ესელ ფორტე კაფს N30
მწარმოებელი ქვეყანა: ინდოეთი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
შემადგენლობა:
ყოველი კაფსულა შეიცავს
ესენციური ფოსფოლიპიდები (ELP სუბსტანცია) 300მგ
თიამინის მონონიტრატი ვიტ. B1 6.0 მგ
რიბოფლავინი ვიტ. B2 6,0მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი ვიტ. B6 6,0მგ
ციანკობალამინი ვიტ. B12 6,0მგ
ნიკოტინამიდი ვიტ. B3 30,0მგ
ალფა ტოკოფეროლ აცეტატი ვიტ. E 6,0მგ;
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ჰეპატოპროტექტორი
აქტიური ნივთიერებები:
ესენციური ფოსფოლიპიდები (ELP სუბსტანცია) – წარმოადგენენ უჯრედული მემბრანის სტრუქტურის
და ღვიძლის უჯრედული ორგანელების ძირითად ელემენტებს. ELP-ის შემადგენლობაში შედიან ბუნევრივი წარმოშობის, ქოლინფოსმორმჟავის დიგლიცერიდული ეთერები, ლობიოს ექსტრაქტი, უჯერი ცხიმოვანი მჟავების მაღალი შემცველობით, განსაკუთრებით ლინოლის (დაახლოებით 70%) და ოლეინმჟავების.
ღვიძლის მეტაბოლიზის დარღვევისას პრეპარატი ამარაგებს ორგანიზმს გამოყენებისათვის მზა მაღალენერგეტიკული „ესენციური“ ფოსფოლიპიდებით, რომლებიც ქიმიური სტრუქტურით იდეალურად შეესაბამება ენდოგენურ ფოსფოლიპიდებს. ძირითადად ისინი ღწევენ ღვიძლის უჯრედებში ერთვებიან მემბრანაში.
„ესენციური“ ფოსფოლიპიდები ახდენენ ღვიძლის ფუნქციის და მისი უჯრედების ფერმენტული აქტივობის ნორმალიზებას, ამცირებენ რვიძლის ენერგეტიკული დანახარჯის დონეს და ხელს უწყობენ ღვიძლის უჯრედების რეგენერაციას, ნეიტრალურ ცხიმებს გარდაქმნიან ქოლესტერინად და მეტაბოლიზმის გამაუმჯობესებელლ ფორმებად, ახდენენ ნაღვლის ფიზიკო-ქიმიური თვისებების სტაბილიზაციას.
„ესენციური“ ფოსფოლიპიდების დახასიათება:
– „ესენციური“ ფოსფოლიპიდები – ყველა უჯრედული მემბრანის ფიზიოლოგიური კომპონენტები;
– დაკავშირებული პოლიუჯერი მჟავების მაღალი შემცველობის ხარჯზე (70%-ზე მეტი), მათი მოქმედება ორგანიზმის ფოსფოლიპიდებთან შედარებით უფრო ძლიერია.
– ძირითადი ფოსფოლიპიდები ერთვებიან ჰეპატოციტის მემბრანაში, როგორც მთლიანი (დაუშლელი) მოლეკულები და მეტაბოლიზმის პროცესებისათვის ორგანიზმის დამატებბით ენერგიას არ ითხოვენ.
– ძირითადი ფოსფოლიპიდები ფიზიოლოგიურად აღადგენენ დაზიანებულ მემბრანულ სტრუქტურებს და მემბრანების ფუნქციებს მათი „გამტარობის“ და მოძრაობის გაზრდის გზით. ამგვარად იქმნება ღვიძლის ფუნქციის ნორმალიზების პირობები.
– ფოსფოლიპიდებზე დამოკიდებულია რამოდენიმე ენზიმური სისტემა, ანუ მათი აქტივაცია შესაძლებელია მხოლოდ ფოსფოლიპიდების არსებობისას.
– ძირითადი ფოსფოლიპიდები, მემბრანაში შეჭრით იცავენ ღვიძლის უჯრედებს აუტოიმუნურ აგრესიისაგან.
თიამინის მონონიტრატი (ვიტ. B1) – ორგანიზმში ფოსფორილების პროცესების შედეგსდ გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც წარმოადგენს მრავალი ფერმენტული რეაქციის კოენზიმს. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში, ასევე სინაპსებში ნერვული აგზნების გადაცემის პროცესებში. იცავს უჯრედის მემბრანებს ჯანგვის პროდუქტების ტოკსიკური ზემოქმედებისგან.
