ლევომაკი 500მგ შემოგ. ტაბ N5
მწარმოებელი ქვეყანა: ინდოეთი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
(ლევოფლოქსაცინი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები)
შემადგენლობა
ყოველი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს :
ლევოფლოქსაცინი …………………….. 500 მგ-ს ექვივალენტი
აღწერა
ლევოფლოქსაცინი არის სინთეზური ანტიბაქტერიული საშუალება. ქიმიური სახელწოდებაა (-)-(S)-9-ფტორ-2,3-დიჰიდრო-3-მეთილ-10-(4-მეთილ-1-პიპერაზინილ)-7-ოქსო-7H-პირიდო[1,2,3-დე]-1,4-ბენზოქსაზინ-6-კარბოქსილის მჟავას ჰემიჰიდრატი. ემპირიული ფორმულა არის C 18 H 20 FN 3 O 4 • ½ H 2 O და მოლეკულური წონა არის 370.38.
ფარმაკოლოგიურიკლასიფიკაცია
ანტიბაქტერიული საშუალება
ფარმაკოლოგიურიმოქმედება
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია
პერორალურად მიღებული ლევოფლოქსაცინი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციით, რომელიც მიიღწევა 1-2 საათის განმავლობაში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არის 99 – 100%.
საკვები მცირე გავლენას ახდენს ლევოფლოქსაცინის შეწოვაზე. წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა 48 საათის განმავლობაში 500 მგ-ს ერთხელ ან ორჯერ დღეში დოზირების რეჟიმის გამოყენებისას.
განაწილება
ლევოფლოქსაცინის დაახლოებით 30-40% უკავშირდება შრატის ცილებს.
ლევოფლოქსაცინის განაწილების საშუალო მოცულობა არის დაახლოებით 100 ლ 500 მგ ერთჯერადი და განმეორებითი დოზების შემდეგ, რაც მიუთითებს ქსოვილებში ფართო განაწილებაზე.
ქსოვილებსადასითხეებშიშეღწევა:
ნაჩვენებია, რომ ლევოფლოქსაცინი აღწევს ბრონქების ლორწოვან გარსში, ეპითელიუმის ლორწოვან სითხეში, ალვეოლურ მაკროფაგებში, ფილტვის ქსოვილში, კანში (ბუშტუკის სითხე), პროსტატის ქსოვილსა და შარდში. თუმცა, ლევოფლოქსაცინის ცუდად აღწევს ცერებროსპინალურ სითხეში.
ბიოტრანსფორმაცია
ლევოფლოქსაცინი მეტაბოლიზდება ძალიან მცირე რაოდენობით, მეტაბოლიტებია დესმეთილ-ლევოფლოქსაცინი და ლევოფლოქსაცინის N-ოქსიდი. ეს მეტაბოლიტები შეადგენს დოზის <5%-ს და გამოიყოფა შარდით. ლევოფლოქსაცინი სტერეოქიმიურად სტაბილურია და არ განიცდის ქირალურ ინვერსიას.
ელიმინაცია
ლევოფლოქსაცინის პერორალური და ინტრავენური შეყვანის შემდეგ, იგი გამოიყოფა პლაზმიდან შედარებით ნელა (t ½: 6 – 8 სთ). გამოიყოფა ძირითადად თირკმლის გზით (შეყვანილი დოზის >85%). ლევოფლოქსაცინის საშუალო აშკარა მთლიანი კლირენსი ორგანიზმში 500 მგ ერთჯერადი დოზის შემდეგ იყო 175 +/-29.2 მლ/წთ. არ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკის მხრივ ინტრავენური და პერორალური მიღების შემდეგ, რაც მიუთითებს, რომ პერორალური და ინტრავენური გზები ურთიერთშემცვლელია.
ხაზოვნობა
ლევოფლოქსაცინს აქვს ხაზოვანი ფარმაკოკინეტიკა 50-დან 1000 მგ-მდე დოზის დიაპაზონში.
სპეციალურიპოპულაციები
თირკმლისუკმარისობის მქონე პირები
ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენას ახდენს თირკმლის უკმარისობა. თირკმელების ფუნქციის დაქვეითებისას, თირკმლისმიერი ელიმინაცია და კლირენსი მცირდება, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება, როგორც ეს მოცემულია ქვემოთ მოცემულ ცხრილში: ფარმაკოკინეტიკა თირკმლის უკმარისობის დროს 500 მგ ერთჯერადი პერორალური დოზის შემდეგ
| Cl cr [მლ/წთ] | <20 | 20 – 49 | 50 – 80 |
| Cl R [მლ/წთ] | 13 | 26 | 57 |
| t 1/2 [სთ] | 35 | 27 | 9 |
ხანდაზმულიპირები
არ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკის მხრივ ახალგაზრდა და ხანდაზმულ პირებს შორის, გარდა იმ განსხვავებებისა, რომლებიც დაკავშირებულია კრეატინინის კლირენსში.
გენდერულიგანსხვავებები
მამრობითი და მდედრობითი სქესის პირების ცალკე ანალიზმა აჩვენა მცირე და ზღვრული გენდერული განსხვავებები ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკის მხრივ. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს გენდერული განსხვავებები კლინიკურად მნიშვნელოვანია.
ფარმაკოდინამიკა:
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ქინოლონური ანტიბაქტერიული საშუალებები – ფტორქინოლონები, ATC კოდი: J01MA12
ლევოფლოქსაცინი არის ფტორქინოლონების კლასის სინთეზური ანტიბაქტერიული საშუალება და ოფლოქსაცინის რაცემიული აქტიური ნივთიერების S (-) ენანტიომერი.
მოქმედებისმექანიზმი
როგორც ფტორქინოლონის ანტიბაქტერიული საშუალება, ლევოფლოქსაცინი მოქმედებს დნმ-დნმ-გირაზას კომპლექსზე და ტოპოიზომერაზაზე IV.
ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური ურთიერთობა
ლევოფლოქსაცინის ბაქტერიციდული აქტივობის ხარისხი დამოკიდებულია შრატში მაქსიმალური კონცენტრაციის თანაფარდობაზე (Cmax) ან მრუდის ქვეშ მდებარე ფართობზე (AUC) და მინიმალურ ინჰიბიტორულ კონცენტრაციაზე (MIC).
რეზისტენტობისმექანიზმი
ლევოფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტობა მიიღწევა ეტაპობრივი პროცესით სამიზნე უბნებზე მუტაციებით ორივე ტიპის II ტოპოიზომერაზაში, დნმ გირაზასა და ტოპოიზომერაზას IV-ში. სხვა რეზისტენტულმა მექანიზმებმა, როგორიცაა შეღწევადობის ბარიერები (ხშირია Pseudomonas aeruginosa-ს შემთხვევაში) და ეფლუქსის მექანიზმებმა ასევე შეიძლება გავლენა მოახდინონ ლევოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობელობაზე.
აღინიშნება ჯვარედინი რეზისტენტობა ლევოფლოქსაცინსა და სხვა ფტორქინოლონებს შორის. მოქმედების მექანიზმის გამო, ლევოფლოქსაცინსა და სხვა კლასების ანტიბაქტერიულ საშუალებებს შორის ზოგადად არ არსებობს ჯვარედინი რეზისტენტობა.
მგრძნობელობისსაზღვრები
ცხრილში ქვემოთ (მგ/ლ 1) ჩამოთვლილია ლევოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობელობის ტესტირების EUCAST მიერ დამტკიცებული მდკ-ს (მგ/ლ) საკონტროლო მნიშვნელობები, რომელნიც ამ პრეპარატის მიმართ პათოგენების მგრძნობელობის შეფასების საშუალებას იძლევიან მგრძნობიარე , ზომიერად მგრძნობიარე ან რეზისტენტული.
EUCAST-ს მიერ ლევოფლოქსაცინისთვის დადგენილი მდკ-ს კლინიკური საკონტროლო მნიშვნელობები (ვერსია 2.0, 2012-01-01 ):
| პათოგენი | მგრძნობიარე | რეზისტენტული |
| Enterobacterales | ≤ 0.5 მგ/ლ | > 1 მგ/ლ |
| Pseudomonas spp. | ≤ 0.001 მგ/ლ | > 1 მგ/ლ |
| Acinetobacter spp. | ≤ 0.5 მგ/ლ | > 1 მგ/ლ |
| Staphylococcus aureus Coagulase-negative staphylococcii | ≤ 0.001 მგ/ლ | > 1 მგ/ლ |
| Enterococcus spp. 1 | ≤ 4 მგ/ლ | > 4 მგ/ლ |
| Streptococcus pneumoniae | ≤ 0.001 მგ/ლ | > 2 მგ/ლ |
| Streptococcus groups A,B,C and G | ≤ 0.001 მგ/ლ | > 2 მგ/ლ |
| Haemophilus influenza | ≤ 0.06 მგ/ლ | > 0/06 მგ/ლ |
| Moraxella catarrhalis3 | ≤ 0.125 მგ/ლ | > 0.125 მგ/ლ |
| Helicobacterpylori | ≤ 1 მგ/ლ | > 1 მგ/ლ |
| Aerococcussanguinicola and urinae 2 | ≤ 2 მგ/ლ | > 2 მგ/ლ |
| Aeromonas spp. | ≤ 0.5 მგ/ლ | > 1 მგ/ლ |
| PK-PD (რომელიც არ არის დაკავშირებული პათოგენების გარკვეულ სახეობასთან) საზღვრები, |
≤ 0.5 მგ/ლ | > 1 მგ/ლ |
1 : საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციები მხოლოდ
2 : მგრძნობელობა შეიძლება შეფასდეს ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობელობის მიხედვით. რეზისტენტობის გავრცელება შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიულად და დროთა განმავლობაში შერჩეული სახეობებისთვის და რეზისტენტობის შესახებ ადგილობრივი ინფორმაცია სასურველია, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას. საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოიძიოთ ექსპერტის რჩევა, როდესაც რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება ისეთია, რომ აგენტის სარგებლობა სულ მცირე ზოგიერთი ტიპის ინფექციაში საეჭვოა.
ჩვეულებრივმგრძნობიარესახეობები
აერობულიგრამდადებითიბაქტერიები
Bacillus anthracis
Staphylococcus aureus მეთიცილინ–მგრძნობიარე
Staphylococcus saprophyticus
სტრეპტოკოკები, ჯგუფი C და G
Streptococcus agalactiae
Streptococcus pneumoniae
Streptococcus pyogenes
აერობულიგრამუარყოფითიბაქტერიები
Eikenellacorrodens
Haemophilusinfluenzae
Haemophilus para-influenzae
Klebsiella oxytoca
Moraxella catarrhalis
Pasteurella multocida
Proteus vulgaris
Providenciarettgeri
ანაერობულიბაქტერიები
Peptostreptococcus
სხვა
Chlamydophila pneumoniae
Chlamydophil apsittaci
Chlamydia trachomatis
Legionella pneumophila
Mycoplasma pneumoniae
Mycoplasma hominis
Ureaplasmaurealyticum
სახეობები, რომლებისთვისაცშეძენილირეზისტენტობაშეიძლებაპრობლემა იყოს
აერობული გრამდადებითი ბაქტერიები
Enterococcus faecalis
Staphylococcus aureus მეთიცილინ-რეზისტენტული *
კოაგულაზა უარყოფითი Staphylococcus spp
აერობულიგრამუარყოფითიბაქტერიები
Acinetobacter baumannii
Citrobacter freundii
Enterobacter aerogenes
Enterobacter cloacae
Escherichia coli
Klebsiella pneumonia
Morganellamorganii
Proteus mirabilis
Providencia stuartii
Pseudomonas aeruginosa
Serratiamarcescens
ანაერობულიბაქტერიები
Bacteroides fragilis
თანდაყოლილადრეზისტენტულიშტამები
აერობულიგრამდადებითიბაქტერიები
Enterococcus faecium
*მეთიცილინ-რეზისტენტული S. aureus-ს , დიდი ალბათობით, გააჩნია ფტორქინოლონების, მათ შორის ლევოფლოქსაცინის მიმართ კორეზისტენტობა.
