ნევრომედი კაფს N 15
ნევრომედი / NEUROMED
- შემადგენლობა
- 2 კაფსულის შემადგენლობში შედის:
პასიფლორას მშრალი ექსტრაქტი (Passiflora incarnata) – 80 მგ
კატაბალახას ფესვების მშრალი ექსტრაქტი (Valeriana officinalis) – 120 მგ.
სვიის გირჩების მშრალი ექსტრაქტი (Humulus lupulus) – 80მგ. - ფარმაკოლოგიურითვისებები
ნევრომედი ამცირებს შფოთვას, შიშსა და მომატებულ ნერვულ აგზნებადობს, ხსნის სპაზმსა და ემოციურ დაძაბულობას, არეგულირებს ძილს.
ნევრომედი ამცირებს სიმპტომებს მენოპაუზის და პრემენოპაუზის დროს.
სვია – უძველესი ხალხური სამკურნალო საშუალებაა. სვიის გირჩების ექსტრაქტი შეიცავს: ლუპულინს, ქოლინს, ეთერზეთებს, ფლავონოიდებს, ლეიკოციანიდინს, კუმარინებს, B1, B3, B6, PP ვიტამინებს, მიკრო და მაკროელემენტებს. სვიას ახასიათებს ნეიროტროპული მოქმედება. ყველაზე აქტიურად იგი გამოყენება, როგორც დამამშვიდებელი და საძილე საშუალება. ამცირებს სიმპტომებს მენოპაუზის და პრემენოპაუზის დროს.
კატაბალახას ფესვის მშრალი ექსტრაქტი – ამცირებს დაძაბულობას და გაღიზიანებას. ახასიათებს სპაზმოლიზური მოქმედება, აუმჯობესებს კორონარულ სისხლის მიმოქცევას, ახანგრძლივებს საძილე საშუალებების მოქმედებას.
პასიფლორა (ვნების ყვავილი) – ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ამცირებს შფოთვასა და დაძაბულობას. ავლენს სპაზმოლიზურ და მსუბუქ სედატიურ მოქმედებას. - ჩვენებები
• მომატებული ნერვული აგზნებადობა
• სტრესის შემდგომი მდგომარეობა, თანმხლები ემოციური დაძაბულობით და ტაქიკარდიით
• ნევრასთენიის მსუბუქი ფორმები (გაღიზიანებადობა, შფოთვა, შიში, დაღლილობა)
• კლიმაქტერული სინდრომი
• ნეირო-ცირკულატორული დისტონია
• ძილის დარღვევა და უძილობა
• ანგიო- და ვეგეტონევროზი (ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია)
• “მენეჯერის სინდრომი” (მუდმივი ფსიქიური დაძაბულობის მდგომარეობა); - მიღებისწესებიდადოზები
მოზრდილთათვის რეკომენდებულია 1 კაფსულა ორ-სამჯერ დღეში, მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად.
უძილობის დროს: 2-3 კაფსულა ძილის წინ, ნახევარი საათით ადრე. ნევრომედით მკურნალობის ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული.
კატეგორია: საკვები დანამატები
მსგავსი პროდუქტები
ათეროლიპი N30 კაფს.
ათეროლიპი 30 კაფსულა
ლიპიდურიცვლისმაკორეგირებელი უნიკალურიბუნებრივიკომპლექსი
ათეროლიპის მოქმედება კომპლექსურია, ვინაიდან მისი შემადგენელი კომპონენტები მოქმედებენ ლიპიდების ცვლაზე სხვადასხვა მექანიზმებით:
– ანგიოპროტექტორული და ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება;
– აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს და სისხლის რეალოგიურ თვისებებს;
– როგორც ბუნებრივ პროდუქტს ახასიათებს მაღალი ბიოშეღწევადობა, ადვილად ათვისებადობა და მინიმალური გვერდითი მოვლენები.
მონაკოლინ K ბუნებრივი წაროშობის ფიტოსტატინია, რომელიც მიიღება წითელი საფუარიანი ბრინჯისგან. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აბსორბირდება არააქტიური ლაქტონის სახით, ხოლო შემდეგ განიცდის ჰიდროლიზს β-ჰიდროქსი მჟავას თერაპიულ აქტიურ ფორმამდე.
