ურსობილი HT 450მგ N20 კაფს
მწაროებელი ქვეყანა: იტალია
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
გახანგრძლივებული გამოთავისუფლებით
ერთი კაფსულა შეიცავს – 450 მგ ურსოდეოქსიქოლის მჟავას.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ღვიძლისა და სანაღვლე გზების სამკურნალო საშუალება.
ურსობილი HT –ს გააჩნია ჰეპატოპროტექტორული, ჰიპოქოლესტერინემიული , ჰიპოლიპიდემიური და იმუნომოდულატორული მოქმედება. ურსობილი HT უზრუნველყოფს ნაღვლის ლითოგენური თვისებების შემცირებას. იგი ამცირებს ღვიძლიშიდა ქოლესტაზს (ნაღვლმდენი), ამცირებს ქოლესტერინული კენჭების წარმოქმნას და ქმნის უკვე არსებული კენჭების დაშლისთვის საჭირო გარემოს (ქოლელითოლიზური ეფექტი)
ჰეპატოპროტექტორული მოქმედება:
• ურსობილი HT წარმოქმნის ორმაგ მოლეკულებს, რომლებიც ერთვებიან ჰეპატოციტების, ქოლანგიოციტებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ეპითელიოციტების მემბრანების შემადგენლობაში, უნარჩუნებენ მათ სტაბილურობას და ზრდიან მათ მდგრადობას ციტოტოქსიკური მიცელებისადმი
• მაღალპოლარული თვისებების გამო, ურსობილი HT უზრუნველყოფს აპოლარული (ტოქსიკური) ნაღვლის მჟავებიდან არატოქსიკური შერეული მიცელების წარმოქმნას, რაც ბილიარული რეფლუქს-გასტრიტისა და რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს ამცირებს კუჭის რეფლუქტატის მიერ უჯრედული მემბრანების დაზიანებას.
• ურსობილი HT აფერხებს უჯრედების (ჰეპატოციტები, ქოლანგიოციტები) ნაადრევი დაბერებისა და სიკვდილის პროცესს.
• ურსობილი HT აფერხებს ფიბროზის პროგრესირებას პაციენტებში ბილიარული პირველადი ციროზით, მუკოვისციდოზითა და ალკოჰოლური სტეატოჰეპატიტით.
ღვიძლიშიდა ქოლესტაზის შემცირება:
ურსობილი HT აინჰიბირებს ნაწლავში ლიპოფილური ნაღვლის მჟავების შეწოვას; უზრუნველყოფს ბიკარბონატებით მდიდარი ნაღვლის წვენის წარმოქმნას, რაც იწვევს ნაღვლის წვენის პასაჟის ზრდას, ეფექტურად ამცირებს ღვიძლის შიდა ქოლესტაზს და ასტიმულირებს ჰეპატოციტებისათვის ტოქსიური ნაღვლის მჟავების გამოყოფას ნაწლავიდან.
ნაღვლის წვენის ლითოგენურ ინდექსის შემცირება:
ურსობილი HT ამცირებს ნაღვლის წვენში ქოლესტერინის შემცველობას, რაც მიიღწევა ნაწლავიდან ამ უკანასკნელის შეწოვის ინჰიბირებით, ღვიძლში მისი სინთეზისა და ნაღვლის წვენში გამოყოფის შემცირებით. ზრდის ნაღვლის წვენში ქოლესტერინის ხსნადობას მასთან თხევადკრისტალური ნაერთების წარმოქმნის გზით; ქოლესტერინის მოლეკულებთან თხევად კრისტალების წარმოქმნა, თავის მხრივ განაპირობებს ნაღვლის წვენის ლითოგენურობის შემცირბას შედეგად, იზრდება ქოლესტერინული ნაღვლის კონკრემენტების ხსნადობა და მცირდება ახალი კონკრემენტების წარმოქმნის შესაძლებლობა.
იმუნომოდულატორული მოქმედება:
განპირობებულია ურსობილი HT–ის მოქმედებით ჰეპატოციტების მემბრანებზე HLA-1 ანტიგენებისა და ქოლანგიოციტებზე – HLA-2 ანტიგენების ექსპრესიის დათრგუნვით, ასევე T- ლიმფოციტების (თ-ქილერების) აქტივობის ნორმალიზებით. ამცირებს ეოზინოფილების რაოდენობას, თრგუნავს იმუნოკომპეტენტური იმუნოგლობულინების (პირველ რიგში IgM) აქტივობას.
