ნევრომედი კაფს N 15
ნევრომედი / NEUROMED
- შემადგენლობა
- 2 კაფსულის შემადგენლობში შედის:
პასიფლორას მშრალი ექსტრაქტი (Passiflora incarnata) – 80 მგ
კატაბალახას ფესვების მშრალი ექსტრაქტი (Valeriana officinalis) – 120 მგ.
სვიის გირჩების მშრალი ექსტრაქტი (Humulus lupulus) – 80მგ. - ფარმაკოლოგიურითვისებები
ნევრომედი ამცირებს შფოთვას, შიშსა და მომატებულ ნერვულ აგზნებადობს, ხსნის სპაზმსა და ემოციურ დაძაბულობას, არეგულირებს ძილს.
ნევრომედი ამცირებს სიმპტომებს მენოპაუზის და პრემენოპაუზის დროს.
სვია – უძველესი ხალხური სამკურნალო საშუალებაა. სვიის გირჩების ექსტრაქტი შეიცავს: ლუპულინს, ქოლინს, ეთერზეთებს, ფლავონოიდებს, ლეიკოციანიდინს, კუმარინებს, B1, B3, B6, PP ვიტამინებს, მიკრო და მაკროელემენტებს. სვიას ახასიათებს ნეიროტროპული მოქმედება. ყველაზე აქტიურად იგი გამოყენება, როგორც დამამშვიდებელი და საძილე საშუალება. ამცირებს სიმპტომებს მენოპაუზის და პრემენოპაუზის დროს.
კატაბალახას ფესვის მშრალი ექსტრაქტი – ამცირებს დაძაბულობას და გაღიზიანებას. ახასიათებს სპაზმოლიზური მოქმედება, აუმჯობესებს კორონარულ სისხლის მიმოქცევას, ახანგრძლივებს საძილე საშუალებების მოქმედებას.
პასიფლორა (ვნების ყვავილი) – ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ამცირებს შფოთვასა და დაძაბულობას. ავლენს სპაზმოლიზურ და მსუბუქ სედატიურ მოქმედებას. - ჩვენებები
• მომატებული ნერვული აგზნებადობა
• სტრესის შემდგომი მდგომარეობა, თანმხლები ემოციური დაძაბულობით და ტაქიკარდიით
• ნევრასთენიის მსუბუქი ფორმები (გაღიზიანებადობა, შფოთვა, შიში, დაღლილობა)
• კლიმაქტერული სინდრომი
• ნეირო-ცირკულატორული დისტონია
• ძილის დარღვევა და უძილობა
• ანგიო- და ვეგეტონევროზი (ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია)
• “მენეჯერის სინდრომი” (მუდმივი ფსიქიური დაძაბულობის მდგომარეობა); - მიღებისწესებიდადოზები
მოზრდილთათვის რეკომენდებულია 1 კაფსულა ორ-სამჯერ დღეში, მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად.
უძილობის დროს: 2-3 კაფსულა ძილის წინ, ნახევარი საათით ადრე. ნევრომედით მკურნალობის ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული.
Category: Food supplements
Related products
ვიტექსოლ დუო კაფს. N30
მწარმოებელი ქვეყანა: ინგლისი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
შემადგენლობა :
1 კაფსულა შეიცავს :
Indole-3-Carbinol - ინდოლ-3 -კარბონილი ------------------------------ 200 მგ
Chasteberry Extract (Vitex Agnus Castus) ვიტექს აგნუს კასტუსი ------- 40 მგ
დამხმარე ნივთიერებები: სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზის ფხვნილი ( M.C.C.P), დი-კალციუმ ფოსფატი ( D.C.P), აეროსილი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, ჟელატინი.
ვიტექსოლ დუო რეკომენდებულია როგორც საკვები დანამატი, რომელიც ხელს უწყობს ქალის ორგანიზმში მეტაბოლური პროცესების გაუმჯობესებასა და ნორმალიზებას.
ვიტექსოლ დუოს შემადგენლობაში შემავალ კომპონენტებს ინდოლ- 3 -კარბონილსა და აგნუს კასტუსს გააჩნიათ სინერგული ეფექტი სასურველი შედეგის მისაღწევად.
ინდოლ- 3 - კარბონილი ესტროგენის მეტაბოლიზმის ნორმალიზების გზით, ხელს უწყობს ქსოვილებში ჭარბი პროლიფერაციული პროცესების შეფერხებას და პათოლოგიური უჯრედების აღმოფხვრას.
ვიტექს აგნუს კასტუსი (ხეპილპილა) ამცირებს პროლაქტინის დონეს, ხელს უწყობს ქალის სასქესო ჰორმონების (ესტროგენი და პროგესტერონი) დონის კორექციას, ამცირებს პროლიფერაციულ პროცესებს და შემაერთებელი ქსოვილის ზრდას სარძევე ჯირკვლის სადინრებში.
დოზირება : 1 ან 2 კაფსულა 2 ჯერ დღეში, დოზის კორექცია შესაძლებელია ექიმის დანიშნულებისამებრ.
გამოშვების ფორმა: 30 კაფსულა, 3 ბლისტერი თითოეულზე 10 კაფსულა.
სიფრთხილის ზომები: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ, არ გადააჭარბოთ დღიურ რეკომენდებულ დოზას .
უკუჩვენება: ორსულობა და ლაქტაცია; მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შენახვის Conditions: ინახება მშრალ, მზისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 30°С- ისა.
შენახვის ვადა: 2 წელი
საკვები დანამატი. არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებს.
ინტრაგლობინი კაფს N30
ინტრაგლობინი 30 კაფსულა 500მგ 15გ
ინტრაგლობინი არის საკვები დანამატი ვიტამინებით, მინერალებით და სხვა ნივთიერებებით, რომელიც დაბალანსებულია ისე, რომ მოხდეს ნორმალური ჰემოგლობინის დონის და სისხლის წითელი უჯერედების შენარჩუნება
ინტრაგლობინი კაფსულები ინიშნება:
* სტრესული მდგომარეობის მართვის და სტრესთან დაკავშირებული სიმპტომების რისკის შესამცირებლად
* გონებრივი მუშაობის შესანარჩუნებლად კონცენტრაციის და ყურადღების მაღალი დონისთვის.
* ბავშვებსა და მოზრდილებში არაბალანსირებული კვების დროს
* საკვები დანამატი და დაავადების შემდგომ პერიოდში მდგომარეობის აღდგენა
* საკვები დანამატი ფიზიკური განვითარების ასაკის დროს.
რა არის აუცილებელი რომ იცოდეთ ინტრაგლობინი კაფსულების Author:
ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული ინფორმაცია ვიდრე ამ პროდუქტს მიიღებთ და მიიღებს თქვენი ბავშვი. მოცემული ინფორმაცია არის ძირითადი მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეჯამება პროდუქტის შესახებ. ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ინტრაგლობინი კაფსულები არის რკინის დანამატი. მისი გამოყენება შეიძლება ბავშვებში 16 წლის ასაკიდან და პირებში რკინის დეფიციტით. მისი მიღება შეიძლება ორსულობის და მენსტრუალური პერიოდის დროს.
შემადგენლობა
თუთიის სულფატი,რკინის ფუმარატი, ვიტამინი B6 (პირიდოქსინის HCl), სპილენძის სულფატი, ფოლის მჟავა,ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი),.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, . კაფსულები: FU ხარისხის ჟელატინი შემოგარსული
დოზირება
ბავშვები 16 წლის ასაკიდან და მოზრდილები - 1 კაფსულა დღეში.
გაფრთხილება
დანამატები არ მიიჩნევა როგორც მრავალფეროვანი და ბალანსირებული კვების და ცხოვრების ჯანმრთელი წესის ჩანაცვლების საშუალება. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას დღიურად. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე. პროდუქტი შეინახეთ შეფუთვაში.
შენახვის Conditions
შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას. არაუმეტეს 35℃ ტემპერატურაზე.