ჩვენებებიდაგამოყენება
ლევოფლოქსაცინის ნაჩვენებია მოზრდილებში შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
- მწვავე ბაქტერიული სინუსიტი
- ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება გამწვავებული ბრონქიტის ჩათვლით
- საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია
- კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები
ზემოაღნიშნული ინფექციების დროს ლევოფლოქსაცინი გამოყენებული უნდა მხოლოდ მაშინ, როდესაც არასათანადოდ არის მიჩნეული ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენება, რომლებიც ჩვეულებრივ რეკომენდებულია ამ ინფექციების საწყისი მკურნალობისთვის.
- პიელონეფრიტი და საშარდე გზების გართულებული ინფექციები
- ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი
- ცისტიტი გართულების გარეშე
- ინჰალაციური ჯილეხი: ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა და მკურნალობა.
ლევოფლოქსაცინით მკურნალობა შეიძლება დასრულდეს იმ პაციენტებში რომლებთანაც ნაჩვენებია გაუმჯობესება ლევოფლოქსაცინის ინტრავენური პრეპარატის თავდაპირველი გამოყენების შემდეგ.
გასათვალისწინებელია ოფიციალური მითითებები ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ.
უკუჩვენებები
ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები არ გამოიყენება:
- პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა ლევოფლოქსაცინის ან სხვა ქინოლონის და რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
- ეპილეფსიის მქონე პაციენტებში,
- პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მყესების დარღვევების ისტორია, დაკავშირებული ფტორქინოლონის მიღებასთან,
- ბავშვებში ან მოზარდებში,
- ორსულობის დროს,
- მეძუძურ ქალებში.
უარყოფითი რეაქცია
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ეფუძნება კლინიკურ კვლევებს 8300-ზე მეტ პაციენტში და ვრცელ პოსტმარკეტინგულ გამოცდილებას.
სიხშირეებიგანისაზღვრებაშემდეგნაირად: ძალიანხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100, <1/10), არახშირი (≥1/1000, <1/100), იშვიათი (≥1 /10000, <1/1000), ძალიანიშვიათი (<1/10000), უცნობი(შეფასება შეუძლებელიაარსებულიმონაცემებით).
სიხშირის თითოეულ ჯგუფში არასასურველი ეფექტები წარმოდგენილია სიმძიმის კლების მიხედვით.
| სისტემურ ორგანოთაკლასი | ხშირი
(≥1/100- <1/1 ) |
არახშირი
(≥ 1/1,000 – <1/100) |
იშვიათი
(≥1/10,000- <1/1,000) |
ცნობილი არ არის(შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძელზე)
მონაცემები) |
| ინფექციები და ინვაზიები | სოკოვანი ინფექცია
მათ შორის Candida-ს ინფექციის პათოგენური რეზისტენტობა |
|||
| დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ | ლეიკოპენია
ეოზინოფილია |
თრომბოციტოპენია
ნეიტროპენია |
პანციტოპენია
აგრანულოციტოზი ჰემოლიტური ანემია |
|
| დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ | ანგიონევროზული შეშუპება
ჰიპერმგრძნობელობა
|
ანაფილაქსური შოკიa
ანაფილაქტოიდური შოკიa
|
||
| ენდოკრინული დარღვევები | ანტიდიურეზული ჰორმონის (SIADH) არასათანადო სეკრეციის სინდრომი | |||
| დარღვევები მეტაბოლიზმისდა კვების მხრივ | ანორექსია | ჰიპოგლიკემია განსაკუთრებით დიაბეტით დაავადებულებში | ჰიპერგლიკემია
ჰიპოგლიკემიური კომა |
|
| ფსიქიატრიული
დარღვევები* |
უძილობა | შფოთვა
დაბნეული მდგომარეობა ნერვოზულობა |
ფსიქოზური რეაქციები
(მაგ. ჰალუცინაციებით, პარანოიით) დეპრესია აჟიტაცია არანორმალური სიზმრები ღამის კოშმარები |
ფსიქოზური დარღვევები საკუთარი თავისთის საფრთხის შემქნელი ქცევა
მათ შორის სუიციდური იდეები ან სუიციდის მცდელობა |
| დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ | თავის ტკივილი
თავბრუსხვევა |
ძილიანობა
კანკალი დისგევზია |
კრუნჩხვითი
პარესთეზია |
პერიფერიული სენსორული
ნეიროპათია
პერიფერიული სენსორული მოტორული ნეიროპათია
(პაროსმია ანოსმიის ჩათვლით) დისკინეზია ექსტრაპირამიდული აშლილობა ,აგეზია სინკოპე კეთილთვისებიანი ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია |
| დარღვევები თვალის მხრივ* | მხედველობის დარღვევები, როგორიცაა ბუნდოვანი მხედველობა
|
მხედველობის გარდამავალი დაკარგვა | ||
| დარღვევები ყურის და ლაბირინთის მხრივ * | ვერტიგო | ტინიტუსი | სმენის დაკარგვა
სმენის დაქვეითება |
|
| დარღვევები გულის მხრივ* | ტაქიკარდია,
პალპიტაცია |
პარკუჭოვანი ტაქიკარდია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის გაჩერება
პარკუჭოვანი არითმია და Torsade de Pointes (უპირატესად პაციენტებში QT გახანგრძლივების რისკ-ფაქტორებით), ელექტროკარდიოგრამაზე QT გახანგრძლივება |
||
| დარღვევები სისხლძარღვების მხრივ* | ვრცელდება მხოლოდ ი.ვ. ფორმაზე:
ფლებიტი |
ჰიპოტენზია | ||
| დარღვევები სუნთქვის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ | დისპნოე | ბრონქოსპაზმი
ალერგიული პნევმონიტი |
||
| დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ | დიარეა
ღებინება გულისრევა |
მუცლის ტკივილი
დისპეფსია მეტეორიზმი ყაბზობა |
დიარეა – ჰემორაგიული, რომელიც ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება მიუთითებდეს ენტეროკოლიტზე, ფსევდომემბრანული კოლიტის ჩათვლით
პანკრეატიტი |
|
| ჰეპატობილიარული დარღვევები | ღვიძლისმიერი ფერმენტის მომატება (ALT/AST, ტუტე ფოსფატაზა, GGT) | სისხლში ბილირუბინის მომატება | სიყვითლე და ღვიძლის მძიმე დაზიანება, მათ შორის ფატალური შემთხვევები ღვიძლის მწვავე უკმარისობით, ძირითადად პაციენტებში მძიმე თანმხლები დაავადებებით
ჰეპატიტი |
|
| დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივb | გამონაყარი
ქავილი ჭინჭრის ციება ჰიპერჰიდროზი |
წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS), წამლისმიერი ფიქსირებული გამონაყარი | ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი
სტივენს-ჯონსონის სინდრომი მრავალფორმიანი ერითემა ფოტომგრძნობელობის რეაქცია ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტი სტომატიტი |
|
| ჩონჩხ-კუნთოვანი1 და შემაერთებელი ქსოვილების დარღვევები* | ართრალგია
მიალგია |
მყესების დარღვევები ტენდინიტის ჩათვლით (მაგ. აქილევსის მყესი)
კუნთების სისუსტე, რომელსაც შესაძლოა განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდეს მიასთენიის გრავიის მქონე პაციენტებში |
რაბდომიოლიზი*
მყესის გაწყვეტა (მაგ. აქილევსის მყესი) ლიგატების გაწყვეტა კუნთების რღვევა ართრიტი |
|
| დარღვევები თირკმელების და საშარდე სისტემის მხრივ | სისხლში კრეატინინის მომატება | თირკმლის მწვავე უკმარისობა (მაგ. ინტერსტიციული ნეფრიტი) | ||
| ზოგადი დარღვევები და მდგომარეობებიშეყვანის ადგილას | ვრცელდებამხოლოდი.ვ.ფორმაზე:
რეაქცია ინფუზიის ადგილზე (ტკივილი, სიწითლე) |
ასთენია | პირექსია | ტკივილი (მათ შორის, ზურგის, მკერდისა და კიდურების ტკივილი) |
a ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები შეიძლება ზოგჯერ მოხდეს პირველივე დოზის შემდეგ
b ლორწოვანი გარსის რეაქციები შეიძლება ზოგჯერ მოხდეს პირველივე დოზის მიღების შემდეგაც კი
** გახანგრძლივებული (თვეებამდე ან წლამდე), ინვალიდური და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული წამლის რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები, რომლებიც გავლენას ახდენენ რამდენიმე, ზოგჯერ მრავალ, სისტემურ ორგანოთა კლასსა და გრძნობაზე (მათ შორის რეაქციები, როგორიცაა ტენდონიტი, მყესების რღვევა, ართრალგია, კიდურების ტკივილი, სიარულის დარღვევა, ნეიროპათიები, რომლებიც დაკავშირებულია პარესთეზიასთან, დეპრესიასთან, დაღლილობასთან, მეხსიერების დაქვეითებასთან, ძილის დარღვევასთან და სმენის, მხედველობის, გემოსა და ყნოსვის დაქვეითებასთან) დაფიქსირდა ქინოლონების და ფტორქინოლონების გამოყენებასთან დაკავშირებით ზოგიერთ შემთხვევაში, წინასწარ არსებული რისკ-ფაქტორების მიუხედავად.
** დაფიქსირდა აორტის ანევრიზმისა და დისექციის შემთხვევები, ზოგჯერ გართულებული დარღვევით (მათ შორის ფატალური) და გულის რომელიმე სარქვლის რეგურგიტაცია/უკმარისობა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფტორქინოლონებს.
სხვა გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია ფტორქინოლონის მიღებასთან, მოიცავს:
– პორფირიის შეტევები პორფირიის მქონე პაციენტებში.
დოზირება
ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები მიიღება დღეში ერთხელ ან ორჯერ.
დოზა დამოკიდებულია ინფექციის სახეობასა და სიმძიმეზე და სავარაუდო გამომწვევი პათოგენის მგრძნობელობაზე. მკურნალობა ინტრავენური პრეპარატის თავდაპირველი გამოყენების შემდეგ შეიძლება დასრულდეს ლევოფლოქსაცინის ტაბლეტებით პარენტერალური და პერორალური ფორმების ბიოექვივალენტობის გათვალისწინებით, შესაძლებელია იგივე დოზის გამოყენება.
