პექტოლოტი სიროფი 100 მლ ფლაკონი N1

პექტოლოტი სიროფი 100მლ შემადგენლობა:   7.5 მლ-ის შემცველობა: მრავალძარღვას ფოთლის (Plantago major) მშრალი ექსტრაქტი - 500მგ. ფიჭვის კვირტის (Pinus sylvestris) მშრალი ექსტრაქტი - 150მგ. ბეგქონდარას ფოთლების (Thymus vulgaris) მშრალი ექსტრაქტი - 150მგ. ტყის ფიჭვის ქერქის (Pinus Sylvestris) მშრალი ექსტრაქტი - 75მგ. მიხაკის კვირტის ( Syzygium aromaticum) მშრალი ექსტრაქტი - 15მგ. ფარმაკოლოგიურითვისებები:  პექტოლოტი ამცირებს ხველის სიხშირესა და ინტენსივობას, ათხიერებს ნახველს, აფართოებს ბრონქებს და ხელს უწყობს ნახველის ადვილად გამოდევნას. სიროფი დამზადებულია კომშის წვენის ფუძეზე,  რომელიც შეიცავს ვიტამინ C-ს და მაკრო-მიკროელემენტებს (K,Ca, Mg,Na,P, Zn, Cu,Fe). მრავალძარღვას ფოთლის (Plantago major)  ექსტრაქტს გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო, მუკოლიზური, სპაზმოლიზური, სუსტად გამოხატული ანტიბაქტერიული და იმუნომასტიმურილებელი მოქმედება. არბილებს ლოწოვან გარსს, ხნის დისკომფორტს და გაღიზიანებას, რომელიც თან ახლავს ზედა სასუნთქი გზების ანთებას. ფიჭვის კვირტის (Pinus sylvestris)  ექსტრაქტს გააჩნია ანტიბაქტერიული, მუკოლიზური, სპაზმოლიზური, ანტივირუსული და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება. აუმჯობესებს ენდოთელიუმის ფუნქციას, მოქმედებს როგორც შეშუპების საწინააღმდეგო საშუალება ზედა და ქვედა სასუნთქი გზებისთვის. ბეგქონდარას ფოთლების (Thymus vulgaris) ექსტრაქტს გააჩნია სპაზმოლიზური, ანთებისსაწინააღმდეგო, ანტისეპტიური, ანტიმიკრობული მოქმედება. ბეგქონდარა შეიცავს ეთერზეთს, რომლის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს თიმოლი. ეს უკანასკნელი მოქმედებს როგორც ბუნებრივი ამოსახველებელი აგენტი - ხელს უწყობს ლორწოს გათხიერებას და სასუნთქი გზებიდან მის გამოთავისუფლებას. ტყის ფიჭვის ქერქის (Pinus Sylvestris)  ექსტარქტს გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო, სპაზმოლიზური, ანტიბაქტერიული, ანტივირუსული მოქმედება. შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტს (ოლიგომერული პროანთოციანიდების კომპლექსი), რომელიც ხელს უშლის თავისუფალი რადიკალებისგან უჯრედის დაზიანებას. მიხაკის კვირტის ( Syzygium aromaticum) ექსტრაქტს გააჩნია ანტიბაქტერიული, ანტიმიკოზური, ანტივირუსული, ანტიოქსიდანტური (წარმოადგენს ფლავანოიდების ერთერთ  წყაროს) მოქმედება. ამსუბუქებს ტკივილს ,რომელიც გამოწვეულია მუდმივი ხველით. მიხაკის კვირტი  ხსნის ქავილის შეგრძნებას, რომელიც დამახასიათებელია მშრალი ხველისთვის. ჩვენება: სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები, რომელსაც თან ახლავს ხველა. მშრალი ხველა. პროდუქტიული ხველა. სპასტიური ხველა (ყივანახველა). გამოყენებისწესიდადოზირება:  მიღებამდეშეანჯღრიეთ! 1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვებში 2.5მლ. 3-ჯერ დღეში. 5 წლიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში 5მლ. 3-ჯერ დღეში. 12 წლის ზემოთ მოზარდებში და ზრდასრულებში 10მლ. 3-ჯერ დღეში. გამოყენებაორსულობისდალაქტაციისპერიოდში: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი მიიღება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ. ურთიერთქმედებასხვასამკურნალოსაშუალებებთან:  მონაცემები  პრეპარატის გავლენის შესახებ სხვა სამკურნალო საშუალებების ეფექტებზე არ არსებობს.  სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება  არ დაფიქსირებულა. განსაკუთრებულიმითითებები:  ბიოლოგიურად აქტიური დანამატი არ გამოიყენოთ სრულფასოვანი და დაბალანსირებული კვების შემცვლელად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას გამოშვებისფორმა: 100 მლ. სიროფი მინის ბოთლში, დოზირებულ ჭიქასთან ერთად. ვარგისიანობისვადა: 2 წელი. სიროფის გამოყენება შეიძლება  ფლაკონის გახსნიდან 2 თვის განმავლობაში. შენახვისპირობები: ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვისათვის მიუწვდომელ ადგილას.

