გლიკლამეტი ტაბ N30
ფარმაკოლოგიური თვისებები
სულფონილშარდოვანა და ბიგუანიდი მოქმედებენ ერთმანეთის დანამატების სახით, მათი ფარმაკოლოგიური ჯგუფებისთვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენების გაზრდის გარეშე.
გლიკლაზიდი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ერთჯერადად 80 მგ-ის მიღების შემდეგ სისხლში T max მიიღწევა დაახლოებით 4 სთ-ში. პლაზმის ცილებს უკავშირდება 94,2%. გლიკლაზიდი მეტაბოლიზდება ღვიძლში და წარმოიქმნება 8 მეტაბოლიტი. გამოიყოფა ძირითადად თირკმლების საშუალებით მეტაბოლიტების სახით, 1%-ზე ნაკლები – შარდთან ერთად შეუცვლელი სახით. ნახევარდაშლის პერიოდი – 12 სთ.
• გლიკლამეტი ასტიმულირებს პანკრეასის ბეტა-უჯრედების მიერ ინსულინის გამომუშავებასა და გლუკოზის ინსულინსეკრეტორულ მოქმედებას (ბეტა-უჯრედების მგრძნობელობის მომატებას გლუკოზისადმი);
- გლიკლამეტი ამცირებს საკვების მიღებასა და ინსულინის სეკრეციას შორის დროის შუალედს;
• გლიკლამეტი აძლიერებს პერიფერიული ქსოვილების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ და ასტიმულირებს უჯრედშიდა ფერმენტების (მათ შორის, გლიკოგენ-სინთეტაზას) აქტივობას.
გლიკლამეტი აღადგენს ინსულინის სეკრეციის ადრეულ პიკს, ანუ უპირატესად მოქმედებს ინსულინის სეკრეციის ადრეულ ფაზაზე და არ იწვევს ჰიპერინსულინემიას. (სულფონილშარდოვანას წარმოებული სხვა პრეპარატებისგან განსხვავებით);
• გლიკლამეტი ამცირებს თრომბოციტების ადჰეზიასა და აგრეგაციას, აძლიერებს სისხლძარღვთა ფიბრინოლიზურ აქტივობას, არეგულირებს სისხლძარღვების კედლების გამტარობას და აფერხებს მიკროთრომბოზისა და ათეროსკლეროზის განვითარებას;
• გლიკლამეტი ანელებს დიაბეტური რეტინოპათიის განვითარებას არაპროლიფერაციულ სტადიაზე;
• გლიკლამეტის ხანგრძლივი მიღებისას დიაბეტური ნეფროპათიის დროს მცირდება პროტეინურია.
მეტფორმინი– ბიგუანიდების ჯგუფის წარმომადგენელია. მეტფორმინის მოქმედების მექანიზმი განსხვავდება სხვა ჰიპოგლიკემიური პრეპარატების მოქმედების მექანიზმისგან. მეტფორმინი არ ზრდის ინსულინის სინთეზს, როგორც შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დროს, ისე ჯანმრთელ პირებში; ამიტომაც არ იწვევს ჰიპოგლიკემიას და ჰიპერინსულინემიას.
პლაზმაში ბაზალური და პოსტპრანდიალური გლუკოზის დონის შემცირებით აუმჯობესებს გლუკოზისადმი ტოლერანტობას. - ღვიძლში გლუკონეოგენეზის დათრგუნვით, ამცირებს გლუკოზის დონეს;
- გლუკოზის პერიფერიული უტილიზაციის გაზრდით, ზრდის ინსულინისადმი მგრძნობელობას;
• აქვეითებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ნახშირწყლების შეწოვის პროცესს; - დადებითად მოქმედებს ლიპიდურ ცვლაზე, აქვეითებს საერთო ქოლესტერინს, ტრიგლიცერიდებს და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს;
- დადებითად მოქმედებს ფიბრინოლიზური სისტემის აქტივობაზე ჭარბი წონის მქონე პაციენტებში. მეტფორმინი, როგორც პირველი რიგის არჩევის პრეპარატით მკურნალობისას, დამტკიცდა დიაბეტით განპირობებული გართულებების სიხშირის დაქვეითება. პრეპარატი არ იწვევს წონის მატებას.
ჩვენებები
ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი (ტიპი II), სიმსუქნით ან სიმსუქნის გარეშე.
მიღების წესები და დოზები
დოზირება ინდივიდუალურია და ადგენს ექიმი. საშუალოდ, 1-2 აბი ჭამის დროს ერთხელ ან ორჯერ დღეში, მაქსიმალური – 4 აბი დღის განმავლობაში. დოზის კორექცია ხდება ყოველ 2 კვირაში ექიმის მიერ.
სიფრთხილის ზომები და გაფრთხილება
დასაწყისისთვის განსაზღვრეთ კომბინირებული პრაპარატის დოზები სისხლისა და შარდის გლუკოზის დონეების მიხედვით პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები
ანორექსია, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულისრევა, ერითემა, თრომბოციტოპენია, ანემია, გამონაყარი კანზე, ქავილი, ჰიპონატრიემია.
უკუჩვენება
- ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი (ტიპი I);
- დიაბეტური პრეკომა და კომა;
- კეტოაციდოზი;
- მომატებული მგრძნობელობა გლიკლამეტის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები
მიკონაზოლის და ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემიური კომა. კორტიკოსტეროიდებთან ერთად პრეპარატის დანიშვნის დროს შეიძლება განვითარდეს კეტოაციდოზი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
შარდმდენ საშუალებებს, ბარბიტურატებს, რიფამპიცინს, კორტიკოსტეროიდებს, ესტროგენებს და სუფთა პროგესტოგენებს შეუძლია გლიკემური კონტროლის შემცირება. მისი ჰიპოგლიკემური ქმედება შეიძლება გაძლიერდეს სალიცილატების, ფენილბუტაზონის, სულფონამიდების, ბეტა-ბლოკატორების, კლოფიბრული მჟავას, ვიტამინ K-ს ანტაგონისტის, ალოპურინოლის, თეოფილინისა და MAO ინჰიბიტორების მიერ. გლიკლაზიდთან ერთად მიკონაზოლის ან ციმეტიდინის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია.
მსგავსი პროდუქტები
ბიკომპლექსი 6მლ N10
- ფარმაცევტული პროდუქტის დასახელება
- ხარისხობრივი და რაოდენობრივი და შემადგენლობა
- ფარმაცევტული ფორმა
- კლინიკური ჯგუფი
- ფარმაკოლოგიური თვისებები
- ფარმაცევტული დეტალები
- მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
- მარკეტიგული ავტორიზაციის ნომერ(ებ)ი
გინომიქსი-ვაგ. კაფს N12
- ნეომიცინის სულფატს 50.2მგ (35მგ. 35 000 სე ნეომიცინის სახით),
- ნისტატინს 100.000 სე,
- პოლიმიქსინ B სულფატს 35.000 სე
- ვაგინიტები არასპეციფიური, სოკოვანი და შერეული
- ვულვოვაგინიტები არასპეციფიური, სოკოვანი და შერეული
- ცერვიკოვაგინიტები არასპეციფიური, სოკოვანი და შერეული
- ვაგინალური კანდიდოზი
- გინეკოლოგიაში ყველა სახის ქირურგიული ჩარევის წინ
- საშვილოსნოს ყელის დიათერმოკოაგულაციის წინ და შემდეგ
- საშვილოსნოსშიდა დიაგნოსტიკური პროცედურების წინ
- მშობიარობის წინ
- NNP კომბინაცია გამოსადეგია ვაგინიტის ემპირიული მკურნალობისთვის მიკრობიოლოგიური შდეგების არ არსებობისას.
