Showing 25–36 of 53 results
ლისტოლაკი ორალური სუსპ N10
მწარმოებელი ქვეყანა: ინდოეთი
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შემადგენლობა:
ყოველი 5 მლ პერორალური სუსპენზიის მინი ბოთლი შეიცავს:
Bacillus clausii UBBC-07
გაწმენდილი წყალი
მკურნალობასთან ერთად გამოსაყენებლად.
ჩვენებები და გამოყენება:
ლისტოლაკი ნაჩვენებია:
ანტიბიოტიკებთან ასოცირებული დიარეის კონტროლი (AAD): ანტიბიოტიკების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა იმ ორგანიზმების განადგურება, რომლებიც საჭიროა საჭმლის მომნელებელი სისტემის შესანარჩუნებლად.
ნაწლავის ბაქტერიული ფლორის დარღვევები: ლისტოლაკი უზრუნველყოფს ნაწლავის ტრაქტის მხარდაჭერას ნორმალური ფლორის აღდგენით და ეხმარება არასასურველ ბაქტერიებთან ბრძოლაში, რომლებიც იწვევენ დიარეას.
დოზირება და მიღების წესი:
შეყვანის გზა: პერორალური
დოზირება:
მოზრდილები: 2-3 მინი ბოთლი 5მლ/დღეში
ბავშვები: 1-2 მინი ბოთლი 5მლ/დღეში
გამოყენება რეგულარული ინტერვალებით (3-4 საათი)
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზებს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ადმინისტრირების მეთოდი:
ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲐᲛᲓᲔ ᲙᲐᲠᲒᲐᲓ ᲨᲔᲐᲜᲯᲦᲠᲘᲔᲗ.
არ ჩაიტაროთ ინექცია.
მიიღეთ შიგთავსი ისე, როგორც არის ან განზავდეს წყალში ან სხვა სასმელში (მაგ. რძე, ჩაი, ფორთოხლის წვენი).
გახსნის შემდეგ პრეპარატი უნდა იქნას მიღებული ძალიან მოკლე დროში, რათა თავიდან იქნას აცილებული სუსპენზიის გაუარესება.
შენახვის ვადა:
გაუხსნელ ჭურჭელში: 24 თვე (2 წელი).
კონტეინერის გახსნის შემდეგ: უნდა იქნას მოხმარებული ძალიან მოკლე დროში სუსპენზიის ხარისხის გაუარესების თავიდან ასაცილებლად.
შენახვა:
ინახება 25C-ზე დაბალ ტემპერატურაზე მშრალ ადგილას. დაიცავით მზის პირდაპირი სხივებისგან. არ გაყინოთ. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მედეოზინ-დუო 10მგ/5მგ N20
მწარმოებელი ქვეყანა: ინდოეთი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
ნატრიუმის მონტელუკასტის და ლევოცეტირიზინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტები
შემადგენლობა:
თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
ნატრიუმის მონტელუკასტი USP
ექვივალენტური მონტელუკასტის 10მგ
ლევოცეტირიზინის ჰიდროქლორიდი 5მგ
დამხმარე ნივთიერებები q.s.
საღებავი: რკინის ოქსიდი წითელი, რკინის ოქსიდი ყვითელი და ტიტანის დიოქსიდი BP
შემადგენლობა:
თითოეული შემოუგარსავი დისპერსიული ტაბლეტი შეიცავს:
ნატრიუმის მონტელუკასტი USP
ექვივალენტური მონტელუკასტის 4მგ
ლევოცეტირიზინის ჰიდროქლორიდი 2.5მგ
დამხმარე ნივთიერებები q.s.
საღებავი: რკინის ოქსიდი ყვითელი
აღწერა:
ნატრიუმის მონტელუკასტი არის სელექციური და პერორალურად აქტიური ლეიკოტრიენის რეცეპტორის ანტაგონისტი, რომელიც აინჰიბირებს ცისტეინილურ ლეიკოტრიენს (CysLT1), რეცეპტორს. ლევოცეტირიზინი არის ცეტირიზინის R-ენანთიომერი. ლევოცეტირიზინი არის პერორალურად აქტიური, ძლიერი, სელექციური და ხანგრძლივად მოქმედი H1-ჰისტამინის რეცეპტორის ანტაგონისტი ანტიქოლინერგიული მოქმედების გარეშე. ბოლო დროს ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა, რომ ალერგიული რინიტების ანტილეიკოტრიენებით (მონტელუკასტი) და ანტიჰისტამინებით (ლევოცეტირიზინი) მკურნალობისას ავლენს სიმპტომების გაუმჯობესებას რინიტის სიმპტომების ზომიერ გაუმჯობესებასთან შედარებით თითოეულის მიღებისას ცალ-ცალკე .
მოქმედების მექანიზმი:
მონტელუკასტი
მონტელუკასტი სელექციურად ახდენს ლეიკოტრიენ D4 (LTD4) ანტაგონიზმს ცისტეინილურ ლეიკოტრიენის რეცეპტორზე, CysLT1, ადამიანის სასუნთქ გზებში. მონტელუკასტი აინჰიბირებს LTD4 მომქედებას CysLT1 რეცეპტორზე, რაც ხელს უშლის სასუნთქი გზების შეშუპებას, გლუვი კუნთების კუმშვას და სქელი ბლანტი ნახველის გაძლიერებულ გამოყოფას.
ლევოცეტირიზინი
ლევოცეტირიზინი კონკურენციას უწევს ჰისტამინს H1-რეცეპტორთან კავშირში ეფექტორის უჯრედის ზედაპირზე, რაც იწვევს ჰისტამინური ედემას, ანთების და პრურიტის დათრგუნვას. სედაციის დაბალ სიხშირეს შეიძლება თან ახლდეს ცეტირიზინის შემცირებული შეღწევა ცნს-ში ნაკლებად ლიპოფილური კარბოქსილური ჯგუფის შედეგად ეთილამინის გვერდით ჯაჭვზე.
ფარმაკოლოგია:
ფარმაკოდინამიკა
მონტელუკასტი
მონტელუკასტი იწვევს სასუნთქი გზების ცისტეინილური ლეიკოტრიენული რეცეპტორების ინჰიბირებას, როგორც გამოვლენილია მისი უნარი აინჰიბიროს ბრონქოკონსტრიქცია შესუნთქული LTD4 -ს გამო ასთმით დაავადებულ პირებში. 5მგ დოზა იწვევს LTD4 ინდუცირებული ბრონქოკონსტრიქციის არსებითი ბლოკადას.
ლევოცეტირიზინი
ლევოცეტირიზინი (R) ცეტირიზინის ენანთიომერი არის პერიფერული H1- რეცეპტორების ძლიერი და სელექციური ანტაგონისტი . კვლევებმა გამოავლინეს რომ ლევოცეტირიზინს გააჩნია მაღალი აფინობა ადამიანის H1-რეცეპტორთან (Ki=3.2 ნმოლ/ლ). ლევოცეტირიზინს გააჩნია 2-ჯერ მაღალი აფინობა ცეტირიზინთან შედარებით (Ki=6.3 ნმოლ/ლ). ლევოცეტირიზინი ემიჯნება H1-რეცეპტორს ნახევარგამოყოფის პერიოდით 115±38 წთ. ფარმაკოდინამიკურმა კვლევებმა ჯანმრთელ მოხალისეებში გამოავლინა რომ დოზის ნახევარის მიღებისას ლევოცეტირიზინს გააჩნია შედარებითი აქტივობა ცეტირიზინთან როგროც კანზე, ასევე ცხვირში.
ფარმაკოკინეტიკა
მონტელუკასტი
შეწოვა
10მგ ტაბლეტის მიღების შემდეგ უზმოზე მოზრდილებში, საშუალო პიკური პლაზმური მონტელუკასტის კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა 3-4 სთ -ში (Tmax). საშუალო პერორალური ბიოშეღწევადობა არის 64%. პერორალურ ბიოშეღწევადობაზე და Cmax -ზე არ ახდენს გავლენას სტანდარტული საკვები დილით.
დისტრიბუცია
მონტელუკასტი 99%-ით უკავშირდება პლაზმურ ცილებს. დისტრიბუციის მოცულობის წონასწორული მდგომარეობა საშუალოდ 8-11 ლ-ა.
მეტაბოლიზმი
მონტელუკასტი ჭარბად მეტაბოლიზდება. თერაპიული დოზების კვლევებში მონტელუკასტის მეტაბოლიტების პლაზმური კონცენტრაციები აღმოუჩენადია წონასწორულ მდგომარეობაში მოზრდილებში და პედიატრიულ პაციენტებში.
ელიმინაცია
მონტელუკასტის პლაზმური კლირენსია საშუალოდ 45მლ/წთ ჯანმრთელ მოზრდილებში.
ლევოცეტირიზინი
ლევოცეტირიზინის ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია დოზასთან და არ არის დროზე დამოკიდებული . ფარმაკოკინეტიკური პროფილი მსგავსია ერთი ენანთიომერის ან ცეტირიზინის სახით მიღების პროფილის. აბსორბციის და ელიმინაციის პროცესში არ ხდება ქირალური ინვერსია.
აბსორბცია
ლევოცეტირიზინი სწრაფად და ჭარბად აბსორბირდება პერორალური მიღების შემდეგ. პიკური პლაზმური კონცენტრაციები მიიღწევა დოზირებიდან 0.9 სთ-ში. წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა ორ დღეში. პიკური კონცენტრაციები 270 ნგ/მლ და 308 ნგ/მლ-ა ერთჯერადი და განმეორებითი 5მგ დღეში ერთხელ დოზირებისას, შესაბამისად. აბსორბციის ფართობი დოზაზე არ არის დამოკიდებული და არ იცვლება საკვების მიღებით, მაგრამ პიკური კონცენტრაციები მცირდება და გვიანდება.
დისტრიბუცია
ადამიანებში არ არსებობს მონაცემები ქსოვილებში დისტრიბუციის შესახებ. ლევოცეტირიზინი 90%-ით უკავშირდება პლაზმურ ცილებს. ლევოცეტირიზინის დისტრიბუცია შეზღუდულია, ვინაიდან დისტრიბუციის მოცულობა არის 0.4 ლ/კგ.