სხვა სტატინების მსგავსად, იგი წარმოადგენს ფერმენტ HMG CoA-რედუქტაზას (კატალიზატორი) სელექტიურ ინჰიბიტორს: თრგუნავს ქოლესტეროლის ბიოსინთეზის პირველ საფეხურს, კერძოდ 3-ჰიდროქსი-3-მეთილ გლუტარილ კოენზიმ A-ს გარდაქმნას მევალონატად. ეს უკანასკნელი კი წარმოადგენს სტეროლების, მათ შორის, ქოლესტეროლის წინამორბედს.
ქოლესტეროლის ენდოგენური სინთეზის ინჰიბირების გზით მონაკოლინი K განაპირობებს საერთო ქოლესტეროლის, დაბალი (LDL-C) და ძალიან დაბალი სიმკვრივის (VLDL-C) ლიპოპროტეინებთან შეკავშირებული ქოლესტეოლის კონცენტრაციის შემცირებას.
აგრეთვე ამცირებს პლაზმაში ტრიგლიცერიდების ((TG) კონცენტრაციას და ზომიერად ზრდის მაღალი სიმკვრივის (HDL-C) ლიპოპროტეინებთან შეკავშირებულ ქოლესტეროლის კონცენტრაციას. აგრეთვე, ღვიძლის უჯრედების ზედაპირზე LDL-რეცეპტორების რაოდენობის გაზრდის ხარჯზე, იწვევს LDL-ის შებოჭვისა და კატაბოლიზმის გაძლიერებას.
ველურიმოცვი შეცავს ფლავონიდებს, რომელიც:
– გამოირჩევა ძლიერი ანტიოქსიდანტური და ანტითრომბოლიზური ეფექტით;
– სიმტკიცეს ანიჭებს სისხლძარღვების კედლებს ;
– ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ანტიფიბროპროლიფერაციული, ვაზოდილატაციური მოქმედება .
ბერბერინი - მცენარული წარმოშობის ალკალოიდია. მას გააჩნია ლიპიდების დონის დაქვეითების ეფექტური მექანიზმი, რომელიც განსხვავდება სტატინების მოქმედების მექანიზმისაგან, რის გამოც პრეპარატის მოქმედება კომპლექსურია და ათეროლიპით მკურნალობის შედეგები გაცილებით ეფექტურია სტატინებით მონოთერაპიასთან შედარებთ. მნიშვნელოვანია აგრეთვე ბერბერინის მრავლობითი დამცველობითი ეფექტი შაქრიანი დიაბეტი ტიპი II-ის მქონე პაციენტებში.
გარდა ამისა, ბერბერინს ახასიათებს ნაღვლმდენი და სპაზმოლიზური მოქმედება, ზრდის ნაღვლის სეკრეციას, ამცირებს ნაღვლის ბუშტის ტონუსს და შეკუმშვის სიხშირეს, ანორმალიზებს ნაღვლის ბიოქიმიურ შემადგენლობას.
ჩვენება
– პირველადი ჰიპერქოლესტერინემია დიეტოთერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში;
– დისლიპიდემია, კომბინირებული ჰიპერქოლესტერინემია და ჰიპერტრიგლიცერიდემია;
– ჰეტეროზიგოტური და ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია;
– მეტაბოლური სინდრომი;
– ათეროლიპის გამოყენება რეკომედებულია შაქრიანი დიაბეტი ტიპი II-ის დროს, დამხმარე თერაპიის სახით;
– სინთეზური სტატინების „აუტანლობა“ (მათ მიღებასთან დაკავშირებული მიალგია; მიოპათია, რაბდომიოლიზი, კუჭ-ნაწლავის მხრივ პრობლემები).
მიღებისწესი
1 კაფსულა დღეში ერთხელ ჭამის დროს, ან ჭამის შემდეგ წყლის მიყოლებით. არ შეიძლება კაფსულის დაღეჭვა და უზმოზე მიღება. არ შეიძლება რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.
მკურნალობა ტარდება სათანადო დიეტის ფონზე. თერაპიული ეფექტი აღინიშნება რამდენიმე კვირის შემდეგ. მაქსიმალური თერაპიული ეფექტი – მკურნალობიდან 4-6 კვირის განმავლობაში.
უკუჩვენება
ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება ექიმის კონსულტაციით. არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება 5 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ინტრაგლობინი კაფს N30
ინტრაგლობინი 30 კაფსულა 500მგ 15გ
ინტრაგლობინი არის საკვები დანამატი ვიტამინებით, მინერალებით და სხვა ნივთიერებებით, რომელიც დაბალანსებულია ისე, რომ მოხდეს ნორმალური ჰემოგლობინის დონის და სისხლის წითელი უჯერედების შენარჩუნება
ინტრაგლობინი კაფსულები ინიშნება:
* სტრესული მდგომარეობის მართვის და სტრესთან დაკავშირებული სიმპტომების რისკის შესამცირებლად
* გონებრივი მუშაობის შესანარჩუნებლად კონცენტრაციის და ყურადღების მაღალი დონისთვის.
