ჩვენს შესახებ

ფარმაცევტული კომპანია HB Co LTD. შეიქმნა 1997 წელს. 2004 წელს ქ. ბაქოში კომპანიის ბაზაზე დაარსდა თანამედროვე სამკურნალო -დიაგნოსტიკური ცენტრი HB კლინიკა , რომელიც აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ტექნოლოგიებით.

ფარმაცევტული კომპანია HB Co LTD. -ს წარმომადგენლობა საქართველოში _ HB Georgia მოღვაწეობს 2010 წლიდან.

ფარმაცევტული კომპანია HB Georgia წარმოადგენს მარკეტინგულ ფირმას , რომელიც ახორციელებს მაღალი სტანდარტების მქონე ფარმაცევტული კომპანიებიდან პრეპარატების იმპორტსა და პრომოციას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

გზა წარმატებისკენ

თითოეული ჩვენგანის მიზნებისა და გეგმების დიდი ნაწილი კარიერულ მიღწევებს უკავშირდება. HB Georgia-ს ჰყავს  არამარტო გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით სავსე კადრები, არამედ ქმნის სამოტივაციო გარემოს  თანამშრომლებისთვის საკუთარი რწმენის ასამაღლებლად.

2012 წლიდან აქტიური მუშაობის რეჟიმმა განაპირობა საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის სწრაფი ათვისება , კომპანიამ ეფექტური ნაბიჯებით იწყო წინსვლა , იზრდებოდა როგორც თანამშრომელთა , ასევე პრეპარატების რაოდენობა.

2014 წლისთვის ფარმაცევტული კომპანია HB Georgia მოიცავს სამედიცინო დარგის თითქმის ყველა პროფილს

სტაბილურობა, ხარისხი, უსაფრთხოება

2016-2018წწ. კომპანია HB Georgia -ამ შეძლო სტაბილური კომპანიის სახელის მოპოვება  მიზანმიმართული , მომხმარებლის მოთხოვნაზე ორიენტირებული ქმედებით. 2018 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით HB Georgia მოხვდა წარმატებული ფარმაცევტული კომპანიების ხუთეულში.

არსებული წარმატება გვაძლევს მოტივაციას, ვიყოთ თავდაჯერებულნი და წარმოვადგენდეთ მზარდ ფარმაცევტულ კომპანიას , რომლის დევიზია „ჯანმრთელობაზე ზრუნვა გვაერთიანებს“

  

 

 

პარტნიორები

რატომ ჩვენ?

"HB Georgia" - ენდეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვის რვაწლიან გამოცდილებას საქართველოში.

კონტაქტი

26 მაისის გამზ. ბალანჩივაძის ქუჩა #2, თბილისი, საქართველო 0171

  • + 995 32 2 08 38 56
  • + 995 32 2 08 38 46
  • hbgeorgia@hb-med.com.ge
  • სამუშაო საათები 09:00 -18:00

სოციალური ქსელი