რიბოფლავინი (ვიტ. B2) – ავლენს მეტაბოლურ მოქმედებას, ურთიერთქმედებს ატფ-თან და ქმნის ფლავინპროტეინების კოენზიმებს – ფლავინადენინმონონუკლეოტიდს და ფლავინადენინდინუკლეოტიდს, ისინი წარმოადგენენ ისეთი ფერმენტების კომპონენტებს, როგორიცაა, სუქცინატდეჰიდროგენაზა, ციტოქრომრედუქტაზა, დიაფორაზა, ამინომჟავების ოქსიდაზები და სხვა. ჟანგვა-აღდგენითი პროცესების რეგულირებით, მონაწილეობას ღებულობს H+ გადატანის პროცესში, ქსოვილოვან სუნთქვაში, ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში, თვალის მხედველობითი ფუნქციის მხარდაჭერაში, Hb-ს და ერითროპოეტინის სინთეზში. რიბოფლავინის მიერ აქტივირებული პერიდოქსალკინაზა პირიდოქსინი (ბიტამინი B6) გადაჰყავს აქტიურ ფორმაში პირიდოქსალფოსფატში. ხელს უწყობს ტრიფტოფანის გარდაქმნას ნიაცინად, ერიტროციტების მთლიანობის შენარჩუნებას. შედის გლუტათიონრედუქტაზის ქსატინოქსიდაზის შემადგენლობაში. სინთეზირდება ნორმალური ნაწლავური მიკროფლორის მიერ და თვითონაც აუცილებელია მისი შენარჩუნებისთვის.
პირიდოქსინის ქლორიდი: ( ვიტ.B6)— აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური მუშაობისათვის. ორგანიზმში მოხვედრისას ფოსფორილდება და გადაიქცევა პირიდოქალ-5-ფოსფატად და შედის იმ ფერმენტების სემადგენლობაში რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ ამინომჟავების დეკარბოქსილირებაში და პერეამინირებაში.აქტიურად მონაწილეობს ტრიფტოფანის, მეთიონინის, ცისტეინის, გლუტამინის და სხვა ამინომჟავების ცვლაში, ასტიმულირებს ერითროციტების წარმოქმნას, მონაწილეობს ბევრი ნეირომედიატორის ბიოსინთეზში (დოპამინი, ნორადრენალინი, ადრენალინი, ჰისტამინი, სეროტონინი). ციანკობალამინთან ერთად სპობს ნერვულ ქსოვილში ანთებით პროცესს და აჩქარებს მის რეგენერაციას. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჰისტამინის ცვლაში. ხელს უწყობს ცვლის ნორმალიზაციას.
ციანკობალამინი: ვიტ B12 — ვიტამინი B12 ავლენს მეტაბოლურ და ჰემოპოეზურ თვისებებს. ორგანიზმში ( უპირატესად ღვიძლში) გარდაიქმნება კოენზიმურ ფორმად – ადენოზინკობალამინად,ან კობამადიდად,რომლებიც წარმოადგენენ ვიტამინი B12 -ის აქტიურ ფორმას და შედიან მრავალრიცხოვანი ფერმენტის, მათ შორის რედუქტაზის შემადგენლობაში, რომელიც აღადგენს ფოლიუმის მჟავას ტეტრაჰიდროფოლიუმის მჟავად. გააჩნია მაღალი ბიოლოგიური აქტივობა. კობამადიდი მონაწილეობს სამიზნე და სხვა ერთნახშირბადიანი ფერმენტების გადატანაში, ამიტომ ის აუცილებელია დეზოქსირიბოზის და დნმ-ის, კრეატინინის,მეთიონიის – სამიზნე ჯგუფების დონორის წარმოქმნისათვის, მეთილმალონის მჟავის მიელინის შემადგენლობში შემავალი ქარვის მჟავად გარდაქმნისათვის, პროპიონმჟავის უტილიზაციისათვის. აუცილებელია ნორმალური სისხლწარმოქმნისათვის – ხელს უწყობს ერითროციტების მომწიფწბას. ხელს უწყობს ერითროციტებში სულფჰიდრილური ჯგუფების შემცველი შენაერთების დაგროვებას,რაც ზრდის მათ ტოლერანტობას ჰემოლიზის მიმართ. ახდენს სისხლის შედედების აქტივობის გაზრდას. ამცირებს ქოლესტერინის კონცენტრაციას სისხლში. ზრდის ქსოვილთა რეგენერაციის უნარს.