ფარმაკოდინამიკა
ურსოდეოქსისოლის მჟავა შიეწოვება წვრილი ნაწლავიდან პასიური დიფუზიის მეშვეობით (90%), Cmax1-3 სთ-ში მიიღწევა. პლაზმის ცილებს უკავშირდება 96-99%. მიღებული დოზის დაახლოებით 50-70% გამოიდევნება ნაღვლის წვენის მეშვეობით, ხოლო დარჩენილი ნაწილი მეტაბოლიზდება მსხვილ ნაწლავში ბაქტერიების მიერ.
ჩვენება
ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების დაავადებები:
• გაურთულებელი ნაღვლ-კენჭოვანი დაავადება
• ბილიარული ნალექი
• ნაღვლის სადინარების დისკინეზია
• ბილიარული დისპეფსიური სინდრომი (ქოლეცისტოპათიისა და ნაღვლის სადინარების დისკინეზიის დროს)
• ბილიარული რეფლუქს-გასტრიტი და რეფლუქს-ეზოფაგიტი
• პირველადი სკლეროზული ქოლანგიტი
• ქოლესტაზი პარენტერალური კვებისას
• ღვიძლშიდა ნაღვლის სადინარების ჰიპოპლაზია/ატრეზია
ღვიძლის დაავადებები:
• მწვავე და ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი
• ღვიძლის ტოქსიკური (მათ შორის ალკოჰოლური, წამლისმიერი) დაზიანება
• არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი
• ღვიძლის პირველადი ბილიარული ციროზი
• ღვიძლის კისტოზური ფიბროზი (მუკოვისციდოზი)
პროფილაქტიკის მიზნით:
• ქოლეცისტექტომიის შემდგომ კენჭების წარმოქმნის რეციდივის პროფილაქტიკა
• ღვიძლის დაზიანების პროფილაქტიკა ჰორმონალური კონტრაცეპტივების, ციტოსტატიკების და ფსიქორტოპული საშუალებების მიღების ფონზე
• ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნის პროფილაქტიკა სიმსუქნით დაავადებულ პაციენტებში, სხეულის წონის სწრაფი დაკლების შემთხვევაში
უკუჩვენება
ნაღვლის სადინარების ობტურაცია, ნაღვლის სადინარებისა და ნაღვლის ბუშტის მწვავე ანთებითი დაავადებები, არაფუნქციონირებადი ნაღვლის ბუშტი, რენტგენოკონტრასტული კენჭები ნაღვლის ბუშტში (კალციუმის მაღალი შემცველობით), პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა, ნაღვლის-კუჭის-ნაწლავური ფისტულა
ღვიძლის ციროზი დეკომპენსაციის ფაზაში, ნაღვლის ბუშტის ემპიემა.
დოზირება და მიღების წესი:
ურსობილი HT –ის მიღება რეკომენდებულია საღამოს ან ძილის წინ. დოზირების რეჟიმი და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და განისაზღვრება დაავადების მიხედვით.
მოზრდილებში ძირითადად მიიღება 1 კაფსულა 1–ჯერ დღეში. საჭიროების შემთხვევაში 1 კაფსულა 2–ჯერ დღეში. გრძელვადიანი თერაპია: ნაღველის ლითოგენური თვისებების შემცირებისთვის საშუალო დღიური დოზა შეადგენს 450მგ-ს.
2 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში პრეპარატის დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად – 10-20 მგ/კგ დღე-ღამეში.
