ურსობილი HT 450მგ N20 კაფს

მწაროებელი ქვეყანა: იტალია გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო   გახანგრძლივებული  გამოთავისუფლებით ერთი კაფსულა შეიცავს - 450 მგ ურსოდეოქსიქოლის მჟავას. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:  ღვიძლისა და სანაღვლე გზების სამკურნალო საშუალება. ურსობილი HT –ს გააჩნია ჰეპატოპროტექტორული, ჰიპოქოლესტერინემიული , ჰიპოლიპიდემიური  და იმუნომოდულატორული მოქმედება. ურსობილი HT  უზრუნველყოფს ნაღვლის ლითოგენური თვისებების შემცირებას. იგი ამცირებს ღვიძლიშიდა ქოლესტაზს (ნაღვლმდენი),  ამცირებს ქოლესტერინული კენჭების წარმოქმნას და  ქმნის უკვე არსებული კენჭების დაშლისთვის საჭირო გარემოს (ქოლელითოლიზური ეფექტი) ჰეპატოპროტექტორული მოქმედება: • ურსობილი HT  წარმოქმნის ორმაგ მოლეკულებს, რომლებიც ერთვებიან ჰეპატოციტების, ქოლანგიოციტებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ეპითელიოციტების მემბრანების შემადგენლობაში, უნარჩუნებენ მათ სტაბილურობას და ზრდიან მათ მდგრადობას ციტოტოქსიკური მიცელებისადმი • მაღალპოლარული თვისებების გამო, ურსობილი HT უზრუნველყოფს აპოლარული (ტოქსიკური) ნაღვლის მჟავებიდან არატოქსიკური შერეული მიცელების წარმოქმნას, რაც ბილიარული რეფლუქს-გასტრიტისა და რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს ამცირებს კუჭის რეფლუქტატის მიერ უჯრედული მემბრანების დაზიანებას. • ურსობილი HT აფერხებს უჯრედების (ჰეპატოციტები, ქოლანგიოციტები) ნაადრევი დაბერებისა და სიკვდილის პროცესს. • ურსობილი HT აფერხებს ფიბროზის პროგრესირებას პაციენტებში ბილიარული პირველადი ციროზით, მუკოვისციდოზითა და ალკოჰოლური სტეატოჰეპატიტით. ღვიძლიშიდა ქოლესტაზის შემცირება: ურსობილი HT აინჰიბირებს ნაწლავში ლიპოფილური ნაღვლის მჟავების შეწოვას; უზრუნველყოფს ბიკარბონატებით მდიდარი ნაღვლის წვენის წარმოქმნას, რაც იწვევს ნაღვლის წვენის პასაჟის ზრდას,  ეფექტურად ამცირებს ღვიძლის შიდა ქოლესტაზს და ასტიმულირებს ჰეპატოციტებისათვის ტოქსიური ნაღვლის მჟავების გამოყოფას ნაწლავიდან. ნაღვლის წვენის ლითოგენურ ინდექსის შემცირება: ურსობილი HT ამცირებს ნაღვლის წვენში ქოლესტერინის შემცველობას, რაც მიიღწევა ნაწლავიდან ამ უკანასკნელის შეწოვის ინჰიბირებით, ღვიძლში მისი სინთეზისა და ნაღვლის წვენში გამოყოფის შემცირებით. ზრდის ნაღვლის წვენში ქოლესტერინის ხსნადობას მასთან თხევადკრისტალური ნაერთების წარმოქმნის გზით; ქოლესტერინის მოლეკულებთან  თხევად კრისტალების წარმოქმნა, თავის მხრივ განაპირობებს  ნაღვლის წვენის  ლითოგენურობის  შემცირბას შედეგად, იზრდება ქოლესტერინული ნაღვლის კონკრემენტების ხსნადობა და მცირდება ახალი კონკრემენტების წარმოქმნის შესაძლებლობა. იმუნომოდულატორული მოქმედება: განპირობებულია ურსობილი HT–ის მოქმედებით ჰეპატოციტების მემბრანებზე HLA-1 ანტიგენებისა და ქოლანგიოციტებზე - HLA-2 ანტიგენების ექსპრესიის დათრგუნვით, ასევე T- ლიმფოციტების (თ-ქილერების) აქტივობის ნორმალიზებით. ამცირებს ეოზინოფილების რაოდენობას, თრგუნავს იმუნოკომპეტენტური იმუნოგლობულინების (პირველ რიგში