ნორმოგლიპი M 500მგ+2მგ N30
მწარმოებელი ქვეყანა: ინდოეთი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
1 ტაბ. შემადგენლობა :
გლიმეპირიდი 2მგ
მეთფორმინი 500 მგ
ნორმოგლიპი M – კომბინირებული პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებაა. გლიმეპირიდიდა მეთფორმინი მოქმედებენ ერთმანეთისგან განსხვავებული, კომპლემენტარული მექანიზმით. ამდენად მიიღება მკურნალობის რაციონალური შედეგი: დაბალი დოზებითა და მინიმალური გვერდითი მოვლენებით გლიკემიის ეფექტური კონტროლი.
გლიმეპირიდი – სულფანილშარდოვანას III თაობის წარმოებულია. იგი უკავშირდება β-უჯრედების რეცეპტორის სუბერთეულს, მოლეკულური მასით 65 კილოდალტონი – რაც ნიშნავს რეცეპტორის ნაკლები ხარისხით ბლოკირებას სხვა სულფანილშარდოვანას წარმომადგენლებსთან შედარებით და განაპირობებს ინსულინის გამოთავისუფლების მოდულირებას . გლიმეპირიდი ხასიათდება რეცეპტორის აქტიურ ცენტრთან უფრო სწრაფი ასოციაციითა და დისოციაციით. გლიმეპირიდის ეს თვისება განაპირობებს გლუკოზისადმი β-უჯრედების მგრძნობელობის გაუმჯობესებას, იცავს მათ დესენსიბილიზაციისა და ნაადრევი გამოფიტვისაგან.
მეთფორმინი ჭარბი წონის მქონე პაციენტებში, პირველი რიგის არჩევის პრეპარატია. იგი 1. ღვიძლში გლუკონეოგენეზის დათრგუნვით, ამცირებს გლუკოზის დონეს სისხლში; 2. აუმჯობესებს გლუკოზის პერიფერიულ უტილიზაციას; 3. არ მოქმედებს ინსულინის
სინთეზზე.
ნორმოგლიპი M-ის უსაფრთხოებისდან გამომდინერე, მისი დანიშვნა რეკომენდებულია გულ- სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებსა და ფიზიკურად აქტიურ პირებში.
ნორმოგლიპი M-ის მოქმედების ორმაგი მექანიზმი:
გლიმეპირიდი მიქმედებს ინსულინის სეკრეციის როგორც პირველ, ასევე მეორე ფაზაზე.
ორივე ფაზაზე მოქმედება მნიშვნელოვანია როგორც კლინიკური თვალსაზრისით, ასევე დაავადების პროგრესირების შეფერხებისთვის.
გლიმეპირიდი აუმჯობესებს ინსულინის სეკრეციის I ფაზას, რაც მნიშვნელოვანია პოსტპრანდიალური ჰიპერგლიკემიის შემცირებისთვის. ინსულინის სეკრეციის II ფაზაში გლუკოზის დონის შემცირების პარალელურად მცირდება ინსულინის სეკრეცია და დაბალია ჰოპოგლიკემიის რისკი.
აღსანიშნავია, რომ სხვა სულფანილშარდოვანას წარმოებულებთან შედარებით, სისხლში გლუკოზას დონის დაახლოებით თანაბრად დაქვეითება ხდება გლიმეპირიდის მიერ ნაკლები რაოდენობის ინსულინის გამონთავისუფლების ფონზე . ეს ფაქტი მიუთითებს გლიმეპირიდის ექსტრაპანკრეატული ჰიპოგლიკემიური ეფექტების არსებობაზე.