დოზირება: შემდეგი რეკომენდაციების გაცემა შეიძლება ლოვოფლოქსაცინის დოზების შესახებ:
დოზირებათირკმელებისნორმალურიფუნქციისმქონეპაციენტებში (კრეატინინისკლირენსი > 50 მლ/წთ)
ჩვენება |
სადღეღამისოდოზისრეჟიმი
(სიმძიმისმიხედვით) |
მკურნალობისსაერთოხანგრძლივობა
(სიმძიმისმიხედვით) |
| მწვავე ბაქტერული სინუსიტი |
500 მგ დღეში ერთხელ |
10-14 დღე |
| ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მწვავე ბაქტერიული ბრონქიტის ჩათვლით |
500 მგ დღეში ერთხელ |
7-10 დღე |
| საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია | 500 მგ ერთხელ ან ორჯერ დღეში | 7-14 დღე |
| მწვავე პიელონეფრიტი | 500 მგ დღეში ერთხელ | 7-10 დღე |
| საშარდე გზების გართულებული ინფექციები | 500 მგ დღეში ერთხელ | 7-14 დღე |
| ცისტიტი გართულების გარეშე | 250 მგ დღეში ერთხელ | 3 დღე |
| ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი | 500 მგ დღეში ერთხელ | 28 დღე |
| კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები | 500 მგ ერთხელ ან ორჯერ დღეში | 7-14 დღე |
| ინჰალაციური ჯილეხი | 500 მგ დღეში ერთხელ | 8 კვირა |
სპეციალურიპოპულაციები
თირკმლისფუნქციისდარღვევა (კრეატინინისკლირენსი ≤ 50 მლ/წთ)
| კრეატინინისკლირენსი |
დოზისრეჟიმი |
||
| 250 მგ/24 სთ | 500 მგ/24 სთ | 500 მგ/12 სთ | |
|
|
პირველიდოზა: 250 მგ | პირველიდოზა:
500 მგ |
პირველიდოზა:
500 მგ |
| 50 – 20 მლ/წთ | შემდეგ:
125 მგ/24 სთ |
შემდეგ:
250 მგ/24 სთ |
შემდეგ : 250 მგ/12 სთ |
| 19-10 მლ/წთ | შემდეგ:
125 მგ/48 სთ |
შემდეგ:
125 მგ/24 სთ |
შემდეგ:
125 მგ/12 სთ |
| <10 მლ/წთ
(ჰემოდიალიზის და უწყვეტი ამბულატორიული პერიტონული დიალიზის ჩათვლით) 1 |
შემდეგ:
125 მგ/48 სთ |
შემდეგ:
125 მგ/24 სთ |
შემდეგ:
125 მგ/24 სთ |
1 დამატებითი დოზები არ არის საჭირო ჰემოდიალიზის ან უწყვეტი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზის შემდეგ.
ღვიძლისფუნქციისდარღვევა
დოზის კორექცია საჭირო არ არის, ვინაიდან ლევოფლოქსაცინი არ მეტაბოლიზდება რაიმე შესაბამისი ხარისხით ღვიძლში და ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით.
ხანდაზმულიმოსახლეობა
ხანდაზმულებში დოზის კორექცია არ არის საჭირო, გარდა იმისა, რაც დაწესებულია თირკმლის ფუნქციის გათვალისწინებით.
პედიატრიულიმოსახლეობა
ლევოფლოქსაცინი უკუნაჩვენებია ბავშვებში და მოზარდებში.
გამოყენებისწესი
ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები მიიღება დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობით სითხის მიყოლებით. ტაბლეტის გაყოფა შესაძლებელია გამყოფ ხაზის ადგილას , რათა მოხდეს დოზის დარეგულირება. ტაბლეტები მიიღება კვების დროს ან კვებათა შორის ინტერვალში. ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები მიიღება რკინის მარილების, თუთიის მარილის, მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდების ან დიდანოზინთან (მხოლოდ დიდანოზინი მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ბუფერული საშუალებები), და სუკრალფატის მიღებამდე სულ მცირე 2 საათით ადრე, რადგან სხვა შემთხვევაში მოსალოდნელია აბსორბციის შემცირება.
ურთიერთქმედება სამკურნალო საშულებებთან
სხვასამკურნალოსაშუალებებისმოქმედებალევოფლოქსაცინზე
რკინის მარილები, თუთიის მარილები, მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდური საშუალებები, დიდანოზინი
ლევოფლოქსაცინის აბსორბცია მნიშვნელოვნად მცირდება ისეთ პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენებისას, რომელნიც შეიცავენ რკინის მარილებს, ან მაგნიუმის ანდა ალუმინის შემცველ ანტაციდურ საშუალებებთან, აგრეთვე, დიდანოზინთან (ეს ეხება მხოლოდ დიდანოზინის სამკურნალო ფორმებს მაგნიუმის ანდა ალუმინის შემცველი ბუფერული აგენტებით).
ფტორქინოლონების და თუთიის შემცველი მულტივიტამინების ერთდროულად პერორალურად გამოყენება აქვეითებს მათ აბსორბციას. პრეპარატების მიღება, რომელნიც შეიცავენ 2- და 3-ვალენტიან კატიონებს, როგორიცაა რკინის მარილები, თუთიის მარილები, ანტაციდები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის მაგნიუმი ან და ალუმინი ან დიდანოზინი (ეს ეხება მხოლოდ დიდანოზინის სამკურნალო ფორმებს მაგნიუმის ანდა ალუმინის შემცველი ბუფერული აგენტებით) არ არის რეკომენდებული 2 საათით ადრე და 2 საათში ლევოფლოქსაცინის ტაბლეტების მიღების შემდეგ. კალციუმის მარილები პერორალურად მიღებისას მინიმალურ გავლენას ახდენენ ლევოფლოქსაცინის აბსორბციაზე.
სუკრალფატი
სუკრალფატთან ერთდროულად მიღებისას ლევოფლოქსაცინის ტაბლეტების ბიოხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად მცირდება. სუკრალფატის ერთდროულად მიღების აუცილებლობის შემთხვევაში სასურველია მისი მიღება 2 საათში ლევოფლოქსაცინის ტაბლეტების მიღების შემდეგ.
თეოფილინი, ფენბუფენიანმსგავსიარასტეროიდულიანთებისსაწინააღმდეგოსაშუალებები
კლინიკური კვლევისას ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება თეოფილინთან არ გამოვლენილა. თუმცა, ცერებრალური კრუნჩხვის ზღურბლის მკვეთრად დაქვეითება შეიძლება აღინიშნოს, როდესაც ქინოლონები მიიღება თეოფილინთან, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ან სხვა ისეთ საშუალებებთან ერთად, რომლებიც ამცირებენ კრუნჩხვის ზღურბლს.
ლევოფლოქსაცინის კონცენტრაცია იყო დაახლოებით 13%-ით უფრო მაღალი ფენბუფენის არსებობისას, ვიდრე ცალკე გამოყენებისას.
