გრიპოსტოპი 100 მლ. სიროფი N1
გრიპოსტოპი ლატვიაში წარმოებული პრეპარატია, რომელიც სიროფის ფორმით არის წარმოდგენილი. ის ბუნებრივი კომპონენტებისგან არის დამზადებული და პროპოლისს (0,31 გრ), ფიჭვის კვირტების ექსტრაქტს (0.31 გრ), ცაცხვის ყვავილების ექსტრაქტი (3,05 გრ), ასკორბინის მჟავას/ვიტამინი C (1,22 გრ), L-ლიზინსა (2,44 გრ) და ინულინს (3,67 გრ) შეიცავს.
პრეპარატი 100 მლ-იანი დოზირებით არის ხელმისაწვდომი. გრიპოსტოპი 100 მლ სიროფის შეძენა რეცეპტის გარეშე შეგიძლიათ.
რისთვის გამოიყენება გრიპოსტოპი?
გრიპოსტოპის სიროფი კომპლექსური მოქმედებით ხასიათდება და ამსუბუქებს ყველა იმ სიმპტომს, რომლებიც გაციებისა და გრიპის დროს ვლინდება. გარდა ამისა, პრეპარატი საერთო გამაჯანსაღებელი ეფექტითა და მატონიზირებელი მოქმედებითაც გამოირჩევა. იგი ამას ვიტამინ C-ს, ანტიოქსიდანტების, ფლავონოიდებისა და ამინომჟავების დახმარებით ახერხებს.
პრეპარატი იმუნიტეტს აძლიერებს და ბრონქოლიზური მოქმედებით ხასიათდება როგორც მშრალი, ისე პროდუქტიული ხველისას. გრიპოსტოპი ხველას ამცირებს და სპაზმს ხსნის, ამასთან, ნახველს ათხელებს და ამოხველებას უწყობს ხელს.
სიროფი გამოიყენება ზომიერად გამოხატული ტემპერატურის დასაწევად, ასევე სხვადასხვა სახის ტკივილის გასაყუჩებლად. მათ შორის, პრეპარატი ხსნის ტკივილს ყელისა და გულმკერდის არეში.
გრიპოსტოპის სიროფი ეფექტიანია ცხვირის ლორწოვანის შეშუპების დროს, აგრეთვე, ცხვირიდან გამონადენის შესამცირებლად.
რა თვისებებით გამოირჩევა პრეპარატში შემავალი ბუნებრივი კომპონენტები?
პროპოლისი – იმუნომასტიმულირებელ საშუალებას წარმოადგენს, რომელსაც ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო, გაციების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება ახასიათებს.
ფიჭვის კვირტები – ანტიბაქტერიული, გაციების საწინააღმდეგო და ბრონქოლიზური მოქმედებით გამოირჩევა. ის ყელ-ყურ-ცხვირის პათოგენურ მიკროფლორაზე ბაქტერიოციდულად მოქმედებს.
ცაცხვის ყვავილები – გლიკოზიდ ტალიცინს, ფლავონოიდებს, მაკრო და მიკროელემენტებს შეიცავს. ის ეფექტიანია გაციების, ზედა სასუნთქი გზების ანთების, ანგინის, ბრონქიტის, ხველისა და თავის ტკივილის დროს. ცაცხვის ყვავილები ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩევა, ასევე დამაწყნარებელი და ოფლმდენი თვისებებით ხასიათდება.
ვიტამინი C – ერთ-ერთი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც მეტაბოლიზმის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. იგი ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების შეთვისებაში იღებს მონაწილეობას და სპეციფიკურ ანტიმიკრობულ ანტიტოქსინებს ასტიმულირებს. გარდა ამისა, ვიტამინი C ზოგიერთი ფაქტორის დონეს ზრდის, რომლებიც იმუნოპროცესებში მონაწილეობენ. ის ქსოვილების რეგენერაციის უნარს აუმჯობესებს, ამასთან ორგანიზმის თავდაცვით ძალებს ააქტიურებს.