IgM) აქტივობას. ფარმაკოდინამიკა ურსოდეოქსისოლის მჟავა შიეწოვება წვრილი ნაწლავიდან პასიური დიფუზიის მეშვეობით (90%), Cmax1-3 სთ-ში მიიღწევა. პლაზმის ცილებს უკავშირდება 96-99%. მიღებული დოზის დაახლოებით 50-70% გამოიდევნება ნაღვლის წვენის მეშვეობით, ხოლო დარჩენილი ნაწილი მეტაბოლიზდება მსხვილ ნაწლავში ბაქტერიების მიერ. ჩვენება ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების დაავადებები: • გაურთულებელი ნაღვლ-კენჭოვანი დაავადება • ბილიარული ნალექი • ნაღვლის სადინარების დისკინეზია • ბილიარული დისპეფსიური სინდრომი (ქოლეცისტოპათიისა და ნაღვლის სადინარების დისკინეზიის დროს) • ბილიარული რეფლუქს-გასტრიტი და რეფლუქს-ეზოფაგიტი • პირველადი სკლეროზული ქოლანგიტი • ქოლესტაზი პარენტერალური კვებისას • ღვიძლშიდა ნაღვლის სადინარების ჰიპოპლაზია/ატრეზია ღვიძლის დაავადებები: • მწვავე და ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი • ღვიძლის ტოქსიკური (მათ შორის ალკოჰოლური, წამლისმიერი) დაზიანება • არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი • ღვიძლის პირველადი ბილიარული ციროზი • ღვიძლის კისტოზური ფიბროზი (მუკოვისციდოზი) პროფილაქტიკის მიზნით: • ქოლეცისტექტომიის შემდგომ კენჭების წარმოქმნის რეციდივის პროფილაქტიკა • ღვიძლის დაზიანების პროფილაქტიკა ჰორმონალური კონტრაცეპტივების, ციტოსტატიკების და ფსიქორტოპული საშუალებების მიღების ფონზე • ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნის პროფილაქტიკა სიმსუქნით დაავადებულ პაციენტებში, სხეულის წონის სწრაფი დაკლების შემთხვევაში უკუჩვენება ნაღვლის სადინარების ობტურაცია, ნაღვლის სადინარებისა და ნაღვლის ბუშტის მწვავე ანთებითი დაავადებები, არაფუნქციონირებადი ნაღვლის ბუშტი, რენტგენოკონტრასტული კენჭები ნაღვლის ბუშტში (კალციუმის მაღალი შემცველობით), პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა, ნაღვლის-კუჭის-ნაწლავური ფისტულა ღვიძლის ციროზი დეკომპენსაციის ფაზაში, ნაღვლის ბუშტის ემპიემა. დოზირება და მიღების წესი: ურსობილი HT –ის მიღება რეკომენდებულია საღამოს  ან ძილის წინ.   დოზირების რეჟიმი და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და განისაზღვრება დაავადების მიხედვით. მოზრდილებში ძირითადად მიიღება 1 კაფსულა 1–ჯერ დღეში. საჭიროების შემთხვევაში 1 კაფსულა 2–ჯერ დღეში.  გრძელვადიანი თერაპია: ნაღველის ლითოგენური თვისებების შემცირებისთვის საშუალო დღიური დოზა შეადგენს 450მგ-ს. 2 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში პრეპარატის დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად – 10-20 მგ/კგ დღე-ღამეში. რეკომენდებული დოზები და მკურნალობის კურსი  
დაავადება სადღეღამისო დოზა კურსის  ხანგრძლივობა
ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დაავადება   450 მგ 1 ან 2–ჯერ დღეში რამდენიმე თვიდან 1 წლამდე
ნაღვლ-კენჭოვანი დაავადება   450 მგ – 1 კაფსულა ძილის წინ 6 თვიდან 2 წლამდე –კენჭების სრულ დაშლამდე
ბილიარული რეფლუქს-გასტრიტი და რეფლუქს-ეზოფაგიტი 450 მგ – 1 კაფსულა ძილის წინ 10-15 დღე