რეკომენდებული დოზები და მკურნალობის კურსი
| დაავადება | სადღეღამისო დოზა | კურსის ხანგრძლივობა |
| ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დაავადება
|
450 მგ 1 ან 2–ჯერ დღეში | რამდენიმე თვიდან 1 წლამდე |
| ნაღვლ-კენჭოვანი დაავადება
|
450 მგ – 1 კაფსულა ძილის წინ | 6 თვიდან 2 წლამდე –კენჭების სრულ დაშლამდე |
| ბილიარული რეფლუქს-გასტრიტი და რეფლუქს-ეზოფაგიტი | 450 მგ – 1 კაფსულა ძილის წინ | 10-15 დღე |
| ღვიძლის ტოქსიკური, წამლისმიერი დაზიანების, ალკოჰოლური დაავადების და ნაღვლის სადინრის ატრეზია | სადღეღამისო დოზა 10-15 მგ/კგ-ზე | 6-12 თვემდე |
| პირველადი ბილიარული ციროზი
|
სადღეღამისო დოზა 10-15 მგ/კგ-ზე. (საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია – 20 მგ/კგ) | 6 თვიდან რამდენიმე წელი |
| პირველადი სკლეროზული ქოლანგიტი
|
სადღეღამისო დოზა 12-15 მგ/კგ –ზე (საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია – 20 მგ/კგ) | 6 თვიდან რამდენიმე წელი |
| არალაკოჰოლური სტეატოჰეპატიტი
|
სადღეღამისო დოზა 12-15 მგ/კგ –ზე | 6 თვიდან რამდენიმე წელი |
| მუკოვისციდოზი
|
სადღეღამისო დოზა 20-30 მგ/კგ ზე | 6 თვიდან რამდენიმე წელი
|
| ქოლეცისტექტომიის შემდეგ განმეორებითი ქოლელითიაზის პროფილაქტიკა | 450 მგ – 1 ან 2 ჯერ დღეში | საშუალოდ სამი თვის განმავლობაში |
უსაფრთხოების ზომები
ნაღვლის კონკრემენტების დაშლის მიზნით ურსობილი HT–ს მიღებისას აუცილებელია შემდეგი პირობების დაცვა:
კონკრემენტი უნდა იყოს ქოლესტერინული (რენტგენონეგატიური), მათი ზომა არ უნდა აღემატებოდეს 15-20 მმ-ს, ნაღვლის ბუშტი უნდა იყოს ფუნქციონირებადი და კონკრემენტებით ნაღვლის ბუშტის ავსებადობა ზომაში არ უნდა აჭარბებდეს ნაღვლის ბუშტის ზომის ნახევარს, ნაღვლის სადინარისა და ნაღვლის საერთო სადინარის გამტარობა შენარჩუნებული უნდა იყოს.
ურსობილი HT – ით ხანგრძლივი თერაპიის დროს (> 1 თვე), პირველი 3 თვის განმავლობაში ყოველ 4 კვირაში ერთხელ, ხოლო შემდეგ – 3 თვეში ერთხელ, საჭიროა სისხლის ბიოქიმიური ანალიზის ჩატარება და ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის დადგენა. მკურნალობის ეფექტურობა ფასდება ნაღვლის სადინარების ულტრაბგერითი გამოკვლევით ყოველ 6 თვეში ერთხელ.
კენჭების სრულად დაშლის შემდეგ, მცირე ზომის ნარჩენი კენჭების დაშლისა და რეციდივის პროფილაქტიკის მიზნით, რეკომენდებულია პრეპარატის მიღება კიდევ 3 თვის განმავლობაში.
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობის პერიოდში პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ურსობილი HT–ს გამოყენების საჭიროება დედისთვის აჭარბებს ნაყოფზე მისი გავლენის პოტენციურ რისკს.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების აუცილებლობისას უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
ქოლესტირამინი და ალუმინის შემცველი ანტაციდები ამცირებენ პრეპარატის აბსორბციას საჭმლის მომნელებელი სისტემიდან.
ჰიპოლიპიდემიურ სამკურნალო საშუალებებთან (განსაკუთრებით კლოფიბრატი), ესტროგენებთან, ნეომიცინსა და პროგესტინებთან ერთდროული მიღებისას, იზრდება ნაღვლის წვენის ქოლესტერინით გაჯერებულობა და შესაბამისად, მცირდება ურსოდეოქსიქოლის მჟავას მიერ ქოლესტერინული კონკრემენტების დაშლა.
გვერდითი მოვლენები
დიარეა (შესაძლებელია დოზაზე დამოკიდებული), ტკივილი წელის არეში.