ნორმოგლიპიM ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ექსტრაპანკრეტული ეფექტებით, რაც განპირობებულია გლიმეპირიდისა და მეთფორმინის ერთობლივი მოქმედებით:
- ზრდის ქსოვილის ინსულინისადმი მგრძნობელობას და შესაბამისად გლუკოზის პერიფერიული უტილიზაციას
- ამცირებს ენდოგენური გლუკოზის სინთეზს
- ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს
- აუმჯობესებს სისხლის ფიბრინოლიზურ აქტივობას
- დადებითად მოქმედებს ლიპიდურ ცვლაზე: აქვეითებს საერთო ქოლესტერინს, ტრიგლიცერიდებს და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონეს
კვლევებით დადგენილია რომ გლიმეპირიდი, მისი რეცეპტორთან მიერთების თავისებურებიდან გამომდინარე, სარწმუნოდ ნაკლებ გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. იგი ერთადერთი სულფანილ შარდოვანას წარმოებულია, რომელიც არ თრგუნავს მიოკარდიუმის კარდიოპროტექტორულ ეფექტს ე. წ იშემიურ პრეკონდიციას.
ნორმოგლიპი M- ით მკურნალობისას, უზმოზე ინსულინის დონის ცლილების გარეშე, აღინიშნება FPG -ს, PPG-სა და HbA1c-ის დონის დაქვეითება. აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად მცირდება კარდიოვასკულარული რისკ მარკერების (LpA; PAI-1; Hcy) დონე
ფარმაკოკინეტიკა:
გლიმეპირიდის მცირე დოზის (0.5-0.6მგ) ერთჯერადი მიღების შემდეგ ჯანმრთელ მოხალისეებში, გამოვლინდა მისი სუსტი ჰიპოგლიკემიური ეფექტი. გლიმეპირიდის ჰიპოგლიკემიური ეფექტი ყველა საკონტროლო ჯგუფში გრძელდებოდა 24 სთ-ის განმავლობაში.
შეწოვა: გლიმეპირიდის ბიოშეღწევადობა სრულია. საკვების მიღება მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს შეწოვაზე, გარდა აბსორბციის სიჩქარის უმნიშვნელო შემცირებისა. გლიმეპირიდის მრავალჯერადი მიღებისას სადღეღამისო დოზით 4 მგ სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 2,5 საათში და შეადგენს 309 ნგ/მლ; გლიმეპირიდისათვის დამახასიათებელია განაწილების ძალიან დაბალი მოცულობა (დაახლოებით 8,8 ლ), პლაზმურ ცილებთან შეკავშირების მაღალი ხარისხი (99%-ზე მეტი) და დაბალი კლირენსი (დაახლოებით 48 მლ/წთ). ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 5-8 საათს.
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებში:
პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით (დაბალი კკ) აღინიშნება გლიმეპირიდის კლირენსის ზრდის და სისხლის შრატში მისი საშუალო კონცენტრაციის დაქვეითების ტენდენცია, რაც სავარაუდოდ განპირობებულია ცილებთან მისი უფრო დაბალი შეკავშირების გამო პრეპარატის უფრო სწრაფი გამოყოფით. ამგვარად, პაციენტების ამ კატეგორიას გლიმეპირიდის კუმულაციის დამატებითი რისკი არ აქვს.
ჩვენება:
შაქრიანი დიაბეტი ტიპი II, როდესაც მხოლოდ დიეტა და ფიზიკური ვარჯიში არაეფექტურია.
დოზირება ინდივიდუალურია და განისაზღვრება ექიმის მიერ:
საწყისი რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ საუზმესთან ან დღის პირველ კვებასთან ერთად.
მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 4 ტაბლეტი დღის განმავლობაში.
ინიშნება პრეპარატის მინიმალური ეფექტური დოზია, რომელიც საკმარისია აუცილებელი მეტაბოლური კონტროლის მისაღწევად.
დოზის კორექცია ხდება 2 კვირაში ექიმის მიერ.
უკუჩვენება:
შაქრიანი დიაბეტი ტიპი I; მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ; დიაბეტური კეტოაციდოზი, დიაბეტური პრეკომა, კომა;
ღვიძლის და თირკმლების ფუნქციის მძიმე დარღვევა; ორსულობა და ლაქტაცია;
Related products
აზოტრინი 200მგ/5მლ სუსპ N1
აზოტრინი 200მგ/5მლ15მლ სუსპ
200 მგ/5 მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის მიიღება პერორალურად.- აქტიური ინგრედიენტი: ყოველი საზომი კოვზი (5 მლ) შეიცავს 209.64 მგ აზითრომიცინის დიჰიდრატს.
