: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე სიბნელეში, კარგად დახურულ ორიგინალ შეფუთვაში.
მსგავსი პროდუქტები
ათეროლიპი N30 კაფს.
ბიფოვალი®ფორტე
ჩვენება
-სხვადასხვა ეტიოლოგიის ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის დარღვევა; -ანტიბიოტიკების, ჰორმონული და ქიმიოთერაპიული პრეპარატების გამოყენებასთან დაკავშირებული დისბაქტერიოზი; -მწვავე ვირუსული და ბაქტერიული ნაწლავური ინფექციების კომპლექსური თერაპია; -დისპეპსიური სიმპტომები (დიარეა, გულისრევა, ღებინება, ბოყინი, მეტეორიზმი, ყაბზობა); -კვებითი ინტოქსიკაცია; -კლიმატის შეცვლასთან დაკავშირებული საჭმლის მომნელებელი ორგანოების ნორმალური მუშაობის დარღვევა (მაგალითად, ,,მოგზაურის დიარეა”); კვების რაციონის შეცვლა; -იმუნიტეტის და ორგანიზმის რეზისტენტობის შესუსტება დაავადებების მიმართ; -ატოპიური დერმატიტი და სხვა ალერგიული გამოვლინებები; -კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების კომპლექსური თერაპია (გასტროენტერიტები, კოლიტები, ენტეროკოლიტები, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ქრონიკული ჰეპატიტი, ქოლეცისტიტი, დუოდენიტი, გასტრიტი და სხვა).გამოყენების წესი და დოზები
ბიფოვალი® ფორტეს მიღება რეკომენდებულია კვებამდე ნახევარი საათით ადრე: -12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში მიიღება 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში. -5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში მიიღება 1 კაფსულა დღეში. -5 წლამდე ასაკის ბავშვებში – ხდება 1/2 კაფსულის შემცველობის გახსნა წვენის ან დატკბილული სითხის მცირე რაოდენობაში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დისბაქტერიოზის განვითარების მიზეზზე და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე. თუ პაციენტი იღებს ანტიბიოტიკებს, პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია ანტიბიოტიკების გამოყენებამდე 1 საათით ადრე ან გამოყენებიდან 1 საათის შემდეგ. გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ითვლება, რომ პრეპარატი ბიფოვალი® ფორტეს გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არის უსაფრთხო, მაგრამ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. გვერდითი მოქმედება პრეპარატი კარგად გადაიტანება, პრეპარატის რეკომენდებული დოზების გამოყენებისას გვერდითი მოქმედება არ ვლინდება.უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების ან რძის პროდუქტების მიმართ. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არასასურველი ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ გამოვლენილა. განსაკუთრებული მითითებები პრეპარატი არ გამოიყენება ცხელ სასმელთან, ალკოჰოლურ სასმელთან ან კონსერვირებულ საკვებ პროდუქტებთან ერთად, რადგან შესაძლებელია სასურველი ეფექტის შესუსტება. პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ: -სხეულის ტემპერატურა არის 38°C მეტი; -განავალში აღინიშნება სისხლისა და ლორწოს კვალი; -დიარეა გრძელდება ორ დღეზე მეტი პერიოდი და თან ახლავს მწვავე ტკივილი მუცლის არეში, გაუწყლოვნება და წონაში კლება. არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. არ არის რეკომენდებული საკვების ბიოლოგიურად აქტიური დანამატით საკვების ჩანაცვლება.ვარგისიანობის ვადა და შენახვა
ინახება შუქისაგან, ნესტისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. პრეპარატის გამოყენება არ უნდა მოხდეს ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. გამოშვების ფორმა შეფუთვაში 15 კაფსულა. აფთიაქიდან გაცემის წესი გაიცემა ურეცეპტოდ!გრიპოსტოპი 100 მლ. სიროფი N1
ვიტექსოლ დუო კაფს. N30
ლაქტოფარი კაფს. N15
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ (ალერგია);
- ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება ექიმის რეკომენდაციით.
- ბიოლოგიურად აქტიური დანამატია;
- საკვები დანამატი არ გამოიყენება როგორც სრულფასოვანი და დაბალანსირებული კვების შემცვლელი;
- არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას;
- არ არის მედიკამენტი.
ოლეფარ დუო -ყელის აეროზ. 20მლ. N1
- ანთების ლოკალიზებას და ხელს უშლის მის გავრცელებას
- გააჩნია ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და სპაზმოლიზური მოქმედება
- ამცირებს შეშუპებას და უზრუნველყოფს უმტკივნეულო ყლაპვას
- ხელს უწყობს მიკროწყლულების, წყლულებისა და ჭრილობის შეხორცების პროცესს.
- გააჩნია ადგილობრივი ანტიბაქტერიული, ანტისეპტიური და ანტივირუსული მოქმედება
- ამცირებს ყელის ქავილის შეგრძნებას
- ყელისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებები: ანგინა, ფარინგიტი, ლარინგიტი, ტონზილიტი; აფთოზური წყლულები, გლოსიტი, გინგივიტი.
- ოპერაციული ჩარევებისა და ტრავმების შემდეგ (ტონზილექტომია, ყბის მოტეხილობა და ა.შ.);
- ქიმიოთერაპიით, რადიოთერაპიით, ტრაქეალური ინტუბაციით და სხვა სამედიცინო მიზეზებით გამოწვეული პირის ღრუს ლორწოვანის გაღიზიანება და ანთება.
სერაფიქსი 20 მგ ტაბ. N30
- ყველა სახის ტრავმა და ქსოვილის დაზიანება
- გამოიყენება როგორც დამხმარე თერაპია ანტიბიოტიკებთან და ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად
- ანთებით გამოწვეული შეშუპება
- ოპერაციის შემდგომი პერიოდი
სოლემაქს მემორი N30 კაფს.
| შემადგენლობა | რეკომენდირებული დღიური დოზა (1კაფსულა) |
| მაგნიუმის ოქსიდი | 150მგ (90მგ მაგნიუმი) – 24% of NRV* |
| L-არგინინის ჰიდროქლორიდი | 100 მგ |
| ფენილალანინი | 100 მგ |
| გინკო ბილობას სტანდარტიზირებული ექსტრაქტი (24% გინკოს ფლავონური გლიკოზიდები/6% ტერპენ ლაქტონები) | 60 მგ |
| ფოსფატიდილსერინი | 30 მგ |
