ფაროენზიმი HB N 20 ტაბ
მონო ან კომპლექსური თერაპია ნაწილობრივი ან სრული ფერმენტული დეფიციტის დროს.
ორი ტაბლეტის შემადგენლობაში შედის
აქტიური ინგრედიენტები
დიასტაზა A.oryzae 200 მგ
გააქტივებული ნახშირი 150 მგ
პაპაინი 120 მგ
ფაროენზიმ ეიჩ ბის ზუსტად ბალანსირებული კომბინაცია უზრუნველყოფს ზოგიერთი ფერმენტების ნაწილობრივი ან სრული დეფიციტის დროს საკვების ნორმალურ გადამუშავებას.
ფერმენტი დიასტაზა მიიღება Aspergillius oryzae (A.oryzae ) შტამის კულტივირებით . იგი შეიცავს ამილაზების ორ ტიპს , კერძოდ ალფა ამილაზას და ბეტა ამილაზას.
ამ ამილაზებს გააჩნიათ სახამებლის გადამამუშავებელი ძლიერი მოქმედება.
აგრეთვე გამოირჩევა გარკვეული პროტეაზული და ლიპაზური აქტივობით
ალფა ამილაზა ავლენს მაღალ ეფექტურობას როგორ კუჭის წვენის მჟავა, ასევე ნაწლავების ტუტე გარემოში ph 3.5 – 8.5 გარემოში და ასტიმულირებს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების დაშლას.
პაპაინი –პროტეოლიზური ფერმენტი Carica Papaya, წარმოადგენს
დაუმწიფებელი ხილის წვენიდან დამზადებული ენზიმების ნარევს. იგი ძირითადად პროტეოლიზურ ფერმენტებს: პაპაინს და ქიმოპაპაინს, რომლებიც ახდენენ პოლიპეპტიდების, ამიდების და ეთერების ჰიდროლიზს. მისი მოქმედება წააგავს ბუნებრივი ფერმენტული პეფსინის მოქმედებას.
პაპაინის უპირატესობა პეფსინთან შედარებით იმაში მდგომარეობს, რომ იგი აქტიურია როგორც მჟავა ისე ტუტე გარემოში.
გააქტივებული ნახშირი
ძლიერი ადსორბენტი და დეტოქსიკანტი ნივთიერებაა . მისი ფორებიანი ზედპირი
შთანთქავს აირს და არა საკმარისად ხსნად ნივთიერებებს .
იგი ამცირებს ნაწლავში აირების მოცულობას და ამით იწვევს მეტეორიზმის და
აბდომინური შებერვის სიმპტოემბის შემცირებას .
იგი ნაჩვენებია მეტეორიზმის,
დიარეის და გასტრო–ინტესტინური დისტრესის მოსახსნელად, რომლებიც დაკავშირებულია საჭმლის მონელების დარღვევასთან და რომელსაც თან ახალავს სპაზმები და სუნი
ჩვენება:
- მონო ან კომპლექსური თერაპია გამოწვეული ნაწილობრივი ან სრული ფერმენტული დეფიციტის დროს. (ქრონიკული პანკრეატიტი, ქრონიკული გასტრიტი, ენტეროკოლიტი, თირკმლების პათოლოგია)
- კუჭის გადავსების შეგრძნება, გულისრევა, რეგურგიტაცია გამოწვეული არასწორი კვებით ან ზედმეტი საკვებით.
- კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ჰიპომოტორიკია
- საჭმლის მონელების დარღვევის ისეთი სიმპტომები, რომლებიც
- გამოხატულია დისპეფსიით , შებერვით , ბოყინით , მეტეორიზმით , აბდომინური
- დისკომფორტით და სიმძიმის შეგრძნებით.
- პრეპარატი გამოყენება მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფიული და ენდოსკოპიური კვლევის წინ.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
დოზირება
მოზრდილებში 1- 2 ტაბლეტი დღეში ან ექიმის რეკომენდაციით.