იშვიათად: ნაღვლის კენჭების კალცინირება, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის გარდამავალი მატება, ალოპეცია, შეკრულობა, გულისრევა, ღებინება, ალერგიული რეაქციები.
მსგავსი პროდუქტები
ბიკომპლექსი 6მლ N10
- ფარმაცევტული პროდუქტის დასახელება
- ხარისხობრივი და რაოდენობრივი და შემადგენლობა
- ფარმაცევტული ფორმა
- კლინიკური ჯგუფი
- ფარმაკოლოგიური თვისებები
- ფარმაცევტული დეტალები
- მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
- მარკეტიგული ავტორიზაციის ნომერ(ებ)ი
ესელ ფორტე კაფს N30
ზიტროქსი 500 N1X3 ტაბ
ლევომაკი 500მგ შემოგ. ტაბ N5
| Cl cr [მლ/წთ] | <20 | 20 - 49 | 50 – 80 |
| Cl R [მლ/წთ] | 13 | 26 | 57 |
| t 1/2 [სთ] | 35 | 27 | 9 |
| პათოგენი | მგრძნობიარე | რეზისტენტული |
| Enterobacterales | ≤ 0.5 მგ/ლ | > 1 მგ/ლ |
| Pseudomonas spp. | ≤ 0.001 მგ/ლ | > 1 მგ/ლ |
| Acinetobacter spp. | ≤ 0.5 მგ/ლ | > 1 მგ/ლ |
| Staphylococcus aureus Coagulase-negative staphylococcii | ≤ 0.001 მგ/ლ | > 1 მგ/ლ |
| Enterococcus spp. 1 | ≤ 4 მგ/ლ | > 4 მგ/ლ |
| Streptococcus pneumoniae | ≤ 0.001 მგ/ლ | > 2 მგ/ლ |
| Streptococcus groups A,B,C and G | ≤ 0.001 მგ/ლ | > 2 მგ/ლ |
| Haemophilus influenza | ≤ 0.06 მგ/ლ | > 0/06 მგ/ლ |
| Moraxella catarrhalis3 | ≤ 0.125 მგ/ლ | > 0.125 მგ/ლ |
| Helicobacterpylori | ≤ 1 მგ/ლ | > 1 მგ/ლ |
| Aerococcussanguinicola and urinae 2 | ≤ 2 მგ/ლ | > 2 მგ/ლ |
| Aeromonas spp. | ≤ 0.5 მგ/ლ | > 1 მგ/ლ |
| PK-PD (რომელიც არ არის დაკავშირებული პათოგენების გარკვეულ სახეობასთან) საზღვრები, | ≤ 0.5 მგ/ლ | > 1 მგ/ლ |
- მწვავე ბაქტერიული სინუსიტი
- ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება გამწვავებული ბრონქიტის ჩათვლით
- საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია
- კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები
- პიელონეფრიტი და საშარდე გზების გართულებული ინფექციები
- ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი
- ცისტიტი გართულების გარეშე
- ინჰალაციური ჯილეხი: ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა და მკურნალობა.
- პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა ლევოფლოქსაცინის ან სხვა ქინოლონის და რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
- ეპილეფსიის მქონე პაციენტებში,
- პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მყესების დარღვევების ისტორია, დაკავშირებული ფტორქინოლონის მიღებასთან,
- ბავშვებში ან მოზარდებში,
- ორსულობის დროს,
- მეძუძურ ქალებში.