* ბავშვებსა და მოზრდილებში არაბალანსირებული კვების დროს
* საკვები დანამატი და დაავადების შემდგომ პერიოდში მდგომარეობის აღდგენა
* საკვები დანამატი ფიზიკური განვითარების ასაკის დროს.
რა არის აუცილებელი რომ იცოდეთ ინტრაგლობინი კაფსულების შესახებ:
ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული ინფორმაცია ვიდრე ამ პროდუქტს მიიღებთ და მიიღებს თქვენი ბავშვი. მოცემული ინფორმაცია არის ძირითადი მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეჯამება პროდუქტის შესახებ. ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ინტრაგლობინი კაფსულები არის რკინის დანამატი. მისი გამოყენება შეიძლება ბავშვებში 16 წლის ასაკიდან და პირებში რკინის დეფიციტით. მისი მიღება შეიძლება ორსულობის და მენსტრუალური პერიოდის დროს.
შემადგენლობა
თუთიის სულფატი,რკინის ფუმარატი, ვიტამინი B6 (პირიდოქსინის HCl), სპილენძის სულფატი, ფოლის მჟავა,ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი),.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, . კაფსულები: FU ხარისხის ჟელატინი შემოგარსული
დოზირება
ბავშვები 16 წლის ასაკიდან და მოზრდილები - 1 კაფსულა დღეში.
გაფრთხილება
დანამატები არ მიიჩნევა როგორც მრავალფეროვანი და ბალანსირებული კვების და ცხოვრების ჯანმრთელი წესის ჩანაცვლების საშუალება. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას დღიურად. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე. პროდუქტი შეინახეთ შეფუთვაში.
შენახვის პირობები
შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას. არაუმეტეს 35℃ ტემპერატურაზე.
ოლეფარ დუო -ყელის აეროზ. 20მლ. N1
ახალი თაობის 5 მცენარეული ზეთისგან
შემდგარი ყელის აეროზოლი
ქაცვის ზეთი - Ol. Hippophaes - 30 მგ
კალენდულას ზეთი - Ol.Calendulae – 15 მგ
დარიჩინის ზეთი - Ol.Cinnamomi – 5 მგ
ჩაის ხის ზეთი - Ol.Malaleucae 5 მგ
პიტნის ზეთი - Ol. Pepermint 2.5 მგ
ოლეფარ დუო მდიდარია ბუნებრივი ანტიოქსიდანტებით - კაროტენოიდებით, რომლებიც ეხმარება ორგანიზმს იმ მავნე ნივთიერებების ნეიტრალიზებაში, რომლებიც წარმოიქმნება ორგანიზმში დაავადებისა და სტრესის დროს.
ოლეფარ დუო სრულყოფილად ფარავს ანთებით და ხველით გაღიზიანებულ ლორწოვან გარსს და უზრუნველყოფს:
- ანთების ლოკალიზებას და ხელს უშლის მის გავრცელებას
- გააჩნია ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და სპაზმოლიზური მოქმედება
- ამცირებს შეშუპებას და უზრუნველყოფს უმტკივნეულო ყლაპვას
- ხელს უწყობს მიკროწყლულების, წყლულებისა და ჭრილობის შეხორცების პროცესს.
- გააჩნია ადგილობრივი ანტიბაქტერიული, ანტისეპტიური და ანტივირუსული მოქმედება
- ამცირებს ყელის ქავილის შეგრძნებას
- ყელისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებები: ანგინა, ფარინგიტი, ლარინგიტი, ტონზილიტი; აფთოზური წყლულები, გლოსიტი, გინგივიტი.
- ოპერაციული ჩარევებისა და ტრავმების შემდეგ (ტონზილექტომია, ყბის მოტეხილობა და ა.შ.);
- ქიმიოთერაპიით, რადიოთერაპიით, ტრაქეალური ინტუბაციით და სხვა სამედიცინო მიზეზებით გამოწვეული პირის ღრუს ლორწოვანის გაღიზიანება და ანთება.
სოლეკარდი N30 კაფს
მწარმოებელი ქვეყანა: ლატვია
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
სოლეკარდი - საკვები დანამატი. ხასიათდება კარდიოპროტექტორული და ანგიოპროტექტორული მოქმედებით.