ბიოტრანსფორმაცია
ლევოცეტირიზინის მეტაბოლიზმი ადამიანებში დოზის 14%-ზე ნაკლებია და ამიტომ გენეტიკური პოლიმორფიზმის ან ფერმენტების ინჰიბიტორების თანმხლები მიღებით გამოწვეული განსხვავებები არ არის მოსალოდნელი. მეტაბოლური გზა მოიცავს არომატულ ოქსიდაციას, N-და O-დეალკილაციას და ტაურინის კონიუგაციას. დეალკილაციის გზები ძირითადად განპირობებულია CYP 3A4-ით მაშინ, როდესაც არომატული ოქსიდაცია მოიცავდა მრავლობით და/ან განუსაზღვრელ CYP იზოფორმებს. ლევოცეტირიზინს არ გააჩნია ეფექტი CYP იზოფერმენტების 1A2, 2C9, 2C19, 2D6, 2E1 და 3A4 მოქმედებაზე პიკურ კონცენტრაციებზე მაღალი კონცენტრაციებით, რომელიც მიღწეულია 5 მგ პერორალური დოზის მიღების შემდეგ. მისი დაბალი მეტაბოლიზმის და მეტაბოლიზმის ინჰიბირების პოტენციალის არარსებობის გამო, ლევოცეტირიზინის ურთიერთქმედება სხვა ნივთიერებებთან, ან პირიქით არ არის მოსალოდნელი. პლაზმური ნახევრაგამოყოფის პერიოდი მოზრდილებში არის 7.9+1.9 სთ.საშუალო საერთო კლირენსია 0.63 მლ/წთ კგ. ლევოცეტირიზინის დამეტაბოლიტების ექსკრეციის ძირითად გზას წარმოადგენს შარდი, დოზის საშუალოდ 85.4%. ფეკალიებში ექსკრეცია დაახლოებით 12.9%. ლევოცეტირიზინი გამოიყოფა გორგლოვანი ფილტრაციით და აქტიური მილაკოვანი სეკრეციით.
ჩვენებები:
ნატრიუმის მონტელუკასტის დალვეოცეტირიზინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტები ინიშნება ალერგიული რინიტების სიმპტომების შესამსუბუქებლად (სეზონური ან პერენიალური), სეზონური ალერგიული რინიტების პროფილაქტიკის და ასთმის და ალერგიული რინიტების სამკურნალოდ 1 5წლის ასაკის პაციენტებში.
ნატრიუმის მონტელუკასტის და ლევოცეტირიზინის ჰიდროქლორიდის დისპერსიული ტაბლეტები ინიშნება ალერგიული რინიტების სიმპტომების შესამსუბუქებლად (სეზონური და პერენიალური) , სეზონური ალერგიული რინიტების პროფილაქტიკის და ასთმის და ალერგიული რინიტების სამკურნალოდ 2-5 წლის ასაკის პაციენტებში.
დოზირება:
მოზრდილები (>15 წლის): ნატრიუმის მონტელუკასტის და ლევოცეტირიზინის ჰიდროქლორიდის ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ. ბავშვებში (2-5 წლის): ნატრიუმის მონტელუკასტის დალევოცეტირიზინის ჰიდროქლორიდის დისპერსიული ტაბელტის ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ. კლინიკური მონაცემების გამო მოცემული პროდუქტის მიღება 2 წლამდე ასაკის ჩვილებში არ არის რეკომენდებული.
უკუჩვენებები:
ნატრიუმის მონტელუკასტი და ლევოცეტირიზინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტები უკუნაჩვენებია პაციენტებში ცნობილი ჰიპერმგრძნობელობით მონტელუკასტის, ლევოცეტირიზინის ან ცეტირიზინის ან სხვა დამხმარე ნივთიერებების მიმართ. იგი ასევე უკუნაჩვენებია პაფიენტებში თირკმლის მწვავე დისფუნქციით <10მლ კრეატინინის კლირენსის დროს. პაციენტებში იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით გალაქტოზას აუტანლობით, ლაპ ლაქტაზას დეფიციტით ან გლუკოზა გალაქტოზას მალაბსორბციით დაუშვებელია მოცემული პრეპარატის მიღება.
სიფრთხილის განსაკუთრებულიზომები:
მონტელუკასტი
ეოზინოფილური მდგომარეობა
იშვიათად, მონტელუკასტით მკურნალობისას პაციენტებში შეიძლება არსებობდეს ეოზინოფილია, ზოგჯერ ვასკულიტის კლინიკური თვისებებით, რაც შეესაბამება ჩურგ-სტრაუსის სინდრომს, მდგომარეობას, რომელიც ხშირად იკურნება სისტემური კორტიკოსტეროიდებით. მსგავსი მოვლენები როგროც წესი მაგრამ არა ყოველთვის ასოცირდება პერორალური კორტიკოსტეროიდების თერაპიის შემცირებასთან.
ლევოცეტირიზინი
პაციენტები უნდა მოერიდონ ისეთ საქმიანობას, რაც საჭიროებს სრულ გონებრივ დაძაბულობას, როგორიცაა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა ლევოცეტირიზინით მკურანლობისას. სიფრთხილის ზომებია საჭირო ალკოჰოლის მიღებისას და ასევე ცნს დეპრესანტების მიღებისას.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
მონტელუკასტი
პრეპარატების ურთიერთქმედების კვლევაში, მონტელუკასტის რეკომენდებული კლინიკურ დოზას არ გააჩნია კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტები შემდეგი პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე: თეოფილინი, პრედნიზონი, პრედნიზოლონი, პერორალური კონტრაცეპტივები (ნორეთინდრონი 1მგ/ეთინილ ესტრადიოლი 35 მკგ), ტერფენადინი, დიგოქსინი და ვარფარინი. მიუხედავად იმისა, რომ არ ჩატარებულა დამატებითი სპეციფიური ურთიერთქმედების კვლევები, მონტელუკასტი გამოიყენებოდა ხშირად გამოწერილი პრეპარატების ფართო დიაპაზონთან ერთად კლინიკურ კვლევებში, კლინიკური გვერდითი ურთიერთქმედების არსეობის გარეშე. მოცემული პრეპარატებია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, სედაციური ჰიპნოზური საშუალებები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ბენზოდიაზეპინები, და დეკონგესტანტები. ფენობარბიტალი, რომელიც აინდუცირებს ღვიძლის მეტაბოლიზმს, ამცირებდა მომონტელუკასტის AUC-ს დაახლოებით 40% მონტელუკასტის 10მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ. არ არის რეკომენდებული მონტელუკასტის დოზის კორექცია. საჭიროა სათანადო კლინიკური მონიტორინგი, როდესაც ციტოქრომ P450 ფერმენტის ინდუქტორები როგორიცაა ფენობარბიტალი ან რიფამპიცინი , მიიღება მონტელუკასტთან ერთად.
ლევოცეტირიზინი
ინ ვიტრო მონაცემები მიუთითებს, რომ ლევოცეტირიზინი არ წარმოქმნის ფარმაკოკინეტიკურ ურთიერთქმედებას ღვიძლის პრეპარატის მეტაბოლიზირებადი ფერმენტების ინჰიბირებით ან ინდუქციით. არ ჩატარებულა ინ ვივო პრეპრატების ურთიერთქმედების კვლევები ლევოცეტირიზინზე. პრეპარატების ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა რაცემული ცეტირიზინით. ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების კვლევები ჩატარებული რაცემული ცეტირიზინით გამოავლინა რომ ცეტირიზინი არ ურთიერთქმედებს ანტიპირინთან, ფსევდოეფედრინთან, ერითრომიცინთან, აზითრომიცინთან, კეტოკონაზოლთან და ციმეტიდინთან. შეინიშნებოდა ცეტირიზინის კლირენსის მცირედით (16%) შემცირება, რაც გამოწვეულია თეოფილინის 400მგ დოზით. შესაძლებელია თეოფილინის მაღალ დოზებს ჰქონდეთ უფრო მეტი ეფექტი. რიტონავირი ზრდიდა ცეტირიზინის პლაზმურ AUC-ს დაახლოებით 42%-ით, რასაც თან ახლდა ნახევრაგმოყოფის პერიოდის მომატება (53%) და ცეტირიზინის კლირენსის (29%) შემცირება. რიტონავირის განლაგებაზე არ ახდენდა გავლენას ცეტირიზინის მიღება.
თირკმლის დისფუნქცია: ვინაიდან ლევოცეტირიზინი ძირითადად გამოიყოფა შარდში, შესაძლებელია საჭირო იყოს დოზის კორექცია პაციენტებში თირკმლის დისფუნქციით. მოცემული კომბინაციის გამოყენება უდნა მოხდეს სიფრთხილით მსგავს პაციენტებში.
ღვიძლის დისფუნქცია: ვინაიდან მონტელუკასტი ძირითადად გამოიყოფა ნაღველში სიფრთხილეა საჭირო მოცემული კომბინაციის დანიშვნისას პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას.
ორსულობა და ლაქტაცია
მონტელუკასტი
ხშირი გვერდითი ეფექტები მოიცავს დისპეფსიას, მუცლის ტკივილს, გამონაყარს, თავრუსხვევას, თავის ტკივილს, დაღლილობას, ცხელებას, ტრავმას, ხველას , ცხვირის დახშობას.
ლევოცეტირიზინი
ლევოცეტირიზინის გამოყენება ასოცირდებოდა ძილიანობასთან, დაღლილობასთან, ნაზოფარინგიტთან, პირის სიმშრალესთან და ფარინგიტთან პაციენტებში 12 წლის ასაკიდან. შემდგომი არახშირი მოვლენები, როგორიცაა ასთენია ან მუცლის ტკივილი ასევე შეინიშნებოდა.
ჭარბი დოზირება:
მონტელუკასტი
ადგილი ჰქონდა მწვავე მონტელუკასტის ჭარბი დოზირების შემთხვევებს პოსტმარკეტინგული გამოყენებისას და კლინიკურ კვლევებში. შეტყობინებები მოიცავს მოზრდილებში და ბავშვებში 1000მგ დოზის მიღებას. კლინიკური და ლაბორატორიული აღმოჩენები შეესაბამებოდა მოზრდილებსა და პედიატრიულ პაციეტნებში უსაფრთხოების პროფილს. არ შეინიშნებოდა გვერდითი მოვლენები ჭარბი დოზირების უმეტეს შემთხვევებში. ყველაზე ხშირად განვითარებული მოვლენები შეესაბამებოდა მონტელუკასტის უსაფრთხოების პროფილს და მოიცავდა მუცლის ტკივილს, ძილიანობას, წყურვილს, თავის ტკვივილს, ღებინებას და ფსიქომოტორულ ჰიპერაქტივობას. უცნობია მონტელუკასტი გამოდის თუ არა პერიტონეალური დიალიზით ან ჰემოდიალიზით.
