სოლეკარდი N30 კაფს
მწარმოებელი ქვეყანა: ლატვია
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
სოლეკარდი – საკვები დანამატი. ხასიათდება კარდიოპროტექტორული და ანგიოპროტექტორული მოქმედებით.
შემადგენლობა:
| L-ასპარაგინი | 200მგ |
| კუნელის მშრალი ექსტრაქტი | 150მგ |
| კალიუმის ქლორიდი | 50მგ |
| მაგნიუმის ოქსიდი | 50მგ |
| ნივრის მშრალი ექსტრაქტი | 20მგ |
| ვიტამინი B6 | 1.4მგ |
ფარმაკოლოგიური თვისებები: კუნელი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას მიოკარდიუმში, ზრდის გულის კუმშვით ძალას, არეგულირებს გულისცემის სიხშირეს, ხსნის ზეწოლის და სიმძიმის შეგრძნებას გულმკერდის არეში, ამცირებს ქოშინს ფიზიკური დატვირთვის დროს. ნივრის ექსტრაქტი ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების და ზრდის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების რაოდენობას. იწვევს ქოლესტერინის დონის დაქვეითებას სისხლში, ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას და თრომბის წარმოქმნას. კალიუმი ხელს უწყობს ნორმალური არტერიული წნევის შენარჩუნებას. ვიტამინი B6 ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების ნორმალურ ფორმირებას. მაგნიუმი ხსნის სისხლძარღვოვან სპაზმს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და არეგულირებს არტერიულ წნევას.
ჩვენება:
- ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია
- მაღალი არტერიული წნევა
- არითმია
- კარდიომიოპათია
- ტკივილი გულმკერდში
- ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
დოზირება: 1-2 კაფსულა დღეში ერთხელ ჭამის დროს.
ორსულობა და ლაქატაცია : ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
უკუჩვენება: შემადგენელი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა
განსაკუთრებული მითითებები: საკვები დანამატი; არ გამოიყენოთ საკვები დანამატი ბალანსირებული და მნიშვნელოვანი კვების შემცვლელად; არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას; რეკომენდებულია 15-16 წლის ასაკიდან; შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
შენახვის Conditions: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე სიბნელეში, კარგად დახურულ ორიგინალ შეფუთვაში.
Related products
გრიპოსტოპი 100 მლ. სიროფი N1
დექორალი Ca – N30 კაფს.
- ორგანული მონერალების სრული სპექტრი უზრუნველყოფს ჯანმრთელ ძვლოვან სტრუქტურას;
- აღადგენს ორგანიზმის ელექტროლიტურ ბალანს;
- არეგულირებს სისხლის მჟავა-ტუტოვან წონასწორობას.
- სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- ოსტეოართრიტი და ოსტეოქონდროზი;
- მოტეხილობის კომპლექსური მკურნალობა;
- კალციუმისა და ვიტამინ D 3-ის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა, რაქიტი;
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები: ჰიპერტონია, ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება სტენოკარდია, არითმია;
- ინტენსიური ზრდის პერიოდი;
- კანის დაავადებები: ეგზემა, ფსორიაზი, სებორეული დერმატიტი, ფურუნკულოზი;
- მენოპაუზა და კლიმაქტერული პერიოდი;
- ორსულობის ადრეული პერიოდის ტოქსიკოზი და ლაქტაცია;
- ქრონიკული დაღლილობის სინდრომი;
- თმის ცვენა, მტვრევადი ფრჩხილები და მრავლობითი კარიესი.
- წარმოადგენს ორგანიზმის შემაერთებელი ქსოვილის საშენ მასალას;
- უზრუნველყოფს ჯანმრთელ ძვლივან სტრუქტურას;
- მონაწილეობს კუნთების შეკუმშვისა და რელაქსაციის პროცესში (მათ შორის, გულის კუნთშიც);
- მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნერვული იმპულსის გადაცემაში: დეპრესია, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი შფოთვა ყურადღების დარღვევა/ან ჰიპერაქტივობა;
- უზრუნველყოფს სისხლის ნორმალური pH-ის შენარჩუნებას, (მთელი რიგი პათოლოგიები გამოწვეულია ორგანიზმის სისხლსა და ლიმფაში მომატებული მჟავა გარემოთი, რაც ხელს უწყობს ვირუსებისა და ბაქტერიების გამრავლებას);
- არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს;
- აძლიერებს ზოგად იმუნიტეტს.
