მაქსაზიტი

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) : Azithromycin

მწარმოებელი კომპანია : Medeor

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი : ანტიბაქტერიული საშუალებები - მაკროლიდები

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი N3

 შემადგენლობა: აზითრომიცინი 500მგ

 

 

 

ფარმაკოლოგიური თვისებები: მაქსაზიტი (აზითრომიცინი) წარმოადგენს მაკროლიდების ჯგუფის აზალიდების ქვეჯგუფის ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბიოტიკს. ანთებით კერაში მაღალი კონცენტრაციით მოხვედრილი პრეპარატს გააჩნია ბაქტერიოციდული მოქმედება. აზითრომიცინი აქტიური  გრამდადებითი, გრამუარყოფითი  ბაქტერიების,მიკოპლაზმის, ლეგიონელას, ქლამიდიას და სხვა გამომწვევების მიმართ. აზითრომიცინი მჟავე არეში მდგრადობის და ლიპოფილობის გამო კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან,სწრაფად ნაწილდება მთელს ორგანიზმში. აზითრომიცინი აქტიურად შთაინთქმება ფაგოციტების მიერ და გადაიტანება ანთების კერაში.მისი კონცენტრაცია ქსოვილებში და უჯრედებში 10-50ჯერ აღემატება მის კონცენტრაციას პლაზმაში,ხოლო ანთების კერაში 24-34%-თ მეტია ჯანმრთელ ქსოვილთან შედარებით.აზითრომიცინს ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდი აქვს 35-50 საათი. აზითრომიცინის თერაპიული კონცენტრაცია ქსოვილებში აღინიშნება ბოლო დოზის მიღებიდან 5-7 დღის განმავლობაში, ძირითადად გამოიყოფა ნაღვლის,ხოლო მცირე ნაწილი თირკმლის სსაშუალებით.

ჩვენება: 

  • ზედა სასუნთქი გზების ინფექციები: ფარინგიტი,ტონზილიტი,სინუსიტი,ოტიტი
  • ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები: ბრონქიტი,ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, ინტერსტიციული და ალვეოლური პნევმონია
  • კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები: ქრონიკული მიგრირებადი ერითემა, იმპეტიგო, მეორადი პიოდერმატოზები
  • უროგენიტალური ტრაქტის ინფექციები: ურეთრიტი, ცერვიციტი
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (მათ შორის გენიტალური და ექსტრაგენიტალური ქლამიდიოზი)
  • H.pylori-სთან ასოცირებული კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები

მიღების წესი: მაქსაზიტი მიიღება ჭამამდე 1 საათით ადრე და ჭამიდან 2 საათის შემდეგ სასუნთქი გზების ინფექციები 500მგ/დღეში 3 დღე

კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები 500მგ/დღეში 3 დღე

H.pylori-სთან ასოცირებული დაავადებები 1 გრ/დღეში 3-5 დღე

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები 1გრ პირველ დღეს შემდეგ 500მგ 5 დღე

ქლამიდიური ინფექციები მწვავე და ქვემწვავე 1გრ ერთჯერადად

გართულებული ქრ. ქლამიდიური პროცესების დროს 1გრ კვირაში ერთხელ I,VII, XIV დღეს.

ბავშვებში ინიშნება 10მგ/კგ-ზე გათვლით

გვერდითი მოვლენები: იშვიათად გულისრევა,ღებინება, ფაღარათი,ტკივილი ეპიგასტრიუმში,მეტეორიზმი, გამონაყარი

უკუჩვენება: მაკროლიდების ჯგუფის პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობა

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში

ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზირებისას აღინიშნება გულისრევა,ღებინება, ფაღარათი, სმენის დროებითი დაკარგვა

შენახვის პირობები: ინახება მშრალ ადგილას,არააუმეტეს 30C ტემპერატურაზე

აფთიაქიდან გაცემის წესი: II ჯგუფი ( გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

 

 

 

პარტნიორები

რატომ ჩვენ?

"HB Georgia" - ენდეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვის რვაწლიან გამოცდილებას საქართველოში.

კონტაქტი

26 მაისის გამზ. ბალანჩივაძის ქუჩა #2, თბილისი, საქართველო 0171

  • + 995 32 2 08 38 56
  • + 995 32 2 08 38 46
  • hbgeorgia@hb-med.com.ge
  • სამუშაო საათები 09:00 -18:00

სოციალური ქსელი