ფარკლობენტი-კრემი 30გ ტუბი N1
მწარმოებელი: სამხ.კორეა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
შემადგენლობა:
1გ შეიცავს:
ბეტამეთაზონის დიპროპიონატი 0.64მგ
კლოტრიმაზოლი 10მგ
გენტამიცინის სულფატი 1მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივი და გარეგანი გამოყენებისთვის რომლის მოქმედებაც განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტებით და ხასიათდება ანტიმიკოზური, ანტიბაქტერიული, ანტიალერგიული, ქავილისა და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.
ფარმაკოდინამიკა
ბეტამეთაზონის დიპროპიონატი – სინთეზური გლუკოკორტიკოსტეროიდია. გააჩნია გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება.
კლოტრიმაზოლი – წარმოადგენს იმიდაზოლის წარმოებულია. ახდენს ანტიფუნგალურ მოქმედებას სოკოს უჯრედული მემბრანის შემადგენლობაში შემავალი ერგოსტერინის სინთეზის დარღვევით, რაც განაპირობებს მემბრანის თვისებების ცვლილებას და სოკოს უჯრედის ლიზისს. კლოტრიმაზოლი აქტიურია Trichophyton rubrum, Tricophyton mentagrophytes, Epidermophyton floccosum, Microsporum canis, Candida albicans, Malassezia furfur (Pityrosporum orbiculare), Corynebacterium minutissimum, Strep. Spp. Staph. Spp. Trichomonas vaginalis მიმართ.
გენტამიცინის სულფატი – ამინოგლოკოზიდების ჯგუფის წყალში ხსნადი, ფართო სპექტრისა და ბაქტერიციდული მოქმედების ანტიბიოტიკია. იგი აქტიურად აღწევს ბაქტერიების უჯრედულ მემბრანაში, უკავშირდება რიბოსომებს და თრგუნავს გამომწვევის ცილის სინთეზს. აქტიურია როგორც გრამიარყოფითი ბაქტერიების (Pseudomonas aeruginosa, E. coli, Aerobacter aerogenes, Klebsiella spp., Proteus vulgaris.) ასევე გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ: Streptococcus spp., Staphylococcus spp.
ფარმაკოკინეტიკა
ბეტამეტაზონი – ნორმალურ პირობებში ადგილობრივი გამოყენებისას სისტემურ სისხლის მიმოქცევაში ხვდება ბეტამეტაზონის მხოლოდ ნაწილი. შეღწევის და შეწოვის წილი დამოკიდებულია სხეულის უბანზე, კანის მდგომარეობაზე, სამკურნალწამლო ფორმაზე, ასაკზე და გამოყენების მეთოდზე.
გენტამიცინი – დაუზიანებელ კანზე გენტამიცინის წასმისას შეწოვა ნაკლებმოსალოდნელია, კერატინის გარსის დაზიანების, ანთების, ოკლუზიური ნახვევის ქვეშ გამოყენების ან კანის დიდ ფართობზე წასმისას მოსალოდნელია კანიდან შეწოვის ზრდა.
კლოტრიმაზოლი – წასმული კლოტრიმაზოლის დიდი ნაწილი რჩება რქოვანა გარსში, სისტემურ სისხლის მიმოქცევაში შეწოვა უმნიშვნელოა.
გამოყენების ჩვენებები:
- ვაგინალური კანდიდოზი, შერეული ვაგინიტი, ვულვიტი, კოლპიტი
- კანის ინფექციები: ტერფების მიკოზები, დერმატომიკოზები
- ტერფის და საზარდულის ეპიდერმოფიტია
- კანის ჩირქოვანი დაავადებები
- დერმატიტები, ნეიროდერმატიტი
- ეგზემა
- ოტომიკოზები
- ბალანიტი
- ბალანოპოსპიტი
დოზირება და მიღების წესი:
ფარკლობენის კრემის თხელი ფენა დაიტანება კანის დაზიანებულ ზედაპირზე დღეში ორჯერ, დილით და საღამოს.
მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს საშუალოდ 2-4 კვირას:
კერძოდ, დერმატოფიტური ინფექციების დროს კურსი შეადგენს ერთ თვეს. ხოლო კანდიდოზების შემთხვევაში მკურნალობა გრძელდება სულ მცირე ორი კვირის განმავლობაში.
გამოყენება პედიატრიაში:
ბავშვებში 2 წლის ასაკიდან პრეპარატი ინიშნება მხოლოდ ექიმის კონტროლის ქვეშ.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ. ჭრილობა, კანის ტუბერკულოზი, სიფილისი, კანდიდოზი, ჰერპეს ზოსტერი, მარტივი ჰერპესი, ჩუტყვავილა, დამწვრობის ან მეორე ხარისხის მოყინვისას, პირის გარშემო დერმატიტის, აკნეს ან როზაცეას დროს, 2 წლამდე ასაკის ბავშვები.
სიფრთხილის ზომები: ლაქტაცია ან ორსულობა, ჩვილები.
ადგილობრივი გვერდითი რეაქციები:
კანის სიწითლე, პრეპარატის დატანების ადგილას წვის და ჩხვლეტის შეგრძნება (გაღიზიანების განვითარების შმთხვევაში საჭიროა პრეპარატის მოხსნა).
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი არ გამოიყენება ოფთალმოლოგიაში. თუ პრეპარატი მოხვდება თვალში, ამოიბანეთ თვალი წყლით. თუ სიმპტომი სერიოზულია, მიმართეთ ოფთალმოლოგს. თავი უნდა ავარიდოთ პრეპარატის დატანებას ღია ჭრილობაზე.
გამოშვების ფორმა:
თეთრი ფერის კრემი, ალუმიის ტუბში 30გ
მსგავსი პროდუქტები
აზოტრინი 200მგ/5მლ სუსპ N1
აზოტრინი 200მგ/5მლ15მლ სუსპ
200 მგ/5 მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის მიიღება პერორალურად.- აქტიური ინგრედიენტი: ყოველი საზომი კოვზი (5 მლ) შეიცავს 209.64 მგ აზითრომიცინის დიჰიდრატს.
- დამხმარე საშუალებები: საქაროზა, სამფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი, უწყლო, ნატრიუმის ბენზოატი (E211), ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა (E463), ქსანტანის გუმი (E415), საქარინის ნატრიუმი (E954), ბანანის არომატიზატორი, ჟოლოს არომატიზატორი.
- გულ-მკერდის, ყელის ან ცხვირის ინფექციები (როგორიცაა ბრონქიტი, პნევმონია და სინუსიტი)
- Streptococcus pyogenes-ით გამოწვეული ფარინგიტისა და ტონზილინის მკურნალობისას პენიცილინზე ალერგიის შემთხვევაში
- ყურის მწვავე ინფექციები (მწვავე შუა ყურის ანთება)
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (როგორიცაა აბსცესი ან ძირმაგარა)
- სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, გამოწვეული Chlamydia-ს მიერ
- რბილი ქსოვილების წყლულები, გამოწვეული Haemophilus ducreyi მიკროორგანიზმით და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, გამოწვეული არა მულტი-პრეპარატ-რეზისტენტული მიკროორგანიზმით Neisseria gonorrhoeae, თანმხლები ინფექციების გარეშე
- თუ გაქვთ ალერგია აზოტრინის ან ნებისმიერი სხვა ანტიბიოტიკის მიმართ, როგორიცაა ერითრომიცინი ან კლარითრომიცინი ან აზოტრინის ნებისმიერი ინგრედიენტი. ალერგიულმა რეაქციამ შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი ან ხიხინი.
- თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები.
- იღებთ რომელიმე ერგოტის წარმოებულებს, როგორიცაა ერგოტამინი (გამოიყენება მიგრენის სამკურნალოდ).
- თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები
- თუ გაქვთ გულის დაავადებები
- თუ გაქვთ საზოგადოებაში გავრცელებული ინფექციური დაავადება
- თუ არსებობს ეჭვი სეპტიცემიაზე ან დიაგნოსტირებულია სეპტიცემია
- თუ იმყოფებით სტაციონარულ მკურნალობაზე
- თუ ხართ ხანდაზმული ასაკის ან ძლიერ დასუსტებული
- თუ გაქვთ ჯანმრთელობის სხვა სერიოზული პრობლემები (იმუნური სისტემის დეფიციტი ან თანდაყოლილი ასპლენია/ქირურგიული ასპლენიის მდგომარეობა, სხვ.)
- თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება
- როგორც სხვა ანტიბიოტიკების შემთხვევაში, ექიმმა უნდა გააკონტროლოს მეორადი ინფექციის რისკი დასუსტებულ ორგანიზმში, არამგრძნობიარე ორგანიზმებით, მათ შორის, სოკოებით გამოწვეული ნებისმიერი სახის ინფექციის გამო
- თუ აღინიშნება დიარეა.
- აზოტრინის გამოყენებისას: არარეგულარული გულის დარტყმები, თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა
- უეცარი ხიხინი
- სუნთქვის გაძნელება
- ქუთუთოების შეშუპება
- სახის ან ტუჩების შეშუპება
- გამონაყარი ან ქავილი (განსაკუთრებით მთელს სხეულზე).
გინომიქსი-ვაგ. კაფს N12
- ნეომიცინის სულფატს 50.2მგ (35მგ. 35 000 სე ნეომიცინის სახით),
- ნისტატინს 100.000 სე,
- პოლიმიქსინ B სულფატს 35.000 სე
- ვაგინიტები არასპეციფიური, სოკოვანი და შერეული
- ვულვოვაგინიტები არასპეციფიური, სოკოვანი და შერეული
- ცერვიკოვაგინიტები არასპეციფიური, სოკოვანი და შერეული
- ვაგინალური კანდიდოზი
- გინეკოლოგიაში ყველა სახის ქირურგიული ჩარევის წინ
- საშვილოსნოს ყელის დიათერმოკოაგულაციის წინ და შემდეგ
- საშვილოსნოსშიდა დიაგნოსტიკური პროცედურების წინ
- მშობიარობის წინ
- NNP კომბინაცია გამოსადეგია ვაგინიტის ემპირიული მკურნალობისთვის მიკრობიოლოგიური შდეგების არ არსებობისას.
- შენარჩუნებული ეფექტურობა Candida spp . წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ფაქტორია, განსაკუთრებით აზოლებისადმი non-albicans შტამების ვარიაბელური სენსიტიურობის დროს. (ანუ არ ახასიათებს რეზისტენტობა Candida spp.-s წინააღმდეგ)
- არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას მენსტრუაციული ციკლის დროს
- მოქმედი ნივთიერებები თანაბრად ნაწილდება საშოს ლორწოვანზე
- კომბინაცია და შესაბამისად მისი მოქმედების ფართო სპექტრი იძლევა უფრო მაღალ კლინიკურ ეფექტურობას ვაგინიტში ყველაზე ხშირად ჩართული ბაქტერიებზე. დოზირება და გამოყენების წესი:ინიშნება ინტრავაგინალურად. მწვავე ან ქრონიკული ინფექციის შემთხვევაში 1-2 კაფსულა დღეში, დილით და საღამოს. მკურნალობის კურსი: 6-12 დღე.
