ქსანაციდი HL -150 მლ სუსპ. N1
მწარმოებელი ქვეყანა: სან მარინო
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
XANACID® HL შეიცავს ალოეს, ბალბის და გვირილას მცენარეულ ექსტრაქტებს , რომლებიც განაპირობებს რბილ დამამშვიდებელ მოქმედებას საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. ემბლიკა – ეხმარება კუჭის მჟავიანობის კონტროლში. ნატრიუმის ჰიალურონატი – აღადგენს და იცავს კუჭის ლორწოვან გარსს გაღიზიანებისგან.
აქტიური ინგრედიენტები:
ალოე (Aloe Barbadensis Miller ) გელის ფხვილი 200:1,
ტყის ბალბი (Malva Sylvestris L.), ფოთლები
ჰიალურონ ნატიუმი, (Sodium Hyaluronate)
ემბლიკა (Phyllanthus Emblica L.) ნაყოფი -სტანდარტ. 20% ტანინები,
გვირილა (Matricaria chamomilla L., ყვავილედები)- სტანდარტ. 1.2% აპიგენინი
დამატებითი ინგრედიენტები: წყალი 4:1, არომატიზატორი: მოცვის წვენი, – კონსერვანტები: კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი; მჟავიანობის რეგულატორი: ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, დამატკბობელი-სუკრალოზა.
შეიცავს დამატკბობელს .
მიღების წესი:
მიიღეთ 2 კოვზი კვების შემდეგ.
გაფრთხილება:
შეინახეთ ბავშვებისგან მოშორებით (3 წლამდე ასაკში). არ გადააჭარბოთ დღიურად რეკომენდებულ დოზას. საკვები დანამატები არ ცვლის მრავალფეროვან და დაბალანსებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს. შეინახეთ გრილ, მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება პროდუქტის გაუხსნელად და სწორად შენახულ მდგომარეობაზე.
| აქტიური ნივთიერება | ( მაქსიმალური დღიური დოზა – 4 კოვზი ≈ 28 გ) |
| მცენარეული პოლისაქარიდების კომპლექსი: ალოე (Aloe Barbadensis Miller,) -100 მგ ტყის ბალბი (Malva Sylvestris L., ფოთლები)-200 მგ | 300 მგ |
| ჰიალურონ ნატიუმი | 240 მგ |
| ემბლიკას ექსტრაქტი (20% ტანინები) | 200 მგ (ტანინები 40 მგ) |
| გვირილის ექსტრაქტი (1.2% აპიგენინი) | 60 მგ (აპიგენინი 0.72 მგ) |
Related products
ბიფოვალი®ფორტე
ჩვენება
-სხვადასხვა ეტიოლოგიის ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის დარღვევა; -ანტიბიოტიკების, ჰორმონული და ქიმიოთერაპიული პრეპარატების გამოყენებასთან დაკავშირებული დისბაქტერიოზი; -მწვავე ვირუსული და ბაქტერიული ნაწლავური ინფექციების კომპლექსური თერაპია; -დისპეპსიური სიმპტომები (დიარეა, გულისრევა, ღებინება, ბოყინი, მეტეორიზმი, ყაბზობა); -კვებითი ინტოქსიკაცია; -კლიმატის შეცვლასთან დაკავშირებული საჭმლის მომნელებელი ორგანოების ნორმალური მუშაობის დარღვევა (მაგალითად, ,,მოგზაურის დიარეა”); კვების რაციონის შეცვლა; -იმუნიტეტის და ორგანიზმის რეზისტენტობის შესუსტება დაავადებების მიმართ; -ატოპიური დერმატიტი და სხვა ალერგიული გამოვლინებები; -კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების კომპლექსური თერაპია (გასტროენტერიტები, კოლიტები, ენტეროკოლიტები, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ქრონიკული ჰეპატიტი, ქოლეცისტიტი, დუოდენიტი, გასტრიტი და სხვა).გამოყენების წესი და დოზები
ბიფოვალი® ფორტეს მიღება რეკომენდებულია კვებამდე ნახევარი საათით ადრე: -12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში მიიღება 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში. -5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში მიიღება 1 კაფსულა დღეში. -5 წლამდე ასაკის ბავშვებში – ხდება 1/2 კაფსულის შემცველობის გახსნა წვენის ან დატკბილული სითხის მცირე რაოდენობაში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დისბაქტერიოზის განვითარების მიზეზზე და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე. თუ პაციენტი იღებს ანტიბიოტიკებს, პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია ანტიბიოტიკების გამოყენებამდე 1 საათით ადრე ან გამოყენებიდან 1 საათის შემდეგ. გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ითვლება, რომ პრეპარატი ბიფოვალი® ფორტეს გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არის უსაფრთხო, მაგრამ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. გვერდითი მოქმედება პრეპარატი კარგად გადაიტანება, პრეპარატის რეკომენდებული დოზების გამოყენებისას გვერდითი მოქმედება არ ვლინდება.უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების ან რძის პროდუქტების მიმართ. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არასასურველი ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ გამოვლენილა. განსაკუთრებული მითითებები პრეპარატი არ გამოიყენება ცხელ სასმელთან, ალკოჰოლურ სასმელთან ან კონსერვირებულ საკვებ პროდუქტებთან ერთად, რადგან შესაძლებელია სასურველი ეფექტის შესუსტება. პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ: -სხეულის ტემპერატურა არის 38°C მეტი; -განავალში აღინიშნება სისხლისა და ლორწოს კვალი; -დიარეა გრძელდება ორ დღეზე მეტი პერიოდი და თან ახლავს მწვავე ტკივილი მუცლის არეში, გაუწყლოვნება და წონაში კლება. არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. არ არის რეკომენდებული საკვების ბიოლოგიურად აქტიური დანამატით საკვების ჩანაცვლება.ვარგისიანობის ვადა და შენახვა
ინახება შუქისაგან, ნესტისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. პრეპარატის გამოყენება არ უნდა მოხდეს ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. გამოშვების ფორმა შეფუთვაში 15 კაფსულა. აფთიაქიდან გაცემის წესი გაიცემა ურეცეპტოდ!კალზიდან K2 N30
ნევრომედი კაფს N 15
- შემადგენლობა
- 2 კაფსულის შემადგენლობში შედის: პასიფლორას მშრალი ექსტრაქტი (Passiflora incarnata) - 80 მგ კატაბალახას ფესვების მშრალი ექსტრაქტი (Valeriana officinalis) - 120 მგ. სვიის გირჩების მშრალი ექსტრაქტი (Humulus lupulus) - 80მგ.