რესპიკონ ბიო კაფს. N20

მწარმოებელი ქვეყანა: ინგლისი გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო   შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს: ყვითელი გენციანის ექსტრაქტი - 50მგ; დიდგულას (შავი ანწლის) ექსტრაქტი -50მგ; ვერბენას ექსტრაქტი - 50მგ; ფურისულას ექსტრაქტი - 25მგ; ვერბასკუმის ექსტრაქტი - 50მგ; თუთია (თუთიის გლუკონატი ) - 10 მგ. დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, ტალკი, სახამებელი. რესპიკონ ბიო - აძლიერებს იმუნიტეტს და ორგანიზმის მდგრადობას სხვადასხვა სეზონური ვირუსული ინფექციების მიმართ. ეფექტურია მწვავე და ქრონიკული სინუსიტის დროს და უზრუნველყოფს რესპირატორული სისტემის სიჯანსაღეს. ყვითელი გენციანის ექსტრაქტ  - გააჩნია რეფლექსური ეფექტი, ასტიმულირებს ბრონქულ სეკრეციას. დიდგულას (შავი ანწლის) - ექსტრაქტი არის დამხმარე საშუალება ლორწოს გამოდევნაში. ხელს უწყობს ორგანიზმის მდგრადობის გაძლიერებას ინფექციების მიმართ. ვერბენას ექსტრაქტი - ამცირებს ლორწოს სიბლანტეს, უზრუნველყოფს სქელი ლორწოვანი ექსუდატის მოცილებას სინუსებიდან, ხსნის შეშუპებისა და ანთების სიმპტომებს. ვერბასკუმის ექსტრაქტს - აქვს დამარბილებელი, ამოსახველებელი, სპაზმოლიზური ეფექტი. ხსნის ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის ანთებასა და შეშუპებას, ეფექტურია ძვლოვან ღრუებში სითხის დაგროვებით განპირობებული სახისა და თავის ტკივილის დროს. ფურისულას ექსტრაქტი - ხელს უწყობს მოციმციმე ეპითელიუმის სტიმულირებას და სეკრეტის გამოყოფის დაჩქარებას. აღადგენს ნორმალურ მუკოცილიარულ ტრანსპორტს. ხსნის ცხვირის ღრუს ობსტრუქციას. თუთია ხელს უწყობს ინტერფერონების გამომუშავების გაზრდას. ესაა ცილა, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის დაცვას ვირუსებით, ბაქტერიებით და სხვა მიკროორგანიზმებით ინფიცირებისას. თუთია ასევე ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას უჯრედში. სიფრთხილის ზომებიარ მიიღება თუ აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. დოზირება: მოზრდილებში 18 წლიდან მიიღება 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში. 12 წლიდან ექიმთან კონსულტაციის მიხედვით. გამოშვების ფორმა: შეფუთვა მუყაოს კოლოფში შეიცავს 20 კაფსულას, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად. შენახვის პირობებიინახება გრილ, მშრალ, მზისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 30°С- ისა. ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. საკვები დანამატი. არ არის მედიკამენტი. არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებს.

სერაფიქსი 20 მგ ტაბ. N30

მწარმოებელი ქვეყანა: ინგლისი გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო   შემადგენლობა : თითოეული ტაბლეტი შეიცავს: სერატიოპეპტიდაზა ...................20 მგ დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა 102, სახამებელი, დი-კალციუმის ფოსფატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, პოვიდონი K-30, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, აეროზოლი, რკინის რედოქსიდი. სერაფიქსი შეიცავს სერატიოპეპტიდაზას, რომელიც არის ბუნებრივი წარმოშობის პროტეოლიზური ფერმენტი და ახასიათებს ფიბრინოლიზური, ანთებისა და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება. სერატიოპეპტიდაზა ხელს უწყობს დაზიანებულ ქსოვილში ანთების და შეშუპების შემცირებას, ტკივილის შემსუბუქებას. ქსოვილების სწრაფ რეგენერაციას და შეხორცებას. სერატიოპეპტიდაზა მიღებულია არაპათოგენური Serratia E15 ენტერობაქტერიიდან. იგი ბლოკავს ანთბით ქსოვილებში ტკივილის მედიატორების გადმოსროლას, რაც განაპირობებს ტკივილის შემცირებას. სერატიოპეპტიდაზა ამცირებს კაპილარების განვლადობას და დილატაციას. კარგად აღწევს ანთების კერაში, ასუფთავებს ნეკროზულ ქსოვილებს და მათი დაშლის პროდუქტებს, ამცირებს ჰიპერემიას, აუმჯობესებს ანტიბიოტიკების შეღწევადობას და აქტივობას დაზიანებულ ქსოვილში. სერაფიქსი ამცირებს ცხვირის გამონადენის სიბლანტეს, რითაც ხელს უწყობს მათ მოცილებას. ასევე ხელს უწყობს ნახველის ადვილად მოცილებას ბრონქებში მიკროცირკულაციის გაუმჯობესების ხარჯზე. ჩვენება:
  • ყველა სახის ტრავმა და ქსოვილის დაზიანება
  • გამოიყენება როგორც დამხმარე თერაპია ანტიბიოტიკებთან და ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად
  • ანთებით გამოწვეული შეშუპება
  • ოპერაციის შემდგომი პერიოდი
დოზირება და მიღების წესიმოზრდილებში მიიღება 1 ტაბლეტი, დღეში ერთჯერ, ჭამის შემდეგ. სიფრთხილის ზომებიარ გადააჭარბოთ დღიურ რეკომენდებულ დოზას . უკუჩვენებაორსულობა და ლაქტაცია; ბავშვები 18 წლამდე, მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ. შენახვის პირობებიინახება მშრალ, მზისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 30°С- ისა. გამოშვების ფორმა: შეფუთვა შეიცავს 30 ტაბლეტს, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად. საკვები დანამატი. არ არის მედიკამენტი. არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებს.

