ათეროლიპი N30 კაფს.

ათეროლიპი 30 კაფსულა ლიპიდურიცვლისმაკორეგირებელი უნიკალურიბუნებრივიკომპლექსი ათეროლიპის მოქმედება კომპლექსურია, ვინაიდან მისი შემადგენელი კომპონენტები  მოქმედებენ ლიპიდების ცვლაზე  სხვადასხვა მექანიზმებით: –         ანგიოპროტექტორული და ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება; –         აუმჯობესებს  მეტაბოლურ პროცესებს  და სისხლის რეალოგიურ თვისებებს; –          როგორც ბუნებრივ პროდუქტს ახასიათებს მაღალი ბიოშეღწევადობა, ადვილად ათვისებადობა  და  მინიმალური გვერდითი მოვლენები.   მონაკოლინ K   ბუნებრივი წაროშობის  ფიტოსტატინია, რომელიც მიიღება წითელი საფუარიანი ბრინჯისგან.  კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აბსორბირდება არააქტიური ლაქტონის სახით, ხოლო  შემდეგ  განიცდის ჰიდროლიზს β-ჰიდროქსი მჟავას თერაპიულ აქტიურ ფორმამდე. სხვა სტატინების მსგავსად, იგი წარმოადგენს ფერმენტ  HMG CoA-რედუქტაზას (კატალიზატორი) სელექტიურ ინჰიბიტორს: თრგუნავს ქოლესტეროლის ბიოსინთეზის პირველ საფეხურს, კერძოდ   3-ჰიდროქსი-3-მეთილ გლუტარილ კოენზიმ A-ს გარდაქმნას მევალონატად.  ეს უკანასკნელი კი  წარმოადგენს სტეროლების, მათ შორის, ქოლესტეროლის წინამორბედს. ქოლესტეროლის ენდოგენური სინთეზის ინჰიბირების გზით მონაკოლინი K განაპირობებს საერთო ქოლესტეროლის, დაბალი (LDL-C) და ძალიან დაბალი სიმკვრივის (VLDL-C) ლიპოპროტეინებთან შეკავშირებული ქოლესტეოლის კონცენტრაციის შემცირებას. აგრეთვე ამცირებს პლაზმაში ტრიგლიცერიდების ((TG) კონცენტრაციას და ზომიერად ზრდის მაღალი სიმკვრივის (HDL-C) ლიპოპროტეინებთან შეკავშირებულ ქოლესტეროლის კონცენტრაციას. აგრეთვე, ღვიძლის უჯრედების ზედაპირზე LDL-რეცეპტორების რაოდენობის გაზრდის ხარჯზე, იწვევს LDL-ის შებოჭვისა და კატაბოლიზმის გაძლიერებას. ველურიმოცვი  შეცავს  ფლავონიდებს, რომელიც: –         გამოირჩევა ძლიერი  ანტიოქსიდანტური  და ანტითრომბოლიზური ეფექტით; –         სიმტკიცეს ანიჭებს სისხლძარღვების კედლებს ; –         ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ანტიფიბროპროლიფერაციული, ვაზოდილატაციური მოქმედება . ბერბერინი - მცენარული წარმოშობის ალკალოიდია. მას გააჩნია ლიპიდების დონის დაქვეითების ეფექტური მექანიზმი, რომელიც განსხვავდება სტატინების მოქმედების მექანიზმისაგან, რის გამოც პრეპარატის მოქმედება კომპლექსურია და  ათეროლიპით მკურნალობის  შედეგები  გაცილებით ეფექტურია სტატინებით მონოთერაპიასთან შედარებთ. მნიშვნელოვანია აგრეთვე   ბერბერინის მრავლობითი დამცველობითი ეფექტი  შაქრიანი დიაბეტი  ტიპი II-ის მქონე პაციენტებში. გარდა ამისა,   ბერბერინს ახასიათებს ნაღვლმდენი და სპაზმოლიზური მოქმედება, ზრდის ნაღვლის სეკრეციას, ამცირებს ნაღვლის ბუშტის ტონუსს და შეკუმშვის სიხშირეს, ანორმალიზებს ნაღვლის ბიოქიმიურ შემადგენლობას.   ჩვენება –         პირველადი ჰიპერქოლესტერინემია დიეტოთერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში; –         დისლიპიდემია,  კომბინირებული ჰიპერქოლესტერინემია და ჰიპერტრიგლიცერიდემია; –         ჰეტეროზიგოტური და ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია; –         მეტაბოლური სინდრომი; –         ათეროლიპის გამოყენება რეკომედებულია შაქრიანი დიაბეტი ტიპი II-ის დროს,  დამხმარე თერაპიის სახით; –         სინთეზური სტატინების „აუტანლობა“  (მათ მიღებასთან დაკავშირებული მიალგია; მიოპათია,  რაბდომიოლიზი,  კუჭ-ნაწლავის მხრივ პრობლემები).   მიღებისწესი 1 კაფსულა დღეში ერთხელ ჭამის დროს, ან ჭამის შემდეგ წყლის მიყოლებით. არ შეიძლება კაფსულის დაღეჭვა და უზმოზე მიღება. არ შეიძლება რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. მკურნალობა ტარდება სათანადო დიეტის ფონზე. თერაპიული ეფექტი აღინიშნება რამდენიმე კვირის შემდეგ. მაქსიმალური თერაპიული ეფექტი – მკურნალობიდან 4-6 კვირის განმავლობაში.   უკუჩვენება ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება ექიმის კონსულტაციით. არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება 5 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ბიფოვალი®ფორტე

Bifoval® Forte ბიფოვალი® ფორტე პრეპარატის ერთი კაფსულის შემადგენლობა: -არანაკლებ 5 x 109 (5 ბილლ. CFU) ცოცხალი ლიოფილიზირებული ბაქტერიები: Lactobacillus acidophilus 3,75x109 КОЕ Lactobacillus rhamnosus 0,25x109 КОЕ Bifidobacterium lactis 1x109 КОЕ -ფრუქტოოლიგოსაქარიდები 13,3 მგ ფარმაკოლოგიური თვისებები ბიფოვალი® ფორტე – პრო- და პრებიოტიკების კომპლექსი, აწესრიგებს ნაწლავის მიკროფლორას. ის შეიცავს ,,სასარგებლო’’ ბაქტერიებს და მათ საკვებ ნივთიერებებს – ფრუქტოოლიგოსაქარიდებს – რაც საჭიროა სასარგებლო ბაქტერიების ნორმალური ზრდისა და გამრავლებისთვის. ფრუქტოოლიგოსაქარიდები ზრდიან არა მხოლოდ სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობას, არამედ ამცირებენ ანთებითი პროცესების წარმოქმნას ნაწლავში. ბიფოვალი® ფორტეს შემადგენლობაში შემავალი ბაქტერიები ავლენენ რეზისტენტობას მჟავა გარემოს მიმართ და ადვილად ადჰეზირებენ ნაწლავის ეპითელში. ბიფოვალი® ფორტეს ბაქტერიები, ნახშირწყლების დაშლის შედეგად, პროდუცირებენ მჟავებს (რძემჟავა, ქარვის მჟავა), რაც იწვევს ნაწლავის pH რეგულაციას და საკუთარი ბიფიდობაქტერიების განვითარებას. -წარმოქმნის ანტიბიოტიკის მსგავს სუბსტანციას – ბაქტერიოცინებს. ამგვარად, ლაქტო- და ბიფიდობაქტერიები აჩვენებენ მაღალ ანტაგონისტურ აქტივობას პათოგენური და პირობითად პათოგენური მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის მიმართ, ძირითადად თრგუნავენ სტაფილოკოკების, შიგელიების, როტავირუსების, პროტეუსების, ენტეროპათოგენული ნაწლავური ჩხირების სიცოცხლისუნარიანობას, თრგუნავენ მათ ადჰეზიას ნაწლავის ლორწოვან გარსზე. -ბიფიდობაქტერიები და ლაქტობაქტერიები თრგუნავენ საკვები ჰისტიდინის დეკარბოქსილირების პროცესს, შედეგად, ამცირებენ ჰისტამინის სინთეზს და კვებითი ალერგიის რისკს -ბიფოვალი® ფორტეს შემადგენლობაში შემავალი ბაქტერიები ააქტიურებენ საჭმლის მონელების პროცესს. მონაწილეობენ ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების ფერმენტულ დაშლაში და ნაღვლის მჟავებისა და ქოლესტერინის მეტაბოლიზმის პროცესში. -ლაქტო- და ბიფიდობაქტერიები ახდენენ ამინომჟავების, პანტოტენის მჟავას, K ვიტამინის და B ჯგუფის ვიტამინების სინთეზს, ხელს უწყობენ რკინის, კალციუმისა და D ვიტამინის შეწოვას. -ლაქტო- და ბიფიდობაქტერიები ზრდიან ორგანიზმის არასპეციფიურ რეზისტენტობას და ახდენენ იმუნური სისტემის სპეციფიური და არასპეციფიური რგოლის სტიმულაციას. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციონირების დროს სასარგებლო და დაავადებების გამომწვევი მიკრობების თანაფარდობა დაბალანსირებულია. დისბაქტერიოზის დროს ეს თანაფარდობა ირღვევა და მცირდება სასარგებლო მიკრობების რაოდენობა. დისბაქტერიოზს იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე და ქრონიკულ დაავადებები, ანტიბიოტიკებისა და ქიმიოპრეპარატების გამოყენება, არასრულფასოვანი კვება (კვების არასწორი რეჟიმი, დიეტა, შიმშილი, ავიტამინოზი, კონსერვანტები და კონსერვირებული საკვები), იმუნიტეტის დაწევა, ქლორირებული წყლის გამოყენება, არასასურველი ეკოლოგიური პირობები. დისბაქტერიოზი ვლინდება შემდეგი სიმპტომებით: დიარეა, დისპეპსია (საჭმლის მონელების პროცესის დარღვევა), ყაბზობა, მეტეორიზმი (მუცლის შებერილობა), გულისრევა, ბოყინი, ღებინება, მუცლის ტკივილი, შესაძლებელია ალერგიული რეაქციები კანის მხრიდან. ბიფოვალი® ფორტე ხსნის ყველანაირ დისკომფორტის შეგრძნებას მუცლის არეში და ეფექტურად იცავს ნაწლავების პრობლემებისაგან.

ჩვენება

-სხვადასხვა ეტიოლოგიის ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის დარღვევა; -ანტიბიოტიკების, ჰორმონული და ქიმიოთერაპიული პრეპარატების გამოყენებასთან დაკავშირებული დისბაქტერიოზი; -მწვავე ვირუსული და ბაქტერიული ნაწლავური ინფექციების კომპლექსური თერაპია; -დისპეპსიური სიმპტომები (დიარეა, გულისრევა, ღებინება, ბოყინი, მეტეორიზმი, ყაბზობა); -კვებითი ინტოქსიკაცია; -კლიმატის შეცვლასთან დაკავშირებული საჭმლის მომნელებელი ორგანოების ნორმალური მუშაობის დარღვევა (მაგალითად, ,,მოგზაურის დიარეა”); კვების რაციონის შეცვლა; -იმუნიტეტის და ორგანიზმის რეზისტენტობის შესუსტება დაავადებების მიმართ; -ატოპიური დერმატიტი და სხვა ალერგიული გამოვლინებები; -კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების კომპლექსური თერაპია (გასტროენტერიტები, კოლიტები, ენტეროკოლიტები, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ქრონიკული ჰეპატიტი, ქოლეცისტიტი, დუოდენიტი, გასტრიტი და სხვა).

გამოყენების წესი და დოზები

ბიფოვალი® ფორტეს მიღება რეკომენდებულია კვებამდე ნახევარი საათით ადრე: -12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში მიიღება 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში. -5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში მიიღება 1 კაფსულა დღეში. -5 წლამდე ასაკის ბავშვებში – ხდება 1/2 კაფსულის შემცველობის გახსნა წვენის ან დატკბილული სითხის მცირე რაოდენობაში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დისბაქტერიოზის განვითარების მიზეზზე და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე. თუ პაციენტი იღებს ანტიბიოტიკებს, პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია ანტიბიოტიკების გამოყენებამდე 1 საათით ადრე ან გამოყენებიდან 1 საათის შემდეგ. გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ითვლება, რომ პრეპარატი ბიფოვალი® ფორტეს გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არის უსაფრთხო, მაგრამ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. გვერდითი მოქმედება პრეპარატი კარგად გადაიტანება, პრეპარატის რეკომენდებული დოზების გამოყენებისას გვერდითი მოქმედება არ ვლინდება.

