ჩვენ შესახებ
ფარმაცევტული კომპანია HB Co LTD. შეიქმნა 1997 წელს. 2004 წელს ქ. ბაქოში კომპანიის ბაზაზე დაარსდა თანამედროვე სამკურნალო -დიაგნოსტიკური ცენტრი HB კლინიკა , რომელიც აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ტექნოლოგიებით.
ფარმაცევტული კომპანია HB Co LTD. -ს წარმომადგენლობა საქართველოში _ HB Georgia მოღვაწეობს 2010 წლიდან.
ფარმაცევტული კომპანია HB Georgia წარმოადგენს მარკეტინგულ ფირმას , რომელიც ახორციელებს მაღალი სტანდარტების მქონე ფარმაცევტული კომპანიებიდან პრეპარატების იმპორტსა და პრომოციას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
გზა წარმატებისკენ
თითოეული ჩვენგანის მიზნებისა და გეგმების დიდი ნაწილი კარიერულ მიღწევებს უკავშირდება. HB Georgia-ს ჰყავს არამარტო გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით სავსე კადრები, არამედ ქმნის სამოტივაციო გარემოს თანამშრომლებისთვის საკუთარი რწმენის ასამაღლებლად.
2012 წლიდან აქტიური მუშაობის რეჟიმმა განაპირობა საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის სწრაფი ათვისება , კომპანიამ ეფექტური ნაბიჯებით იწყო წინსვლა , იზრდებოდა როგორც თანამშრომელთა , ასევე პრეპარატების რაოდენობა.
2014 წლისთვის ფარმაცევტული კომპანია HB Georgia მოიცავს სამედიცინო დარგის თითქმის ყველა პროფილს
სტაბილურობა, ხარისხი, უსაფრთხოება
2016-2018წწ. კომპანია HB Georgia -ამ შეძლო სტაბილური კომპანიის სახელის მოპოვება მიზანმიმართული , მომხმარებლის მოთხოვნაზე ორიენტირებული ქმედებით. 2018 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით HB Georgia მოხვდა წარმატებული ფარმაცევტული კომპანიების ხუთეულში.
არსებული წარმატება გვაძლევს მოტივაციას, ვიყოთ თავდაჯერებულნი და წარმოვადგენდეთ მზარდ ფარმაცევტულ კომპანიას , რომლის დევიზია „ჯანმრთელობაზე ზრუნვა გვაერთიანებს“
© Copyright 2018. ყველა უფლება დაცულია.
დამზადებულია CODING ARTS- მიერ