- ფარმაკოლოგიურითვისებები ნევრომედი ამცირებს შფოთვას, შიშსა და მომატებულ ნერვულ აგზნებადობს, ხსნის სპაზმსა და ემოციურ დაძაბულობას, არეგულირებს ძილს. ნევრომედი ამცირებს სიმპტომებს მენოპაუზის და პრემენოპაუზის დროს. სვია – უძველესი ხალხური სამკურნალო საშუალებაა. სვიის გირჩების ექსტრაქტი შეიცავს: ლუპულინს, ქოლინს, ეთერზეთებს, ფლავონოიდებს, ლეიკოციანიდინს, კუმარინებს, B1, B3, B6, PP ვიტამინებს, მიკრო და მაკროელემენტებს. სვიას ახასიათებს ნეიროტროპული მოქმედება. ყველაზე აქტიურად იგი გამოყენება, როგორც დამამშვიდებელი და საძილე საშუალება. ამცირებს სიმპტომებს მენოპაუზის და პრემენოპაუზის დროს. კატაბალახას ფესვის მშრალი ექსტრაქტი – ამცირებს დაძაბულობას და გაღიზიანებას. ახასიათებს სპაზმოლიზური მოქმედება, აუმჯობესებს კორონარულ სისხლის მიმოქცევას, ახანგრძლივებს საძილე საშუალებების მოქმედებას. პასიფლორა (ვნების ყვავილი) – ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ამცირებს შფოთვასა და დაძაბულობას. ავლენს სპაზმოლიზურ და მსუბუქ სედატიურ მოქმედებას.
- ჩვენებები • მომატებული ნერვული აგზნებადობა • სტრესის შემდგომი მდგომარეობა, თანმხლები ემოციური დაძაბულობით და ტაქიკარდიით • ნევრასთენიის მსუბუქი ფორმები (გაღიზიანებადობა, შფოთვა, შიში, დაღლილობა) • კლიმაქტერული სინდრომი • ნეირო-ცირკულატორული დისტონია • ძილის დარღვევა და უძილობა • ანგიო- და ვეგეტონევროზი (ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია) • “მენეჯერის სინდრომი” (მუდმივი ფსიქიური დაძაბულობის მდგომარეობა);
- მიღებისწესებიდადოზები მოზრდილთათვის რეკომენდებულია 1 კაფსულა ორ-სამჯერ დღეში, მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად. უძილობის დროს: 2-3 კაფსულა ძილის წინ, ნახევარი საათით ადრე. ნევრომედით მკურნალობის ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული.
ნოვაკარდი Q10 – N30 კაფს.
ოლეფარ დუო -ყელის აეროზ. 20მლ. N1
- ანთების ლოკალიზებას და ხელს უშლის მის გავრცელებას
- გააჩნია ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და სპაზმოლიზური მოქმედება
- ამცირებს შეშუპებას და უზრუნველყოფს უმტკივნეულო ყლაპვას
- ხელს უწყობს მიკროწყლულების, წყლულებისა და ჭრილობის შეხორცების პროცესს.
- გააჩნია ადგილობრივი ანტიბაქტერიული, ანტისეპტიური და ანტივირუსული მოქმედება
- ამცირებს ყელის ქავილის შეგრძნებას
- ყელისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებები: ანგინა, ფარინგიტი, ლარინგიტი, ტონზილიტი; აფთოზური წყლულები, გლოსიტი, გინგივიტი.
- ოპერაციული ჩარევებისა და ტრავმების შემდეგ (ტონზილექტომია, ყბის მოტეხილობა და ა.შ.);
- ქიმიოთერაპიით, რადიოთერაპიით, ტრაქეალური ინტუბაციით და სხვა სამედიცინო მიზეზებით გამოწვეული პირის ღრუს ლორწოვანის გაღიზიანება და ანთება.
პექტოლოტი სიროფი 100 მლ ფლაკონი N1
სერაფიქსი 20 მგ ტაბ. N30
- ყველა სახის ტრავმა და ქსოვილის დაზიანება
- გამოიყენება როგორც დამხმარე თერაპია ანტიბიოტიკებთან და ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად
- ანთებით გამოწვეული შეშუპება
- ოპერაციის შემდგომი პერიოდი
