რაპიტუსი 30მგ/5მლ სიროფი 120მლN1

მწარმოებელი ქვეყანა: ინდოეთი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

 

საერთაშორისო დასახელება – levodropropizine

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პულმონოლოგია → მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებები → ხველის საწინააღმდეგო საშუალებები

ლევოდროპროპიზინი წარმოადგენს დროპროპიზინის იზომერს. იგი მოქმედებს ჰისტამინურ და ალფა -ადრენერგულ რეცეპტორებზე და არ უკავშირდება ბეტა-ადრენერგულ, მუსკარინულ და ოპიატურ რეცეპტორებს

 

ჩვენება:

სასუნთქი გზების ალერგიული და ინფექციურ -ანთებითი დაავადიბები:

  • მშრალი, არაპროდუქტიული ხველა
  • ფარინგიტი , ლარინგიტი, ტრაქეიტი, ტრაქეო–ბრონქიტი
  • ბრონქული ასთმა
  • ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი
  • ფილტვის ემფიზემა
  • ხველა აგფ– ინჰიბიტორების მიღების ფონზე

 

რაპიტუსის ეფექტურობა და უპირატესობები:

– ხველის ინტენსივობის სწრაფი შემცირება

– ღამით გამოღვიძებების ნაკლები სიხშირე

– დღის აქტივობის შენარჩუნება

– ნაკლებად გამოხატული სედაციური ეფექტი

– დამატებითი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება

 

მიღების წესი და დოზირების რეჟიმი:

რაპიტუსი მიიღება ჭამამდე 1 საათით ადრე ან საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ. მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს 6 საათს.

 

ასაკობრივი ჯგუფი

2–5 წლამდე 10-20კგ 1მგ/კგ (2–3 მლ) 3-ჯერ დღეში

5–12 წლამდე 21-30კგ 5მლ 3-ჯერ დღეში

12 წლის ზემოთ 30კგ – ზევით 10მლ 3-ჯერ დღეში

მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ექიმის მიერ და არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს. თუ 4-5 დღის განმავლობაში სიმპტომები არ გაქრა, მკურნალობა უნდა შეწყდეს.

გვერდითი მოვლენები:იშვიათ შემთხვევებში კანის ალერგიული რეაქციები . აჩქარებული გულისცემა გულძმარვა , მუცელში დისკომფორტი, ფაღარათი, თავბრუ,თავის ტკივილი.

 

უკუჩვენებები

ლევოდროპროპიზინი უკუნაჩვენებია პაციენტებში ,რომლებსაც გააჩნიათ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.ლევოდროპროპიზინის გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში ბრონქული ჰიპერსეკრეციით და დაქვეითებული მუკოცილიარული ფუნქციით ( კართაგენერის სინდრომი ან ცილიარული დისკინეზია) და ასევე პაციენტებში ღვიძლისა და თირკმლის მძიმე უკმარისობით. ლევოდროპროპიზინი არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

Category: