ბეკლოგენი 30გ კრ N1
მწარმოებელი ქვეყანა: ინდოეთი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
შემადგენლობა:
- ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი 0,25 მგ,
- კლოტრიმაზოლი 10 მგ,
- გენტამიცინის სულფატი 1 მგ,
- იოდქლორჰიდროქსიქინოლი 10მგ.
ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი – სინთეზური გლუკოკორტიკოსტეროიდია, გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციური,ანტიალერგიული და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედებით.
კლოტრიმაზოლი ანტიფუნგალური მოქმედების იმიდაზოლის წარმოებულია.იგი წარმოადგენს სოკოს უჯრედის მემბრანაში ერგოსტეროლის სინთეზის სელექტიურ ინჰიბიტორს, რაც იწვევს მემბრანის თვისებების ცვლილებას და სოკოს უჯრედის ლიზისს. აქტიურია Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes, Epidermophyton floccosum, Microsporum canis, Candida albicans, Malassezia furfur (Pityrosporum orbiculare) მიმართ. კლოტრიმაზოლი ასევე აქტიურია Corynebacterium minutissimum, Strep. spp., Staph. spp., Trichomonas vaginalis მიმართ.
გენტამიცინის სულფატი – ამინოგლიკოზიდების ჯგუფის წყალში ხსნადი ფართო სპექტრისა და ბაქტერიციდული მოქმედების ანტიბიოტიკია. იგი აქტიურად აღწევს რა ბაქტერიების უჯრედულ მემბრანაში, შეუქცევადად უკავშირდება რიბოსომებს და თრგუნავს გამომწვევის ცილის სინთეზს. აქტიურია როგორც გრამუარყოფითი ბაქტერიების ( Pseudomonas aeruginosa, E. coli, Aerobacter aerogenes, Klebsiella spp., Proteus vulgaris) ასევე გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ: Streptococcus spp., Staphylococcus spp.
იოდქლორჰიდროქსიქინოლი გააჩნია ანტიბაქტერიულ, ანტისეპტიკური და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას.
ჩვენებები:
- დერმატიტები;
- ეგზემა;
- ნეიროდერმიტი;
- ოტომიკოზები;
- ტერფის და საზარდულის ეპიდერმოფიტია;
- ვაგინალური კანდიდოზი, შერეული ვაგინიტი, ვულვიტი, კოლპიტი;
- ბალანიტი, ბალანოპოსტიტი;
- კანის ჩირქოვანი დაავადებები;
- გლუვი კანის თითებშუა და სხვა სოკოვანი დაზიანებები.
გამოყენების წესი და დოზები:
ბეკლოგენის კრემის თხელი ფენით დაიტანება კანის დაზიანებულ ზედაპირზე 2-3 ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს საშუალოდ 2-4 კვირას.
კერძოდ, დერმატოფიტური ინფექციების დროს კურსი შეადგენს ერთ თვეს. ხოლო კანდიდოზების შემთხვევაში მკურნალობა გრძელდება სულ მცირე ორი კვირის განმავლობაში. გინეკოლოგიაში გამოიყენება ტამპონების სახით.
გამოყენება პედიატრიაში:
ბავშვებში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ ექიმის კონტროლის ქვეშ 2 wlis asakidan
უკუჩვენებები:
– ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებისადმი; კანის ტუბერკულოზი; სიფილისის კანისმიერი გამოვლინებები; ჩუტყვავილა; მარტივი ჰერპესი; პოსტვაქცინალური კანისმიერი რეაქციები; ღია ჭრილობაზე დატანება; 2 წლამდე ბავშვთა ასაკი.
ადგილობრივი რეაქციები: კანის სიწითლე, პრეპარატის დატანების ადგილას წვის და ჩხვლეტის შეგრძნება (გაღიზიანების განვითარების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მოხსნა).
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატს არ იყენებენ ოფთალმოლოგიაში. უკუნაჩვენებია თვალის არეში კანზე დატანება. თავი უნდა ავარიდოთ პრეპარატის დატანებას დაზიანებულ კანზე ან ღია ჭრილობებზე.
Related products
აზოტრინი 200მგ/5მლ სუსპ N1
აზოტრინი 200მგ/5მლ15მლ სუსპ
200 მგ/5 მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის მიიღება პერორალურად.- აქტიური ინგრედიენტი: ყოველი საზომი კოვზი (5 მლ) შეიცავს 209.64 მგ აზითრომიცინის დიჰიდრატს.