კალზიდან K2 N30
შემადგენლობა:
კალციუმის ფოსფატი - 500მგ ; ვიტამინი D3 – 400სე (10მკგ); ვიტამინი K2 – 25მკგ; თუთია -16მკგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კალზიდანი K2 წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში. კალციუმის ფოსფატის,ვიტამინი D3; ვიტამინი K2 და თუთიის კომბინაცია უზრუნველყოფს კალციუმის ოპტიმალურ შეწოვას და ჩალაგებას ძვლოვან ქსოვილში. კალზიდანი K2 ამცირებს რეზორბციას და ზრდის ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივეს, აღადგენს კალციუმისა და ქოლეკალციფეროლის (ვიტამინი D3) უკმარისობას ორგანიზმში. კალციუმი მონაწილეობს ნერვული გამტარებლობის რეგულაციაში, კუნთების შეკუმშვაში, იგი წარმოადგენს სისხლის შედედების სისტემის შემადგენელ კომპონენტს. ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
კალციუმისა და ვიტამინ D3-ის გამოყენება ხელს უშლის პარათირეოიდური ჰორმონის მომატებულ გამომუშავებას, რომელიც ასტიმულირებს ძვლოვან რეზორბციას. ვიტამინი K2 ხელს უწყობს კალციუმის გადატანას ძვლებსა და კბილებში და ხელს უშლის მის ჩალაგებას სისხლძარვებსა და რბილ ქსოვილებში. თუთია ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე მინერალია და მონაწილეობს 200-ზე მეტი ფერმენტის და ჰორმონის ფუნქციობაში, მათ შორის ინსულინის, ტესტოსტერონის, ესტროგენების სინთეზში. თუთია აუცილებელია ცილების სინთეზისთვის, კუნთების შეკუმშვისთვის, რეპროდუქციული ორგანოების ნორმული მუშაობისთვის.
ჩვენება:
- კალციუმის და ვიტამინი D3-ის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა
- რაქიტის პროფილაქტიკა
- ინტენსიური ზრდის პერიოდი
- კბილების დემინერალიზაცია
- მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა, რეაბილიტაციის შემდგომი პერიოდი
- სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა (კომპლექსური მკურნალობა)
დოზირება: 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში ( კალზიდანი K2-ის გაზრდილი დოზით მიღება რეკომენდებულია ექიმის დანიშნულებით)
კალზიდანი K2 მიიღება 6 თვის ასაკიდან
ორსულობა და ლაქტაცია: ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ,ჰიპერკალციემია და ჰიპერკალციურია, ნეფროლითიაზი და თირკმლის მძიმე უკმარისობა.
განსაკუთრებული მითითებები: საკვები დანამატი. არ გამოიყენოთ საკვები დანამატი ბალანსირებული და მნიშვნელოვანი კვების შემცვლელად; არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას; შეინახეთ ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის Conditions: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე სიბნელეში, კარგად დახურულ ორიგინალ შეფუთვაში.
გამოშვების ფორმა: კაფსულა N30
სოლებრინი – სიროფი 100მლ. N1
ბუნებრივი ხველის საწინააღმდეგო საშუალება -როგორც მშრალი, ასევეპროდუქტიული ხველის დროს
შემადგენლობა
ისლანდიური ხავსის (CetrariaIslandica) მცენარის მშრალი ექსტრაქტი , ბალბას (Althea officinalis) ფესვის მშრალი ექსტრაქტი , მრავალძარღვას (Platago major) ფოთლების მშრალი ექსტრაქტი, ცვარიანას (Drozerarotundifolia) მცენარის მშრალი ექსტრაქტი , კატისბრჭყალას (Uncariafomentosa) მშრალი ექსტრაქტი, პროპოლისის თხევადი ექსტრაქტი, კალიუმის სორბატი და ნატრიუმის ბენზოატი (დამცავი საშუალებები).
გამოყენება
დოზირების გაზომვისთვის გამოიყენეთ საზომი ჭიქა, რომელზეც მონიშნულია მოცულობა. 1-3 წლის ბავშვები-2,5მლ დღეში ერთხელ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. 3-6 წლის ბავშვებში რეკომენდებულია დღეში 5მლ-ს გამოყენება, 6-12 წლის ბავშვებში დღეში ერთხელ 10მლ-ს გამოყენება, 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში – დღეში ერთხელ 15მლ-ს გამოყენება.