შემადგენლობა:
ფარმაკოლოგიური თვისებები: კუნელი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას მიოკარდიუმში, ზრდის გულის კუმშვით ძალას, არეგულირებს გულისცემის სიხშირეს, ხსნის ზეწოლის და სიმძიმის შეგრძნებას გულმკერდის არეში, ამცირებს ქოშინს ფიზიკური დატვირთვის დროს. ნივრის ექსტრაქტი ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების და ზრდის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების რაოდენობას. იწვევს ქოლესტერინის დონის დაქვეითებას სისხლში, ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას და თრომბის წარმოქმნას. კალიუმი ხელს უწყობს ნორმალური არტერიული წნევის შენარჩუნებას. ვიტამინი B6 ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების ნორმალურ ფორმირებას. მაგნიუმი ხსნის სისხლძარღვოვან სპაზმს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და არეგულირებს არტერიულ წნევას.
ჩვენება:
| L-ასპარაგინი | 200მგ |
| კუნელის მშრალი ექსტრაქტი | 150მგ |
| კალიუმის ქლორიდი | 50მგ |
| მაგნიუმის ოქსიდი | 50მგ |
| ნივრის მშრალი ექსტრაქტი | 20მგ |
| ვიტამინი B6 | 1.4მგ |
- ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია
- მაღალი არტერიული წნევა
- არითმია
- კარდიომიოპათია
- ტკივილი გულმკერდში
- ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
სოლემაქს მემორი N30 კაფს.
მწარმოებელი ქვეყანა: ლატვია
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
სოლემაქს მემორი წარმოადგენს ამინომჟავების და მცენარეული ექსტრაქტების ინოვაციურ კომლექსს, რომელიც შექმნილია თავის ტვინის ფუნქციების გასაუმჯობესებლად. სოლემაქს მემორი ხელს უწყობს ნორმალური მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებას, აუბჯობესებს მიკროცირკულაციას, დადებითად მოქმედებს მეხსიერებისა და კოგნიტიურ უნარებზე.
სოლემაქს მემორი ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას, უზრუნველყოფს კუნთების და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
*NRV – საცნობარო ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ
შემადგენლობა
მაგნიუმის ოქსიდი, L-არგინინის ჰიდროქლორიდი, ფენილალანინი, ჟელატინი (კაფსულის გარსი), სტანდარტიზირებული გინკო-ბილობას ფოთლების მშრალი ექსტრაქტი (24% გინკოს ფლავონური გლიკოზიდები/6% ტერპენ ლაქტონები), ინულინი (ბოჭკო), ფოსფატიდილსერინი, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები.
დოზირება
რეკომენდირებული დღიური დოზაა 1 კაფსულა დღეში. მიღების ჯერადობა შესაძლოა გაიზარდოს ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის შემდეგ.
სიფრთხილის ზომები
მომატებული მგრძნობელობა პროდუქტში შემავალი ინგრედიენტების მიმართ;
არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც სრულფასოვანი და დაბალანსირებული კვების შემცვლელი;
არ უნდა გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას.
შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე, ბნელ ადგილას, კარგად დახურულ ორიგინალ შეფუთვაში.
| შემადგენლობა | რეკომენდირებული დღიური დოზა (1კაფსულა) |
| მაგნიუმის ოქსიდი | 150მგ (90მგ მაგნიუმი) – 24% of NRV* |
| L-არგინინის ჰიდროქლორიდი | 100 მგ |
| ფენილალანინი | 100 მგ |
| გინკო ბილობას სტანდარტიზირებული ექსტრაქტი (24% გინკოს ფლავონური გლიკოზიდები/6% ტერპენ ლაქტონები) | 60 მგ |
| ფოსფატიდილსერინი | 30 მგ |
სოლვიტალ პრეგნაფოლი N30 კაფს
მწარმოებელი ქვეყან: ლატვია
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
სოლვიტალ პრეგნაფოლი შეიცავს კვატრიფოლს, რომელიც წარმოადგენს მე-4 თაობის ფოლიუმის მჟავას. იგი ხელს უწყობს ორსულობის დროს უჯრედების დაყოფისა და ზრდის პროცესს, სისხლწარმოქმნას, ამინომჟავების სინთეზს, იმუნური სისტემის გაძლიერებას და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. კვატრიფოლი აბალანსებს დედის ფოლიუმზე გაზრდილს მოთხოვნას. ორსულებში ფოლის მჟავას დეფიციტი განაპირობებს ნაყოფში ნერვული მილის განვითარების მანკების წარმოშობას.