ნიკოტინამიდი: (ვიტ pp, ვიტ.B3) – სტრუქტურით ახლოსაა ნიკოტინის მჟავასთან. წარმოადგენს კოდეჰიდროგენაზის -I(ნად)- ნიკოტინამიდადენინდინუკლეოტიდი და (II ნადფ) –ნიკოტინამიდადენინდინუკლეოტიდ- ფოსფატი) რომლებიც მონაწილეობენ უჯრედის ჟანგვა-აღდგენით პროცესში მნიშვნელოვან კომპონენტს. მონაწილეობს ცხიმების, პროტეინების , პურინების მეტაბოლიზმში, ქსოვილოვან ცვლაში , გლიკოგენოლიზმში. არ ავლენს მნიშვნელოვან სისხლძარღვების გამაფართოებელ მნიშვნელოვან მოქმედებას, მისი გამოყენებისას არ შეიმჩნევა კანის საფარველის გაწითლება და სახეზე სისხლის „მოწოლა“ . ავლენს ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედებას.
ტოკეფეროლის აცეტატი (ვიტ E)- ცხიმში ხსნადი ვიტამინია რომლის ფუნქცია ბოლომდე არ არის განსაძღვრული. როგორც ანტიოქსიდანტი, ამუხრუჭებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას , ხელს უშლის უჯრედული და სუბუჯრედული მემბრანების დამაზიანებელი ზეჟანგების წარმოქმნას, რააც დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის განვითარებისათვის , ნერვული და კუნთური სისტემის ნორმალური ფუქციისათვის. სელესთან ერთად ამუხრუჭებს უჯერი ცხიმოვანი მჟავების ( მიკროსომული სისტემის ელექტრონების გადამტანი ნაწილი) დაჟანგვას ხელს უშლის ერითროციტების ჰემოლიზს. წარმოადგენს ზოგიერთი ფერმენტული სისტემის კოფაქტორს.
ჩვენება; ქრონიკული ჰეპატიტი,
ღვიძლის ციროზი;
ღვიძლის უჯრედების ნეკროზი;
სხვადასხვა ეტიოლოგიის ღვიძლის ცხიმოვანი დეგენერაციის (მათ შორის შაქრიანი დიაბეტის დროს)
ღვიძლის ტოქსიკური დაზიანებები;
ორსულთა ტოქსიკოზი;
პრე- და პოსტოპერაციული მკურნალობა, განსაკუთრებით ჰეპატობილიალურ უბანზე;
ფსორიაზი (როგორც დამხმარე თერაპია)
რადიაციული სინდრომი;
სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიასთან კომპლექსში.
დოზირების რეჟიმი:
შიგნით, 2 კაფსულა დღეში 2-3 ჯერ, ჭამის დროს;
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებზე;
გვერდითი ეფექტები
იშვიათად, დისკომფორტი ეპიგასტრიუმში, დიარეა.
ორსულობა და ლაქტაცია
ესსელ ფორტეს ჩვენებით გამოყენება შესაძლებელია ორსულობის დროს. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.
შეფუთვა
3-10 კაფსულა
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი
აფთიაქიდან გაცემის წესი
ურეცეპტოდ
მსგავსი პროდუქტები
დაზოლაქსი 500მგ+500მგ ტაბ N10
ზიტროქსი 200 სუსპ N1
| სხეულისწონა | ზიტროქსი 200/ 5ml |
| 8 კგ | 2,0 მლ (80 მგ) |
| 10-14 კგ | 2,5 მლ (100 მგ) |
| 15-24 კგ | 5 მლ (200 მგ) |
| 25-34 კგ | 7,5 მლ (300 მგ) |
| 35-44 კგ | 10 მლ (400 მგ) |
- ქრონიკული გარდამავალი ერითემა: პრეპარატის ჯამური დოზა შეადგენს 60 მგ/კგ დღეში ერთხელ 20 მგ/კგ - პირველ დღეს და 10 მგ/კგ - მომდევნო დღეებში 2-დან 5-დღემდე. სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები: გაურთულებელი ურეთრიტი/ცერვიციტი - 1 გ ერთჯერადად. გართულებული, ხანგრძლივად მიმდინარე ურეთრიტი, ცერვიციტი, გამოწვეული Chlamydia trachomatis - სამჯერ 1 გ 7 დღიანი ინტერვალით (1-7-14). კურსის დოზა 3 გ.