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ!
გამოყენების შეზღუდვა:
მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ
ორსულობის და ლაქტაციისპერიოდი-მხოლოდექიმთანკონსულტაციისშემდეგ.
გაფრთხილებები
საკვებიდანამატი
არგამოიყენოთსაკვებიდანამატიდაბალანსებულიდიეტისჩანაცვლებისთვის
არგადააჭარბოთრეკომენდებულსადღეღამისოდოზას.
პროდუქტიშეიძლებაშეიცავდესდამცავსაშუალებებს.
შეფუთვის ფორმა
100მლ სიროფი ფლაკონში
შენახვის Conditions
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბნელ ადგილას, კარგად დახურულ ორიგინალურ შეფუთვაში. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
სოლებრინი: 100მლ სიროფი ფლაკონში
შენახვის ვადა
2 წელი.
| რეკომენდებული სადღეღამისო დოზა | ||||
| შემადგენლობა და დოზირება | ბავშვების ასაკი 1-3 წელი (2,5მლ) | ბავშვებისასაკი 3-6 (5მლ) | ბავშვების ასაკი 6-12 (10მლ) | 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზრდილები (15მლ) |
| ისლანდიური ხავსის მშრალი ექსტრაქტი | 35მგ | 70მგ | 140მგ | 210მგ |
| ბალბას ალთე მშრალი ექსტრაქტი | 25მგ | 50მგ | 100მგ | 150მგ |
| მრავალძარღვას მშრალი ექსტრაქტი | 15მგ | 30მგ | 60მგ | 90მგ |
| ცვარიანას მშრალი ექსტრაქტი | 15მგ | 30მგ | 60მგ | 90მგ |
| კატისბრჭყალას მშრალი ექსტრაქტი | 5მგ | 10მგ | 20მგ | 30მგ |
| პროპოლისის თხევადი ექსტრაქტი | 4მგ | 8მგ | 16მგ | 24მგ |
სტრესნოლი კაფს. N15
ბუნებრივი კომპონენტებისსგან შემდგარი დამამშვიდებელი საშუალება, რომელიც უზრუველყოფს ნერვულ სისტემის გაძლიერებას, შრომისუნარიანობის, გუნება განწყობილობის ამაღლებას და მშვიდ ძილს.
შემადგენლობა :
ტრიფტოფანი -100 მგ
მაგნიუმი ოქსიდი - 150 მგ
სვიის მშრალი ექსტრაქტი - 30 მგ
კაკაოს მშრალი ექსტრაქი - 50მგ
ვალერიანის მშრალი ექსტრაქტი - 60 მგ
L- ტრიფტოფანი ადამიანის ტვინისთვის აუცილებელი ამინომჟავაა, რომელიც წარმოადგენს ნეირომედიატორს გუნება-განწყობილების ასამაღლებლად. არეგულირებს ნერვული სისტემის წონასწორობას, ფიზიკურ სტაბილურობას, ხასიათს და ძილს.
მაგნიუმის ოქსიდი- ასტიმულირებს ნერვული უჯრედის მემბრანას, ორგანიზმს ეხმარება Cu, Na, K იონების წონასწორობის შენარჩუნებაში. ადუნებს გლუვ მუსკულატურას, ხსნის ტკივილის შეგრძნებას და სპაზმს, არეგულულირებს არტერიულ წნევას.
სვია უძველესი ხალხური სამკურნალო საშუალებაა. სვიის გირჩების ექსტრაქტი შეიცავს: ლუპულინს, ქოლინს, ეთერზეთებს, ფლავონოიდებს, ლეიკოციანიდინს, კუმარინებს, B1, B3, B6, PP ვიტამინებს, მიკრო და მაკროელემენტებს.
სვიას ახასიათებს ნეიროტროპული მოქმედება. ყველაზე აქტიურად იგი გამოყენება, როგორც დამამშვიდებელი და საძილე საშუალება.