მსგავსი პროდუქტები
ბიფოვალი®ფორტე
ჩვენება
-სხვადასხვა ეტიოლოგიის ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის დარღვევა; -ანტიბიოტიკების, ჰორმონული და ქიმიოთერაპიული პრეპარატების გამოყენებასთან დაკავშირებული დისბაქტერიოზი; -მწვავე ვირუსული და ბაქტერიული ნაწლავური ინფექციების კომპლექსური თერაპია; -დისპეპსიური სიმპტომები (დიარეა, გულისრევა, ღებინება, ბოყინი, მეტეორიზმი, ყაბზობა); -კვებითი ინტოქსიკაცია; -კლიმატის შეცვლასთან დაკავშირებული საჭმლის მომნელებელი ორგანოების ნორმალური მუშაობის დარღვევა (მაგალითად, ,,მოგზაურის დიარეა”); კვების რაციონის შეცვლა; -იმუნიტეტის და ორგანიზმის რეზისტენტობის შესუსტება დაავადებების მიმართ; -ატოპიური დერმატიტი და სხვა ალერგიული გამოვლინებები; -კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების კომპლექსური თერაპია (გასტროენტერიტები, კოლიტები, ენტეროკოლიტები, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ქრონიკული ჰეპატიტი, ქოლეცისტიტი, დუოდენიტი, გასტრიტი და სხვა).გამოყენების წესი და დოზები
ბიფოვალი® ფორტეს მიღება რეკომენდებულია კვებამდე ნახევარი საათით ადრე: -12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში მიიღება 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში. -5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში მიიღება 1 კაფსულა დღეში. -5 წლამდე ასაკის ბავშვებში – ხდება 1/2 კაფსულის შემცველობის გახსნა წვენის ან დატკბილული სითხის მცირე რაოდენობაში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დისბაქტერიოზის განვითარების მიზეზზე და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე. თუ პაციენტი იღებს ანტიბიოტიკებს, პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია ანტიბიოტიკების გამოყენებამდე 1 საათით ადრე ან გამოყენებიდან 1 საათის შემდეგ. გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ითვლება, რომ პრეპარატი ბიფოვალი® ფორტეს გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არის უსაფრთხო, მაგრამ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. გვერდითი მოქმედება პრეპარატი კარგად გადაიტანება, პრეპარატის რეკომენდებული დოზების გამოყენებისას გვერდითი მოქმედება არ ვლინდება.უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების ან რძის პროდუქტების მიმართ. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არასასურველი ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ გამოვლენილა. განსაკუთრებული მითითებები პრეპარატი არ გამოიყენება ცხელ სასმელთან, ალკოჰოლურ სასმელთან ან კონსერვირებულ საკვებ პროდუქტებთან ერთად, რადგან შესაძლებელია სასურველი ეფექტის შესუსტება. პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ: -სხეულის ტემპერატურა არის 38°C მეტი; -განავალში აღინიშნება სისხლისა და ლორწოს კვალი; -დიარეა გრძელდება ორ დღეზე მეტი პერიოდი და თან ახლავს მწვავე ტკივილი მუცლის არეში, გაუწყლოვნება და წონაში კლება. არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. არ არის რეკომენდებული საკვების ბიოლოგიურად აქტიური დანამატით საკვების ჩანაცვლება.ვარგისიანობის ვადა და შენახვა
ინახება შუქისაგან, ნესტისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. პრეპარატის გამოყენება არ უნდა მოხდეს ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. გამოშვების ფორმა შეფუთვაში 15 კაფსულა. აფთიაქიდან გაცემის წესი გაიცემა ურეცეპტოდ!დექორალი Ca – N30 კაფს.
- ორგანული მონერალების სრული სპექტრი უზრუნველყოფს ჯანმრთელ ძვლოვან სტრუქტურას;
- აღადგენს ორგანიზმის ელექტროლიტურ ბალანს;
- არეგულირებს სისხლის მჟავა-ტუტოვან წონასწორობას.
- სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- ოსტეოართრიტი და ოსტეოქონდროზი;
- მოტეხილობის კომპლექსური მკურნალობა;
- კალციუმისა და ვიტამინ D 3-ის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა, რაქიტი;
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები: ჰიპერტონია, ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება სტენოკარდია, არითმია;
- ინტენსიური ზრდის პერიოდი;
- კანის დაავადებები: ეგზემა, ფსორიაზი, სებორეული დერმატიტი, ფურუნკულოზი;
- მენოპაუზა და კლიმაქტერული პერიოდი;
- ორსულობის ადრეული პერიოდის ტოქსიკოზი და ლაქტაცია;
- ქრონიკული დაღლილობის სინდრომი;
- თმის ცვენა, მტვრევადი ფრჩხილები და მრავლობითი კარიესი.