პრობენეციდიდაციმეტიდინი
პრობენეციდს და ციმეტიდინს ჰქონდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი ლევოფლოქსაცინის ელიმინაციაზე. ლევოფლოქსაცინის თირკმლისმიერი კლირენსი შემცირდა ციმეტიდინით (24%) და პრობენეციდით (34%). ეს განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ორივე პრეპარატს შეუძლია დაბლოკოს ლევოფლოქსაცინის თირკმლის ტუბულარული სეკრეცია. თუმცა, კვლევის დროს ტესტირებულ დოზებზე, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კინეტიკური განსხვავებები ნაკლებად სავარაუდოა, რომ იყოს კლინიკურადრელევანტური.
სიფრთხილე არის საჭირო, როდესაც ლევოფლოქსაცინი ინიშნება ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც მოქმედებენ თირკმლის სეკრეციაზე, მაგალითად პრობენეციდი და ციმეტიდინი, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
სხვამნიშვნელოვანიინფორმაცია: კლინიკურმა ფარმაკოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკაზე კლინიკურად მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ აღინიშნებოდა, როდესაც ლევოფლოქსაცინი მიღებული იყო შემდეგ პრეპარატებთან ერთად: კალციუმის კარბონატი, დიგოქსინი, გლიბენკლამიდი, რანიტიდინი.
ლევოფლოქსაცინის მოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებზე
ციკლოსპორინი
ციკლოსპორინის ნახევარგამოყოფის პერიოდი გაიზარდა 33%-ით ლევოფლოქსაცინთან ერთად მიღებისას.
K ვიტამინისანტაგონისტები
გაზრდილი კოაგულაციის ტესტები (PT/INR) და/ან სისხლდენა, რომელიც შეიძლება იყოს მძიმე, აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ლევოფლოქსაცინით K ვიტამინის ანტაგონისტთან ერთად (მაგ. ვარფარინი). ამიტომ, კოაგულაციის ტესტების მონიტორინგი უნდა მოხდეს პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ K ვიტამინის ანტაგონისტებით.
პრეპარატები, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს
ლევოფლოქსაცინი, ისევე როგორც სხვა ფტორქინოლონები, სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც იღებენ QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ პრეპარატებს (მაგ. IA და III კლასის ანტიარითმული საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაკროლიდები, ანტიფსიქოტური საშუალებები).
სხვაშესაბამისიინფორმაცია
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების კვლევაში ლევოფლოქსაცინი არ ახდენდა ზეგავლენას თეოფილინის ფარმაკოკინეტიკაზე (რომელიც წარმოადგენს CYP1A2-ის სუბსტრატს), რაც მიუთითებს იმაზე, რომ ლევოფლოქსაცინი არ არის CYP1A2 ინჰიბიტორი.
ურთიერთქმედების სხვა ფორმები
საკვები
არ მოიპოვება კლინიკურად მნიშვნელოვანი ინფორმაცია საკვებთან ურთიერთქმედების შესახებ. შესაბამისად ლევოფლოქსაცინის ტაბლეტების მიღება არ არის დამოკიდებული კვებაზე.
გაფრთხილებებიდასიფრთხილისზომები
ლევოფლოქსაცინის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული პაციენტებში, რომლებსაც წარსულშ
მსგავსი პროდუქტები
აზოტრინი 500მგ N3
- აქტიური ინგრედიენტი:ყოველი ტაბლეტი შეიცავს1 მგ აზითრომიცინის დიჰიდრატს, რაც 500 მგ აზითრომიცინის ექვივალენტურია.
- დამხმარე საშუალებები: სახამებელი, პრეჟელატინიზებული, დაბალჩანაცვლებული ჰიდროგენ ფოსფატ დიჰიდრატი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, კროსკარმელოზას ნატრიუმი (ac-di-sol), ლაქტოზა, უწყლო (მიღებული ხარის რძისგან), კოლოიდური უწყლო სილიკა (E551), მაგნიუმის სტეარატი (E572), ჰიდროქსიპროპილ მეთილ ცელულოზა 2910/ჰიპრომელოზა 5cp (E464), მაკროგოლი/პოლიეთილენ გლიკოლი 400 (E1521) და ტიტანის დიოქსიდი (E171).
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი კვლავ წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ მისცეთ ის სხვებს.
- გამოყენების დროს, ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, უთხარით თქვენს ექიმს, რომ იღებთ ამ პრეპარატს.
- მკაცრად დაიცავით ამ ინსტრუქციაში მოცემული მითითებები. არ გამოიყენოთ თქვენთვის რეკომენდებულზე უფრომაღალი ან დაბალი დოზები.
- რა არის აზოტრინი და რისთვის გამოიყენება 2. რა უნდა იცოდეთ აზოტრინის გამოყენების წინ 3. როგორ გამოიყენება აზოტრინი 4. შესაძლო გვერდითი ეფექტები 5. როგორ ინახება აზოტრინი
- რა არის აზოტრინი და რისთვის გამოიყენება:
- გულ-მკერდის, ყელის ან ცხვირის ინფექციები (როგორიცაა ბრონქიტი, პნევმონია და სინუსიტი)
- Streptococcus pyogenes-ით გამოწვეული ფარინგიტისა და ტონზილინის მკურნალობისას პენიცილინზე ალერგიის შემთხვევაში
- ყურის მწვავე ინფექციები (მწვავე შუა ყურის ანთება)
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (როგორიცაა აბსცესი ან ძირმაგარა)
- სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, გამოწვეული Chlamydia-ს მიერ
- რბილი ქსოვილების წყლულები, გამოწვეული Haemophilus ducreyi მიკროორგანიზმით და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, გამოწვეული არა მულტი-პრეპარატ-რეზისტენტული მიკროორგანიზმით Neisseria gonorrhoeae, თანმხლები ინფექციების გარეშე
- რა უნდა იცოდეთ აზოტრინის მიღების წინ
- თუ გაქვთ ალერგია აზოტრინის ან ნებისმიერი სხვა მაკროლიდური ანტიბიოტიკის მიმართ, როგორიცაა ერითრომიცინი ან კლარითრომიცინი ან აზოტრინის ნებისმიერი ინგრედიენტი. ალერგიულმა რეაქციამ შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი ან ხიხინი.
- თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები.
- იღებთ რომელიმე ერგოტის წარმოებულებს, როგორიცაა ერგოტამინი (გამოიყენება მიგრენის სამკურნალოდ).
- თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები
- თუ გაქვთ გულის დაავადებები
- თუ გაქვთ საზოგადოებაში გავრცელებული ინფექციური დაავადება
- თუ არსებობს ეჭვი სეპტიცემიაზე ან დიაგნოსტირებულია სეპტიცემია
- თუ იმყოფებით სტაციონარულ მკურნალობაზე
- თუ ხართ ხანდაზმული ასაკის ან ძლიერ დასუსტებული
- თუ გაქვთ ჯანმრთელობის სხვა სერიოზული პრობლემები (იმუნური სისტემის დეფიციტი ან თანდაყოლილი ასპლენია/ქირურგიული ასპლენიის მდგომარეობა, სხვ.)
- თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება
- როგორც სხვა ანტიბიოტიკების შემთხვევაში, ექიმმა უნდა გააკონტროლოს მეორადი ინფექციის რისკი დასუსტებულ ორგანიზმში, არამგრძნობიარე ორგანიზმებით, მათ შორის, სოკოებით გამოწვეული ნებისმიერი სახის ინფექციის გამო
- თუ აღინიშნება დიარეა.
- ერგოტი ან ერგოტამინი
- ვარფარინი ან ნებისმიერი მსგავსი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სისხლის შედედების პრევენციისათვის.
- ციკლოსპორინი (გამოიყენება იმუნური სისტემის სუპრესიისთვის, ტრანსპლანტირებული ორგანოს ან ძვლის ტვინის უკუგდების პრევენციის და მკურნალობის მიზნით)
- დიგოქსინი (გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ)
- თეოფილინი (გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ)
- ნელფინავირი (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ)
- როგორ გამოიყენება აზოტრინი
- pyogenes-ით გამოწვეული ტონზილიტის/ფარინგიტის მკურნალობისას, საერთო დოზა, რომელიც გამოიყენება 5 დღის განმავლობაში, არის 500 მგ 1-ელ დღეს და 250 მგ მომდევნო დღეებში (დღეები 2, 3, 4 და 5).
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- აზოტრინის გამოყენებისას: არარეგულარული გულის დარტყმები, თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა
- უეცარი ხიხინი
- სუნთქვის გაძნელება
- ქუთუთოების შეშუპება
- სახის ან ტუჩების შეშუპება
- გამონაყარი ან ქავილი (განსაკუთრებით მთელ სხეულზე).
- როგორ ინახება აზოტრინი
აზოტრინი 200მგ/5მლ სუსპ N1
აზოტრინი 200მგ/5მლ15მლ სუსპ
200 მგ/5 მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის მიიღება პერორალურად.- აქტიური ინგრედიენტი: ყოველი საზომი კოვზი (5 მლ) შეიცავს 209.64 მგ აზითრომიცინის დიჰიდრატს.
- დამხმარე საშუალებები: საქაროზა, სამფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი, უწყლო, ნატრიუმის ბენზოატი (E211), ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა (E463), ქსანტანის გუმი (E415), საქარინის ნატრიუმი (E954), ბანანის არომატიზატორი, ჟოლოს არომატიზატორი.
- გულ-მკერდის, ყელის ან ცხვირის ინფექციები (როგორიცაა ბრონქიტი, პნევმონია და სინუსიტი)
- Streptococcus pyogenes-ით გამოწვეული ფარინგიტისა და ტონზილინის მკურნალობისას პენიცილინზე ალერგიის შემთხვევაში
- ყურის მწვავე ინფექციები (მწვავე შუა ყურის ანთება)
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (როგორიცაა აბსცესი ან ძირმაგარა)
- სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, გამოწვეული Chlamydia-ს მიერ
- რბილი ქსოვილების წყლულები, გამოწვეული Haemophilus ducreyi მიკროორგანიზმით და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, გამოწვეული არა მულტი-პრეპარატ-რეზისტენტული მიკროორგანიზმით Neisseria gonorrhoeae, თანმხლები ინფექციების გარეშე
- თუ გაქვთ ალერგია აზოტრინის ან ნებისმიერი სხვა ანტიბიოტიკის მიმართ, როგორიცაა ერითრომიცინი ან კლარითრომიცინი ან აზოტრინის ნებისმიერი ინგრედიენტი. ალერგიულმა რეაქციამ შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი ან ხიხინი.
- თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები.
- იღებთ რომელიმე ერგოტის წარმოებულებს, როგორიცაა ერგოტამინი (გამოიყენება მიგრენის სამკურნალოდ).
- თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები
- თუ გაქვთ გულის დაავადებები
- თუ გაქვთ საზოგადოებაში გავრცელებული ინფექციური დაავადება
- თუ არსებობს ეჭვი სეპტიცემიაზე ან დიაგნოსტირებულია სეპტიცემია
- თუ იმყოფებით სტაციონარულ მკურნალობაზე
- თუ ხართ ხანდაზმული ასაკის ან ძლიერ დასუსტებული
- თუ გაქვთ ჯანმრთელობის სხვა სერიოზული პრობლემები (იმუნური სისტემის დეფიციტი ან თანდაყოლილი ასპლენია/ქირურგიული ასპლენიის მდგომარეობა, სხვ.)
- თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება
- როგორც სხვა ანტიბიოტიკების შემთხვევაში, ექიმმა უნდა გააკონტროლოს მეორადი ინფექციის რისკი დასუსტებულ ორგანიზმში, არამგრძნობიარე ორგანიზმებით, მათ შორის, სოკოებით გამოწვეული ნებისმიერი სახის ინფექციის გამო
- თუ აღინიშნება დიარეა.