კაკაოს ექსტრაქტი- აუჯობესებს გუნება -განწყობილებას.მასში შემავალი აქტიური ნივთიერება, თეობრომინი,აფართოებს სისხლძარღვებს, ამარაგებს ორგანიზმს ჟანგბადით და უზრუნველყოფს მდგრადობას სხვადასხვა გამაღიზიანებლების მიმართ.
ვალერიანის ექსტრაქტი- გამოიყენება თავის ტკივილის პრეკლიმაქტერული და კლიმაქტერული პერიოდის დარღვევის დროს.
მიღების წესი და დოზირება :
1 კაფსულა დღეში ერთჯერ
გვერდითი მოქმედება
პრეპარატი კარგად გადაიტანება, პრეპარატის რეკომენდებული დოზების გამოყენებისას გვერდითი მოქმედება არ ვლინდება.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები:
მიიღება 12 წლიდან
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში საკვების ამ ბიოლოგიურად აქტიური დანამატის გამოყენების საკითხის განხილვა უნდა მოხდეს თქვენ ექიმთან.
არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.
ვარგისიანობის ვადა და შენახვა
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
უროგენ ფორტე კაფს. N30
მწარმოებელი ქვეყანა: ინგლისი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
შემადგენლობა :
1 კაფსულა შეიცავს :
D-Mannose - D-მანოზა -------------------------------------------600 მგ
Cranberry fruit Extract (Vaccinium Macrocarpon)
მსხვილი შტოშის ნაყოფის ექსტრაქტი -------------------------100 მგ
Zea May ( Silk of the corn ) -სიმინდის ულვაში -----------------15 მგ
Bergenia Ligulata leaves - ჩაგირის ფოთლები - ---------------- 50 მგ
Bearberry fruit - დათვის კენკრის ნაყოფი --------------------50 მგ
Rosmarinus Officinalis leaves როზმარინის ფოთლები------ 25 მგ
დამხმარე ნივთიერებები : მზესუმზირის ზეთი, ტალკი, სილიციუმის ოქსიდი, ბუტილირებული ჰიდროქსი ანისოლი, ბუტილირებული ჰიდროქსი ტოლუოლი(BTH), მეთილ პარაბენ ნატრიუმი (MPS), პროპილ პარაბენ ნატრიუმი (PPS), გლიცერინი, ჟელატინი. საკვების მფერავი ნივთიერებები.
უროგენ ფორტე წარმოადგენს ეფექტურ კომბინაციას უროლოგიური პრობლემების დროს.
D-მანოზა ( D-Mannose) ამცირებს საშარდე სისტემის ინფექციების განმეორების რისკს. D-მანოზა არის უსაფრთხო ხანგრძლივი დროით გამოყენებისას, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. ერთეული სისხლდენის ეპიზოდებით ან საშარდე სისტემის ინფექციებისას საჭიროებს რამოდენიმე დღიან მკურნალობას.
მსხვილი შტოშის ნაყოფის ექტრაქტი ( Vaccinium Macrocarpon ) გამოიყენება საშარდე გზების ინფექციების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.
კვლევებით დამტკიცებულია, რომ შტოშის მოქმედების მექანიზმი ხელს უშლის ბაქტერიების ადჰეზიას შარდსასქესო სისტემის ეპითელიუმზე. შტოში არის უსაფრთხო, აპრობირებული მცენარეული საკვები დანამატი.
სიმინდის ულვაში (Silk of the Corn) გააჩნია მსუბუქი შარდმდენი ეფექტი, შარდის ბუშტის, ურეთრის, თირკმელებისა და პროსტატის გაღიზიანების დროს. გამოიყენება ხშირი და მტკივნეული შარდვისას. სიმინდის ულვაში წარმოადგენს ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებას ცისტიტების დროს, შლის თირკმლის კენჭებს. იგი შეიცავს ფლავონოიდებს, ცხიმოვან მჟავებს, ალკალოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს და საპონინებს.
ჩაგირის ფოთლებს ( Bergenia Ligulata) გააჩნია სპაზმოლიზური, შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და დამამშვიდებელი ეფექტი, ხელს უწყობს შარდ-სასქესო სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
დათვის კენკრა ( Bearberry fruit ) ხასიათდება გამოხატული ანტისეპტიკური ეფექტით თირკმელებზე და საშარდე გზებზე. გააჩნია და მადეზინფიცირებელი ეფექტი. წმენდს თირკმელებს და საშარდე გზებს ნალექისგან, აქტიურად ებრძვის ინფექციის გამომწვევ აგენტებს.
როზმარინს ( Rosmarinus Officinalis) არის ბუნებრივი და ეფექტური ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ძველ დროში როზმარინს წვავდნენ ავადმყოფის ოთახში, რადგან ითვლებოდა, რომ მისი მძაფრი არომატი მოქმედებს როგორც სადეზინფექციო საშუალება და ანადგურებს მიკრობებს.
ჩვენება : საშარდე გზების მორეციდივე ინფექციების დროს, როგორც დამხმარე სამკურნალო საშუალება.
მიღების წესი და დოზირება : 1 კაფსულა 2-3 ჯერ დღეში, დოზის კორექცია შესაძლებელია ექიმის დანიშნულებისამებრ.
შეფუთვა: 30 კაფსულა, 3 ბლისტერი- თითოეულზე 10 კაფსულა.
სიფრთხილის ზომები: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ, არ გადააჭარბოთ დღიურ რეკომენდებულ დოზას .
უკუჩვენებები: ორსულობა და ლაქტაცია, მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შენახვის Conditions: ინახება მშრალ, მზისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 30°С-ისა.
შენახვის ვადა: 2 წელი
საკვები დანამატი. არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებს.
ფაროენზიმი HB N 20 ტაბ
მონო ან კომპლექსური თერაპია ნაწილობრივი ან სრული ფერმენტული დეფიციტის დროს.
ორი ტაბლეტის შემადგენლობაში შედის
აქტიური ინგრედიენტები
დიასტაზა A.oryzae 200 მგ
გააქტივებული ნახშირი 150 მგ
პაპაინი 120 მგ
ფაროენზიმ ეიჩ ბის ზუსტად ბალანსირებული კომბინაცია უზრუნველყოფს ზოგიერთი ფერმენტების ნაწილობრივი ან სრული დეფიციტის დროს საკვების ნორმალურ გადამუშავებას.
ფერმენტი დიასტაზა მიიღება Aspergillius oryzae (A.oryzae ) შტამის კულტივირებით . იგი შეიცავს ამილაზების ორ ტიპს , კერძოდ ალფა ამილაზას და ბეტა ამილაზას.
ამ ამილაზებს გააჩნიათ სახამებლის გადამამუშავებელი ძლიერი მოქმედება.
აგრეთვე გამოირჩევა გარკვეული პროტეაზული და ლიპაზური აქტივობით
ალფა ამილაზა ავლენს მაღალ ეფექტურობას როგორ კუჭის წვენის მჟავა, ასევე ნაწლავების ტუტე გარემოში ph 3.5 – 8.5 გარემოში და ასტიმულირებს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების დაშლას.
პაპაინი –პროტეოლიზური ფერმენტი Carica Papaya, წარმოადგენს
დაუმწიფებელი ხილის წვენიდან დამზადებული ენზიმების ნარევს. იგი ძირითადად პროტეოლიზურ ფერმენტებს: პაპაინს და ქიმოპაპაინს, რომლებიც ახდენენ პოლიპეპტიდების, ამიდების და ეთერების ჰიდროლიზს. მისი მოქმედება წააგავს ბუნებრივი ფერმენტული პეფსინის მოქმედებას.
პაპაინის უპირატესობა პეფსინთან შედარებით იმაში მდგომარეობს, რომ იგი აქტიურია როგორც მჟავა ისე ტუტე გარემოში.
გააქტივებული ნახშირი
ძლიერი ადსორბენტი და დეტოქსიკანტი ნივთიერებაა . მისი ფორებიანი ზედპირი
შთანთქავს აირს და არა საკმარისად ხსნად ნივთიერებებს .
იგი ამცირებს ნაწლავში აირების მოცულობას და ამით იწვევს მეტეორიზმის და
აბდომინური შებერვის სიმპტოემბის შემცირებას .
იგი ნაჩვენებია მეტეორიზმის,
დიარეის და გასტრო–ინტესტინური დისტრესის მოსახსნელად, რომლებიც დაკავშირებულია საჭმლის მონელების დარღვევასთან და რომელსაც თან ახალავს სპაზმები და სუნი
ჩვენება:
- მონო ან კომპლექსური თერაპია გამოწვეული ნაწილობრივი ან სრული ფერმენტული დეფიციტის დროს. (ქრონიკული პანკრეატიტი, ქრონიკული გასტრიტი, ენტეროკოლიტი, თირკმლების პათოლოგია)
- კუჭის გადავსების შეგრძნება, გულისრევა, რეგურგიტაცია გამოწვეული არასწორი კვებით ან ზედმეტი საკვებით.
- კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ჰიპომოტორიკია
- საჭმლის მონელების დარღვევის ისეთი სიმპტომები, რომლებიც
- გამოხატულია დისპეფსიით , შებერვით , ბოყინით , მეტეორიზმით , აბდომინური
- დისკომფორტით და სიმძიმის შეგრძნებით.
- პრეპარატი გამოყენება მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფიული და ენდოსკოპიური კვლევის წინ.
ქსანაციდი HL -150 მლ სუსპ. N1
მწარმოებელი ქვეყანა: სან მარინო
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
XANACID® HL შეიცავს ალოეს, ბალბის და გვირილას მცენარეულ ექსტრაქტებს , რომლებიც განაპირობებს რბილ დამამშვიდებელ მოქმედებას საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. ემბლიკა - ეხმარება კუჭის მჟავიანობის კონტროლში. ნატრიუმის ჰიალურონატი - აღადგენს და იცავს კუჭის ლორწოვან გარსს გაღიზიანებისგან.
აქტიური ინგრედიენტები:
ალოე (Aloe Barbadensis Miller ) გელის ფხვილი 200:1,
ტყის ბალბი (Malva Sylvestris L.), ფოთლები
ჰიალურონ ნატიუმი, (Sodium Hyaluronate)
ემბლიკა (Phyllanthus Emblica L.) ნაყოფი -სტანდარტ. 20% ტანინები,
გვირილა (Matricaria chamomilla L., ყვავილედები)- სტანდარტ. 1.2% აპიგენინი
დამატებითი ინგრედიენტები: წყალი 4:1, არომატიზატორი: მოცვის წვენი, - კონსერვანტები: კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი; მჟავიანობის რეგულატორი: ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, დამატკბობელი-სუკრალოზა.
შეიცავს დამატკბობელს .
მიღების წესი:
მიიღეთ 2 კოვზი კვების შემდეგ.
გაფრთხილება:
შეინახეთ ბავშვებისგან მოშორებით (3 წლამდე ასაკში). არ გადააჭარბოთ დღიურად რეკომენდებულ დოზას. საკვები დანამატები არ ცვლის მრავალფეროვან და დაბალანსებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს. შეინახეთ გრილ, მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება პროდუქტის გაუხსნელად და სწორად შენახულ მდგომარეობაზე.
| აქტიური ნივთიერება | ( მაქსიმალური დღიური დოზა – 4 კოვზი ≈ 28 გ) |
| მცენარეული პოლისაქარიდების კომპლექსი: ალოე (Aloe Barbadensis Miller,) -100 მგ ტყის ბალბი (Malva Sylvestris L., ფოთლები)-200 მგ | 300 მგ |
| ჰიალურონ ნატიუმი | 240 მგ |
| ემბლიკას ექსტრაქტი (20% ტანინები) | 200 მგ (ტანინები 40 მგ) |
| გვირილის ექსტრაქტი (1.2% აპიგენინი) | 60 მგ (აპიგენინი 0.72 მგ) |
