ესპა 10მგ N28 ტაბ
მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ესციტალოპრამი- ციტალოპრამის S-ენანთიომერი, სეროტონინის(5HT) უკუმიტაცების მძლავრი სელექტიური ინჰიბიტორია. მისი ანტიდეპრესიული მექნიზმი დაკავშირებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემაში სეროტონინერგული აქტივობის პოტენცირებასთან:
ესციტალოპამი უკავშირდება სეროტონინის ტრანსპორტერის ( SERT) როგორც პირველად (ორთოსტერულ) ცენტრს, ასევე მის ალოსტერულ ცენტრს. სეროტონინის ტრანსპორტერის ალოსტერული მოდულაცია აძლიერებს ესციტალოპრამის შეკავშირებას მის ორთოსტერულ ცენტრთან, რასც განაპირობებს სეროტონინის უკუმიტაცების თითქმის სრულ ინჰიბირებას. [1]
სეროტონინის უკუმიტაცებისი ნჰიბირება იწვევს სინაფსურ ნაპრალში სეროტონინის კონცენტრაციის ზრდას, პოსტსინაფსურ რეცეპტორულ უბნებზე მისი მოქმედების გაძლიერებასა და პროლონგირებას.
ესციტალოპრამი პრაქტიკულად არ ურთიერთქმედებს სეროტონინის 5-HT1A, 5-HT2-დადოფამინის D1დაD2, ადრენერგულα1-, α2-, დაβ, ჰისტამინურ Н1, მუსკარინულ, ბენზოდიაზეპინურ და ოპიოიდურ რეცეპტორებთან..
ესციტალოპრამი ასევე არ უკავშირდება ან თითქმის არ უკავშირდება Na+, K+, CI+ და Ca++ არხებს.
ესციტალოპამი ციტალოპრამის R-ენანთიომერთან შედარებით 100-ჯერ უფროეფექტურია, 5-HT უკუმიტაცების და 5-HT ნეირონულიაგზნებადობის დონის ინჰიბირების მიხედვით.
ფარმაკოკინეტიკა
ესცატილოპრამის ორალური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 100%-ია და მის აბსორბციაზე საკვები არ ახდენს გავლენას. კონცენტრაციის პიკი პლაზმაში მიიღწევა 4 საათში. ისევე როგორც რაცემიული ციტალოპრამის შემთხვევაში, ესციტალოპრამის ძირითადი მეტაბოლიტების ცილებთან კავშირის მაჩვენებელი 70%-ზე ნაკლებია. ესციტალოპრამი მეტაბოლიზდება ღვიძლში დემეთილციტალოპრამად და დიდემეთილციტალოპრამად. ორივე მეტაბოლიტი ფარმაკოლოგიურად აქტიურია. შეუცვლელი ესციტალოპრამი არის დომინანტური სტრუქტურა პლაზმაში. მას ახასიათებს ხაზოვანი კინეტიკა. პლაზმაში სტაბილური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით ერთ კვირაში. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 30 საათს და კლირენსი არის დაახლოებით 0.6ლ/წთ. გამოყოფა უმთავრესად ხორციელდება შარდით და განავლით. მიღებული დოზის უმეტესი ნაწილი გამოიყოფა შარდში მისი მეტაბოლიტების სახით.
ჩვენება:
– ნებისმიერი სიმძიმის დეპრესიული ეპიზოდები
– დიდი დეპრესიული აშლილობა
– პანიკური აშლილობა აგორაფობიით ან მის გარეშე
– სოციალური შფოთვითი აშლილობა.
– გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა
– ობსესურ-კომპულსური დარღვევები
მიღების წესები და დოზები:
პრეპარატის მიღება ხდება დღეში ერთხელ, მისი მიღება შეიძლება დღის ნებისმიერ დროს საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
არ არის დადგენილი მისი უსაფრთხოება 20 მგ-ზე მაღალი დღიური დოზის მიღების შემთხვევაში.
