Showing 13–24 of 28 results
ზიტროქსი 500 N1X3 ტაბ
მწარმოებელი ქვეყანა: ინდოეთი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
შემადგენლობა
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500მგ აზითრომიცინის დიჰიდრატს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
აზითრომიცინი მაკროლიდების ჯგუფის ნახევრადსინთეზური ანტიბიოტიკია. იგი წარმოადგენს ერითრომიცინის წარმოებულს, რომლისგანაც განსხვავდება ლაქტონურ რგოლთან აზოტის ატომის მეშვეობით შეერთებული მეთილენის ჯგუფით. ამ განსხვავების გამო, აზითრომიცინი მიეკუთვნება მაკროლიდების ცალკე ქვეჯგუფს -აზალიდებს. აზითრომიცინი აინჰიბირებს ცილის სინთეზს მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმების 50S რიბოსომებზე. აზითრომიცინი წარმოადგენს ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს, მიღებიდან 2-3 სთ-ის შემდეგ სისხლში აღწევს მაქსიმალურ კონცეტრაციას. საკვების მიღება ამცირებს პრეპარატის შეწოვას. ამიტომ იგი მიიღება ჭამამდე 1 სთ-ით ადრე. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად აღინიშნა, რომ აზითრომიცინის ქსოვილოვანი კონცენტრაცია ბევრად აღემატება (50-ჯერ) მის პლაზმურ კონცენტრაციას. 500მგ პრეპარატის მიღების შემდეგ ფილტვებში, ნუშურა ჯირკვლებში, ბრონქებში და სხვა ორგანოებში არსებული აზითრომიცინის კონცენტრაცია ბევრად აღემატება ანტიბიოტიკის მინიმალურ მიკრობიოლოგიურ კონცენტრაციას. ბიოაქტივობა შეადგენს 37%-ს. აზითრომიცინი ძირითადად სანაღვლე გზებით, უცვლელი სახით გამოიყოფა, ხოლო 6% - შარდით. ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგანს 2-4 დღეს. in vitro გამოკვლევებში აზითრომიცინმა აჩვენა მაღალი აქტივობა შემდეგი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ:
Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes (A ჯგუფის) და სტრეპტოკოკთა სხვა სახეობები, Staphylococcus aureus, Corynebacterium diphtheriae, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Branhamella catarralis, Bacteroides parapertussis, Shigella-ს სხვადასხვა სახეობები, Pasteurella, Vibrio, Peptococcus, და Peptostreptococcus, Fuzobacterium necrosporium, Propionbacterium acnes, Yersinia, Clostridium perfingens, Borrelia burgdorfei, Haemophilus ducreyi, Neisseria gonorrhoeae, Chlamidia trachomatis, Chlamydia pneumoniae.
აზითრომიცინი ასევე ეფექტურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ:
Legionella pneumophilia, Mykoplazma pneumoniae, Mycoplazma hominis, Mycobacterium avium, Campylobacter-ის სხვადასხვა სახეობები, Ureaplasma urealyticum, Toxoplasma gondi, Treponema pallidum.
ჩვენება
- ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები;
- ზედა სასუნთქი გზების ინფექციები;
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
- გაურთულებელი ქლამიდიური ინფექცია (გენიტალური);
- სქესობრივი გზით გადამდები არაგონოკოკური ინფექციები.
უკუჩვენება
ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა მაკროლიდების ან აზითრომიცინის მიმართ.
გვერდითი მოვლენები
აზითრომიცინს ახასიათებს კარგი ტოლერანტობა. შესაძლოა გამოვლინდეს გასტროინტერსტინალური გვერდითი მოვლენები: გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა. ისევე, როგორც სხვა მაკროლიდების და ზოგიერთი პენიცილინების მიღებისას, შესაძლებელია ღვიძლის ტრანსამინაზების დონის შექცევადი მომატება. კლინიკური გამოკვლევებისას გამოვლინდა ნეიტროპენია, თუმცა მისი კავშირი აზითრომიცინის მიღებასთან დამტკიცებული არ არის.
მოულოდნელი ეფექტების გამოვლენისას მიმართედ ექიმს!
თავისებურებები, სიფრთხილე
ისევე, როგორც ფართო სპექტრის სხვა ანტიბიოტიკების მიღებისას, აუცილებელია სიფრთხილე ფსევდომემბრანული კოლიტის და სუპერინფექციის განვითარებასთან დაკავშირებით, რაც გამოწვეულია ბაქტერიების რეზისტენტული ფორმების გაჩენით. ერგოტიზმის განვითარების შესაძლებლობის გამო აზითრომიცინი არ გამოიყენება ერგოტამინის წარმოებულებთან ერთად. აზითრომიცინის მიღება შეიძლება თირკმლის უკმარისობის მსუბუქი ფორმის დროს, ხოლო თირკმლის მძიმე უკმარისობის პირობებში პრეპარატი ფრთხილად ინიშნება. აზითრომიცინი გამოიყოფა ნაღველით, ამიტომ ღვიძლის უკმარისობის დროს არ გამოიყენება
ორსულობა და ლაქტაცია
ცხოველებზე ჩატარებული გამოკვლევებისას დადგინდა, რომ აზითრომიცინი გადის პლაცენტარულ ბარიერს, თუმცა ნაყოფზე არავითარი ზემოქმედება არ აღინიშნა. ორსულებზე პრეპარატის ზემოქმედება საბოლოოდ არ არის დადგინილი, თუმცა მწვავე აუცილებლობის გარდა, ის არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულებში. დედის რძეში აზიტრომიცინის შეღწევა საბოლოოდ დადგენილი არაა. ამიტომ ლაქტაციის პერიოდში აუცილებლობის გარეშე პრეპარატი არ ინიშნება.
გვერდითი მოვლენები
გამოკვლევების დროს დადგინდა სუსტი და საშუალო სიმძიმის გვერდითი მოვლენები, რაც ძირითადად აღინიშნება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრიდან. მოზრდილებში გვერდითი მოვლენები მხოლოდ დოზის გადაჭარბებისას ვლინდება:
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში.
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ჰიპერკინეზიები, გაღიზიანებადობა, უძილობა.
ზოგადი: დაღლილობა, ტემპერატურის მომატება.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი.
განსაკუთრებული მგრძნობელობა: კონიუქტივიტი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტკივილი მკერდის ძვლის უკან
შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: კანდიდოზური ვაგინიტი, ნეფრიტი.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
ანტაციდები აქვეითებს აზითრომიცინის პიკურ კონცენტრაციას შრატში, ამიტომ პრეპარატის მიღება საჭიროა ანტაციდების მიღებიდან 2სთ-ის შემდეგ.
არ არის მონაცემები თეოფილინთან ურთიერთქმედების შესახებ. თუმცა სხვა მაკროლიდების თეოფილინთან ერთობლივი მიღებისას შესაძლებელია მისი პლაზმური კონცენტრაციის გაზრდა. აქედან გამომდინარე, აღნიშნული პრეპარატების ერთობლივი დანიშვნა საჭიროებს თეოფილინის პლაზმური კონცენტრაციის დონის მკაცრ კონტროლს.
ისეთ პრეპარატებთან პარალელური დანიშვნისას, რომლებიც მეტაბოლიზდებიან ციტოქრომ P450 სისტემით (კარბამაზეპინი, ციკლოსპორინი, ჰექსობარბიტალი და სხვა), აუცილებელია ამ პრეპარატების პლაზმურ კონცეტრაციაზე ზუსტი კონტროლი.
ციკლოსპორინთან გარკვეული ურთიერთქმედების გამო აუცილებელია ციკლოსპორინის დონის კონტროლი და დოზის დროული კორექცია.
არსებობს ცნობები ზოგიერთი მაკროლიდის მიერ დიგოქსინის ბიოტრანსფორმაციის შენელების შესახებ. აზითრომიცინის მიმართ არსებული ინფორმაციის არარსებობის გამო, მათი ერთობლივი მიღებისას აუცილებელია დიგოქსინის პლაზმური დონის კონტროლი.
ისევე როგორც სხვა მაკროლიდები, აზითრომიცინი არ გამოიყენება ერგოტამინის წარმოებულებთან ერთად.
აზითრომიცინი და ვარფარინის მიღებისას აღინიშნება კოაგულაციის მომატება.
დოზირება
სადღეღამისო დოზა ინიშნება ერთჯერადად.
მოზრდილები: მწვავე ქლამიდიური ინფექცია - მიზანშეწონილია ზიტროქსის 1 გ.(2 ტაბ.) ერთჯერადი დანიშვნა.
აზითრომიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული სხვა ინფექციები - 3 დღის განმავლობაში 500მგ. დღეში ერთჯერ (საერთო დოზა 1.5 გ (3 ტაბ.). მკურნალობის ალტერნატიული ვარიანტის დროს - პირველ დღეს 500 მგ (1 ტაბ.), შემდეგ 4 დღის განმავლობაში 250 მგ (1/2 ტაბ) დღეში ერთჯერ (საერთო დოზა 1,5 გ).
ბავშვები: 45 კგ. ნაკლები წონის ბავშვებში ინიშნება სუსპენზია (3 დღის განმავლობაში 10 მგ/კგ-დღიური დოზით), ხოლო 45 კგ-ზე მეტი წონის მოზარდებში დოზირება ისეთივეა, როგორც დიდებში. პრეპარატის მიღება საჭიროა მშიერ კუჭზე (ჭამამდე 1 სთ-ით ადრე ან 2 სთ-ის შემდეგ).
დოზის გადაჭარბებისას მისაღები ზომები
საკმარისი ინფორმაცია აზითრომიცინის დოზის გადაჭარბებაზე არ არსებობს. დოზის გადაჭარბებისას მაკროლიდთა ყველა წარმომადგენლისათვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: წამოხურება, გულისრევა, ღებინება, დიარეა. ამ სიმპტომების მოსახსნელად აუცილებელია კუჭის ამორეცხვა.
შენახვის Conditions
პრეპარატი ინახება ოთახის პირობებში, 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
კაპრიფლოქსი 500მგ ტაბ N7
მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
მიიღება პერორალურად.
* პრეპარატის ნივთიერება: 512.46 მგ ლევოფლოქსაცინის ნახევარჰიდრატი ექვივალენტური 500მგ ლევოფლოქსაცინის, მათ შორის გარსით დაფარულ ტაბლეტში.
* დამხმარე ნივთიერებები: ცელულოზა მიკროკრისტალური (E460), ჰიდროქსიპროპილმეთილ ცელულოზა (E464), კროსპოვიდონი, სილიციუმი, კოლოიდური უწყლო (E551), მაგნიუმის სტეარატი (E572), პოლივინილის სპირტი , ტალკი (E553b), ტიტანის დიოქსიდი (E171), პოლიეთილენ გლიკოლი (E1521), ლეციტინი (სოიო) (E322), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), რკინის წითელი ოქსიდი (E172).
ფრთხილად წაიკითხეთ ფურცელი-ჩანართი პრეპარატის გამოყენებამდე. ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
* შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლებელია მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.
* დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
* აღნიშნული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს.
* მოცემული პრეპარატის გამოყენებისას, ექიმთან ან ჰოსპიტალში ვიზიტის დროს, აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ მოცემულ პრეპარატს.
* დაიცავით მოცემულ ფურცელ-ჩანართში მითითებული დირექტივები. არ გამოიყენოთ უფრო მაღალი ან დაბალი დოზა, ვიდრე თქვენთვისაა რეკომენდებული.
აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში:
1. რა არის კაპრიფლოქსი და რისთვის გამოიყენება ის
2. რა უნდა იცოდეთ კაპრიფლოქსის მიღებამდე
3. როგორ უნდა მიიღოთ კაპრიფლოქსი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ უნდა შეინახოთ კაპრიფლოქსი
სათაურები მოცემულია.
1. რა არის კაპრიფლოქსი და რისთვის გამოიყენება ის
კაპრიფლოქსის ტაბლეტები მიიღება პერორალურად. მოცემულია 7 გარსით დაფარული ტაბლეტი ყუთში, თითოეული შეიცავს 500გ ლევოფლოქსაცინს. ტაბლეტები გაყოფილია ხაზით დოზის ადვილად კორექციისთვის. კაპრიფლოქსი არის ანტიბიოტიკი, რომელიც ეფექტურია ბაქტერიის მიმართ. ის მიეკუთვნება ანტიბიოტიკების ჯგუფს, სახელად ფტორქინოლონები. იგი ხელს უშლის ბაქტერიის ზრდას და რეპროდუქციას და შლის მას. კაპრიფლოქსი გამოიყენება ინფექციების მკურნალობაში, რომელიც გამოწვეულია მოცემული პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით.
ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ კაპრიფლოქსი, ვინაიდან გაქვთ რომელიმე შემდეგი მდგომარეობა:
* სახის ძვლებში ჰაერით შევსებული სივრცეების მწვავე ანთება, გამოწვეული ბაქტერიებით (სინუსიტი)
* ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება
* საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია
* თირკმლის და საშარდე გზების გართულებული იფნექციები, მათ შორის საშარდე გზების და თირკმელების (პიელონეფრიტი)
*პროსტატის ინფექცია
* კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები: აბსცესი, ცელულიტი, იმპეტიგო (თანდაყოლილი, ზედაპირული, მიკრობული ინფექცია კანის), პიოდემა (კანის პიოგენური ინფექცია) და კანის და კანის დანამატების ინფექციები გართულებების გარეშე, გამოწვეული ჭრილობის დაინფიცირებით
* ციმბირის წყლულის მიმართ ექსპოზიცია ჰაერწვეთოვანი გზით.
2. რა უნდა იცოდეთ კაპრიფლოქსის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ კაპრიფლოქსი შემდეგ მდგომარეობებში
* თუ ხართ ალერგიული ლევოფლოქსაცინის ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ან ფტორქინოლონების ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების მიმართ (მოქსიფლოქსაცინი, ციპროფლოქსაცინი, ოფლოქსაცინი),
ალერიგული სიმპტომები: ქავილი, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპება.
* თუ გაქვთ ეპილეფსია,
* თუ გაქვთ მყესების (სახსრებსა და კუნთებს შორის ) დაჭიმულობა (ტენდონიტი) ქინოლონური ჯგუფის ანტიბიოტიკების გამოყენების გამო,
* თუ ხართ ორსულად* თუ ხართ ლაქტაციის პერიოდში* ბავშვებში და მოზარდებში
დაუშვებელია მისი გამოყენება ბავშვებში, როსულობის და ლაქტაციის დროს.
კაპრიფლოქსი გამოიყენეთ განსაკუთრებული სიფრთხილით შემდეგ მდგომარეობებში:
* თუ გაქვთ ფილტვის ძალიან მწვავე ინფექცია ან მწვავე ჰოსპიტალური ინფექცია (სხვა ანტიბიოტიკის გამოყენება შეიძლება მეტად იყოს შესაბამისი),
* თუ გაქვთ ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევა და გაქვთ უნებლიე სპაზმების კრუნჩხვები ,
* თუ გაქვთ ტვინის დაზიანება ინსულტის ან ტვინის სხვა დაზიანების გამო,
* სისხლიანი ენტერიტის, თხიერი დიარეას დროს გამოწვეული ანტიბიოტიკის ხანგრძლივი მიღებით: მწვავე, მდგრადი და/ან სისხლიანი დიარეას დროს კაპრიფლოქსით მკურნალობისას ან მის შემდეგ, კაპრიფლოქსით მკურნალობა უნდა დაუყოვნებლივ შეწყდეს და დაინიშნოს შემანარჩუნებელი და/ან სპეციფიური მკურნალობა დაუყოვნებლივ. აცნობეთ ექიმს დაუყოვნებლივ. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ თქვენთვის შესაფერისი მკურნალობა.
* ტკივილის, სიწითლის, მოძრაობის შეზღუდვა მყესებში, რაც იწვევს ანთებას და გაწყვეტას ხანდაზმულებში, კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას, იზრდება მყესების გაწყვეტის რისკი. ექიმმა შეიძლება ჩაგიტაროთ სათანადო გამოკვლევა.
თუ გაქვთ თიკრმლის უკმარისობა: ექიმმა შეიძლება მოახდინოს დოზის კორექცია,
* იშვიათად, შეინიშნება სინათლის მიმართ მგრძნობელობა პაციენტებში ლევოფლოქსაცინის მიღებისას. კაპრიფლოქსის მიღების დროს ან მისი მიღების შეწყვეტიდან 48 სთ განმავლობაში დაუშვებელია მზის პირდაპირ სხივებზე და ხელოვნურ ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ ექსპოზიცია, როგორიცაა სოლარიუმი.
* სუპერინფექცია (მეორადი ინფექციის განვითარება დასუსტებულ ორგანიზმში ინფექციის გამო): სვხა ანტიბიოტიკების მსგავსად, ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არარეზისტენტული ორგანიზმების ზრდა. ექიმმა შეიძლება ჩაგიტაროთ სათანადო მონიტორინგი ამის პრევენციისთვის. სუპერინფექციის განვითარებისას, გამოიყენებს მკურნალობის შესაბამის მეთოდებს.