პროდუქტი განკუთვნილია რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის. სასურველი ეფექტი მიიღწევა კვატრიფოლის 400 მკგ მიღებით ორსულობამდე 1 თვით ადრე და ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში. კვატრიფოლი ხელს უწყობს ჰომოცისტეინის ნორმალურ მეტაბოლიზმს და მონაწილეობს უჯრედების დაყოფის პროცესში.
პროდუქტი არ შეიცავს გმო-ს, ლაქტოზას, გლუტენს და სხვა ალერგენებს.
*NRV - საცნობარო ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ.
შემადგენლობა
კვატრიფოლი ((6S)-5-მეთილტეტრაჰიდროფოლის მჟავა გლუკოზამინის მარილი). დამხმარე ნივთიერებები: ინულინი (ბოჭკო), ჟელატინის კაფსულის გარსი, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები.
დოზირება
რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის რეკომენდებული დღიური დოზაა 1 კაფსულა დღეში. დოზის გაზრდა შესაძლებელია ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის შემდეგ.
სიფრთხილის ზომები
მომატებული მგრძნობელობა პროდუქტში შემავალი ინგრედიენტების მიმართ;
საკვები დანამატი არ გამოიყენება როგორც სრულფასოვანი და დაბალანსირებული კვების შემცვლელი;
არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას.
შენახვის წესი
პროდუქტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბნელ ადგილას, კარგად დახურულ ორიგინალ შეფუთვაში.
| შემადგენლობა | რეკომენდებული დღიური დოზა (1 კაფსულა) | NRV* |
| კვატრიფოლი ((6S)-5-მეთილტეტრაჰიდროფოლის მჟავა გლუკოზამინის მარილი). | 400 მკგ | 200% |
სოლვიტალი მენოპაუზა N30
მწარმოებელი ქვეყანა: ლატვია
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
სოლვიტალ მენოპაუზა ხელს უწყობს ჰორმონალური აქტივობის რეგულირებას, ცილოვან ცვლას, გლიკოგენის და ჰომოცისტეინის ნორმალურ მეტაბოლიზმს, ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას.
სოლვიტალ მენოპაუზა უზრუნველყოფს ძვლების სიმტკიცის შესარჩუნებას, კალციუმის და ფოსფორის ნორმალურ შეწოვას და გადანაწილებას. ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, იცავს ორგანიზმს ოქსიდაციური სტრესისგან. სოლვიტალ მენოპაუზა ამსუბუქებს მენოპაუზის სიმპტომებს, როგორიცაა ალები, ოფლიანობა, მოუსვენრობა და გაღიზიანება; გააჩნია დამამშიდებელი მოქმედება.
პროდუქტი არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს (გმო), ლაქტოზას, გლუტენს და სხვა ალერგენებს.
*NRV - საცნობარო ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ.
შემადგენლობა
კალციუმის კარბონატი, სოიოს თესლის ექსტრაქტი 50:1 (40% იზოფლავონოიდი), წითელი სამყურას ექსტრაქტი 10:1 ( 8% იზოფლავონოიდი), ჟელატინის კაფსულის გარსი, ბოჭკოვანი ინულინი, ვიტამინი E, (D ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი), ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, ვიტექსის (ვიტექს აგნუს კასტუსი) ნაყოფის ექსტრაქტი 4:1, ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი), ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი), ფოლის მჟავა (პტერიოლმონოგლუტამინის მჟავა), ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი).
გამოყენების წესი
ქალებისთვის 45 წლიდან და ზემოთ რეკომენდებულია 2 კაფსულა, დილით და საღამოს ჭამის შემდეგ. გამოყენების ხანგრძლოვობა 6 თვე.