ინულინი – სრულიად ხსნად უჯრედისს წარმოადგენს, რაც მას უნივერსალურ პრებიოტიკად აქცევს. იგი მსხვილ და წვრილ ნაწლავებს აბსორბციის გარეშე გადის და ფერმენტაციას მანამდე განიცდის. ინულინი სასარგებლო ბიფიდო და ლაქტობაქტერიების ზრდას უწყობს ხელს, რაც „ცუდ“ ბაქტერიებს, სოკოებსა და პარაზიტებს ამცირებს, რომლებიც ანთებას იწვევენ.
L-ლიზინი – არის შეუცვლელი ამინომჟავა, რომელიც იმუნურ სისტემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის ანტისხეულების გამომუშავებაში მონაწილეობს და და ანტივირუსული მოქმედება ახასიათებს, რასაც ვირუსის რეპლიკაციის ინჰიბირების გზით ახერხებს – მათ შორის ჰერპეს ვირუსის.
ამ ამინომჟავას დეფიციტი ვირუსებთან მიმართებაში ორგანიზმის დამცველობითი ფუნქციის შესუსტებას იწვევს. ვინაიდან L-ლიზინის ორგანიზმში არ სინთეზირდება, მისი მიღება საკვებიდან ან საკვები დანამატის სახითაა საჭირო.
დოზირება და მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები
აღსანიშნავია, რომ გრიპოსტოპის სიროფის გამოყენება დასაშვებია წლამდე ასაკის პატარებში. ამ შემთხვევაში რეკომენდებული დოზა 2,5 მლ-ს შეადგენს. პატარებს სიროფი დღეში 3-ჯერ უნდა დავალევინოთ.
რაც შეეხება ერთ წელზე უფროსი ასაკის პაციენტებს, რეკომენდებული დოზა 5 მლ-ს შეადგენს. სიროფი ამ შემთხვევაშიც დღეში 3-ჯერ უნდა დაილიოს.
გრიპოსტოპის სიროფის მიღების შემდეგ გვერდითი მოვლენები, ძირითადად, პრეპარატის კომპონენტების მიმართ აუტანლობის გამო ვლინდება.
ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი მხოლოდ ექიმის კონსულტაციით უნდა დაინიშნოს.
Related products
ათეროლიპი N30 კაფს.
ბიფოვალი®ფორტე
ჩვენება
-სხვადასხვა ეტიოლოგიის ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის დარღვევა; -ანტიბიოტიკების, ჰორმონული და ქიმიოთერაპიული პრეპარატების გამოყენებასთან დაკავშირებული დისბაქტერიოზი; -მწვავე ვირუსული და ბაქტერიული ნაწლავური ინფექციების კომპლექსური თერაპია; -დისპეპსიური სიმპტომები (დიარეა, გულისრევა, ღებინება, ბოყინი, მეტეორიზმი, ყაბზობა); -კვებითი ინტოქსიკაცია; -კლიმატის შეცვლასთან დაკავშირებული საჭმლის მომნელებელი ორგანოების ნორმალური მუშაობის დარღვევა (მაგალითად, ,,მოგზაურის დიარეა”); კვების რაციონის შეცვლა; -იმუნიტეტის და ორგანიზმის რეზისტენტობის შესუსტება დაავადებების მიმართ; -ატოპიური დერმატიტი და სხვა ალერგიული გამოვლინებები; -კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების კომპლექსური თერაპია (გასტროენტერიტები, კოლიტები, ენტეროკოლიტები, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ქრონიკული ჰეპატიტი, ქოლეცისტიტი, დუოდენიტი, გასტრიტი და სხვა).გამოყენების წესი და დოზები