დიდი დეპრესიული აშლილობა: ჩვეულებრივ იღებენ 10 მგ დღეში ერთხელ, დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 20 მგ-მდე პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებისა და დეპრესიის სიმძიმის შესაბამისად
ანტიდეპრესიული ეფექტი ჩვეულებრივ 2-4 კვირაში მიიღწევა. ანტიდეპრესანტებით მკურნალობა სიმპტომურია, ამიტომ პრეპარატი რეციდივების საპროფილაქტიკოდ 6 ან მეტი თვის განმავლობაში უნდა იქნას გამოყენებული.
შფოთვითი აშლილობა აგორაფობიით და აგორაფობიის გარეშე: ესციტალოპრამით მკურნალობა იწყება 5 მგ-ით დღეში პირველი კვირის განმავლობაში და როგორც წესი იზრდება 10 მგ -მდე დღეში. მოგვიანებით დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 20 მგ-მდე დღეში პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებისა შესაბამისად.
მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 3 თვეში. მკურნალობა გრძელდება რამდენიმე თვე.
სოციალური შფოთვითი აშლილობა (სოციალური ფობია): ჩვეულებრივ ინიშნება 10 მგ დღეში. სიმპტომთა შესამსუბუქებლად საჭიროა 2-4 კვირიანი მკურნალობის პერიოდი. პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით შეიძლება დოზის შემცირება 5 მგ-მდე ან გაზრდა მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზამდე-20 მგ.
სოციალური შფოთვითი აშლილობა არის ქრონიკული დაავადება და რეკომენდებულია 12 კვირიანი მკურნალობის შემდეგ შეფასდეს პაციენტის პასუხი. რეციდივების საპროფილაქტიკოდ 6 ან მეტი თვის განმავლობაში უნდა იქნას გამოყენებული. მკურნალობის ეფექტურობა უნდა გადაისინჯოს რეგულარული დროის ინტერვალებით.
სოციალური შფოთვითი აშლილობა არის სპეციფიური დარღვევის კარგად განსაზღვრული დიაგნოსტიკური ტერმინოლოგია და არ უნდა ავურიოთ ჰიპერთიმიაში. პრეპარატით მკურნალობა ინიშნება მხოლოდ მაშინ თუ დაავადება მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს პროფესიულ და სოციალურ მოღვაწეობაზე.
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა: ჩვეულებრივ ინიშნება 10 მგ (20 წვეთი) დღეში. პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით შეიძლება დოზის გაზრდა მაქსიმუმადე-20 მგ (40 წვეთი). გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა არის ქრონიკულად მიმდინარე დაავადება და რეკომენდებულია ხანგრძლივი მკურნალობა რეციდივის პრევენციის მიზნით.
ობსესურ-კომპულსური დარღვევა: საწყისი დოზაა 10მგ დღეში ერთხელ. პაციენტის ინდივიდუალური პასუხის მიხედვით დოზა შესაძლოა გაიზარდოს მაქსიმუმ 20მგ-მდე დღეში. ვინაიდან მოცემული დაავადება ქრონიკულია, პაციენტების მკურნლობა უნდა მოხდეს სათანადო პერიოდის განმავლობაში, ვიდრე არ მოხდება სიმპტომების გაქრობა. მკურნალობის წარმატება და დოზა უნდა შეფასდეს რეგულარულად.
ხანდაზმულ პაციენტებში (65 წლის ასაკის ზევით): რეკომენდებული ჩვეულებრივი დოზის ნახევარის გამოყენება (ანუ სულ 5 მგ დღეში) და უფრო დაბალი მაქსიმალური დოზის გამოყენება (10 მგ დღეში).
თირკმლის უკმარისობა: დოზის რეგულირება არ არის აუცილებელი მსუბუქი და საშუალო სიმძიმის თირკმლის უკმარისობის დროს. არ არსებობს ინფორმაცია თირკმლის ფუნქციის მძიმე უკმარისობის დროს. (კრეატინინის კლირენსი < 30მლ/წუთში).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა:
მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში რეკომენდებულია 5 მგ საწყისი დოზა. შემდეგ დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით.
პაციენტები CYP2C19 –ს არასაკამარისი მეტაბოლიზმით: იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ CYP2C19 –ს დაქვეითებული მეტაბოლიზმი, მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში რეკომენდებულია 5 მგ საწყისი დოზა. შემდეგ დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით.