* თუ გავქთ QT ინტრევალის გახანგრძლივება (მდგომარეობა, რომელიც იწვევს სერიოზულ არითმიას გულზე და უეცარ სიკვდილს): QT ინტერვალის გახანგეძლივება ძალიან იშვიათად შეინიშნებოდა პაციენტებში ფტორქინიოლების მიღებისას, მათ შორის ლევოფლოქსაცინის. სიფრთხილეა საჭირო შემდეგი სახის რისკ -ჯგუფებში:
- თუ ხართ ხანდაზმული პაციენტი (>65 წლის) ან ხართ ქალი
- თუ ოდესმე გქონიათ ღვიძლის პრობლემა,
- თუ იღებთ კორტიკოსტეროიდებს,
- არანამკურნალები ელექტროლიტების დისბალანსი (მაგ. კალიუმის და მაგნიუმის დაბალი დონეების სისხლში),
- თანდაყოლილი QT სინდრომი (მდგომარეობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული არითმია გულზე და უეცარი სიკვდილი),
- გულის მდგომარეობა (გულის უკმარისობა, გულის შეტევის ისტორია, გულის ნელი ცემა),
- პრეპარატების ერთდროული მიღება, ცნობილი როგორც QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი (მაგ. კლასი IA და III რითმის მარეგულირებელი პრეპარატები, ზოგიერთი დეპრესიის საწინააღმდეგო პრეპარატი, მაკროლიდური ჯგუფის ანტიბიოტიკები და ანტიფსიქოზურები),
* თუ გაქვთ ფერმენტის თანდაყოლილი დეფიციტი, როგორიცაა გლუკოზა-6-ფოსფატის დეჰიდროგენაზა,
* ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის შემცირებული დონე) და ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის მომატებული დონეები): თუ გაქვთ დიაბეტი და იღებთ ინსულინს ან პერორალურად მისაღებ პრეპარატებს, სისხლში შაქრის დონე შეიძლება დაეცეს და განვითარდეს კომა ან სისხლში შაქრის დონე შეიძლება გაიზარდოს ამის გამო (ექიმმა შეიძლება შეგიმოწმოთ სისხლში შაქრის დონე რეგულარულად),
* თუ გაქვთ პერიფერული ნეიროპათია (ნერვებთან დაკავშირებული პრობლემები - მგრძნობელობის დაკარგვა),
* მიასთენიის გამწვავება (კუნთების სისუსტე):
ფტორქინოლონებს აქვთ მოქმედება, რაც ხელს უშლის ნერვ-კუნთოვან გადაცემას და შეიძლება გაამწვავონ კ უნთების სისუსტე მიასთენიით დაავადებულ პაციენტებში. მიასთენიით დაავადებულ პაციენტებში ფტორქინოლონების გამოყენება, ფილტვის უკმარისობა, რაც საჭიროებს ვენტილირებას და პოსტმარკეტინგული სერიოზული გვერდითი მოვლენები, მათ შორის სიკვდილი ასოცირდებოდა ფტორქინოლონებთან. მიასთენიით დავადებულ პაციენტებში დაუშვებელია ფტორქინოლონების მიღება.
* ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: მწვავე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შეიძლება შეინიშნებოდეს პირველი დოზის მიღების შემდგ, რაც იშვიათად პოტენციურად ლეტალურია (სახის და ყელის შეშუპება). დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს გადაუდებელი დახმარებისთვის.
* მწვავე დაავადებები კანზე წყლულებით: კაპრიფლოქსს შეუძლია გამოიწვიოს კანის მწვავე რეაქციები , როგორიცაა სტევენს-ჯონსონის სინდრომი (სისხლიანი წყლულები კანზე და თვალებში, ანთება შეშუპებით და სიწითლით) და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი (სერიოზული დაავადება, რაც იწვევს კანის დაწყლულებას). ასეთ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს მკურანლობის გაგრძელებამდე.
* სუიციდური ფიქრები და საშიში საქციელი ძალიან იშვიათად შესაძლებელია ლევოფლოქსაცინის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ. ასეთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება შეგიწყვიტოთ მკურნალობა და დაგინიშნოთ სთანადო მკურნალობა.
* თუ გაქვთ ფიზიოლოგიური დარღვევები ან ფსიქოზური დარღვევების ისტორია, გამოიყენეთ კაპრიფლოქსი სიფრთხილით
* დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ განვითარდება მადის დაქვეითება, სიყვითლე, მუქი შარდი, ქავილი ან მგრძნობელობა მუცელზე მკურნალობის დროს. ექიმმა შეიძლება შეწყვიტოს მკურნალობა და დანიშნოს შესაფერისი მკურანლობა.
კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს თუ ასეთი გაფრთხილებები თქვენ გეხებათ, თუნდაც წარსულში.
კაპრიფლოქსის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
კაპრიფლოქსის აბსორბცია არ ირღვევა საკვებით. შეიძლება მიიღოთ ტაბლეტი ჭამამდე ან ჭამის შემდეგ ექიმის მიერ რეკომენდებული რაოდენობით.
თუ გჭირდებათ მაგნიუმის, ალუმინის, რკინის ან თუთიის შემცველი პრეპარატების მიღება, როგორიცაა ანტაციდები, რაც აკონტროლებს კუჭის მჟავიანობას ან სუკრალფატის, რომელიც გამოიყენება კუჭის წყლულის ან რეფლუქსისთვის ან დიდანოზინს (დიდანოზისნის ფორმულა რომელსაც აქვს ბუფერული ნივთიერებები მოიცავს მაგნიუმს ან ალუმინს მხოლოდ), კაპრიფლოქსი მიიღეთ ორი საათით ადრე მკურნალობამდე ან მკურნალობის შემდეგ, ვინაიდან მოცემულ პროდუქტებს შეუძლიათ დაარღვიონ კაპრიფლოქსის აბსორბცია).
ორსულობა
კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს პრეპარტის მიღებამდე.
არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია ლევოფლოქსაცინის გამოყენების შესახებ ორსულებში.
ადამიანებში პოტენციური რისკი უცნობია. კაპრიფლოქსის მიღება დაუშვებელია ორსულებში, ვინაიდან მონაცემები არასაკმარისია და ექსპერიმენტულ კვლევებში ფტორქინოლონების გამოყენებით ნაჩვენებია წონის მატარებელი ხრტილის დაზიანების რისკი განვითარებად ორგანიზმებში.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შენიშნავთ რომ ხართ ორსულად მკურნალობის დროს.
ლაქტაცია
კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს პრეპარატის გამოყენებამდე.
არასაკმარისი/შეზღუდული ინფორმაცია არსებობს ლევოფლოქსაცინის ექსკრეციის შესახებ ადამიანის ან ცხოველის რძეში. ფსიქოქიმიური და მოქმედი ფარმაკოდინამიკური/ტოქსიკოლოგიური მონაცემების გამო ლევოფლოქსაცინის ექსკრეციის შესახებ რძეში, შეუძლებელია გამოირიცხოს ჩვილებში რისკი. კაპრიფლოქსის მიღება დაუშვებელია ლაქტაციის პერიოდში, ვინაიდან ნაჩვენებია ექსპერიმენტულ კვლევებში ფტორქინოლონების გამოყენებით, რომ არსებობს წონამატარებელი ხრტილის დაზიანების რისკი განვითარებად ორგანიზმებში .
ავტოტრანსპროტის და მექანიზმების მართვა.
კაპრიფლოქსის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები როგორიცაა ძილიანობა/თავრუსხვევა, მხედველობის დარღვევა. ლეთარგია, რამაც შეიძლება იმოქმედოს პაციენტის კონცენტრაციასა და პასუხის უნარზე. მსგავსი უნარების შესუსტებამ შეიძლება გამოიწვიოს რისკი მდგომარეობებში, რაც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, როგორიცაა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია კაპრიფლოქსის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
კაპრიფლოქსი შეიცავს სოიოს ზეთს. თუ გაქვთ ალერგია მიწის თხილის ან სოიოს მიმართ, არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი.
გამოყენება სხვა პრეპრატებთან ერთად
- თეოფილინი, პრეპარატი, რომელიც ახდენს ბრონქების დილატაციას სუნთქვის გასაადვილებლად: კაპრიფლოქსთან ერთად გამოყენებისას მცირდება კრუნჩხვების ზღურბლი თავის ტვინში.
- ფენბუფენის, კეტოპროფენის, იბუპროფენის, ასპირინის და ინდომეტაცინის ან მსგავსი არასტეროიდეული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის გამოყენებისას კაპრიფლოქსთან ერთად, მცირდება ტვინში კრუნჩხვების ზღურბლი.
- პოდაგრაში გამოყენებული პრობენეციდი ან ციმეტიდინი კუჭის წყლულის დროს: კაპრიფლოქსის ექსკრეცია ორგანიზმიდან მცირდება.
- სუკრალფატი (კუჭის წყლულის დროს) ამცირებს კაპრიფლოქსის აბსორბციას.
ციკლოსპორინის ნახევარგამოყოფის პერიოდი, რომელიც არის იმუნიტეტის დამთრგუნველი პრეპარატი, შეიძლება გაიზარდოს.
- K ვიტამინის ანტაგონისტები სისხლის კოაგულაციის პრევენციისთვის (მაგ. ვარფარინი) (მისი ეფექტი შეიძლება გაიზარდოს, შესაძლებელია სისხლდენის რისკი). ექიმმა შეიძლება ჩაგიტაროთ სისხლის კოაგულაციის ტესტები.
* გულშზე QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი პრეპარატები (შეიძლება გამოწივიოს გულის სერიოზული არითმიები)
* კლასი I ანტიარითმიული საშუალებები (ქინიდინი) და კლასი III ანტიარითმიული საშუალებები (ამიოდარონი)
* დეპრესიის საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატი (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები) (მაგ. ამიტრიპტილინი, იმიპრამინი)
* მაკროლიდები (ანტიბიოტიკების ჯგუფი) (ერითრომიცინი, აზითრომიცინი, კლარითრომიცინი)
* ანტიფსიქოზური საშუალებები (გონებრივი დაავადების დროს)
- კორტიკოსტეროიდები (გამოიყენება ასთმის და ანთების დროს)
- შარდის ანალიზში, რომელიც ტარდება ოპიატებზე (ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი), შეიძლება გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგები,
კაპრიფლოქსის მიღებისას.
სხვა პრეპარატები: დიგოქსინი, გლიბენკლამიდი, რანიტიდინი არ ცვლიან კაპრიფლოქსის ეფექტს.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით რეცეპტურულ ან არარეცეპტურულ პრეპარატს.
3. როგორ გამოვიყენოთ კაპრიფლოქსი
ინსტრუქციები სათანადო გამოყენების და დოზის/დოზირების ინტერვალების შესახებ:
ექიმი გაცნობებთ როგორ და რა დოზებით უნდა გამოიყენოთ პრეპარატი.
კაპრიფლოქსი გამოიყენება მოზრდილებში.
კაპრიფლოქსი ინიშნება დღეში ორჯერ ან ერთხელ. დოზირება დამოკიდებულია ინფექციის ტიპსა და სიმწვავეზე და გამომწვევი ბაქტერიის მგრძნობელობაზე.
კაპრიფლოქსის მიღება რეკომენდებულია შემდეგი დოზებით:
მკურნალობის პერიოდი დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე (იხ. ცხრილი ზემოთ). ზოგადად ყველა ანტიბიოტიკის მსგავსად, კაპრიფლოქსის გამოყენება უნდა გაგრძელდეს 48-72 სთ პაციენტში ცხელების შემცირების შემდეგ და მას შემდეგ, რაც მიღებულია ინფექციის განკურნების შესახებ დასტური.
მიღების გზა და მეთოდი
კაპრიფლოქსის ტაბლეტები მიიღება პერორალურად. გადაყლაპეთ სითხის სათანადო რაოდენობის მიყოლებით გარსით დაფარული ტაბლეტის გატეხვის გარეშე. ტაბლეტი შეგიძლიათ გადატეხოთ გამყოფ ხაზზე დოზის კორექციისთვის. კაპრიფლოქსის გამოყენება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან ორ კვებას შორის შუალედში.
კაპრიფლოქსის გამოყენება უნდა მოხდეს რკინის მარილების, ანტაციდების ან სუკრალფატის მიღებამდე ერთი საათით ადრე ან შემდეგ, ვინაიდან მისი აბსორბცია შეიძლება შემცირდეს.
მზის სხივებისგან დაცვა
დაუშვებელია მზის პირდაპირ სხივებზე ექსპოზიცია პრეპარატის გამოყენების დროს. კანი შეიძლება მეტად იყოს მგრძნობიარე მზის მიმართ და გამოიწვიოს დამწვრობა, ჩხვლეტის შეგრძნება ან წყლულების გაჩენა. გამოიყენეთ მზისგან დამცავი მაღალი დაცვის დონით. მზეზე ყოფნისას, დაიხურეთ ქუდი და ატარეთ ისეთი ტანსაცმელი, რომელიც დაფარავს მკლავებს და ფეხებს. მოერიდეთ გარუჯვას.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:
გამოყენება პედიატრიაში:
კაპრიფლოქსი უკუნაჩვენებია ბავშვებსა და მოზარდებში.
გამოყენება გერიატრიაში:
არ არსებობს კაპრიფლოქსის დოზის კორექციის საჭიროება ხანდაზმულებში თუ არ არსებობს თირკმლის უკმარისობა.
განსაკუთრებული გამოყენების მდგომარეობა:
თირკმლის უკმარისობა:
თირკმლის უკმარისობისას, ექიმმა შეიძლება შეამციროს კაპრიფლოქსის დოზა და ჩაატაროს სათანადო მონიტორინგი.
დოზირება პაციენტებში ≤ 50 მლ/წთ კრეატინინის კლირენსით (ინფექციის სიმწვავის მიხედვით) განისაზღვრება ექიმის მიერ.
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში, არ არსებობს კაპრიფლოქსის დოზის კორექციის საჭიროება.
ექიმი შეგატყობინებთ კაპრიფლოქსის თერაპიის ხანგრძლივობას. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ კაპრიფლოქსის ეფქტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენებთ საჭიროზე მეტი რაოდენობის კაპრიფლოქსს
თუ მიიღებთ საჭიროზე მეტი რაოდენობის კაპრიფლოქსს, აცნოეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ჭარბი დოზირების სიმპტომები არის ცენტრალური ნერვული სისტემის სიმპტომები, როგორიცაა დაბნეულობა, ძილიანობა და უნებლიე კონვულსიები კუნთებში, ეკგ-ზე QT გახანგრძლივება და გულისრევა.
თუ დაგავიწყდათ კაპრიფლოქსის მიღება
დოზის გამოტოვებისას, მიიღეთ დავიწყებული დოზა როგორც კი გაგახსენდებათ.
დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
შესაძლო ეფექტები კაპრიფლოქსის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
არ შეწყვიტოთ კაპრიფლოქსით მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე, დაავადების სიმპტომები შეიძლება ხელახლა გაჩნდეს და განვითარდეს რეზისტენტობა ბაქტერიის მიმართ.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად, შეიძლება შეინიშნებოდეს გვერდითი ეფექტები ინდივიდებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან კაპრიფლოქსის რომელიმე ნივთიერების მიმართ.
შეწყვიტეთ კაპრიფლოქსის მიღება თუ განვითარდება ქვემოთ მოცემული მდგომარეობა და აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს ჰოსპიტალს დაუყოვნებლივ:
იშვიათი (შეიძლება შეინიშნებოდეს <1/10000 პაციენტში):
* კანზე ფართოდ გავრცელებული ქავილი გამონაყარით და ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპება სუნთქვის ან ყლაპვის გართულება (ჰიპერმგრძნობელობა- ანაფილაქსია)
უცნობი:
* სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა (კანზე და თვალებში სისხლისნი წყლულები, ანთება შეშუპებით და სიწითლე), ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი (სერიოზული დაავადება რომელიც იწვევს კანის დაწყლულებას)
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი არის სერიოზული გევრდითი ეფექტები.
რომელიმე მათგანის განვითარება ნიშნავს რომ გაქვთ სერიოზული ალერგია კაპრიფლოქსის მიამართ.
რომელიმე შემდეგი სიმპტომის განვითარების შემთხვევაში აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს ჰოსპიტალს დაუყოვნებლივ:
იშვიათი (<1/1000, მაგრამ შეიძლება ეფექტები შეინიშნებოდეს >1/1000 პაციენტში)
* მყესების ტკივილი და ანთება. აქილევსის მყესი არის ყველაზე ხშირად დაზიანებული მყესი. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს მყესის გაწყვეტა.
* კუნთებში უნებლიე კრუნჩხვები (კონვულსიები)
უცნობი:
* მადის დაკარგვა, თვალის კაკლის და კანის გაყვითლება, შარდის გამუქება, ქავილი, მუცლის მგრძნობელობა. ეს შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემების სიმპტომი, რაც შეიძლება ზოგჯერ იყოს ფატალური.* მიასთენიის გამწვავება (კუნთები სისუსტის ტიპი)* არითმია, პალპიტაციები
* ცხელება, ჩხვლეტა, ტკივილი ან დაბუჟება. ეს შეიძლება იყოს ნეიროპათიის სიმპტომები.
* კუჭის ძლიერი ტკივილი, როოგრიცაა სპაზმები და მაღალი ტემპერატურა მდგრადი, ძლიერი, სისხლიანი დიარეით. ეს შეიძლება იყოს ნაწლავის სერიოზული პრობლემების სიმპტომები.
* სახსრების და კუნთების გაწყვეტა, სახსრების ანთება
მოცემული ეფექტები სერიოზულია. შეიძლებ საჭიროებდეს გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას.
სერიოზული გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათია.
თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგი სახის მოვლენას, აცნობეთ ექიმს:
ხშირი (შეიძლება შეინიშნებოდეს 1/10- პაციენტში):
*გულისრევა, ღებინება, დიარეა* სისხლძარღვებში ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის მომატება* თავის ტკივილი, ძილიანობა* უძილობა
არახშირი (ეფექტები შეიძლება შეინიშნებოდეს 1/100 პაციენტში):
* სოკოვანი ინფექციები, სხვა მიკრობების რეზისტენტობის განვითარება* ქავილი და გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ძლიერი ოფლიანობა* კუჭის ტკივილი, მოუნელებლობა, მადის დაქვეითება, აირები, ყაბზობა* თავბრუსხვევა (ვერტიგო)* შფოთვა, დაბნეულობა, გაღიზიანებადობა* ძილიანობა, კანკალი, გემოს შეგრძნების დაკარგვა* ქოშინი (დისპნოე)* ტკივილი სახსრებში ან კუნთებში* მოულოდნელი შედეგები შეიძლება შეინიშნებოდეს სისხლის ანალიზებში ღვიძლის და თირკმლის პრობლემის გამო (იზრდება ბილირუბინი, კრეატინინი). მცირდება სისხლის თეთრი ურჯრედების რაოდენობა (ლეიკოპენია).
* ძლიერი დაღლილობა
იშვიათი (ეფექტები შეიძლება შეინიშნებოდეს 1/1000 პაციენტში):
* სისხლში შაქრის შემცირება, მდგომარეობა მნიშვნელოვანია დიაბეტიკებში და შეიძლება გამოწივიოს კომა.
გონებრივი დაავადება, მოუსვენრობა, დეპრესია, რასაც შეიძლება თან ახლდეს მხედველობის და სმენის ჰალუცინაციები, პარანოია* უჩვეულო სიზმრები, ღამის კოშმარები* მხედველობის პრობლემები, მათ შორის მხედველობის ბუნდოვანება* ტინიტუსი* კუნთების სისუსტე. მოცემული სიტუაცია მნიშვნელოვანია მიასთენიით დაავადებულებში (იშვიათი მდგომარეობა ნერვულ სისტემასთან დაკავშირებით).
* დაბალი არტერიული წნევა* სწრაფი გულსიცემა, პალპიტაციები
* ადვილად სისლხდენა ან სისხლჩაქცევა სისხლში თრომბოციტების შემცირების გამო (თრომბოციტოპენია)
* სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება (ნეიტროპენია)
* ცხელება * თირკმლის ფუნქციის ცვლილება და თირკმლის უკმარისობვა თირკმლის ალერგიული რეაქციების გამო, როგორიცაა ინტერსტიციული ნეფრიტი
ძალიან იშვიათი (ეფექტები შეიძლება შეინიშნებოდა 1/10000 პაციენტში):
* პორფირიის შეტევები (იშვიათი მეტაბოლური დაავადება)
უცნობი:
* კომა სისხლში შაქრის დაბალი შემცველობის გამო* სისხლში შაქრის შემცველობის მომატება
* თვითდაზიანება, მათ შორის სუიციდური ფიქრები და სუიციდის მცდელობა
* გემოს შეგრძნების დაკარგვა* ყნოსვის დარღვევა, მათ შორის ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა
* გულის წასვლა (სინკოპე), ბენინგის ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია (წნევის მომატება თავში)
* სმენის დარღვევა, სმენის დაკარგვა* მხედველობის გარდამავალი დაკარგვა
* კანის მომატებული მგრძნობელობა მზის ან ულტრაიისფერი სიხვების მიმართ (სინათლის მიმართ მგრძნობელობა)
* სისხლის უჯრედების შემცირება (პანციტოპენია) ან სისხლის წითელი უჯრედების შემცირება (ანემია)
კანი შეიძლება გახდეს ფერმკრთალი და ყვითელი სისხლის წითელი უჯრედების დაიზანების გამო და შემცირდეს სისხლის ნებისმიერი უჯრედი. ცხელება, ყელი ს ტკივილი და ზოგადად ცუდად ყოფნა შეიძლება შეინიშნებოდეს.
* პირის ღრუს ანთება (სტომატიტი)
* შეიძლება განვითარდეს იმუნიტეტის ძლიერი პასუხი (ჰიპერმგრძნობელობა)
* პრობლემები მოძრაობის და სიარულის დროს (დისკინეზია, ექსტრაპირამიდული დარღვევები)
* პნევმონია ალერგიული რეაქციების გამო* ვენებში კოაგულაცია ალერგიული რეაქციების გამო
* პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი)* ტკივილი (ზურგის, გლუმკერდის, მკლავების და ფეხების).
ესენია კაპრიფლოქსის გვერდითი ეფექტები.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს თუ განვითარდება ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, რაც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში. ასევე შეატყობინეთ განვითარებული გვერდითი ეფექტის შესახებ თურქეთის ფარმაკოუსაფრთხოების ცენტრს (TUFAM) “წამლის გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება”-ზე დაჭერით www.titck.gov.tr -ზე ან შეტყობინების ხაზზე 08003140008 დარეკვით. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფრომაციის მოპოვებას.
გვერდითი ეფექტის განვითარებისას, რომელიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
5. როგორ შევინახოთ კაპრიფლოქსი
კაპრიფლოქსი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25℃-ზე.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის მიხედვით.
არ გამოიყენოთ კაპრიფლოქსი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
პროდქტში და/ან შეფუთვაზე წუნის შემთხვევაში, არ გამოიყენოთ კაპრიფლოქსი.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! გადაეცით ისინი შეგროვებით სისტემას, რომელიც დადგენილია ურბანიზმის და განვითარების სამინისტროს მიერ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
| შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ | დღიური დოზა ინექციის სიმწვავის მიხედვით) | მკურნალობის პერიოდი |
| მწვავე სინუსიტი (ჰაერით სავსე სივრცეების ანთება სახის ძვლებში) | 500 მგ დღეში ერთხელ | 10-14 დღე |
| ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება (ბრონქების ანთება ) | 250 მგ - 500 მგ დღეში ერთხელ | 7-10 დღე |
| საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია | 500 მგ დღეში ერთხელ ან ორჯერ | 7-14 დღე |
| პიელონეფრიტი (საშარდე გზების და თირკმელების ანეთება) | 500 მგ დღეში ერთხელ | 7-10 დღე |
| საშარდე გზების გართულებული ინფექციები | 500 მგ დღეში ერთხელ | 7-14 დღე |
| კანის და რბილი ქსოვილის ინფექციები | 250 მგ დღეში ერთხელ ან 500მგ დღეში ერთხელ ან ორჯერ | 7-14 დღე |
| ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი (პროსტატის ანთება) | 500 მგ დღეში ერთხელ | 28 დღე |
| ჰაერ-წვეთოვანი გზით ციმბირული წყლულთის მიმართ ექსპოზიცია | 500 მგ დღეში ერთხელ | 8 კვირა |
კოქსიბეტი 90მგ ტაბ N10
მწარმოებელი ქვეყანა: ინდოეთი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებაა ეტორიკოქსიბი.
ჩვენება: ეტორიკოქსიბი ამცირებს სახსრებისა და კუნთების ტკივილსა და შეშუპებას (ანთებას) 16 წლის და მეტი ასაკის პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი და პოდაგრა; ეტორიკოქსიბი, ასევე, გამოიყენება ხანმოკლე მკურნლობის სახით სტომატოლოგიური ოპერაციის შემდეგ, ზომიერი ტკივილის დროს 16 წლის და მეტი ასაკის პაციენტებში.
ოსტეოართრიტი არის სახსრების დაავადება. ის იწვევს ძვლების დამაბოლოებელი ხრტილების თანდათანობით დაშლას, რაც თავის მხრივ იწვევს შეშუპებას (ანთებას), ტკივილს, დაჭიმულობას, გაშეშებას და მოძრაობის შეზღუდვას.
რევმატოიდული ართრიტი არის სახსრების ხანგრძლივი ანთებითი დაავადება, რომელიც იწვევს ტკივილს, გაშეშებას, შეშუპებას და დაზიანებული სახსრების მოძრაობის თანდათანობით დაკარგვას. მან ასევე შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილების ანთება.
პოდაგრა არის დაავადება, რომელიც იწვევს სახსრების ანთების უეცარ, რეციდიულ შეტევებს, რომელსაც თან ახლავს ძლიერი ტკივილი და სიწითლე.
მაანკილოზებელი სპონდილიტი არის ხერხემლისა და მსხვილი სახსრების ანთებითი დავადება.
უკუჩვენება:ორსულობა, ლაქტაცია. თუ პაციენტი ალერგიულია ეტორიკოქსიბის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ; თუ პაციენტი ალერგიულია არასტეორიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების, მათ შორის ასპირინისა და COX-2 ინჰიბიტორების, მიმართ; თუ პაციენტს აღენიშნება კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის რეციდიული წყლული ან სისხლდენა; თუ პაცინტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე დაავადება; თირკმელების მძიმე დაავადება; თუ პაციენტი არის ან შეიძლება იყოს ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში; თუ პაციენტი 16 წელზე ნაკლები ასაკისაა; თუ პაციენტს აღენიშნება ნაწლავების ანთებითი დაავადება, როგორიცაა კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი ან კოლიტი; თუ პაციენტს აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა, რომელიც არ კონტროლდება მკურნალობით (საჭიროა ექიმთან ან ექთანთან კონსულტაცია, არტერიული წნევა სათანადოდ არის თუ არა გაკონტროლებული); თუ პაციენტს დიაგნოსტირებული აქვს გულის დაავადებები, მათ შორის გულის უკმარისობა (საშუალო ან მძიმე ხარისხის), სტენოკარდია (მკერდის არეში ტკივილი); თუ პაციენტს გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი, გაკეთებული აქვს აორტო-კორონარული შუნტირება, აღენიშნება პერიფერიული არტერიული დაავადება (ქვედა კიდურების სისხლის მიმოქცევის დარღვევა არტერიების შევიწროვების ან ბლოკირების გამო); თუ პაციენტს გადატანილი აქვს ნებისმიერი ტიპის ინსულტი (მათ შორის ჰემორაგიული ან ტრანზიტორული იშეიმიური ინსულტი); ეტორიკოქსიბმა შეიძლება ოდნავ Gგაზარდოს მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის რისკი, ამიტომ მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული გულის პრობლემების ან ინსულტის ანამნეზის შემთხვევაში. მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი ფიქრობს, რომ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება მას.
მიღების წესი: მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.
ლევომაკი 500მგ შემოგ. ტაბ N5
მწარმოებელი ქვეყანა: ინდოეთი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
(ლევოფლოქსაცინი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები)
შემადგენლობა
ყოველი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს :
ლევოფლოქსაცინი .......................... 500 მგ-ს ექვივალენტი
აღწერა
ლევოფლოქსაცინი არის სინთეზური ანტიბაქტერიული საშუალება. ქიმიური სახელწოდებაა (-)-(S)-9-ფტორ-2,3-დიჰიდრო-3-მეთილ-10-(4-მეთილ-1-პიპერაზინილ)-7-ოქსო-7H-პირიდო[1,2,3-დე]-1,4-ბენზოქსაზინ-6-კარბოქსილის მჟავას ჰემიჰიდრატი. ემპირიული ფორმულა არის C 18 H 20 FN 3 O 4 • ½ H 2 O და მოლეკულური წონა არის 370.38.
ფარმაკოლოგიურიკლასიფიკაცია
ანტიბაქტერიული საშუალება
ფარმაკოლოგიურიმოქმედება
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია
პერორალურად მიღებული ლევოფლოქსაცინი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციით, რომელიც მიიღწევა 1-2 საათის განმავლობაში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არის 99 - 100%.
საკვები მცირე გავლენას ახდენს ლევოფლოქსაცინის შეწოვაზე. წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა 48 საათის განმავლობაში 500 მგ-ს ერთხელ ან ორჯერ დღეში დოზირების რეჟიმის გამოყენებისას.
განაწილება
ლევოფლოქსაცინის დაახლოებით 30-40% უკავშირდება შრატის ცილებს.
ლევოფლოქსაცინის განაწილების საშუალო მოცულობა არის დაახლოებით 100 ლ 500 მგ ერთჯერადი და განმეორებითი დოზების შემდეგ, რაც მიუთითებს ქსოვილებში ფართო განაწილებაზე.
ქსოვილებსადასითხეებშიშეღწევა:
ნაჩვენებია, რომ ლევოფლოქსაცინი აღწევს ბრონქების ლორწოვან გარსში, ეპითელიუმის ლორწოვან სითხეში, ალვეოლურ მაკროფაგებში, ფილტვის ქსოვილში, კანში (ბუშტუკის სითხე), პროსტატის ქსოვილსა და შარდში. თუმცა, ლევოფლოქსაცინის ცუდად აღწევს ცერებროსპინალურ სითხეში.
ბიოტრანსფორმაცია
ლევოფლოქსაცინი მეტაბოლიზდება ძალიან მცირე რაოდენობით, მეტაბოლიტებია დესმეთილ-ლევოფლოქსაცინი და ლევოფლოქსაცინის N-ოქსიდი. ეს მეტაბოლიტები შეადგენს დოზის <5%-ს და გამოიყოფა შარდით. ლევოფლოქსაცინი სტერეოქიმიურად სტაბილურია და არ განიცდის ქირალურ ინვერსიას.
ელიმინაცია
ლევოფლოქსაცინის პერორალური და ინტრავენური შეყვანის შემდეგ, იგი გამოიყოფა პლაზმიდან შედარებით ნელა (t ½: 6 - 8 სთ). გამოიყოფა ძირითადად თირკმლის გზით (შეყვანილი დოზის >85%). ლევოფლოქსაცინის საშუალო აშკარა მთლიანი კლირენსი ორგანიზმში 500 მგ ერთჯერადი დოზის შემდეგ იყო 175 +/-29.2 მლ/წთ. არ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკის მხრივ ინტრავენური და პერორალური მიღების შემდეგ, რაც მიუთითებს, რომ პერორალური და ინტრავენური გზები ურთიერთშემცვლელია.
ხაზოვნობა
ლევოფლოქსაცინს აქვს ხაზოვანი ფარმაკოკინეტიკა 50-დან 1000 მგ-მდე დოზის დიაპაზონში.
სპეციალურიპოპულაციები
თირკმლისუკმარისობის მქონე პირები
ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენას ახდენს თირკმლის უკმარისობა. თირკმელების ფუნქციის დაქვეითებისას, თირკმლისმიერი ელიმინაცია და კლირენსი მცირდება, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება, როგორც ეს მოცემულია ქვემოთ მოცემულ ცხრილში: ფარმაკოკინეტიკა თირკმლის უკმარისობის დროს 500 მგ ერთჯერადი პერორალური დოზის შემდეგ
ხანდაზმულიპირები
არ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკის მხრივ ახალგაზრდა და ხანდაზმულ პირებს შორის, გარდა იმ განსხვავებებისა, რომლებიც დაკავშირებულია კრეატინინის კლირენსში.
გენდერულიგანსხვავებები
მამრობითი და მდედრობითი სქესის პირების ცალკე ანალიზმა აჩვენა მცირე და ზღვრული გენდერული განსხვავებები ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკის მხრივ. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს გენდერული განსხვავებები კლინიკურად მნიშვნელოვანია.
ფარმაკოდინამიკა:
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ქინოლონური ანტიბაქტერიული საშუალებები - ფტორქინოლონები, ATC კოდი: J01MA12
ლევოფლოქსაცინი არის ფტორქინოლონების კლასის სინთეზური ანტიბაქტერიული საშუალება და ოფლოქსაცინის რაცემიული აქტიური ნივთიერების S (-) ენანტიომერი.
მოქმედებისმექანიზმი
როგორც ფტორქინოლონის ანტიბაქტერიული საშუალება, ლევოფლოქსაცინი მოქმედებს დნმ-დნმ-გირაზას კომპლექსზე და ტოპოიზომერაზაზე IV.
ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური ურთიერთობა
ლევოფლოქსაცინის ბაქტერიციდული აქტივობის ხარისხი დამოკიდებულია შრატში მაქსიმალური კონცენტრაციის თანაფარდობაზე (Cmax) ან მრუდის ქვეშ მდებარე ფართობზე (AUC) და მინიმალურ ინჰიბიტორულ კონცენტრაციაზე (MIC).
რეზისტენტობისმექანიზმი
ლევოფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტობა მიიღწევა ეტაპობრივი პროცესით სამიზნე უბნებზე მუტაციებით ორივე ტიპის II ტოპოიზომერაზაში, დნმ გირაზასა და ტოპოიზომერაზას IV-ში. სხვა რეზისტენტულმა მექანიზმებმა, როგორიცაა შეღწევადობის ბარიერები (ხშირია Pseudomonas aeruginosa-ს შემთხვევაში) და ეფლუქსის მექანიზმებმა ასევე შეიძლება გავლენა მოახდინონ ლევოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობელობაზე.
აღინიშნება ჯვარედინი რეზისტენტობა ლევოფლოქსაცინსა და სხვა ფტორქინოლონებს შორის. მოქმედების მექანიზმის გამო, ლევოფლოქსაცინსა და სხვა კლასების ანტიბაქტერიულ საშუალებებს შორის ზოგადად არ არსებობს ჯვარედინი რეზისტენტობა.
მგრძნობელობისსაზღვრები
ცხრილში ქვემოთ (მგ/ლ 1) ჩამოთვლილია ლევოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობელობის ტესტირების EUCAST მიერ დამტკიცებული მდკ-ს (მგ/ლ) საკონტროლო მნიშვნელობები, რომელნიც ამ პრეპარატის მიმართ პათოგენების მგრძნობელობის შეფასების საშუალებას იძლევიან მგრძნობიარე , ზომიერად მგრძნობიარე ან რეზისტენტული.