ლევოცეტირიზინი
ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ძილიანობას მოზრდილებში და პირველ რიგში აჟიტაციას და მოუსვენრობას და შემდეგ ძილიანობას ბავშვებში. სპეციფიური ანტიდოტი ლევოცეტირინისთვის უცნობია. ჭარბი დოზირებისას, რეკომენდებულია სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია. ლევოცეტირიზინი ეფექტურად არ გამოდის დიალიზით და დიალიზი არაეფექტურია თუ არ მოხდება დიალიზირებადი საშუალების ამავდროულად მიღება.
შენახვის პირობები
ინახება 25°C დაბალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ პრეპარატები ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მეტაფიქსი 50მკგ/დოზა ცხვ.აერპზ 120დოზა ფლ N1
მწარმოებელი ქვეყანა: ინდოეთი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შემადგენლობა
თითოეული შესხურება შეიცავს:
მომეტაზონის ფუროატის მონოჰიდრატი, რომელიც ეკვივალენტურია
მომეტაზონის ფუროატის BP 50 მკგ
ბენზალკონიუმის ქლორიდის ხსნარი BP 0.02% w/v
ფენილეთილის სპირტი USP 0.25% w/v
დამხმარე ნივთიერებები q.s.
დამხმარე ნივთიერებების სია
მიკროკრისტალური ცელულოზა, კარბოქსი მეთილცელულოზა ნატრიუმი, გლიცერინი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, დინატრიუმის ჰიდროგენფოსფატი, ფენილეთილის სპირტი, პოლისორბატი 80, ბენზალკონიუმის ქლორიდის ხსნარი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაცევტული ფორმა
ნაზალური სპრეი, თეთრიდან მოთეთრომდე ფერის.
კლინიკური მახასიათებლები
თერაპიული ჩვენება
მომეტაზონის ნაზალური სპრეი ნაჩვენებია მოზრდილებში და 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში სეზონური ალერგიული ან მრავალწლიანი რინიტის სიმპტომების სამკურნალოდ.
მომეტაზონის წყლიანი ნაზალური სპრეი ნაჩვენებია ნაზალური პოლიპების სამკურნალოდ 18 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილებში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დეკონგესტანტები და სხვა ნაზალური პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისათვის - კორტიკოსტეროიდები.
ათქ კოდი: R01AD09
მოქმედების მექანიზმი
მომეტაზონის ფუროატი ადგილობრივი გლუკოკორტიკოსტეროიდია ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო თვისებებით იმ დოზებით, რომელსაც სისტემური აქტივობა არ გააჩნია.
მომეტაზონის ფუროატის ანტიალერგიული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტის მექანიზმი მდგომარეობს მის უნარში, დათრგუნოს ალერგიული რეაქციების მედიატორების გამოყოფა. მომეტაზონის ფუროატი მნიშვნელოვნად აფერხებს ლეიკოტრიენების გამოყოფას ალერგიული პაციენტების ლეიკოციტებიდან. უჯრედულ კულტურაში მომეტაზონის ფუროატმა აჩვენა მაღალი პოტენციალი IL-1, IL-5, IL-6 და TNFα სინთეზისა და გამოთავისუფლების ინჰიბირებაში; ის ასევე არის ლეიკოტრიენის პროდუქციის მძლავრი ინჰიბიტორი. გარდა ამისა, იგი უკიდურესად მძლავრად აინჰიბირებს ადამიანის CD4+ T უჯრედებიდან Th2 ციტოკინების, IL-4 და IL-5 წარმოებას.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ნაზალური ანტიგენის გამოწვევის გამოყენებისას კვლევებში, მეტაფიქს ნაზალურმა სპრეიმ აჩვენა ანთების საწინააღმდეგო მოქმედება როგორც ადრეულ, ასევე გვიან ფაზაში ალერგიული რეაქციების დროს. ეს გამოვლინდა ჰისტამინისა და ეოზინოფილების აქტივობის შემცირებით (პლაცებოსთან შედარებით) და ეოზინოფილების, ნეიტროფილების და ეპითელური უჯრედების ადჰეზიური ცილების შემცირებით (საწყისთან შედარებით).
სეზონური ალერგიული რინიტის მქონე პაციენტების 28%-ში მომეტაზონის ფუროატის ნაზალურმა სპრეიმ აჩვენა კლინიკურად მნიშვნელოვანი მოქმედების დაწყება პირველი დოზის მიღებიდან 12 საათის განმავლობაში. გამოთავისუფლების დაწყების მედიანური (50%) დრო იყო 35.9 საათი.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
მომეტაზონის ფუროატს, რომელიც გამოიყენება ნაზალური სპრეის სახით, აქვს ძალიან დაბალი ბიოშეღწევადობა (<1%) პლაზმაში, სენსიტიური ანალიზის გამოყენებით რაოდენობრივი ქვედა ზღვარით (LOQ) 0,25 pg/ml. მომეტაზონი თითქმის არ შეიწოვება ნაზალური გზით , ამდენად მოქმედებს ადგილობრივად .
მეტაბოლიზმი
ის მცირე რაოდენობა, რომელიც შეიძლება გადაიყლაპოს ან შეიწოვოს, ექვემდებარება ექსტენსიურ პირველი გავლის ღვიძლისმიერ მეტაბოზლიზმს.
ელიმინაცია
აბსორბირებული მომეტაზონის ფუროატი ინტენსიურად მეტაბოლიზდება და მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდში და ნაღველში.
დოზირება და მიღება
სეზონური ალერგიული ან მრავალწლიანი რინიტი
მოზრდილები (ხანდაზმული პაციენტების ჩათვლით) და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: ჩვეული რეკომენდირებული დოზაა ორი შესხურება (50 მიკროგრამი/შესხურება) თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ (საერთო დოზა 200 მიკროგრამი). სიმპტომების კონტროლის შემდეგ, დოზის შემცირება ერთ შესხურებამდე თითოეულ ნესტოში (საერთო დოზა 100 მიკროგრამი) შეიძლება ეფექტური იყოს შენარჩუნებისთვის. თუ სიმპტომები არაადეკვატურად კონტროლდება, დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმალურ დღიურ დოზამდე ოთხ შესხურებამდე თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ (საერთო დოზა 400 მიკროგრამი). დოზის შემცირება რეკომენდებულია სიმპტომების კონტროლის შემდეგ.
3-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები: ჩვეული რეკომენდებული დოზაა ერთი შესხურება (50 მიკროგრამი/შესხურება) თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ (საერთო დოზა 100 მიკროგრამი).
ზოგიერთ პაციენტში სეზონური ალერგიული რინიტით, მეტაფიქსის ნაზალურ სპრეიმ აჩვენა კლინიკურად მნიშვნელოვანი მოქმედების დაწყება პირველი დოზის მიღებიდან 12 საათის განმავლობაში; თუმცა, მკურნალობის სრული სარგებელი შეიძლება არ იყოს მიღწეული პირველი 48 საათის განმავლობაში. ამიტომ, პაციენტმა უნდა განაგრძოს რეგულარული გამოყენება სრული თერაპიული სარგებლის მისაღწევად.
მეტაფიქსის ნაზალური სპრეით მკურნალობა შეიძლება საჭირო გახდეს მტვრის სეზონის მოსალოდნელ დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სეზონური ალერგიული რინიტის საშუალო ან მძიმე სიმპტომების ისტორია.
ნაზალური პოლიპოზი
პოლიპოზის ჩვეულებრივი რეკომენდირებული საწყისი დოზა არის ორი შესხურება (50 მიკროგრამი/შესხურება) თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ (საერთო დღიური დოზა 200 მიკროგრამი). თუ 5-დან 6 კვირის შემდეგ სიმპტომები არაადეკვატურად კონტროლდება, დოზა შეიძლება გაიზარდოს დღიურ დოზამდე ორ შესხურებამდე თითოეულ ნესტოში დღეში ორჯერ (საერთო დღიური დოზა 400 მიკროგრამი). დოზის ტიტრირება უნდა მოხდეს ყველაზე დაბალ დოზამდე, რომლის დროსაც შენარჩუნებულია სიმპტომების ეფექტური კონტროლი. თუ დღეში ორჯერ მიღების შემდეგ სიმპტომების გაუმჯობესება არ შეინიშნება 5-დან 6 კვირამდე, პაციენტი ხელახლა უნდა შეფასდეს და მკურნალობის სტრატეგია გადაიხედოს. ნაზალური პოლიპოზის სამკურნალოდ მეტაფიქსის ნაზალური სპრეის ეფექტურობისა და უსაფრთხოების კვლევები გაგრძელდა ოთხი თვის განმავლობაში.
პედიატრია
სეზონური ალერგიული რინიტი და მრავალწლიანი რინიტი
მეტაფიქსის ნაზალური სპრეის, სუსპენზიის ცხვირის სპრეის უსაფრთხოება და ეფექტურობა 3 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.
ცხვირის პოლიპოზი
მეტაფიქსი ცხვირის სპრეის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში დადგენილი არ არის.
გამოყენების მეთოდი
პირველი დოზის მიღებამდე კარგად შეანჯღრიეთ კონტეინერი და გაასხურეთ ტუმბო 10-ჯერ (სანამ ერთგვაროვანი შესხურება არ მიიღება). თუ ტუმბო არ არის გამოყენებული 14 დღის ან მეტი ხნის განმავლობაში, ხელახლა გააქტიურეთ ტუმბო 2 გასხურებით, სანამ ერთგვაროვანი შესხურება არ შეინიშნება, მომდევნო გამოყენებამდე. ყოველი გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ კონტეინერი. ბოთლი უნდა განადგურდეს ეტიკეტირებული რაოდენობის შესხურების შემდეგ ან პირველი გამოყენებიდან 2 თვის განმავლობაში.
უკუჩვენებები
– მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, მომეტაზონის ფუროატის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ
– მეტაფიქსის ცხვირის სპრეი არ უნდა იქნას გამოყენებული არანამკურნალევი ლოკალიზებული ინფექციის არსებობისას, რომელიც მოიცავს ცხვირის ლორწოვან გარსს, როგორიცაა ჰერპეს სიმპლექსი;
– კორტიკოსტეროიდების ინჰიბიტორული ეფექტის გამო, ჭრილობების შეხორცებაზე, პაციენტებმა, რომლებმაც ბოლო დროს გადაიტანეს ცხვირის ოპერაცია ან ტრავმა, არ უნდა გამოიყენონ ნაზალური კორტიკოსტეროიდები შეხორცებამდე.
სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
იმუნოსუპრესია
მეტაფიქსის ნაზალური სპრეი, სუსპენზია გამოყენებული უნდა იქნას სიფრთხილით პაციენტებში რესპირატორული ტრაქტის აქტიური ან ლატენტური ტუბერკულოზის დროს ან არანამკურნალები სოკოვანი, ბაქტერიული ან სისტემუირ ვირუსული ინფექციების დროს.
პაციენტები, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს და არიან პოტენციურად იმუნოსუპრესიულები, გაფრთხილებული უნდა იყვნენ განსაზღვრული ინფექციების (მაგალითად ჩუტყვავილა, წითელა) ექსპოზიციის რისკთან და მიღებული სამედიცინო კონსულტაციის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, თუ ეს ექსპოზიცია გამოვლინდა.
ცხვირისმიერი ადგილობრივი ეფექტები
მეტაფიქსის ცხვირის სპრეით მკურნალობის 12 თვის შემდეგ მრავალწლიანი რინიტის მქონე პაციენტების კვლევაში, არ დაფიქსირებულა ცხვირის ლორწოვანი გარსის ატროფიის მტკიცებულება; ასევე, მომეტაზონის ფუროატი აბრუნებდა ცხვირის ლორწოვან გარსს ნორმალურ ჰისტოლოგიურ ფენოტიპთან. მიუხედავად ამისა, პაციენტები, რომლებიც იყენებენ მეტაფიქსის ნაზალურ სპრეს რამდენიმე თვის ან მეტი ხნის განმავლობაში, პერიოდულად უნდა იტარებდნენ გამოკვლევას ცხვირის ლორწოვან გარსში შესაძლო ცვლილებებზე. თუ ცხვირის ან ხახის ლოკალიზებული სოკოვანი ინფექცია განვითარდა, შესაძლოა საჭირო გახდეს მეტაფიქსის ცხვირის სპრეით თერაპიის შეწყვეტა ან შესაბამისი მკურნალობა. ცხვირ-ხახის გაღიზიანების გახანგრძლივება შეიძლება იყოს მეტაფიქსის ცხვირის სპრეის შეწყვეტის ჩვენება.
მეტაფიქსი არ არის რეკომენდებული ცხვირის ძგიდის პერფორაციის შემთხვევაში.
კლინიკურ კვლევებში, ცხვირიდან სისხლდენა უფრო მაღალი იყო პლაცებოსთან შედარებით. ცხვირიდან სისხლდენა ძირითადად იყო თვითლიმიტირებული და მსუბუქი სიმძიმის.
მეტაფიქსის ცხვირის სპრეი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს. ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება ან შეშუპება ცხვირის შიგნით, განსაკუთრებით დიდი ხნის განმავლობაში გამოყენებისას.
კორტიკოსტეროიდების სისტემური ეფექტები
ცხვირის კორტიკოსტეროიდების სისტემური ეფექტები შეიძლება განვითარდეს, მათი განსაკუთრებით მაღალი დოზების ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენებისას. ეს ეფექტები გაცილებით ნაკლებად სავარაუდოა, ვიდრე პერორალური კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას, რომლებიც შეიძლება განსხვავდებოდეს ცალკეულ პაციენტებში და სხვადასხვა კორტიკოსტეროიდულ პრეპარატებს შორის. პოტენციური სისტემური ეფექტები შეიძლება მოიცავდეს კუშინგის სინდრომს, კუშინგოიდურ მახასიათებლებს, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვას, ბავშვებში და მოზარდებში ზრდის შეფერხებას, კატარაქტას, გლაუკომას და უფრო იშვიათად მთელ რიგ ფსიქოლოგიურ ან ქცევით ეფექტებსაც, მათ შორის, ფსიქომოტორულ ჰიპერაქტიურობას, ძილის დარღვევას, შფოთვას, დეპრესიას ან აგრესიას ბავშვებში (ნაწილობრივ).
ინტრანაზალური კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ აღინიშნა თვალშიდა წნევის მომატების შემთხვევები.
მხედველობის დარღვევა შეიძლება დაფიქსირდეს კორტიკოსტეროიდების სისტემური და ადგილობრივი (მათ შორის, ინტრანაზალური, ინჰალაციური და ინტრაოკულარული) გამოყენებისას. თუ პაციენტს აღენიშნება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მხედველობის დაქვეითება ან სხვა ვიზუალური დარღვევები, პაციენტი საჭიროებს ოფთალმოლოგთან კონსულტაციას მხედველობის დარღვევის შესაძლო მიზეზების გამო, რომელიც შეიძლება მოიცავდეს კატარაქტას, გლაუკომას ან იშვიათ დაავადებას, როგორიცაა ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია (CSCR), რომელიც გამოვლინდა სისტემური და ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ.
პაციენტები, რომლებიც გადაყვანილნი არიან სისტემურად აქტიური კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი მიღებიდან მეტაფიქსის ცხვირის სპრეიზე, საჭიროებენ ყურადღებას. ასეთ პაციენტებში სისტემური კორტიკოსტეროიდების მოხსნამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა რამდენიმე თვის განმავლობაში HPA ღერძის ფუნქციის აღდგენამდე. თუ ამ პაციენტებს აღენიშნებათ თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის ნიშნები და სიმპტომები (მაგ. სახსრების და/ან კუნთების ტკივილი, სისუსტე და დეპრესია თავდაპირველად) ნაზალური სიმპტომების შემსუბუქების მიუხედავად, უნდა განახლდეს სისტემური კორტიკოსტეროიდების მიღება და თერაპიის სხვა რეჟიმი და შესაბამისი ზომები უნდა იქნას მიღებული. ამგვარმა გადასვლამ ასევე შეიძლება გამოაშკარავოს უკვე არსებული ალერგიული მდგომარეობები, როგორიცაა ალერგიული კონიუნქტივიტი და ეგზემა, რომლებიც ადრე იყო დათრგუნული სისტემური კორტიკოსტეროიდული თერაპიით.
რეკომენდებულზე მაღალი დოზებით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის კლინიკურად მნიშვნელოვანი დათრგუნვა. თუ არსებობს მტკიცებულება რეკომენდებულზე მაღალი დოზების გამოყენების შესახებ, მაშინ უნდა განიხილებოდეს დამატებითი სისტემური კორტიკოსტეროიდული ფონი სტრესის ან არჩევითი ოპერაციის დროს.
ცხვირის პოლიპები
მეტაფიქსის ცხვირის სპრეის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შესწავლილი ცალმხრივი პოლიპების, კისტოზურ ფიბროზთან ასოცირებული პოლიპების ან პოლიპების, რომლებიც მთლიანად ახშობენ ცხვირის ღრუებს, მკურნალობის დროს.
ცალმხრივი პოლიპები, რომლებიც გარეგნულად უჩვეულო ან არარეგულარულია, განსაკუთრებით წყლულის ან სისხლდენის შემთხვევაში, საჭიროებს შემდგომ შეფასებას.
ზრდაზე გავლენა პედიატრიულ მოსახლეობაში
ნაზალური კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობისას რეკომენდებულია ბავშვებში მათი სიმაღლის რეგულარული მონიტორინგი. თუ ზრდა შენელებულია, თერაპია უნდა გადაიხედოს ნაზალური კორტიკოსტეროიდის დოზის შემცირების მიზნით, თუ ეს შესაძლებელია, ყველაზე დაბალ დოზამდე, რომლის დროსაც შენარჩუნდება სიმპტომების ეფექტური კონტროლი. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია პაციენტის პედიატრ სპეციალისტთან მიმართვა.
არანაზალური სიმპტომები
მიუხედავად იმისა, რომ მომეტაზონის ფუროატის ცხვირის სპრეი აკონტროლებს ცხვირის სიმპტომებს უმეტეს პაციენტებში, შესაბამისი დამატებითი თერაპიის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება უზრუნველყოს სხვა სიმპტომების დამატებითი შემსუბუქება, განსაკუთრებით თვალის სიმპტომების.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ჩატარდა ლორატადინთან კლინიკური ურთიერთქმედების კვლევა. არანაირი ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა.
CYP3A ინჰიბიტორებთან ერთად მკურნალობისას, მათ შორის კობიცისტატის შემცველ პროდუქტებთან ერთად, მოსალოდნელია გაიზარდოს სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი. კომბინაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული, თუ სარგებელი არ გადაწონის სისტემური კორტიკოსტეროიდების გვერდითი ეფექტების გაზრდილ რისკს, ასეთ შემთხვევაში პაციენტები უნდა იყვნენ მონიტორინგის ქვეშ სისტემური კორტიკოსტეროიდების გვერდითი ეფექტების განვითარების გამო.
ნაყოფიერება, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ორსულ ქალებში მომეტაზონის ფუროატის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს ან შეზღუდულია. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა. ისევე როგორც სხვა ნაზალური კორტიკოსტეროიდული პრეპარატების შემთხვევაში, მომეტაზონის ნაზალური სპრეი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულებში თუ დედისათვის პოტენციური სარგებელი არ აჭარბებს ნაყოფზე ან ჩვილზე მიყენებულ რისკს. იმ დედების ჩვილები, რომლებიც იღებდნენ კორტიკოსტეროიდებს ორსულობის დროს, კარგად უნდა შეფასდენენ ჰიპოადრენალიზმის შესაძლო განვითარების გამო.
ძუძუთი კვება
უცნობია გამოიყოფა თუ არა მომეტაზონის ფუროატი დედის რძეში. როგორც სხვა ნაზალური კორტიკოსტეროიდული პრეპარატების შემთხვევაში, გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან მომეტაზონის ფუროატის ცხვირის სპრეით თერაპიის შეწყვეტის შესახებ მიღებული უნდა იქნას ბავშვისთვის ძუძუთი კვების და ქალისთვის თერაპიის სარგებლობის გათვალისწინებით.
ნაყოფიერება
არ არსებობს კლინიკური მონაცემები მომეტაზონის ფუროატის გავლენის შესახებ ნაყოფიერებაზე. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა, მაგრამ არავითარი გავლენა ნაყოფიერებაზე.
ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
უცნობია.
არასასურველი ეფექტები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
ეპისტაქსისი ძირითადად იყო თვითლიმიტირებული და მსუბუქი სიმძიმის და ვლინდებოდა უფრო მაღალი სიხშირით პლაცებოსთან შედარებით (5%), მაგრამ შედარებითი ან დაბალი სიხშირით შესწავლილ აქტიურ საკონტროლო ნაზალურ კორტიკოსტეროიდებთან შედარებით (15%-მდე), როგორც მოხსენებული იყო ალერგიული რინიტის კლინიკურ კვლევებში. ყველა სხვა გვერდითი მოვლენის სიხშირე შედარებული იყო პლაცებოსთან. პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ცხვირის პოლიპოზსს, გვერდითი მოვლენების საერთო სიხშირე მსგავსი იყო ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებში მიღებული მონაცემებისა.
ნაზალური კორტიკოსტეროიდების სისტემური ეფექტები შეიძლება განვითარდეს, განსაკუთრებით მაღალი დოზებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დანიშვნისას.
გვერდითი რეაქციების ცხრილის სია
მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციები (≥1%), მოხსენებული კლინიკურ კვლევებში ალერგიული რინიტის ან ცხვირის პოლიპოზის მქონე პაციენტებში და პოსტმარკეტინგული ჩვენების მიუხედავად, წარმოდგენილია ცხრილში 1.
გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია MedDRA პირველადი სისტემის ორგანოთა კლასის მიხედვით. ორგანოთა სისტემის თითოეულ კლასში გვერდითი რეაქციები დალაგებულია სიხშირის მიხედვით. სიხშირეები განისაზღვრა შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); იშვიათი (≥1/1000-დან <1/100-მდე). პოსტმარკეტინგული გვერდითი მოვლენების სიხშირე განიხილება, როგორც "უცნობი (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით)".
*გაწერილია ცხვირის პოლიპოზის დროს დღეში ორჯერ დოზირებისთვის
† გაწერილია არაჩვეულებრივი სიხშირით დღეში ორჯერ დოზის მიღებისას ცხვირის პოლიპოზის დროს
პედიატრიული მოსახლეობა
პედიატრიულ პოპულაციაში დაფიქსირებული გვერდითი მოვლენების სიხშირე კლინიკურ კვლევებში, მაგ., ეპისტაქსისი (6%), თავის ტკივილი (3%), ცხვირის გაღიზიანება (2%) და ცემინება (2%) შედარებული იყო პლაცებოსთან.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები
კორტიკოსტეროიდების გადაჭარბებული დოზების ინჰალაციამ ან პერორალურმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს HPA ღერძის ფუნქციის დათრგუნვა.
მართვა
იმის გამო, რომ მომეტაზონის ფუროატის ცხვირის სპრეის სისტემური ბიოშეღწევადობა არის <1%, დოზის გადაჭარბება რომელსაც თერაპია ესაჭიროება, ნაკლებად სავარაუდოა, გარდა დაკვირვებისა, რომლის მიხედვითაც ხდებს შესაბამისი მომდევნო დადგენილი დოზის დაწყება.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისგან. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გაყინოთ და არ შეინახოთ მაცივარში.
გამოიყენეთ პირველი გამოყენებიდან 2 თვის განმავლობაში.
შეფუთვა
15 მლ HDPE მოთავსებულია დაბეჭდილ მუყაოს კოლოფში ფურცელ-ჩანართთან ერთად.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
| ცხრილი 1: მკურნალობასთანდაკავშირებულიგვერდითირეაქციებიმოხსენებული ორგანოთასისტემების კლასისადასიხშირისმიხედვით | |||
| ძალიან ხშირი | ხშირი | უცნობია | |
| ინფექციები და ინვაზიები | ფარინგიტი, ზედა რესპირატორული ტრაქტის ინფექციები† | ||
| იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები | ჰიპერმგრძნობელობა ანაფილაქსიური რეაქციების ჩათვლით, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი და ქოშინი | ||
| ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები | თავის ტკივილი | ||
| მხედველობის მხრივ დარღვევები | გლაუკომა, გაზრდილი ინტრაოკულური წნევა, კატარაქტა | ||
| სასუნთქი, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ დარღვევები | ეპისტაქსისი* | ეპისტაქსისი, ცხვირის წვა, ცხვირის გაღიზიანება, ცხვირის წყლული | ცხვირის ძგიდის პერფორაცია |
| კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები | ყელის გაღიზიანება * | გემოვნებისა და სუნის დარღვევა | |
მირამილ ტონზილი (30მლ. სპრეი) N1
მირამილტონზილი
პირის ღრუს და ყელის აეროზოლი
სამედიცინო დანიშნულების ნაწარმი (კლასი 1)
შემადგენლობა.
ქაცვის ზეთი, გულყვითელას ზეთი,რაპსის ზეთი, ფორთოხლის ზეთი, ნუშის ზეთი, ქონდრის ზეთი, პიტნის ეთერზეთი, , მურის ზეთი, ამონიუმის გლიცირიზატი.
ხმის იოგების ძლიერმა დაჭიმვამ (თუ ხდება დიდხანს და ხმამაღლა ლაპარაკი, სიმღერა), ცივმა ან მშრალმა ჰაერმა (კონდიციონერის მუშობისას, თუ ოთახში ძლიან ცხელა, თვითმფრინავით მგზავრობა), სპორტულმა ვარჯიშმა, ჰაერში არსებულმა წვრილმა უცხო ნაწილაკებმა (მტვერი), შეიძლება გამოიწვიოს ყელის სიმშრალე და გაღიზიანება. თუ ლორწოვანი გარსი გაღიზიანებული ან დასუსტებულია, მიკრობები მნიშვნელოვნად ადვილად აღწევენ ორგანიზმში.
აეროზოლის შემადგენლობაში შემავალი მცენარეული ზეთები (ქაცვის ზეთი, გულყვითელას ზეთი, რაპსას ზეთი) ქმნიან დამცავ ფენას, რაც უნარჩუნებს ლორწოვან გარსს მთლიანობას და იცავს მას გარემოს მავნე ფაქტორებისგან და პათოგენური მიკრობებისგან , ასევე დამატენიანებელი და დამარბილებელი მოქმედების წყალობით აწყნარებს გაღიზიანებულ ლორწოვან გარსს და ამცირებს ანთების სიმპტომებს (სიმშრალე, ნაკაწრი, ყლაპვის გართულება, უცხო ნაწილაკის არსებობის შეგრძნება ყელში და ა.შ.). ეთერზეთები ანიჭებენ სასიამოვნო გემოს და სუნს, ხოლო ამონიუმის გლიცირიზატი - ტკბილ გემოს.
მირამილ ტონზილის აეროზოლი პირის ღრუსა და ყელისთვის გამოიყენება:
ყელისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებები-(ტონზილიტი, ფარინგიტი,ლარინგიტი,სტომატიტი, გინგივიტი)
პირის ღრუსა და ყელის ლორწოვანი გარსის შეშუპება, გამოწვეული ინფექციებით
ოპერაციის შემდგომი პერიოდი (ტონზილექტომია)
ყელის ტკივილის სიმპტომების შემცირება (სიმშრალე,ტკივილი ყლაპვის დროს,გაღიზიანება)
ყელის ბუნებრივი ფუნქციის გაუმჯობესება
პირის ღრუს დეზოდორაცია
გამოყენება.
გამოიყენება პირის ღრუს და ყელისთვის. მოზრდილებსა და ბავშვებში 2 წლის ასაკიდან უნდა მოხდეს შესხურება 2-3 ჯერ დღეში.
გამოყენებამდე გამაფრქვეველის თავი მოატრიალეთ 90° კუთხით .მიმართეთ გამაფრქვეველის თავი ყელის მიდამოში და შეისხურეთ ერთხელ ან ორჯერ.
უკუჩვენებები.
არ გამოიყენოთ მომატებული მგრძნობელობისას შენადგენლობაში არსებული ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. არ არის რეკომენდებული ახალშობილებში და 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გაფრთხილებები.
მოერიდეთ თვალთან კონტაქტს. ტანსაცმელზე მოხვედრისას შესაძლოა დარჩეს ლაქა. ხსნარი შეიძლება იყოს გაუმჭვრივალე შემადგენლობაში შემავალი მცენარეული კომპონენტების გამო. არასასურველი ეფექტის განვითარებისას შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს. ბავშვებმა უნდა გამოიყენონ საშუალება მხოლოდ უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ. თუ სიმპტომები დიდხანს არ გადის, აუცილებელია ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. თუ შეფუთვა დაზიანებულია, მისი გამოყენება დაუშვებელია. გამოყენებამდე წაიკითხეთ ინსტრუქცია.
შენახვისპირობები.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 15-25 0C ტემპერატურაზე
შეფუთვა.
შუშის ფლაკონი მოცულობით 30მლ, ხრახნიანი თავსახურით დოზირების ტუმბოთი და აპლიკატორიანი გამაფრქვეველით.
მუკოგენი 10მგ ტაბ N30
მწარმოებელი ქვეყანა: ინდოეთი
გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
შემადგენლობა
რებამიპიდი 100 მგ ტაბლეტები
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა:
რებამიპიდი ზრდის ენდოგენური პროსტაგლანდინების PGE2 და PGI2 შემცველობას კუჭის წვენში, ასევე კუჭის ლორწოვანში, რითაც უზრუნველყოფს ლორწოვანი გარსის დაცვას აგრესიული ფაქტორებისაგან. რებამიპიდს გააჩნია ციტოპროტექტორული ეფექტი, იგი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას კუჭის ლორწოვან გარსში და ასტიმულირებს უჯრედების პროლიფერაციას. რებამიპიდი ზრდის კუჭის ზედაპირული ლორწოს რაოდენობას, იგი არ მოქმედებს ბაზალურ სეკრეციაზე.
ფარმაკოკინეტიკა
100მგ რებამიპიდის პერორალური მიღების შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 2 სთ–ში. ნახევრად დაშლის პერიოდი შეადგენს 1.5სთ. პრეპარატი არ აკუმულირდება ადამიანის ორგანიზმში, 90% უკავშრდება ცილებს, ხოლო 10% უცვლელი სახით გამოიყოფა შარდთან ერთად.