გლიკლამეტი ტაბ N30
- გლიკლამეტი ამცირებს საკვების მიღებასა და ინსულინის სეკრეციას შორის დროის შუალედს; • გლიკლამეტი აძლიერებს პერიფერიული ქსოვილების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ და ასტიმულირებს უჯრედშიდა ფერმენტების (მათ შორის, გლიკოგენ-სინთეტაზას) აქტივობას. გლიკლამეტი აღადგენს ინსულინის სეკრეციის ადრეულ პიკს, ანუ უპირატესად მოქმედებს ინსულინის სეკრეციის ადრეულ ფაზაზე და არ იწვევს ჰიპერინსულინემიას. (სულფონილშარდოვანას წარმოებული სხვა პრეპარატებისგან განსხვავებით); • გლიკლამეტი ამცირებს თრომბოციტების ადჰეზიასა და აგრეგაციას, აძლიერებს სისხლძარღვთა ფიბრინოლიზურ აქტივობას, არეგულირებს სისხლძარღვების კედლების გამტარობას და აფერხებს მიკროთრომბოზისა და ათეროსკლეროზის განვითარებას; • გლიკლამეტი ანელებს დიაბეტური რეტინოპათიის განვითარებას არაპროლიფერაციულ სტადიაზე; • გლიკლამეტის ხანგრძლივი მიღებისას დიაბეტური ნეფროპათიის დროს მცირდება პროტეინურია. მეტფორმინი– ბიგუანიდების ჯგუფის წარმომადგენელია. მეტფორმინის მოქმედების მექანიზმი განსხვავდება სხვა ჰიპოგლიკემიური პრეპარატების მოქმედების მექანიზმისგან. მეტფორმინი არ ზრდის ინსულინის სინთეზს, როგორც შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დროს, ისე ჯანმრთელ პირებში; ამიტომაც არ იწვევს ჰიპოგლიკემიას და ჰიპერინსულინემიას. პლაზმაში ბაზალური და პოსტპრანდიალური გლუკოზის დონის შემცირებით აუმჯობესებს გლუკოზისადმი ტოლერანტობას.
- ღვიძლში გლუკონეოგენეზის დათრგუნვით, ამცირებს გლუკოზის დონეს;
- გლუკოზის პერიფერიული უტილიზაციის გაზრდით, ზრდის ინსულინისადმი მგრძნობელობას; • აქვეითებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ნახშირწყლების შეწოვის პროცესს;
- დადებითად მოქმედებს ლიპიდურ ცვლაზე, აქვეითებს საერთო ქოლესტერინს, ტრიგლიცერიდებს და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს;
- დადებითად მოქმედებს ფიბრინოლიზური სისტემის აქტივობაზე ჭარბი წონის მქონე პაციენტებში. მეტფორმინი, როგორც პირველი რიგის არჩევის პრეპარატით მკურნალობისას, დამტკიცდა დიაბეტით განპირობებული გართულებების სიხშირის დაქვეითება. პრეპარატი არ იწვევს წონის მატებას.
- ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი (ტიპი I);
- დიაბეტური პრეკომა და კომა;
- კეტოაციდოზი;
- მომატებული მგრძნობელობა გლიკლამეტის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
დესლორადინი 5მგ ტაბ N20
ზიტროქსი 500 N1X3 ტაბ
პიგასპინ კაფს 75მგ N30
- მწვავე კორონალური სინდრომი ST სეგმენტის ელევაციის გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდიუმის ინფარქტი პათოლოგიური Q-კბილის გარეშე)
- მწვავე კორონალური სინდრომი ST სეგმენტის ელევაციით (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი)
- ათეროსკლეროზული დარღვევების პროფილაქტიკა
- იშემიური ინსულტი
- პერიფერიული არტერიების დიაგნოსტირებული დაავადებები
რაბელოკი 20მგ N10
რაპიტუსი 30მგ/5მლ სიროფი 120მლN1
- მშრალი, არაპროდუქტიული ხველა
- ფარინგიტი , ლარინგიტი, ტრაქეიტი, ტრაქეო–ბრონქიტი
- ბრონქული ასთმა
- ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი
- ფილტვის ემფიზემა
- ხველა აგფ– ინჰიბიტორების მიღების ფონზე