- დამხმარე საშუალებები: საქაროზა, სამფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი, უწყლო, ნატრიუმის ბენზოატი (E211), ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა (E463), ქსანტანის გუმი (E415), საქარინის ნატრიუმი (E954), ბანანის არომატიზატორი, ჟოლოს არომატიზატორი.
- გულ-მკერდის, ყელის ან ცხვირის ინფექციები (როგორიცაა ბრონქიტი, პნევმონია და სინუსიტი)
- Streptococcus pyogenes-ით გამოწვეული ფარინგიტისა და ტონზილინის მკურნალობისას პენიცილინზე ალერგიის შემთხვევაში
- ყურის მწვავე ინფექციები (მწვავე შუა ყურის ანთება)
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (როგორიცაა აბსცესი ან ძირმაგარა)
- სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, გამოწვეული Chlamydia-ს მიერ
- რბილი ქსოვილების წყლულები, გამოწვეული Haemophilus ducreyi მიკროორგანიზმით და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, გამოწვეული არა მულტი-პრეპარატ-რეზისტენტული მიკროორგანიზმით Neisseria gonorrhoeae, თანმხლები ინფექციების გარეშე
- თუ გაქვთ ალერგია აზოტრინის ან ნებისმიერი სხვა ანტიბიოტიკის მიმართ, როგორიცაა ერითრომიცინი ან კლარითრომიცინი ან აზოტრინის ნებისმიერი ინგრედიენტი. ალერგიულმა რეაქციამ შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი ან ხიხინი.
- თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები.
- იღებთ რომელიმე ერგოტის წარმოებულებს, როგორიცაა ერგოტამინი (გამოიყენება მიგრენის სამკურნალოდ).
- თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები
- თუ გაქვთ გულის დაავადებები
- თუ გაქვთ საზოგადოებაში გავრცელებული ინფექციური დაავადება
- თუ არსებობს ეჭვი სეპტიცემიაზე ან დიაგნოსტირებულია სეპტიცემია
- თუ იმყოფებით სტაციონარულ მკურნალობაზე
- თუ ხართ ხანდაზმული ასაკის ან ძლიერ დასუსტებული
- თუ გაქვთ ჯანმრთელობის სხვა სერიოზული პრობლემები (იმუნური სისტემის დეფიციტი ან თანდაყოლილი ასპლენია/ქირურგიული ასპლენიის მდგომარეობა, სხვ.)
- თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება
- როგორც სხვა ანტიბიოტიკების შემთხვევაში, ექიმმა უნდა გააკონტროლოს მეორადი ინფექციის რისკი დასუსტებულ ორგანიზმში, არამგრძნობიარე ორგანიზმებით, მათ შორის, სოკოებით გამოწვეული ნებისმიერი სახის ინფექციის გამო
- თუ აღინიშნება დიარეა.
- აზოტრინის გამოყენებისას: არარეგულარული გულის დარტყმები, თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა
- უეცარი ხიხინი
- სუნთქვის გაძნელება
- ქუთუთოების შეშუპება
- სახის ან ტუჩების შეშუპება
- გამონაყარი ან ქავილი (განსაკუთრებით მთელს სხეულზე).
ბეკლოგენი 30გ კრ N1
- ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი 0,25 მგ,
- კლოტრიმაზოლი 10 მგ,
- გენტამიცინის სულფატი 1 მგ,
- იოდქლორჰიდროქსიქინოლი 10მგ.
- დერმატიტები;
- ეგზემა;
- ნეიროდერმიტი;
- ოტომიკოზები;
- ტერფის და საზარდულის ეპიდერმოფიტია;
- ვაგინალური კანდიდოზი, შერეული ვაგინიტი, ვულვიტი, კოლპიტი;
- ბალანიტი, ბალანოპოსტიტი;
- კანის ჩირქოვანი დაავადებები;
- გლუვი კანის თითებშუა და სხვა სოკოვანი დაზიანებები.
დესლორადინი 5მგ ტაბ N20
ზიტროქსი 200 სუსპ N1
| სხეულისწონა | ზიტროქსი 200/ 5ml |
| 8 კგ | 2,0 მლ (80 მგ) |
| 10-14 კგ | 2,5 მლ (100 მგ) |
| 15-24 კგ | 5 მლ (200 მგ) |
| 25-34 კგ | 7,5 მლ (300 მგ) |
| 35-44 კგ | 10 მლ (400 მგ) |
- ქრონიკული გარდამავალი ერითემა: პრეპარატის ჯამური დოზა შეადგენს 60 მგ/კგ დღეში ერთხელ 20 მგ/კგ - პირველ დღეს და 10 მგ/კგ - მომდევნო დღეებში 2-დან 5-დღემდე. სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები: გაურთულებელი ურეთრიტი/ცერვიციტი - 1 გ ერთჯერადად. გართულებული, ხანგრძლივად მიმდინარე ურეთრიტი, ცერვიციტი, გამოწვეული Chlamydia trachomatis - სამჯერ 1 გ 7 დღიანი ინტერვალით (1-7-14). კურსის დოზა 3 გ.
რაბელოკი 20მგ N10
რაპიტუსი 30მგ/5მლ სიროფი 120მლN1
- მშრალი, არაპროდუქტიული ხველა
- ფარინგიტი , ლარინგიტი, ტრაქეიტი, ტრაქეო–ბრონქიტი
- ბრონქული ასთმა
- ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი
- ფილტვის ემფიზემა
- ხველა აგფ– ინჰიბიტორების მიღების ფონზე
ურსობილი HT 450მგ N20 კაფს
| დაავადება | სადღეღამისო დოზა | კურსის ხანგრძლივობა |
| ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დაავადება | 450 მგ 1 ან 2–ჯერ დღეში | რამდენიმე თვიდან 1 წლამდე |
| ნაღვლ-კენჭოვანი დაავადება | 450 მგ – 1 კაფსულა ძილის წინ | 6 თვიდან 2 წლამდე –კენჭების სრულ დაშლამდე |
| ბილიარული რეფლუქს-გასტრიტი და რეფლუქს-ეზოფაგიტი | 450 მგ – 1 კაფსულა ძილის წინ | 10-15 დღე |
| ღვიძლის ტოქსიკური, წამლისმიერი დაზიანების, ალკოჰოლური დაავადების და ნაღვლის სადინრის ატრეზია | სადღეღამისო დოზა 10-15 მგ/კგ-ზე | 6-12 თვემდე |
| პირველადი ბილიარული ციროზი | სადღეღამისო დოზა 10-15 მგ/კგ-ზე. (საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია - 20 მგ/კგ) | 6 თვიდან რამდენიმე წელი |
| პირველადი სკლეროზული ქოლანგიტი | სადღეღამისო დოზა 12-15 მგ/კგ –ზე (საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია - 20 მგ/კგ) | 6 თვიდან რამდენიმე წელი |
| არალაკოჰოლური სტეატოჰეპატიტი | სადღეღამისო დოზა 12-15 მგ/კგ –ზე | 6 თვიდან რამდენიმე წელი |
| მუკოვისციდოზი | სადღეღამისო დოზა 20-30 მგ/კგ ზე | 6 თვიდან რამდენიმე წელი |
| ქოლეცისტექტომიის შემდეგ განმეორებითი ქოლელითიაზის პროფილაქტიკა | 450 მგ – 1 ან 2 ჯერ დღეში | საშუალოდ სამი თვის განმავლობაში |
ფარკლობენტი-კრემი 30გ ტუბი N1
- ვაგინალური კანდიდოზი, შერეული ვაგინიტი, ვულვიტი, კოლპიტი
- კანის ინფექციები: ტერფების მიკოზები, დერმატომიკოზები
- ტერფის და საზარდულის ეპიდერმოფიტია
- კანის ჩირქოვანი დაავადებები
- დერმატიტები, ნეიროდერმატიტი
- ეგზემა
- ოტომიკოზები
- ბალანიტი
- ბალანოპოსპიტი
