სოლვიტალ პრეგნაფოლი N30 კაფს
მწარმოებელი ქვეყან: ლატვია
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
სოლვიტალ პრეგნაფოლი შეიცავს კვატრიფოლს, რომელიც წარმოადგენს მე-4 თაობის ფოლიუმის მჟავას. იგი ხელს უწყობს ორსულობის დროს უჯრედების დაყოფისა და ზრდის პროცესს, სისხლწარმოქმნას, ამინომჟავების სინთეზს, იმუნური სისტემის გაძლიერებას და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. კვატრიფოლი აბალანსებს დედის ფოლიუმზე გაზრდილს მოთხოვნას. ორსულებში ფოლის მჟავას დეფიციტი განაპირობებს ნაყოფში ნერვული მილის განვითარების მანკების წარმოშობას.
პროდუქტი განკუთვნილია რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის. სასურველი ეფექტი მიიღწევა კვატრიფოლის 400 მკგ მიღებით ორსულობამდე 1 თვით ადრე და ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში. კვატრიფოლი ხელს უწყობს ჰომოცისტეინის ნორმალურ მეტაბოლიზმს და მონაწილეობს უჯრედების დაყოფის პროცესში.
პროდუქტი არ შეიცავს გმო–ს, ლაქტოზას, გლუტენს და სხვა ალერგენებს.
| შემადგენლობა | რეკომენდებული დღიური დოზა (1 კაფსულა) | NRV* |
| კვატრიფოლი ((6S)-5-მეთილტეტრაჰიდროფოლის მჟავა გლუკოზამინის მარილი). | 400 მკგ | 200%
|
*NRV – საცნობარო ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ.
შემადგენლობა
კვატრიფოლი ((6S)-5-მეთილტეტრაჰიდროფოლის მჟავა გლუკოზამინის მარილი). დამხმარე ნივთიერებები: ინულინი (ბოჭკო), ჟელატინის კაფსულის გარსი, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები.
დოზირება
რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის რეკომენდებული დღიური დოზაა 1 კაფსულა დღეში. დოზის გაზრდა შესაძლებელია ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის შემდეგ.
სიფრთხილის ზომები
მომატებული მგრძნობელობა პროდუქტში შემავალი ინგრედიენტების მიმართ;
საკვები დანამატი არ გამოიყენება როგორც სრულფასოვანი და დაბალანსირებული კვების შემცვლელი;
არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას.
შენახვის წესი
პროდუქტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბნელ ადგილას, კარგად დახურულ ორიგინალ შეფუთვაში.
Related products
ათეროლიპი N30 კაფს.
დექორალი Ca – N30 კაფს.
- ორგანული მონერალების სრული სპექტრი უზრუნველყოფს ჯანმრთელ ძვლოვან სტრუქტურას;
- აღადგენს ორგანიზმის ელექტროლიტურ ბალანს;
- არეგულირებს სისხლის მჟავა-ტუტოვან წონასწორობას.
- სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- ოსტეოართრიტი და ოსტეოქონდროზი;
- მოტეხილობის კომპლექსური მკურნალობა;
- კალციუმისა და ვიტამინ D 3-ის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა, რაქიტი;
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები: ჰიპერტონია, ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება სტენოკარდია, არითმია;
- ინტენსიური ზრდის პერიოდი;
- კანის დაავადებები: ეგზემა, ფსორიაზი, სებორეული დერმატიტი, ფურუნკულოზი;
- მენოპაუზა და კლიმაქტერული პერიოდი;
- ორსულობის ადრეული პერიოდის ტოქსიკოზი და ლაქტაცია;
- ქრონიკული დაღლილობის სინდრომი;
- თმის ცვენა, მტვრევადი ფრჩხილები და მრავლობითი კარიესი.
- წარმოადგენს ორგანიზმის შემაერთებელი ქსოვილის საშენ მასალას;
- უზრუნველყოფს ჯანმრთელ ძვლივან სტრუქტურას;
- მონაწილეობს კუნთების შეკუმშვისა და რელაქსაციის პროცესში (მათ შორის, გულის კუნთშიც);
- მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნერვული იმპულსის გადაცემაში: დეპრესია, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი შფოთვა ყურადღების დარღვევა/ან ჰიპერაქტივობა;
- უზრუნველყოფს სისხლის ნორმალური pH-ის შენარჩუნებას, (მთელი რიგი პათოლოგიები გამოწვეულია ორგანიზმის სისხლსა და ლიმფაში მომატებული მჟავა გარემოთი, რაც ხელს უწყობს ვირუსებისა და ბაქტერიების გამრავლებას);
- არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს;
- აძლიერებს ზოგად იმუნიტეტს.
ნევრომედი კაფს N 15
- შემადგენლობა
- 2 კაფსულის შემადგენლობში შედის: პასიფლორას მშრალი ექსტრაქტი (Passiflora incarnata) - 80 მგ კატაბალახას ფესვების მშრალი ექსტრაქტი (Valeriana officinalis) - 120 მგ. სვიის გირჩების მშრალი ექსტრაქტი (Humulus lupulus) - 80მგ.