სოლებრინი – სიროფი 100მლ. N1

ბუნებრივი ხველის საწინააღმდეგო საშუალება  -როგორც მშრალი, ასევეპროდუქტიული ხველის დროს  
რეკომენდებული სადღეღამისო დოზა
შემადგენლობა და დოზირება   ბავშვების ასაკი 1-3 წელი (2,5მლ) ბავშვებისასაკი 3-6 (5მლ) ბავშვების ასაკი 6-12 (10მლ) 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზრდილები (15მლ)
ისლანდიური ხავსის მშრალი ექსტრაქტი 35მგ 70მგ 140მგ 210მგ
ბალბას ალთე მშრალი ექსტრაქტი 25მგ 50მგ 100მგ 150მგ
მრავალძარღვას მშრალი ექსტრაქტი 15მგ 30მგ 60მგ 90მგ
ცვარიანას მშრალი ექსტრაქტი 15მგ 30მგ 60მგ 90მგ
კატისბრჭყალას მშრალი ექსტრაქტი 5მგ 10მგ 20მგ 30მგ
პროპოლისის თხევადი ექსტრაქტი 4მგ 8მგ 16მგ 24მგ
შემადგენლობა ისლანდიური ხავსის (CetrariaIslandica) მცენარის მშრალი ექსტრაქტი , ბალბას (Althea officinalis) ფესვის მშრალი ექსტრაქტი , მრავალძარღვას (Platago major) ფოთლების მშრალი ექსტრაქტი, ცვარიანას (Drozerarotundifolia) მცენარის მშრალი ექსტრაქტი , კატისბრჭყალას (Uncariafomentosa) მშრალი ექსტრაქტი, პროპოლისის თხევადი ექსტრაქტი, კალიუმის სორბატი და ნატრიუმის ბენზოატი (დამცავი საშუალებები). გამოყენება დოზირების გაზომვისთვის გამოიყენეთ საზომი ჭიქა, რომელზეც მონიშნულია მოცულობა. 1-3 წლის ბავშვები-2,5მლ დღეში ერთხელ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. 3-6 წლის ბავშვებში რეკომენდებულია დღეში 5მლ-ს გამოყენება, 6-12 წლის ბავშვებში დღეში ერთხელ 10მლ-ს გამოყენება, 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში – დღეში ერთხელ 15მლ-ს გამოყენება. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ!   გამოყენების შეზღუდვა: მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ორსულობის და ლაქტაციისპერიოდი-მხოლოდექიმთანკონსულტაციისშემდეგ.   გაფრთხილებები საკვებიდანამატი არგამოიყენოთსაკვებიდანამატიდაბალანსებულიდიეტისჩანაცვლებისთვის არგადააჭარბოთრეკომენდებულსადღეღამისოდოზას. პროდუქტიშეიძლებაშეიცავდესდამცავსაშუალებებს.   შეფუთვის ფორმა 100მლ სიროფი ფლაკონში   შენახვის პირობები შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბნელ ადგილას, კარგად დახურულ ორიგინალურ შეფუთვაში. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.   გამოშვების ფორმა: სოლებრინი: 100მლ სიროფი ფლაკონში შენახვის ვადა 2 წელი.