| სისტემურ ორგანოთაკლასი | ხშირი (≥1/100- <1/1 ) | არახშირი (≥ 1/1,000 - <1/100) | იშვიათი (≥1/10,000- <1/1,000) | ცნობილი არ არის(შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძელზე) მონაცემები) |
| ინფექციები და ინვაზიები | სოკოვანი ინფექცია მათ შორის Candida-ს ინფექციის პათოგენური რეზისტენტობა | |||
| დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ | ლეიკოპენია ეოზინოფილია | თრომბოციტოპენია ნეიტროპენია | პანციტოპენია აგრანულოციტოზი ჰემოლიტური ანემია | |
| დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ | ანგიონევროზული შეშუპება ჰიპერმგრძნობელობა | ანაფილაქსური შოკიa ანაფილაქტოიდური შოკიa | ||
| ენდოკრინული დარღვევები | ანტიდიურეზული ჰორმონის (SIADH) არასათანადო სეკრეციის სინდრომი | |||
| დარღვევები მეტაბოლიზმისდა კვების მხრივ | ანორექსია | ჰიპოგლიკემია განსაკუთრებით დიაბეტით დაავადებულებში | ჰიპერგლიკემია ჰიპოგლიკემიური კომა | |
| ფსიქიატრიული დარღვევები* | უძილობა | შფოთვა დაბნეული მდგომარეობა ნერვოზულობა | ფსიქოზური რეაქციები (მაგ. ჰალუცინაციებით, პარანოიით) დეპრესია აჟიტაცია არანორმალური სიზმრები ღამის კოშმარები | ფსიქოზური დარღვევები საკუთარი თავისთის საფრთხის შემქნელი ქცევა მათ შორის სუიციდური იდეები ან სუიციდის მცდელობა |
| დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ | თავის ტკივილი თავბრუსხვევა | ძილიანობა კანკალი დისგევზია | კრუნჩხვითი პარესთეზია | პერიფერიული სენსორული ნეიროპათია პერიფერიული სენსორული მოტორული ნეიროპათია (პაროსმია ანოსმიის ჩათვლით) დისკინეზია ექსტრაპირამიდული აშლილობა ,აგეზია სინკოპე კეთილთვისებიანი ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია |
| დარღვევები თვალის მხრივ* | მხედველობის დარღვევები, როგორიცაა ბუნდოვანი მხედველობა | მხედველობის გარდამავალი დაკარგვა | ||
| დარღვევები ყურის და ლაბირინთის მხრივ * | ვერტიგო | ტინიტუსი | სმენის დაკარგვა სმენის დაქვეითება | |
| დარღვევები გულის მხრივ* | ტაქიკარდია, პალპიტაცია | პარკუჭოვანი ტაქიკარდია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის გაჩერება პარკუჭოვანი არითმია და Torsade de Pointes (უპირატესად პაციენტებში QT გახანგრძლივების რისკ-ფაქტორებით), ელექტროკარდიოგრამაზე QT გახანგრძლივება | ||
| დარღვევები სისხლძარღვების მხრივ* | ვრცელდება მხოლოდ ი.ვ. ფორმაზე: ფლებიტი | ჰიპოტენზია | ||
| დარღვევები სუნთქვის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ | დისპნოე | ბრონქოსპაზმი ალერგიული პნევმონიტი | ||
| დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ | დიარეა ღებინება გულისრევა | მუცლის ტკივილი დისპეფსია მეტეორიზმი ყაბზობა | დიარეა – ჰემორაგიული, რომელიც ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება მიუთითებდეს ენტეროკოლიტზე, ფსევდომემბრანული კოლიტის ჩათვლით პანკრეატიტი | |
| ჰეპატობილიარული დარღვევები | ღვიძლისმიერი ფერმენტის მომატება (ALT/AST, ტუტე ფოსფატაზა, GGT) | სისხლში ბილირუბინის მომატება | სიყვითლე და ღვიძლის მძიმე დაზიანება, მათ შორის ფატალური შემთხვევები ღვიძლის მწვავე უკმარისობით, ძირითადად პაციენტებში მძიმე თანმხლები დაავადებებით ჰეპატიტი | |
| დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივb | გამონაყარი ქავილი ჭინჭრის ციება ჰიპერჰიდროზი | წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS), წამლისმიერი ფიქსირებული გამონაყარი | ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი სტივენს-ჯონსონის სინდრომი მრავალფორმიანი ერითემა ფოტომგრძნობელობის რეაქცია ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტი სტომატიტი | |