ღვიძლის ტოქსიკური, წამლისმიერი დაზიანების, ალკოჰოლური დაავადების და ნაღვლის სადინრის ატრეზია სადღეღამისო დოზა 10-15 მგ/კგ-ზე 6-12 თვემდე
პირველადი ბილიარული ციროზი   სადღეღამისო დოზა 10-15 მგ/კგ-ზე. (საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია  - 20 მგ/კგ) 6 თვიდან რამდენიმე წელი
პირველადი სკლეროზული ქოლანგიტი   სადღეღამისო დოზა 12-15 მგ/კგ –ზე (საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია  - 20 მგ/კგ) 6 თვიდან რამდენიმე წელი
არალაკოჰოლური სტეატოჰეპატიტი   სადღეღამისო დოზა 12-15 მგ/კგ –ზე 6 თვიდან რამდენიმე წელი
მუკოვისციდოზი   სადღეღამისო დოზა 20-30 მგ/კგ ზე 6 თვიდან რამდენიმე წელი    
ქოლეცისტექტომიის შემდეგ განმეორებითი ქოლელითიაზის პროფილაქტიკა 450 მგ – 1 ან 2 ჯერ დღეში საშუალოდ სამი თვის განმავლობაში
უსაფრთხოების ზომები ნაღვლის კონკრემენტების დაშლის მიზნით ურსობილი HT–ს მიღებისას აუცილებელია შემდეგი პირობების დაცვა: კონკრემენტი უნდა იყოს ქოლესტერინული (რენტგენონეგატიური), მათი ზომა არ უნდა აღემატებოდეს 15-20 მმ-ს, ნაღვლის ბუშტი უნდა იყოს ფუნქციონირებადი და კონკრემენტებით ნაღვლის ბუშტის ავსებადობა ზომაში არ უნდა აჭარბებდეს ნაღვლის ბუშტის ზომის ნახევარს, ნაღვლის სადინარისა და ნაღვლის საერთო სადინარის გამტარობა შენარჩუნებული უნდა იყოს. ურსობილი HT – ით ხანგრძლივი თერაპიის დროს (> 1 თვე), პირველი 3 თვის განმავლობაში ყოველ 4 კვირაში ერთხელ, ხოლო შემდეგ - 3 თვეში ერთხელ, საჭიროა სისხლის ბიოქიმიური ანალიზის ჩატარება და ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის დადგენა. მკურნალობის ეფექტურობა ფასდება ნაღვლის სადინარების ულტრაბგერითი გამოკვლევით ყოველ 6 თვეში ერთხელ. კენჭების სრულად დაშლის შემდეგ, მცირე ზომის ნარჩენი კენჭების დაშლისა და რეციდივის პროფილაქტიკის მიზნით, რეკომენდებულია პრეპარატის მიღება კიდევ 3 თვის განმავლობაში. დოზის გადაჭარბება დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი ორსულობის პერიოდში პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ურსობილი HT–ს გამოყენების საჭიროება დედისთვის აჭარბებს ნაყოფზე მისი გავლენის პოტენციურ რისკს. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების აუცილებლობისას უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება. სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება ქოლესტირამინი და ალუმინის შემცველი ანტაციდები ამცირებენ პრეპარატის აბსორბციას საჭმლის მომნელებელი სისტემიდან. ჰიპოლიპიდემიურ სამკურნალო საშუალებებთან (განსაკუთრებით კლოფიბრატი), ესტროგენებთან, ნეომიცინსა და პროგესტინებთან ერთდროული მიღებისას, იზრდება ნაღვლის წვენის ქოლესტერინით გაჯერებულობა და შესაბამისად, მცირდება ურსოდეოქსიქოლის მჟავას მიერ ქოლესტერინული კონკრემენტების დაშლა. გვერდითი მოვლენები დიარეა (შესაძლებელია დოზაზე დამოკიდებული), ტკივილი წელის არეში. იშვიათად: ნაღვლის კენჭების კალცინირება, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის გარდამავალი მატება, ალოპეცია, შეკრულობა, გულისრევა, ღებინება, ალერგიული რეაქციები.

