ბიკომპლექსი

საერთაშორისო დასახელება: Comb. drug

მწარმოებელი: ABC Farmaceutici S.p.A

მოქმედი ნივთიერება:  ნიკოტინამიდი   (ვიტამინი B 3)10მგ, რიბოფლავინი   (ვიტამინი B 2)6,1მგ,  თიამინი(ვიტამინი B 1) 5 მგ,

ციამოკობალამინი(ვიტამინი B 12) 1000მკგ, კალციუმის ფოლინატი(ვიტამინი B 9)  500მკგ

კლინიკურ- ფარმაკოლოგიური ჯგუფი : B ჯგუფის ვიტამინები

გამოშვების ფორმა: პერორალური ხსნარი  6 მლ ფლაკონი N10

 ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვიტამინი B1 (თიამინი)
როგორც კოფერმენტი, წარმოადგენს მნიშვნელოვან კომპონენტს ნახშირწყლებისა და ამინომჟავების მეტაბოლიზმში, ასევე დნმ/რნმ-ის, ნაღვლის მჟავებისა და ნეირომედიატორების სინთეზში. მონაწილეობს სინაფსებში ნერვული იმპულსის გადაცემის პროცესში. გავლენას ახდენს ორგანიზმის ზრდასა და კუნთების ტონუსზე, ასევე ხელს უწყობს მადის შენარჩუნებას.
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი)
უჯრედული სუნთქვის პროცესის მნიშვნელოვანი კატალიზატორი, უზრუნველყოფს ჟანგვა-აღდგენით რეაქციებს, მონაწილეობს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების სინთეზში. ხელს უწყობს როგორც ანტისხეულების, ასევე ჰემოგლობინის სინთეზს. გავლენას ახდენს მხედველობის სიმახვილეზე. აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას და მონაწილეობს კანის, ასევე პირის ღრუსა და თვალის ლორწოვანი გარსების ფუნქციისა და სტრუქტურის შენარჩუნებაში. აუმჯობესებს ქსოვილების რეგენერაციის (აღდგენის) პროცესს ჭრილობების დროს.
ნიკოტინამიდი - ვიტამინი B3 (ნიაცინი)
მნიშვნელოვანი ფაქტორია გლიკოლიზისა და უჯრედული სუნთქვის პროცესში. მონაწილეობს ამინომჟავების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში. ამცირებს საერთო ქოლესტერინის დონეს. არეგულირებს უმაღლეს ნერვულ მოქმედებასა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას.
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი)
ფოლის მჟავასთან ერთად მონაწილეობს ნუკლეინის მჟავების სინთეზში. მონაწილეობას იღებს ერითროციტების ფორმირებაში, ზრდის ორგანიზმის ენერგეტიკულ პოტენციალს, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ორგანიზმის ზრდის პროცესში.
ფოლის მჟავა 
მონაწილეობს უჯრედების გაყოფისა და ზრდის პროცესებში, სისხლის ელემენტების, ერითროციტების ფორმირებაში, ასევე - ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავებისა და პირიმიდინების სინთეზში.

 

 ჩვენება

პედიატრია: 
ანემიური მდგომარეობის დროს, განსაკუთრებით თუ ანემია გამოწვეულია ანორექსიითა და გადაჭარბებული სიმაღლეში ზრდით.
ბიკომპლექსი უზრუნველყოფს ბავშვის სწორ ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებას, ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას, ბავშვის ორგანიზმის ადაპტაციური შესაძლებლობების ზრდას.

ნევროლოგია:
• სტრესული, ასთენიური და ნევროზული მდგომარეობები
• “ქრონიკული გადაღლილობის სინდრომი”
• 'მენეჯერის სინდრომი' (მუდმივი გონებრივი გადაძაბვა)
• ნეიროპათია, პოლინეიროპათია (დიაბეტური, ალკოჰოლური და სხვ.),
• ოსტეოქონდროზის ნევროლოგიური გამოვლინები: რადიკულოპატია, ლუმბოიშალგია
• სხვადასხვა ეტიოლოგიის პოლინევრიტი; ნევრიტი, განგლიონიტი, ნევრალგია, მიალგია 

ინფექციური დაავადებები:
• დამატებითი თერაპია ტოქსიკო-ინფექციურ მდგომარეობის დროს
• ანტიბიოტიკოთერაპიით განპირიბებული ჰიპოვიტამინოზი
• ჰეპატიტი და ღვიძლის ფუნქციური უკამარისობა
• სომატური და ინფექციური დაავადებების შემდგომი, გამოჯანმრთელების პერიოდი

გინეკოლოგია: 
ორსულობის პერიოდი, მშობიარობის შემდგომი და ლაქტაციის პერიოდი.

დერმატოლოგია: 
სხვადასხვა ეტიოლოგიის დერმატიტები და დერმატოზები

სტომატოლოგია: 
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებები

 მიღების წესები და დოზები

მოზრდილებში 12 წლის ზევით: ერთი ფლაკონი 1-2ჯერ დღეში
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: ერთი ფლაკონი 1 ან 2-ჯერ დღეში.
ბავშვებში: 8-12 წელი: ერთი ფლაკონი 1-ჯერ დღეში
3-8 წელი: ერთი ფლაკონი 1-ჯერ დღეში, დღეგამოშვებით
0-3 წელი: ნახევარი ფლაკონი 1-ჯერ დღეში, დღეგამოშვებით

 

გვერდითი მოვლენები
მომატებული მგრძნობელობა  შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ

 

 

უკუჩვენება
არ აღინიშნება არანაირი არასასურველი შედეგები, რომლებიც საჭიროებენ აღნიშვნას; ძალიან იშვითად შესაძლოა გამოვლინდეს კუჭის გაღიზიანება.

 

განსაკუთრებული მითითებები
ბიკომპლექსი არ ახდენს კონცენტრაციის კონტროლის ხარისხის მოდიფიცირებას, შესაბამისად, პრეპარატის მოხმარება რისკის ქვეშ არ აყენებს მძღოლთა უსაფრთხოებას. გადაჭარბებული დოზირებისას არ აღინიშნება არანაირი ინტოქსიკაცია. 

პარტნიორები

რატომ ჩვენ?

"HB Georgia" - ენდეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვის რვაწლიან გამოცდილებას საქართველოში.

კონტაქტი

26 მაისის გამზ. ბალანჩივაძის ქუჩა #2, თბილისი, საქართველო 0171

  • + 995 32 2 08 38 56
  • + 995 32 2 08 38 46
  • hbgeorgia@hb-med.com.ge
  • სამუშაო საათები 09:00 -18:00

სოციალური ქსელი