EUCAST-ს მიერ ლევოფლოქსაცინისთვის დადგენილი მდკ-ს კლინიკური საკონტროლო მნიშვნელობები (ვერსია 2.0, 2012-01-01 ):
1 : საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციები მხოლოდ
2 : მგრძნობელობა შეიძლება შეფასდეს ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობელობის მიხედვით. რეზისტენტობის გავრცელება შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიულად და დროთა განმავლობაში შერჩეული სახეობებისთვის და რეზისტენტობის შესახებ ადგილობრივი ინფორმაცია სასურველია, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას. საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოიძიოთ ექსპერტის რჩევა, როდესაც რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება ისეთია, რომ აგენტის სარგებლობა სულ მცირე ზოგიერთი ტიპის ინფექციაში საეჭვოა.
ჩვეულებრივმგრძნობიარესახეობები
აერობულიგრამდადებითიბაქტერიები
Bacillus anthracis
Staphylococcus aureus მეთიცილინ-მგრძნობიარე
Staphylococcus saprophyticus
სტრეპტოკოკები, ჯგუფი C და G
Streptococcus agalactiae
Streptococcus pneumoniae
Streptococcus pyogenes
აერობულიგრამუარყოფითიბაქტერიები
Eikenellacorrodens
Haemophilusinfluenzae
Haemophilus para-influenzae
Klebsiella oxytoca
Moraxella catarrhalis
Pasteurella multocida
Proteus vulgaris
Providenciarettgeri
ანაერობულიბაქტერიები
Peptostreptococcus
სხვა
Chlamydophila pneumoniae
Chlamydophil apsittaci
Chlamydia trachomatis
Legionella pneumophila
Mycoplasma pneumoniae
Mycoplasma hominis
Ureaplasmaurealyticum
სახეობები, რომლებისთვისაცშეძენილირეზისტენტობაშეიძლებაპრობლემა იყოს
აერობული გრამდადებითი ბაქტერიები
Enterococcus faecalis
Staphylococcus aureus მეთიცილინ-რეზისტენტული *
კოაგულაზა უარყოფითი Staphylococcus spp
აერობულიგრამუარყოფითიბაქტერიები
Acinetobacter baumannii
Citrobacter freundii
Enterobacter aerogenes
Enterobacter cloacae
Escherichia coli
Klebsiella pneumonia
Morganellamorganii
Proteus mirabilis
Providencia stuartii
Pseudomonas aeruginosa
Serratiamarcescens
ანაერობულიბაქტერიები
Bacteroides fragilis
თანდაყოლილადრეზისტენტულიშტამები
აერობულიგრამდადებითიბაქტერიები
Enterococcus faecium
*მეთიცილინ-რეზისტენტული S. aureus-ს , დიდი ალბათობით, გააჩნია ფტორქინოლონების, მათ შორის ლევოფლოქსაცინის მიმართ კორეზისტენტობა.
ჩვენებებიდაგამოყენება
ლევოფლოქსაცინის ნაჩვენებია მოზრდილებში შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
a ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები შეიძლება ზოგჯერ მოხდეს პირველივე დოზის შემდეგ
b ლორწოვანი გარსის რეაქციები შეიძლება ზოგჯერ მოხდეს პირველივე დოზის მიღების შემდეგაც კი
** გახანგრძლივებული (თვეებამდე ან წლამდე), ინვალიდური და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული წამლის რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები, რომლებიც გავლენას ახდენენ რამდენიმე, ზოგჯერ მრავალ, სისტემურ ორგანოთა კლასსა და გრძნობაზე (მათ შორის რეაქციები, როგორიცაა ტენდონიტი, მყესების რღვევა, ართრალგია, კიდურების ტკივილი, სიარულის დარღვევა, ნეიროპათიები, რომლებიც დაკავშირებულია პარესთეზიასთან, დეპრესიასთან, დაღლილობასთან, მეხსიერების დაქვეითებასთან, ძილის დარღვევასთან და სმენის, მხედველობის, გემოსა და ყნოსვის დაქვეითებასთან) დაფიქსირდა ქინოლონების და ფტორქინოლონების გამოყენებასთან დაკავშირებით ზოგიერთ შემთხვევაში, წინასწარ არსებული რისკ-ფაქტორების მიუხედავად.
** დაფიქსირდა აორტის ანევრიზმისა და დისექციის შემთხვევები, ზოგჯერ გართულებული დარღვევით (მათ შორის ფატალური) და გულის რომელიმე სარქვლის რეგურგიტაცია/უკმარისობა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფტორქინოლონებს.
სხვა გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია ფტორქინოლონის მიღებასთან, მოიცავს:
- პორფირიის შეტევები პორფირიის მქონე პაციენტებში.
დოზირება
ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები მიიღება დღეში ერთხელ ან ორჯერ.
დოზა დამოკიდებულია ინფექციის სახეობასა და სიმძიმეზე და სავარაუდო გამომწვევი პათოგენის მგრძნობელობაზე. მკურნალობა ინტრავენური პრეპარატის თავდაპირველი გამოყენების შემდეგ შეიძლება დასრულდეს ლევოფლოქსაცინის ტაბლეტებით პარენტერალური და პერორალური ფორმების ბიოექვივალენტობის გათვალისწინებით, შესაძლებელია იგივე დოზის გამოყენება.
დოზირება: შემდეგი რეკომენდაციების გაცემა შეიძლება ლოვოფლოქსაცინის დოზების შესახებ:
დოზირებათირკმელებისნორმალურიფუნქციისმქონეპაციენტებში (კრეატინინისკლირენსი > 50 მლ/წთ)
სპეციალურიპოპულაციები
თირკმლისფუნქციისდარღვევა (კრეატინინისკლირენსი ≤ 50 მლ/წთ)
1 დამატებითი დოზები არ არის საჭირო ჰემოდიალიზის ან უწყვეტი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზის შემდეგ.
ღვიძლისფუნქციისდარღვევა
დოზის კორექცია საჭირო არ არის, ვინაიდან ლევოფლოქსაცინი არ მეტაბოლიზდება რაიმე შესაბამისი ხარისხით ღვიძლში და ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით.
ხანდაზმულიმოსახლეობა
ხანდაზმულებში დოზის კორექცია არ არის საჭირო, გარდა იმისა, რაც დაწესებულია თირკმლის ფუნქციის გათვალისწინებით.
პედიატრიულიმოსახლეობა
ლევოფლოქსაცინი უკუნაჩვენებია ბავშვებში და მოზარდებში.
გამოყენებისწესი
ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები მიიღება დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობით სითხის მიყოლებით. ტაბლეტის გაყოფა შესაძლებელია გამყოფ ხაზის ადგილას , რათა მოხდეს დოზის დარეგულირება. ტაბლეტები მიიღება კვების დროს ან კვებათა შორის ინტერვალში. ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები მიიღება რკინის მარილების, თუთიის მარილის, მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდების ან დიდანოზინთან (მხოლოდ დიდანოზინი მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ბუფერული საშუალებები), და სუკრალფატის მიღებამდე სულ მცირე 2 საათით ადრე, რადგან სხვა შემთხვევაში მოსალოდნელია აბსორბციის შემცირება.
ურთიერთქმედება სამკურნალო საშულებებთან
სხვასამკურნალოსაშუალებებისმოქმედებალევოფლოქსაცინზე
რკინის მარილები, თუთიის მარილები, მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდური საშუალებები, დიდანოზინი
ლევოფლოქსაცინის აბსორბცია მნიშვნელოვნად მცირდება ისეთ პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენებისას, რომელნიც შეიცავენ რკინის მარილებს, ან მაგნიუმის ანდა ალუმინის შემცველ ანტაციდურ საშუალებებთან, აგრეთვე, დიდანოზინთან (ეს ეხება მხოლოდ დიდანოზინის სამკურნალო ფორმებს მაგნიუმის ანდა ალუმინის შემცველი ბუფერული აგენტებით).
ფტორქინოლონების და თუთიის შემცველი მულტივიტამინების ერთდროულად პერორალურად გამოყენება აქვეითებს მათ აბსორბციას. პრეპარატების მიღება, რომელნიც შეიცავენ 2- და 3-ვალენტიან კატიონებს, როგორიცაა რკინის მარილები, თუთიის მარილები, ანტაციდები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის მაგნიუმი ან და ალუმინი ან დიდანოზინი (ეს ეხება მხოლოდ დიდანოზინის სამკურნალო ფორმებს მაგნიუმის ანდა ალუმინის შემცველი ბუფერული აგენტებით) არ არის რეკომენდებული 2 საათით ადრე და 2 საათში ლევოფლოქსაცინის ტაბლეტების მიღების შემდეგ. კალციუმის მარილები პერორალურად მიღებისას მინიმალურ გავლენას ახდენენ ლევოფლოქსაცინის აბსორბციაზე.
სუკრალფატი
სუკრალფატთან ერთდროულად მიღებისას ლევოფლოქსაცინის ტაბლეტების ბიოხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად მცირდება. სუკრალფატის ერთდროულად მიღების აუცილებლობის შემთხვევაში სასურველია მისი მიღება 2 საათში ლევოფლოქსაცინის ტაბლეტების მიღების შემდეგ.
თეოფილინი, ფენბუფენიანმსგავსიარასტეროიდულიანთებისსაწინააღმდეგოსაშუალებები
კლინიკური კვლევისას ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება თეოფილინთან არ გამოვლენილა. თუმცა, ცერებრალური კრუნჩხვის ზღურბლის მკვეთრად დაქვეითება შეიძლება აღინიშნოს, როდესაც ქინოლონები მიიღება თეოფილინთან, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ან სხვა ისეთ საშუალებებთან ერთად, რომლებიც ამცირებენ კრუნჩხვის ზღურბლს.
ლევოფლოქსაცინის კონცენტრაცია იყო დაახლოებით 13%-ით უფრო მაღალი ფენბუფენის არსებობისას, ვიდრე ცალკე გამოყენებისას.
პრობენეციდიდაციმეტიდინი
პრობენეციდს და ციმეტიდინს ჰქონდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი ლევოფლოქსაცინის ელიმინაციაზე. ლევოფლოქსაცინის თირკმლისმიერი კლირენსი შემცირდა ციმეტიდინით (24%) და პრობენეციდით (34%). ეს განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ორივე პრეპარატს შეუძლია დაბლოკოს ლევოფლოქსაცინის თირკმლის ტუბულარული სეკრეცია. თუმცა, კვლევის დროს ტესტირებულ დოზებზე, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კინეტიკური განსხვავებები ნაკლებად სავარაუდოა, რომ იყოს კლინიკურადრელევანტური.
სიფრთხილე არის საჭირო, როდესაც ლევოფლოქსაცინი ინიშნება ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც მოქმედებენ თირკმლის სეკრეციაზე, მაგალითად პრობენეციდი და ციმეტიდინი, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
სხვამნიშვნელოვანიინფორმაცია: კლინიკურმა ფარმაკოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკაზე კლინიკურად მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ აღინიშნებოდა, როდესაც ლევოფლოქსაცინი მიღებული იყო შემდეგ პრეპარატებთან ერთად: კალციუმის კარბონატი, დიგოქსინი, გლიბენკლამიდი, რანიტიდინი.
ლევოფლოქსაცინის მოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებზე
ციკლოსპორინი
ციკლოსპორინის ნახევარგამოყოფის პერიოდი გაიზარდა 33%-ით ლევოფლოქსაცინთან ერთად მიღებისას.
K ვიტამინისანტაგონისტები
გაზრდილი კოაგულაციის ტესტები (PT/INR) და/ან სისხლდენა, რომელიც შეიძლება იყოს მძიმე, აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ლევოფლოქსაცინით K ვიტამინის ანტაგონისტთან ერთად (მაგ. ვარფარინი). ამიტომ, კოაგულაციის ტესტების მონიტორინგი უნდა მოხდეს პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ K ვიტამინის ანტაგონისტებით.
პრეპარატები, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს
ლევოფლოქსაცინი, ისევე როგორც სხვა ფტორქინოლონები, სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც იღებენ QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ პრეპარატებს (მაგ. IA და III კლასის ანტიარითმული საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაკროლიდები, ანტიფსიქოტური საშუალებები).
სხვაშესაბამისიინფორმაცია
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების კვლევაში ლევოფლოქსაცინი არ ახდენდა ზეგავლენას თეოფილინის ფარმაკოკინეტიკაზე (რომელიც წარმოადგენს CYP1A2-ის სუბსტრატს), რაც მიუთითებს იმაზე, რომ ლევოფლოქსაცინი არ არის CYP1A2 ინჰიბიტორი.
ურთიერთქმედების სხვა ფორმები
საკვები
არ მოიპოვება კლინიკურად მნიშვნელოვანი ინფორმაცია საკვებთან ურთიერთქმედების შესახებ. შესაბამისად ლევოფლოქსაცინის ტაბლეტების მიღება არ არის დამოკიდებული კვებაზე.
გაფრთხილებებიდასიფრთხილისზომები
ლევოფლოქსაცინის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული პაციენტებში, რომლებსაც წარსულშ
| Cl cr [მლ/წთ] | <20 | 20 - 49 | 50 – 80 |
| Cl R [მლ/წთ] | 13 | 26 | 57 |
| t 1/2 [სთ] | 35 | 27 | 9 |
| პათოგენი | მგრძნობიარე | რეზისტენტული |
| Enterobacterales | ≤ 0.5 მგ/ლ | > 1 მგ/ლ |
| Pseudomonas spp. | ≤ 0.001 მგ/ლ | > 1 მგ/ლ |
| Acinetobacter spp. | ≤ 0.5 მგ/ლ | > 1 მგ/ლ |
| Staphylococcus aureus Coagulase-negative staphylococcii | ≤ 0.001 მგ/ლ | > 1 მგ/ლ |
| Enterococcus spp. 1 | ≤ 4 მგ/ლ | > 4 მგ/ლ |
| Streptococcus pneumoniae | ≤ 0.001 მგ/ლ | > 2 მგ/ლ |
| Streptococcus groups A,B,C and G | ≤ 0.001 მგ/ლ | > 2 მგ/ლ |
| Haemophilus influenza | ≤ 0.06 მგ/ლ | > 0/06 მგ/ლ |
| Moraxella catarrhalis3 | ≤ 0.125 მგ/ლ | > 0.125 მგ/ლ |
| Helicobacterpylori | ≤ 1 მგ/ლ | > 1 მგ/ლ |
| Aerococcussanguinicola and urinae 2 | ≤ 2 მგ/ლ | > 2 მგ/ლ |
| Aeromonas spp. | ≤ 0.5 მგ/ლ | > 1 მგ/ლ |
| PK-PD (რომელიც არ არის დაკავშირებული პათოგენების გარკვეულ სახეობასთან) საზღვრები, | ≤ 0.5 მგ/ლ | > 1 მგ/ლ |
- მწვავე ბაქტერიული სინუსიტი
- ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება გამწვავებული ბრონქიტის ჩათვლით
- საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია
- კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები
- პიელონეფრიტი და საშარდე გზების გართულებული ინფექციები
- ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი
- ცისტიტი გართულების გარეშე
- ინჰალაციური ჯილეხი: ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა და მკურნალობა.
- პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა ლევოფლოქსაცინის ან სხვა ქინოლონის და რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
- ეპილეფსიის მქონე პაციენტებში,
- პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მყესების დარღვევების ისტორია, დაკავშირებული ფტორქინოლონის მიღებასთან,
- ბავშვებში ან მოზარდებში,
- ორსულობის დროს,
- მეძუძურ ქალებში.
| სისტემურ ორგანოთაკლასი | ხშირი (≥1/100- <1/1 ) | არახშირი (≥ 1/1,000 - <1/100) | იშვიათი (≥1/10,000- <1/1,000) | ცნობილი არ არის(შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძელზე) მონაცემები) |
| ინფექციები და ინვაზიები | სოკოვანი ინფექცია მათ შორის Candida-ს ინფექციის პათოგენური რეზისტენტობა | |||
| დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ | ლეიკოპენია ეოზინოფილია | თრომბოციტოპენია ნეიტროპენია | პანციტოპენია აგრანულოციტოზი ჰემოლიტური ანემია | |
| დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ | ანგიონევროზული შეშუპება ჰიპერმგრძნობელობა | ანაფილაქსური შოკიa ანაფილაქტოიდური შოკიa | ||
| ენდოკრინული დარღვევები | ანტიდიურეზული ჰორმონის (SIADH) არასათანადო სეკრეციის სინდრომი | |||
| დარღვევები მეტაბოლიზმისდა კვების მხრივ | ანორექსია | ჰიპოგლიკემია განსაკუთრებით დიაბეტით დაავადებულებში | ჰიპერგლიკემია ჰიპოგლიკემიური კომა | |
| ფსიქიატრიული დარღვევები* | უძილობა | შფოთვა დაბნეული მდგომარეობა ნერვოზულობა | ფსიქოზური რეაქციები (მაგ. ჰალუცინაციებით, პარანოიით) დეპრესია აჟიტაცია არანორმალური სიზმრები ღამის კოშმარები | ფსიქოზური დარღვევები საკუთარი თავისთის საფრთხის შემქნელი ქცევა მათ შორის სუიციდური იდეები ან სუიციდის მცდელობა |
| დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ | თავის ტკივილი თავბრუსხვევა | ძილიანობა კანკალი დისგევზია | კრუნჩხვითი პარესთეზია | პერიფერიული სენსორული ნეიროპათია პერიფერიული სენსორული მოტორული ნეიროპათია (პაროსმია ანოსმიის ჩათვლით) დისკინეზია ექსტრაპირამიდული აშლილობა ,აგეზია სინკოპე კეთილთვისებიანი ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია |
| დარღვევები თვალის მხრივ* | მხედველობის დარღვევები, როგორიცაა ბუნდოვანი მხედველობა | მხედველობის გარდამავალი დაკარგვა | ||
| დარღვევები ყურის და ლაბირინთის მხრივ * | ვერტიგო | ტინიტუსი | სმენის დაკარგვა სმენის დაქვეითება | |
| დარღვევები გულის მხრივ* | ტაქიკარდია, პალპიტაცია | პარკუჭოვანი ტაქიკარდია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის გაჩერება პარკუჭოვანი არითმია და Torsade de Pointes (უპირატესად პაციენტებში QT გახანგრძლივების რისკ-ფაქტორებით), ელექტროკარდიოგრამაზე QT გახანგრძლივება | ||
| დარღვევები სისხლძარღვების მხრივ* | ვრცელდება მხოლოდ ი.ვ. ფორმაზე: ფლებიტი | ჰიპოტენზია | ||
| დარღვევები სუნთქვის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ | დისპნოე | ბრონქოსპაზმი ალერგიული პნევმონიტი | ||
| დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ | დიარეა ღებინება გულისრევა | მუცლის ტკივილი დისპეფსია მეტეორიზმი ყაბზობა | დიარეა – ჰემორაგიული, რომელიც ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება მიუთითებდეს ენტეროკოლიტზე, ფსევდომემბრანული კოლიტის ჩათვლით პანკრეატიტი | |
| ჰეპატობილიარული დარღვევები | ღვიძლისმიერი ფერმენტის მომატება (ALT/AST, ტუტე ფოსფატაზა, GGT) | სისხლში ბილირუბინის მომატება | სიყვითლე და ღვიძლის მძიმე დაზიანება, მათ შორის ფატალური შემთხვევები ღვიძლის მწვავე უკმარისობით, ძირითადად პაციენტებში მძიმე თანმხლები დაავადებებით ჰეპატიტი | |
| დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივb | გამონაყარი ქავილი ჭინჭრის ციება ჰიპერჰიდროზი | წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS), წამლისმიერი ფიქსირებული გამონაყარი | ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი სტივენს-ჯონსონის სინდრომი მრავალფორმიანი ერითემა ფოტომგრძნობელობის რეაქცია ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტი სტომატიტი | |
| ჩონჩხ-კუნთოვანი1 და შემაერთებელი ქსოვილების დარღვევები* | ართრალგია მიალგია | მყესების დარღვევები ტენდინიტის ჩათვლით (მაგ. აქილევსის მყესი) კუნთების სისუსტე, რომელსაც შესაძლოა განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდეს მიასთენიის გრავიის მქონე პაციენტებში | რაბდომიოლიზი* მყესის გაწყვეტა (მაგ. აქილევსის მყესი) ლიგატების გაწყვეტა კუნთების რღვევა ართრიტი | |
| დარღვევები თირკმელების და საშარდე სისტემის მხრივ | სისხლში კრეატინინის მომატება | თირკმლის მწვავე უკმარისობა (მაგ. ინტერსტიციული ნეფრიტი) | ||
| ზოგადი დარღვევები და მდგომარეობებიშეყვანის ადგილას | ვრცელდებამხოლოდი.ვ.ფორმაზე: რეაქცია ინფუზიის ადგილზე (ტკივილი, სიწითლე) | ასთენია | პირექსია | ტკივილი (მათ შორის, ზურგის, მკერდისა და კიდურების ტკივილი) |
| ჩვენება | სადღეღამისოდოზისრეჟიმი (სიმძიმისმიხედვით) | მკურნალობისსაერთოხანგრძლივობა (სიმძიმისმიხედვით) |
| მწვავე ბაქტერული სინუსიტი | 500 მგ დღეში ერთხელ | 10-14 დღე |
| ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მწვავე ბაქტერიული ბრონქიტის ჩათვლით | 500 მგ დღეში ერთხელ | 7-10 დღე |
| საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია | 500 მგ ერთხელ ან ორჯერ დღეში | 7-14 დღე |
| მწვავე პიელონეფრიტი | 500 მგ დღეში ერთხელ | 7-10 დღე |
| საშარდე გზების გართულებული ინფექციები | 500 მგ დღეში ერთხელ | 7-14 დღე |
| ცისტიტი გართულების გარეშე | 250 მგ დღეში ერთხელ | 3 დღე |
| ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი | 500 მგ დღეში ერთხელ | 28 დღე |
| კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები | 500 მგ ერთხელ ან ორჯერ დღეში | 7-14 დღე |
| ინჰალაციური ჯილეხი | 500 მგ დღეში ერთხელ | 8 კვირა |
| კრეატინინისკლირენსი | დოზისრეჟიმი | ||
| 250 მგ/24 სთ | 500 მგ/24 სთ | 500 მგ/12 სთ | |
| პირველიდოზა: 250 მგ | პირველიდოზა: 500 მგ | პირველიდოზა: 500 მგ | |
| 50 - 20 მლ/წთ | შემდეგ: 125 მგ/24 სთ | შემდეგ: 250 მგ/24 სთ | შემდეგ : 250 მგ/12 სთ |
| 19-10 მლ/წთ | შემდეგ: 125 მგ/48 სთ | შემდეგ: 125 მგ/24 სთ | შემდეგ: 125 მგ/12 სთ |
| <10 მლ/წთ (ჰემოდიალიზის და უწყვეტი ამბულატორიული პერიტონული დიალიზის ჩათვლით) 1 | შემდეგ: 125 მგ/48 სთ | შემდეგ: 125 მგ/24 სთ | შემდეგ: 125 მგ/24 სთ |
ლისტოლაკი ორალური სუსპ N10
მწარმოებელი ქვეყანა: ინდოეთი
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შემადგენლობა:
ყოველი 5 მლ პერორალური სუსპენზიის მინი ბოთლი შეიცავს:
Bacillus clausii UBBC-07
გაწმენდილი წყალი
მკურნალობასთან ერთად გამოსაყენებლად.
ჩვენებები და გამოყენება:
ლისტოლაკი ნაჩვენებია:
ანტიბიოტიკებთან ასოცირებული დიარეის კონტროლი (AAD): ანტიბიოტიკების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა იმ ორგანიზმების განადგურება, რომლებიც საჭიროა საჭმლის მომნელებელი სისტემის შესანარჩუნებლად.
ნაწლავის ბაქტერიული ფლორის დარღვევები: ლისტოლაკი უზრუნველყოფს ნაწლავის ტრაქტის მხარდაჭერას ნორმალური ფლორის აღდგენით და ეხმარება არასასურველ ბაქტერიებთან ბრძოლაში, რომლებიც იწვევენ დიარეას.
დოზირება და მიღების წესი:
შეყვანის გზა: პერორალური
დოზირება:
მოზრდილები: 2-3 მინი ბოთლი 5მლ/დღეში
ბავშვები: 1-2 მინი ბოთლი 5მლ/დღეში
გამოყენება რეგულარული ინტერვალებით (3-4 საათი)
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზებს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ადმინისტრირების მეთოდი:
ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲐᲛᲓᲔ ᲙᲐᲠᲒᲐᲓ ᲨᲔᲐᲜᲯᲦᲠᲘᲔᲗ.
არ ჩაიტაროთ ინექცია.
მიიღეთ შიგთავსი ისე, როგორც არის ან განზავდეს წყალში ან სხვა სასმელში (მაგ. რძე, ჩაი, ფორთოხლის წვენი).
გახსნის შემდეგ პრეპარატი უნდა იქნას მიღებული ძალიან მოკლე დროში, რათა თავიდან იქნას აცილებული სუსპენზიის გაუარესება.
შენახვის ვადა:
გაუხსნელ ჭურჭელში: 24 თვე (2 წელი).
კონტეინერის გახსნის შემდეგ: უნდა იქნას მოხმარებული ძალიან მოკლე დროში სუსპენზიის ხარისხის გაუარესების თავიდან ასაცილებლად.
შენახვა:
ინახება 25C-ზე დაბალ ტემპერატურაზე მშრალ ადგილას. დაიცავით მზის პირდაპირი სხივებისგან. არ გაყინოთ. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მედეოზინ-დუო 10მგ/5მგ N20
მწარმოებელი ქვეყანა: ინდოეთი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
ნატრიუმის მონტელუკასტის და ლევოცეტირიზინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტები
შემადგენლობა:
თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
ნატრიუმის მონტელუკასტი USP
ექვივალენტური მონტელუკასტის 10მგ
ლევოცეტირიზინის ჰიდროქლორიდი 5მგ
დამხმარე ნივთიერებები q.s.
საღებავი: რკინის ოქსიდი წითელი, რკინის ოქსიდი ყვითელი და ტიტანის დიოქსიდი BP
შემადგენლობა:
თითოეული შემოუგარსავი დისპერსიული ტაბლეტი შეიცავს:
ნატრიუმის მონტელუკასტი USP
ექვივალენტური მონტელუკასტის 4მგ
ლევოცეტირიზინის ჰიდროქლორიდი 2.5მგ
დამხმარე ნივთიერებები q.s.
საღებავი: რკინის ოქსიდი ყვითელი
აღწერა:
ნატრიუმის მონტელუკასტი არის სელექციური და პერორალურად აქტიური ლეიკოტრიენის რეცეპტორის ანტაგონისტი, რომელიც აინჰიბირებს ცისტეინილურ ლეიკოტრიენს (CysLT1), რეცეპტორს. ლევოცეტირიზინი არის ცეტირიზინის R-ენანთიომერი. ლევოცეტირიზინი არის პერორალურად აქტიური, ძლიერი, სელექციური და ხანგრძლივად მოქმედი H1-ჰისტამინის რეცეპტორის ანტაგონისტი ანტიქოლინერგიული მოქმედების გარეშე. ბოლო დროს ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა, რომ ალერგიული რინიტების ანტილეიკოტრიენებით (მონტელუკასტი) და ანტიჰისტამინებით (ლევოცეტირიზინი) მკურნალობისას ავლენს სიმპტომების გაუმჯობესებას რინიტის სიმპტომების ზომიერ გაუმჯობესებასთან შედარებით თითოეულის მიღებისას ცალ-ცალკე .
მოქმედების მექანიზმი:
მონტელუკასტი
მონტელუკასტი სელექციურად ახდენს ლეიკოტრიენ D4 (LTD4) ანტაგონიზმს ცისტეინილურ ლეიკოტრიენის რეცეპტორზე, CysLT1, ადამიანის სასუნთქ გზებში. მონტელუკასტი აინჰიბირებს LTD4 მომქედებას CysLT1 რეცეპტორზე, რაც ხელს უშლის სასუნთქი გზების შეშუპებას, გლუვი კუნთების კუმშვას და სქელი ბლანტი ნახველის გაძლიერებულ გამოყოფას.
ლევოცეტირიზინი
ლევოცეტირიზინი კონკურენციას უწევს ჰისტამინს H1-რეცეპტორთან კავშირში ეფექტორის უჯრედის ზედაპირზე, რაც იწვევს ჰისტამინური ედემას, ანთების და პრურიტის დათრგუნვას. სედაციის დაბალ სიხშირეს შეიძლება თან ახლდეს ცეტირიზინის შემცირებული შეღწევა ცნს-ში ნაკლებად ლიპოფილური კარბოქსილური ჯგუფის შედეგად ეთილამინის გვერდით ჯაჭვზე.
ფარმაკოლოგია:
ფარმაკოდინამიკა
მონტელუკასტი
მონტელუკასტი იწვევს სასუნთქი გზების ცისტეინილური ლეიკოტრიენული რეცეპტორების ინჰიბირებას, როგორც გამოვლენილია მისი უნარი აინჰიბიროს ბრონქოკონსტრიქცია შესუნთქული LTD4 -ს გამო ასთმით დაავადებულ პირებში. 5მგ დოზა იწვევს LTD4 ინდუცირებული ბრონქოკონსტრიქციის არსებითი ბლოკადას.
ლევოცეტირიზინი
ლევოცეტირიზინი (R) ცეტირიზინის ენანთიომერი არის პერიფერული H1- რეცეპტორების ძლიერი და სელექციური ანტაგონისტი . კვლევებმა გამოავლინეს რომ ლევოცეტირიზინს გააჩნია მაღალი აფინობა ადამიანის H1-რეცეპტორთან (Ki=3.2 ნმოლ/ლ). ლევოცეტირიზინს გააჩნია 2-ჯერ მაღალი აფინობა ცეტირიზინთან შედარებით (Ki=6.3 ნმოლ/ლ). ლევოცეტირიზინი ემიჯნება H1-რეცეპტორს ნახევარგამოყოფის პერიოდით 115±38 წთ. ფარმაკოდინამიკურმა კვლევებმა ჯანმრთელ მოხალისეებში გამოავლინა რომ დოზის ნახევარის მიღებისას ლევოცეტირიზინს გააჩნია შედარებითი აქტივობა ცეტირიზინთან როგროც კანზე, ასევე ცხვირში.
ფარმაკოკინეტიკა
მონტელუკასტი
შეწოვა
10მგ ტაბლეტის მიღების შემდეგ უზმოზე მოზრდილებში, საშუალო პიკური პლაზმური მონტელუკასტის კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა 3-4 სთ -ში (Tmax). საშუალო პერორალური ბიოშეღწევადობა არის 64%. პერორალურ ბიოშეღწევადობაზე და Cmax -ზე არ ახდენს გავლენას სტანდარტული საკვები დილით.
დისტრიბუცია
მონტელუკასტი 99%-ით უკავშირდება პლაზმურ ცილებს. დისტრიბუციის მოცულობის წონასწორული მდგომარეობა საშუალოდ 8-11 ლ-ა.
მეტაბოლიზმი
მონტელუკასტი ჭარბად მეტაბოლიზდება. თერაპიული დოზების კვლევებში მონტელუკასტის მეტაბოლიტების პლაზმური კონცენტრაციები აღმოუჩენადია წონასწორულ მდგომარეობაში მოზრდილებში და პედიატრიულ პაციენტებში.
ელიმინაცია
მონტელუკასტის პლაზმური კლირენსია საშუალოდ 45მლ/წთ ჯანმრთელ მოზრდილებში.
ლევოცეტირიზინი
ლევოცეტირიზინის ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია დოზასთან და არ არის დროზე დამოკიდებული . ფარმაკოკინეტიკური პროფილი მსგავსია ერთი ენანთიომერის ან ცეტირიზინის სახით მიღების პროფილის. აბსორბციის და ელიმინაციის პროცესში არ ხდება ქირალური ინვერსია.
აბსორბცია
ლევოცეტირიზინი სწრაფად და ჭარბად აბსორბირდება პერორალური მიღების შემდეგ. პიკური პლაზმური კონცენტრაციები მიიღწევა დოზირებიდან 0.9 სთ-ში. წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა ორ დღეში. პიკური კონცენტრაციები 270 ნგ/მლ და 308 ნგ/მლ-ა ერთჯერადი და განმეორებითი 5მგ დღეში ერთხელ დოზირებისას, შესაბამისად. აბსორბციის ფართობი დოზაზე არ არის დამოკიდებული და არ იცვლება საკვების მიღებით, მაგრამ პიკური კონცენტრაციები მცირდება და გვიანდება.
დისტრიბუცია
ადამიანებში არ არსებობს მონაცემები ქსოვილებში დისტრიბუციის შესახებ. ლევოცეტირიზინი 90%-ით უკავშირდება პლაზმურ ცილებს. ლევოცეტირიზინის დისტრიბუცია შეზღუდულია, ვინაიდან დისტრიბუციის მოცულობა არის 0.4 ლ/კგ.
ბიოტრანსფორმაცია
ლევოცეტირიზინის მეტაბოლიზმი ადამიანებში დოზის 14%-ზე ნაკლებია და ამიტომ გენეტიკური პოლიმორფიზმის ან ფერმენტების ინჰიბიტორების თანმხლები მიღებით გამოწვეული განსხვავებები არ არის მოსალოდნელი. მეტაბოლური გზა მოიცავს არომატულ ოქსიდაციას, N-და O-დეალკილაციას და ტაურინის კონიუგაციას. დეალკილაციის გზები ძირითადად განპირობებულია CYP 3A4-ით მაშინ, როდესაც არომატული ოქსიდაცია მოიცავდა მრავლობით და/ან განუსაზღვრელ CYP იზოფორმებს. ლევოცეტირიზინს არ გააჩნია ეფექტი CYP იზოფერმენტების 1A2, 2C9, 2C19, 2D6, 2E1 და 3A4 მოქმედებაზე პიკურ კონცენტრაციებზე მაღალი კონცენტრაციებით, რომელიც მიღწეულია 5 მგ პერორალური დოზის მიღების შემდეგ. მისი დაბალი მეტაბოლიზმის და მეტაბოლიზმის ინჰიბირების პოტენციალის არარსებობის გამო, ლევოცეტირიზინის ურთიერთქმედება სხვა ნივთიერებებთან, ან პირიქით არ არის მოსალოდნელი. პლაზმური ნახევრაგამოყოფის პერიოდი მოზრდილებში არის 7.9+1.9 სთ.საშუალო საერთო კლირენსია 0.63 მლ/წთ კგ. ლევოცეტირიზინის დამეტაბოლიტების ექსკრეციის ძირითად გზას წარმოადგენს შარდი, დოზის საშუალოდ 85.4%. ფეკალიებში ექსკრეცია დაახლოებით 12.9%. ლევოცეტირიზინი გამოიყოფა გორგლოვანი ფილტრაციით და აქტიური მილაკოვანი სეკრეციით.
ჩვენებები:
ნატრიუმის მონტელუკასტის დალვეოცეტირიზინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტები ინიშნება ალერგიული რინიტების სიმპტომების შესამსუბუქებლად (სეზონური ან პერენიალური), სეზონური ალერგიული რინიტების პროფილაქტიკის და ასთმის და ალერგიული რინიტების სამკურნალოდ 1 5წლის ასაკის პაციენტებში.
ნატრიუმის მონტელუკასტის და ლევოცეტირიზინის ჰიდროქლორიდის დისპერსიული ტაბლეტები ინიშნება ალერგიული რინიტების სიმპტომების შესამსუბუქებლად (სეზონური და პერენიალური) , სეზონური ალერგიული რინიტების პროფილაქტიკის და ასთმის და ალერგიული რინიტების სამკურნალოდ 2-5 წლის ასაკის პაციენტებში.
დოზირება:
მოზრდილები (>15 წლის): ნატრიუმის მონტელუკასტის და ლევოცეტირიზინის ჰიდროქლორიდის ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ. ბავშვებში (2-5 წლის): ნატრიუმის მონტელუკასტის დალევოცეტირიზინის ჰიდროქლორიდის დისპერსიული ტაბელტის ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ. კლინიკური მონაცემების გამო მოცემული პროდუქტის მიღება 2 წლამდე ასაკის ჩვილებში არ არის რეკომენდებული.
უკუჩვენებები:
ნატრიუმის მონტელუკასტი და ლევოცეტირიზინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტები უკუნაჩვენებია პაციენტებში ცნობილი ჰიპერმგრძნობელობით მონტელუკასტის, ლევოცეტირიზინის ან ცეტირიზინის ან სხვა დამხმარე ნივთიერებების მიმართ. იგი ასევე უკუნაჩვენებია პაფიენტებში თირკმლის მწვავე დისფუნქციით <10მლ კრეატინინის კლირენსის დროს. პაციენტებში იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით გალაქტოზას აუტანლობით, ლაპ ლაქტაზას დეფიციტით ან გლუკოზა გალაქტოზას მალაბსორბციით დაუშვებელია მოცემული პრეპარატის მიღება.
სიფრთხილის განსაკუთრებულიზომები:
მონტელუკასტი
ეოზინოფილური მდგომარეობა
იშვიათად, მონტელუკასტით მკურნალობისას პაციენტებში შეიძლება არსებობდეს ეოზინოფილია, ზოგჯერ ვასკულიტის კლინიკური თვისებებით, რაც შეესაბამება ჩურგ-სტრაუსის სინდრომს, მდგომარეობას, რომელიც ხშირად იკურნება სისტემური კორტიკოსტეროიდებით. მსგავსი მოვლენები როგროც წესი მაგრამ არა ყოველთვის ასოცირდება პერორალური კორტიკოსტეროიდების თერაპიის შემცირებასთან.
ლევოცეტირიზინი
პაციენტები უნდა მოერიდონ ისეთ საქმიანობას, რაც საჭიროებს სრულ გონებრივ დაძაბულობას, როგორიცაა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა ლევოცეტირიზინით მკურანლობისას. სიფრთხილის ზომებია საჭირო ალკოჰოლის მიღებისას და ასევე ცნს დეპრესანტების მიღებისას.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
მონტელუკასტი
პრეპარატების ურთიერთქმედების კვლევაში, მონტელუკასტის რეკომენდებული კლინიკურ დოზას არ გააჩნია კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტები შემდეგი პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე: თეოფილინი, პრედნიზონი, პრედნიზოლონი, პერორალური კონტრაცეპტივები (ნორეთინდრონი 1მგ/ეთინილ ესტრადიოლი 35 მკგ), ტერფენადინი, დიგოქსინი და ვარფარინი. მიუხედავად იმისა, რომ არ ჩატარებულა დამატებითი სპეციფიური ურთიერთქმედების კვლევები, მონტელუკასტი გამოიყენებოდა ხშირად გამოწერილი პრეპარატების ფართო დიაპაზონთან ერთად კლინიკურ კვლევებში, კლინიკური გვერდითი ურთიერთქმედების არსეობის გარეშე. მოცემული პრეპარატებია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, სედაციური ჰიპნოზური საშუალებები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ბენზოდიაზეპინები, და დეკონგესტანტები. ფენობარბიტალი, რომელიც აინდუცირებს ღვიძლის მეტაბოლიზმს, ამცირებდა მომონტელუკასტის AUC-ს დაახლოებით 40% მონტელუკასტის 10მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ. არ არის რეკომენდებული მონტელუკასტის დოზის კორექცია. საჭიროა სათანადო კლინიკური მონიტორინგი, როდესაც ციტოქრომ P450 ფერმენტის ინდუქტორები როგორიცაა ფენობარბიტალი ან რიფამპიცინი , მიიღება მონტელუკასტთან ერთად.
ლევოცეტირიზინი
ინ ვიტრო მონაცემები მიუთითებს, რომ ლევოცეტირიზინი არ წარმოქმნის ფარმაკოკინეტიკურ ურთიერთქმედებას ღვიძლის პრეპარატის მეტაბოლიზირებადი ფერმენტების ინჰიბირებით ან ინდუქციით. არ ჩატარებულა ინ ვივო პრეპრატების ურთიერთქმედების კვლევები ლევოცეტირიზინზე. პრეპარატების ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა რაცემული ცეტირიზინით. ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების კვლევები ჩატარებული რაცემული ცეტირიზინით გამოავლინა რომ ცეტირიზინი არ ურთიერთქმედებს ანტიპირინთან, ფსევდოეფედრინთან, ერითრომიცინთან, აზითრომიცინთან, კეტოკონაზოლთან და ციმეტიდინთან. შეინიშნებოდა ცეტირიზინის კლირენსის მცირედით (16%) შემცირება, რაც გამოწვეულია თეოფილინის 400მგ დოზით. შესაძლებელია თეოფილინის მაღალ დოზებს ჰქონდეთ უფრო მეტი ეფექტი. რიტონავირი ზრდიდა ცეტირიზინის პლაზმურ AUC-ს დაახლოებით 42%-ით, რასაც თან ახლდა ნახევრაგმოყოფის პერიოდის მომატება (53%) და ცეტირიზინის კლირენსის (29%) შემცირება. რიტონავირის განლაგებაზე არ ახდენდა გავლენას ცეტირიზინის მიღება.
თირკმლის დისფუნქცია: ვინაიდან ლევოცეტირიზინი ძირითადად გამოიყოფა შარდში, შესაძლებელია საჭირო იყოს დოზის კორექცია პაციენტებში თირკმლის დისფუნქციით. მოცემული კომბინაციის გამოყენება უდნა მოხდეს სიფრთხილით მსგავს პაციენტებში.
ღვიძლის დისფუნქცია: ვინაიდან მონტელუკასტი ძირითადად გამოიყოფა ნაღველში სიფრთხილეა საჭირო მოცემული კომბინაციის დანიშვნისას პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას.
ორსულობა და ლაქტაცია
მონტელუკასტი
ხშირი გვერდითი ეფექტები მოიცავს დისპეფსიას, მუცლის ტკივილს, გამონაყარს, თავრუსხვევას, თავის ტკივილს, დაღლილობას, ცხელებას, ტრავმას, ხველას , ცხვირის დახშობას.
ლევოცეტირიზინი
ლევოცეტირიზინის გამოყენება ასოცირდებოდა ძილიანობასთან, დაღლილობასთან, ნაზოფარინგიტთან, პირის სიმშრალესთან და ფარინგიტთან პაციენტებში 12 წლის ასაკიდან. შემდგომი არახშირი მოვლენები, როგორიცაა ასთენია ან მუცლის ტკივილი ასევე შეინიშნებოდა.
ჭარბი დოზირება:
მონტელუკასტი
ადგილი ჰქონდა მწვავე მონტელუკასტის ჭარბი დოზირების შემთხვევებს პოსტმარკეტინგული გამოყენებისას და კლინიკურ კვლევებში. შეტყობინებები მოიცავს მოზრდილებში და ბავშვებში 1000მგ დოზის მიღებას. კლინიკური და ლაბორატორიული აღმოჩენები შეესაბამებოდა მოზრდილებსა და პედიატრიულ პაციეტნებში უსაფრთხოების პროფილს. არ შეინიშნებოდა გვერდითი მოვლენები ჭარბი დოზირების უმეტეს შემთხვევებში. ყველაზე ხშირად განვითარებული მოვლენები შეესაბამებოდა მონტელუკასტის უსაფრთხოების პროფილს და მოიცავდა მუცლის ტკივილს, ძილიანობას, წყურვილს, თავის ტკვივილს, ღებინებას და ფსიქომოტორულ ჰიპერაქტივობას. უცნობია მონტელუკასტი გამოდის თუ არა პერიტონეალური დიალიზით ან ჰემოდიალიზით.
ლევოცეტირიზინი
ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ძილიანობას მოზრდილებში და პირველ რიგში აჟიტაციას და მოუსვენრობას და შემდეგ ძილიანობას ბავშვებში. სპეციფიური ანტიდოტი ლევოცეტირინისთვის უცნობია. ჭარბი დოზირებისას, რეკომენდებულია სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია. ლევოცეტირიზინი ეფექტურად არ გამოდის დიალიზით და დიალიზი არაეფექტურია თუ არ მოხდება დიალიზირებადი საშუალების ამავდროულად მიღება.
შენახვის Conditions
ინახება 25°C დაბალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ პრეპარატები ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მეტაფიქსი 50მკგ/დოზა ცხვ.აერპზ 120დოზა ფლ N1
მწარმოებელი ქვეყანა: ინდოეთი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შემადგენლობა
თითოეული შესხურება შეიცავს:
მომეტაზონის ფუროატის მონოჰიდრატი, რომელიც ეკვივალენტურია
მომეტაზონის ფუროატის BP 50 მკგ
ბენზალკონიუმის ქლორიდის ხსნარი BP 0.02% w/v
ფენილეთილის სპირტი USP 0.25% w/v
დამხმარე ნივთიერებები q.s.
დამხმარე ნივთიერებების სია
მიკროკრისტალური ცელულოზა, კარბოქსი მეთილცელულოზა ნატრიუმი, გლიცერინი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, დინატრიუმის ჰიდროგენფოსფატი, ფენილეთილის სპირტი, პოლისორბატი 80, ბენზალკონიუმის ქლორიდის ხსნარი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაცევტული ფორმა
ნაზალური სპრეი, თეთრიდან მოთეთრომდე ფერის.
კლინიკური მახასიათებლები
თერაპიული ჩვენება
მომეტაზონის ნაზალური სპრეი ნაჩვენებია მოზრდილებში და 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში სეზონური ალერგიული ან მრავალწლიანი რინიტის სიმპტომების სამკურნალოდ.
მომეტაზონის წყლიანი ნაზალური სპრეი ნაჩვენებია ნაზალური პოლიპების სამკურნალოდ 18 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილებში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დეკონგესტანტები და სხვა ნაზალური პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისათვის - კორტიკოსტეროიდები.
ათქ კოდი: R01AD09
მოქმედების მექანიზმი
მომეტაზონის ფუროატი ადგილობრივი გლუკოკორტიკოსტეროიდია ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო თვისებებით იმ დოზებით, რომელსაც სისტემური აქტივობა არ გააჩნია.
მომეტაზონის ფუროატის ანტიალერგიული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტის მექანიზმი მდგომარეობს მის უნარში, დათრგუნოს ალერგიული რეაქციების მედიატორების გამოყოფა. მომეტაზონის ფუროატი მნიშვნელოვნად აფერხებს ლეიკოტრიენების გამოყოფას ალერგიული პაციენტების ლეიკოციტებიდან. უჯრედულ კულტურაში მომეტაზონის ფუროატმა აჩვენა მაღალი პოტენციალი IL-1, IL-5, IL-6 და TNFα სინთეზისა და გამოთავისუფლების ინჰიბირებაში; ის ასევე არის ლეიკოტრიენის პროდუქციის მძლავრი ინჰიბიტორი. გარდა ამისა, იგი უკიდურესად მძლავრად აინჰიბირებს ადამიანის CD4+ T უჯრედებიდან Th2 ციტოკინების, IL-4 და IL-5 წარმოებას.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ნაზალური ანტიგენის გამოწვევის გამოყენებისას კვლევებში, მეტაფიქს ნაზალურმა სპრეიმ აჩვენა ანთების საწინააღმდეგო მოქმედება როგორც ადრეულ, ასევე გვიან ფაზაში ალერგიული რეაქციების დროს. ეს გამოვლინდა ჰისტამინისა და ეოზინოფილების აქტივობის შემცირებით (პლაცებოსთან შედარებით) და ეოზინოფილების, ნეიტროფილების და ეპითელური უჯრედების ადჰეზიური ცილების შემცირებით (საწყისთან შედარებით).
სეზონური ალერგიული რინიტის მქონე პაციენტების 28%-ში მომეტაზონის ფუროატის ნაზალურმა სპრეიმ აჩვენა კლინიკურად მნიშვნელოვანი მოქმედების დაწყება პირველი დოზის მიღებიდან 12 საათის განმავლობაში. გამოთავისუფლების დაწყების მედიანური (50%) დრო იყო 35.9 საათი.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
მომეტაზონის ფუროატს, რომელიც გამოიყენება ნაზალური სპრეის სახით, აქვს ძალიან დაბალი ბიოშეღწევადობა (<1%) პლაზმაში, სენსიტიური ანალიზის გამოყენებით რაოდენობრივი ქვედა ზღვარით (LOQ) 0,25 pg/ml. მომეტაზონი თითქმის არ შეიწოვება ნაზალური გზით , ამდენად მოქმედებს ადგილობრივად .
მეტაბოლიზმი
ის მცირე რაოდენობა, რომელიც შეიძლება გადაიყლაპოს ან შეიწოვოს, ექვემდებარება ექსტენსიურ პირველი გავლის ღვიძლისმიერ მეტაბოზლიზმს.
ელიმინაცია
აბსორბირებული მომეტაზონის ფუროატი ინტენსიურად მეტაბოლიზდება და მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდში და ნაღველში.
დოზირება და მიღება
სეზონური ალერგიული ან მრავალწლიანი რინიტი
მოზრდილები (ხანდაზმული პაციენტების ჩათვლით) და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: ჩვეული რეკომენდირებული დოზაა ორი შესხურება (50 მიკროგრამი/შესხურება) თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ (საერთო დოზა 200 მიკროგრამი). სიმპტომების კონტროლის შემდეგ, დოზის შემცირება ერთ შესხურებამდე თითოეულ ნესტოში (საერთო დოზა 100 მიკროგრამი) შეიძლება ეფექტური იყოს შენარჩუნებისთვის. თუ სიმპტომები არაადეკვატურად კონტროლდება, დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმალურ დღიურ დოზამდე ოთხ შესხურებამდე თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ (საერთო დოზა 400 მიკროგრამი). დოზის შემცირება რეკომენდებულია სიმპტომების კონტროლის შემდეგ.
3-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები: ჩვეული რეკომენდებული დოზაა ერთი შესხურება (50 მიკროგრამი/შესხურება) თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ (საერთო დოზა 100 მიკროგრამი).
ზოგიერთ პაციენტში სეზონური ალერგიული რინიტით, მეტაფიქსის ნაზალურ სპრეიმ აჩვენა კლინიკურად მნიშვნელოვანი მოქმედების დაწყება პირველი დოზის მიღებიდან 12 საათის განმავლობაში; თუმცა, მკურნალობის სრული სარგებელი შეიძლება არ იყოს მიღწეული პირველი 48 საათის განმავლობაში. ამიტომ, პაციენტმა უნდა განაგრძოს რეგულარული გამოყენება სრული თერაპიული სარგებლის მისაღწევად.
მეტაფიქსის ნაზალური სპრეით მკურნალობა შეიძლება საჭირო გახდეს მტვრის სეზონის მოსალოდნელ დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სეზონური ალერგიული რინიტის საშუალო ან მძიმე სიმპტომების ისტორია.
ნაზალური პოლიპოზი
პოლიპოზის ჩვეულებრივი რეკომენდირებული საწყისი დოზა არის ორი შესხურება (50 მიკროგრამი/შესხურება) თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ (საერთო დღიური დოზა 200 მიკროგრამი). თუ 5-დან 6 კვირის შემდეგ სიმპტომები არაადეკვატურად კონტროლდება, დოზა შეიძლება გაიზარდოს დღიურ დოზამდე ორ შესხურებამდე თითოეულ ნესტოში დღეში ორჯერ (საერთო დღიური დოზა 400 მიკროგრამი). დოზის ტიტრირება უნდა მოხდეს ყველაზე დაბალ დოზამდე, რომლის დროსაც შენარჩუნებულია სიმპტომების ეფექტური კონტროლი. თუ დღეში ორჯერ მიღების შემდეგ სიმპტომების გაუმჯობესება არ შეინიშნება 5-დან 6 კვირამდე, პაციენტი ხელახლა უნდა შეფასდეს და მკურნალობის სტრატეგია გადაიხედოს. ნაზალური პოლიპოზის სამკურნალოდ მეტაფიქსის ნაზალური სპრეის ეფექტურობისა და უსაფრთხოების კვლევები გაგრძელდა ოთხი თვის განმავლობაში.