გაფრთხილება
მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) პროდუქტის ზოგიერთი ინგრედიენტის მიმართ; არ გამოიყენოთ საკვები დანამატი, როგორც დაბალანსებული და სრულფასოვანი კვების შემცვლელი;
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
შენახვის წესი
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში, მზის პირდაპირი სხივების თავიდან აცილების მიზნით.
| შემადგენლობა | 2 კაფსულა შეიცავს | NRV* |
| კალციუმის კარბონატი (40% ელემენტარული კალციუმი) | 400 მგ (160 მგ) | 20 % |
| სოიოს თესლის ექსტრაქტი 50:1 (40 % იზოფლავონოიდები) | 250 მგ | - |
| წითელი სამყურას ექსტრაქტი 10:1 (8% იზოფლავონოიდი) | 200 მგ | - |
| ვიტამინი E | 10 მგ | 83 % |
| ვიტექსის ნაყოფის ექსტრაქტი 4:1 | 6,8 მგ | - |
| ვიტამინი B6 | 2 მგ | 143 % |
| ფოლიუმის მჟავა | 600 მკგ | 300 % |
| ვიტამინი D3 | 15 მკგ | 300 % |
| ვიტამინი B12 | 5 მკგ | 200 % |
ფაროენზიმი HB N 20 ტაბ
მონო ან კომპლექსური თერაპია ნაწილობრივი ან სრული ფერმენტული დეფიციტის დროს.
ორი ტაბლეტის შემადგენლობაში შედის
აქტიური ინგრედიენტები
დიასტაზა A.oryzae 200 მგ
გააქტივებული ნახშირი 150 მგ
პაპაინი 120 მგ
ფაროენზიმ ეიჩ ბის ზუსტად ბალანსირებული კომბინაცია უზრუნველყოფს ზოგიერთი ფერმენტების ნაწილობრივი ან სრული დეფიციტის დროს საკვების ნორმალურ გადამუშავებას.
ფერმენტი დიასტაზა მიიღება Aspergillius oryzae (A.oryzae ) შტამის კულტივირებით . იგი შეიცავს ამილაზების ორ ტიპს , კერძოდ ალფა ამილაზას და ბეტა ამილაზას.
ამ ამილაზებს გააჩნიათ სახამებლის გადამამუშავებელი ძლიერი მოქმედება.
აგრეთვე გამოირჩევა გარკვეული პროტეაზული და ლიპაზური აქტივობით
ალფა ამილაზა ავლენს მაღალ ეფექტურობას როგორ კუჭის წვენის მჟავა, ასევე ნაწლავების ტუტე გარემოში ph 3.5 – 8.5 გარემოში და ასტიმულირებს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების დაშლას.
პაპაინი –პროტეოლიზური ფერმენტი Carica Papaya, წარმოადგენს
დაუმწიფებელი ხილის წვენიდან დამზადებული ენზიმების ნარევს. იგი ძირითადად პროტეოლიზურ ფერმენტებს: პაპაინს და ქიმოპაპაინს, რომლებიც ახდენენ პოლიპეპტიდების, ამიდების და ეთერების ჰიდროლიზს. მისი მოქმედება წააგავს ბუნებრივი ფერმენტული პეფსინის მოქმედებას.
პაპაინის უპირატესობა პეფსინთან შედარებით იმაში მდგომარეობს, რომ იგი აქტიურია როგორც მჟავა ისე ტუტე გარემოში.
გააქტივებული ნახშირი
ძლიერი ადსორბენტი და დეტოქსიკანტი ნივთიერებაა . მისი ფორებიანი ზედპირი
შთანთქავს აირს და არა საკმარისად ხსნად ნივთიერებებს .
იგი ამცირებს ნაწლავში აირების მოცულობას და ამით იწვევს მეტეორიზმის და
აბდომინური შებერვის სიმპტოემბის შემცირებას .
იგი ნაჩვენებია მეტეორიზმის,
დიარეის და გასტრო–ინტესტინური დისტრესის მოსახსნელად, რომლებიც დაკავშირებულია საჭმლის მონელების დარღვევასთან და რომელსაც თან ახალავს სპაზმები და სუნი
ჩვენება:
- მონო ან კომპლექსური თერაპია გამოწვეული ნაწილობრივი ან სრული ფერმენტული დეფიციტის დროს. (ქრონიკული პანკრეატიტი, ქრონიკული გასტრიტი, ენტეროკოლიტი, თირკმლების პათოლოგია)
- კუჭის გადავსების შეგრძნება, გულისრევა, რეგურგიტაცია გამოწვეული არასწორი კვებით ან ზედმეტი საკვებით.
- კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ჰიპომოტორიკია
- საჭმლის მონელების დარღვევის ისეთი სიმპტომები, რომლებიც
- გამოხატულია დისპეფსიით , შებერვით , ბოყინით , მეტეორიზმით , აბდომინური
- დისკომფორტით და სიმძიმის შეგრძნებით.
- პრეპარატი გამოყენება მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფიული და ენდოსკოპიური კვლევის წინ.