ბიფოვალი® ფორტეს მიღება რეკომენდებულია კვებამდე ნახევარი საათით ადრე: -12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში მიიღება 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში. -5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში მიიღება 1 კაფსულა დღეში. -5 წლამდე ასაკის ბავშვებში – ხდება 1/2 კაფსულის შემცველობის გახსნა წვენის ან დატკბილული სითხის მცირე რაოდენობაში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დისბაქტერიოზის განვითარების მიზეზზე და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე. თუ პაციენტი იღებს ანტიბიოტიკებს, პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია ანტიბიოტიკების გამოყენებამდე 1 საათით ადრე ან გამოყენებიდან 1 საათის შემდეგ. გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ითვლება, რომ პრეპარატი ბიფოვალი® ფორტეს გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არის უსაფრთხო, მაგრამ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. გვერდითი მოქმედება პრეპარატი კარგად გადაიტანება, პრეპარატის რეკომენდებული დოზების გამოყენებისას გვერდითი მოქმედება არ ვლინდება.უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების ან რძის პროდუქტების მიმართ. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არასასურველი ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ გამოვლენილა. განსაკუთრებული მითითებები პრეპარატი არ გამოიყენება ცხელ სასმელთან, ალკოჰოლურ სასმელთან ან კონსერვირებულ საკვებ პროდუქტებთან ერთად, რადგან შესაძლებელია სასურველი ეფექტის შესუსტება. პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ: -სხეულის ტემპერატურა არის 38°C მეტი; -განავალში აღინიშნება სისხლისა და ლორწოს კვალი; -დიარეა გრძელდება ორ დღეზე მეტი პერიოდი და თან ახლავს მწვავე ტკივილი მუცლის არეში, გაუწყლოვნება და წონაში კლება. არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. არ არის რეკომენდებული საკვების ბიოლოგიურად აქტიური დანამატით საკვების ჩანაცვლება.ვარგისიანობის ვადა და შენახვა
ინახება შუქისაგან, ნესტისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. პრეპარატის გამოყენება არ უნდა მოხდეს ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. გამოშვების ფორმა შეფუთვაში 15 კაფსულა. აფთიაქიდან გაცემის წესი გაიცემა ურეცეპტოდ!ინტრაგლობინი კაფს N30
ნოვაკარდი Q10 – N30 კაფს.
სოლებრინი – სიროფი 100მლ. N1
| რეკომენდებული სადღეღამისო დოზა | ||||
| შემადგენლობა და დოზირება | ბავშვების ასაკი 1-3 წელი (2,5მლ) | ბავშვებისასაკი 3-6 (5მლ) | ბავშვების ასაკი 6-12 (10მლ) | 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზრდილები (15მლ) |
| ისლანდიური ხავსის მშრალი ექსტრაქტი | 35მგ | 70მგ | 140მგ | 210მგ |
| ბალბას ალთე მშრალი ექსტრაქტი | 25მგ | 50მგ | 100მგ | 150მგ |
| მრავალძარღვას მშრალი ექსტრაქტი | 15მგ | 30მგ | 60მგ | 90მგ |
| ცვარიანას მშრალი ექსტრაქტი | 15მგ | 30მგ | 60მგ | 90მგ |
| კატისბრჭყალას მშრალი ექსტრაქტი | 5მგ | 10მგ | 20მგ | 30მგ |
| პროპოლისის თხევადი ექსტრაქტი | 4მგ | 8მგ | 16მგ | 24მგ |
სოლეკარდი N30 კაფს
| L-ასპარაგინი | 200მგ |
| კუნელის მშრალი ექსტრაქტი | 150მგ |
| კალიუმის ქლორიდი | 50მგ |
| მაგნიუმის ოქსიდი | 50მგ |
| ნივრის მშრალი ექსტრაქტი | 20მგ |
| ვიტამინი B6 | 1.4მგ |
- ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია
- მაღალი არტერიული წნევა
- არითმია
- კარდიომიოპათია
- ტკივილი გულმკერდში
- ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