ფარკლობენტი-კრემი 30გ ტუბი N1

მწარმოებელი: სამხ.კორეა გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო   შემადგენლობა 1გ შეიცავს: ბეტამეთაზონის დიპროპიონატი 0.64მგ კლოტრიმაზოლი 10მგ გენტამიცინის სულფატი 1მგ ფარმაკოლოგიური თვისებები: კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივი და გარეგანი გამოყენებისთვის რომლის მოქმედებაც განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტებით და ხასიათდება ანტიმიკოზური, ანტიბაქტერიული, ანტიალერგიული, ქავილისა და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. ფარმაკოდინამიკა ბეტამეთაზონის დიპროპიონატი -  სინთეზური გლუკოკორტიკოსტეროიდია. გააჩნია გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება. კლოტრიმაზოლი - წარმოადგენს იმიდაზოლის წარმოებულია. ახდენს  ანტიფუნგალურ მოქმედებას სოკოს უჯრედული მემბრანის შემადგენლობაში შემავალი ერგოსტერინის სინთეზის დარღვევით, რაც განაპირობებს მემბრანის თვისებების ცვლილებას და სოკოს უჯრედის ლიზისს. კლოტრიმაზოლი აქტიურია Trichophyton rubrum, Tricophyton mentagrophytes, Epidermophyton floccosum, Microsporum canis, Candida albicans, Malassezia furfur (Pityrosporum orbiculare), Corynebacterium minutissimum, Strep. Spp. Staph. Spp. Trichomonas vaginalis მიმართ. გენტამიცინის სულფატი - ამინოგლოკოზიდების ჯგუფის წყალში ხსნადი, ფართო სპექტრისა და ბაქტერიციდული მოქმედების ანტიბიოტიკია. იგი აქტიურად აღწევს ბაქტერიების უჯრედულ მემბრანაში, უკავშირდება რიბოსომებს და თრგუნავს გამომწვევის ცილის სინთეზს. აქტიურია როგორც გრამიარყოფითი ბაქტერიების (Pseudomonas aeruginosa, E. coli, Aerobacter aerogenes, Klebsiella spp., Proteus vulgaris.) ასევე გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ: Streptococcus spp., Staphylococcus spp. ფარმაკოკინეტიკა ბეტამეტაზონი - ნორმალურ პირობებში ადგილობრივი გამოყენებისას სისტემურ სისხლის მიმოქცევაში ხვდება ბეტამეტაზონის მხოლოდ ნაწილი. შეღწევის და შეწოვის წილი დამოკიდებულია სხეულის უბანზე, კანის მდგომარეობაზე, სამკურნალწამლო ფორმაზე, ასაკზე და გამოყენების მეთოდზე. გენტამიცინი - დაუზიანებელ კანზე გენტამიცინის წასმისას შეწოვა ნაკლებმოსალოდნელია, კერატინის გარსის დაზიანების, ანთების, ოკლუზიური ნახვევის ქვეშ გამოყენების ან კანის დიდ ფართობზე წასმისას მოსალოდნელია კანიდან შეწოვის ზრდა. კლოტრიმაზოლი - წასმული კლოტრიმაზოლის დიდი ნაწილი რჩება რქოვანა გარსში, სისტემურ სისხლის მიმოქცევაში შეწოვა უმნიშვნელოა. გამოყენების ჩვენებები:
  • ვაგინალური კანდიდოზი, შერეული ვაგინიტი, ვულვიტი, კოლპიტი
  • კანის ინფექციები: ტერფების მიკოზები, დერმატომიკოზები
  • ტერფის და საზარდულის ეპიდერმოფიტია
  • კანის ჩირქოვანი დაავადებები
  • დერმატიტები, ნეიროდერმატიტი
  • ეგზემა
  • ოტომიკოზები
  • ბალანიტი
  • ბალანოპოსპიტი
დოზირება და მიღების წესი: ფარკლობენის კრემის თხელი ფენა დაიტანება კანის დაზიანებულ ზედაპირზე  დღეში ორჯერ,  დილით და საღამოს. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს საშუალოდ 2-4 კვირას: კერძოდ, დერმატოფიტური ინფექციების დროს კურსი შეადგენს ერთ თვეს. ხოლო კანდიდოზების შემთხვევაში მკურნალობა გრძელდება სულ მცირე ორი კვირის განმავლობაში. გამოყენება პედიატრიაში: ბავშვებში 2 წლის ასაკიდან პრეპარატი ინიშნება მხოლოდ ექიმის კონტროლის ქვეშ. უკუჩვენებები მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ. ჭრილობა, კანის ტუბერკულოზი, სიფილისი, კანდიდოზი,  ჰერპეს ზოსტერი, მარტივი ჰერპესი, ჩუტყვავილა,  დამწვრობის ან მეორე ხარისხის მოყინვისას, პირის გარშემო დერმატიტის,  აკნეს ან როზაცეას დროს, 2 წლამდე ასაკის ბავშვები. სიფრთხილის ზომები: ლაქტაცია ან ორსულობა, ჩვილები. ადგილობრივი გვერდითი რეაქციები: კანის სიწითლე, პრეპარატის დატანების ადგილას წვის და ჩხვლეტის შეგრძნება (გაღიზიანების განვითარების შმთხვევაში საჭიროა პრეპარატის მოხსნა). განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი არ გამოიყენება ოფთალმოლოგიაში. თუ პრეპარატი მოხვდება თვალში, ამოიბანეთ თვალი წყლით. თუ სიმპტომი სერიოზულია, მიმართეთ ოფთალმოლოგს. თავი უნდა ავარიდოთ პრეპარატის დატანებას ღია ჭრილობაზე. გამოშვების ფორმა: თეთრი ფერის კრემი, ალუმიის ტუბში 30გ

ფლურანგი 150მგ კაფსულა N1

მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული  

💊 რა არის ფლურანგი და რისთვის გამოიყენება?

  • შემადგენლობა: ეს არის სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, რომლის აქტიური ნივთიერებაა ფლუკონაზოლი (150 მგ).

  • დანიშნულება: გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ, ყველაზე ხშირად ისეთი ინფექციების დროს, რომლებსაც იწვევს სოკო „კანდიდა“ (მაგალითად: გენიტალური კანდიდოზი ქალებსა და მამაკაცებში).

📋 მიღების წესი და დოზირება

  • როგორ მივიღოთ: კაფსულა უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლის მიყოლებით. მიღება შესაძლებელია როგორც ჭამამდე, ისე ჭამის შემდეგ.

  • დოზა: გენიტალური კანდიდოზის დროს, როგორც წესი, ინიშნება ერთჯერადი დოზა (1 კაფსულა).

  • შენიშვნა: ქრონიკული ან რთული შემთხვევების დროს მკურნალობის კურსს და ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.

არ მიიღოთ პრეპარატი, თუ:

  • გაქვთ ალერგია ფლუკონაზოლზე ან დამხმარე ნივთიერებებზე.

  • პარალელურად იღებთ ისეთ მედიკამენტებს, როგორიცაა: ტერფენადინი, ასტემიზოლი (ალერგიის დროს), ცისაპრიდი (კუჭ-ნაწლავისთვის), პიმოზიდი (შიზოფრენიის დროს) ან ქვინიდინი (გულის არითმიისთვის).

⚠️ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო:

  • ჯანმრთელობის პრობლემები: თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის დაავადებები, გულის პრობლემები (არითმია), ან ელექტროლიტური დისბალანსი.

  • ასაკი: 16 წლამდე მოზარდებში ინიშნება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით.

  • ორსულობა და ლაქტაცია: არ გამოიყენოთ ექიმის პირდაპირი დანიშნულების გარეშე.

  • ავტომობილის მართვა: შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან ძილიანობა, ამიტომ საჭესთან სიფრთხილეა საჭირო.