ჩვენებები
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
ქრონიკული გასტრიტი გამწვავების სტადიაში;
ეროზიული გასტრიტი;
არაწყლულოვანი დისპეპსია;
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიტული პრეპარატების მიღების ფონზე კუჭის ლორწოვანის დაზიანების პროფილაქტიკა;
მიღებისწესებიდადოზები
1 ტაბლეტი 3–ჯერ დღეში (კვებასთან დაკავშრებული არ არის), მკურნალობის კურსი 2–4 კვირა ( კუჭის წყლულის დროს 2–8 კვირა).
გვერდითიმოვლენები
ძალიან იშვიათად აქვს გამოხატული ფაღარათი, გულის რევა, ღებინება, გემოვნების შეცვლა, ღვიძლის ფერმენტების მომატება.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა რებამიპიდის მიმართ, კუჭის ავთვისებიანი დაავადება, ორსულობა და ლაქტაცია.
განსაკუთრებულიმითითებები
პრეპარატი არ ინიშნება 14 წლამდე ასაკში, მუკოგენის გამოყენება ბავშვებში კვლევებით დადგენილი არ არის.
ნევრომედი კაფს N 15
ნევრომედი / NEUROMED
- შემადგენლობა
- 2 კაფსულის შემადგენლობში შედის: პასიფლორას მშრალი ექსტრაქტი (Passiflora incarnata) - 80 მგ კატაბალახას ფესვების მშრალი ექსტრაქტი (Valeriana officinalis) - 120 მგ. სვიის გირჩების მშრალი ექსტრაქტი (Humulus lupulus) - 80მგ.
- ფარმაკოლოგიურითვისებები ნევრომედი ამცირებს შფოთვას, შიშსა და მომატებულ ნერვულ აგზნებადობს, ხსნის სპაზმსა და ემოციურ დაძაბულობას, არეგულირებს ძილს. ნევრომედი ამცირებს სიმპტომებს მენოპაუზის და პრემენოპაუზის დროს. სვია – უძველესი ხალხური სამკურნალო საშუალებაა. სვიის გირჩების ექსტრაქტი შეიცავს: ლუპულინს, ქოლინს, ეთერზეთებს, ფლავონოიდებს, ლეიკოციანიდინს, კუმარინებს, B1, B3, B6, PP ვიტამინებს, მიკრო და მაკროელემენტებს. სვიას ახასიათებს ნეიროტროპული მოქმედება. ყველაზე აქტიურად იგი გამოყენება, როგორც დამამშვიდებელი და საძილე საშუალება. ამცირებს სიმპტომებს მენოპაუზის და პრემენოპაუზის დროს. კატაბალახას ფესვის მშრალი ექსტრაქტი – ამცირებს დაძაბულობას და გაღიზიანებას. ახასიათებს სპაზმოლიზური მოქმედება, აუმჯობესებს კორონარულ სისხლის მიმოქცევას, ახანგრძლივებს საძილე საშუალებების მოქმედებას. პასიფლორა (ვნების ყვავილი) – ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ამცირებს შფოთვასა და დაძაბულობას. ავლენს სპაზმოლიზურ და მსუბუქ სედატიურ მოქმედებას.
- ჩვენებები • მომატებული ნერვული აგზნებადობა • სტრესის შემდგომი მდგომარეობა, თანმხლები ემოციური დაძაბულობით და ტაქიკარდიით • ნევრასთენიის მსუბუქი ფორმები (გაღიზიანებადობა, შფოთვა, შიში, დაღლილობა) • კლიმაქტერული სინდრომი • ნეირო-ცირკულატორული დისტონია • ძილის დარღვევა და უძილობა • ანგიო- და ვეგეტონევროზი (ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია) • “მენეჯერის სინდრომი” (მუდმივი ფსიქიური დაძაბულობის მდგომარეობა);
- მიღებისწესებიდადოზები მოზრდილთათვის რეკომენდებულია 1 კაფსულა ორ-სამჯერ დღეში, მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად. უძილობის დროს: 2-3 კაფსულა ძილის წინ, ნახევარი საათით ადრე. ნევრომედით მკურნალობის ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული.
ნოვაკარდი Q10 – N30 კაფს.
ნოვაკარდი Q10 კაფს.N30
1 კაფსულისშემადგენლობა:
უბიქინონი 100მგ. ინულინი 440 მგ.
კოფერმენტი Q-10 (უბიქინონი) – ენდოგენური ვიტამინისმაგვარი ნივთიერებაა,
რომელიც მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში. იგი ცხიმში ხსნადობის გამო ადვილად აღწევს ჰიდროფობურ მიტოქონდრიების მემბრანაში და აქტიურად მონაწილეობს ატფ-ის სინთეზი.
უბიქინონი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს უჯრედებში, განსაკუთრებით მიოკარდიუმის და ჩონჩხის კუნთების უჯრედებში. იგი აბრკოლებს ალკილური რადიკალების წარმოქმნას და იცავს მემბრანულ ლიპიდებს, ცილებს და დნმ-ს ჟანგბადის აქტიური ფორმების მოქმედებისგან.
ასაკის მატებასთან ერთდ ორგანიზმში უბიქინონის სინთეზი მცირდება, ხოლო ზოგიერთი პათოლოგიის დროს საკვებით მიღებული უბიქინონის ათვისება არაა საკმარისი.
ყოველივე ეს განაპირობებს უნიკარდი Q10 –ის მიღების აუცილებლობას.
ინულინი უზრუნველყოფს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, ორგანიზმიდან გამოჰყავს ტოქსინები, მძიმე მეტალები, რადიონუკლიდები, ქოლესტერინის კრისტალები, ცხიმოვანი მჟავები, ხელს უწყობს ვიტამინების, მინერალების (Ca–ი და Mg–ი და ა.შ) შეწოვას. აძლიერებს იმუნურ სისტემას. ამცირებს ავთვისებიანი უჯრედების განვითარების რისკის.
ინულინი, როგორც პრებიოტიკი უზრუნველყოფს ნაწლავში ბიფიდობაქტერიების რაოდენობის საგრძნობ მომატებას. ინულინი თავის მხრივ ამცირებს ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდებისა და ფოსფოლიპიდების დონეს.
ჩვენება:
კარდიომიოპათია და ცირკულატორული დარღვევები; არტერიული ჰიპერტენზია; გულის იშემიური დაავადებები; გულის ქრონიკული უკმარისობა, არითმია;
ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა. უნიკარდი Q 10 -ის დანიშვნა რეკომენდებულია პაციენტებში რომლებიც იღებენ სტატინებს. თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, პოლინეიროპათია, მიასთენია, ნევრიტები, შაკიკი, გაფანტული სკლეროზი. შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიკოზი, ჰიპოთირეოზი, სიმსუქნე, გლუკოკორტიკოიდებით ხანგრძლივი მკურნალობა. მომატებული ფიზიკური და ფსიქიკური გადაძაბვა სპორტსმენებში; პაროდონტოპათიები;
წამალთაშორისიურთიერთქმედება:
პრეპარატი აძლიერებს დიურეზული საშუალებების, საგულე გლიკოზიდების და ნიტრატების მოქმედების ეფექტს. ახანგრძლივებს ენალაპრილის და ნიტრენდიპინის ჰიპოტენზიურ ეფექტს. აინჰიბირებს ვარფარინის ანტიაგრეგანტულ და ანტითრომბოლიზურ აქტივობას. პრეპარატი ამცირებს სტატინებით გამოწვეულ არასასურველ ეფექტებს და აქვეითებს b-ბლოკატორების კარდიოდეპრესიულ მოქმედებას. იგი აძლიერებს ვიტამინ E -ს ანტიოქსიდანტურ თვისებას და L-კარნიტინის მეტაბოლიზმს და ცირკულაციას. უნიკარდ Q-10 ამცირებს ციტოსტატიური ანტიბიოტიკების კარდიოტოქსიურ ეფექტებს.
გამოყენებისწესი
რეკომენდებული სამკურნალო დოზა შეადგენს 100 მგ. 2-ჯერ დღეში. შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 100 მგ. 1-ჯერ დღეში.
პროფილაქტიკის მიზნით: 1 კაფსულა დღეში.
პრეპარატის მიღება უმჯობესია საკვების მიღების შემდეგ.
გვერდითიმოვლენები:
პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობის დროს შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები 0.39%, მადის დაქვეითება 0.23%, გულისრევა 0.16% და დიარეა 0.11%. კანის ჰიპერემია.
უკუჩვენება:
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი მიიღება ექიმის რეკომენდაციით.
ნორმოგლიპი M 500მგ+2მგ N30
მწარმოებელი ქვეყანა: ინდოეთი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
1 ტაბ. შემადგენლობა :
გლიმეპირიდი 2მგ
მეთფორმინი 500 მგ
ნორმოგლიპი M - კომბინირებული პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებაა. გლიმეპირიდიდა მეთფორმინი მოქმედებენ ერთმანეთისგან განსხვავებული, კომპლემენტარული მექანიზმით. ამდენად მიიღება მკურნალობის რაციონალური შედეგი: დაბალი დოზებითა და მინიმალური გვერდითი მოვლენებით გლიკემიის ეფექტური კონტროლი.
გლიმეპირიდი - სულფანილშარდოვანას III თაობის წარმოებულია. იგი უკავშირდება β-უჯრედების რეცეპტორის სუბერთეულს, მოლეკულური მასით 65 კილოდალტონი - რაც ნიშნავს რეცეპტორის ნაკლები ხარისხით ბლოკირებას სხვა სულფანილშარდოვანას წარმომადგენლებსთან შედარებით და განაპირობებს ინსულინის გამოთავისუფლების მოდულირებას . გლიმეპირიდი ხასიათდება რეცეპტორის აქტიურ ცენტრთან უფრო სწრაფი ასოციაციითა და დისოციაციით. გლიმეპირიდის ეს თვისება განაპირობებს გლუკოზისადმი β-უჯრედების მგრძნობელობის გაუმჯობესებას, იცავს მათ დესენსიბილიზაციისა და ნაადრევი გამოფიტვისაგან.
მეთფორმინი ჭარბი წონის მქონე პაციენტებში, პირველი რიგის არჩევის პრეპარატია. იგი 1. ღვიძლში გლუკონეოგენეზის დათრგუნვით, ამცირებს გლუკოზის დონეს სისხლში; 2. აუმჯობესებს გლუკოზის პერიფერიულ უტილიზაციას; 3. არ მოქმედებს ინსულინის
სინთეზზე.
ნორმოგლიპი M-ის უსაფრთხოებისდან გამომდინერე, მისი დანიშვნა რეკომენდებულია გულ- სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებსა და ფიზიკურად აქტიურ პირებში.
ნორმოგლიპი M-ის მოქმედების ორმაგი მექანიზმი:
გლიმეპირიდი მიქმედებს ინსულინის სეკრეციის როგორც პირველ, ასევე მეორე ფაზაზე.
ორივე ფაზაზე მოქმედება მნიშვნელოვანია როგორც კლინიკური თვალსაზრისით, ასევე დაავადების პროგრესირების შეფერხებისთვის.
გლიმეპირიდი აუმჯობესებს ინსულინის სეკრეციის I ფაზას, რაც მნიშვნელოვანია პოსტპრანდიალური ჰიპერგლიკემიის შემცირებისთვის. ინსულინის სეკრეციის II ფაზაში გლუკოზის დონის შემცირების პარალელურად მცირდება ინსულინის სეკრეცია და დაბალია ჰოპოგლიკემიის რისკი.
აღსანიშნავია, რომ სხვა სულფანილშარდოვანას წარმოებულებთან შედარებით, სისხლში გლუკოზას დონის დაახლოებით თანაბრად დაქვეითება ხდება გლიმეპირიდის მიერ ნაკლები რაოდენობის ინსულინის გამონთავისუფლების ფონზე . ეს ფაქტი მიუთითებს გლიმეპირიდის ექსტრაპანკრეატული ჰიპოგლიკემიური ეფექტების არსებობაზე.
ნორმოგლიპიM ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ექსტრაპანკრეტული ეფექტებით, რაც განპირობებულია გლიმეპირიდისა და მეთფორმინის ერთობლივი მოქმედებით:
- ზრდის ქსოვილის ინსულინისადმი მგრძნობელობას და შესაბამისად გლუკოზის პერიფერიული უტილიზაციას
- ამცირებს ენდოგენური გლუკოზის სინთეზს
- ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს
- აუმჯობესებს სისხლის ფიბრინოლიზურ აქტივობას
- დადებითად მოქმედებს ლიპიდურ ცვლაზე: აქვეითებს საერთო ქოლესტერინს, ტრიგლიცერიდებს და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონეს
ოლეფარ დუო -ყელის აეროზ. 20მლ. N1
ახალი თაობის 5 მცენარეული ზეთისგან
შემდგარი ყელის აეროზოლი
ქაცვის ზეთი - Ol. Hippophaes - 30 მგ
კალენდულას ზეთი - Ol.Calendulae – 15 მგ
დარიჩინის ზეთი - Ol.Cinnamomi – 5 მგ
ჩაის ხის ზეთი - Ol.Malaleucae 5 მგ
პიტნის ზეთი - Ol. Pepermint 2.5 მგ
ოლეფარ დუო მდიდარია ბუნებრივი ანტიოქსიდანტებით - კაროტენოიდებით, რომლებიც ეხმარება ორგანიზმს იმ მავნე ნივთიერებების ნეიტრალიზებაში, რომლებიც წარმოიქმნება ორგანიზმში დაავადებისა და სტრესის დროს.
ოლეფარ დუო სრულყოფილად ფარავს ანთებით და ხველით გაღიზიანებულ ლორწოვან გარსს და უზრუნველყოფს:
- ანთების ლოკალიზებას და ხელს უშლის მის გავრცელებას
- გააჩნია ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და სპაზმოლიზური მოქმედება
- ამცირებს შეშუპებას და უზრუნველყოფს უმტკივნეულო ყლაპვას
- ხელს უწყობს მიკროწყლულების, წყლულებისა და ჭრილობის შეხორცების პროცესს.
- გააჩნია ადგილობრივი ანტიბაქტერიული, ანტისეპტიური და ანტივირუსული მოქმედება
- ამცირებს ყელის ქავილის შეგრძნებას
- ყელისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებები: ანგინა, ფარინგიტი, ლარინგიტი, ტონზილიტი; აფთოზური წყლულები, გლოსიტი, გინგივიტი.
- ოპერაციული ჩარევებისა და ტრავმების შემდეგ (ტონზილექტომია, ყბის მოტეხილობა და ა.შ.);
- ქიმიოთერაპიით, რადიოთერაპიით, ტრაქეალური ინტუბაციით და სხვა სამედიცინო მიზეზებით გამოწვეული პირის ღრუს ლორწოვანის გაღიზიანება და ანთება.
პექტოლოტი სიროფი 100 მლ ფლაკონი N1
პექტოლოტი სიროფი 100მლ
შემადგენლობა:
7.5 მლ-ის შემცველობა:
მრავალძარღვას ფოთლის (Plantago major) მშრალი ექსტრაქტი - 500მგ.
ფიჭვის კვირტის (Pinus sylvestris) მშრალი ექსტრაქტი - 150მგ.
ბეგქონდარას ფოთლების (Thymus vulgaris) მშრალი ექსტრაქტი - 150მგ.
ტყის ფიჭვის ქერქის (Pinus Sylvestris) მშრალი ექსტრაქტი - 75მგ.
მიხაკის კვირტის ( Syzygium aromaticum) მშრალი ექსტრაქტი - 15მგ.
ფარმაკოლოგიურითვისებები: პექტოლოტი ამცირებს ხველის სიხშირესა და ინტენსივობას, ათხიერებს ნახველს, აფართოებს ბრონქებს და ხელს უწყობს ნახველის ადვილად გამოდევნას.
სიროფი დამზადებულია კომშის წვენის ფუძეზე, რომელიც შეიცავს ვიტამინ C-ს და მაკრო-მიკროელემენტებს (K,Ca, Mg,Na,P, Zn, Cu,Fe).
მრავალძარღვას ფოთლის (Plantago major) ექსტრაქტს გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო, მუკოლიზური, სპაზმოლიზური, სუსტად გამოხატული ანტიბაქტერიული და იმუნომასტიმურილებელი მოქმედება. არბილებს ლოწოვან გარსს, ხნის დისკომფორტს და გაღიზიანებას, რომელიც თან ახლავს ზედა სასუნთქი გზების ანთებას.
ფიჭვის კვირტის (Pinus sylvestris) ექსტრაქტს გააჩნია ანტიბაქტერიული, მუკოლიზური, სპაზმოლიზური, ანტივირუსული და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება. აუმჯობესებს ენდოთელიუმის ფუნქციას, მოქმედებს როგორც შეშუპების საწინააღმდეგო საშუალება ზედა და ქვედა სასუნთქი გზებისთვის.
ბეგქონდარას ფოთლების (Thymus vulgaris) ექსტრაქტს გააჩნია სპაზმოლიზური, ანთებისსაწინააღმდეგო, ანტისეპტიური, ანტიმიკრობული მოქმედება. ბეგქონდარა შეიცავს ეთერზეთს, რომლის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს თიმოლი. ეს უკანასკნელი მოქმედებს როგორც ბუნებრივი ამოსახველებელი აგენტი - ხელს უწყობს ლორწოს გათხიერებას და სასუნთქი გზებიდან მის გამოთავისუფლებას.
ტყის ფიჭვის ქერქის (Pinus Sylvestris) ექსტარქტს გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო, სპაზმოლიზური, ანტიბაქტერიული, ანტივირუსული მოქმედება. შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტს (ოლიგომერული პროანთოციანიდების კომპლექსი), რომელიც ხელს უშლის თავისუფალი რადიკალებისგან უჯრედის დაზიანებას.
მიხაკის კვირტის ( Syzygium aromaticum) ექსტრაქტს გააჩნია ანტიბაქტერიული, ანტიმიკოზური, ანტივირუსული, ანტიოქსიდანტური (წარმოადგენს ფლავანოიდების ერთერთ წყაროს) მოქმედება. ამსუბუქებს ტკივილს ,რომელიც გამოწვეულია მუდმივი ხველით. მიხაკის კვირტი ხსნის ქავილის შეგრძნებას, რომელიც დამახასიათებელია მშრალი ხველისთვის.
ჩვენება:
სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები, რომელსაც თან ახლავს ხველა.
მშრალი ხველა.
პროდუქტიული ხველა.
სპასტიური ხველა (ყივანახველა).
გამოყენებისწესიდადოზირება: მიღებამდეშეანჯღრიეთ!
1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვებში 2.5მლ. 3-ჯერ დღეში.
5 წლიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში 5მლ. 3-ჯერ დღეში.
12 წლის ზემოთ მოზარდებში და ზრდასრულებში 10მლ. 3-ჯერ დღეში.
გამოყენებაორსულობისდალაქტაციისპერიოდში:
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი მიიღება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
ურთიერთქმედებასხვასამკურნალოსაშუალებებთან: მონაცემები პრეპარატის გავლენის შესახებ სხვა სამკურნალო საშუალებების ეფექტებზე არ არსებობს. სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა.
განსაკუთრებულიმითითებები: ბიოლოგიურად აქტიური დანამატი არ გამოიყენოთ სრულფასოვანი და დაბალანსირებული კვების შემცვლელად.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას
გამოშვებისფორმა:
100 მლ. სიროფი მინის ბოთლში, დოზირებულ ჭიქასთან ერთად.
ვარგისიანობისვადა:
2 წელი. სიროფის გამოყენება შეიძლება ფლაკონის გახსნიდან 2 თვის განმავლობაში.
შენახვისპირობები:
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პიგასპინ კაფს 75მგ N30
მწარმოებელი ქვეყანა: ინდოეთი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
საერთაშორისო დასახელება - clopidogrel, acetylsalicylic acid
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰემოსტაზი → ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო საშუალებები → ანტიაგრეგანტები
პიგასპინი არის კომბინირებული პრეპარატი რომლის მოქმედებაც განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების კლოპიდოგრელის და ასპირინის ფარმაკოლოგიური თვისებებით და იწვევს ანტითრომბოლიზურ მოქმედებას თრომბოციტების აგრეგაციის ორი სხვადასხვა მეთოდის ერთდროული ბლოკადის მეშვეობით.
პიგასპინის ნაწლავში ხსნადი კაფსულა, რომელიც შეიცავს მიკროპელეტებს, ადვილად აბსორბცირდება და ხანგრძლივი გამოყენების
შემთხვევაში მაქსიმალურად იცავს კუჭის ლორწოვან გარსს დაზიანებისაგან.