მკურნალობის შეწყვეტა: აბსტინენციის შესაძლო რეაქციების პრევენციის მიზნით მკურნალობის დასრულებისას პრეპარატის დოზის კლება უნდა მოხდეს თანდათანობით 1-2 კვირის განმავლობაში.
უკუჩვენება:
• მომატებული მგრძნობელობა ესციტალოპრამის ან სხვა ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.
• 18 წლამდე ასაკი
• პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებთან ერთად
გვერდითი მოვლენები:
არასასურველი გვერდითი ეფექტები ესპას გამოყენების დროს მსუბუქია და დროებით ხასიათს ატარებს. ისინი გვხვდება მკურნალობის დაწყებიდან პირველი 1-2 კვირის განმავლობაში და ჩვეულებრივ მცირდება დეპრესიული მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე.
განსაკუთრებული მითითებები:
ესციტალოპრამი შეიძლება დაინიშნოს მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ 14 დღეში და A-ტიპის მაოს- ინჰიბიტორის მოკლობემიდის თერაპიის შეწყვეტის შემდეგ მინიმუმ 1 დღეში. უნდა გავიდეს მინიმუმ 7 დღე ესციტალოპრამით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ და მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი არასელექტიური მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის დაწყება.
ორსულობა და ლაქტაცია:
ესციტალოპრამის უსაფრთხოება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უცნობია. პრეპარატი დედის რძეში ძალიან დაბალი კონცენტრაციით აღწევს. ამ მიზეზით პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული, თუ კლინიკური სარგებლიანობა არ აღემატება პოტენციურ რისკს.
გულყრები: პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს ყველა პაციენტში, რომელსაც განუვითარდა კრუნჩხვა. SSRI- ები არ გამოიყენება არასტაბილური ეპილეფსიის მქონე პაციენტებში, ხოლო კონტროლირებულ ეპილეფსიურ პაციენტებში მხოლოდ საგულდაგულო მონიტორინგის ფონზე შეიძლება SSRI -ის მიღება.
დიაბეტი: სეროტონონის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორებით მკურნალობამ შეიძლება შეცვალოს გლიკემიური კონტროლი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში და საჭირო გახდეს ინსულინის ან/და ორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატის დოზის კორექცია.
Related products
გინომიქსი-ვაგ. კაფს N12
- ნეომიცინის სულფატს 50.2მგ (35მგ. 35 000 სე ნეომიცინის სახით),
- ნისტატინს 100.000 სე,
- პოლიმიქსინ B სულფატს 35.000 სე
- ვაგინიტები არასპეციფიური, სოკოვანი და შერეული
- ვულვოვაგინიტები არასპეციფიური, სოკოვანი და შერეული
- ცერვიკოვაგინიტები არასპეციფიური, სოკოვანი და შერეული
- ვაგინალური კანდიდოზი
- გინეკოლოგიაში ყველა სახის ქირურგიული ჩარევის წინ
- საშვილოსნოს ყელის დიათერმოკოაგულაციის წინ და შემდეგ
- საშვილოსნოსშიდა დიაგნოსტიკური პროცედურების წინ
- მშობიარობის წინ
- NNP კომბინაცია გამოსადეგია ვაგინიტის ემპირიული მკურნალობისთვის მიკრობიოლოგიური შდეგების არ არსებობისას.
- შენარჩუნებული ეფექტურობა Candida spp . წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ფაქტორია, განსაკუთრებით აზოლებისადმი non-albicans შტამების ვარიაბელური სენსიტიურობის დროს. (ანუ არ ახასიათებს რეზისტენტობა Candida spp.-s წინააღმდეგ)
- არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას მენსტრუაციული ციკლის დროს
- მოქმედი ნივთიერებები თანაბრად ნაწილდება საშოს ლორწოვანზე
- კომბინაცია და შესაბამისად მისი მოქმედების ფართო სპექტრი იძლევა უფრო მაღალ კლინიკურ ეფექტურობას ვაგინიტში ყველაზე ხშირად ჩართული ბაქტერიებზე. დოზირება და გამოყენების წესი:ინიშნება ინტრავაგინალურად. მწვავე ან ქრონიკული ინფექციის შემთხვევაში 1-2 კაფსულა დღეში, დილით და საღამოს. მკურნალობის კურსი: 6-12 დღე.
დესლორადინი 5მგ ტაბ N20
ესელ ფორტე კაფს N30
კოქსიბეტი 90მგ ტაბ N10
ლისტოლაკი ორალური სუსპ N10
პიგასპინ კაფს 75მგ N30
- მწვავე კორონალური სინდრომი ST სეგმენტის ელევაციის გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდიუმის ინფარქტი პათოლოგიური Q-კბილის გარეშე)
- მწვავე კორონალური სინდრომი ST სეგმენტის ელევაციით (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი)
- ათეროსკლეროზული დარღვევების პროფილაქტიკა
- იშემიური ინსულტი
- პერიფერიული არტერიების დიაგნოსტირებული დაავადებები
რაბელოკი 20მგ N10
ცინოველი ვაგ.კაფს N6
რა არის და რისთვის გამოიყენება?
-
შემადგენლობა: ეს არის ანტიბიოტიკი, რომელიც შეიცავს კლინდამიცინს (100 მგ).
-
ფორმა: ვაგინალური პესარია (იგივე სანთელი/სუპოზიტორია).
-
დანიშნულება: გამოიყენება საშოს ბაქტერიული ინფექციის, კონკრეტულად ბაქტერიული ვაგინოზის სამკურნალოდ.
📋 გამოყენების წესი და დოზირება
-
დოზა: 1 სანთელი დღეში.
-
ხანგრძლივობა: ზედიზედ 3 ღამე.
-
როგორ მივიღოთ: სანთელი უნდა შეიყვანოთ საშოში ღრმად, უმჯობესია ღამით, ძილის წინ, ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში.
-
შენიშვნა: ხელები დაიბანეთ პროცედურის წინ და შემდეგ.
⚠️ მნიშვნელოვანი გაფრთხილებები (აუცილებლად გასათვალისწინებელი)
-
სქესობრივი კავშირი: მკურნალობის პერიოდში სექსი არ არის რეკომენდებული.
-
კონტრაცეპტივები: წამალი ასუსტებს და აზიანებს პრეზერვატივსა და დიაფრაგმას. მათი გამოყენება არ არის საიმედო მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 72 საათის (3 დღის) განმავლობაში.
-
ჰიგიენა: მკურნალობისას არ გამოიყენოთ ტამპონები ან საშოს გამოსარეცხი საშუალებები.
-
დიარეა: თუ მკურნალობისას ან შემდეგ დაგეწყოთ ძლიერი, გახანგრძლივებული ან სისხლიანი ფაღარათი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს (ეს შეიძლება იყოს ნაწლავის ანთების ნიშანი).
⛔ უკუჩვენებები და სიფრთხილე
-
ალერგია: არ გამოიყენოთ, თუ გაქვთ ალერგია კლინდამიცინზე ან ლინკომიცინზე.
-
დაავადებები: სიფრთხილეა საჭირო, თუ გაქვთ კოლიტის (ნაწლავის ანთების) ისტორია.
-
ასაკი: არ გამოიყენება 16 წლამდე ასაკის მოზარდებში.
-
ორსულობა: პირველ ტრიმესტრში (პირველი 3 თვე) გამოყენება არ არის რეკომენდებული. დანარჩენ პერიოდში და ლაქტაციისას მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
🤢 შესაძლო გვერდითი მოვლენები
-
ხშირი: სოკოვანი ინფექცია (შაშვი), თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, დისკომფორტი საშოში.
-
ნაკლებად ხშირი: ღებინება, გამონაყარი, ტკივილი წელის არეში, შარდვის დარღვევები.
📦 შენახვის პირობები
-
ინახება 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
-
მოარიდეთ სიცხეს, რადგან სანთელი შეიძლება დადნეს.
-
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ (III ჯგუფი), თუმცა გამოყენებამდე ექიმთან კონსულტაცია სასურველია.