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების ან რძის პროდუქტების მიმართ. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არასასურველი ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ გამოვლენილა. განსაკუთრებული მითითებები პრეპარატი არ გამოიყენება ცხელ სასმელთან, ალკოჰოლურ სასმელთან ან კონსერვირებულ საკვებ პროდუქტებთან ერთად, რადგან შესაძლებელია სასურველი ეფექტის შესუსტება. პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ: -სხეულის ტემპერატურა არის 38°C მეტი; -განავალში აღინიშნება სისხლისა და ლორწოს კვალი; -დიარეა გრძელდება ორ დღეზე მეტი პერიოდი და თან ახლავს მწვავე ტკივილი მუცლის არეში, გაუწყლოვნება და წონაში კლება. არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. არ არის რეკომენდებული საკვების ბიოლოგიურად აქტიური დანამატით საკვების ჩანაცვლება.

ვარგისიანობის ვადა და შენახვა

ინახება შუქისაგან, ნესტისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. პრეპარატის გამოყენება არ უნდა მოხდეს ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. გამოშვების ფორმა შეფუთვაში 15 კაფსულა. აფთიაქიდან გაცემის წესი გაიცემა ურეცეპტოდ!

გრიპოსტოპი 100 მლ. სიროფი N1

გრიპოსტოპი ლატვიაში წარმოებული პრეპარატია, რომელიც სიროფის ფორმით არის წარმოდგენილი. ის ბუნებრივი კომპონენტებისგან არის დამზადებული და პროპოლისს (0,31 გრ), ფიჭვის კვირტების ექსტრაქტს (0.31 გრ), ცაცხვის ყვავილების ექსტრაქტი (3,05 გრ), ასკორბინის მჟავას/ვიტამინი C (1,22 გრ), L-ლიზინსა (2,44 გრ) და ინულინს (3,67 გრ) შეიცავს. პრეპარატი 100 მლ-იანი დოზირებით არის ხელმისაწვდომი. გრიპოსტოპი 100 მლ სიროფის შეძენა რეცეპტის გარეშე შეგიძლიათ. რისთვის გამოიყენება გრიპოსტოპი? გრიპოსტოპის სიროფი კომპლექსური მოქმედებით ხასიათდება და ამსუბუქებს ყველა იმ სიმპტომს, რომლებიც გაციებისა და გრიპის დროს ვლინდება. გარდა ამისა, პრეპარატი საერთო გამაჯანსაღებელი ეფექტითა და მატონიზირებელი მოქმედებითაც გამოირჩევა. იგი ამას ვიტამინ C-ს, ანტიოქსიდანტების, ფლავონოიდებისა და ამინომჟავების დახმარებით ახერხებს. პრეპარატი იმუნიტეტს აძლიერებს და ბრონქოლიზური მოქმედებით ხასიათდება როგორც მშრალი, ისე პროდუქტიული ხველისას. გრიპოსტოპი ხველას ამცირებს და სპაზმს ხსნის, ამასთან, ნახველს ათხელებს და ამოხველებას უწყობს ხელს. სიროფი გამოიყენება ზომიერად გამოხატული ტემპერატურის დასაწევად, ასევე სხვადასხვა სახის ტკივილის გასაყუჩებლად. მათ შორის, პრეპარატი ხსნის ტკივილს ყელისა და გულმკერდის არეში. გრიპოსტოპის სიროფი ეფექტიანია ცხვირის ლორწოვანის შეშუპების დროს, აგრეთვე, ცხვირიდან გამონადენის შესამცირებლად. რა თვისებებით გამოირჩევა პრეპარატში შემავალი ბუნებრივი კომპონენტები? პროპოლისი -  იმუნომასტიმულირებელ საშუალებას წარმოადგენს, რომელსაც ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო, გაციების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება ახასიათებს. ფიჭვის კვირტები - ანტიბაქტერიული, გაციების საწინააღმდეგო და ბრონქოლიზური მოქმედებით გამოირჩევა. ის ყელ-ყურ-ცხვირის პათოგენურ მიკროფლორაზე ბაქტერიოციდულად მოქმედებს. ცაცხვის ყვავილები - გლიკოზიდ ტალიცინს, ფლავონოიდებს, მაკრო და მიკროელემენტებს შეიცავს. ის ეფექტიანია გაციების, ზედა სასუნთქი გზების ანთების, ანგინის, ბრონქიტის, ხველისა და თავის ტკივილის დროს. ცაცხვის ყვავილები ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩევა, ასევე დამაწყნარებელი და ოფლმდენი თვისებებით ხასიათდება. ვიტამინი C - ერთ-ერთი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც მეტაბოლიზმის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. იგი ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების შეთვისებაში იღებს მონაწილეობას და სპეციფიკურ ანტიმიკრობულ ანტიტოქსინებს ასტიმულირებს. გარდა ამისა, ვიტამინი C ზოგიერთი ფაქტორის დონეს ზრდის, რომლებიც იმუნოპროცესებში მონაწილეობენ. ის ქსოვილების რეგენერაციის უნარს აუმჯობესებს, ამასთან ორგანიზმის თავდაცვით ძალებს ააქტიურებს. ინულინი - სრულიად ხსნად უჯრედისს წარმოადგენს, რაც მას უნივერსალურ  პრებიოტიკად აქცევს. იგი მსხვილ და წვრილ ნაწლავებს აბსორბციის გარეშე გადის და ფერმენტაციას მანამდე განიცდის. ინულინი სასარგებლო ბიფიდო და ლაქტობაქტერიების ზრდას უწყობს ხელს, რაც „ცუდ“ ბაქტერიებს, სოკოებსა და პარაზიტებს ამცირებს, რომლებიც ანთებას იწვევენ. L-ლიზინი -  არის შეუცვლელი ამინომჟავა, რომელიც იმუნურ სისტემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის ანტისხეულების გამომუშავებაში მონაწილეობს და და ანტივირუსული მოქმედება ახასიათებს, რასაც ვირუსის რეპლიკაციის ინჰიბირების გზით ახერხებს - მათ შორის ჰერპეს ვირუსის. ამ ამინომჟავას დეფიციტი ვირუსებთან მიმართებაში ორგანიზმის დამცველობითი ფუნქციის შესუსტებას იწვევს. ვინაიდან  L-ლიზინის ორგანიზმში არ სინთეზირდება, მისი მიღება საკვებიდან ან საკვები დანამატის სახითაა საჭირო. დოზირება და მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აღსანიშნავია, რომ გრიპოსტოპის სიროფის გამოყენება დასაშვებია წლამდე ასაკის პატარებში. ამ შემთხვევაში რეკომენდებული დოზა 2,5 მლ-ს შეადგენს. პატარებს სიროფი დღეში 3-ჯერ უნდა დავალევინოთ. რაც შეეხება ერთ წელზე უფროსი ასაკის პაციენტებს, რეკომენდებული დოზა 5 მლ-ს შეადგენს. სიროფი ამ შემთხვევაშიც დღეში 3-ჯერ უნდა დაილიოს. გრიპოსტოპის სიროფის მიღების შემდეგ გვერდითი მოვლენები, ძირითადად, პრეპარატის კომპონენტების მიმართ აუტანლობის გამო ვლინდება. ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი მხოლოდ ექიმის კონსულტაციით უნდა დაინიშნოს.