კაპრიფლოქსი 500მგ ტაბ N7
| შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ | დღიური დოზა ინექციის სიმწვავის მიხედვით) | მკურნალობის პერიოდი |
| მწვავე სინუსიტი (ჰაერით სავსე სივრცეების ანთება სახის ძვლებში) | 500 მგ დღეში ერთხელ | 10-14 დღე |
| ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება (ბრონქების ანთება ) | 250 მგ - 500 მგ დღეში ერთხელ | 7-10 დღე |
| საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია | 500 მგ დღეში ერთხელ ან ორჯერ | 7-14 დღე |
| პიელონეფრიტი (საშარდე გზების და თირკმელების ანეთება) | 500 მგ დღეში ერთხელ | 7-10 დღე |
| საშარდე გზების გართულებული ინფექციები | 500 მგ დღეში ერთხელ | 7-14 დღე |
| კანის და რბილი ქსოვილის ინფექციები | 250 მგ დღეში ერთხელ ან 500მგ დღეში ერთხელ ან ორჯერ | 7-14 დღე |
| ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი (პროსტატის ანთება) | 500 მგ დღეში ერთხელ | 28 დღე |
| ჰაერ-წვეთოვანი გზით ციმბირული წყლულთის მიმართ ექსპოზიცია | 500 მგ დღეში ერთხელ | 8 კვირა |
კოქსიბეტი 90მგ ტაბ N10
ლისტოლაკი ორალური სუსპ N10
პიგასპინ კაფს 75მგ N30
- მწვავე კორონალური სინდრომი ST სეგმენტის ელევაციის გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდიუმის ინფარქტი პათოლოგიური Q-კბილის გარეშე)
- მწვავე კორონალური სინდრომი ST სეგმენტის ელევაციით (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი)
- ათეროსკლეროზული დარღვევების პროფილაქტიკა
- იშემიური ინსულტი
- პერიფერიული არტერიების დიაგნოსტირებული დაავადებები
რაბელოკი 20მგ N10
ფლურანგი 150მგ კაფსულა N1
💊 რა არის ფლურანგი და რისთვის გამოიყენება?
-
შემადგენლობა: ეს არის სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, რომლის აქტიური ნივთიერებაა ფლუკონაზოლი (150 მგ).
-
დანიშნულება: გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ, ყველაზე ხშირად ისეთი ინფექციების დროს, რომლებსაც იწვევს სოკო „კანდიდა“ (მაგალითად: გენიტალური კანდიდოზი ქალებსა და მამაკაცებში).
📋 მიღების წესი და დოზირება
-
როგორ მივიღოთ: კაფსულა უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლის მიყოლებით. მიღება შესაძლებელია როგორც ჭამამდე, ისე ჭამის შემდეგ.
-
დოზა: გენიტალური კანდიდოზის დროს, როგორც წესი, ინიშნება ერთჯერადი დოზა (1 კაფსულა).
-
შენიშვნა: ქრონიკული ან რთული შემთხვევების დროს მკურნალობის კურსს და ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
⛔ არ მიიღოთ პრეპარატი, თუ:
-
გაქვთ ალერგია ფლუკონაზოლზე ან დამხმარე ნივთიერებებზე.
-
პარალელურად იღებთ ისეთ მედიკამენტებს, როგორიცაა: ტერფენადინი, ასტემიზოლი (ალერგიის დროს), ცისაპრიდი (კუჭ-ნაწლავისთვის), პიმოზიდი (შიზოფრენიის დროს) ან ქვინიდინი (გულის არითმიისთვის).
⚠️ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო:
-
ჯანმრთელობის პრობლემები: თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის დაავადებები, გულის პრობლემები (არითმია), ან ელექტროლიტური დისბალანსი.
-
ასაკი: 16 წლამდე მოზარდებში ინიშნება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით.
-
ორსულობა და ლაქტაცია: არ გამოიყენოთ ექიმის პირდაპირი დანიშნულების გარეშე.
-
ავტომობილის მართვა: შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან ძილიანობა, ამიტომ საჭესთან სიფრთხილეა საჭირო.
🔄 ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ფლურანგი რეაქციაში შედის ძალიან ბევრ მედიკამენტთან (მაგ.: სისხლის გამათხელებლები, დიაბეტის წამლები, წნევის მარეგულირებლები, ანტიბიოტიკები და ა.შ.).
რჩევა: ექიმს აუცილებლად ჩამოუთვალეთ ყველა ის წამალი, რომელსაც ამჟამად იღებთ.
🤢 გვერდითი მოვლენები
-
ხშირი: თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, დიარეა, გულისრევა, გამონაყარი.
-
საყურადღებო: თუ შენიშნეთ სუნთქვის გაძნელება, სახის/ტუჩების შეშუპება ან კანის მძიმე დაზიანება, სასწრაფოდ შეწყვიტეთ მიღება და მიმართეთ ექიმს.
📦 შენახვის პირობები
-
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
-
გაიცემა რეცეპტით (ფორმა N3).