- ფარმაკოლოგიურითვისებები ნევრომედი ამცირებს შფოთვას, შიშსა და მომატებულ ნერვულ აგზნებადობს, ხსნის სპაზმსა და ემოციურ დაძაბულობას, არეგულირებს ძილს. ნევრომედი ამცირებს სიმპტომებს მენოპაუზის და პრემენოპაუზის დროს. სვია – უძველესი ხალხური სამკურნალო საშუალებაა. სვიის გირჩების ექსტრაქტი შეიცავს: ლუპულინს, ქოლინს, ეთერზეთებს, ფლავონოიდებს, ლეიკოციანიდინს, კუმარინებს, B1, B3, B6, PP ვიტამინებს, მიკრო და მაკროელემენტებს. სვიას ახასიათებს ნეიროტროპული მოქმედება. ყველაზე აქტიურად იგი გამოყენება, როგორც დამამშვიდებელი და საძილე საშუალება. ამცირებს სიმპტომებს მენოპაუზის და პრემენოპაუზის დროს. კატაბალახას ფესვის მშრალი ექსტრაქტი – ამცირებს დაძაბულობას და გაღიზიანებას. ახასიათებს სპაზმოლიზური მოქმედება, აუმჯობესებს კორონარულ სისხლის მიმოქცევას, ახანგრძლივებს საძილე საშუალებების მოქმედებას. პასიფლორა (ვნების ყვავილი) – ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ამცირებს შფოთვასა და დაძაბულობას. ავლენს სპაზმოლიზურ და მსუბუქ სედატიურ მოქმედებას.
- ჩვენებები • მომატებული ნერვული აგზნებადობა • სტრესის შემდგომი მდგომარეობა, თანმხლები ემოციური დაძაბულობით და ტაქიკარდიით • ნევრასთენიის მსუბუქი ფორმები (გაღიზიანებადობა, შფოთვა, შიში, დაღლილობა) • კლიმაქტერული სინდრომი • ნეირო-ცირკულატორული დისტონია • ძილის დარღვევა და უძილობა • ანგიო- და ვეგეტონევროზი (ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია) • “მენეჯერის სინდრომი” (მუდმივი ფსიქიური დაძაბულობის მდგომარეობა);
- მიღებისწესებიდადოზები მოზრდილთათვის რეკომენდებულია 1 კაფსულა ორ-სამჯერ დღეში, მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად. უძილობის დროს: 2-3 კაფსულა ძილის წინ, ნახევარი საათით ადრე. ნევრომედით მკურნალობის ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული.
ნოვაკარდი Q10 – N30 კაფს.
ოლეფარ დუო -ყელის აეროზ. 20მლ. N1
- ანთების ლოკალიზებას და ხელს უშლის მის გავრცელებას
- გააჩნია ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და სპაზმოლიზური მოქმედება
- ამცირებს შეშუპებას და უზრუნველყოფს უმტკივნეულო ყლაპვას
- ხელს უწყობს მიკროწყლულების, წყლულებისა და ჭრილობის შეხორცების პროცესს.
- გააჩნია ადგილობრივი ანტიბაქტერიული, ანტისეპტიური და ანტივირუსული მოქმედება
- ამცირებს ყელის ქავილის შეგრძნებას
- ყელისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებები: ანგინა, ფარინგიტი, ლარინგიტი, ტონზილიტი; აფთოზური წყლულები, გლოსიტი, გინგივიტი.
- ოპერაციული ჩარევებისა და ტრავმების შემდეგ (ტონზილექტომია, ყბის მოტეხილობა და ა.შ.);
- ქიმიოთერაპიით, რადიოთერაპიით, ტრაქეალური ინტუბაციით და სხვა სამედიცინო მიზეზებით გამოწვეული პირის ღრუს ლორწოვანის გაღიზიანება და ანთება.
რესპიკონ ბიო კაფს. N20
ფლექსუსი N30 კაფს
- ჰიდროლიზირებული კოლაგენი ტიპი II 600მგ
- ჰიალურნის მჟავა 100 მგ
- ქონდრიოტინის სულფატი 200 მგ
- პროტეოგლიკანები 38 მგ
- ხრტილის მატრიქსის გლიკოპროტეინები
- ოსტეოართრიტი;
- პირველადი და მეორადი ოსტეოართროზი;
- ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული ცვლილებები:
- ასაკობრივი ცვლილებები სახსრებში (მკურნალობა/პროფილაქტიკა)
- ტრავმები, მიკროტრავმები, მოტეხილობები
- ფლექსუსი ადვილად აბსორბირდება ხრტილში;
- ხრტილოვან ქსოვილიში აღადგენს დარღვეულ მეტაბოლურ პროცესებს;
- ფლექსუსი უზრუნველყოფს ხრტილის სტრუქტურის რეგენერაციას, ჰიდრატაციასა და ელასტიურობას;
- ასტიმულირებს ჰიალურონის მჟავის წარმოქმნას;
- აღადგენს სინოვიალური სითხის მოცულობასა და სიბლანტეს;
- ამცირებს სახსროვანი ზედაპირის ცვეთას;
- გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება;
- ფლექსუსი ამცირებს ტკივილს სახსარში;
ქსანაციდი HL -150 მლ სუსპ. N1
| აქტიური ნივთიერება | ( მაქსიმალური დღიური დოზა – 4 კოვზი ≈ 28 გ) |
| მცენარეული პოლისაქარიდების კომპლექსი: ალოე (Aloe Barbadensis Miller,) -100 მგ ტყის ბალბი (Malva Sylvestris L., ფოთლები)-200 მგ | 300 მგ |
| ჰიალურონ ნატიუმი | 240 მგ |
| ემბლიკას ექსტრაქტი (20% ტანინები) | 200 მგ (ტანინები 40 მგ) |
| გვირილის ექსტრაქტი (1.2% აპიგენინი) | 60 მგ (აპიგენინი 0.72 მგ) |