დექორალი Ca – N30 კაფს.

დექორალი Ca შემადგენლობა ორიკაფსულაშეიცავს: წითელი მარჯნის პოლიპების  ფხვნილს 1000 მგ   (70-ზე მეტი მიკრო- და მაკრო ელემენტი), ქოლეკალციფეროლს (ვიტ.D 3) –7,5მკგ, ინულინი 400 მგ.   დექორალი Ca  კომბინირებული პრეპარატია რომელიც არეგულირებს კალციუმ-ფოსფორის ცვლას და ავსებს ორგანიზმს   მასში შემავალი მინერალების უნიკალური კომპლექსით, რომელიც შეიცავს 70-მდე მინერალს და მიკრო- და მაკროელემენტებს. ინულინი ხელს უწყობს მათ სრულად შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. აგრეთვე   სწრაფად ახდენს ორგანული ნარჩენების, მძიმე მეტალებისა და ტოქსინების გამოდევნას. დექორალი Ca-ს  შემადგენლობაში შემავალი მინერალების უნივერსალური და ბალანსირებული კომპლექსი,  უკვე გადამუშავებულია ცოცხალი ორგანიზმების მიერ (წითელი მარჯნის პოლიპები) და იმყოფება ორგანულ მდგომარეობაში, რაც განაპირობებს ორგანიზმის მიერ მის მარტივ და სრულ ათვისებას.
  • ორგანული მონერალების სრული სპექტრი  უზრუნველყოფს ჯანმრთელ ძვლოვან სტრუქტურას;
  • აღადგენს ორგანიზმის ელექტროლიტურ ბალანს;
  • არეგულირებს სისხლის  მჟავა-ტუტოვან  წონასწორობას.
  ჩვენება
  • სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • ოსტეოართრიტი და ოსტეოქონდროზი;
  • მოტეხილობის კომპლექსური მკურნალობა;
  • კალციუმისა და ვიტამინ D 3-ის  დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა, რაქიტი;
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები: ჰიპერტონია, ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება სტენოკარდია, არითმია;
  • ინტენსიური ზრდის პერიოდი;
  • კანის დაავადებები: ეგზემა, ფსორიაზი, სებორეული დერმატიტი, ფურუნკულოზი;
  • მენოპაუზა და კლიმაქტერული პერიოდი;
  • ორსულობის ადრეული პერიოდის ტოქსიკოზი და ლაქტაცია;
  • ქრონიკული დაღლილობის სინდრომი;
  • თმის ცვენა, მტვრევადი ფრჩხილები და მრავლობითი კარიესი.
  დექორალი Ca  უნიკალურიშემადგენლობა
  • წარმოადგენს ორგანიზმის შემაერთებელი ქსოვილის საშენ მასალას;
  • უზრუნველყოფს ჯანმრთელ ძვლივან სტრუქტურას;
  • მონაწილეობს კუნთების შეკუმშვისა და რელაქსაციის პროცესში (მათ შორის, გულის კუნთშიც);
  • მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნერვული იმპულსის გადაცემაში: დეპრესია, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი შფოთვა ყურადღების დარღვევა/ან ჰიპერაქტივობა;
  • უზრუნველყოფს სისხლის ნორმალური pH-ის შენარჩუნებას, (მთელი რიგი პათოლოგიები  გამოწვეულია ორგანიზმის სისხლსა და ლიმფაში მომატებული მჟავა გარემოთი, რაც ხელს უწყობს ვირუსებისა და ბაქტერიების გამრავლებას);
  • არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს;
  • აძლიერებს ზოგად იმუნიტეტს.
ინულინი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების  განვითარების რისკს. ამცირებს ქოლესტერინის დონეს.  აუმჯობესებს გლუკოზის უტილიზაციას, აძლიერებს ირგანიზმის იმუნიტეტს. ინულინი უზრუნველყოფს  ორგანიზმის დეტოქსიკაციას, ორგანიზმიდან გამოჰყავს ტოქსინები, მძიმე მეტალები, რადიონუკლიდები, ქოლესტერინის კრისტალები, ცხიმოვანი მჟავები, ინულინი ხელს უწყობს  ვიტამინების, მინერალების (Ca და Mg და ა.შ) შეწოვას. ინულინი, როგორც პრებიოტიკი  ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის ნორმალიზებას. ინულინი განაპირობებს  ლიპიდური და ნახშირწყლოვანი ცვლის ნორმალიზებას: ამცირებს სისხლში ქოლესტერინისა დონეს , აღადგენს ინსულინის ფუნქციურ აქტივობას  და აუმჯობესებს გლუკოზის უტილიზაციას.   მიღებისწესიდადოზირება ბავშვებში: 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში. მოზრდილებში: 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში.