🔄 ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ფლურანგი რეაქციაში შედის ძალიან ბევრ მედიკამენტთან (მაგ.: სისხლის გამათხელებლები, დიაბეტის წამლები, წნევის მარეგულირებლები, ანტიბიოტიკები და ა.შ.).

რჩევა: ექიმს აუცილებლად ჩამოუთვალეთ ყველა ის წამალი, რომელსაც ამჟამად იღებთ.

🤢 გვერდითი მოვლენები

  • ხშირი: თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, დიარეა, გულისრევა, გამონაყარი.

  • საყურადღებო: თუ შენიშნეთ სუნთქვის გაძნელება, სახის/ტუჩების შეშუპება ან კანის მძიმე დაზიანება, სასწრაფოდ შეწყვიტეთ მიღება და მიმართეთ ექიმს.

📦 შენახვის პირობები

  • ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

  • გაიცემა რეცეპტით (ფორმა N3).

ცინოველი ვაგ.კაფს N6

მწარმოებელი ქვეყანა: ინდოეთი გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო  

რა არის და რისთვის გამოიყენება?

  • შემადგენლობა: ეს არის ანტიბიოტიკი, რომელიც შეიცავს კლინდამიცინს (100 მგ).

  • ფორმა: ვაგინალური პესარია (იგივე სანთელი/სუპოზიტორია).

  • დანიშნულება: გამოიყენება საშოს ბაქტერიული ინფექციის, კონკრეტულად ბაქტერიული ვაგინოზის სამკურნალოდ.

📋 გამოყენების წესი და დოზირება

  • დოზა: 1 სანთელი დღეში.

  • ხანგრძლივობა: ზედიზედ 3 ღამე.

  • როგორ მივიღოთ: სანთელი უნდა შეიყვანოთ საშოში ღრმად, უმჯობესია ღამით, ძილის წინ, ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში.

  • შენიშვნა: ხელები დაიბანეთ პროცედურის წინ და შემდეგ.

⚠️ მნიშვნელოვანი გაფრთხილებები (აუცილებლად გასათვალისწინებელი)

  • სქესობრივი კავშირი: მკურნალობის პერიოდში სექსი არ არის რეკომენდებული.

  • კონტრაცეპტივები: წამალი ასუსტებს და აზიანებს პრეზერვატივსა და დიაფრაგმას. მათი გამოყენება არ არის საიმედო მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 72 საათის (3 დღის) განმავლობაში.

  • ჰიგიენა: მკურნალობისას არ გამოიყენოთ ტამპონები ან საშოს გამოსარეცხი საშუალებები.

  • დიარეა: თუ მკურნალობისას ან შემდეგ დაგეწყოთ ძლიერი, გახანგრძლივებული ან სისხლიანი ფაღარათი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს (ეს შეიძლება იყოს ნაწლავის ანთების ნიშანი).

უკუჩვენებები და სიფრთხილე

  • ალერგია: არ გამოიყენოთ, თუ გაქვთ ალერგია კლინდამიცინზე ან ლინკომიცინზე.

  • დაავადებები: სიფრთხილეა საჭირო, თუ გაქვთ კოლიტის (ნაწლავის ანთების) ისტორია.

  • ასაკი: არ გამოიყენება 16 წლამდე ასაკის მოზარდებში.

  • ორსულობა: პირველ ტრიმესტრში (პირველი 3 თვე) გამოყენება არ არის რეკომენდებული. დანარჩენ პერიოდში და ლაქტაციისას მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

🤢 შესაძლო გვერდითი მოვლენები

  • ხშირი: სოკოვანი ინფექცია (შაშვი), თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, დისკომფორტი საშოში.

  • ნაკლებად ხშირი: ღებინება, გამონაყარი, ტკივილი წელის არეში, შარდვის დარღვევები.

📦 შენახვის პირობები

  • ინახება 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

  • მოარიდეთ სიცხეს, რადგან სანთელი შეიძლება დადნეს.

  • პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ (III ჯგუფი), თუმცა გამოყენებამდე ექიმთან კონსულტაცია სასურველია.