- დამხმარე საშუალებები: საქაროზა, სამფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი, უწყლო, ნატრიუმის ბენზოატი (E211), ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა (E463), ქსანტანის გუმი (E415), საქარინის ნატრიუმი (E954), ბანანის არომატიზატორი, ჟოლოს არომატიზატორი.
- გულ-მკერდის, ყელის ან ცხვირის ინფექციები (როგორიცაა ბრონქიტი, პნევმონია და სინუსიტი)
- Streptococcus pyogenes-ით გამოწვეული ფარინგიტისა და ტონზილინის მკურნალობისას პენიცილინზე ალერგიის შემთხვევაში
- ყურის მწვავე ინფექციები (მწვავე შუა ყურის ანთება)
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (როგორიცაა აბსცესი ან ძირმაგარა)
- სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, გამოწვეული Chlamydia-ს მიერ
- რბილი ქსოვილების წყლულები, გამოწვეული Haemophilus ducreyi მიკროორგანიზმით და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, გამოწვეული არა მულტი-პრეპარატ-რეზისტენტული მიკროორგანიზმით Neisseria gonorrhoeae, თანმხლები ინფექციების გარეშე
- თუ გაქვთ ალერგია აზოტრინის ან ნებისმიერი სხვა ანტიბიოტიკის მიმართ, როგორიცაა ერითრომიცინი ან კლარითრომიცინი ან აზოტრინის ნებისმიერი ინგრედიენტი. ალერგიულმა რეაქციამ შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი ან ხიხინი.
- თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები.
- იღებთ რომელიმე ერგოტის წარმოებულებს, როგორიცაა ერგოტამინი (გამოიყენება მიგრენის სამკურნალოდ).
- თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები
- თუ გაქვთ გულის დაავადებები
- თუ გაქვთ საზოგადოებაში გავრცელებული ინფექციური დაავადება
- თუ არსებობს ეჭვი სეპტიცემიაზე ან დიაგნოსტირებულია სეპტიცემია
- თუ იმყოფებით სტაციონარულ მკურნალობაზე
- თუ ხართ ხანდაზმული ასაკის ან ძლიერ დასუსტებული
- თუ გაქვთ ჯანმრთელობის სხვა სერიოზული პრობლემები (იმუნური სისტემის დეფიციტი ან თანდაყოლილი ასპლენია/ქირურგიული ასპლენიის მდგომარეობა, სხვ.)
- თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება
- როგორც სხვა ანტიბიოტიკების შემთხვევაში, ექიმმა უნდა გააკონტროლოს მეორადი ინფექციის რისკი დასუსტებულ ორგანიზმში, არამგრძნობიარე ორგანიზმებით, მათ შორის, სოკოებით გამოწვეული ნებისმიერი სახის ინფექციის გამო
- თუ აღინიშნება დიარეა.
- აზოტრინის გამოყენებისას: არარეგულარული გულის დარტყმები, თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა
- უეცარი ხიხინი
- სუნთქვის გაძნელება
- ქუთუთოების შეშუპება
- სახის ან ტუჩების შეშუპება
- გამონაყარი ან ქავილი (განსაკუთრებით მთელს სხეულზე).
დაზოლაქსი 500მგ+500მგ ტაბ N10
დესლორადინი 5მგ ტაბ N20
ესპა 10მგ N28 ტაბ
ლევომაკი 500მგ შემოგ. ტაბ N5
| Cl cr [მლ/წთ] | <20 | 20 - 49 | 50 – 80 |
| Cl R [მლ/წთ] | 13 | 26 | 57 |
| t 1/2 [სთ] | 35 | 27 | 9 |
| პათოგენი | მგრძნობიარე | რეზისტენტული |
| Enterobacterales | ≤ 0.5 მგ/ლ | > 1 მგ/ლ |
| Pseudomonas spp. | ≤ 0.001 მგ/ლ | > 1 მგ/ლ |
| Acinetobacter spp. | ≤ 0.5 მგ/ლ | > 1 მგ/ლ |
| Staphylococcus aureus Coagulase-negative staphylococcii | ≤ 0.001 მგ/ლ | > 1 მგ/ლ |
| Enterococcus spp. 1 | ≤ 4 მგ/ლ | > 4 მგ/ლ |
| Streptococcus pneumoniae | ≤ 0.001 მგ/ლ | > 2 მგ/ლ |
| Streptococcus groups A,B,C and G | ≤ 0.001 მგ/ლ | > 2 მგ/ლ |
| Haemophilus influenza | ≤ 0.06 მგ/ლ | > 0/06 მგ/ლ |
| Moraxella catarrhalis3 | ≤ 0.125 მგ/ლ | > 0.125 მგ/ლ |
| Helicobacterpylori | ≤ 1 მგ/ლ | > 1 მგ/ლ |
| Aerococcussanguinicola and urinae 2 | ≤ 2 მგ/ლ | > 2 მგ/ლ |
| Aeromonas spp. | ≤ 0.5 მგ/ლ | > 1 მგ/ლ |
| PK-PD (რომელიც არ არის დაკავშირებული პათოგენების გარკვეულ სახეობასთან) საზღვრები, | ≤ 0.5 მგ/ლ | > 1 მგ/ლ |
- მწვავე ბაქტერიული სინუსიტი
- ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება გამწვავებული ბრონქიტის ჩათვლით
- საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია
- კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები
- პიელონეფრიტი და საშარდე გზების გართულებული ინფექციები
- ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი
- ცისტიტი გართულების გარეშე
- ინჰალაციური ჯილეხი: ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა და მკურნალობა.
- პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა ლევოფლოქსაცინის ან სხვა ქინოლონის და რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
- ეპილეფსიის მქონე პაციენტებში,
- პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მყესების დარღვევების ისტორია, დაკავშირებული ფტორქინოლონის მიღებასთან,
- ბავშვებში ან მოზარდებში,
- ორსულობის დროს,
- მეძუძურ ქალებში.
| სისტემურ ორგანოთაკლასი | ხშირი (≥1/100- <1/1 ) | არახშირი (≥ 1/1,000 - <1/100) | იშვიათი (≥1/10,000- <1/1,000) | ცნობილი არ არის(შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძელზე) მონაცემები) |
| ინფექციები და ინვაზიები | სოკოვანი ინფექცია მათ შორის Candida-ს ინფექციის პათოგენური რეზისტენტობა | |||
| დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ | ლეიკოპენია ეოზინოფილია | თრომბოციტოპენია ნეიტროპენია | პანციტოპენია აგრანულოციტოზი ჰემოლიტური ანემია | |
| დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ | ანგიონევროზული შეშუპება ჰიპერმგრძნობელობა | ანაფილაქსური შოკიa ანაფილაქტოიდური შოკიa | ||
| ენდოკრინული დარღვევები | ანტიდიურეზული ჰორმონის (SIADH) არასათანადო სეკრეციის სინდრომი | |||
| დარღვევები მეტაბოლიზმისდა კვების მხრივ | ანორექსია | ჰიპოგლიკემია განსაკუთრებით დიაბეტით დაავადებულებში | ჰიპერგლიკემია ჰიპოგლიკემიური კომა | |
| ფსიქიატრიული დარღვევები* | უძილობა | შფოთვა დაბნეული მდგომარეობა ნერვოზულობა | ფსიქოზური რეაქციები (მაგ. ჰალუცინაციებით, პარანოიით) დეპრესია აჟიტაცია არანორმალური სიზმრები ღამის კოშმარები | ფსიქოზური დარღვევები საკუთარი თავისთის საფრთხის შემქნელი ქცევა მათ შორის სუიციდური იდეები ან სუიციდის მცდელობა |
| დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ | თავის ტკივილი თავბრუსხვევა | ძილიანობა კანკალი დისგევზია | კრუნჩხვითი პარესთეზია | პერიფერიული სენსორული ნეიროპათია პერიფერიული სენსორული მოტორული ნეიროპათია (პაროსმია ანოსმიის ჩათვლით) დისკინეზია ექსტრაპირამიდული აშლილობა ,აგეზია სინკოპე კეთილთვისებიანი ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია |
| დარღვევები თვალის მხრივ* | მხედველობის დარღვევები, როგორიცაა ბუნდოვანი მხედველობა | მხედველობის გარდამავალი დაკარგვა | ||
| დარღვევები ყურის და ლაბირინთის მხრივ * | ვერტიგო | ტინიტუსი | სმენის დაკარგვა სმენის დაქვეითება | |
| დარღვევები გულის მხრივ* | ტაქიკარდია, პალპიტაცია | პარკუჭოვანი ტაქიკარდია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის გაჩერება პარკუჭოვანი არითმია და Torsade de Pointes (უპირატესად პაციენტებში QT გახანგრძლივების რისკ-ფაქტორებით), ელექტროკარდიოგრამაზე QT გახანგრძლივება | ||
| დარღვევები სისხლძარღვების მხრივ* | ვრცელდება მხოლოდ ი.ვ. ფორმაზე: ფლებიტი | ჰიპოტენზია | ||
| დარღვევები სუნთქვის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ | დისპნოე | ბრონქოსპაზმი ალერგიული პნევმონიტი | ||
| დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ | დიარეა ღებინება გულისრევა | მუცლის ტკივილი დისპეფსია მეტეორიზმი ყაბზობა | დიარეა – ჰემორაგიული, რომელიც ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება მიუთითებდეს ენტეროკოლიტზე, ფსევდომემბრანული კოლიტის ჩათვლით პანკრეატიტი | |
| ჰეპატობილიარული დარღვევები | ღვიძლისმიერი ფერმენტის მომატება (ALT/AST, ტუტე ფოსფატაზა, GGT) | სისხლში ბილირუბინის მომატება | სიყვითლე და ღვიძლის მძიმე დაზიანება, მათ შორის ფატალური შემთხვევები ღვიძლის მწვავე უკმარისობით, ძირითადად პაციენტებში მძიმე თანმხლები დაავადებებით ჰეპატიტი | |
| დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივb | გამონაყარი ქავილი ჭინჭრის ციება ჰიპერჰიდროზი | წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS), წამლისმიერი ფიქსირებული გამონაყარი | ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი სტივენს-ჯონსონის სინდრომი მრავალფორმიანი ერითემა ფოტომგრძნობელობის რეაქცია ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტი სტომატიტი | |
| ჩონჩხ-კუნთოვანი1 და შემაერთებელი ქსოვილების დარღვევები* | ართრალგია მიალგია | მყესების დარღვევები ტენდინიტის ჩათვლით (მაგ. აქილევსის მყესი) კუნთების სისუსტე, რომელსაც შესაძლოა განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდეს მიასთენიის გრავიის მქონე პაციენტებში | რაბდომიოლიზი* მყესის გაწყვეტა (მაგ. აქილევსის მყესი) ლიგატების გაწყვეტა კუნთების რღვევა ართრიტი | |
| დარღვევები თირკმელების და საშარდე სისტემის მხრივ | სისხლში კრეატინინის მომატება | თირკმლის მწვავე უკმარისობა (მაგ. ინტერსტიციული ნეფრიტი) | ||
| ზოგადი დარღვევები და მდგომარეობებიშეყვანის ადგილას | ვრცელდებამხოლოდი.ვ.ფორმაზე: რეაქცია ინფუზიის ადგილზე (ტკივილი, სიწითლე) | ასთენია | პირექსია | ტკივილი (მათ შორის, ზურგის, მკერდისა და კიდურების ტკივილი) |
| ჩვენება | სადღეღამისოდოზისრეჟიმი (სიმძიმისმიხედვით) | მკურნალობისსაერთოხანგრძლივობა (სიმძიმისმიხედვით) |
| მწვავე ბაქტერული სინუსიტი | 500 მგ დღეში ერთხელ | 10-14 დღე |
| ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მწვავე ბაქტერიული ბრონქიტის ჩათვლით | 500 მგ დღეში ერთხელ | 7-10 დღე |
| საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია | 500 მგ ერთხელ ან ორჯერ დღეში | 7-14 დღე |
| მწვავე პიელონეფრიტი | 500 მგ დღეში ერთხელ | 7-10 დღე |
| საშარდე გზების გართულებული ინფექციები | 500 მგ დღეში ერთხელ | 7-14 დღე |
| ცისტიტი გართულების გარეშე | 250 მგ დღეში ერთხელ | 3 დღე |
| ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი | 500 მგ დღეში ერთხელ | 28 დღე |
| კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები | 500 მგ ერთხელ ან ორჯერ დღეში | 7-14 დღე |
| ინჰალაციური ჯილეხი | 500 მგ დღეში ერთხელ | 8 კვირა |
| კრეატინინისკლირენსი | დოზისრეჟიმი | ||
| 250 მგ/24 სთ | 500 მგ/24 სთ | 500 მგ/12 სთ | |
| პირველიდოზა: 250 მგ | პირველიდოზა: 500 მგ | პირველიდოზა: 500 მგ | |
| 50 - 20 მლ/წთ | შემდეგ: 125 მგ/24 სთ | შემდეგ: 250 მგ/24 სთ | შემდეგ : 250 მგ/12 სთ |
| 19-10 მლ/წთ | შემდეგ: 125 მგ/48 სთ | შემდეგ: 125 მგ/24 სთ | შემდეგ: 125 მგ/12 სთ |
| <10 მლ/წთ (ჰემოდიალიზის და უწყვეტი ამბულატორიული პერიტონული დიალიზის ჩათვლით) 1 | შემდეგ: 125 მგ/48 სთ | შემდეგ: 125 მგ/24 სთ | შემდეგ: 125 მგ/24 სთ |
ნორმოგლიპი M 500მგ+2მგ N30
- ზრდის ქსოვილის ინსულინისადმი მგრძნობელობას და შესაბამისად გლუკოზის პერიფერიული უტილიზაციას
- ამცირებს ენდოგენური გლუკოზის სინთეზს
- ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს
- აუმჯობესებს სისხლის ფიბრინოლიზურ აქტივობას
- დადებითად მოქმედებს ლიპიდურ ცვლაზე: აქვეითებს საერთო ქოლესტერინს, ტრიგლიცერიდებს და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონეს
რაბელოკი 20მგ N10
ფლურანგი 150მგ კაფსულა N1
💊 რა არის ფლურანგი და რისთვის გამოიყენება?
-
შემადგენლობა: ეს არის სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, რომლის აქტიური ნივთიერებაა ფლუკონაზოლი (150 მგ).
-
დანიშნულება: გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ, ყველაზე ხშირად ისეთი ინფექციების დროს, რომლებსაც იწვევს სოკო „კანდიდა“ (მაგალითად: გენიტალური კანდიდოზი ქალებსა და მამაკაცებში).
📋 მიღების წესი და დოზირება
-
როგორ მივიღოთ: კაფსულა უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლის მიყოლებით. მიღება შესაძლებელია როგორც ჭამამდე, ისე ჭამის შემდეგ.
-
დოზა: გენიტალური კანდიდოზის დროს, როგორც წესი, ინიშნება ერთჯერადი დოზა (1 კაფსულა).
-
შენიშვნა: ქრონიკული ან რთული შემთხვევების დროს მკურნალობის კურსს და ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
⛔ არ მიიღოთ პრეპარატი, თუ:
-
გაქვთ ალერგია ფლუკონაზოლზე ან დამხმარე ნივთიერებებზე.
-
პარალელურად იღებთ ისეთ მედიკამენტებს, როგორიცაა: ტერფენადინი, ასტემიზოლი (ალერგიის დროს), ცისაპრიდი (კუჭ-ნაწლავისთვის), პიმოზიდი (შიზოფრენიის დროს) ან ქვინიდინი (გულის არითმიისთვის).
⚠️ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო:
-
ჯანმრთელობის პრობლემები: თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის დაავადებები, გულის პრობლემები (არითმია), ან ელექტროლიტური დისბალანსი.
-
ასაკი: 16 წლამდე მოზარდებში ინიშნება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით.
-
ორსულობა და ლაქტაცია: არ გამოიყენოთ ექიმის პირდაპირი დანიშნულების გარეშე.
-
ავტომობილის მართვა: შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან ძილიანობა, ამიტომ საჭესთან სიფრთხილეა საჭირო.
🔄 ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ფლურანგი რეაქციაში შედის ძალიან ბევრ მედიკამენტთან (მაგ.: სისხლის გამათხელებლები, დიაბეტის წამლები, წნევის მარეგულირებლები, ანტიბიოტიკები და ა.შ.).
რჩევა: ექიმს აუცილებლად ჩამოუთვალეთ ყველა ის წამალი, რომელსაც ამჟამად იღებთ.
🤢 გვერდითი მოვლენები
-
ხშირი: თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, დიარეა, გულისრევა, გამონაყარი.
-
საყურადღებო: თუ შენიშნეთ სუნთქვის გაძნელება, სახის/ტუჩების შეშუპება ან კანის მძიმე დაზიანება, სასწრაფოდ შეწყვიტეთ მიღება და მიმართეთ ექიმს.
📦 შენახვის პირობები
-
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
-
გაიცემა რეცეპტით (ფორმა N3).