პედიატრია
სეზონური ალერგიული რინიტი და მრავალწლიანი რინიტი
მეტაფიქსის ნაზალური სპრეის, სუსპენზიის ცხვირის სპრეის უსაფრთხოება და ეფექტურობა 3 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.
ცხვირის პოლიპოზი
მეტაფიქსი ცხვირის სპრეის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში დადგენილი არ არის.
გამოყენების მეთოდი
პირველი დოზის მიღებამდე კარგად შეანჯღრიეთ კონტეინერი და გაასხურეთ ტუმბო 10-ჯერ (სანამ ერთგვაროვანი შესხურება არ მიიღება). თუ ტუმბო არ არის გამოყენებული 14 დღის ან მეტი ხნის განმავლობაში, ხელახლა გააქტიურეთ ტუმბო 2 გასხურებით, სანამ ერთგვაროვანი შესხურება არ შეინიშნება, მომდევნო გამოყენებამდე. ყოველი გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ კონტეინერი. ბოთლი უნდა განადგურდეს ეტიკეტირებული რაოდენობის შესხურების შემდეგ ან პირველი გამოყენებიდან 2 თვის განმავლობაში.
უკუჩვენებები
– მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, მომეტაზონის ფუროატის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ
– მეტაფიქსის ცხვირის სპრეი არ უნდა იქნას გამოყენებული არანამკურნალევი ლოკალიზებული ინფექციის არსებობისას, რომელიც მოიცავს ცხვირის ლორწოვან გარსს, როგორიცაა ჰერპეს სიმპლექსი;
– კორტიკოსტეროიდების ინჰიბიტორული ეფექტის გამო, ჭრილობების შეხორცებაზე, პაციენტებმა, რომლებმაც ბოლო დროს გადაიტანეს ცხვირის ოპერაცია ან ტრავმა, არ უნდა გამოიყენონ ნაზალური კორტიკოსტეროიდები შეხორცებამდე.
სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
იმუნოსუპრესია
მეტაფიქსის ნაზალური სპრეი, სუსპენზია გამოყენებული უნდა იქნას სიფრთხილით პაციენტებში რესპირატორული ტრაქტის აქტიური ან ლატენტური ტუბერკულოზის დროს ან არანამკურნალები სოკოვანი, ბაქტერიული ან სისტემუირ ვირუსული ინფექციების დროს.
პაციენტები, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს და არიან პოტენციურად იმუნოსუპრესიულები, გაფრთხილებული უნდა იყვნენ განსაზღვრული ინფექციების (მაგალითად ჩუტყვავილა, წითელა) ექსპოზიციის რისკთან და მიღებული სამედიცინო კონსულტაციის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, თუ ეს ექსპოზიცია გამოვლინდა.
ცხვირისმიერი ადგილობრივი ეფექტები
მეტაფიქსის ცხვირის სპრეით მკურნალობის 12 თვის შემდეგ მრავალწლიანი რინიტის მქონე პაციენტების კვლევაში, არ დაფიქსირებულა ცხვირის ლორწოვანი გარსის ატროფიის მტკიცებულება; ასევე, მომეტაზონის ფუროატი აბრუნებდა ცხვირის ლორწოვან გარსს ნორმალურ ჰისტოლოგიურ ფენოტიპთან. მიუხედავად ამისა, პაციენტები, რომლებიც იყენებენ მეტაფიქსის ნაზალურ სპრეს რამდენიმე თვის ან მეტი ხნის განმავლობაში, პერიოდულად უნდა იტარებდნენ გამოკვლევას ცხვირის ლორწოვან გარსში შესაძლო ცვლილებებზე. თუ ცხვირის ან ხახის ლოკალიზებული სოკოვანი ინფექცია განვითარდა, შესაძლოა საჭირო გახდეს მეტაფიქსის ცხვირის სპრეით თერაპიის შეწყვეტა ან შესაბამისი მკურნალობა. ცხვირ-ხახის გაღიზიანების გახანგრძლივება შეიძლება იყოს მეტაფიქსის ცხვირის სპრეის შეწყვეტის ჩვენება.
მეტაფიქსი არ არის რეკომენდებული ცხვირის ძგიდის პერფორაციის შემთხვევაში.
კლინიკურ კვლევებში, ცხვირიდან სისხლდენა უფრო მაღალი იყო პლაცებოსთან შედარებით. ცხვირიდან სისხლდენა ძირითადად იყო თვითლიმიტირებული და მსუბუქი სიმძიმის.
მეტაფიქსის ცხვირის სპრეი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს. ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება ან შეშუპება ცხვირის შიგნით, განსაკუთრებით დიდი ხნის განმავლობაში გამოყენებისას.
კორტიკოსტეროიდების სისტემური ეფექტები
ცხვირის კორტიკოსტეროიდების სისტემური ეფექტები შეიძლება განვითარდეს, მათი განსაკუთრებით მაღალი დოზების ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენებისას. ეს ეფექტები გაცილებით ნაკლებად სავარაუდოა, ვიდრე პერორალური კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას, რომლებიც შეიძლება განსხვავდებოდეს ცალკეულ პაციენტებში და სხვადასხვა კორტიკოსტეროიდულ პრეპარატებს შორის. პოტენციური სისტემური ეფექტები შეიძლება მოიცავდეს კუშინგის სინდრომს, კუშინგოიდურ მახასიათებლებს, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვას, ბავშვებში და მოზარდებში ზრდის შეფერხებას, კატარაქტას, გლაუკომას და უფრო იშვიათად მთელ რიგ ფსიქოლოგიურ ან ქცევით ეფექტებსაც, მათ შორის, ფსიქომოტორულ ჰიპერაქტიურობას, ძილის დარღვევას, შფოთვას, დეპრესიას ან აგრესიას ბავშვებში (ნაწილობრივ).
ინტრანაზალური კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ აღინიშნა თვალშიდა წნევის მომატების შემთხვევები.
მხედველობის დარღვევა შეიძლება დაფიქსირდეს კორტიკოსტეროიდების სისტემური და ადგილობრივი (მათ შორის, ინტრანაზალური, ინჰალაციური და ინტრაოკულარული) გამოყენებისას. თუ პაციენტს აღენიშნება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მხედველობის დაქვეითება ან სხვა ვიზუალური დარღვევები, პაციენტი საჭიროებს ოფთალმოლოგთან კონსულტაციას მხედველობის დარღვევის შესაძლო მიზეზების გამო, რომელიც შეიძლება მოიცავდეს კატარაქტას, გლაუკომას ან იშვიათ დაავადებას, როგორიცაა ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია (CSCR), რომელიც გამოვლინდა სისტემური და ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ.
პაციენტები, რომლებიც გადაყვანილნი არიან სისტემურად აქტიური კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი მიღებიდან მეტაფიქსის ცხვირის სპრეიზე, საჭიროებენ ყურადღებას. ასეთ პაციენტებში სისტემური კორტიკოსტეროიდების მოხსნამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა რამდენიმე თვის განმავლობაში HPA ღერძის ფუნქციის აღდგენამდე. თუ ამ პაციენტებს აღენიშნებათ თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის ნიშნები და სიმპტომები (მაგ. სახსრების და/ან კუნთების ტკივილი, სისუსტე და დეპრესია თავდაპირველად) ნაზალური სიმპტომების შემსუბუქების მიუხედავად, უნდა განახლდეს სისტემური კორტიკოსტეროიდების მიღება და თერაპიის სხვა რეჟიმი და შესაბამისი ზომები უნდა იქნას მიღებული. ამგვარმა გადასვლამ ასევე შეიძლება გამოაშკარავოს უკვე არსებული ალერგიული მდგომარეობები, როგორიცაა ალერგიული კონიუნქტივიტი და ეგზემა, რომლებიც ადრე იყო დათრგუნული სისტემური კორტიკოსტეროიდული თერაპიით.
რეკომენდებულზე მაღალი დოზებით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის კლინიკურად მნიშვნელოვანი დათრგუნვა. თუ არსებობს მტკიცებულება რეკომენდებულზე მაღალი დოზების გამოყენების შესახებ, მაშინ უნდა განიხილებოდეს დამატებითი სისტემური კორტიკოსტეროიდული ფონი სტრესის ან არჩევითი ოპერაციის დროს.
ცხვირის პოლიპები
მეტაფიქსის ცხვირის სპრეის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შესწავლილი ცალმხრივი პოლიპების, კისტოზურ ფიბროზთან ასოცირებული პოლიპების ან პოლიპების, რომლებიც მთლიანად ახშობენ ცხვირის ღრუებს, მკურნალობის დროს.
ცალმხრივი პოლიპები, რომლებიც გარეგნულად უჩვეულო ან არარეგულარულია, განსაკუთრებით წყლულის ან სისხლდენის შემთხვევაში, საჭიროებს შემდგომ შეფასებას.
ზრდაზე გავლენა პედიატრიულ მოსახლეობაში
ნაზალური კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობისას რეკომენდებულია ბავშვებში მათი სიმაღლის რეგულარული მონიტორინგი. თუ ზრდა შენელებულია, თერაპია უნდა გადაიხედოს ნაზალური კორტიკოსტეროიდის დოზის შემცირების მიზნით, თუ ეს შესაძლებელია, ყველაზე დაბალ დოზამდე, რომლის დროსაც შენარჩუნდება სიმპტომების ეფექტური კონტროლი. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია პაციენტის პედიატრ სპეციალისტთან მიმართვა.
არანაზალური სიმპტომები
მიუხედავად იმისა, რომ მომეტაზონის ფუროატის ცხვირის სპრეი აკონტროლებს ცხვირის სიმპტომებს უმეტეს პაციენტებში, შესაბამისი დამატებითი თერაპიის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება უზრუნველყოს სხვა სიმპტომების დამატებითი შემსუბუქება, განსაკუთრებით თვალის სიმპტომების.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ჩატარდა ლორატადინთან კლინიკური ურთიერთქმედების კვლევა. არანაირი ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა.
CYP3A ინჰიბიტორებთან ერთად მკურნალობისას, მათ შორის კობიცისტატის შემცველ პროდუქტებთან ერთად, მოსალოდნელია გაიზარდოს სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი. კომბინაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული, თუ სარგებელი არ გადაწონის სისტემური კორტიკოსტეროიდების გვერდითი ეფექტების გაზრდილ რისკს, ასეთ შემთხვევაში პაციენტები უნდა იყვნენ მონიტორინგის ქვეშ სისტემური კორტიკოსტეროიდების გვერდითი ეფექტების განვითარების გამო.
ნაყოფიერება, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ორსულ ქალებში მომეტაზონის ფუროატის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს ან შეზღუდულია. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა. ისევე როგორც სხვა ნაზალური კორტიკოსტეროიდული პრეპარატების შემთხვევაში, მომეტაზონის ნაზალური სპრეი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულებში თუ დედისათვის პოტენციური სარგებელი არ აჭარბებს ნაყოფზე ან ჩვილზე მიყენებულ რისკს. იმ დედების ჩვილები, რომლებიც იღებდნენ კორტიკოსტეროიდებს ორსულობის დროს, კარგად უნდა შეფასდენენ ჰიპოადრენალიზმის შესაძლო განვითარების გამო.
ძუძუთი კვება
უცნობია გამოიყოფა თუ არა მომეტაზონის ფუროატი დედის რძეში. როგორც სხვა ნაზალური კორტიკოსტეროიდული პრეპარატების შემთხვევაში, გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან მომეტაზონის ფუროატის ცხვირის სპრეით თერაპიის შეწყვეტის შესახებ მიღებული უნდა იქნას ბავშვისთვის ძუძუთი კვების და ქალისთვის თერაპიის სარგებლობის გათვალისწინებით.
ნაყოფიერება
არ არსებობს კლინიკური მონაცემები მომეტაზონის ფუროატის გავლენის შესახებ ნაყოფიერებაზე. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა, მაგრამ არავითარი გავლენა ნაყოფიერებაზე.
ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
უცნობია.
არასასურველი ეფექტები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
ეპისტაქსისი ძირითადად იყო თვითლიმიტირებული და მსუბუქი სიმძიმის და ვლინდებოდა უფრო მაღალი სიხშირით პლაცებოსთან შედარებით (5%), მაგრამ შედარებითი ან დაბალი სიხშირით შესწავლილ აქტიურ საკონტროლო ნაზალურ კორტიკოსტეროიდებთან შედარებით (15%-მდე), როგორც მოხსენებული იყო ალერგიული რინიტის კლინიკურ კვლევებში. ყველა სხვა გვერდითი მოვლენის სიხშირე შედარებული იყო პლაცებოსთან. პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ცხვირის პოლიპოზსს, გვერდითი მოვლენების საერთო სიხშირე მსგავსი იყო ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებში მიღებული მონაცემებისა.
ნაზალური კორტიკოსტეროიდების სისტემური ეფექტები შეიძლება განვითარდეს, განსაკუთრებით მაღალი დოზებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დანიშვნისას.
გვერდითი რეაქციების ცხრილის სია
მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციები (≥1%), მოხსენებული კლინიკურ კვლევებში ალერგიული რინიტის ან ცხვირის პოლიპოზის მქონე პაციენტებში და პოსტმარკეტინგული ჩვენების მიუხედავად, წარმოდგენილია ცხრილში 1.
გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია MedDRA პირველადი სისტემის ორგანოთა კლასის მიხედვით. ორგანოთა სისტემის თითოეულ კლასში გვერდითი რეაქციები დალაგებულია სიხშირის მიხედვით. სიხშირეები განისაზღვრა შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); იშვიათი (≥1/1000-დან <1/100-მდე). პოსტმარკეტინგული გვერდითი მოვლენების სიხშირე განიხილება, როგორც "უცნობი (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით)".
*გაწერილია ცხვირის პოლიპოზის დროს დღეში ორჯერ დოზირებისთვის
† გაწერილია არაჩვეულებრივი სიხშირით დღეში ორჯერ დოზის მიღებისას ცხვირის პოლიპოზის დროს
პედიატრიული მოსახლეობა
პედიატრიულ პოპულაციაში დაფიქსირებული გვერდითი მოვლენების სიხშირე კლინიკურ კვლევებში, მაგ., ეპისტაქსისი (6%), თავის ტკივილი (3%), ცხვირის გაღიზიანება (2%) და ცემინება (2%) შედარებული იყო პლაცებოსთან.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები
კორტიკოსტეროიდების გადაჭარბებული დოზების ინჰალაციამ ან პერორალურმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს HPA ღერძის ფუნქციის დათრგუნვა.
მართვა
იმის გამო, რომ მომეტაზონის ფუროატის ცხვირის სპრეის სისტემური ბიოშეღწევადობა არის <1%, დოზის გადაჭარბება რომელსაც თერაპია ესაჭიროება, ნაკლებად სავარაუდოა, გარდა დაკვირვებისა, რომლის მიხედვითაც ხდებს შესაბამისი მომდევნო დადგენილი დოზის დაწყება.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისგან. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გაყინოთ და არ შეინახოთ მაცივარში.
გამოიყენეთ პირველი გამოყენებიდან 2 თვის განმავლობაში.
შეფუთვა
15 მლ HDPE მოთავსებულია დაბეჭდილ მუყაოს კოლოფში ფურცელ-ჩანართთან ერთად.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
| ცხრილი 1: მკურნალობასთანდაკავშირებულიგვერდითირეაქციებიმოხსენებული ორგანოთასისტემების კლასისადასიხშირისმიხედვით | |||
| ძალიან ხშირი | ხშირი | უცნობია | |
| ინფექციები და ინვაზიები | ფარინგიტი, ზედა რესპირატორული ტრაქტის ინფექციები† | ||
| იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები | ჰიპერმგრძნობელობა ანაფილაქსიური რეაქციების ჩათვლით, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი და ქოშინი | ||
| ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები | თავის ტკივილი | ||
| მხედველობის მხრივ დარღვევები | გლაუკომა, გაზრდილი ინტრაოკულური წნევა, კატარაქტა | ||
| სასუნთქი, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ დარღვევები | ეპისტაქსისი* | ეპისტაქსისი, ცხვირის წვა, ცხვირის გაღიზიანება, ცხვირის წყლული | ცხვირის ძგიდის პერფორაცია |
| კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები | ყელის გაღიზიანება * | გემოვნებისა და სუნის დარღვევა | |
მუკოგენი 10მგ ტაბ N30
მწარმოებელი ქვეყანა: ინდოეთი
გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
შემადგენლობა
რებამიპიდი 100 მგ ტაბლეტები
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა:
რებამიპიდი ზრდის ენდოგენური პროსტაგლანდინების PGE2 და PGI2 შემცველობას კუჭის წვენში, ასევე კუჭის ლორწოვანში, რითაც უზრუნველყოფს ლორწოვანი გარსის დაცვას აგრესიული ფაქტორებისაგან. რებამიპიდს გააჩნია ციტოპროტექტორული ეფექტი, იგი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას კუჭის ლორწოვან გარსში და ასტიმულირებს უჯრედების პროლიფერაციას. რებამიპიდი ზრდის კუჭის ზედაპირული ლორწოს რაოდენობას, იგი არ მოქმედებს ბაზალურ სეკრეციაზე.
ფარმაკოკინეტიკა
100მგ რებამიპიდის პერორალური მიღების შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 2 სთ–ში. ნახევრად დაშლის პერიოდი შეადგენს 1.5სთ. პრეპარატი არ აკუმულირდება ადამიანის ორგანიზმში, 90% უკავშრდება ცილებს, ხოლო 10% უცვლელი სახით გამოიყოფა შარდთან ერთად.
