სამუშაო საათები 09:00 -18:00

პექტოლოტი

მშრალი და პროდუქტიული ხვალის საწინააღმდეგო სიროფი

მწარმოებელი კომპანია: Lotos pharma

გამოშვების ფორმა: 100მლ. სიროფი ; ფლაკონი N1

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა: 7.5 მლ-ის შემცველობა

მრავალძარღვას ფოთლის (Plantago major) მშრალი ექსტრაქტი - 500მგ.

ფიჭვის კვირტის (Pinus sylvesteis) მშრალი ექსტრაქტი - 150მგ.

ბეგქონდარას ფოთლების (Thymus vulgaris) მშრალი ექსტრაქტი - 150მგ.

ტყის ფიჭვის ქერქის (Pinus sylvestris) მშრალი ექსტრაქტი - 75მგ.

მიხაკის კვირტის (Syzygium aromaticum) მშრალი ექსტრაქტი - 15 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები: პექტოლოტი ამცირებს ხველის სიხშირესა და ინტენსივობას,ათხიერებს ნახველს, აფართოებს ბრონქებს და ხელს უწყობს ნახველის ადვილად გამოდევნას.  სიროფი დამზადებულია კომშის წვენის ფუძეზე, რომელიც შეიცავს ვიტამინ C-ს და მიკრო-მაკროელემენტებს (K;Ca;Na;P;Mg;Fe;Zn). მრავალძარღვას ფოთლის (Plantago major) ექსტრაქტს გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო, მუკოლიზური, სპაზმოლიზური, სუსტად გამოხატული ანტიბაქტერიული და იმუნომასტიმულირებელი მოქმედება. არბილებს ლოწოვანს, ხსნის დისკომფორტს და გაღიზიანებას , რომელიც ხშირად თან ახლავს ზედა სასუნთქი გზების ანთებას. ფიჭვის კვირტის (Pinus sylvesteis) ექსტრაქტს გააჩნია ანტიბაქტერიული, მუკოლიზური, სპაზმოლიზური, ანტივირუსული და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება. აუმჯობესებს ენდოთელიუმის ფუნქციას, მოქმედებს როგორც შეშუპების საწინააღმდეგო საშუალება ზედა და ქვედა სასუნქი გზებისთვის. ბეგქონდარას ფოთლების (Thymus vulgaris) ექსტრაქტს გააჩნია სპაზმოლიზური, ანთებისსაწინააღმდეგო, ანტისეპტიური, ანტიმიკრობული მოქმედება. ბეგქონდარა შეიცავს ეთერზეთს, რომლის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს თიმოლი. ეს უკანასკნელი მოქმედებს ,როგორც ბუნებრივი ამოსახველებელი აგენტი - ხელს უწყობს ლორწოს გათხიერებას და სასუნთქი გზებიდან მის გამოთავისუფლებას. ტყის ფიჭვის ქერქის (Pinus sylvestris) ექსტრაქტს გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო, სპაზმოლიზური, ანტიბაქტერიული, ანტივირუსული მოქმედება. შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტს (ოლიგომერული პროანთოციანიდების კომპლექსს), რომელიც ხელს უშლის თავისუფალი რადიკალებისგან უჯრედის დაზიანებას. მიხაკის კვირტის (Syzygium aromaticum) ექსტრაქტს გააჩნია ანტიბაქტერიული, ანტიმიკოზური, ანტივირუსული, ანტიოქსიდანტური (წარმოადგენს ფლავანოიდების წყაროს) მოქმედება. ამსუბუქებს ტკივილს ,რომელიც გამოწვეულია მუდმივი ხველით. მიხაკის კვირტის ექსტრაქტი ხსნის მშრალი ხველისთვის დამახასიათებელ ქავილის შეგრძნებას. 

ჩვენება: სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები, რომელსაც თან ახლავს ხველა.

მშრალი ხველა

პროდუქტიული ხველა

სპასტიური ხველა (ყივანახველა)

გამოყენების წესი და დოზირება:  მიღებამდე ფლაკონი შეანჯღრიეთ!

  • 1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვებში 2.5მლ. 3-ჯერ დღეში.
  • 5 წლიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში 5მლ. 3-ჯერ დღეში.
  • 12 წლის ზემოთ მოზარდებში და ზრდასრულებში 10მლ. 3-ჯერ დღეში.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში: ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენეტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები: ბიოლოგიურად აქტიური დანამატი არ გამოიყენოთ სრულფასოვანი და დაბალანსირებული კვების შემცვლელად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას. 

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. სიროფის გამოყენება შეიძლება ფლაკონის გახსნიდან 2 თვის განმავლობაში.

შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას.

რატომ ჩვენ?

"HB Georgia" - ენდეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვის რვაწლიან გამოცდილებას საქართველოში.

კონტაქტი

26 მაისის გამზ. ბალანჩივაძის ქუჩა #2, თბილისი, საქართველო 0171

სოციალური ქსელი

Facebook