სოლეკარდი N30 კაფს

მწარმოებელი ქვეყანა: ლატვია გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო სოლეკარდი - საკვები დანამატი. ხასიათდება კარდიოპროტექტორული და ანგიოპროტექტორული მოქმედებით. შემადგენლობა
L-ასპარაგინი 200მგ
კუნელის მშრალი ექსტრაქტი 150მგ
კალიუმის ქლორიდი 50მგ
მაგნიუმის ოქსიდი 50მგ
ნივრის მშრალი ექსტრაქტი 20მგ
ვიტამინი B6 1.4მგ
 ფარმაკოლოგიური თვისებები: კუნელი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას მიოკარდიუმში, ზრდის გულის კუმშვით ძალას, არეგულირებს გულისცემის სიხშირეს, ხსნის ზეწოლის და სიმძიმის შეგრძნებას გულმკერდის არეში, ამცირებს ქოშინს ფიზიკური დატვირთვის დროს. ნივრის ექსტრაქტი ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების და ზრდის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების რაოდენობას. იწვევს ქოლესტერინის დონის დაქვეითებას სისხლში, ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას და თრომბის წარმოქმნას. კალიუმი ხელს უწყობს ნორმალური არტერიული წნევის შენარჩუნებას. ვიტამინი B6 ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების ნორმალურ ფორმირებას. მაგნიუმი ხსნის სისხლძარღვოვან სპაზმს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და არეგულირებს არტერიულ წნევას. ჩვენება
  • ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია
  •  მაღალი არტერიული წნევა
  • არითმია
  • კარდიომიოპათია
  • ტკივილი გულმკერდში
  • ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
დოზირება 1-2 კაფსულა დღეში ერთხელ ჭამის დროს. ორსულობა და ლაქატაცია : ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. უკუჩვენება: შემადგენელი კომპონენტის  მიმართ მომატებული მგრძნობელობა განსაკუთრებული მითითებები: საკვები დანამატი; არ გამოიყენოთ საკვები დანამატი ბალანსირებული და მნიშვნელოვანი კვების შემცვლელად; არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას; რეკომენდებულია 15-16 წლის ასაკიდან; შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას! შენახვის პირობები: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე სიბნელეში, კარგად დახურულ ორიგინალ შეფუთვაში.

სოლემაქს მემორი N30 კაფს.

მწარმოებელი ქვეყანა: ლატვია გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო სოლემაქს მემორი წარმოადგენს ამინომჟავების და მცენარეული ექსტრაქტების ინოვაციურ კომლექსს, რომელიც შექმნილია თავის ტვინის ფუნქციების გასაუმჯობესებლად.  სოლემაქს მემორი  ხელს უწყობს ნორმალური მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებას, აუბჯობესებს მიკროცირკულაციას,  დადებითად მოქმედებს მეხსიერებისა და  კოგნიტიურ უნარებზე. სოლემაქს მემორი  ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას, უზრუნველყოფს კუნთების და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
შემადგენლობა რეკომენდირებული დღიური დოზა  (1კაფსულა)
მაგნიუმის  ოქსიდი 150მგ (90მგ მაგნიუმი) – 24% of NRV*  
L-არგინინის ჰიდროქლორიდი 100 მგ
ფენილალანინი 100 მგ
გინკო ბილობას სტანდარტიზირებული  ექსტრაქტი (24% გინკოს ფლავონური გლიკოზიდები/6% ტერპენ ლაქტონები) 60 მგ    
ფოსფატიდილსერინი 30 მგ
*NRV – საცნობარო ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ შემადგენლობა მაგნიუმის ოქსიდი, L-არგინინის ჰიდროქლორიდი, ფენილალანინი, ჟელატინი (კაფსულის გარსი), სტანდარტიზირებული გინკო-ბილობას ფოთლების მშრალი ექსტრაქტი (24% გინკოს ფლავონური გლიკოზიდები/6% ტერპენ ლაქტონები), ინულინი (ბოჭკო), ფოსფატიდილსერინი, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები. დოზირება რეკომენდირებული დღიური დოზაა 1 კაფსულა დღეში. მიღების ჯერადობა შესაძლოა გაიზარდოს ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის შემდეგ. სიფრთხილის ზომები მომატებული მგრძნობელობა პროდუქტში შემავალი ინგრედიენტების მიმართ; არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც სრულფასოვანი და დაბალანსირებული კვების შემცვლელი; არ უნდა გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას. შენახვის წესი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე, ბნელ ადგილას, კარგად დახურულ ორიგინალ შეფუთვაში.