ჩვენებები
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
ქრონიკული გასტრიტი გამწვავების სტადიაში;
ეროზიული გასტრიტი;
არაწყლულოვანი დისპეპსია;
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიტული პრეპარატების მიღების ფონზე კუჭის ლორწოვანის დაზიანების პროფილაქტიკა;
მიღებისწესებიდადოზები
1 ტაბლეტი 3–ჯერ დღეში (კვებასთან დაკავშრებული არ არის), მკურნალობის კურსი 2–4 კვირა ( კუჭის წყლულის დროს 2–8 კვირა).
გვერდითიმოვლენები
ძალიან იშვიათად აქვს გამოხატული ფაღარათი, გულის რევა, ღებინება, გემოვნების შეცვლა, ღვიძლის ფერმენტების მომატება.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა რებამიპიდის მიმართ, კუჭის ავთვისებიანი დაავადება, ორსულობა და ლაქტაცია.
განსაკუთრებულიმითითებები
პრეპარატი არ ინიშნება 14 წლამდე ასაკში, მუკოგენის გამოყენება ბავშვებში კვლევებით დადგენილი არ არის.
ნორმოგლიპი M 500მგ+2მგ N30
მწარმოებელი ქვეყანა: ინდოეთი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
1 ტაბ. შემადგენლობა :
გლიმეპირიდი 2მგ
მეთფორმინი 500 მგ
ნორმოგლიპი M - კომბინირებული პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებაა. გლიმეპირიდიდა მეთფორმინი მოქმედებენ ერთმანეთისგან განსხვავებული, კომპლემენტარული მექანიზმით. ამდენად მიიღება მკურნალობის რაციონალური შედეგი: დაბალი დოზებითა და მინიმალური გვერდითი მოვლენებით გლიკემიის ეფექტური კონტროლი.
გლიმეპირიდი - სულფანილშარდოვანას III თაობის წარმოებულია. იგი უკავშირდება β-უჯრედების რეცეპტორის სუბერთეულს, მოლეკულური მასით 65 კილოდალტონი - რაც ნიშნავს რეცეპტორის ნაკლები ხარისხით ბლოკირებას სხვა სულფანილშარდოვანას წარმომადგენლებსთან შედარებით და განაპირობებს ინსულინის გამოთავისუფლების მოდულირებას . გლიმეპირიდი ხასიათდება რეცეპტორის აქტიურ ცენტრთან უფრო სწრაფი ასოციაციითა და დისოციაციით. გლიმეპირიდის ეს თვისება განაპირობებს გლუკოზისადმი β-უჯრედების მგრძნობელობის გაუმჯობესებას, იცავს მათ დესენსიბილიზაციისა და ნაადრევი გამოფიტვისაგან.
მეთფორმინი ჭარბი წონის მქონე პაციენტებში, პირველი რიგის არჩევის პრეპარატია. იგი 1. ღვიძლში გლუკონეოგენეზის დათრგუნვით, ამცირებს გლუკოზის დონეს სისხლში; 2. აუმჯობესებს გლუკოზის პერიფერიულ უტილიზაციას; 3. არ მოქმედებს ინსულინის
სინთეზზე.
ნორმოგლიპი M-ის უსაფრთხოებისდან გამომდინერე, მისი დანიშვნა რეკომენდებულია გულ- სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებსა და ფიზიკურად აქტიურ პირებში.
ნორმოგლიპი M-ის მოქმედების ორმაგი მექანიზმი:
გლიმეპირიდი მიქმედებს ინსულინის სეკრეციის როგორც პირველ, ასევე მეორე ფაზაზე.
ორივე ფაზაზე მოქმედება მნიშვნელოვანია როგორც კლინიკური თვალსაზრისით, ასევე დაავადების პროგრესირების შეფერხებისთვის.
გლიმეპირიდი აუმჯობესებს ინსულინის სეკრეციის I ფაზას, რაც მნიშვნელოვანია პოსტპრანდიალური ჰიპერგლიკემიის შემცირებისთვის. ინსულინის სეკრეციის II ფაზაში გლუკოზის დონის შემცირების პარალელურად მცირდება ინსულინის სეკრეცია და დაბალია ჰოპოგლიკემიის რისკი.
აღსანიშნავია, რომ სხვა სულფანილშარდოვანას წარმოებულებთან შედარებით, სისხლში გლუკოზას დონის დაახლოებით თანაბრად დაქვეითება ხდება გლიმეპირიდის მიერ ნაკლები რაოდენობის ინსულინის გამონთავისუფლების ფონზე . ეს ფაქტი მიუთითებს გლიმეპირიდის ექსტრაპანკრეატული ჰიპოგლიკემიური ეფექტების არსებობაზე.
ნორმოგლიპიM ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ექსტრაპანკრეტული ეფექტებით, რაც განპირობებულია გლიმეპირიდისა და მეთფორმინის ერთობლივი მოქმედებით:
- ზრდის ქსოვილის ინსულინისადმი მგრძნობელობას და შესაბამისად გლუკოზის პერიფერიული უტილიზაციას
- ამცირებს ენდოგენური გლუკოზის სინთეზს
- ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს
- აუმჯობესებს სისხლის ფიბრინოლიზურ აქტივობას
- დადებითად მოქმედებს ლიპიდურ ცვლაზე: აქვეითებს საერთო ქოლესტერინს, ტრიგლიცერიდებს და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონეს
პიგასპინ კაფს 75მგ N30
მწარმოებელი ქვეყანა: ინდოეთი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
საერთაშორისო დასახელება - clopidogrel, acetylsalicylic acid
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰემოსტაზი → ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო საშუალებები → ანტიაგრეგანტები
პიგასპინი არის კომბინირებული პრეპარატი რომლის მოქმედებაც განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების კლოპიდოგრელის და ასპირინის ფარმაკოლოგიური თვისებებით და იწვევს ანტითრომბოლიზურ მოქმედებას თრომბოციტების აგრეგაციის ორი სხვადასხვა მეთოდის ერთდროული ბლოკადის მეშვეობით.
პიგასპინის ნაწლავში ხსნადი კაფსულა, რომელიც შეიცავს მიკროპელეტებს, ადვილად აბსორბცირდება და ხანგრძლივი გამოყენების
შემთხვევაში მაქსიმალურად იცავს კუჭის ლორწოვან გარსს დაზიანებისაგან.
ჩვენება:
- მწვავე კორონალური სინდრომი ST სეგმენტის ელევაციის გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდიუმის ინფარქტი პათოლოგიური Q-კბილის გარეშე)
- მწვავე კორონალური სინდრომი ST სეგმენტის ელევაციით (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი)
- ათეროსკლეროზული დარღვევების პროფილაქტიკა
- იშემიური ინსულტი
- პერიფერიული არტერიების დიაგნოსტირებული დაავადებები
რაბელოკი 20მგ N10
მწარმოებელი ქვეყანა: ინდოეთი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
შემადგენლობა
ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი შეიცავს 20 მგ. რაბეპრაზოლს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
რაბელოკი წარმოადგენს კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალო საშუალებას. იგი პროტონული ტუმბოს (H+-K+-ატფ-აზა) ინჰიბირების გზით თრგუნავს მარილმჟავას სინთეზის საბოლოო სტადიას და იწვევს მარილმჟავას როგორც ბაზალური, ასევე სტიმულირებული სეკრეციის დათრგუნვას. წარმოადგენს რა სუსტ ფუძეს, რაბელოკი ნებისმიერი დოზით სწრაფად აბსორბირდება და კონცენტრირდება პარიეტული უჯრედების მჟავე გარემოში.
20 მგ რაბეპრაზოლის პერორალურად მიღების შემდეგ ანტისეკრეტორული მოქმედება მიიღწევა 1 სთ-ის განმავლობაში და მაქსიმუმს აღწევს 2-4 სთ-ში. მარილმჟავას ბაზალური და საკვებით სტიმულირებული სეკრეციის დათრგუნვა პირველი დოზის მიღებიდან 23 სთ-ის შემდეგ შეადგენს 82%-ს, ხოლო ამ მოქმედების ხანგრძლივობა კი - 48 სთ-ს.
რაბელოკის მაინჰიბირებელი ეფექტი მარილმჟავას სეკრეციაზე რამდენადმე ძლიერდება მისი ერთი ტაბლეტის ყოველდღიური მიღებისას, ხოლო მკურნალობის დაწყებიდან 3 დღეში ხდება სეკრეციის სტაბილური ინჰიბირება. სეკრეტორული აქტივობა აღდგება რაბელოკის მიღების შეწყვეტიდან 2-3 დღის შემდეგ.
რაბელოკი ბაქტერიციდულად მოქმედებს Helicobacter pylori-ზე. რაბეპრაზოლის კომბინირება ანტიმიკრობულ საშუალებებთან იწვევს ლორწოვანი გარსის დაზიანებების ეფექტურ შეხორცებას. კლინიკური კვლევების შედეგად დადგინდა, რომ კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მქონე პაციენტებში, 1 კვირის განმავლობაში 20 მგ რაბეპრაზოლის დღეში ორჯერ მიღებისას კლარითრომიცინთან და ამოქსიცილინთან ან კლარითრომიცინთან და მეტრონიდაზოლთან ერთად, Н. Pylori-ის ერადიკაციის დონე აღემატება 80%-ს. რაბელოკი ზრდის გასტრინის სეკრეციას, რაც განპირობებულია მარილმჟავას პროდუქციის ინჰიბირებით. გასტრინის დონე ნორმას უბრუნდება მკურნალობის შეწყვეტიდან 1–2 კვირის შემდეგ.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალურად მიღების შემდეგ რაბელოკი სწრაფად შეიწოვება ნაწლავიდან. 20 მგ რაბეპრაზოლის მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში Cmax მიიღწევა დაახლოებით 3.5 სთ-ში. ღვიძლში პირველადი გავლის ეფექტის გამო ბიოშეღწევადობა შეადგენს 52%-ს. ბიოშეღწევადობა არ იცვლება პრეპარატის მრავალჯერადი მიღების შემდეგ. საკვები გავლენას არ ახდენს პრეპარატის შეწოვაზე. პლაზმის ცილებს უკავშირდება პრეპარატის დაახლოებით 97%. პრეპარატის T1/2 შეადგენს 0.7-1.5 სთ-ს, მიღებული დოზის 90% გამოიყოფა შარდთან ერთად ორი მეტაბოლიტის M5 და M6 სახით, დანარჩენი მეტაბოლიტები გამოიყოფა განავალთან ერთად. ხანდაზმულ პაციენტებში რაბეპრაზოლის გამოყოფა შენელებულია, თუმცა მისი კუმულაცია არ აღინიშნება.
ჩვენებები
კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
ეროზიული ან წყლულოვანი რეფლუქ–ეზოფაგიტის სიმპტომური და ხანგრძლივი მკურნალობა;
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი ან ისეთი მდგომარეობები, რომელთაც ახასიათებს პათოლოგიური ჰიპერსეკრეცია.
Helicobacter pylori -ით გამოწვეული წყლულოვანი დაავადებების მკურნალობა და მათი რეციდივების თავიდან აცილება
მიღების წესები და დოზები
კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავების ფაზაში რეკომენდებულია 20 მგ რაბელოკის მიღება დღეში ერთხელ დილით, 4-6 კვირის განმავლობაში.
წყლულის არასრული შეხორცების შემთხვევაში საჭირო ხდება დამატებით 4 კვირიანი კურსის ჩატარება.
რეფლუქ–ეზოფაგიტის დროს რეკომენდებულია 20 მგ რაბელოკის მიღება დღეში ერთხელ 4-8 კვირის განმავლობაში. შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 10 ან 20 მგ-ს დღეში ერთხელ.
Helicobacter pylori -ის ერადიკაციისთვის მოწოდებულია მკურნალობის 7 დღიანი კურსი შემდეგი პრეპარატების კომბინაციით:
20 მგ რაბელოკი დღეში ორჯერ + 500 მგ კლარითრომიცინი დღეში ორჯერ + 1 გ ამოქსიცილინი დღეში ორჯერ;
ან 20 მგ რაბელოკი დღეში ორჯერ + 500 მგ კლარითრომიცინი დღეში ორჯერ + 400 მგ მეტრონიდაზოლი დღეში ორჯერ.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომის სამკურნალოდ ინიშნება 60 მგ რაბელოკი ერთხელ დღეში, დოზა შემდგომში შესაძლოა გაიზარდოს 100 მგ-მდე დღეში ერთხელ ან 60 მგ დღეში ორჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ შედეგზე, თუმცა რიგ შემთხვევებში მკურნალობა გრძელდება 1 წლის განმავლობაში.
იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა პრეპარატის ერთჯერადი გამოყენება, რეკომენდებულია რაბელოკის მიღება დილით უზმოზე. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს რაბელოკის აქტივობაზე, მაგრამ პრეპარატის მიღების რეკომენდებული დრო ხელს უწყობს პაციენტების მიერ მკურნალობის სქემის უკეთესად დაცვას.
დაუშვებელია ტაბლეტის მთლიანობის დარღვევა, დაღეჭვა ან დანაწევრება.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენები უმნიშვნელოდაა გამოხატული და გარდამავალ ხასიათს ატარებს. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, მეტეორიზმი, პირის სიმშრალე, იშვიათად _ ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება;
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ასთენი
ა; სისხლმბადი სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, ლეიკოპენია;
დერმატოლოგიური რეაქციები: გამონაყარი კანზე; იშვიათად ერითემა, ბულოზური გამონაყარი.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან არ არსებობს პრეპარატის კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება.
განსაკუთრებული მითითებები
რაბელოკით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა გამოირიცხოს კუჭის ავთვისებიანი წარმონაქმნების არსებობა, რადგან პრეპარატის გამოყენების დროს შესაძლოა მოხდეს სიმპტომების შენიღბვა და სიმსივნის სწორი დიაგნოზის დადგენის გადავადება. ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები დოზის კორექციას არ საჭიროებენ, თუმცა სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის საწყისი დოზის შერჩევისას ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის დროს.
ბავშვებში რაბელოკის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან არ არსებობს პრეპარატის პედიატრიულ პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
რაბელოკის ფარმაკოდინამიკის თავისებურებებიდან და მისი გვერდითი ეფექტების პროფილიდან გამომდინარე, პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე ნაკლებად სავარაუდოა. მაგრამ ძილიანობის გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდებულია თავის არიდება მსგავსი ქმედებებისაგან.
ჭარბი დოზირება
ჰიპერდოზირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. დღეში 80 მგ პრეპარატის გამოყენება გავლენას არ ახდენს პაციენტის საერთო მდგომარეობაზე.
მკურნალობა: პრეპარატის ჭარბი დოზებით მიღების შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომურია. რაბეპრაზოლის მიმართ სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. პრეპარატი კარგად უკავშირდება პლაზმის ცილებს, ამის გამო რთულია პრეპარატის გამოყვანა ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის გზით.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
რაბელოკი მეტაბოლიზდება ღვიძლის ციტოქრომ P450 -ის სისტემის იზოფერმენტების მიერ. კვლევებმა აჩვენა, რომ რაბეპრაზოლი არ იწვევს კლინიკურად მნიშვნელოვან ურთიერთქმედებას ამოქსიცილინთან და იმ პრეპარატებთან, რომლებიც ასევე მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 -ის სისტემის საშუალებით (ვარფარინი, ფენიტოინი, თეოფილინი, დიაზეპამი).
რაბელოკი იწვევს მარილმჟავას სეკრეციის მნიშვნელოვან და ხანგრძლივ დაქვეითებას, რაც გასათვალისწინებელია იმ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, რომელთა აბსორბციაც დამოკიდებულია კუჭის შიგთავსის рН-ზე.
ერთდროული გამოყენებისას რაბელოკი იწვევს კეტოკონაზოლის კონცენტრაციის შემცირებას და დიგოქსინის კონცენტრაციის მომატებას სისხლის პლაზმაში, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია დოზების კორექცია.
ერთდროული გამოყენებისას რაბეპრაზოლისა და კლარითრომიცინის აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაცია იზრდება 24% და 50% შესაბამისად, რაც უფრო მეტად მოსახერხებელია H. pylori-ის ერადიკაციისათვის.
რაბეპრაზოლი გავლენას არ ახდენს ციკლოსპორინის მეტაბოლიზმზე.
რკინის პრეპარატები ამცირებენ რაბეპრაზოლის ეფექტურობას, ამიტომ სასურველია მათი მიღება რაბეპრაზოლის მიღებამდე 2 სთ-ით ადრე ან მისი მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ.
რაპიტუსი 30მგ/5მლ სიროფი 120მლN1
მწარმოებელი ქვეყანა: ინდოეთი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
საერთაშორისო დასახელება - levodropropizine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პულმონოლოგია → მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებები → ხველის საწინააღმდეგო საშუალებები
ლევოდროპროპიზინი წარმოადგენს დროპროპიზინის იზომერს. იგი მოქმედებს ჰისტამინურ და ალფა -ადრენერგულ რეცეპტორებზე და არ უკავშირდება ბეტა-ადრენერგულ, მუსკარინულ და ოპიატურ რეცეპტორებს
ჩვენება:
სასუნთქი გზების ალერგიული და ინფექციურ -ანთებითი დაავადიბები:
- მშრალი, არაპროდუქტიული ხველა
- ფარინგიტი , ლარინგიტი, ტრაქეიტი, ტრაქეო–ბრონქიტი
- ბრონქული ასთმა
- ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი
- ფილტვის ემფიზემა
- ხველა აგფ– ინჰიბიტორების მიღების ფონზე