ინტრაგლობინი კაფს N30
კალზიდან K2 N30
მირამილ ტონზილი (30მლ. სპრეი) N1
ნევრომედი კაფს N 15
- შემადგენლობა
- 2 კაფსულის შემადგენლობში შედის: პასიფლორას მშრალი ექსტრაქტი (Passiflora incarnata) - 80 მგ კატაბალახას ფესვების მშრალი ექსტრაქტი (Valeriana officinalis) - 120 მგ. სვიის გირჩების მშრალი ექსტრაქტი (Humulus lupulus) - 80მგ.
- ფარმაკოლოგიურითვისებები ნევრომედი ამცირებს შფოთვას, შიშსა და მომატებულ ნერვულ აგზნებადობს, ხსნის სპაზმსა და ემოციურ დაძაბულობას, არეგულირებს ძილს. ნევრომედი ამცირებს სიმპტომებს მენოპაუზის და პრემენოპაუზის დროს. სვია – უძველესი ხალხური სამკურნალო საშუალებაა. სვიის გირჩების ექსტრაქტი შეიცავს: ლუპულინს, ქოლინს, ეთერზეთებს, ფლავონოიდებს, ლეიკოციანიდინს, კუმარინებს, B1, B3, B6, PP ვიტამინებს, მიკრო და მაკროელემენტებს. სვიას ახასიათებს ნეიროტროპული მოქმედება. ყველაზე აქტიურად იგი გამოყენება, როგორც დამამშვიდებელი და საძილე საშუალება. ამცირებს სიმპტომებს მენოპაუზის და პრემენოპაუზის დროს. კატაბალახას ფესვის მშრალი ექსტრაქტი – ამცირებს დაძაბულობას და გაღიზიანებას. ახასიათებს სპაზმოლიზური მოქმედება, აუმჯობესებს კორონარულ სისხლის მიმოქცევას, ახანგრძლივებს საძილე საშუალებების მოქმედებას. პასიფლორა (ვნების ყვავილი) – ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ამცირებს შფოთვასა და დაძაბულობას. ავლენს სპაზმოლიზურ და მსუბუქ სედატიურ მოქმედებას.
- ჩვენებები • მომატებული ნერვული აგზნებადობა • სტრესის შემდგომი მდგომარეობა, თანმხლები ემოციური დაძაბულობით და ტაქიკარდიით • ნევრასთენიის მსუბუქი ფორმები (გაღიზიანებადობა, შფოთვა, შიში, დაღლილობა) • კლიმაქტერული სინდრომი • ნეირო-ცირკულატორული დისტონია • ძილის დარღვევა და უძილობა • ანგიო- და ვეგეტონევროზი (ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია) • “მენეჯერის სინდრომი” (მუდმივი ფსიქიური დაძაბულობის მდგომარეობა);
- მიღებისწესებიდადოზები მოზრდილთათვის რეკომენდებულია 1 კაფსულა ორ-სამჯერ დღეში, მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად. უძილობის დროს: 2-3 კაფსულა ძილის წინ, ნახევარი საათით ადრე. ნევრომედით მკურნალობის ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული.
პექტოლოტი სიროფი 100 მლ ფლაკონი N1
სოლვიტალი მენოპაუზა N30
| შემადგენლობა | 2 კაფსულა შეიცავს | NRV* |
| კალციუმის კარბონატი (40% ელემენტარული კალციუმი) | 400 მგ (160 მგ) | 20 % |
| სოიოს თესლის ექსტრაქტი 50:1 (40 % იზოფლავონოიდები) | 250 მგ | - |
| წითელი სამყურას ექსტრაქტი 10:1 (8% იზოფლავონოიდი) | 200 მგ | - |
| ვიტამინი E | 10 მგ | 83 % |
| ვიტექსის ნაყოფის ექსტრაქტი 4:1 | 6,8 მგ | - |
| ვიტამინი B6 | 2 მგ | 143 % |
| ფოლიუმის მჟავა | 600 მკგ | 300 % |
| ვიტამინი D3 | 15 მკგ | 300 % |
| ვიტამინი B12 | 5 მკგ | 200 % |