სოლვიტალ პრეგნაფოლი N30 კაფს

მწარმოებელი ქვეყან: ლატვია გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო სოლვიტალ პრეგნაფოლი  შეიცავს კვატრიფოლს, რომელიც წარმოადგენს მე-4 თაობის ფოლიუმის მჟავას. იგი ხელს უწყობს ორსულობის დროს უჯრედების დაყოფისა და ზრდის პროცესს, სისხლწარმოქმნას, ამინომჟავების სინთეზს,  იმუნური სისტემის  გაძლიერებას  და ნერვული სისტემის ნორმალურ   ფუნქციონირებას. კვატრიფოლი აბალანსებს  დედის  ფოლიუმზე გაზრდილს მოთხოვნას.  ორსულებში ფოლის მჟავას დეფიციტი  განაპირობებს ნაყოფში ნერვული მილის  განვითარების მანკების წარმოშობას. პროდუქტი განკუთვნილია  რეპროდუქციული  ასაკის ქალებისთვის. სასურველი ეფექტი მიიღწევა კვატრიფოლის 400 მკგ მიღებით ორსულობამდე 1 თვით ადრე და ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში. კვატრიფოლი ხელს უწყობს ჰომოცისტეინის ნორმალურ მეტაბოლიზმს და მონაწილეობს უჯრედების დაყოფის პროცესში. პროდუქტი არ შეიცავს გმო-, ლაქტოზას, გლუტენს და სხვა ალერგენებს.
შემადგენლობა რეკომენდებული დღიური დოზა (1 კაფსულა) NRV*
კვატრიფოლი ((6S)-5-მეთილტეტრაჰიდროფოლის მჟავა გლუკოზამინის მარილი). 400 მკგ 200%  
*NRV - საცნობარო ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ. შემადგენლობა კვატრიფოლი ((6S)-5-მეთილტეტრაჰიდროფოლის მჟავა გლუკოზამინის მარილი).   დამხმარე ნივთიერებები: ინულინი (ბოჭკო), ჟელატინის კაფსულის გარსი, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები. დოზირება რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის რეკომენდებული დღიური დოზაა 1 კაფსულა დღეში. დოზის გაზრდა შესაძლებელია ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის შემდეგ. სიფრთხილის ზომები მომატებული მგრძნობელობა პროდუქტში შემავალი ინგრედიენტების მიმართ; საკვები დანამატი არ გამოიყენება როგორც სრულფასოვანი და დაბალანსირებული კვების შემცვლელი; არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას. შენახვის წესი პროდუქტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას! ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბნელ ადგილას, კარგად დახურულ ორიგინალ შეფუთვაში.

სოლვიტალი მენოპაუზა N30

მწარმოებელი ქვეყანა: ლატვია გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო   სოლვიტალ მენოპაუზა ხელს უწყობს ჰორმონალური აქტივობის რეგულირებას, ცილოვან ცვლას,  გლიკოგენის   და  ჰომოცისტეინის ნორმალურ მეტაბოლიზმს,  ამცირებს  დაღლილობის შეგრძნებას. სოლვიტალ მენოპაუზა  უზრუნველყოფს  ძვლების სიმტკიცის შესარჩუნებას, კალციუმის და ფოსფორის ნორმალურ შეწოვას და გადანაწილებას.  ხელს უწყობს   ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, იცავს ორგანიზმს ოქსიდაციური სტრესისგან.  სოლვიტალ მენოპაუზა ამსუბუქებს მენოპაუზის სიმპტომებს, როგორიცაა ალები, ოფლიანობა, მოუსვენრობა და გაღიზიანება;  გააჩნია დამამშიდებელი მოქმედება. პროდუქტი არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს (გმო), ლაქტოზას, გლუტენს და სხვა ალერგენებს.
შემადგენლობა 2 კაფსულა შეიცავს NRV*
კალციუმის კარბონატი  (40% ელემენტარული კალციუმი) 400 მგ (160 მგ)   20 %
სოიოს თესლის ექსტრაქტი 50:1 (40 % იზოფლავონოიდები) 250 მგ -
წითელი სამყურას ექსტრაქტი 10:1 (8% იზოფლავონოიდი) 200 მგ -
ვიტამინი  E 10 მგ 83 %
ვიტექსის ნაყოფის ექსტრაქტი 4:1 6,8 მგ -
ვიტამინი B6 2 მგ 143 %
ფოლიუმის მჟავა 600 მკგ 300 %
ვიტამინი D3   15 მკგ 300 %
ვიტამინი B12 5 მკგ 200 %
*NRV - საცნობარო ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ. შემადგენლობა კალციუმის კარბონატი, სოიოს თესლის ექსტრაქტი 50:1 (40% იზოფლავონოიდი), წითელი სამყურას ექსტრაქტი 10:1 ( 8% იზოფლავონოიდი), ჟელატინის კაფსულის გარსი, ბოჭკოვანი ინულინი, ვიტამინი E, (D ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი), ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, ვიტექსის (ვიტექს აგნუს კასტუსი) ნაყოფის ექსტრაქტი 4:1, ვიტამინი D3  (ქოლეკალციფეროლი), ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი),  ფოლის მჟავა (პტერიოლმონოგლუტამინის მჟავა), ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი). გამოყენების წესი ქალებისთვის 45 წლიდან და ზემოთ  რეკომენდებულია 2  კაფსულა, დილით და საღამოს  ჭამის შემდეგ. გამოყენების ხანგრძლოვობა 6 თვე. გაფრთხილება მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) პროდუქტის ზოგიერთი ინგრედიენტის მიმართ; არ გამოიყენოთ საკვები დანამატი, როგორც დაბალანსებული და სრულფასოვანი კვების შემცვლელი; არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. შენახვის წესი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას! შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე ორიგინალ  შეფუთვაში, მზის პირდაპირი სხივების თავიდან აცილების მიზნით.