- შენარჩუნებული ეფექტურობა Candida spp . წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ფაქტორია, განსაკუთრებით აზოლებისადმი non-albicans შტამების ვარიაბელური სენსიტიურობის დროს. (ანუ არ ახასიათებს რეზისტენტობა Candida spp.-s წინააღმდეგ)
- არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას მენსტრუაციული ციკლის დროს
- მოქმედი ნივთიერებები თანაბრად ნაწილდება საშოს ლორწოვანზე
- კომბინაცია და შესაბამისად მისი მოქმედების ფართო სპექტრი იძლევა უფრო მაღალ კლინიკურ ეფექტურობას ვაგინიტში ყველაზე ხშირად ჩართული ბაქტერიებზე. დოზირება და გამოყენების წესი:ინიშნება ინტრავაგინალურად. მწვავე ან ქრონიკული ინფექციის შემთხვევაში 1-2 კაფსულა დღეში, დილით და საღამოს. მკურნალობის კურსი: 6-12 დღე.
ესპა 10მგ N28 ტაბ
ზიტროქსი 200 სუსპ N1
| სხეულისწონა | ზიტროქსი 200/ 5ml |
| 8 კგ | 2,0 მლ (80 მგ) |
| 10-14 კგ | 2,5 მლ (100 მგ) |
| 15-24 კგ | 5 მლ (200 მგ) |
| 25-34 კგ | 7,5 მლ (300 მგ) |
| 35-44 კგ | 10 მლ (400 მგ) |
- ქრონიკული გარდამავალი ერითემა: პრეპარატის ჯამური დოზა შეადგენს 60 მგ/კგ დღეში ერთხელ 20 მგ/კგ - პირველ დღეს და 10 მგ/კგ - მომდევნო დღეებში 2-დან 5-დღემდე. სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები: გაურთულებელი ურეთრიტი/ცერვიციტი - 1 გ ერთჯერადად. გართულებული, ხანგრძლივად მიმდინარე ურეთრიტი, ცერვიციტი, გამოწვეული Chlamydia trachomatis - სამჯერ 1 გ 7 დღიანი ინტერვალით (1-7-14). კურსის დოზა 3 გ.
ლისტოლაკი ორალური სუსპ N10
პიგასპინ კაფს 75მგ N30
- მწვავე კორონალური სინდრომი ST სეგმენტის ელევაციის გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდიუმის ინფარქტი პათოლოგიური Q-კბილის გარეშე)
- მწვავე კორონალური სინდრომი ST სეგმენტის ელევაციით (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი)
- ათეროსკლეროზული დარღვევების პროფილაქტიკა
- იშემიური ინსულტი
- პერიფერიული არტერიების დიაგნოსტირებული დაავადებები
ურსობილი HT 450მგ N20 კაფს
| დაავადება | სადღეღამისო დოზა | კურსის ხანგრძლივობა |
| ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დაავადება | 450 მგ 1 ან 2–ჯერ დღეში | რამდენიმე თვიდან 1 წლამდე |
| ნაღვლ-კენჭოვანი დაავადება | 450 მგ – 1 კაფსულა ძილის წინ | 6 თვიდან 2 წლამდე –კენჭების სრულ დაშლამდე |
| ბილიარული რეფლუქს-გასტრიტი და რეფლუქს-ეზოფაგიტი | 450 მგ – 1 კაფსულა ძილის წინ | 10-15 დღე |
| ღვიძლის ტოქსიკური, წამლისმიერი დაზიანების, ალკოჰოლური დაავადების და ნაღვლის სადინრის ატრეზია | სადღეღამისო დოზა 10-15 მგ/კგ-ზე | 6-12 თვემდე |
| პირველადი ბილიარული ციროზი | სადღეღამისო დოზა 10-15 მგ/კგ-ზე. (საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია - 20 მგ/კგ) | 6 თვიდან რამდენიმე წელი |
| პირველადი სკლეროზული ქოლანგიტი | სადღეღამისო დოზა 12-15 მგ/კგ –ზე (საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია - 20 მგ/კგ) | 6 თვიდან რამდენიმე წელი |
| არალაკოჰოლური სტეატოჰეპატიტი | სადღეღამისო დოზა 12-15 მგ/კგ –ზე | 6 თვიდან რამდენიმე წელი |
| მუკოვისციდოზი | სადღეღამისო დოზა 20-30 მგ/კგ ზე | 6 თვიდან რამდენიმე წელი |
| ქოლეცისტექტომიის შემდეგ განმეორებითი ქოლელითიაზის პროფილაქტიკა | 450 მგ – 1 ან 2 ჯერ დღეში | საშუალოდ სამი თვის განმავლობაში |
ფლურანგი 150მგ კაფსულა N1
💊 რა არის ფლურანგი და რისთვის გამოიყენება?
-
შემადგენლობა: ეს არის სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, რომლის აქტიური ნივთიერებაა ფლუკონაზოლი (150 მგ).
-
დანიშნულება: გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ, ყველაზე ხშირად ისეთი ინფექციების დროს, რომლებსაც იწვევს სოკო „კანდიდა“ (მაგალითად: გენიტალური კანდიდოზი ქალებსა და მამაკაცებში).
📋 მიღების წესი და დოზირება
-
როგორ მივიღოთ: კაფსულა უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლის მიყოლებით. მიღება შესაძლებელია როგორც ჭამამდე, ისე ჭამის შემდეგ.
-
დოზა: გენიტალური კანდიდოზის დროს, როგორც წესი, ინიშნება ერთჯერადი დოზა (1 კაფსულა).
-
შენიშვნა: ქრონიკული ან რთული შემთხვევების დროს მკურნალობის კურსს და ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
⛔ არ მიიღოთ პრეპარატი, თუ:
-
გაქვთ ალერგია ფლუკონაზოლზე ან დამხმარე ნივთიერებებზე.
-
პარალელურად იღებთ ისეთ მედიკამენტებს, როგორიცაა: ტერფენადინი, ასტემიზოლი (ალერგიის დროს), ცისაპრიდი (კუჭ-ნაწლავისთვის), პიმოზიდი (შიზოფრენიის დროს) ან ქვინიდინი (გულის არითმიისთვის).
⚠️ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო:
-
ჯანმრთელობის პრობლემები: თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის დაავადებები, გულის პრობლემები (არითმია), ან ელექტროლიტური დისბალანსი.
-
ასაკი: 16 წლამდე მოზარდებში ინიშნება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით.
-
ორსულობა და ლაქტაცია: არ გამოიყენოთ ექიმის პირდაპირი დანიშნულების გარეშე.
-
ავტომობილის მართვა: შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან ძილიანობა, ამიტომ საჭესთან სიფრთხილეა საჭირო.
🔄 ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ფლურანგი რეაქციაში შედის ძალიან ბევრ მედიკამენტთან (მაგ.: სისხლის გამათხელებლები, დიაბეტის წამლები, წნევის მარეგულირებლები, ანტიბიოტიკები და ა.შ.).
რჩევა: ექიმს აუცილებლად ჩამოუთვალეთ ყველა ის წამალი, რომელსაც ამჟამად იღებთ.
🤢 გვერდითი მოვლენები
-
ხშირი: თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, დიარეა, გულისრევა, გამონაყარი.
-
საყურადღებო: თუ შენიშნეთ სუნთქვის გაძნელება, სახის/ტუჩების შეშუპება ან კანის მძიმე დაზიანება, სასწრაფოდ შეწყვიტეთ მიღება და მიმართეთ ექიმს.
📦 შენახვის პირობები
-
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
-
გაიცემა რეცეპტით (ფორმა N3).