- წარმოადგენს ორგანიზმის შემაერთებელი ქსოვილის საშენ მასალას;
- უზრუნველყოფს ჯანმრთელ ძვლივან სტრუქტურას;
- მონაწილეობს კუნთების შეკუმშვისა და რელაქსაციის პროცესში (მათ შორის, გულის კუნთშიც);
- მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნერვული იმპულსის გადაცემაში: დეპრესია, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი შფოთვა ყურადღების დარღვევა/ან ჰიპერაქტივობა;
- უზრუნველყოფს სისხლის ნორმალური pH-ის შენარჩუნებას, (მთელი რიგი პათოლოგიები გამოწვეულია ორგანიზმის სისხლსა და ლიმფაში მომატებული მჟავა გარემოთი, რაც ხელს უწყობს ვირუსებისა და ბაქტერიების გამრავლებას);
- არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს;
- აძლიერებს ზოგად იმუნიტეტს.
ინტრაგლობინი კაფს N30
რესპიკონ ბიო კაფს. N20
სოლებრინი – სიროფი 100მლ. N1
| რეკომენდებული სადღეღამისო დოზა | ||||
| შემადგენლობა და დოზირება | ბავშვების ასაკი 1-3 წელი (2,5მლ) | ბავშვებისასაკი 3-6 (5მლ) | ბავშვების ასაკი 6-12 (10მლ) | 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზრდილები (15მლ) |
| ისლანდიური ხავსის მშრალი ექსტრაქტი | 35მგ | 70მგ | 140მგ | 210მგ |
| ბალბას ალთე მშრალი ექსტრაქტი | 25მგ | 50მგ | 100მგ | 150მგ |
| მრავალძარღვას მშრალი ექსტრაქტი | 15მგ | 30მგ | 60მგ | 90მგ |
| ცვარიანას მშრალი ექსტრაქტი | 15მგ | 30მგ | 60მგ | 90მგ |
| კატისბრჭყალას მშრალი ექსტრაქტი | 5მგ | 10მგ | 20მგ | 30მგ |
| პროპოლისის თხევადი ექსტრაქტი | 4მგ | 8მგ | 16მგ | 24მგ |
სოლემაქს მემორი N30 კაფს.
| შემადგენლობა | რეკომენდირებული დღიური დოზა (1კაფსულა) |
| მაგნიუმის ოქსიდი | 150მგ (90მგ მაგნიუმი) – 24% of NRV* |
| L-არგინინის ჰიდროქლორიდი | 100 მგ |
| ფენილალანინი | 100 მგ |
| გინკო ბილობას სტანდარტიზირებული ექსტრაქტი (24% გინკოს ფლავონური გლიკოზიდები/6% ტერპენ ლაქტონები) | 60 მგ |
| ფოსფატიდილსერინი | 30 მგ |
სტრესნოლი კაფს. N15
ფლექსუსი N30 კაფს
- ჰიდროლიზირებული კოლაგენი ტიპი II 600მგ
- ჰიალურნის მჟავა 100 მგ
- ქონდრიოტინის სულფატი 200 მგ
- პროტეოგლიკანები 38 მგ
- ხრტილის მატრიქსის გლიკოპროტეინები
- ოსტეოართრიტი;
- პირველადი და მეორადი ოსტეოართროზი;
- ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული ცვლილებები:
- ასაკობრივი ცვლილებები სახსრებში (მკურნალობა/პროფილაქტიკა)
- ტრავმები, მიკროტრავმები, მოტეხილობები
- ფლექსუსი ადვილად აბსორბირდება ხრტილში;
- ხრტილოვან ქსოვილიში აღადგენს დარღვეულ მეტაბოლურ პროცესებს;
- ფლექსუსი უზრუნველყოფს ხრტილის სტრუქტურის რეგენერაციას, ჰიდრატაციასა და ელასტიურობას;
- ასტიმულირებს ჰიალურონის მჟავის წარმოქმნას;
- აღადგენს სინოვიალური სითხის მოცულობასა და სიბლანტეს;
- ამცირებს სახსროვანი ზედაპირის ცვეთას;
- გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება;
- ფლექსუსი ამცირებს ტკივილს სახსარში;