სტრესნოლი კაფს. N15

ბუნებრივი კომპონენტებისსგან შემდგარი დამამშვიდებელი საშუალება, რომელიც უზრუველყოფს  ნერვულ სისტემის გაძლიერებას, შრომისუნარიანობის, გუნება განწყობილობის ამაღლებას და მშვიდ ძილს. შემადგენლობა : ტრიფტოფანი -100 მგ მაგნიუმი ოქსიდი  - 150 მგ სვიის მშრალი ექსტრაქტი -  30 მგ კაკაოს მშრალი ექსტრაქი - 50მგ ვალერიანის მშრალი ექსტრაქტი -  60 მგ                           L- ტრიფტოფანი ადამიანის ტვინისთვის აუცილებელი ამინომჟავაა, რომელიც წარმოადგენს ნეირომედიატორს გუნება-განწყობილების ასამაღლებლად. არეგულირებს ნერვული სისტემის წონასწორობას, ფიზიკურ სტაბილურობას, ხასიათს და ძილს. მაგნიუმის ოქსიდი- ასტიმულირებს ნერვული უჯრედის მემბრანას, ორგანიზმს ეხმარება Cu, Na, K იონების წონასწორობის შენარჩუნებაში. ადუნებს გლუვ მუსკულატურას, ხსნის ტკივილის შეგრძნებას და სპაზმს, არეგულულირებს არტერიულ წნევას. სვია უძველესი ხალხური სამკურნალო საშუალებაა. სვიის გირჩების ექსტრაქტი   შეიცავს: ლუპულინს, ქოლინს, ეთერზეთებს, ფლავონოიდებს,  ლეიკოციანიდინს, კუმარინებს, B1, B3, B6, PP ვიტამინებს, მიკრო და მაკროელემენტებს. სვიას ახასიათებს ნეიროტროპული მოქმედება.  ყველაზე აქტიურად იგი გამოყენება, როგორც  დამამშვიდებელი და საძილე საშუალება. კაკაოს ექსტრაქტი- აუჯობესებს გუნება -განწყობილებას.მასში შემავალი აქტიური ნივთიერება, თეობრომინი,აფართოებს სისხლძარღვებს, ამარაგებს ორგანიზმს ჟანგბადით და უზრუნველყოფს მდგრადობას სხვადასხვა გამაღიზიანებლების მიმართ. ვალერიანის ექსტრაქტი- გამოიყენება თავის ტკივილის პრეკლიმაქტერული და კლიმაქტერული პერიოდის დარღვევის დროს. მიღების წესი და დოზირება : 1 კაფსულა დღეში ერთჯერ გვერდითი მოქმედება პრეპარატი კარგად გადაიტანება, პრეპარატის რეკომენდებული დოზების გამოყენებისას გვერდითი მოქმედება არ ვლინდება. უკუჩვენება ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. განსაკუთრებული მითითებები: მიიღება 12 წლიდან ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში საკვების ამ ბიოლოგიურად აქტიური დანამატის გამოყენების საკითხის განხილვა უნდა მოხდეს თქვენ ექიმთან. არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. ვარგისიანობის  ვადა  და შენახვა ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

უროგენ ფორტე კაფს. N30

მწარმოებელი ქვეყანა: ინგლისი გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო   შემადგენლობა : 1 კაფსულა შეიცავს : D-Mannose - D-მანოზა -------------------------------------------600 მგ Cranberry fruit Extract (Vaccinium Macrocarpon) მსხვილი შტოშის ნაყოფის ექსტრაქტი -------------------------100 მგ Zea May ( Silk of the corn ) -სიმინდის ულვაში -----------------15 მგ Bergenia Ligulata leaves - ჩაგირის ფოთლები - ---------------- 50 მგ Bearberry fruit - დათვის კენკრის ნაყოფი --------------------50 მგ Rosmarinus Officinalis leaves როზმარინის ფოთლები------ 25 მგ დამხმარე ნივთიერებები : მზესუმზირის ზეთი, ტალკი, სილიციუმის ოქსიდი, ბუტილირებული ჰიდროქსი ანისოლი, ბუტილირებული ჰიდროქსი ტოლუოლი(BTH), მეთილ პარაბენ ნატრიუმი (MPS), პროპილ პარაბენ ნატრიუმი (PPS), გლიცერინი, ჟელატინი. საკვების მფერავი ნივთიერებები. უროგენ ფორტე წარმოადგენს ეფექტურ კომბინაციას უროლოგიური პრობლემების დროს. D-მანოზა ( D-Mannose) ამცირებს საშარდე სისტემის ინფექციების განმეორების რისკს. D-მანოზა არის უსაფრთხო ხანგრძლივი დროით გამოყენებისას, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. ერთეული სისხლდენის ეპიზოდებით ან საშარდე სისტემის ინფექციებისას საჭიროებს რამოდენიმე დღიან მკურნალობას. მსხვილი შტოშის ნაყოფის ექტრაქტი ( Vaccinium Macrocarpon ) გამოიყენება საშარდე გზების ინფექციების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის. კვლევებით დამტკიცებულია, რომ შტოშის მოქმედების მექანიზმი ხელს უშლის ბაქტერიების ადჰეზიას შარდსასქესო სისტემის ეპითელიუმზე. შტოში არის უსაფრთხო, აპრობირებული მცენარეული საკვები დანამატი. სიმინდის ულვაში (Silk of the Corn) გააჩნია მსუბუქი შარდმდენი ეფექტი, შარდის ბუშტის, ურეთრის, თირკმელებისა და პროსტატის გაღიზიანების დროს. გამოიყენება ხშირი და მტკივნეული შარდვისას. სიმინდის ულვაში წარმოადგენს ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებას ცისტიტების დროს, შლის თირკმლის კენჭებს. იგი შეიცავს ფლავონოიდებს, ცხიმოვან მჟავებს, ალკალოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს და საპონინებს. ჩაგირის ფოთლებს ( Bergenia Ligulata) გააჩნია სპაზმოლიზური, შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და დამამშვიდებელი ეფექტი, ხელს უწყობს შარდ-სასქესო სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. დათვის კენკრა ( Bearberry fruit ) ხასიათდება გამოხატული ანტისეპტიკური ეფექტით თირკმელებზე და საშარდე გზებზე. გააჩნია და მადეზინფიცირებელი ეფექტი. წმენდს თირკმელებს და საშარდე გზებს ნალექისგან, აქტიურად ებრძვის ინფექციის გამომწვევ აგენტებს. როზმარინს ( Rosmarinus Officinalis) არის ბუნებრივი და ეფექტური ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ძველ დროში როზმარინს წვავდნენ ავადმყოფის ოთახში, რადგან ითვლებოდა, რომ მისი მძაფრი არომატი მოქმედებს როგორც სადეზინფექციო საშუალება და ანადგურებს მიკრობებს. ჩვენება : საშარდე გზების მორეციდივე ინფექციების დროს, როგორც დამხმარე სამკურნალო საშუალება. მიღების წესი და დოზირება : 1 კაფსულა 2-3 ჯერ დღეში, დოზის კორექცია შესაძლებელია ექიმის დანიშნულებისამებრ. შეფუთვა30 კაფსულა, 3 ბლისტერი- თითოეულზე 10 კაფსულა. სიფრთხილის ზომებიმომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ, არ გადააჭარბოთ დღიურ რეკომენდებულ დოზას . უკუჩვენებებიორსულობა და ლაქტაცია, მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ. შენახვის პირობებიინახება მშრალ, მზისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 30°С-ისა. შენახვის ვადა2 წელი საკვები დანამატი. არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებს.

ფაროენზიმი HB N 20 ტაბ

მონო ან კომპლექსური თერაპია ნაწილობრივი ან სრული ფერმენტული დეფიციტის დროს. ორი ტაბლეტის შემადგენლობაში შედის აქტიური ინგრედიენტები დიასტაზა A.oryzae  200 მგ გააქტივებული ნახშირი  150 მგ პაპაინი  120 მგ   ფაროენზიმ ეიჩ ბის ზუსტად ბალანსირებული კომბინაცია უზრუნველყოფს ზოგიერთი ფერმენტების  ნაწილობრივი ან სრული დეფიციტის დროს საკვების ნორმალურ გადამუშავებას.   ფერმენტი დიასტაზა  მიიღება Aspergillius oryzae (A.oryzae )  შტამის კულტივირებით .   იგი შეიცავს ამილაზების ორ ტიპს , კერძოდ   ალფა ამილაზას და ბეტა ამილაზას. ამ ამილაზებს გააჩნიათ სახამებლის გადამამუშავებელი ძლიერი მოქმედება. აგრეთვე გამოირჩევა გარკვეული პროტეაზული და ლიპაზური   აქტივობით ალფა ამილაზა ავლენს მაღალ ეფექტურობას როგორ კუჭის წვენის მჟავა, ასევე ნაწლავების ტუტე გარემოში ph 3.5 – 8.5 გარემოში და ასტიმულირებს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების დაშლას.   პაპაინი –პროტეოლიზური ფერმენტი Carica Papaya, წარმოადგენს დაუმწიფებელი ხილის წვენიდან დამზადებული ენზიმების ნარევს. იგი ძირითადად პროტეოლიზურ  ფერმენტებს:  პაპაინს და ქიმოპაპაინს, რომლებიც ახდენენ პოლიპეპტიდების, ამიდების და ეთერების ჰიდროლიზს. მისი მოქმედება წააგავს ბუნებრივი ფერმენტული პეფსინის მოქმედებას. პაპაინის უპირატესობა პეფსინთან შედარებით იმაში მდგომარეობს, რომ იგი აქტიურია როგორც მჟავა ისე ტუტე გარემოში.   გააქტივებული ნახშირი  ძლიერი ადსორბენტი და დეტოქსიკანტი ნივთიერებაა . მისი ფორებიანი ზედპირი შთანთქავს აირს და არა საკმარისად ხსნად ნივთიერებებს . იგი ამცირებს ნაწლავში აირების მოცულობას და ამით იწვევს მეტეორიზმის და აბდომინური შებერვის სიმპტოემბის შემცირებას . იგი ნაჩვენებია მეტეორიზმის, დიარეის და გასტრო–ინტესტინური დისტრესის მოსახსნელად, რომლებიც დაკავშირებულია საჭმლის მონელების დარღვევასთან და რომელსაც თან ახალავს სპაზმები და სუნი   ჩვენება:
  • მონო ან კომპლექსური თერაპია გამოწვეული ნაწილობრივი ან სრული ფერმენტული დეფიციტის დროს. (ქრონიკული პანკრეატიტი, ქრონიკული გასტრიტი, ენტეროკოლიტი, თირკმლების პათოლოგია)
  • კუჭის გადავსების შეგრძნება, გულისრევა, რეგურგიტაცია გამოწვეული არასწორი კვებით ან ზედმეტი საკვებით.
  • კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ჰიპომოტორიკია
  • საჭმლის მონელების დარღვევის ისეთი სიმპტომები, რომლებიც
  • გამოხატულია დისპეფსიით , შებერვით , ბოყინით , მეტეორიზმით , აბდომინური
  • დისკომფორტით  და  სიმძიმის შეგრძნებით.
  • პრეპარატი გამოყენება მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფიული  და ენდოსკოპიური კვლევის წინ.
  უკუჩვენება მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. ორსულობა და ლაქტაცია: ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. დოზირება მოზრდილებში 1- 2 ტაბლეტი დღეში ან ექიმის რეკომენდაციით.

ფლექსუსი N30 კაფს

შემადგენლობა ფლექსუსის აქტიური ნივთიერება BioCell Collagen II, წარმოადგენს დაბალმოლეკულური მასის მქონე ნატურალური ინგრედიენტების კომპლექსს, რომელიც მიღებულია კომპანია “BioCell Technology” -ის მიერ შემშავებული ინოვაციური და დაპატენტებული ტექნოლოგიით.   ფლექსუსის 2 ტაბლეტი შეიცავს 1000 მგ BioCell Collagen II . მის შემადგენლობაში შედის :
  • ჰიდროლიზირებული კოლაგენი ტიპი II 600მგ
  • ჰიალურნის მჟავა 100 მგ
  • ქონდრიოტინის სულფატი 200 მგ
  • პროტეოგლიკანები 38 მგ
  • ხრტილის მატრიქსის გლიკოპროტეინები
  ჩვენებები ხერხემლისა და სახსრების ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციული პროცესები:
  • ოსტეოართრიტი;
  • პირველადი და მეორადი ოსტეოართროზი;
  • ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული ცვლილებები:
ოსტეოქონდროზი (დორსოპათია), სპონდილოზი;
  • ასაკობრივი ცვლილებები სახსრებში (მკურნალობა/პროფილაქტიკა)
  • ტრავმები, მიკროტრავმები, მოტეხილობები
  BioCell Collagen II ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით, რამდენადაც იგი ბუნებრივი წარმოშობის პროდუქტია (მიღებულია წიწილის მკერდის ხრტილისგან)
  • ფლექსუსი ადვილად აბსორბირდება ხრტილში;
  • ხრტილოვან ქსოვილიში აღადგენს დარღვეულ მეტაბოლურ პროცესებს;
  • ფლექსუსი უზრუნველყოფს ხრტილის სტრუქტურის რეგენერაციას, ჰიდრატაციასა და ელასტიურობას;
  • ასტიმულირებს ჰიალურონის მჟავის წარმოქმნას;
  • აღადგენს სინოვიალური სითხის მოცულობასა და სიბლანტეს;
  • ამცირებს სახსროვანი ზედაპირის ცვეთას;
  • გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება;
  • ფლექსუსი ამცირებს ტკივილს სახსარში;
  მიღების წესები და დოზები 2 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში, გარკვეული რაოდენობის სითხის დაყოლებით. მკურნალობის კურსი შეადგენს 2-3 თვეს. ორი თვის შემდეგ შესაძლებელია კურსის გამეორება.   გვერდითი მოვლენები ვლინდება ძალიან იშვიათად, დოზის გადაჭარბების ან პრეპარატის შემადგენელი ინგრედიენტების მიმართ ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.   ორსულობა და ლაქტაცია ფლექსუსის მიღების დაწყებამდე, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.