| ჩონჩხ-კუნთოვანი1 და შემაერთებელი ქსოვილების დარღვევები* | ართრალგია მიალგია | მყესების დარღვევები ტენდინიტის ჩათვლით (მაგ. აქილევსის მყესი) კუნთების სისუსტე, რომელსაც შესაძლოა განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდეს მიასთენიის გრავიის მქონე პაციენტებში | რაბდომიოლიზი* მყესის გაწყვეტა (მაგ. აქილევსის მყესი) ლიგატების გაწყვეტა კუნთების რღვევა ართრიტი | |
| დარღვევები თირკმელების და საშარდე სისტემის მხრივ | სისხლში კრეატინინის მომატება | თირკმლის მწვავე უკმარისობა (მაგ. ინტერსტიციული ნეფრიტი) | ||
| ზოგადი დარღვევები და მდგომარეობებიშეყვანის ადგილას | ვრცელდებამხოლოდი.ვ.ფორმაზე: რეაქცია ინფუზიის ადგილზე (ტკივილი, სიწითლე) | ასთენია | პირექსია | ტკივილი (მათ შორის, ზურგის, მკერდისა და კიდურების ტკივილი) |
| ჩვენება | სადღეღამისოდოზისრეჟიმი (სიმძიმისმიხედვით) | მკურნალობისსაერთოხანგრძლივობა (სიმძიმისმიხედვით) |
| მწვავე ბაქტერული სინუსიტი | 500 მგ დღეში ერთხელ | 10-14 დღე |
| ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მწვავე ბაქტერიული ბრონქიტის ჩათვლით | 500 მგ დღეში ერთხელ | 7-10 დღე |
| საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია | 500 მგ ერთხელ ან ორჯერ დღეში | 7-14 დღე |
| მწვავე პიელონეფრიტი | 500 მგ დღეში ერთხელ | 7-10 დღე |
| საშარდე გზების გართულებული ინფექციები | 500 მგ დღეში ერთხელ | 7-14 დღე |
| ცისტიტი გართულების გარეშე | 250 მგ დღეში ერთხელ | 3 დღე |
| ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი | 500 მგ დღეში ერთხელ | 28 დღე |
| კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები | 500 მგ ერთხელ ან ორჯერ დღეში | 7-14 დღე |
| ინჰალაციური ჯილეხი | 500 მგ დღეში ერთხელ | 8 კვირა |
| კრეატინინისკლირენსი | დოზისრეჟიმი | ||
| 250 მგ/24 სთ | 500 მგ/24 სთ | 500 მგ/12 სთ | |
| პირველიდოზა: 250 მგ | პირველიდოზა: 500 მგ | პირველიდოზა: 500 მგ | |
| 50 - 20 მლ/წთ | შემდეგ: 125 მგ/24 სთ | შემდეგ: 250 მგ/24 სთ | შემდეგ : 250 მგ/12 სთ |
| 19-10 მლ/წთ | შემდეგ: 125 მგ/48 სთ | შემდეგ: 125 მგ/24 სთ | შემდეგ: 125 მგ/12 სთ |
| <10 მლ/წთ (ჰემოდიალიზის და უწყვეტი ამბულატორიული პერიტონული დიალიზის ჩათვლით) 1 | შემდეგ: 125 მგ/48 სთ | შემდეგ: 125 მგ/24 სთ | შემდეგ: 125 მგ/24 სთ |
ლისტოლაკი ორალური სუსპ N10
მედეოზინ-დუო 10მგ/5მგ N20
მეტაფიქსი 50მკგ/დოზა ცხვ.აერპზ 120დოზა ფლ N1
| ცხრილი 1: მკურნალობასთანდაკავშირებულიგვერდითირეაქციებიმოხსენებული ორგანოთასისტემების კლასისადასიხშირისმიხედვით | |||
| ძალიან ხშირი | ხშირი | უცნობია | |
| ინფექციები და ინვაზიები | ფარინგიტი, ზედა რესპირატორული ტრაქტის ინფექციები† | ||
| იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები | ჰიპერმგრძნობელობა ანაფილაქსიური რეაქციების ჩათვლით, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი და ქოშინი | ||
| ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები | თავის ტკივილი | ||
| მხედველობის მხრივ დარღვევები | გლაუკომა, გაზრდილი ინტრაოკულური წნევა, კატარაქტა | ||
| სასუნთქი, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ დარღვევები | ეპისტაქსისი* | ეპისტაქსისი, ცხვირის წვა, ცხვირის გაღიზიანება, ცხვირის წყლული | ცხვირის ძგიდის პერფორაცია |
| კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები | ყელის გაღიზიანება * | გემოვნებისა და სუნის დარღვევა | |