- აზოტრინის გამოყენებისას: არარეგულარული გულის დარტყმები, თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა
- უეცარი ხიხინი
- სუნთქვის გაძნელება
- ქუთუთოების შეშუპება
- სახის ან ტუჩების შეშუპება
- გამონაყარი ან ქავილი (განსაკუთრებით მთელს სხეულზე).
ბიკომპლექსი 6მლ N10
- ფარმაცევტული პროდუქტის დასახელება
- ხარისხობრივი და რაოდენობრივი და შემადგენლობა
- ფარმაცევტული ფორმა
- კლინიკური ჯგუფი
- ფარმაკოლოგიური თვისებები
- ფარმაცევტული დეტალები
- მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
- მარკეტიგული ავტორიზაციის ნომერ(ებ)ი
ვეფოქსანი 3000მგ პაკეტი N2
- თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა ფოსფომიცინის ან ვეფოქსანის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
- 10 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსის შემთხვევაში, თირკმლის მძიმე უკმარისობით და ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში.
- პაციენტებმა ფრუქტოზას მემკვიდრეობითი აუტანლობით, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით ან საქაროზა-იზომალტაზას უკმარისობით არ უნდა გამოიყენონ ეს პრეპარატი.
- დიაბეტით დაავადებულების ან დიეტაზე მყოფი პაციენტებისთვის გასათვალისწინებელია, რომ ვეფოქსანის ყოველი პაკეტი შეიცავს 2,205 გ შაქარს.
- არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება ზედა საშარდე გზების ინფექციების დროს, როგორიცაა ნეფრიტი, პიელონეფრიტი.
ნორმოგლიპი M 500მგ+2მგ N30
- ზრდის ქსოვილის ინსულინისადმი მგრძნობელობას და შესაბამისად გლუკოზის პერიფერიული უტილიზაციას
- ამცირებს ენდოგენური გლუკოზის სინთეზს
- ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს
- აუმჯობესებს სისხლის ფიბრინოლიზურ აქტივობას
- დადებითად მოქმედებს ლიპიდურ ცვლაზე: აქვეითებს საერთო ქოლესტერინს, ტრიგლიცერიდებს და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონეს
რაბელოკი 20მგ N10
ფარკლობენტი-კრემი 30გ ტუბი N1
- ვაგინალური კანდიდოზი, შერეული ვაგინიტი, ვულვიტი, კოლპიტი
- კანის ინფექციები: ტერფების მიკოზები, დერმატომიკოზები
- ტერფის და საზარდულის ეპიდერმოფიტია
- კანის ჩირქოვანი დაავადებები
- დერმატიტები, ნეიროდერმატიტი
- ეგზემა
- ოტომიკოზები
- ბალანიტი
- ბალანოპოსპიტი
ფლურანგი 150მგ კაფსულა N1
💊 რა არის ფლურანგი და რისთვის გამოიყენება?
-
შემადგენლობა: ეს არის სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, რომლის აქტიური ნივთიერებაა ფლუკონაზოლი (150 მგ).
-
დანიშნულება: გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ, ყველაზე ხშირად ისეთი ინფექციების დროს, რომლებსაც იწვევს სოკო „კანდიდა“ (მაგალითად: გენიტალური კანდიდოზი ქალებსა და მამაკაცებში).
📋 მიღების წესი და დოზირება
-
როგორ მივიღოთ: კაფსულა უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლის მიყოლებით. მიღება შესაძლებელია როგორც ჭამამდე, ისე ჭამის შემდეგ.
-
დოზა: გენიტალური კანდიდოზის დროს, როგორც წესი, ინიშნება ერთჯერადი დოზა (1 კაფსულა).
-
შენიშვნა: ქრონიკული ან რთული შემთხვევების დროს მკურნალობის კურსს და ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
⛔ არ მიიღოთ პრეპარატი, თუ:
-
გაქვთ ალერგია ფლუკონაზოლზე ან დამხმარე ნივთიერებებზე.
-
პარალელურად იღებთ ისეთ მედიკამენტებს, როგორიცაა: ტერფენადინი, ასტემიზოლი (ალერგიის დროს), ცისაპრიდი (კუჭ-ნაწლავისთვის), პიმოზიდი (შიზოფრენიის დროს) ან ქვინიდინი (გულის არითმიისთვის).
⚠️ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო:
-
ჯანმრთელობის პრობლემები: თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის დაავადებები, გულის პრობლემები (არითმია), ან ელექტროლიტური დისბალანსი.
-
ასაკი: 16 წლამდე მოზარდებში ინიშნება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით.
-
ორსულობა და ლაქტაცია: არ გამოიყენოთ ექიმის პირდაპირი დანიშნულების გარეშე.
-
ავტომობილის მართვა: შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან ძილიანობა, ამიტომ საჭესთან სიფრთხილეა საჭირო.
🔄 ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ფლურანგი რეაქციაში შედის ძალიან ბევრ მედიკამენტთან (მაგ.: სისხლის გამათხელებლები, დიაბეტის წამლები, წნევის მარეგულირებლები, ანტიბიოტიკები და ა.შ.).
რჩევა: ექიმს აუცილებლად ჩამოუთვალეთ ყველა ის წამალი, რომელსაც ამჟამად იღებთ.
🤢 გვერდითი მოვლენები
-
ხშირი: თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, დიარეა, გულისრევა, გამონაყარი.
-
საყურადღებო: თუ შენიშნეთ სუნთქვის გაძნელება, სახის/ტუჩების შეშუპება ან კანის მძიმე დაზიანება, სასწრაფოდ შეწყვიტეთ მიღება და მიმართეთ ექიმს.
📦 შენახვის პირობები
-
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
-
გაიცემა რეცეპტით (ფორმა N3).