ჩვენება:
- მწვავე კორონალური სინდრომი ST სეგმენტის ელევაციის გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდიუმის ინფარქტი პათოლოგიური Q-კბილის გარეშე)
- მწვავე კორონალური სინდრომი ST სეგმენტის ელევაციით (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი)
- ათეროსკლეროზული დარღვევების პროფილაქტიკა
- იშემიური ინსულტი
- პერიფერიული არტერიების დიაგნოსტირებული დაავადებები
რაბელოკი 20მგ N10
მწარმოებელი ქვეყანა: ინდოეთი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
შემადგენლობა
ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი შეიცავს 20 მგ. რაბეპრაზოლს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
რაბელოკი წარმოადგენს კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალო საშუალებას. იგი პროტონული ტუმბოს (H+-K+-ატფ-აზა) ინჰიბირების გზით თრგუნავს მარილმჟავას სინთეზის საბოლოო სტადიას და იწვევს მარილმჟავას როგორც ბაზალური, ასევე სტიმულირებული სეკრეციის დათრგუნვას. წარმოადგენს რა სუსტ ფუძეს, რაბელოკი ნებისმიერი დოზით სწრაფად აბსორბირდება და კონცენტრირდება პარიეტული უჯრედების მჟავე გარემოში.
20 მგ რაბეპრაზოლის პერორალურად მიღების შემდეგ ანტისეკრეტორული მოქმედება მიიღწევა 1 სთ-ის განმავლობაში და მაქსიმუმს აღწევს 2-4 სთ-ში. მარილმჟავას ბაზალური და საკვებით სტიმულირებული სეკრეციის დათრგუნვა პირველი დოზის მიღებიდან 23 სთ-ის შემდეგ შეადგენს 82%-ს, ხოლო ამ მოქმედების ხანგრძლივობა კი - 48 სთ-ს.
რაბელოკის მაინჰიბირებელი ეფექტი მარილმჟავას სეკრეციაზე რამდენადმე ძლიერდება მისი ერთი ტაბლეტის ყოველდღიური მიღებისას, ხოლო მკურნალობის დაწყებიდან 3 დღეში ხდება სეკრეციის სტაბილური ინჰიბირება. სეკრეტორული აქტივობა აღდგება რაბელოკის მიღების შეწყვეტიდან 2-3 დღის შემდეგ.
რაბელოკი ბაქტერიციდულად მოქმედებს Helicobacter pylori-ზე. რაბეპრაზოლის კომბინირება ანტიმიკრობულ საშუალებებთან იწვევს ლორწოვანი გარსის დაზიანებების ეფექტურ შეხორცებას. კლინიკური კვლევების შედეგად დადგინდა, რომ კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მქონე პაციენტებში, 1 კვირის განმავლობაში 20 მგ რაბეპრაზოლის დღეში ორჯერ მიღებისას კლარითრომიცინთან და ამოქსიცილინთან ან კლარითრომიცინთან და მეტრონიდაზოლთან ერთად, Н. Pylori-ის ერადიკაციის დონე აღემატება 80%-ს. რაბელოკი ზრდის გასტრინის სეკრეციას, რაც განპირობებულია მარილმჟავას პროდუქციის ინჰიბირებით. გასტრინის დონე ნორმას უბრუნდება მკურნალობის შეწყვეტიდან 1–2 კვირის შემდეგ.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალურად მიღების შემდეგ რაბელოკი სწრაფად შეიწოვება ნაწლავიდან. 20 მგ რაბეპრაზოლის მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში Cmax მიიღწევა დაახლოებით 3.5 სთ-ში. ღვიძლში პირველადი გავლის ეფექტის გამო ბიოშეღწევადობა შეადგენს 52%-ს. ბიოშეღწევადობა არ იცვლება პრეპარატის მრავალჯერადი მიღების შემდეგ. საკვები გავლენას არ ახდენს პრეპარატის შეწოვაზე. პლაზმის ცილებს უკავშირდება პრეპარატის დაახლოებით 97%. პრეპარატის T1/2 შეადგენს 0.7-1.5 სთ-ს, მიღებული დოზის 90% გამოიყოფა შარდთან ერთად ორი მეტაბოლიტის M5 და M6 სახით, დანარჩენი მეტაბოლიტები გამოიყოფა განავალთან ერთად. ხანდაზმულ პაციენტებში რაბეპრაზოლის გამოყოფა შენელებულია, თუმცა მისი კუმულაცია არ აღინიშნება.
ჩვენებები
კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
ეროზიული ან წყლულოვანი რეფლუქ–ეზოფაგიტის სიმპტომური და ხანგრძლივი მკურნალობა;
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი ან ისეთი მდგომარეობები, რომელთაც ახასიათებს პათოლოგიური ჰიპერსეკრეცია.
Helicobacter pylori -ით გამოწვეული წყლულოვანი დაავადებების მკურნალობა და მათი რეციდივების თავიდან აცილება
მიღების წესები და დოზები
კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავების ფაზაში რეკომენდებულია 20 მგ რაბელოკის მიღება დღეში ერთხელ დილით, 4-6 კვირის განმავლობაში.
წყლულის არასრული შეხორცების შემთხვევაში საჭირო ხდება დამატებით 4 კვირიანი კურსის ჩატარება.
რეფლუქ–ეზოფაგიტის დროს რეკომენდებულია 20 მგ რაბელოკის მიღება დღეში ერთხელ 4-8 კვირის განმავლობაში. შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 10 ან 20 მგ-ს დღეში ერთხელ.
Helicobacter pylori -ის ერადიკაციისთვის მოწოდებულია მკურნალობის 7 დღიანი კურსი შემდეგი პრეპარატების კომბინაციით:
20 მგ რაბელოკი დღეში ორჯერ + 500 მგ კლარითრომიცინი დღეში ორჯერ + 1 გ ამოქსიცილინი დღეში ორჯერ;
ან 20 მგ რაბელოკი დღეში ორჯერ + 500 მგ კლარითრომიცინი დღეში ორჯერ + 400 მგ მეტრონიდაზოლი დღეში ორჯერ.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომის სამკურნალოდ ინიშნება 60 მგ რაბელოკი ერთხელ დღეში, დოზა შემდგომში შესაძლოა გაიზარდოს 100 მგ-მდე დღეში ერთხელ ან 60 მგ დღეში ორჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ შედეგზე, თუმცა რიგ შემთხვევებში მკურნალობა გრძელდება 1 წლის განმავლობაში.
იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა პრეპარატის ერთჯერადი გამოყენება, რეკომენდებულია რაბელოკის მიღება დილით უზმოზე. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს რაბელოკის აქტივობაზე, მაგრამ პრეპარატის მიღების რეკომენდებული დრო ხელს უწყობს პაციენტების მიერ მკურნალობის სქემის უკეთესად დაცვას.
დაუშვებელია ტაბლეტის მთლიანობის დარღვევა, დაღეჭვა ან დანაწევრება.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენები უმნიშვნელოდაა გამოხატული და გარდამავალ ხასიათს ატარებს. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, მეტეორიზმი, პირის სიმშრალე, იშვიათად _ ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება;
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ასთენი
ა; სისხლმბადი სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, ლეიკოპენია;
დერმატოლოგიური რეაქციები: გამონაყარი კანზე; იშვიათად ერითემა, ბულოზური გამონაყარი.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან არ არსებობს პრეპარატის კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება.
განსაკუთრებული მითითებები
რაბელოკით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა გამოირიცხოს კუჭის ავთვისებიანი წარმონაქმნების არსებობა, რადგან პრეპარატის გამოყენების დროს შესაძლოა მოხდეს სიმპტომების შენიღბვა და სიმსივნის სწორი დიაგნოზის დადგენის გადავადება. ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები დოზის კორექციას არ საჭიროებენ, თუმცა სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის საწყისი დოზის შერჩევისას ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის დროს.
ბავშვებში რაბელოკის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან არ არსებობს პრეპარატის პედიატრიულ პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
რაბელოკის ფარმაკოდინამიკის თავისებურებებიდან და მისი გვერდითი ეფექტების პროფილიდან გამომდინარე, პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე ნაკლებად სავარაუდოა. მაგრამ ძილიანობის გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდებულია თავის არიდება მსგავსი ქმედებებისაგან.
ჭარბი დოზირება
ჰიპერდოზირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. დღეში 80 მგ პრეპარატის გამოყენება გავლენას არ ახდენს პაციენტის საერთო მდგომარეობაზე.
მკურნალობა: პრეპარატის ჭარბი დოზებით მიღების შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომურია. რაბეპრაზოლის მიმართ სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. პრეპარატი კარგად უკავშირდება პლაზმის ცილებს, ამის გამო რთულია პრეპარატის გამოყვანა ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის გზით.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
რაბელოკი მეტაბოლიზდება ღვიძლის ციტოქრომ P450 -ის სისტემის იზოფერმენტების მიერ. კვლევებმა აჩვენა, რომ რაბეპრაზოლი არ იწვევს კლინიკურად მნიშვნელოვან ურთიერთქმედებას ამოქსიცილინთან და იმ პრეპარატებთან, რომლებიც ასევე მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 -ის სისტემის საშუალებით (ვარფარინი, ფენიტოინი, თეოფილინი, დიაზეპამი).
რაბელოკი იწვევს მარილმჟავას სეკრეციის მნიშვნელოვან და ხანგრძლივ დაქვეითებას, რაც გასათვალისწინებელია იმ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, რომელთა აბსორბციაც დამოკიდებულია კუჭის შიგთავსის рН-ზე.
ერთდროული გამოყენებისას რაბელოკი იწვევს კეტოკონაზოლის კონცენტრაციის შემცირებას და დიგოქსინის კონცენტრაციის მომატებას სისხლის პლაზმაში, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია დოზების კორექცია.
ერთდროული გამოყენებისას რაბეპრაზოლისა და კლარითრომიცინის აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაცია იზრდება 24% და 50% შესაბამისად, რაც უფრო მეტად მოსახერხებელია H. pylori-ის ერადიკაციისათვის.
რაბეპრაზოლი გავლენას არ ახდენს ციკლოსპორინის მეტაბოლიზმზე.
რკინის პრეპარატები ამცირებენ რაბეპრაზოლის ეფექტურობას, ამიტომ სასურველია მათი მიღება რაბეპრაზოლის მიღებამდე 2 სთ-ით ადრე ან მისი მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ.