ოლეფარ დუო -ყელის აეროზ. 20მლ. N1

ახალი თაობის  5  მცენარეული ზეთისგან  

შემდგარი ყელის  აეროზოლი

ქაცვის ზეთი – Ol.  Hippophaes –  30 მგ

კალენდულას ზეთი   – Ol.Calendulae – 15 მგ

დარიჩინის ზეთი  –  Ol.Cinnamomi – 5 მგ

ჩაის ხის ზეთი –  Ol.Malaleucae 5 მგ

პიტნის ზეთი –  Ol. Pepermint 2.5 მგ

ოლეფარ დუო მდიდარია ბუნებრივი ანტიოქსიდანტებით – კაროტენოიდებით, რომლებიც   ეხმარება ორგანიზმს იმ მავნე ნივთიერებების ნეიტრალიზებაში, რომლებიც წარმოიქმნება ორგანიზმში დაავადებისა და სტრესის  დროს.

ოლეფარ დუო  სრულყოფილად ფარავს ანთებით და ხველით  გაღიზიანებულ ლორწოვან გარსს და უზრუნველყოფს:

  • ანთების ლოკალიზებას და  ხელს  უშლის მის გავრცელებას
  • გააჩნია ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და სპაზმოლიზური  მოქმედება
  • ამცირებს შეშუპებას და უზრუნველყოფს უმტკივნეულო ყლაპვას
  • ხელს უწყობს მიკროწყლულების,  წყლულებისა და ჭრილობის შეხორცების პროცესს.
  • გააჩნია ადგილობრივი ანტიბაქტერიული, ანტისეპტიური და ანტივირუსული მოქმედება
  • ამცირებს ყელის ქავილის შეგრძნებას

ჩვენება:

  • ყელისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებები:  ანგინა, ფარინგიტი, ლარინგიტი, ტონზილიტი; აფთოზური წყლულები, გლოსიტი, გინგივიტი.
  • ოპერაციული ჩარევებისა და ტრავმების შემდეგ (ტონზილექტომია,  ყბის მოტეხილობა და ა.შ.);
  • ქიმიოთერაპიით, რადიოთერაპიით, ტრაქეალური ინტუბაციით და სხვა სამედიცინო მიზეზებით გამოწვეული პირის ღრუს ლორწოვანის გაღიზიანება და ანთება.

 

მიღების წესი და დოზირება:

შეანჯღრიეთ აეროზოლის კონტეინერი. მოათავსეთ სახურავის მილი  პირის ღრუში და სპრეის მექანიზმს  2-3-ჯერ დააჭირეთ – ამგვარად გამოიყოფა  პრეპარატის  1 დოზა ანუ 250მგ .

ოლეფარ დუო ინიშნება დღეში სამჯერ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 750 მგ.

გამოყენება შესაძლებელია ბავშვებში  2 წლის ასაკიდან.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში – ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

შეფუთვა
20 მლ ფლაკონი, დოზირებული აეროზოლი.