ვიტექსოლ დუო კაფს. N30

მწარმოებელი ქვეყანა: ინგლისი გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო   შემადგენლობა : 1 კაფსულა შეიცავს : Indole-3-Carbinol - ინდოლ-3 -კარბონილი ------------------------------ 200 მგ Chasteberry Extract (Vitex Agnus Castus) ვიტექს აგნუს კასტუსი ------- 40 მგ დამხმარე ნივთიერებები: სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზის ფხვნილი ( M.C.C.P), დი-კალციუმ ფოსფატი ( D.C.P), აეროსილი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, ჟელატინი. ვიტექსოლ დუო რეკომენდებულია როგორც საკვები დანამატი, რომელიც ხელს უწყობს ქალის ორგანიზმში მეტაბოლური პროცესების გაუმჯობესებასა და ნორმალიზებას. ვიტექსოლ დუოს შემადგენლობაში შემავალ კომპონენტებს ინდოლ- 3 -კარბონილსა და აგნუს კასტუსს გააჩნიათ სინერგული ეფექტი სასურველი შედეგის მისაღწევად. ინდოლ- 3 - კარბონილი ესტროგენის მეტაბოლიზმის ნორმალიზების გზით, ხელს უწყობს ქსოვილებში ჭარბი პროლიფერაციული პროცესების შეფერხებას და პათოლოგიური უჯრედების აღმოფხვრას. ვიტექს აგნუს კასტუსი (ხეპილპილა) ამცირებს პროლაქტინის დონეს, ხელს უწყობს ქალის სასქესო ჰორმონების (ესტროგენი და პროგესტერონი) დონის კორექციას, ამცირებს პროლიფერაციულ პროცესებს და შემაერთებელი ქსოვილის ზრდას სარძევე ჯირკვლის სადინრებში. დოზირება : 1 ან 2 კაფსულა 2 ჯერ დღეში, დოზის კორექცია შესაძლებელია ექიმის დანიშნულებისამებრ. გამოშვების ფორმა: 30 კაფსულა, 3 ბლისტერი თითოეულზე 10 კაფსულა. სიფრთხილის ზომებიმომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ, არ გადააჭარბოთ დღიურ რეკომენდებულ დოზას . უკუჩვენებაორსულობა და ლაქტაცია; მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ. შენახვის პირობებიინახება მშრალ, მზისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 30°С- ისა. შენახვის ვადა2 წელი საკვები დანამატი. არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებს.

ინტრაგლობინი კაფს N30

ინტრაგლობინი 30 კაფსულა 500მგ 15 ინტრაგლობინი არის საკვები დანამატი ვიტამინებით, მინერალებით და სხვა ნივთიერებებით, რომელიც დაბალანსებულია ისე, რომ მოხდეს ნორმალური ჰემოგლობინის დონის  და სისხლის წითელი უჯერედების შენარჩუნება ინტრაგლობინი კაფსულები ინიშნება: * სტრესული მდგომარეობის მართვის და სტრესთან დაკავშირებული სიმპტომების რისკის შესამცირებლად * გონებრივი მუშაობის შესანარჩუნებლად კონცენტრაციის და ყურადღების მაღალი დონისთვის. * ბავშვებსა და მოზრდილებში არაბალანსირებული  კვების დროს * საკვები დანამატი  და დაავადების შემდგომ  პერიოდში მდგომარეობის  აღდგენა * საკვები დანამატი ფიზიკური განვითარების ასაკის დროს. რა არის აუცილებელი რომ იცოდეთ ინტრაგლობინი კაფსულების შესახებ: ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული ინფორმაცია ვიდრე ამ პროდუქტს მიიღებთ და მიიღებს თქვენი ბავშვი. მოცემული ინფორმაცია არის ძირითადი მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეჯამება პროდუქტის შესახებ. ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ინტრაგლობინი კაფსულები არის რკინის დანამატი. მისი გამოყენება შეიძლება  ბავშვებში 16 წლის ასაკიდან და პირებში რკინის დეფიციტით. მისი მიღება შეიძლება ორსულობის და მენსტრუალური პერიოდის დროს. შემადგენლობა თუთიის სულფატი,რკინის ფუმარატი, ვიტამინი B6 (პირიდოქსინის HCl), სპილენძის სულფატი, ფოლის მჟავა,ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი),. დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, . კაფსულები: FU ხარისხის ჟელატინი შემოგარსული დოზირება ბავშვები 16 წლის ასაკიდან და მოზრდილები - 1 კაფსულა დღეში. გაფრთხილება დანამატები არ მიიჩნევა როგორც მრავალფეროვანი და ბალანსირებული კვების და ცხოვრების ჯანმრთელი წესის ჩანაცვლების საშუალება. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას დღიურად. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე. პროდუქტი შეინახეთ შეფუთვაში. შენახვის პირობები შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას. არაუმეტეს 35℃ ტემპერატურაზე.

კალზიდან K2 N30

შემადგენლობა: კალციუმის ფოსფატი - 500მგ ;  ვიტამინი D3 – 400სე (10მკგ);  ვიტამინი K2 – 25მკგ; თუთია -16მკგ. ფარმაკოლოგიური თვისებები: კალზიდანი K2 წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში. კალციუმის ფოსფატის,ვიტამინი D3; ვიტამინი K2 და თუთიის კომბინაცია უზრუნველყოფს კალციუმის ოპტიმალურ შეწოვას და ჩალაგებას ძვლოვან ქსოვილში. კალზიდანი K2 ამცირებს რეზორბციას და ზრდის ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივეს, აღადგენს კალციუმისა და ქოლეკალციფეროლის (ვიტამინი D3) უკმარისობას ორგანიზმში. კალციუმი მონაწილეობს ნერვული გამტარებლობის რეგულაციაში, კუნთების შეკუმშვაში, იგი წარმოადგენს სისხლის შედედების სისტემის შემადგენელ კომპონენტს. ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. კალციუმისა და ვიტამინ D3-ის გამოყენება ხელს უშლის პარათირეოიდური ჰორმონის მომატებულ გამომუშავებას, რომელიც ასტიმულირებს ძვლოვან რეზორბციას. ვიტამინი K2 ხელს უწყობს კალციუმის გადატანას ძვლებსა და კბილებში და ხელს უშლის მის ჩალაგებას სისხლძარვებსა და რბილ ქსოვილებში. თუთია ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე მინერალია და მონაწილეობს 200-ზე მეტი ფერმენტის და ჰორმონის ფუნქციობაში, მათ შორის  ინსულინის, ტესტოსტერონის, ესტროგენების სინთეზში. თუთია აუცილებელია ცილების სინთეზისთვის,  კუნთების შეკუმშვისთვის, რეპროდუქციული ორგანოების ნორმული მუშაობისთვის. ჩვენება: -  კალციუმის და ვიტამინი D3-ის დეფიციტის  პროფილაქტიკა და მკურნალობა -  რაქიტის პროფილაქტიკა -  ინტენსიური ზრდის პერიოდი -  კბილების დემინერალიზაცია -  მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა, რეაბილიტაციის შემდგომი პერიოდი -   სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა (კომპლექსური მკურნალობა) დოზირება1 კაფსულა 1-ჯერ დღეში ( კალზიდანი K2-ის გაზრდილი დოზით მიღება რეკომენდებულია ექიმის დანიშნულებით) კალზიდანი K2 მიიღება 6 თვის ასაკიდან ორსულობა და ლაქტაცია: ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. უკუჩვენებამომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ,ჰიპერკალციემია და ჰიპერკალციურია, ნეფროლითიაზი და თირკმლის მძიმე უკმარისობა. განსაკუთრებული მითითებები: საკვები დანამატი. არ გამოიყენოთ საკვები დანამატი ბალანსირებული და მნიშვნელოვანი კვების შემცვლელად; არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას; შეინახეთ ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას. შენახვის პირობები: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე სიბნელეში, კარგად დახურულ ორიგინალ შეფუთვაში. გამოშვების ფორმა: კაფსულა N30

ლაქტოფარი კაფს. N15

ლაქტოფარი შემადგენლობა საქარომიცეს ბულარდი (Saccharomyces bullardii)- 5X109   CFU */g      250 მგ სააფთიაქო გვირილას მშრალი ექსტრ.  4:1  (Matricaria recituta) 100 მგ *CFU- კოლონიის ფორმირების ერთეული   დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი (კაფსულის გარსი), ბოჭკო, მაგნიუმის მარილის ცხიმოვანი მჟავები (შეწებების საწინააღმდეგო ეფექტი)   მოქმედება ლაქტოფარი არეგულირებს  საჭმლის მომნელებელი სისტემის მოქმედებას, ხელს უწყობს ნაწლავის ფლორის აღდგენასა  და  პერისტალტიკას. ამცირებს სპაზმს და დისკომფორტის შეგრძნებას მუცლის არეში.   მიღების წესი ლაქტოფარი  მიიღება  პერორალურად 1 კაფსულა 1-ჯერ დღეშიან ექიმის დანიშნულების მიხედვით.   გამოყენების შეზღუდვა:
  • ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ (ალერგია);
  • ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება ექიმის რეკომენდაციით.
  სიფრთხილის ზომები:
  • ბიოლოგიურად აქტიური დანამატია;
  • საკვები დანამატი არ გამოიყენება როგორც სრულფასოვანი და დაბალანსირებული კვების შემცვლელი;
  • არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას;
  • არ არის მედიკამენტი.
გამოშვებისფორმა ლაქტოფარი N15 კაფსულა.   შენახვის პირობები შეინახეთ  ოთახის ტემპერატურაზე, ბნელ ადგილას, ორიგინალურ შეფუთვაში. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!   ვარგისიანობის  ვადა2 წელი

მირამილ ტონზილი (30მლ. სპრეი) N1

მირამილტონზილი პირის ღრუს და ყელის აეროზოლი სამედიცინო დანიშნულების ნაწარმი (კლასი 1) შემადგენლობა. ქაცვის ზეთი, გულყვითელას ზეთი,რაპსის ზეთი, ფორთოხლის ზეთი,  ნუშის ზეთი, ქონდრის ზეთი, პიტნის ეთერზეთი, , მურის ზეთი,  ამონიუმის გლიცირიზატი. ხმის იოგების ძლიერმა დაჭიმვამ (თუ ხდება დიდხანს და ხმამაღლა ლაპარაკი, სიმღერა), ცივმა ან მშრალმა ჰაერმა (კონდიციონერის მუშობისას, თუ ოთახში ძლიან ცხელა, თვითმფრინავით მგზავრობა), სპორტულმა ვარჯიშმა, ჰაერში არსებულმა წვრილმა უცხო ნაწილაკებმა (მტვერი), შეიძლება გამოიწვიოს ყელის სიმშრალე და გაღიზიანება. თუ ლორწოვანი გარსი გაღიზიანებული ან დასუსტებულია, მიკრობები მნიშვნელოვნად ადვილად აღწევენ ორგანიზმში. აეროზოლის შემადგენლობაში შემავალი მცენარეული ზეთები (ქაცვის ზეთი,  გულყვითელას ზეთი, რაპსას ზეთი) ქმნიან დამცავ ფენას, რაც უნარჩუნებს ლორწოვან გარსს მთლიანობას და იცავს მას გარემოს მავნე ფაქტორებისგან და პათოგენური მიკრობებისგან , ასევე დამატენიანებელი და დამარბილებელი მოქმედების წყალობით აწყნარებს გაღიზიანებულ ლორწოვან გარსს და ამცირებს ანთების სიმპტომებს (სიმშრალე, ნაკაწრი, ყლაპვის გართულება, უცხო ნაწილაკის არსებობის შეგრძნება ყელში და ა.შ.). ეთერზეთები ანიჭებენ სასიამოვნო გემოს და სუნს, ხოლო ამონიუმის გლიცირიზატი - ტკბილ გემოს. მირამილ ტონზილის აეროზოლი პირის ღრუსა და ყელისთვის გამოიყენება: ყელისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებები-(ტონზილიტი, ფარინგიტი,ლარინგიტი,სტომატიტი, გინგივიტი) პირის ღრუსა და ყელის ლორწოვანი გარსის შეშუპება, გამოწვეული ინფექციებით ოპერაციის შემდგომი პერიოდი (ტონზილექტომია) ყელის ტკივილის სიმპტომების შემცირება (სიმშრალე,ტკივილი ყლაპვის დროს,გაღიზიანება) ყელის ბუნებრივი ფუნქციის გაუმჯობესება პირის ღრუს დეზოდორაცია გამოყენება. გამოიყენება პირის ღრუს და ყელისთვის. მოზრდილებსა და ბავშვებში 2 წლის ასაკიდან უნდა მოხდეს შესხურება 2-3 ჯერ დღეში. გამოყენებამდე გამაფრქვეველის თავი მოატრიალეთ 90° კუთხით .მიმართეთ გამაფრქვეველის თავი ყელის მიდამოში და შეისხურეთ ერთხელ ან ორჯერ. უკუჩვენებები. არ გამოიყენოთ მომატებული მგრძნობელობისას  შენადგენლობაში არსებული ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. არ არის რეკომენდებული ახალშობილებში და 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. გაფრთხილებები. მოერიდეთ თვალთან კონტაქტს. ტანსაცმელზე მოხვედრისას შესაძლოა დარჩეს ლაქა. ხსნარი შეიძლება იყოს გაუმჭვრივალე შემადგენლობაში შემავალი მცენარეული კომპონენტების გამო. არასასურველი ეფექტის განვითარებისას შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს. ბავშვებმა უნდა გამოიყენონ საშუალება მხოლოდ უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ. თუ სიმპტომები დიდხანს არ გადის, აუცილებელია ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. თუ შეფუთვა დაზიანებულია, მისი გამოყენება დაუშვებელია. გამოყენებამდე წაიკითხეთ ინსტრუქცია. შენახვისპირობები. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 15-25 0C ტემპერატურაზე შეფუთვა შუშის ფლაკონი მოცულობით 30მლ, ხრახნიანი თავსახურით დოზირების ტუმბოთი და აპლიკატორიანი გამაფრქვეველით.

ნევრომედი კაფს N 15

ნევრომედი / NEUROMED
  • შემადგენლობა
  • 2 კაფსულის შემადგენლობში შედის: პასიფლორას მშრალი ექსტრაქტი (Passiflora incarnata) - 80 მგ კატაბალახას ფესვების მშრალი ექსტრაქტი (Valeriana officinalis) - 120 მგ. სვიის გირჩების მშრალი ექსტრაქტი (Humulus lupulus) - 80მგ.
  • ფარმაკოლოგიურითვისებები ნევრომედი ამცირებს შფოთვას, შიშსა და მომატებულ ნერვულ აგზნებადობს, ხსნის სპაზმსა და ემოციურ დაძაბულობას, არეგულირებს ძილს. ნევრომედი ამცირებს სიმპტომებს მენოპაუზის და პრემენოპაუზის დროს. სვია – უძველესი ხალხური სამკურნალო საშუალებაა. სვიის გირჩების ექსტრაქტი შეიცავს: ლუპულინს, ქოლინს, ეთერზეთებს, ფლავონოიდებს, ლეიკოციანიდინს, კუმარინებს, B1, B3, B6, PP ვიტამინებს, მიკრო და მაკროელემენტებს. სვიას ახასიათებს ნეიროტროპული მოქმედება. ყველაზე აქტიურად იგი გამოყენება, როგორც დამამშვიდებელი და საძილე საშუალება. ამცირებს სიმპტომებს მენოპაუზის და პრემენოპაუზის დროს. კატაბალახას ფესვის მშრალი ექსტრაქტი – ამცირებს დაძაბულობას და გაღიზიანებას. ახასიათებს სპაზმოლიზური მოქმედება, აუმჯობესებს კორონარულ სისხლის მიმოქცევას, ახანგრძლივებს საძილე საშუალებების მოქმედებას. პასიფლორა (ვნების ყვავილი) – ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ამცირებს შფოთვასა და დაძაბულობას. ავლენს სპაზმოლიზურ და მსუბუქ სედატიურ მოქმედებას.
  • ჩვენებები • მომატებული ნერვული აგზნებადობა • სტრესის შემდგომი მდგომარეობა, თანმხლები ემოციური დაძაბულობით და ტაქიკარდიით • ნევრასთენიის მსუბუქი ფორმები (გაღიზიანებადობა, შფოთვა, შიში, დაღლილობა) • კლიმაქტერული სინდრომი • ნეირო-ცირკულატორული დისტონია • ძილის დარღვევა და უძილობა • ანგიო- და ვეგეტონევროზი (ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია) • “მენეჯერის სინდრომი” (მუდმივი ფსიქიური დაძაბულობის მდგომარეობა);
  • მიღებისწესებიდადოზები მოზრდილთათვის რეკომენდებულია 1 კაფსულა ორ-სამჯერ დღეში, მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად. უძილობის დროს: 2-3 კაფსულა ძილის წინ, ნახევარი საათით ადრე. ნევრომედით მკურნალობის ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული.

ნოვაკარდი Q10 – N30 კაფს.

ნოვაკარდი Q10 კაფს.N30 კაფსულისშემადგენლობა: უბიქინონი  100მგ. ინულინი 440 მგ. კოფერმენტი Q-10 (უბიქინონი) – ენდოგენური ვიტამინისმაგვარი ნივთიერებაა, რომელიც  მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში. იგი ცხიმში ხსნადობის გამო ადვილად  აღწევს ჰიდროფობურ მიტოქონდრიების მემბრანაში და აქტიურად მონაწილეობს ატფ-ის სინთეზი. უბიქინონი აძლიერებს ნივთიერებათა  ცვლის პროცესებს უჯრედებში, განსაკუთრებით მიოკარდიუმის და ჩონჩხის კუნთების უჯრედებში.  იგი აბრკოლებს ალკილური რადიკალების წარმოქმნას და იცავს მემბრანულ ლიპიდებს, ცილებს და  დნმ-ს  ჟანგბადის აქტიური ფორმების მოქმედებისგან. ასაკის მატებასთან ერთდ ორგანიზმში უბიქინონის სინთეზი მცირდება, ხოლო ზოგიერთი პათოლოგიის დროს  საკვებით მიღებული უბიქინონის ათვისება არაა საკმარისი. ყოველივე  ეს  განაპირობებს  უნიკარდი  Q10 –ის  მიღების აუცილებლობას. ინულინი  უზრუნველყოფს  ორგანიზმის დეტოქსიკაციას, ორგანიზმიდან  გამოჰყავს  ტოქსინები, მძიმე მეტალები, რადიონუკლიდები, ქოლესტერინის კრისტალები, ცხიმოვანი მჟავები,   ხელს უწყობს  ვიტამინების, მინერალების (Ca–ი და Mg–ი და ა.შ) შეწოვას. აძლიერებს იმუნურ სისტემას. ამცირებს ავთვისებიანი უჯრედების განვითარების რისკის. ინულინი, როგორც პრებიოტიკი  უზრუნველყოფს ნაწლავში ბიფიდობაქტერიების რაოდენობის საგრძნობ მომატებას. ინულინი თავის მხრივ  ამცირებს  ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდებისა და ფოსფოლიპიდების დონეს. ჩვენება: კარდიომიოპათია და ცირკულატორული დარღვევები; არტერიული ჰიპერტენზია;  გულის იშემიური დაავადებები; გულის ქრონიკული უკმარისობა, არითმია; ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა. უნიკარდი Q 10 -ის  დანიშვნა რეკომენდებულია პაციენტებში რომლებიც იღებენ სტატინებს.   თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა,  პოლინეიროპათია, მიასთენია, ნევრიტები, შაკიკი, გაფანტული სკლეროზი.  შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიკოზი, ჰიპოთირეოზი, სიმსუქნე, გლუკოკორტიკოიდებით ხანგრძლივი მკურნალობა. მომატებული ფიზიკური და ფსიქიკური გადაძაბვა სპორტსმენებში; პაროდონტოპათიები; წამალთაშორისიურთიერთქმედება: პრეპარატი აძლიერებს დიურეზული საშუალებების, საგულე გლიკოზიდების და ნიტრატების მოქმედების ეფექტს. ახანგრძლივებს ენალაპრილის და ნიტრენდიპინის ჰიპოტენზიურ ეფექტს. აინჰიბირებს ვარფარინის ანტიაგრეგანტულ და ანტითრომბოლიზურ აქტივობას. პრეპარატი ამცირებს სტატინებით გამოწვეულ არასასურველ ეფექტებს და აქვეითებს b-ბლოკატორების კარდიოდეპრესიულ მოქმედებას. იგი აძლიერებს ვიტამინ E -ს ანტიოქსიდანტურ თვისებას და L-კარნიტინის მეტაბოლიზმს და ცირკულაციას. უნიკარდ Q-10 ამცირებს ციტოსტატიური  ანტიბიოტიკების კარდიოტოქსიურ ეფექტებს. გამოყენებისწესი რეკომენდებული სამკურნალო  დოზა შეადგენს 100 მგ. 2-ჯერ დღეში. შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 100 მგ. 1-ჯერ დღეში. პროფილაქტიკის მიზნით: 1 კაფსულა დღეში. პრეპარატის მიღება უმჯობესია საკვების მიღების შემდეგ. გვერდითიმოვლენები: პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობის დროს შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები 0.39%, მადის დაქვეითება 0.23%, გულისრევა 0.16% და დიარეა 0.11%. კანის ჰიპერემია. უკუჩვენება: პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი მიიღება ექიმის რეკომენდაციით.

ოლეფარ დუო -ყელის აეროზ. 20მლ. N1

ახალი თაობის  5  მცენარეული ზეთისგან   შემდგარი ყელის  აეროზოლი ქაცვის ზეთი - Ol.  Hippophaes -  30 მგ კალენდულას ზეთი   - Ol.Calendulae – 15 მგ დარიჩინის ზეთი  -  Ol.Cinnamomi – 5 მგ ჩაის ხის ზეთი -  Ol.Malaleucae 5 მგ პიტნის ზეთი -  Ol. Pepermint 2.5 მგ ოლეფარ დუო მდიდარია ბუნებრივი ანტიოქსიდანტებით - კაროტენოიდებით, რომლებიც   ეხმარება ორგანიზმს იმ მავნე ნივთიერებების ნეიტრალიზებაში, რომლებიც წარმოიქმნება ორგანიზმში დაავადებისა და სტრესის  დროს. ოლეფარ დუო  სრულყოფილად ფარავს ანთებით და ხველით  გაღიზიანებულ ლორწოვან გარსს და უზრუნველყოფს:
  • ანთების ლოკალიზებას და  ხელს  უშლის მის გავრცელებას
  • გააჩნია ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და სპაზმოლიზური  მოქმედება
  • ამცირებს შეშუპებას და უზრუნველყოფს უმტკივნეულო ყლაპვას
  • ხელს უწყობს მიკროწყლულების,  წყლულებისა და ჭრილობის შეხორცების პროცესს.
  • გააჩნია ადგილობრივი ანტიბაქტერიული, ანტისეპტიური და ანტივირუსული მოქმედება
  • ამცირებს ყელის ქავილის შეგრძნებას
ჩვენება:
  • ყელისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებები:  ანგინა, ფარინგიტი, ლარინგიტი, ტონზილიტი; აფთოზური წყლულები, გლოსიტი, გინგივიტი.
  • ოპერაციული ჩარევებისა და ტრავმების შემდეგ (ტონზილექტომია,  ყბის მოტეხილობა და ა.შ.);
  • ქიმიოთერაპიით, რადიოთერაპიით, ტრაქეალური ინტუბაციით და სხვა სამედიცინო მიზეზებით გამოწვეული პირის ღრუს ლორწოვანის გაღიზიანება და ანთება.
  მიღების წესი და დოზირება: შეანჯღრიეთ აეროზოლის კონტეინერი. მოათავსეთ სახურავის მილი  პირის ღრუში და სპრეის მექანიზმს  2-3-ჯერ დააჭირეთ - ამგვარად გამოიყოფა  პრეპარატის  1 დოზა ანუ 250მგ . ოლეფარ დუო ინიშნება დღეში სამჯერ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 750 მგ. გამოყენება შესაძლებელია ბავშვებში  2 წლის ასაკიდან. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში - ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. შეფუთვა 20 მლ ფლაკონი, დოზირებული აეროზოლი.